მესტიის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2018-2022 წლების გეგმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2017
ძალის დაკარგვა 30.01.2018
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.103.016263
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,801 სიტყვა · ~29 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2017 მიღება
30.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
12 ბენზინგასამართი სადგურები, ავტოსამრეცხაოები(სამუშაო ფართის მიხედვით)
2014 0 ლ
2015 20 473 ლ
2016 13 998 ლ
2017 37 000 ლ
2018 100 000ლ
2019 130 000ლ
2020 200 000ლ
2021 250 000ლ
2022 300 000ლ
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
საბიუჯეტო წლები გეგმა
2018წ. დაგეგმილია: 600 000
წლები დაგეგმილი შემოსავალი
თარიღი ტექნიკური საშუალების დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მესტიის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2018-2022 წლების გეგმის დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №45 2017 წლის 27 დეკემბერი დაბა მესტია მესტიის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2018-2022 წლების გეგმის დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 16-ე მუხლის მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის,,ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს მე-13 მუხლის და ,,ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის N-160  შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული მესტიის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2018-2022 წლების  გეგმა მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე დანართი მესტიის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2018-2022 წლების  გეგმა სარჩევი შესავალი ნაწილი-1 1.1 დაგეგმვის საფუძველი 1.2 მესტიის მუნიციპალიტეტის ზოგადგეოგრაფიული დახასიათება და დემოგრაფიული მაჩვენებლები 1.3 მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მიზანი 1.4 გეგმის შემუშავების პროცესი 1.5 არსებული მდგომარეობის მიმოხილვა 1.6 სხვადასხვა ალტერნატივების მიმოხილვა 1.7 მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შესრულებაზე ანგარიშვალდებული ორგანიზაციები ნაწილი - 2 2.1 მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მარეგულირებელი და საკანონმდებლო საფუძვლები 2.2 მუნიციპალიტეტის აღწერა და დემოგრაფიული მონაცემები 2.3 მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის ამოცანები და მოსალოდნელი მიზნობრივი შედეგები 2.4 დაგეგმვის პროცესის აღწერა ა. გეგმის ჩარჩო ბ. დაინტერესებული მხარები გ. საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანია და მონაწილეობის პროცესი ნაწილი-3 3.1 მუნიციპალური ნარჩენების დახასითება 3.2 გეგმაში მიმოხილული ნარჩენების სახეობები 3.3 ნარჩენის რაოდენობა ა. საყოფაცხოვრებო ნარჩენის წარმოქმნა ბ. ორგანიზაციების/კომერციული დაწესებულებების მიერ წარმოქმნილი ნარჩენები გ. სამრეწველო ნარჩენების წყაროები დ. სამშენებლო/ნგრევის ნარჩენების წარმოქმნა 3.4 ნარჩენების პროგნოზირება ნაწილი -4 4.1 ნარჩენების ინდუსტრიაში არსებული პრაქტიკა და მართვის მომავალი ტენდენციები გამოყენებული ლიტერატურა შესავალი  მუნიციპალური ნარჩენების ხუთწლიანი გეგმა, შემდგომში მოხსენიებული, როგორც ,,გეგმა“-შემუშავებულია ნარჩენების მართვის კოდექსის, ,,ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 21016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის N160-ე დადგენილების და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების მოთხოვნის შესაბამისად.გეგმის მიზანია, მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის პროცესის ჰარმონიზება სახელმწიფოში არსებულ პოლიტიკასა და ევროპაში არსებულ ნარჩენების მართვის პოლიტიკასთან. გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები დაკავშირებულია ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრულ მიზნებთან და ამოცანებთან.  გეგმა მოიცავს ხუთწლიან პერიოდს, რომელიც შესაძლოა პერიოდულად განახლდეს.გეგმის შემუშავების პროცესში გამოყენებული იყო ,,ლოგიკური ჩარჩო-მიდგომა“, რომელიც ითვალისწინებს არსებული სიტუაციის შეფასებას და გამოწვევების იდენტიფიცირებას, ასევე შესაბამისი მიზნების განსაზღვრასა და პრობლემების გადაჭრის გზების ჩაომყალიბებას.  გეგმაში დასახული თითოეული მიზნისთვის გაწერილია შესასრულებელი ამოცანები , შესასრულებელი ვადებისა და საჭირო რესურსის მითითებით.თითოეული ამოცანის შესრულებისთვის კი აუცილებელია, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება. გეგმის ,,ლოგიკური ჩარჩო-მიდგომა“ შეიძლება შემდეგნაირად გამოიხატოს: - მუნიციპალიტეტის ხედვა - მიზნები (ხედვის შესაბამისად) - ამოცანები (მიზნების შესაბამისად) ღონისძიებები (ამოცანების შესაბამისად)  აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა გეგმაში განისაზღვროს მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ამოცანები, ხოლო ამოცანიდან გამომდინარე ღონისძიებები კი არის კონკრეტული და ვადებში გაწერილი. ასეთი მიდგომა გეგმის მონიტორინგის შესაძლებლობას იძლევა.  საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ნარჩენების მართვა საკმაოდ რთული პროცესია და მართვის ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ანალოგიურ სისტემებთან ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. შესაბამისად გეგმის მიზანია, შეიქმნას მყარი საფუძველი მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის სისტემის ეტაპობრივი ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის, მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ტერმინთა განმარტება ნარჩენი - ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს;  საყოფაცხოვრებო ნარჩენები - საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქნილი ნარჩენები; მუნიციპალური ნარჩენები - საყოფაცხოვრებო ნარჩენები, აგრეთვე სხვა ნარჩენები, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებითა და შემადგენლობით საყოფაცხოვრებო ნარჩენების მსგავსია; სამედიცინო ნარჩენები - სამედიცინო დაწესებულების, სამედიცინო ლაბორატორიების, სამედიცინო კვლევითი ცენტრების, მზრუნველობის დაწესებულებების, ვეტერინარული კლინიკების, ფარმაცევტული საწარმოებისა და საწყობების მიერ წარმოქმნილი ნარჩენები; პრევენცია - ნივთიერების, მასალის ან პროდუქტის ნარჩენად გადაქცევამდე მიღებული ზომები, რაც ამცირებს: ა) ნარჩენების რაოდენობას, (მაგალითად, პროდუქტის ხელახალი გამოყენების გზით ან პროდუქტის ვარგისიანობის ვადის გაგრძელების გზით); ბ) წარმოქმნილი ნარჩენების უარყოფით გავლენას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე; გ) მასალებსა და პროდუქტში მავნე ნივთიერებების შემცველობას.  ხელახალი გამოყენება - პროდუქტის ან/და მისი კომპონენტების ხელახლა გამოყენება ნარჩენად გადაქცევამდე, მათი თავდაპირველი დანიშნულებით. რეციკლირებადი მასალები - გავრცელებული რეციკლირებადი მასალებია მინა, ქაღალდი, მუყაო, მეტალი, პლასტიკი, საკვების ნარჩენები, ბაღის ნარჩენები და ელექტრონული მოწყობილობები. ნარჩენების შეგროვება - ნარჩენების შეგროვება, რაც ასევე მოიცავს მათ წინასწარ დახარისხებას და წინასწარ დასაწყობებას ნარჩენების დამუშავების ობიექტზე გადატანის მიზნით.  სეპარირებული შეგროვება - ნარჩენების შეგროვება, რომლის დროსაც ნარჩენების ნაკადები განცალკევებულია სახეობების და თვისებების მიხედვით, მათი შემდგომი დამუშავების ხელშეწყობის მიზნით.  ნარჩენების ტრანსპორტირება - ნარჩენების გადატანა ნარჩენების შენახვის ან/და დამუშავების ობიექტზე; ნარჩენების გადამტვირთი სადგური - ობიექტი, სადაც ხორციელდება ნარჩენების გადატვირთვა ნარჩენების დამუშავების ობიექტზე შემდგომი ტრანსპორტირების მიზნით. დანაგვიანება - ნარჩენების გარემოში დაყრა, გადაგდება და/ან მიტოვება, გარდა ამ მიზნისთვის გამოყოფილი კონტეინერებისა და შეგროვების ობიექტებისა.  