„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის №03 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №40 |
|
2017 წლის 25 დეკემბერი ქ. ბათუმი |
|
2. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ეკომიგრანტ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, ჯდენადი გრუნტის, თოვლის ზვავის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.
2. კომისიის შემადგენლობა მტკიცდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში - მერის) ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით.
3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის თაობაზე. სოციალური სახლს მუნიციპალიტეტი გადასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახების უზრუნველყოფის მიზნით.
4. დაზარალებულთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზება გულისხმობს დაზარალებულებს მიეცეთ საშუალება წარადგინოს შესაბამისი განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე.
5. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია მოახდენს დაზარალებულების ინფორმირებას განაცხადების მიღების ვადების შესახებ, კანონმდებლობით დადგენილი წესით მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და მერიის შესაბამისი სამსახურების მეშვეობით.
6. კომისია ადგენს განაცხადების მიღებისა და განხილვის ვადებს.
7. მერია ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების მსურველთა განაცხადების მიღებას. განაცხადის შევსება ხდება დაზარალებულის მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებს დაზარალებული. საცხოვრებელი ფართის მიღების მიზნით, დაზარალებულის მიერ ივსება ამ დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“.
8. საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე შევსებულ განაცხადს უნდა ერთოდეს, მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ფოტომასალა, საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმა, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი და სხვ.). იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, განაცხადი რჩება განუხილველი, რომლის მიზეზიც ეცნობება განმცხადებელს დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით. აღნიშნულის თაობაზე, საჭიროების შემთხვევაში, ასევე ეცნობება კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაწესებულებებს.
9. კომისია ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების დანართი №3 შესაბამისად და ღებულობს საბოლოო გადაწყვეტილებას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
10. კომისიის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: დაზარალებულის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი მონაცემების მოთხოვნას დაზარალებულებისაგან; ასევე, მოპოვებული და დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, თითოეული დაზარალებულის მდგომარეობის (მისი ოჯახის მდგომარეობის) შეფასებას და ქულების მინიჭებას ამ დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების მეშვეობით.
11. მუნიციპალიტეტი არ განიხილავს იმ დაზარალებული ოჯახების განაცხადებებს, რომლებსაც:
ა) სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან შესაბამისი ფინანსური დახმარება 10000 ლარზე ზევით.
ბ) გააჩნიათ საკუთრებაში არსებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებული საცხოვრებელი ფართი არის ქორწინების შედეგად ოჯახში შემატებული წევრის თანასაკუთრებაში არსებული ქონება (ქორწინებამდე).
12. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ (დადებითი/უარყოფითი) ეცნობება დაზარალებულს წერილობით, რომელიც შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
13. იმ დაზარალებულებს შორის, რომელთა საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადები დაკმაყოფილდა, ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის განაწილება განხორციელდება კომისიის მიერ დაზარალებული ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით კერძოდ;
ა) ოჯახი, რომელიც შედგება 7 და მეტი წევრისაგან საკუთრებაში გადაეცემა საცხოვრებელი ბინა, რომლის საცხოვრებელი ფართი შედგება 4 ოთახისგან.
ბ) ოჯახი, რომელიც შედგება 4-დან 7-მდე წევრისაგან საკუთრებაში გადაეცემა საცხოვრებელი ბინა, რომლის საცხოვრებელი ფართი შედგება 3 ოთახისგან.
გ) ოჯახი, რომელიც შედგება 1 დან 4-მდე წევრისაგან საკუთრებაში გადაეცემა საცხოვრებელი ბინა, რომლის საცხოვრებელი ფართი შედგება 2 ოთახისგან.
14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, დაზარალებული (მისი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე) ვალდებულია განაცხადოს წერილობითი თანხმობა, საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი პირობით.
2. გამონაკლის შემთხვევაში, კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტის სრული დამთხვევის შემთხვევაში, კომისია დაზარალებულის განაცხადის დაკმაყოფილების რიგითობის ადგენს დაზარალებულის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
3. ოჯახის მიერ ალტერნანიული ფართის გასხვისების შემთხვევაში კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას დასახელებული ფართის გასხვისების პერიოდის და გარმოებების გათვალისწინებით.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთობლივად აკმაყოფილებს ამ დანართის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რამდენიმე კრიტერიუმს, მაშინ მას ქულა ენიჭება იმ კრიტერიუმით, რომელიც ითვალისწინებს უფრო მაღალ ქულას . |