საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2017 წლის
ანგარიში
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სრულად აცნობიერებს საზოგადოების წინაშე საკუთარ ანგარიშვალდებულებას. ის მოქმედებს კანონიერების პრინციპების გათვალისწინებით და ცდილობს, უზრუნველყოს მის ხელთ არსებული საჯარო ინფორმაციის მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, ანგარიშში წარმოგიდგენთ 2017 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 8 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსულ ყველა იმ განცხადების შესახებ ინფორმაციას, რომელიც მოიპოვება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო).
ინფორმაცია სამინისტროში შემოსული საჯარო ინფორმაციის გაცემის, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე
მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ
2017 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სამინისტროში სულ 118 (ას თვრამეტი) განცხადება შემოვიდა.
სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ყველა შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის გაცემისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი 10-დღიანი ვადა დაცულია. უწყებამ ყველა მათგანზე მოახდინა რეაგირება და ამის შესახებ საჯარო ინფორმაციის გამომთხოვ პირებს წერილობითი ფორმით აცნობა.
118 (ას თვრამეტი) განცხადებიდან:
96 (ოთხმოცდათექვსმეტი) განცხადება - სრულად დაკმაყოფილდა;
41 (ორმოცდაერთი) განცხადება - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში და ამავე კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილების მიხედვით, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში, ვინაიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს სამინისტრო არ წარმოადგენდა ან სამინისტროსთან ერთად წარმოადგენდა სხვა დაწესებულებაც. ამის შესახებ კი განმცხადებლებს წერილობით ეცნობათ.
13 (ცამეტი) განცხადებაზე - საჯარო ინფორმაციის მიწოდების შესახებ სამინისტროს მოუწია უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. უარის თქმის მიზეზი იყო
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვა, შემთხვევა, როდესაც ინფორმაცია არ განეკუთვნებოდა სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციას ან/და სამინისტროსთან მიმართებით არ არსებობდა გასაცემი ინფორმაცია ან/და სამინისტროში არ იყო დაცული მოთხოვნილი ინფორმაცია.
საანგარიშო პერიოდში მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სამინისტროში არ შემოსულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემასა და უარის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირის თაობაზე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირს წარმოადგენს სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი), დავით მეტრეველი.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივარი არ შემოსულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემის ხარჯებისა და ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის მიხედვით,
„საჯარო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა“.
2017 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 8 დეკემბრის მონაცემებით სამინისტროს ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემაზე ხარჯები მოსაკრებლის სახით არ გაუწევია, გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საჭირო გახდა კომპაქტურ დისკებზე ინფორმაციის ჩაწერა.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ სზაკ-ის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ
საანგარიშო პერიოდში სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სზაკ-ის მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, დისციპლინური სახდელების დადების შემთხვევები არ ყოფილა.
საჯარო მონაცემთა ბაზებისა და სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ
სამინისტროში ფუნქციონირებს საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა, სადაც თავს იყრის ყველა სახის კორესპონდენცია, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებიც. სამინისტროში სზაკ-ით განსაზღვრული საჯარო რეესტრის ფუნქციას ასრულებს სამინისტროს საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა. სამინისტროს ვებ-გვერდზე, ყოველკვარტალურად ქვეყნდება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადების მოკლე სტატისტიკური ანგარიში.
რაც შეეხება პერსონალურ მონაცემებს, სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
საკანონმდებლო აქტები, რომლებსაც სამინისტრო ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას
სამინისტრო საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.