შეგროვების სისტემა - ნარჩენების შეგროვების სისტემის სხვადასხვა მახასიათებლები, მათ შორის კონტეინერების ტიპი და განლაგება, ნარჩენების შემგროვებელი ტიპი და მარშრუტები, შემგროვებელი ტექნიკის შეკეთება და პრევენციის ღონისძიებები, ასევე შეგროვების სისტემასთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვა; საერთო სარგებლობის კონტეინერები - მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისათვის განკუთვნილი კონტეინერები, რომლებიც განლაგებულია ქუჩებში მოსახლეობის საერთო სარგებლობისათვის ან/და რამდენიმე ოჯახის საერთო სარგებლობისათვის; ნაგავსაყრელის ოპერატორი - ნაგავსაყრელის მართვაზე პასუხისმგებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი; მომსახურების დაფარვის ზონა - ნარჩენების შეგროვების მომსახურების მიწოდების ზონის გეოგრაფიული არეალი, ასევე ნარჩენების შეგროვების მომსახურების მიმღები მოსახლეობის ნაწილი (გამოსახული მთლიანი მოსახლეობის პროცენტული წილიდან); ნაწილი-1 1.1 დაგეგმვის საფუძველი ა)საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ბ)საქართველოს კანონი ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“, მე-13 მუხლი; გ)საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის დადგენილება N160 ,,ნარჩენების მართვის 2016-1030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ; დ)მუნიციპალიტეტში არსებული განვითარებადი, მზარდი ტურიზმი; ე)გლობალური დათბობის პროცესის ფორმირებაში, ნარჩენების მართვის მნიშვნელობა; 1.3 მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მიზანი ა)მუნიციპალური ნარჩენების მართვის ერთიანი სისტემის ფორმირება - მატერიალურ ტექნიკური ბაზის შქმნა; ბ)მუნიციპალური ნარჩენების მართვის სფეროში მომსახურე პერსონალის (ადამიანური რესურსის), კვალიფიკაციის ამაღლება; გ)მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ნარჩენების მართვის მნიშვნელობაზე სწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება (მოსახლეობა ასევე, კერძო სექტორი); დ)ცნობირების ამაღლების, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისა და სეპარაციისა და რეციკლირების მეთოდების დანერგვის შედეგად, მუნიციპალური ნარჩენების შემცირება. 1.4 გეგმის შემუშავების პროცესი ა)გამოიცა, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება N241 ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის საკითხის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“; ბ)სამუშაო შეხვედრის სხდომის ოქმში N1 20/06/2017წ. აისახა ის შესასრულებელი დავალებები, შესაბამისი სამსახურებისთვის (სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის), რომელიც აუცილებელი იყო გეგმის შემუშავებისთვის; გ)მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წერილობითი მიმართვის N 1029/7 16/08/17 საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგბლის წარმომადგენლებისგან გამოთხოვნილი იქნა ინფორმაცია, ტერიტორიულ ერთეულებში სტიქიური ნაგავსაყრელების, დაბინძურებული ტერიტორიის ფართობის, ნარჩენის სავარაუდო მახასიათებლის, ნარჩენის წარმომქმნელის, ოჯახსასტუმროებისა და სამრეწველო ობიექტების რაოდენობის, სამედიცინო ობიექტების რაოდენობისა და ნარჩენის სავარაუდო მოცულობის შესახებ;  აგრეთვე, არსებული მდგომარეობის ანალიზის მინზნით, ა(ა)იპ ,,მესტიის დასუფთავება“-ის მიერ წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია, მუნიციპალური ნარჩენების მართვის ამჟამად მოქმედი სისტემის შესახებ; 1.5 არსებული მდგომარეობის მიმოხილვა  მესტიის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დაიწყო დასუფთავების მომსახურების შესყიდვა. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N-68 05/06/2013-ით შეძენილი იქნა დ.მესტიის ქუჩების ნაწილისა და ხაიშის ცენტრის დასუფთავების მომსახურება. ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ღირებულება-128 000 (ასოცდარვაათასი) ლარი.  2014 წელს მუნიციპალიტეტის მიერ შეიქმნა ა(ა)იპ ,,მესტიის დასუფთავება“, რომელიც დინამიურად ვითარდება ამ დრომდე. მუნიციპალური მომსახურების აღნიშნული სფეროს დაფინანსება მუნიციპალიტეტის მიერ წლების ასახულია ცხრილი N1 -ში(იხ.დანართი);  2015 წლის 16 ივლისს, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული იქნა N 30-ე დადგენილება, რომლის საფუძველზეც ძალადაკარგულად გამოცხადდა მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის N20-ე დადგენილება ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდევინების წესის შესახებ“. ამ ეტაპზე მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება მოქმედებს მუნიციპალიტეტის იმ დასხლებებში სადაც ხდება მომსახურების მიწოდება მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივლისის N29-ე დადგენილების თანახმად ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ დასახლებული ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა და რომელზეც არ ვრცელდება საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვიას კოდექსი“-ის 31-ე მუხლის 1 ნაწილით, მე-7 ნაწილით(გარდა იურიდიული პირისა), მე-9 ნაწილით(გარდა იურიდიული პირისა) და 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა“;  აგრეთვე აღსანიშნავია, რომ იგივე საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე გადასახდისგან განთავისუფლებული არიან: სოციალურად დაუცველი ოჯახები(1238), პირველი ჯგუფის შშმ პირები(135), მრავალშვილიანი(ხუთი და მეტი შვილი-14), ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები(104), რელიგიურ-საკულტო ნაგებობები. მომდევნო წელს, მუნიციპალიტეტი სოციალური პროგრამების შედგენის პროცესში აუცილებლად გაითვალისწინებს აღნიშნული კატეგორიის სოციალური მხარდაჭერის მიმღები მოსახლეობისთვის ნარჩენების მოსაკრებლით გათვალისწინებულ თანხას.  ამჟამად, შემოსავალი დასუფთავების მომსახურების მოსაკრებლიდან წლების მიხედვით ასახულია ცხრილი N2-ში (იხ.დანართი);  შესაბამისად, სამსახური აფართოებდა მომსახურების არეალს და დღეის მდგომარეობით ასუფთავებს დ.მესტიის ქუჩებს და ხაიშის ცენტრს (ჯამში S-81603მ2), ხოლო ნარჩენები კონტეინერული წესით გამოაქვს შემდეგი ტერიტორიული ერთეულებიდან: დ.მესტიიდან, ხოლო უშგულის, კალის, იფარის, მულახის, ლენჯერის, ლატალის, ბეჩოს, ეცერის, ფარის, ხაიშის, ნაკრის ტერიტორიული ერთეულების ნაწილიდან. სულ 12 ტერიტორიული ერთეული 17-დან. სამსახურის მიერ მოგროვილი ნარჩენის განთავსება ხდება დ.მესტიაში, სსიპ ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“-ის დაქვემდებარებაში მყოფ, მოქმედ ნარჩენების გადამტვირთ სადგურში.  ა(ა)იპ ,,მესტიის დასუფთავება“-ის სამსახურის მიერ დასასუფთავებელი ტერიტორიების ფართობისა და თანამშრომელთა ზრდის დინამიკა წლების მიხედვით ასახულია ცხრილი N3-ში (იხ.დანართი)  დ.მესტიაში ფუნქციონირებს ნარჩენების გადამტვირთი ერთი სადგური, ხოლო სამსახური ამ ეტაპზე ფლობს შემდეგ ტექნიკურ საშუალებებს, რომელთა შეძენის დინამიკა წლების მიხედვით ასახულია ცხრილი N4-ში  2014 წლიდან დღემდე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების მიერ გაუქმდა ცხრა სტიქიური ნაგავსაყრელი, კერძოდ: დ.მესტიაში სულ ხუთი: ლეხთაგის ღელე, თ.მეფის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, ბ.კახიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, ჯ.ხაფთანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია და სპარდიშის უბანში მდებარე სტიქიური ნაგავსაყრელი, ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში ერთი, ლატალის ტერიტორიულ ერთეულში- 2, ბეჩოს ტერიტორიულ ერთეულში-1; მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ გარემოსდაცვით ღონიძიებებში ჩართული იყო არა მხოლოდ მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სამსახურები, არამედ ადგილობრივი მოსახლეობაც.  