„გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების წესების“დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2017
ძალაში შესვლა 01.01.2018
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №04
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016094
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2017
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ მიქელაიშვილი | სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების წესის“ დამტკიცების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენცია" „სამგზავრო გემების უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ „დროშის კონტროლის ინსპექტორის და გემის შემმოწმებლის აღიარების წესის“
დამტკიცების შესახებ საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების წესების“დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №04
2017 წლის 27 დეკემბერი
ქ. ბათუმი
„გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების წესების“დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის „საქართველოს საზღვაო კოდექსი“ 38-ე მუხლის პირველი ნაწილის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების წესები“.
მუხლი 2🔗
1. ექსკლუზიურად შიდა ნაოსნობაში ჩართული სატვირთო გემებისთვის ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ მიქელაიშვილი
„გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების წესები“
მუხლი 1🔗. მიზანი
ამ წესების მიზანია:
საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების და საქართველოს ნავსადგურებში შემსვლელი გემების უსაფრთხო მართვის სტანდარტების ხელშეწყობა და გემებიდან ზღვის გარემოს დაბინძურების პრევენცია, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის „გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ“ საერთაშორისო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
ა) ISM კოდექსი − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ 1993 წლის 4 ნოემბრის ანსაბლეის რეზოლუცია A.741-ით, 2000 წლის 5 დეკემბრის საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტის რეზოლუცია MSC.104(73)-ით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად მიღებული საერთაშორისო მართვის კოდექსი გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ.
ბ) აღიარებული ორგანიზაცია − სააგენტოს მიერ „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ მე-II1 თავის შესაბამისად აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოება.
გ) გემთმფლობელი − გემის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი.
დ) გემის ოპერატორი − გემთმფლობელი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც შესაძლებელია იყოს მენეჯერი ან გემის უეკიპაჟოდ დამფრახტავი (ბერბოუტ-ჩარტერერი), რომელსაც გემთმფლობელმა დააკისრა გემის მართვის პასუხისმგებლობა და რომელმაც ამ პასუხისმგებლობის აღებისას განაცხადა თანხმობა, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და იკისროს სათანადო პასუხისმგებლობა ;
ე) კომპანია − ნიშნავს გემთმფლობელს ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას ან პირს, როგორიც არის გემის ოპერატორი ან ბერბოუტ ჩარტერერი, რომელმაც გემთმფლობელისგან აიღო გემის მართვის პასუხისმგებლობა და რომელიც ასეთი პასუხისმგებლობის აღებისას დათანხმდა რომ აეღო ყველა მოვალეობა და პასუხისმგებლობა დაკისრებული ISM კოდექსის, წინამდებარე წესებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ვ) სამგზავრო გემი − გემი, რომელიც იტევს და გადაჰყავს 12 ან მეტი მგზავრი და რომელზედაც მგზავრი არის ნებისმიერი პირი, გარდა:
ვ.ა) კაპიტნისა, ეკიპაჟის წევრებისა და გემზე დასაქმებული სხვა პირებისა ;
ვ.ბ) 1 (ერთ ) წლამდე ასაკის ბავშვისა;
ზ) სატვირთო გემი - გემი, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად და არ არის სამგზავრო გემი.
თ) შიდა რეისი - საქართველოს ერთი ნავსადგურიდან საქართველოს სხვა ნავსადგურში გადაადგილება.
ი) რეგულარული საზღვაო მომსახურება - ორ ან ორზე მეტ დანიშნულების პუნქტს შორის საზღვაო რეგულარული რეისები, შესრულებული:
ი.ა) გამოქვეყნებული განრიგის შესაბამისად;
ი. ბ) საზღვაო რეისების ხშირი და რეგულარული შესრულებით, რომელიც სისტემატურ სახეს იღებს.
