📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2017
ძალაში შესვლა 05.02.2018
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.165.016293
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,005 სიტყვა · ~30 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2017 მიღება
05.02.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №35 2017 წლის 26 დეკემბერი ქ. საგარეჯო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ.“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულება წარმოდგენილი დანართის შესაბამისად (თან ერთვის). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 5 თებერვლიდან.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულება ეს დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს  საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის  მერიის  (შემდგომში  –  მერია)   სტრუქტურას, მერიის თანამდებობის პირების და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებს და მუშაობის ორგანიზაციას. თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. მერია 1.  მერია არის  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში  არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. 2. მერია შედგება მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტუქტურული ერთეულებისაგან. მუხლი 2🔗. მერიის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები 1.  მერი  საქმიანობას  წარმართავს  საქართველოს   კონსტიტუციის,  „ადგილობრივი  თვითმმართველობის შესახებ“   ევროპის   ქარტიის,  საქართველოს   ორგანული კანონის ,,ადგილობრივი   თვითმმართველობის   კოდექსი"-ს, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად. 2. მერიის  თანამდებობის  პირები, სტრუქტურული  ერთეულები  და საჯარო მოსამსახურეები  მოქმედებენ კანონიერების,    საჯაროობისა    და   გადაწყვეტილებათა    მიღების   პროცესში   მოქალაქეთა    მონაწილეობის პრინციპების დაცვით. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული წარმოების ენა მერიაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე. მუხლი 4🔗. მერის ბეჭედი, შტამპი და ბლანკი 1.   მერიას აქვს საკუთარი გერბით და დასახელებით შედგენილი  ბეჭედი, შტამპი და ბლანკი, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშები ხაზინასა და ბანკში. 2. მერიის ცალკეული უფლებამოსილებიდან  გამომდინარე,   მისი  სტრუქტურული   ერთეულებისათვის შესაძლებელია  დამატებით  დაიშვას  ერთი  ან  რამდენიმე  ბეჭედი  და  შტამპი,  აგრეთვე  ბლანკი,  რომელთა არსებობა, აღწერილობა და  გამოყენების   წესი   განისაზღვრება   შესაბამისი   სტრუქტურული   ერთეულის (ერთეულების) დებულებით (დებულებებით). მუხლი 5🔗. მერიის ადგილსამყოფელი მერის ადგილსამყოფელია: ქ. საგარეჯო, დავით აღმაშენებლის ქ. №9. თავი II მერის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები მუხლი 6🔗. მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები 1. მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები არიან: ა) მერი; ბ) მერის პირველი მოადგილე; გ) მერის მოადგილე; დ) მერის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს. 3. მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა- გათავისუფლების   და  საქმიანობის   წესი  განისაზღვრება   ადგილობრივი   თვითმმართველობის   კოდექსით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით. მუხლი 7🔗. მუნიციპალიტეტის მერი 1.   მერი    არის    მუნიციპალიტეტის    აღმასრულებელი    ორგანო   და   მუნიციპალიტეტის    უმაღლესი თანამდებობის  პირი.  მერი  წარმოადგენს  მუნიციპალიტეტს  და  უზრუნველყოფს  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების  განხორციელებას  ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსის,  საქართველოს  სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე,  ფარული კენჭისყრით, საქართველოს  ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი  წესით.   მერად  შეიძლება  აირჩეს  საარჩევნო  უფლების  მქონე  საქართველოს  მოქალაქე  25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც. 3. მერი: ა) მერის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში ა.ა)   საერთო   ხელმძღვანელობასა    და   კოორდინაციას    უწევს   მერის   სტრუქტურული   ერთეულების საქმიანობას; ა.ბ)   საკრებულოს   დასამტკიცებლად   წარუდგენს   მერის   დებულებას   და  მერის   სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერის თანამდებობის პირებს; ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერის მოსამსახურეებს; ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს მერის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; ა.ვ) მერის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს მერის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების  დელეგირებას, გარდა  ამ  პუნქტის  „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს მერის/მერიის თანამდებობის პირებისთვის  ან  სხვა  მოხელეებისთვის  უფლებამოსილების  დელეგირებას  კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ. ა.ზ) იღებს გადაწყვეტილებებს მერის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ა.თ) მერი  ამტკიცებს მერის  შინაგანაწესს  და თანამდებობრივ  ინსტრუქციებს,  აგრეთვე  მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში: ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს; ბ.ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს; ბ.გ)  საკრებულოს  თავმჯდომარეს  მიმართავს  საკრებულოს  რიგგარეშე  სხდომის  მოწვევის  შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს; ბ.დ)  უზრუნველყოფს  საკრებულოს  მიერ  მიღებული  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტების აღსრულებას; გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში: გ.ა)   შეიმუშავებს   და   საკრებულოს   დასამტკიცებლად    წარუდგენს   მუნიციპალიტეტის    ბიუჯეტისა    და ბიუჯეტში   შესატანი   ცვლილების   პროექტებს;   უზრუნველყოფს   დამტკიცებული   ბიუჯეტის  შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის  დამტკიცებულ  ბიუჯეტში  ცვლილების  შეუტანლად  იღებს გადაწყვეტილებას  მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ; გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად  წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს; გ.