ხოლო, N5-ე ცხრილში ასახულია მონაცემები ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების ფართობების, სავარაუდო მახასიათებლის, მოცულობების, ნარჩენის წარმომქმნელის, საწარმოების, სასტუმროების, სამედიცინო ობიექტების, კომლთა და მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით (იხ.დანართი);  ნარჩენებით დაბინძურების კუთხით მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა ჯამში ასახულია ცხრილი N6-ში (იხ.დანართი)  მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 14 ამბულატორია და 2 ამბულატორიული გაერთიანება. დ.მესტიაში ერთი მუნიციპალური დაქვემდებარების საავადმყოფო 25 საწოლით და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი. ვინაიდან, მესტიის მუნიციპალიტეტში არ ოპერირებს სამედიცინო ნარჩენის მართვის უფლების მქონე რომელიმე მეწარმე სუბიექტი, სამედიცინო დაწესებულებები აღნიშნულ მომსახურებას იძენენ შპს ,,ეკო მედიქალ ჯგუფი“-სგან რათა მოხდეს სახიფათო, სამედიცინო ნარჩენის უტილიზაცია (შპს ,,მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანება“-ის წერილი N63 15/08/2017წ); 1.6. სხვადასხვა ალტერნატივების მიმოხილვა  მესტიის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მდებარეობისა და რელიეფის გათვალისწინებით, აგრეთვე მოსახლეობის როდენობისა და წარმოქნმილი ნარჩენის სავარუდო მოცულობიდან გამომდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შეგროვების სისტემა უნდა ემყარებოდეს მოსახლეობისთვის დადგენილი გრაფიკით კონტეინერულ მომსახურებას, გარდა გადაულახავი პირობისა (აქ იგულისხმება ძირთადად მკაცრი კლიმატი და ჭარბი ნარჩენის წარმოქმნა, რათა არ დაირღვეს გარემოში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები), ხოლო შეგროვებული ნარჩენი განთავსდება ნარჩენების გადამტვირთავ სადგურებში. ამისათვის მუნიციპალიტეტში გარდა დ.მესტიისა აუცილებელია არსებობდეს დამატებით ერთი გადამტვირთი სადგური.  2019 წლიდან სეპარაციის შემდეგ რეციკლირებადი ფრაქციები დასაწყობდება დროებით სათავსოებში 2020 წლამდე, ხოლო 2020 წელს დ.მესტიაში აშენდება წერტილოვანი ფუნდამენტითა და ლითონის ბადე კონსტრუქციებით ყველა რეციკლირებადი ფრაქციისათვის შესაბამისი სათავსოები სადაც მოხდება მათი რეციკლირების პროცესში ჩართვის მიზნით რეალიზაციისთვის მომზადება. შევიძენთ პლასტმასისა და ქაღალდის დასაქუცმაცებელ ხელსაწყოებს. მესტიის მუნიციპალიტეტში რეციკლირების პროცესის განვითარების დინამიკა, სავარაუდო ფინანსური რესურსის მითითებით დეტალურად არის მოცემული ცხრილი N8-ში. ა(ა)იპ მესტიის დასუფთავების სამსახურის მიერ მოხდება ხელშეკრულებების დადება ნარჩენის გადამუშავებადი ფრაქციების გადამამუშავებელ საწარმოებთან მათი რელიზების მიზნით. 1.7. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შესრულებაზე ანგარიშვალდებული ორგანიზაციები:  მუნიციპალური ნარჩენების ინტეგრირებული, მდგრადი მართვის გეგმის შესრულებაზე ანგარიშვალდებული ორგანიზაციებია: მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები და ა(ა)იპ ,,მესტიის დასუფთავების“ სამსახური, საწარმოები რომლებიც მათი ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე ვალდებული არიან დაიცვან შემდეგი ძირითადი პრინციპები: გარემოს დაცვის, ტექნიკური/საოპერაციო, ფინანსური, სოციალ-ეკონომიკური, ინსტიტუციონალური/ ადმინისტრაციული, პოლიტიკური და საკანონმდებლო. ნაწილი - 2 2.1 მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მარეგულირებელი და საკანონმდებლო საფუძვლები: ა) საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ბ) საქართველოს კანონი ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“, მე-13 მუხლი; გ) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის დადგენილება N160 ,,ნარჩენების მართვის 2016-1030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ; დ)2015 წლის 16 ივლისს, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N 30-ე დადგენილება; ე) მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის N30 დადგენილება ,,მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ; ვ) ,,ა(ა)იპ ,,მესტიის დასუფთავების“ სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 იანვრის განკარგულება N 10; მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 20 იანვრის ბრძანება N27 ა(ა)იპ ,,მესტიის დასუფთავება“-ის წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ. ზ) ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ დასახლებული ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა და რომელზეც არ ვრცელდება საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვიას კოდექსი“-ის 31-ე მუხლის 1 ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 ნაწილით(გარდა იურიდიული პირისა) და 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივლისის N29-ე დადგენილება. თ)მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 აპრილის განკარგულება N2 ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების საგაზაფხულო აქციის მოწყობის შესახებ“ სახელწოდებით -,,სუფთა მომავალი“, რომელიც ატარებს ყოველწლიურ ხასიათს. 2.2 მუნიციპალიტეტის აღწერა და დემოგრაფიული მონაცემები:  მესტიის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონში. ფართობის მიხედვით იგი საქართველოში მხოლოდ დუშეთის მუნიციპალიტეტს ჩამოუვარდება. მისი ფართობი შეადგენს 3044,5 კმ2–ს. მესტიის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით შემოსაზღვრავს კავკასიონის მთავარი ღერძულა ქედის მაღალი თხემური ნაწილი, რომელიც მორფოლოგიურად დასავლეთ კავკასიონს განეკუთვნება. ეს მონაკვეთი დაფარულია მყინვარული საფარით. რაიონს ჩრდილო–დასავლეთით შემოსაზღვრავს კოდორის ქედი, რომელიც ჯვრის წყალსაცავამდე გრძელდება, ხოლო სამხრეთ–აღმოსავლეთის კი მესტიის მუნიციპალიტეტი შემოსაზღვრულია ძირითადად სვანეთის და სამხრეთ–დასავლეთის მიმართულებით ოდიშის ქედებით, რომელიც სამხრეთ–დასავლეთით თანდათანობით დაბლდება. გეოლოგიურად ზემო სვანეთის ქვაბულის ძირი, რომელსაც ენგურის ხეობის ფსკერი შეესაბამება, მეოთხეული ნაფენებითაა წარმოდგენილი. კავკასიონის თხემური ნაწილი, რომელიც რაიონს ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრავს, წარმოდგენილია პალეოზოური ასაკის გრანიტოიდებით. ფრაგმენტულად გვხვდება ასევე კამბრიულამდელი და ქვედა პალეოზოური კრისტალური ფიქლები. ჰიფსომეტრულად უფრო ქვემოთ მდინარეების: ხაიშურას, ქასლეთის, დოლრას და ლასილის ხეობები და მიმდებარე თხემური ნაწილები წარმოდგენილია ქვედა იურული თიხა ფიქლებითა და ქვიშაქვებით. ეს გეოლოგიური ფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველაზე დიდ ფართობს იჭერს. მდინარე ენგურის ქვემო წელში რაიონის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ზედა და შუა იურული პორფირიტები, ქვიშაქვები და ფიქლები.  მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზომიერად ნოტიო მთის კლიმატით არის წარმოდგენილი. ჰავის ტიპები მუნიციპალიტეტის ფარგლებში ჰიფსომეტრიულად იცვლება ზომიერად ნოტიო ხეობის ტიპის კლიმატიდან მაღალმთის მკაცრი კლიმატის ჩათვლით. იანვრის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შეადგენს –19,70–ს, რომელიც გავრცელებულია ძირითადად მუნიციპალიტეტის თხემურ არეალებში. იგი კლებულობს –1–00–მდე მდ. ენგურის ხეობის ქვედა ნაწილში. ივლისის საშუალო ტემპერატურა შედარებით მაღალია სოფ. ხაიშსა და დიზს შორის მდ. ენგურის ხეობის ქვედა ნაწილში და შეადგენს +22–230–ს, ხოლო მინიმალურ პარამეტრს აღწევს მუნიციპალიტეტის თხემურ არეალებში, სადაც ტემპერატურა 00–50–ს შორის მერყეობს. არათანაბრადაა განაწილებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ატმოსფერული ნალექები. საშუალო წლიური რაოდენობა მაქსიმუმს აღწევს მუნიციპალიტეტის თხემურ ნაწილებში (2000–2500 მმ. წელიწადში), ხოლო მინიმალური რაოდენობა წარმოდგენილია დაბა მესტიის ქვემოთ მდ. ენგურის მიმართულებით და შეადგენს 800–1000 მმ–ს წელიწადში. ნალექების განაწილებაზე ძირითად გავლენას რელიეფი და მუნიციპალიტეტის ჰიფსომეტრული განვითარება ახდენს.  მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაედინება საქართველოს ერთ–ერთი უმთავრესი მდინარე – ენგური. იგი სათავეს სწორედ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იღებს. მისი მარჯვენა შენაკადებია: ჰადიში, წანერი, მესტიაჭალა, დოლრა, ნაკრა, ნენსკრა (შენაკადებით: დალარი, ცხვანდირი, ლახამულა და დარჩ–ორმელეთი) ხოლო მარცხენა შენაკადებია: ლასილი, ჰარიშურა, ლაჰილი, ხუმფრერი, ქასლეთი და ხაიშურა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს საქართველოს ყველაზე ღრმა და გრძელი ჯვრის წყალსაცავი, რომელიც გასული საუკუნის 80–იან წლებში აიგო მდ.ენგურზე და არამარტო ამ მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთელი საქართველოსათვის ძირითად ენერგეტიკულ პოტენციალს წარმოადგენს.  მესტიის მუნიციპალიტეტის დაახლოებით 70–80 % ტყიან ლანდშაფტებს უჭირავს. ქედების და მათი განშტოებების თხემური და მიმდებარე ტერიტორიები სუბალპური და ალპური მდელოებითაა წარმოდგენილი. ტყის ჯიშთა შორის მასიური გავრცელებით სარგებლობს მარადმწვანე ჯიშები: ნაძვი და სოჭი. ფრაგმენტების სახით გავრცელებულია ფიჭვნარებიც. მეზოფილურ ჯიშთა შორის აღსანიშნავია: რცხილა, წიფელი, მუხა, ჯაგრცხილა, ნეკერჩხალი. ფრაგმენტალურად გვხვდება არყნარიც. წარმოდგენილია მარადმწვანე ტყეც. ჭყორისა და ბაძგის მონაწილეობით სუბალპურ ზონაში გვხვდება „დეკიანის“ კომპლექსი.  ცხოველთა შორის გავრცელებულია: ჯიხვი, არჩვი, მგელი, მელა, კურდღელი, ციყვი. ფრინველთა შორის აღსანიშნავია: მთის არწივი, ჩხიკვი, ბეღურა, კოდალა და ა.შ. ზემოთ ჩამოთვლილ ფიტოცენოზებსა და ცხოველთა ჯიშებს შორის უმეტესობა შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში  მესტიის მუნიციპალიტეტის ხეობური ნაწილი წარმოდგენილია სასოფლო დასახლებებით, რომელიც მოიცავს 160 სოფელს და ერთიანდებიან 17 ადმინისტრაციულ ერთეულში: უშგულის, კალის, იფარის, წვირმის, მულახის, დ.მესტიის, ლენჯერის, ლატალის, ბეჩოს, ეცერის, ცხუმარის, ნაკრის, ლახამულას, ფარის, ხაიშის, ჭუბერის და იდლიანის ადმინისტრაციული ერთეულები. მუნიციპალიტეტში არის ერთი ქალაქის ტიპის დასახლება - დ.მესტია, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. თითოეული დასახლებული პუნქტიდან მანძილი ადმინისტრაციულ ცენტრამდე ასახულია ცხრილი N3-ში (იხ.დანართი);  მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის მიერ მოწოდებული 2017 წლის მონაცემით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 11 649-ს აღწევს. დემოგრაფიული მდგომარეობის ამსახველი ძირითადი მონაცემები შემდეგია(იხ.ცხრილი N7):  აღსანიშნავია, მცირე, მაგრამ დადებითი მიგრაცია მუნიციპალიტეტის იმ დასახლებულ პუნქტებში სადაც განვითარებულია ან ამჟამად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და მოძრაობენ ტურისტული ნაკადები. 2.3 მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის ამოცანები და მოსალოდნელი მიზნობრივი შედეგები:  მუნიცპალური ნარჩენების მართვის გეგმა, სისტემის დინამიურად განვითარების შესაძლებლობას უნდა გვაძლევდეს. ერთი კონკრეტული ამოცანის შედეგიდან უნდა გამომდინარეობდეს მომდევნო, რაც ნარჩენების მართვის კუთხით წლიდან-წლამდე მოგვცემს გეგმაზომიერი განვითარების შესაძლებლობას, როგორც ინფრასტრუქტურისა და სერვისის მიწოდების გაუმჯობესების თვალსაზრისით ასევე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. შესასრულებელ ამოცანათა თანმიმდევრობა წლების მიხედვით ასე გამოიყურება:  2018 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით ა(ა)იპ მესტიის დასუფთავების სამსახურისთვის, დ.მესტიაში აშენდება ოფისი და ავტოფარეხები სპეცტექნიკისთვის. პროექტის განხორციელებისათვი საჭიროა დაახლოებით 230 000 ლარი;   დ.მესტიაში დახასლებული ტერიტორიიდან მოშორებით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოეწყობა სამშენებლო ნარჩენისთვის განკუთვნილი პოლიგონი. მოსაწყობია ტერიტორიამდე მისასვლელი გზა, რომლის სავარაუდო ხარჯთააღრიცხვა შეადგენს 12 000ლარს;  პლასტმასის ნარჩენის სეპარირებული შეგროვების მიზნით, დ.მესტიისთვის 2018 წელს ადგილობრივი ბიუჯეტით მოხდება 45 ერთეული 1,1მ3 მოცულობის მეტალის გალია-კონტეინერის შეძენა სავარაუდო ღირებულებით 45X300ლ=13500ლ;  დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით 2018 წელს ა(ა)იპ მესტიის დასუფთავების სამსახურზე მოხდება ზედამხედველობის უფლების დელეგირება. შესაბამისად, სამსახური გეგმავს შეისყიდოს სამი თანამშრომლის სწავლება, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1050 ლარს;  მოსახლეობის ცნობიერების ამღლების მიზნით მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება საინფორმაციო ტიპის შეხვედრები (ჯამში 34სთ X 200ლ=6800ლარი) და საინფორმაციო ბუკლეტების დაბეჭდვა 3500 ერთეული ტირაჟით, რომლის სავარუდო ღირებულება ჯამში არის 1500 ლარი. აღნიშნული პროექტის დაფინანსება მოხდება ადგილობრივი ბიუჯეტით;  2018 წელს დონორი ორგანიზაციის - KFW ბანკის დახმარებითით იგეგმება სოფ.ლახანის მიმდებარე ტერიტორიაზე მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 190 000ლარს;  მუნიციპალური განვთარების ფონდის დახმარებით კი ამავე წელს შევიძენთ 80 ერთეულ 1,1მ3 მოცულობის მეტალის კონტეინერს, რომელთა სავარაუდო ღირებულება შეადგენს 72 000ლარს. მათი ნაწილით მოხდება ამორტიზებული კონტეინერების ჩანაცვლება, ხოლო დანარჩენი რაოდენობა მოემსახურება აუთვისებელ დასახლებებსა და ქუჩებს.  2018 წელს დ.მესტიაში დასასუფთავებელი ქუჩების არეალი გაიზრდება, დაემატება ორი ქუჩის მომსახურება, სადაც დამატებით დასაქმდება ოთხი პირი, რომელთა შრომითი ანაზღაურება იქნება თვეში 309X4=1236ლარი, ხოლო წლის განმავლობაში შრომის ანაზღაურების ხარჯი გაიზრდება 1236X12=14 832ლარით, რასაც უზრუნველყოფს მესტიის დასუფთავების სამსახური.  მომსახურების სერვისის გაფართოებისა და სტიქიური ნაგავსაყრელების დახურვის მიზნით საჭიროა შეძენილი იქნას შემდეგი ტექნიკური საშუალებები: ერთი ერთეული მუხლუხოიანი ბულდოზერი, (სავარაუდო ღირებულება 170000ლარი ) და ერთი ერთეული თვლიანი ექსკავატორი (სავარაუდო ღირებულება 150000ლარი), რომელსაც მუნიციპალიტეტი შეიძენს ადგილობრივი ბიუჯეტით. ხოლო ერთი ერთეული 20მ3 მოცულობის თვითმცლელის (ღირებულება 50 000 ლარი) და ქუჩების გადასარეცხი სპეცტექნიკის (ღირბულება 80000ლარი) შესაძენად მოსაძიებელია დონორი.  აღნიშნული ტექნიკის შეძენის შმთხვევაში დამატებით საჭირო გახდება 4 მძღოლის დასაქმება, რომელთა ანაზღაურება თვეში შეადგენს 600ლარს თვეში (4X600=2400 ლარი თვეში, ხოლო 2400X12=28800 ლარი წელიწადში), რომელსაც უზრუნველყოფს ადგილობრივი ბიუჯეტი. მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ტექნიკის შეძენის შემთხვევაში გვექნება შესაძლებლობა დავხუროთ მუნიციპალიტეტის დასახლებებში წლების განმავლობაში წარმოქმნილი სტიქიური ნაგავსაყრელები. მათი დახურვისთვის საჭირო სავარაუდო ხარჯთააღრიცხვა შეადგენს 17 000ლარს.  ნარჩენების მართვის კოდექსის მე-16 მუხლის და 26-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად 2018 წლის 01 თებერვლამდე მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ერთიან ეროვნულ ბაზაში და მიიღოს საქმოიანობის ნებართვა ნარჩენების შეგროვებასა და ტრანსპორტირებაზე. ჯამში- 2018 წლის ვალდებულებების შესასრულებლად საჭიროა 1 045 582 ლარი.  2019 წელს დაგეგმილია:  მოსახლეობის ცნობიერების ამღლების მიზნით მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება საინფორმაციო ტიპის შეხვედრები (ჯამში 34სთ X 200ლ=6800ლარი) და საინფორმაციო ბუკლეტების დაბეჭდვა 3500 ერთეული ტირაჟით, რომლის სავარუდო ღირებულება ჯამში არის 1500 ლარი. აღნიშნული პროექტის დაფინანსება მოხდება ადგილობრივი ბიუჯეტით;  პლასტმასის ნარჩენის განსათავსებელი ურნების შეძენა ტერიტორიული ერთეულებისთვის, სულ 155 ცალი 155X700=108500 ლარი, დ.