ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

ა ნ გ ა რ ი შ ი

 

2017 წლის  13 ნოემბრის მდგომარეობით ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 34 განცხადება, აქედან 8 განცხადება შემოსულია საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე,  ხოლო 26 განცხადება შემოსულია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე.

 

  განცხადებები შემოსულია: 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან                         -8 განცხადება;

 2.   საკრებულოს წევრისგან                                                                            -1  განცხადება;  

 3.   მოქალაქეებისგან                                                                                       - 4 განცხადება;   

 4.  საინფორმაციო ცენტრების ქსელიდან                                                    -2 განცხადება;

 5.  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან        -1 განცხადება;

 6.  „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოდან“                              -3 განცხადება;

 7.  მმართველობითი სისტემების განვითრების ცენტრიდან                   -1 განცხადება;      

 8. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის

     სამინისტრო-სამართლებრივი  უზრუნველყოფისა და ადამიანური

      რესურსების მართვის სამსახურიდან                                                      -1 განცხადება;                                                                                                                             

 9.  მედიის განვითარების ფონდიდან                                                           -1განცხადება ;

10. „ქრონიკა+“-ს ჟურნალისტისგან                                                                 -3 განცხადება;

11. საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირიდან  -1 განცხადება;

12. გაზეთ „კახეთის ხმის“ ჟურნალისტისგან                                                -1 განცხადება;

13. ააიპ „საქართველოს რეფორმების ასოციაციიდან“                                 -1 განცხადება;

14. რეგიონალური განვითარების ცენტრიდან                                              -2 განცხადება;

15. სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციიდან   -1 განცხადება;

16. ტელეკომპანია „თანამგზავრის“ საინფორმაციო სამსახურიდან         -1 განცხადება;

17. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა                                                            -1 განცხადება;

18. სამართლიანობისა და განვითარების ინსტიტუტიდან                        -1 განცხადება.

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში რეგისტრირებული არ არის.

შემოსულ მოთხოვნებზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტიც არ მომხდარა.

შემოსული 34 განცხადებიდან 34–ვე განცხადებაზე გაიცა მოთხოვნილი ინფორმაცია. შესაბამისად მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე 8 გადაწყვეტილება მიღებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, ხოლო 26 გადაწყვეტილება საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.

 

მოთხოვნილი ინფორმაციებიდან ძირითადად ითხოვდნენ:

 

- ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცემულ ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

- საკრებულოს სხდომის ოქმებს;

- საკრებულოს წევრების, კომისიების,  თანამშრომელთა სრულ სიას თანამდებობის მიხედვით, საკონტაქტო ინფორმაციას;

 - საკრებულოში დასაქმებულ  თანამშრომელთა რაოდენობას, სახელფასო დანამატებისა და დარიცხული პრემიების ოდენობას; 

- საკრებულოდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა სრულ ნუსხას, მათი სახელის, გვარის,  გათავისუფლების თარიღის და თანამდებობის მითითებით;

- სამართლებრივ აქტებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ;

- ინფორმაციას ფრაქციების არსებობის შესახებ;

- საკრებულოს ბალანსზე რიცხული ქონების შესახებ ინფორმაციას;

- თანამდებობის პირთა მივლინებების შესახებ ინფორმაციას.

 

2017 წლის განმავლობაში ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ  მიუღია.

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნების დარღვევებისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოებს საჯარო რეესტრის ჟურნალი. ჟურნალში საჯარო ინფორმაციას აღრიცხავს საკრებულოს აპარატის მოქალაქეთა მომსახურების და  საქმის წარმოების განყოფილება მისი მიღებისთანავე.