კ) RO-RO სამგზავრო გემი − სამგზავრო გემი საბორნე-სატვირთო განყოფილებით ან სპეციალური კატეგორიის განყოფილებებით, კონვენციის განმარტების შესაბამისად ;
ლ) RO-PAX − სატვირთო-სამგზავრო გემი, რომელსაც ძირითადად გადააქვს ბორბლებზე მდგომი ტვირთი და ამასთანავე გააჩნია შეზღუდული რაოდენობის სამგზავრო ადგილები მათი სათანადო მომსახურებით
მ) ტონაჟი − გაზომილი გემის ტონაჟი საერთაშორისო კონვენცია ხომალდების გაზომვის შესახებ (TONNAGE 69), 1969 წ., ცვლილებათა გათვალისწინებით;
ნ) გადასატანი ოფშორული საბურღი საშუალება - მცურავი საშუალება, რომლითაც შესაძლებელია საბურღ ოპერაციებში მონაწილეობა საზღვაო კვლევის მიზნით ან ზღვის ფსკერიდან ისეთი ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციაში, როგორიც არის თხევადი და აირადი ნახშირწყალბადი, გოგირდი ან მარილი. სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
ო) უსაფრთხოების მართვის სისტემა − სტრუქტურულად და დოკუმენტურად გამართული სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიის პერსონალს ეფექტურად დანერგოს კომპანიის უსაფთხოებისა და გარემოს დაცვის პოლიტიკა.
პ) შესაბამისობის დოკუმენტი (Document of Compliance) – ISM კოდექსის მოთხოვნათა დაცვით კომპანიაზე გაცემული დოკუმენტი.
ჟ) უსაფრთხოების მართვის სერტიფიკატი − გემზე გაცემული სერტიფიკატი, რომლითაც დასტურდება, რომ კომპანია და გემის მენეჯმენტი ოპერირებენ დამტკიცებული უსაფრთხოების მართვის სისტემით.
რ) კონვენცია − საერთაშორისო კონვენცია ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ, 1974 წ., 1978 წლის ოქმით, ცვლილებათა გათვალისწინებით (SOLAS).
ს) რეგულაცია − 2006 წლის 15 თებერვლის ევროპული პარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია No 336/2006 საერთაშორისო უსაფრთხოების მართვის კოდექსის იპლემენტაციასა და საბჭოს რეგულაცია (EC) No 3051/95 გაუქმების შესახებ.
ტ) ობიექტური მტკიცებულება - ნიშნავს რაოდენობრივ ან ხარისხობრივ ინფორმაციას, ჩანაწერებს ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ფაქტებს ან უსაფრთხოების სისტემის ელემენტებთან არსებულ და საიმპლემენტაციო მტკიცებულებებს, რომლებიც დაფუნძნებულია დაკვირვებაზე, გაზომვაზე ან ტესტირებაზე და რომლის შემოწმებაც შესაძლებელია.
უ) დაკვირვება − უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტის დროს დაფიქსირებული ფაქტების ერთბლიობა, რომელიც გამყარებულია ობიექტური მტკიცებულებებით.
ფ) შეუსაბამობა − ნიშნავს სიტუაციას, როდესაც ობიექტური მტკიცებულება მიუთითებს სპეციალური მოთხოვნების შეუსრულებლობაზე.
ქ) კრიტიკული შეუსაბამობა − ნიშნავს იდენტიფიცირებად გადახვევას, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის პერსონალის უსაფრთხოებას ან გემს ან ზღვის გარემოს უქმნის სერიოზულ რისკს, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ მაკორექტირებელ ქმედებას წინამდებარე წესების და ISM კოდექსის ეფექტური და სისტემური დანერგვის უზრუნველსაყოფად; ან ISM კოდექსის და წინამდებარე წესების მოთხოვნათა ეფექტური და სისტემური დანერგვის არ ქონა. კრიტიკული შეუსაბამობასთან დაკავშირებული საპასუხო პროცედურები უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საზღვაო უსაფრთხოებისა და ზღვის გარემოს დაცვის კომიტეტების ცირკულარებს MSC/Circ.1059‑MEPC/Circ.401.
მუხლი 3🔗. რეგულირების მიზანი
ამ წესების შესაბამისად, რეგულირების მიზანია:
ა) გემისა და ნაპირზე არსებული უსაფრთხოების მართვის სისტემების შემოღება, დანერგვა და შესაბამისი მხარდაჭერა კომპანიების მიერ;
ბ) სააგენტოს მიერ მათი კონტროლი;
გ) საქართველოს ნავსადგურებში გემების უსაფრთხოების მართვის სისტემის შემოწმება სააგენტოს მიერ.