მესტიაში დასასაწყობებელი სათავსოს მოწყობა და დასაქუცმაცებელი აპარატის შეძენა, სავარაუდო ღირებულება 1500ლარი, რომლის დაფინანსებაც მოხდება ადგილობრივი ბიუჯეტით.  მუნიციპალიტეტის 7 ტერიტორიულ ერთეულში, მოეწყობა 7 საკომპოსტე, დაახლოებით 20მ2 ფართობით. თითოეულის მოწყობის სავარაუდო ღირებულება 500ლX7=3500ლარი. დაფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტით. კომპოსტის დამზადების შემდგომ, მოსაძიებელია მისი რეალიზების გზები.  სეპარაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, რვა თანამშრომლის სწავლება, სავარაუდო ღირებულებით 350ლX8=2800ლ  მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და დასუფთავების პროცესის მონიტორინგის მიზნით შესაძენია ერთი ერთეული, მაღალი გამავლობის მსუბუქი მანქანა, სავარაუდო ღირებულებით 30 000ლარი.  ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები მოითხოვს, დამატებით 20 თანამშრომლის დასაქმებას მუნიციპალიტეტის ყველა ტერიტორიულ ერთეულში, რომლებიც მოახდენენ გრუნტის გზების დასუფთავებას, კომპოსტის მორევას და მოსახლეობის მიერ ნარჩენის სათანადოდ განთავსების მონიტორინგს. მათი შრომითი ანაზღაურება, პირველ ეტაპზე იქნება 300ლX20=6 000ლ 6000ლX12თვეზე=72 000ლ წელიწადში.  ვინაიდან, 2019 წელს ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად ძალაში შედის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, მუნიციპალიტეტში მოქმედი სატარიფო სისტემისა და მომსახურების ტიპიდან გამომდინარე, ნარჩენის წარმომქმნელ ყველა საწარმოოს ეკისრება ვალდებულება ან საკუთარი რესურსით მართოს ნარჩენი და წარადგინოს ყოველწლიური მართვის გეგმები, ან უნდა შეისყიდოს აღნიშნული მომსახურება ამისათვის უფლებამოსილი სუბიექტებისგან.  2020 წელს იგეგმება ნარჩენის სეპარაცია შემდეგ ფრაქციებად: 1) ორგანული ნარჩენი 2) მინა 3) მეტალი 4) ქაღალდი 5) პლასტმასი  შესაბამისად, მოსაწყობის დამატებით 10 საკომპოსტე, დანრჩენილ ადმ. ერთეულებში, რომლის ბიუჯეტი იქნება 500X10=5 000ლარი;(დაფინანსების წყარო ადგილობრივი ბიუჯეტი)  სეპარირებული შეგროვების საპილოტე რეჟიმიდან გამომდინარე, შესაძენია ორი ერთეული ფორდის ტიპის 4მ3 მოცულობის თვითმცლელი, სავარაუდო ღირებულება 35 000X2=70 000ლარი (დაფინანსების წყარო ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებით მიღებული შემოსავლები);  სეპარირებულად შეგროვილი ნარჩენის დასწყობების მიზნით დ.მესტიში უნდა აშენდეს, დაახლოებით 80 მ2 ფართობის სათავსო, სადაც განთავსდება გადამუშავებას დაქვემდებარებული ნაჩენის ფრაქციები, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. სავარაუდო ხარჯთააღრიცხვა 28 900ლარი(დაფინანსების წყარო ადგილობრივი ბიუჯეტი);  დაგეგმილია ქაღალდის ფრაქციის განსათავსებელი 24 ერთეული პლასტმასის ურნის შეძენა დ.მესტიისთვის ღირებულებით 24X60ლ=1440ლარი. ქაღალდის დასაქუცმაცებელი აპარატის შეძენა მისი კომპაქტურად გადატანის მიზნით, სავარაუდო ღირებულებით 1 500ლარი;  მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და დასუფთავების პროცესის მონიტორინგის მიზნით შესაძენია ერთი ერთეული, მაღალი გამავლობის მსუბუქი მანქანა, სავარაუდო ღირებულებით 30 000ლარი;  მოსახლეობის ცნობიერების ამღლების მიზნით მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება საინფორმაციო ტიპის შეხვედრები (ჯამში 34სთ X 200ლ=6800ლარი) და საინფორმაციო ბუკლეტების დაბეჭდვა 3500 ერთეული ტირაჟით, რომლის სავარუდო ღირებულება ჯამში არის 1500 ლარი. აღნიშნული პროექტის დაფინანსება მოხდება ადგილობრივი ბიუჯეტით;  ვინაიდან, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისა და სატუმროების მეტი წილი განთავსებულია დ. მესტიაში, შემდეგი ამოცანაა დ.მესტიისთვის 45 ერთეული მინის ნარჩენის განსათავსებელი, პლასტმასის ურნების შეძენა, სავარაუდო ღირებულებით 45X60ლ=2700ლარი;  ამავე გარემოების გათვალისწინებით, შემდეგი ამოცანაა, დ.მესტიისთვის 45 ერთეული მეტალის ნარჩენის განსათავსებელი, პლასტმასის ურნების შეძენა, სავარაუდო ღირებულებით 45X60ლ=2700ლარი;  ექსპლუატაციის პროცესში დაზიანებული, ამორტიზებული ურნების ჩანაცვლების მიზნით საერთო ნარჩენის განსათავსებელი 180 ერთეული ურნის შეძენა. სავარაუდო ღირებულება 180X900ლ=162 000ლარი;  2021 წელს დაგეგმილია:  მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნარჩენის შეგროვება, სეპარაცია, მეორადი ნედლეულის რეალიზაცია. ყველა ზემოთ აღნიშნული ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით საჭიროა დამატებით სულ მცირე 20 თანამშრომლის დასაქმება, რომელთა შრომითი ანაზღაურება იქნება დაახლოებით 400 ლარი (400ლX20=8 000ლ თვეში 8000ლX12=96 000ლარი)აღნიშნული რესურსის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს საკუთარი შემოსავლებით.  ერთი ერთეული ქუჩების დასახვეტი მტვერსასრუტის შეძენა, სავარაუდო ღირებულებით 170 000 ლარი (ადგილობრივი შემოსავლები)  მოსახლეობის ცნობიერების ამღლების მიზნით მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება საინფორმაციო ტიპის შეხვედრები (ჯამში 34სთ X 200ლ=6800ლარი) და საინფორმაციო ბუკლეტების დაბეჭდვა 3500 ერთეული ტირაჟით, რომლის სავარუდო ღირებულება ჯამში არის 1500 ლარი. აღნიშნული პროექტის დაფინანსება მოხდება ადგილობრივი ბიუჯეტით; 2022 წელს იგეგმება: მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნარჩენის შეგროვება, სეპარაცია, მეორადი ნედლეულის რეალიზაცია.  ექსპლოატაციის პროცესში დაზიანებული ურნების ჩანაცვლება, რომელიც წლის განმავლობაში დაახლოებით არსებული ურნების 15-20%-ს შეადგენს ;  მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ქაღალდის, მინის და მეტალის ნარჩენისთვის განკუთვნილი ურნების შეძენა და განთავსება. თითო ფრაქციისთვის დაახლოებით 336 ერთეული 120 ლიტრიანი, პლასტმასის ურნა. სავარაუდო ღირებულება: 1) ქაღალდისთვის (იგულისხმება მხოლოდ გადამუშავებადი მაკულატურა) 126 X 60ლ=7 560ლარი 2) მინის ნარჩენისთვის 105 X 60ლ=6 900ლარი 3) მეტალის ნარჩენისთვის 105 X 60ლ=6 900ლარი ჯამში: 21 360 ლარი (წყარო ადგილობრივი ბიუჯეტი)  მოსახლეობის ცნობიერების ამღლების მიზნით მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება საინფორმაციო ტიპის შეხვედრები (ჯამში 34სთ X 200ლ=6800ლარი) და საინფორმაციო ბუკლეტების დაბეჭდვა 3500 ერთეული ტირაჟით, რომლის სავარუდო ღირებულება ჯამში არის 1500 ლარი. აღნიშნული პროექტის დაფინანსება მოხდება ადგილობრივი ბიუჯეტით; ჯამში 2018-2022 წლებში, გეგმის რეალიზაციისთვის საჭირო ფინანსური რესურსი წლების მიხედვით ასე გამოიყურება:  ხოლო, მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში ურნების განლაგების წერტილები აღნიშნულია გეგმაზე თანდართულ რუკებზე, სადაც ასახულია ორი მონაცემი: ლურჯი ფერის წერტილით არის აღნიშნული მომავალში განსათავსებელი ურნები, ხოლო ყვითელი ფერით, უკვე არსებული ურნები (იხ.დანართი 17 გვერდი);  მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ, საკრებულოზე განსახილველად მზადდება მოქმედი ტარიფების ცვლილების პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს არსებული გეგმის რეალიზების პროცესს. ტარიფის კორექციის შემთხვევაში 2018 წელს მოგვცემს დაახლოებით 100 000 ლარის შემოსავლის. ცვლილებით გათვალისწინებული შემდეგი ტარიფები (იხ.