თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

ა ნ გ ა რ ი შ ი

 

2017 წლის 09 დეკემბრის მდგომარეობით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 01 განცხადება, განცხადება შემოსულია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე.

 განცხადება შემოსულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისიდან.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში რეგისტრირებული არ არის.

შემოსულ მოთხოვნებზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტიც არ მომხდარა.

შემოსულ 01 განცხადებაზე გაიცა მოთხოვნილი ინფორმაცია. შესაბამისად მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილება მიღებულია საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.

მოთხოვნილი ინფორმაციაა:

- 2014-2017 წლებში მოქმედ საკრებულოსთან ფუნქციონირებდა თუ არა მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო.

- გენდერული თანასწორობის საბჭოს მიზნებისა და წევრების პროფესიული საქმიანობის შესახებ.

2017 წლის განმავლობაში თელავის მუნიციპალიტეტს საკრებულოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს “ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნების დარღვევებისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოებს საჯარო რეესტრის ჟურნალი. ჟურნალში საჯარო ინფორმაციას აღრიცხავს საკრებულოს აპარატის მოქალაქეთა მომსახურების და საქმის წარმოების განყოფილება მისი მიღებისთანავე.

 

 თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი,

 აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი     გიორგი ფარადაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.12.2017.
როდის იქნა მიღებული „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში“?
„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში“ მიღებულია 14.12.2017. მიმღები ორგანო — თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში“, №0, 14.12.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3961087/