მუხლი 4🔗. მოქმედების სფერო
1. ამ წესების მოქმედება ვრცელდება შემდეგი ტიპის გემებზე და კომპანიებზე, რომლებიც მართავენ მათ:
ა) საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ სატვირთო და სამგზავრო გემებზე, მათ შორის RO-RO და RO-PAX სამგზავრო ბორანებზე;
ბ) საქართველოს ნავსადგურებში შემსვლელი და ნავსადგურებიდან გამსვლელი გემები, რომლებიც რეგულარულ საზღვაო მომსახურებას ეწევიან, განურჩევლად მათი დროშისა;
გ) 500 ტონაზე მეტ სატვირთო გემებზე და გადასატანი ოფშორული საბურღ ერთეულებზე;
2. ეს წესები არ ვრცელდება გემებზე და კომპანიებზე, რომლებიც ოპერირებენ შემდეგი ფორმით:
ა) სამხედრო-საზღვაო დროშით მცურავ გემები, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გემი, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნებისათვის;
ბ) გემები, რომლებიც არ მუშაობენ მექანიკური საშუალებებით, პრიმიტიული აგებულების ხის ნაკეთობის გემები, რეკრეაციული იახტები და მცურავი საშუალებები, გარდა იმ მცურავი საშუალებებისა, რომლებსაც ჰყავთ ეკიპაჟი და კომერციული მიზნებისთვის გადაჰყავთ 12 მგზავრზე მეტი;
გ) თევზსაჭერი/თევზსარეწი და თევზსაჭერი სატრანსპორტო გემები, თევზის ნედლეულის/ ზღვის სხვა პროდუქტების გადამზიდი სატრანსპორტო გემები;
დ) 500 ტონაზე საერთო ტევადობაზე ნაკლები სატვირთო გემები და მობილური ოფშორული საბურღი ერთეულები;
ე) ევროპული საბჭოს 1998 წლის 17 მარტის დირექტივა 98/18/EC მეოთხე მუხლის მიხედვით განსაზღვრული C და D კლასის სამგზავრო გემები, გარდა RO-RO და RO-PAX სამგზავრო ბორანებისა.
მუხლი 5🔗. უსაფრთხოების მართვის სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობები
ყველა კომპანიამ, რომელზეც ვრცელდება ამ ბრძანების მოთხოვნები, უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების მართვის სისტემის განვითარება, დანერგვა და მხარდაჭერა შემდეგი აუცილებელი პირობების შესრულებით:
ა) უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკურლებებით გათვალისწინებული ინსტრუქციებისა და პროცედურების გამოყენება გემების უსაფრთხო მართვისა და გარემოს დაბინძურებისაგან დაცვის უზრუნველსაყოფად;
გ) განსაზღვრული უფლებამოსილების დონეები და საკომუნიკაციო ხაზები ნაპირზე და გემზე მყოფ პერსონალს შორის;
დ) საზღვაო შემთხევებისა და კოდექსთან შეუსაბამობების შეტყობინების პროცედურები;
ე) გადაუდებელი სიტუაციებისთვის მომზადებისა და მოქმედების პროცედურები;
ვ) შიდა აუდიტებისა და მენეჯმენტის მიმოხილვის პროცედურები.
მუხლი 6🔗. კომპანიის პასუხისმგებლობა და უფლებამოსილება
1. თუ გემის მართვაში გემთმფლობელის მაგივრად სხვა პირია ჩართული, გემთმფლობელი ვალდებულია სააგენტოს მიაწოდოს მისი სრული სახელი და დეტალები.
2. კომპანიამ უნდა განსაზღვროს და დოკუმენტურად დაადგინოს იმ პირთა პასუხისმგებლობა, უფლებამოსილება და ურთიერთკავშირი, ვინც ჩართულია უსაფრთხოებისა და დაბინძურების თავიდან აცილების ღონისძიებების მართვაში, შესრულებასა და შემოწმებაში.
3. კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს დანიშნული პირისა ან პირებისათვის სათანადო რესურსების მიწოდება და ნაპირიდან შესაბამისი მხარდაჭერა.