ცხრილი N10). გარდა ამისა, მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, 2018 წლის პირველ კვარტალში დაგეგმილია სამი თანამშრომლის სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება. 2.4 დაგეგმვის პროცესის აღწერა:  დაგეგმვის პროცესის დასაწყისში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ფუნქციასაც წარმოადგენდა გეგმის ირგვლივ კოორდინაცია და ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიება და გაანალიზება. გარდა სამუშაო შეხვედრებისა და შიდა კონსულტაციებისა, პროცესში ჩართული იქნენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები. წერილობით იქნა გამოთხოვნილი შესაბამისი ინფორმაციები სხვადასხვა დაწესებულებებიდან.  ა. გეგმის ჩარჩო  გეგმის ძირითადი ჩარჩო გულისხმობს მესტიის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ნარჩენების მართვის ერთიანი სისტემის შექმნას და მისი მთავარი მიზანია, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება მიმართული იყოს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვისაკენ. გეგმა განსაზღვრავს ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, დახარისხების, გადამუშავებისა და განთავსების მთავარ პრინციპებს. ბ. დაინტერესებული მხარები - ცენტრალური მთავრობა - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები - მუნიციპალიტეტში არსებული ნარჩენების მართვის ფუნქციის მქონე სამსახური - მომხმარებელი (კონკრეტული დასახლებული პუნქტის, ქუჩის მკვიდრი მოქალაქე) - კერძო სექტორი(მეწარმეები) - ვიზიტორები - არასამთავრებო ორგანიზაციები გ. საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანია და მონაწილეობის პროცესი  მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის გაზეთში, რომელიც გამოიცემა ყოველთვე და ვრცელდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პერიოდულად მიმდინარეობს გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული მასალების გამოქვეყნება. გარემოსდაცვითი, საზოგადოებრივი აქტივობების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ასევე, მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდისა და ფეისბუქგვერდის საშუალებით. გარდა ამისა, საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის ფარგლებში 2018 წლის გაზაფხულიდან იგეგმება მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო ტიპის შეხვედრები, რათა მოსახლეობას განემარტოს შესაბამისი კანონმდებლობა, ნარჩენების მართვის მნიშვნელობა და სხვადასხვა სახის ნარჩენის გარემოში გავრცელების უაროფითი შედეგები. ასევე, დაგეგმილია თემატური ბუკლეტების დაბეჭდვა და გავრცელება მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რომელშიც მოცემული იქნება ინფორმაცია ნარჩენის სხვადასხვა ფრაქციის მართვის შესაძლებლობებსა და მათი მეორადად გამოყენების გზებზე. მზდდება თემატური პრეზენტაციები მოსახლეობისთვის, რომელშიც განმარტებული იქნება არა მხოლოდ ნარჩენების მართვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, ასევე, თუ როგორ აისახება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უკონტროლოდ განთავსებული ნარჩენი. როგორ შეიძლება ვაქციოთ ეკონომიკურ სარგებლად, გარემოზე მოქმედი მავნე ფაქტორები. საუბარი იქნება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისა და ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ. დაიბეჭდება საინფორმაციო ბუკლეტები სადაც შევა, მოსახლეობისთვის საინტერესო ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.  აღნიშნული, საინფორმაციო ტიპის შეხვედრებს ექნება ყოველწლიური ხასიათი და მოიცავს მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს. ნაწილი-3 3.1 მუნიციპალური ნარჩენების დახასითება  მუნიციპალური ნარჩენების იდენტიფიცირების მიზნით, გეგმის განხორციელების პროცესში გამგეობის შესაბამისი სამსახურებისა და ა(ა)იპ ,,მესტიის დასუფთავების“ სამსახურის გარდა, ჩართული იყვნენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის მიზანი იყო დაგვედგინა დაბინძურებული ტერიტორიების ფართობები, მოცულობა და სავარაუდო მახასიათებლები. ნარჩენის წარმოქმნის წყარო და დამბინძურებელი სუბიექტები. მუნიციპალიტეტის ტერიტორია ძირითადად დაბინძურებულია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენით. მეტალის ნარჩენს მოსახლეობა აბარებს, როგორც ჯართს, ამიტომ მეტალის წილი არის მცირე. საწარმოო ნარჩენიდან კი აღსანიშნავია მერქნული რესურსის დამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენი.  3.2 გეგმაში მიმოხილული ნარჩენების სახეობები  ზემოთ აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მიერ მოპოვებული მონაცემების მიხედვით, დაბინძურებულ ტერიტორიებზე ნარჩენი ძირითადად გავრცელებულია შერეული სახით. შედარებით მცირეა ორგანული ნარჩენის ფრაქცია, ვინაიდან მისი მეორადად გამოყენება ხდება საოჯახო მეურნეობებში კერძოდ, იყენებენ შინაური ცხოველების საკვებად. სამშენებლო ნარჩენი იყრება ძირითადად ხევებში, ხოლო საყოფაცხოვრებო ნარჩენი კი სტიქიურად წარმოქმნილ ნაგავსაყრელებზე და ხევებში გარდა, იმ დასახლებებისა საიდანაც ხდება ააიპ ,,მესტიის დასუფთავება“-ის სამსახურის მიერ ნარჩენის გამოტანა. 3.3 ნარჩენის რაოდენობა  კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ დასახლებების მიმდებარედ, მთელ მუნიციპალიტეტში (ერთი დაბის ტიპის დასახლება და 16 ტერიტორიული ერთეული-სულ 160 სოფელი), დაბინძურებული ტერიტორიის ფართობი შეადგენს - 20 173 მ2 , ხოლო მოცულობა - 784 მ3 . თუმცა, აღსანიშნავია, რომ არ ჩატარებულა სპეციფიური კვლევები ნარჩენის ქიმიური შემადგენლობის შესასწავლად და გეგმაში ასახული მაჩვენებელი ემყარება, მხოლოდ ადგილზე დაბინძურებული ტერიტორიების ვიზუალურად შესწავლას. ა. საყოფაცხოვრებო ნარჩენის წარმოქმნა  2017 წლის სტატისტიკურ მონაცემზე დაყრდნობით მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 11 649-ს, ფუნქციონირებს დაახლოებით 277 სასტუმრო (სასტუმრო და ოჯახსასტუმრო) და 167 საწარმოო. აგრეთვე, თუ გავითვალისწინებთ მხოლოდ დ.მესტიაში არსებული ტურიზმის ცენტრის მონაცემებს, 2017 წელს სექტემბრის ჩათვლით დარეგისტრირდა 22 348 ვიზიტორი, რაც თითქმის ორჯერ აღემატება 2014 წლის მონაცემს, რომელიც შეადგენდა 14 160 ვიზიტორს მთელი წლის განმავლობაში. მოსახლეობის მცირე, მაგრამ დადებითი მიგრაციის, მცირე მეწარმეობის განვითარებისა და მზარდი ტურიზმის პირობებში ნარჩენის წარმოქმნის ტენდენცია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მზარდია. ა(ა)იპ ,,მესტიის დასუფთავების“ სამსახური, რომელსაც ამ ეტაპზე ნარჩენი გამოაქვს მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების 60%-დან, წელიწადში აგროვებს დაახლოებით 7 300მ3 ნარჩენს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 100%-ით ათვისების შემთხვევაში ეს მონაცემი გაიზრდება დაახლოებით 25%-ით, რაც ნიშნავს 9 125მ3 ნარჩენს. ვინაიდან, არსებული ნარჩენების გადამტვირთი სადგური არ არის აღჭურვილი სასწორით, მესტიის დასუფთავების სამსახური მოგროვილი ნარჩენის რაოდენობას ითვლის მოცულობაში, რის შესაძლებლობასაც იძლევა მომსახურებაში მყოფი სპეცტექნიკა. ბ. ორგანიზაციების/კომერციული დაწესებულებების მიერ წარმოქმნილი ნარჩენები  ორგანიზაციების/კომერციული დაწესებულებების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების ოპერირებასაც მუნიციპალიტეტის მასშტაბისთ, ამ ეტაპზე ახორციელებს ა(ა)იპ ,,მესტიის დასუფთავება“, გარდა სახიფათო, სამედიცინო ნარჩენისა. დაწესებულებები ძირითადად თავმოყრილია დაბაში, ხოლო სათემო ცენტრებში ძირითადად ფუნქციონირებენ: სკოლები, საბავშვო ბაღები და პირველადი სამედიცინო ობიექტები-სოფლის ამბულატორიები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, პირველადი მოხმარების საგნების სარეალიზაციო სავაჭრო ობიექტები-მაღაზიები. გ. სამრეწველო ნარჩენების წყაროები  მუნიციპალიტეტში სამრეწველო ნარჩენის ძირითად წყაროს ამ ეტაპზე წარმოადგენს მერქნული რესურსის გადამამუშავებელი საწარმოებისა და ბუნებათსარგებლობის (წიაღისეულის) მოპოვებითი სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი, აგრეთვე, ავტოგასამართ ობიექტებზე წარმოქმნილი ნარჩენებია. დ. სამშენებლო/ნგრევის ნარჩენების წარმოქმნა  მუნიციპალიტეტში სამშენებლო/ნგრევის ნარჩენების წარმოქმნის პროცესიც არის მზარდი, ვინაიდან გარდა იმისა, რომ მიმდინარეობს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მუდმივი შექმნა/განახლება, ასევე გააქტიურდა კერძო მშენებლობები. კერძოდ, თუ 2014 წელს გაიცა 8 სამშენებლო ნებართვა, 2015 წელს გაიცა-24, 2016 წელს-21 და 2017 წელს შემოსულია 23 სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაცია. დინამიკიდან ჩანს, რომ 2014 წლის შემდეგ ნებართვის მოთხოვნა გასამმაგებულია და ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი სტაბილურია. 