ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2017
ძალის დაკარგვა 30.05.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016411
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 963 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2017 მიღება
30.05.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2017 წლის 27 დეკემბერი ქ. ქუთაისი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეოთხე პუნქტის, 24–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​1 პუნქტის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად. /დებულება წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია დანართი ქალაქ  ქუთაისის  მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის  საბჭოს დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 1. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილების შესაბამისად, გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს (შემდგომ, საბჭო). 2. საბჭო იქმნება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. 3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. თავი II საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები მუხლი 2🔗 საბჭო ხელს უწყობს გენდერულ სფეროში ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული აქტივობების უზრუნველყოფას, შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხილვა – დამტკიცებას, მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას. მუხლი 3🔗 1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა; ბ) გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების, პროექტების ანალიზი; გ) გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის რეკომენდაციის წარდგენა; დ) გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა; ე) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება–დანერგვა, ასევე, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ვ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე, წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციისა და სხვა ინფორმაციის განხილვა კომპეტენციის ფარგლებში, მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; თ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარდგენა. 2. საბჭო უფლებამოსილია:  ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სახის ურთიერთობებში; ბ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან; გ) საბჭოს უფლება აქვს სხდომაზე მოიწვიოს საჯარო სამსახურის დაწესებულების ნებისმიერი თანამდებობის პირი; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. თავი III საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა მუხლი 4🔗 1. საბჭოს თავმჯდომარეობს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი დავალებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე. 2. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და საბჭოს წევრებისაგან. 3. საბჭოს წევრთა რაოდენობას და პერსონალურ შემადგენლობას საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.  4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მიერ განსაზღვრული გენდერულ თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე და ექსპერტები. 5. საბჭოს წევრის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება გენდერულ თემებზე საბჭოს წევრობის კანდიდატის ინფორმირებულობას ან/და მუშაობის გამოცდილებას. სასურველია, საბჭოში დაცული იყოს გენდერული ბალანსი.  6. გარდა ამ მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრული პირებისა, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისადმი მიმართვის საფუძველზე, საბჭოს თავმჯდომარის მიერ, წევრებად შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელები, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების (არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივი წარდგინების არსებობის შემთხვევაში) წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები. 7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნეს სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის ფორმას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე. თავი IV საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი მუხლი 5🔗 1. საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც, იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით, ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით. 3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. 4. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც. საბჭოს წევრებს სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ უნდა ეცნობოთ სხდომამდე 3 დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ. 5. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და იღებს გადაწყვეტილებებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე. 6. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხებზე წინადადებები და რეკომენდაციები შემოტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით 2 დღით ადრე მაინც. ასეთი სახით შემოსულ წინადადებებსა და რეკომენდაციებს, საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს.  7. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 8. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 9. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე. 10. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 11. საბჭოს მიერ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნება ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან ერთი თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აცნობონ საბჭოს. მუხლი 6🔗 საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ადმინისტრაციული განყოფილება. თავი V დებულებაში ცვლილების შეტანის წესი მუხლი 7🔗 ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.