მხული 7. დანიშნული პირი(ები)
1. კომპანიამ, თითოეული გემის უსაფრთხო ოპერირებისათვის, უნდა უზრუნველყოს პირისა ან პირების დანიშვნა, რომლებიც გემსა და ნაპირზე მყოფ მენეჯმენტს შორის კავშირს უზრუნველყოფენ. მათ უნდა გააჩნდეთ კომპანიის უმაღლეს მმართველობასთან წვდომა.
2. დანიშნული პირების მოვალეობებსა და უფლებამოსილებებში შედის უსაფრთხოებისა და დაბინძურების თავიდან აცილების ასპექტების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ადეკვატური რესურსების მიწოდება და ნაპირიდან მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
3. დანიშნული პირები უნდა აკმაყოფილებდნენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საზღვაო უსაფრთხოების და ზღვის გარემოს დაცვის კომიტეტების ცირკულარის MSC-MEPC.7/Circ.6 მოთხოვნებს.
მუხლი 8🔗. გემის კაპიტნის პასუხისმგებლობა და უფლებამოსილება
1. კომპანიამ ნათლად უნდა ჩამოაყალიბოს და დოკუმენტურად დაადგინოს გემის კაპიტნის პასუხისმგებლობა შემდეგ საკითხებზე:
ა) კომპანიის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი პოლიტიკის დანერგვა;
ბ) ეკიპაჟის მოტივირება უსაფრხოებისა და გარემოს დაცვითი პოლიტიკის დასაცავად;
გ) შესაბამისი განკარგულებებისა და ინსტრუქციების გაცემა მარტივად და ნათლად;
დ) შესაბამისი მოთხოვნების შესრულების ხარისხის შემოწმება;
ე) უსაფრთხოების მართვის სისტემის პერიოდული შემოწმება და შეუსაბამობების კომპანიისთვის შეტყობინება.
2. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ გემზე მოქმედი უსაფრთხოების მართვის სისტემა ნათლად განსაზღვრავდეს კაპიტნის უფლებამოსილებას. კომპანიამ უნდა დაადგინოს უსაფრთხოების მართვის სისტემაში გემის კაპიტნის უპირატესი მოქმედების უფლებამოსილება და უსაფრთხოებისა და დაბინძურების თავიდან აცილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების უფლებას და საჭიროების შემთხვევაში კომპანიისგან მხარდაჭერის მოთხოვნას.
მუხლი 9🔗. უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის პოლიტიკა
1. კომპანიამ უნდა შეიმუშავოს მე-5 მუხლში მოცემული მიზნების უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პოლიტიკა.
2. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ აღნიშნული პოლიტიკა იყოს დანერგილი და დაცული ორგანიზაციის ყველა დონეზე როგორც გემზე, ისე ნაპირზე.
მუხლი 10🔗. რესურსები და პერსონალი
1. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ გემის კაპიტანი იყოს:
ა) სათანადო კომპეტენციის მქონე მართვის კუთხით;
ბ) სათანადოდ გათვითცნობიერებული კომპანიის უსაფრთხოების მართვის სისტემაში;
გ) კომპანიის მიერ შესაბამისად მხარდაჭერილი, რათა უსაფრთხოდ შეასრულოს მასზედ დაკისრებული მოვალეობები.
2. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყოველი გემი იყოს დაკომპლექტებული კომპეტენტური, სერტიფიცირებული და ჯანმრთელი ეკიპაჟით საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად.
3. კომპანიამ უნდა შეიმუშავოს პროცედურები, რათა ახალი პერსონალი და პერსონალი, რომელსაც უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მოვალეობები დაეკისრა, მიეცეთ შესაბამისი წვრთნის საშუალება. ზღვაში გასვლამდე, გასაცემი ინსტრუქციები უნდა იყოს იდენტიფიცირებული, დოკუმენტურად დადასტურებული და გაცემული.
4. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ უსაფრთხოების მართვის სისტემაში ჩართულ პერსონალს გააჩნდეს შესაბამისი წესების, რეგულაციების, კოდექსებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა.