3.4 ნარჩენების პროგნოზირება  ა(ა)იპ ,,მესტიის დასუფთავების“ სამსახურის მონაცემით, რომელსაც ამ ეტაპზე ნარჩენი გამოაქვს მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების 60%-დან, წელიწადში გროვდება დაახლოებით 7 300მ3 ნარჩენი, ხოლო მუნიციპალიტეტის სრულად მომსახურების შემთხვევაში თუ ამას დავამატებთ დარჩენილ 25%-ს, უხეში დათვლით წელიწადში გვექნება დაახლოებით -9 125მ3 საყოფაცხოვრებო ნარჩენი. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის დასახლებების დარჩენილი 40% უფრო მცირედ დასახლებულია, ამიტომ სავარაუდო დ წარმოსაქმნელი ნარჩენი გაიზრდება დაახლოებით 25%-ით.  ვინაიდან, ორგანული ნარჩენის ფრაქცია ამ ეტაპზეც მინიმალურია, რადგან მისი გამოყენება ხდება საოჯახო მეურნეობაში (მეცხოველეობაში), ხოლო მებაღეობის შედეგად წარმოქმნილი ჩამოცვენილ ფოთოლს მოსახლეობა სამწუხაროდ, ძირითადად ეზოშივე წვავს. სავარაუდოდ მიღებული მოცულობა ძირითადად მოიცავს მყარ საყოფაცხოვრებო ნარჩენს, რომელის ნაწილიც ექვემდებარება სეპარაციას, შემდომში რეციკლირების მიზნით. ფოთლის დაწვით გარემოში მომწამლავი აირების გვრცელების თავიდან აცილების მიზნით 2018 წლის გაზაფხულიდან დაგეგმილი გვაქვს საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრციულ ერთეულში. მოსახლეობისთვის მომზადებული გვაქვს პრეზენტაცია, რომელიც აერთიანებს საკანონმდებლო ნორმების გაცნობის, კომპოსტირების მნიშვნელობისა და სხვა მავნე ნივთიერებების ნარჩენის გარემოში გავრცელებით გამოწვეული, მოსალონდელი შედეგების გაცნობის ნაწილს. მოსახლეობისთვის დაიბჭდება საინფორმაციო ბუკლეტებიც. ნაწილი -4 4.1 ნარჩენების ინდუსტრიაში არსებული პრაქტიკა და მართვის მომავალი ტენდენციები  მესტიის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა, მიმართულია ნარჩენის წარმოქმნის პრევენციის, შეგროვების სისტემის სრულყოფის, გადამუშავებადი ნარჩენის რეციკლირებისთვის მომზადებისა და განთავსებისთვის. საყოველთაოდ აღიარებული ნარჩენების მართვის იერარქიის ხუთი საფეხურიდან: პრევენცია, ხელახალი გამოყენებისთვის მომზადება, რეციკლირება, ენერგიის აღდგენა და განთავსება, მუნიციპალიტეტში მომდევნო ხუთ წელიწადში იგეგმება, ოთხი საფეხურის განვითარების საფუძვლების ჩამოყალიბება: 1.ნარჩენის წარმოქმნის პრევენცია 2.მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეგროვების სისტემის ჩამოყალიბება 3.სეპარირებული შეგროვება და რეციკლირებისთვის მომზადება 4.სატრანსფერო სადგურზე განთავსება, უახლოეს ნაგავსაყრელამდე შემდგომი ტრანსპორტირების მიზნით.    გამოყენებული, სახელმძღვანელო ლიტერატურა:  „მესტიის მუნიციპალიტეტის 2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა“ მომზადებულია საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს, „საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის N160 დადგენილების საფუძველზე. აგრეთვე, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების სახელმძღვანელო დოკუმენტის დახმარებით, რომელიც მომზადებულია USAID-ის, CENN-ის და ICMA-ს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის. აგრეთვე, პროექტი ,,დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ ფაზა II-ის ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელოს-,,პოპულარული სახელმძღვანელო მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხებზე“ დახმარებით. მესტიის მუნიციპალიტეტის 2018-2022 წლების ნარჩენების მართვის გეგმა მოამზადებულია სამუშაო ჯგუფის მიერ. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის საკითხის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი-მესტიის მუნიციპალიტეტის მერი - კაპიტონ ჟორჟოლიანი;  წევრი: მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი - ქეთევან ხარძიანი; წევრი: მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის, ვეტერინარული და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი - ნესტან მაღედანი; წევრი: მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ,,მესტიის დასუფთავების“ სამსახურის უფროსი - მამუკა გირგვლიანი; წევრი: მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ,,მესტიის დასუფთავების“ სამსახურის უფროსის მოადგილე - ბესიკ ჯაფარიძე წევრი: მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი - ჯაფარიძე გვანცა;                                                                                                                                                                                     ცხრილი N1  საბიუჯეტო წლები გეგმა ფაქტი 2014 190  000 189 611 2015 410 000 405 033 2016 500 000 437 745 2017 500 000 500 000 2018წ. დაგეგმილია: 600 000 -                                                                                                                                                               ცხრილი N2 წლები დაგეგმილი შემოსავალი ფაქტი 2014 0 ლ 90 ლ 2015 20 473 ლ 21 290ლ 2016 13 998 ლ 12 103ლ 2017 37 000 ლ 55 267.26ლ 2018 100 000ლ - 2019 130 000ლ - 2020 200 000ლ - 2021 250 000ლ - 2022 300 000ლ -                                                                                                                                                                             ცხრილი N 3 თარიღი ქუჩების  რაოდენობა საერთო  ფართობი ტერიტორიული ერთეულის დასახელება მანძილი დ.მესტიამდე (მოქმედ სატრანსფერო სადგურამდე) ტექნიკით მომსახურების ხარჯი თანამშრომელთა რაოდენობა 2014წ. 13 53 167 მ​2 უშგული 47 კმ 19 300 ლარი 17 2015წ. 17 64 711 მ​2 კალა 35 კმ 27 200 ლარი 43 2016წ. 22 81 603 მ​2 იფარი 22 კმ 47 900 ლარი 51 2017წ. 24 93 103 მ​2 წვირმი 19 კმ 89 800 ლარი 55 მულახი 10 კმ ლენჯერი 3 კმ ლატალი 10 კმ ბეჩო 19 კმ ცხუმარი 21 კმ ეცერი 26 კმ ფარი 32 კმ ლახამულა 37 კმ ნაკრა 50 კმ ჭუბერი 71 კმ იდლიანი 81 კმ ხაიში 67 კმ                                                                                                                                                                            ცხრილი N4 თარიღი ტექნიკური საშუალების დასახელება რაოდენობა ღირებულება   დაფინანსების წყარო 2014წ. 1.  ნაგავშემკრები ,,ISUZU“-ის მარკის 6+1მ​3 2.  ,,ბელარუსი“-ის მარკის ტრაქტორი 3.  მეტალის ურნა 1,1მ​3 მოცულობის 1 1 30       100 000ლარი        70 000 ლარი        28 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტი     2015წ.       1 .თვითმცლელი ,,FORDI“-ის მარკის 4მ​3 2. ,,NISSANI”-ის მარკის პიკაპი 3. მეტალის ურნა 1,1მ​3 4. პლასტმასის ურნა 0,6 ლ 1 1 16 22 16 500 ლარი 28 500 ლარი 12 640 ლარი 2 200 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტი 2016წ.   1.თოვლმწმენდი  ტროტუარებისთვის   2.სატვირთო ,,SUZUKI“-ის მარკის 1მ​3   3. მეტალის ურნა 1,1მ​3   4.პლასტმასის ურნა 240ლ 1 1                24 25 8 990 ლარი 8 290 ლარი 16 800 ლარი 5 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტი 2017წ. 1.,,MERSEDES“-ის მარკის 7+1მ​3 მოცულობის კომპაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანა 2. ,,MERSEDES“-ის მარკის 13+1მ​3 მოცულობის კომპაქტორიანი ნაგავმზიდი 3. მეტალის ურნა 1,1მ​3 2 1 100 652 928 ლარი მგფ და ადგილობრივი თვითმმართველობა ჯამში 1,1მ​3 მოცულობის - 129 კონტეინერი და 240 ლიტრიანი -23 პლასტმასის კონტეინერი 0,6 ლიტრიანი - 22 პლასტმასის კონტეინერი                                                                                                                                                                             ცხრილი N5 დაბინძურებული  ტერიტორიების  შესახებ  მონაცემები  მესტიის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიული  ერთეულების მიხედვით ტერიტ. ერთეული უშგული კალა იფარი წვირმი მულახი დ.მესტია ლენჯერი ლატალი ბეჩო S m​2 800 495 110 250 478 2700 465 360 60 V m​3 25 52 16 36 26 30 60 27 9 ნარჩენის წარმომქმნელი მოსახლეობა მოსახლეობა მოსახლეობა /საწარმოო მოსახლეობა მოსახლეობა/ საწარმოო მოსახლეობა /საწარმოო მოსახლეობა მოსახლეობა /საწარმოო მოსახლეობა საწარმოო ნარჩენის სავარაუდო მახასიათებელი საყოფა-ცხოვრებო საყოფა-ცხოვრებო საყოფა-ცხოვრებო/საწარმოო საყოფა-ცხოვრებო საყოფა-ცხოვრებო/ საწარმოო საყოფა-ცხოვრებო/ საწარმოო საყოფა-ცხოვრებო საყოფა-ცხოვრებო/ საწარმოო საყოფა-ცხოვრებო/ საწარმოო კომლთა რაოდენობა 2014 წლამდე მონაცემით 70 27 90 126 452 817 297 390 368 კომლთა რაოდენობა 2017 წლის მონაცემით 72 40 100 130 287 829 327 297 290 მოსახლეობის რაოდენობა 2014 წლამდე მონაცემით 267 110 270 571 1002 2890 1122 1156 998 მოსახლეობის რაოდენობა 2017 წლის 249 100 318 466 648 2866 707 792 809 საწარმოოთა რაოდენობა 0 0 1 0 1 64 0 5 5 სასტუმრო/ ოჯახ-სასტუმროთა რაოდენობა 15 10 2 18 30 76 10 7 24 სამედიცინო ობიექტების რაოდენობა 1 1 1 1 1 1 1 1 1 ტერიტ. ერთეული ცხუმარი ეცერი ლახამულა ნაკრა ჭუბერი ხაიში იდლიანი ფარი S m​2 315 1220 5830 420 1690 1250 1630 2100 V m​3 16,5 54 141,3 56 36 115 70 15 ნარჩენის წარმომქმნელი მოსახლეობა მოსახლეობა მოსახლეობა/ საწარმოო მოსახლეობასაწარმოო მოსახლეობა საწარმოო მოსახლეობა/ საწარმოო მოსახლეობა/ საწარმოო მოსახლეობა/ საწარმოო ნარჩენის სავარაუდო მახასიათებელი საყოფა-ცხოვრებო საყოფა-ცხოვრებო საყოფა-ცხოვრებო/ საწარმოო საყოფაცხ/ საწარმოო საყოფაცხ/ საწარმოო საყოფაცხ/ საწარმოო საყოფაცხ/ საწარმოო საყოფაცხ/ საწარმოო კომლთა რაოდენობა 2014 წლამდე მონაცემით 242 226 127 139 383 421 115 105 კომლთა რაოდენობა 2017 წლის მონაცემით 126 226 85 120 322 380 139 73 მოსახლეობის რაოდენობა 2014 წლამდე მონაცემით 620 813 387 361 1296 1182 435 317 მოსახლეობის რაოდენობა 2017 წლის 375 835 307 330 1133 1049 429 236 საწარმოოთა რაოდენობა 0 0 5 9 10 60 5 2 სასტუმრო/ ოჯახ-სასტუმროთა რაოდენობა 11 3 5 13 32 13 2 6 სამედიცინო ობიექტების რაოდენობა 1 1 1 1 1 1 1 17                                                                                                                                                                     ცხრილი N6 S ნარჩენის სახეობა V დას.პუნქტების რაოდენობა კომლთა  რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობა საწარმოოთა რაოდენობა სასტუმროები და ოჯახსასტუმრო 20173m​2 საყოფაცხოვრებო და საწარმოო 784m​3 160 3 825 11 649 167 277                                                                                                                                                                               ცხრილი N7 0-6 წლამდე ბავშვები 6-15 წლამდე მოზარდები 15-25 წლამდე პირები 25-40 წლამდე პირები 40-65 წლამდე პირები 65-75 წლამდე პირები 75-85 წლამდე პირები 85 წლის ზევით პირები მდედრობითი მამრობითი იძულებით გადაადგილებული პირი 1 006 1 210 1 768 2 816 2 907 1 183 622 136 6075 5574 907                                                                                                                                                                               ცხრილი N8 2018-2022 წლების გეგმის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი 2018  წელი 1 045 582 ლარი 2019  წელი 225 100 ლარი 2020  წელი 309 840 ლარი 2021  წელი 274 300 ლარი 2022  წელი 29 660 ლარი                                                                                                                                                                            ცხრილი N9 № სამეწარმეო საქმიანობა ზომის ერთეული ნარჩენების დაგროვების ნორმატივი (N) წელიწადში  მ3 1მ3 ნარჩენების გატანის ღირებულება (C) (ლარი) მოსაკრებლის რაოდენობა თვეში(ლარი) 1 კვ.მ-ზე, ერთ მომხმარებელზე 1.   აგრარული ბაზრები და ბაზრობები  1მ2 0,9 10 0,75 2. სასტუმროები, ჰოსტელები  1ლოგინზე 3.6 10 3..00 3. B&B,  კემპინგები და სხვა ტიპის ღამის სათევები  1მ2 0,12 10 0,1 4.  სხვადასხვა ტიპის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი)  1მ2 1.2 10 1.00 5. ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები  1მ2 0,76 10 0,63 6. რესტორნები, კაფე-ბარები  ნებისმიერი სახის სასადილო 1 მომხმარებელზე (სკამზე) 1.2 10        1.00 სარიტუალო დარბაზები 1 მომხმარებელზე (სკამზე) 0,6 10 0,5 7.   პურის საცხობები, საცხობები, სწრაფი კვების ობიექტები, საოჯახო სამზარეულოები 1მ2 0.6 10 0,50 8. ბანკები,საკრედიტო ორგანიზაციები და სხვადასხვა ტიპის ოფისები, ფოსტა, სერვის- ცენტრები(შენობა-ნაგებობით) 1მ2 0,6 10 0,50 9. სადალაქოები და სილამაზის სალონები 1მ2 0,55 10 0,45 10. მცირე სამეწარმეო საქმიანობა (საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, საამქროები)  1მ2 0,55 10 0,45 11. მგზავრთა გადამყვანი საბაგირო გზა  1 ადგილზე 0,55 10 0,45 12 ბენზინგასამართი სადგურები, ავტოსამრეცხაოები(სამუშაო ფართის მიხედვით) 1მ2 1.2 10 1.00 13.  მუზეუმები  (შენობა-ნაგებობით)  1მ2 0.06 10 0.05 14. კინოთეატრები, თეატრები მაყურებლის ერთი სავარძელი 0.40 10 0.33 15.  შსს უწყებები: 1) სსიპ.საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო(სამეგრელი-ზემო სვანეთისმესტიის სახანძრო-სამაშველო განყოფ.) ,2)საქ.სასაზღვრო  პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N9 სამმართ. 3)სახელწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, 4)შსს..მესტიის რაიონული სამმართველო-პოლიცია,         5) საქართველოს სახემწიფო უშიშროების სამსახური. (შენობა-ნაგებობით)  1მ2 0,55 10 0.45 16. 1)მესტიის მაგისტრატი სასამართლო შენობა, 2)მესტიის რაიონული  პროკურატურა, 3)სოციალური სააგენტო, 4)იუსტიციის სახლი (შენობა-ნაგებობით) 1მ2 0,25 10 0.20 17. ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ.მომსახურების ობიექტები, ვულკანიზაცია სამუშაო ფართის 1მ2 1.2 10 1.00 18. ბიბლიოთეკები, არქივები, რესურს - ცენტრი (შენობა-ნაგებობით) 1მ2 0.17 10 0.20 19. არასამთავრობო ორგანიზაციები (შენობა-ნაგებობით)  1მ2 0.17 10 0.20 20. საავტომობილო სადგურები ან მგზავრების მომსახურებით დაკავებული დაწესებულება გადაზიდულ მგზავრთა რაოდენობაზე 0,30 10 0,25 21. აეროპორტი  1 მგზავრზე და მომსახურე პერსონალზე 0,30 10 0.25 22. სკოლები,კოლეჯები, ,საბავშვი ბაგა- ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები 1მოსწავლეზე და მომსახურე პერსონალზე 0,05 10 0,05 23. პროფესიული სასწავლებლები 1მოსწავლეზე და პერსონალზე 0.5 10 0.30 24. საავადმყოფოები 1 საწოლი და მომსახურე პერსონალზე 0.6 10 0.50 25. აფთიაქები (სავაჭრო დარბაზი) 1მ2 0.4 10 0.30 26. პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური (შიდა ფართის მიხედვით) ცენტრები 1მ2 0,12 10 0.10 27. ცხოველთა თავშესაფარი, თავლა- საჯინიბო (დამსვენებლების მომსახურების სერვისისთვის განკუთვნილი ცხენების  ორგანიზებული სადგომი) „სასაკლაო (შენობა-ნაგებობით) 1მ2 0.83 10 0.70 28. სპორტულ  დაწესებულებებისათვის (შენობა-ნაგებობით) 1მ2 0.05 10 0.05