5. კომპანიამ უნდა შეიმუშავოს და შეინახოს პროცედურები, რათა მოხდეს ნებისმიერი წვრთნის იდენტიფიცირება უსაფრთხოების მართვის სისტემის მხარდასაჭერად და უზრუნველყოს, რომ ასეთი წვრთნა გახდეს ხელმისაწვდომი ყველა შესაბამისი პერსონალისათვის.
6. კომპანიამ უნდა შეიმუშავოს პროცედურები, რითაც გემის პერსონალი იღებს უსაფრთხოების მართვის სისტემასთან დაკავშირებულ შესაბამის ინფორმაციას მათთვის გასაგები ან სამუშაო ენით.
7. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ გემის პერსონალს ერთმანეთთან გააჩნდეს ეფექტური კომუნიკაცია უსაფრთხოების მართვის სისტემასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებისას.
მუხლი 11🔗. საგემბანო ოპერაციების გეგმების განვითარება
კომპანიამ უნდა ჩამოაყალიბოს პროცედურები გეგმებისა და ინსტრუქციების მოსამზადებლად, მათ შორის საკონტროლო სიების, გემის უსაფრთხოებისა და დაბინძურების თავიდან აცილების საკვანძო საგემბანო ოპერაციების უზრუნველსაყოფად. ამოცანები უნდა იყოს განსაზღვრული და დაკისრებული კვალიფიციურ პერსონალზე.
მუხლი 12🔗. საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა
1. კომპანიამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის რეზულუციის A.852(20), ცვლილებათა გათვალისწინებით, შესაბამისად უნდა უზრუნველყოს პროცედურების დანერგვა რათა მოხდეს გემბანზე პოტენციური საგანგებო სიტუაციების იდენტიფიცირება, აღწერა და საპასუხო ღონიძიებები.
2. კომპანიამ უნდა შეიმუშავოს საგანგებო სიტუაციებში ქმედებების განხორციელებისთვის წვრთნისა და ვარჯიშების პროგრამა.
3. უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა ითვალისწინებდეს ისეთ ზომებს, რითაც კომპანია შეძლებს გემზე უბედური შემთხვევების, საშიშროებების და საგანგენგებო სიტუაციებზე მზადყოფნის უზრუნველყოფას.
მუხლი 13🔗. შეუსაბამობების, შემთხვევებისა და საშიში სიტუაციების შეტყობინება და ანალიზი
უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა შეიცავდეს ისეთ პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ კომპანიაში გადაგზავნილი შემთხვევები, საშიში სიტუაციები და შეუსაბამობები არიან გაანალიზებული და გამოკვლეული უსაფრთხოების გაზრდისა და დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით. ამასთან ანგარიშგება უნდა წარმოებდეს საერთაშორის საზღვაო ორგანიზაციის საზღვაო უსაფრთხოებისა და ზღვის გარემოს დაცვის კომიტეტების ცირკულარის MSC-MEPC.7/Circ.7 შესაბამისად. კომპანიამ უნდა შეიმუშავოს მაკორექტირებელი ქმედებების დანერგვის პროცედურები მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მეთოდოლოგიის ჩათვლით.
მუხლი 14🔗. გემისა და ხელსაწყოების მოვლა
1. კომპანიამ უნდა შეიმუშავოს პროცედურები, რომლითაც უზრუნველყოფს გემის შენახვას სათანადო რეგულაციებისა და წესების თანახმად და იმ დამატებითი მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც კომპანიამ შეიძლება შეიმუშავოს.
2. ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:
ა) ინსპექტირებების გონივრულ ინტერვალებში ჩატარება;
ბ) შეუსაბამობის შემთხვევაში მოხდეს მისი შესაძლო მიზეზების გამოვლენა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) შესაბამისი მაკორექტირებელი ქმედებების გატარება;
დ) ჩატარებული ქმედებების დოკუმენტირება.
3. კომპანიამ უნდა შეიმუშავოს პროცედურები უსაფრთხოების მართვის სისტემაში რათა მოხდეს იმ აღჭურვილობისა და ტექნიკური სისტემების განსაზღვრა, რომლის უცაბედმა წყობრიდან გამოსვლამ შეიძლება გამოიწვიოს სახიფათო სიტუაცია. უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა შეიცავდეს სპეციფიკურ ზომებს, რომელიც მიმართულია ამგვარი სისტემებისა და აღჭურვილობის სანდოობის ამაღლებისკენ. ეს ზომები უნდა შეიცავდეს სარეზერვო ან არასისტემატურად გამოყენებული აღჭურვილობისა და ტექნიკური სისტემების რეგულარულ შემოწმებას.
4. ამ მუხლში აღნიშნული ინსპექციები უნდა იყოს დანერგილი გემის მართვის ყოველდღიურ პროცესში.
მუხლი 15🔗. დოკუმენტაცია
1. კომპანიამ უნდა შეიმუშავოს და დაიცვას პროცედურები, რათა გააკონტროლოს უსაფრთხოების მართვის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ინფორმაცია.
2. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს რომ:
ა) მოქმედი დოკუმენტები ხელმისაწვდომია ნებისმიერ შესაბამის ადგილზე. ამასთან გემზე საჭირო დოკუმენტაცია განისაზღვრება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შემდეგი ცირკულარებით FAL.2/Circ.127, MEPC.1/Circ.817 და MSC.1/Circ.1462;
ბ) დოკუმენტებში ცვლილებები განხილულია და დამტკიცებული უფლებამოსილი პერსონალის მიერ;
გ) ძალადაკარგული დოკუმენტები დაუყოვნებლივ იყოს ამოღებული.
3. დოკუმენტებს, რომლებიც გამოიყენება უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვისა და აღწერისთვის, შეიძლება ეწოდოს „უსაფრთხოების მართვის სახელმძღვანელო“. დოკუმენტები ისეთი სახით უნდა იყოს შენახული, როგორც კომპანია მიიჩნევს ეფექტურად.
მუხლი 16🔗. კომპანიის დადასტურება,შემოწმება და შეფასება
1. კომპანიამ უნდა განახორციელოს შიდა უსაფრთხოების აუდიტი, როგორც გემბაზე ისე ნაპირზე 12 თვიანი ინტერვალებით, რომელიც არ სცილდება 12 თვეს იმის დასადასტურებლად, შეესაბამება თუ არა უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ღონისძიებები უსაფრთხოების მართვის სისტემას. საგამონაკლისო შემთხვევებში ინტერვალი შეიძლება გასცდეს 12 თვეს, მაგრამ არა უმეტეს 3 თვეს.
2. კომპანიამ პერიოდულად უნდა შეაფასოს იმ პერსონალის ქმებედებათა შესაბამისობა წინამდებარე წესებისა და ISM კოდექსის მოთხოვნებთან, რომლებსაც დელეგირებილი აქვთ ISM კოდექსთან დაკავშირებული ვალდებულებები
3. კომპანიამ პერიოდულად უნდა შეამოწმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტურობა და საჭიროების შემთხვევაში ხელახლა გადახედოს მას, კომპანიის მიერ შემუშავებული პროცედურების შესაბამისად.
3. აუდიტები და შესაძლო მაკორექტირებელი ქმედებები უნდა ჩატარდეს დოკუმენტირებული პროცედურების შესაბამისად.
4. აუდიტის ჩატარებაზე პასუხისმგებელი პერსონალი უნდა იყოს დამოუკიდებელი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის შემოწმებესაც ახდენს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია ამის განხორციელება კომპანიის ზომის გამო.
5. აუდიტების შედეგები და შენიშვნები უნდა გაეცნოს პერსონალის ყველა იმ წევრს, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამის საკითხებზე.
6. შესაბამის საკითხებზე პასუხისმგებელმა პერსონალმა დროულად უნდა გაატაროს შესაბამისი მაკორექტირებელი ქმედებები დარღვევის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 17🔗. სერტიფიკატების გაცემა, ნამდვილობა და აღიარება
ყველა ის პირი, რომელზეც ვრცელდება წინამდებარე წესებისა და ISM კოდექსის მოქმედება უნდა იხელმძღვანელოს ISM კოდექსის B ნაწილით სერტიფიკატის გაცემის, ნამდვილობისა და აღიარების საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლის 18. პასუხისმგებლობა წესების დარღვევისთვის
ამ წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.