ე) მუნიციპალიტეტის  სახელითა და საკრებულოს  თანხმობით  იღებს სესხს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით; გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული  შესყიდვების  შესახებ  ანგარიშს;  ახორციელებს  შესყიდვებს  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში: დ.ა)  საქართველოს  ორგანული  კანონით  „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  და საკრებულოს მიერ  დადგენილი  წესით  იღებს  გადაწყვეტილებას   მუნიციპალიტეტის   ქონების  მართვისა  და  განკარგვის შესახებ; დ.ბ) მერი   საკრებულოს  თანხმობით  იღებს გადაწყვეტილებებს  შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული  პირის  დაფუძნების,  რეორგანიზაციისა   და  ლიკვიდაციის  შესახებ;  ამ  კანონის  შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული  პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა  და მასში გაწევრიანების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ; დ.გ) საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსის“ გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი  განკარგვის   წესით   სასყიდლით   ან   უსასყიდლოდ   სარგებლობის   უფლებით,   პირობით   ან უპირობოდ გაცემის შესახებ; დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს; დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი. დ.ვ) საკრებულოს თანხმობით  უფლებამოსილია  გადაწყვიტოს  პრივატიზებული  ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული  პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა; დ.ზ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ; დ.თ) უზრუნველყოფს  მუნიციპალიტეტის  ქონების მოვლა-პატრონობას,  მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას; დ.ი)  საკრებულოს  დასამტკიცებლად  წარუდგენს  მუნიციპალიტეტის  ქონების საპრივატიზაციო  ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას; დ.კ)   ახორციელებს   მონიტორინგს   ფიზიკური   და   იურიდიული   პირების   მიერ   მათთვის   სარგებლობის უფლებით   გადაცემული   მუნიციპალიტეტის   ქონების   გამოყენებისა   და   ქონებით   სარგებლობის   წესების დაცვაზე; დ.ლ) მუნიციპალიტეტის  ქონების პირობებიანი  აუქციონის ფორმით  განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე; ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში: ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს),  გარდა  საქართველოს  ორგანული  კანონით  „ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებული შემთხვევებისა; ე.გ)  მუნიციპალიტეტის  უფლებამოსილების  ფარგლებში  უზრუნველყოფს  შესაბამისი  სოციალურ- ეკონომიკური  განვითარებისა  და  სხვა  პროგრამების,  სტრატეგიებისა  და  გეგმების  მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას; ე.დ)  შეიმუშავებს  და  საკრებულოს  დასამტკიცებლად  წარუდგენს  მუნიციპალიტეტის  სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს; ე.ე) თავისი უფლებამოსილების  ფარგლებში  გამოსცემს ინდივიდუალურ  ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა  და რეკომენდაციების  მოსამზადებლად  ქმნის სათათბირო  ორგანოებს  −  საბჭოებს  და სამუშაო ჯგუფებს. ე.ვ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში  ან/და  დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის,   შესაბამისი   გადაწყვეტილების   მიღების)   მიზნით   ქმნის   კომისიებს,   რომელთა   უფლებამოსილება   და საქმიანობის   წესი   განისაზღვრება   კანონით/უფლებამოსილების   დელეგირების  შესახებ  ხელშეკრულებით  ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს; ე.თ) უზრუნველყოფს  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით; ე.ი) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, მერის  დებულებითა  და საკრებულოს  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს; ე.კ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების  ფარგლებში  საქონლის  ადგილწარმოშობის,  აგრეთვე  პირის  კონკრეტულ  მისამართზე ფაქტობრივი   ცხოვრების   ფაქტს,  თუ  მუნიციპალიტეტის   შესაბამის  ტერიტორიაზე  დანიშნული  არ  არის მერის წარმომადგენელი. 4. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერის დებულებით. 5. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყოს საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის  ამომჩევლებთან  და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხოს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 10.09.2014 წ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №49 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ივნისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 04.07,2016 წ. მუხლი 8🔗. მერის პირველი მოადგილე მერის  პირველ  მოადგილეს  თანამდებობაზე  ნიშნავს  და თანამდებობიდან  ათავისუფლებს  მერი. მერის   პირველი   მოადგილე   ასრულებს   მერის   მოვალეობებს   მერის  არყოფნისას,   მის  მიერ უფლებამოსილების განხორციელების  შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას. მუხლი 9🔗. მერის მოადგილე (მოადგილეები) 1. მერის მოადგილე (მოადგილეები)  ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს  მერის უფლებამოსილებისთვის   მიკუთვნებულ  დარგს  (დარგებს),   ორგანიზებას    უწევს    და    აკონტროლებს მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების  შესრულებას, მერის დებულების  შესაბამისად,  თავისი  უფლებამოსილების  ფარგლებში  გამოსცემს  ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 2. მერის მოადგილე ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 3. მერის  მოადგილეს  (მოადგილეებს)  ამ  დებულებით  დადგენილი  წესით  თანამდებობაზე  ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მუხლი 10🔗. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1.  მერიის სტრუქტურული   ერთეულის  ხელმძღვანელია   ადგილობრივი  თვითმმართველობის  მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა)  წარმართავს  სტრუქტურული  ერთეულის  საქმიანობას  და  პასუხისმგებელია  ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს; გ) მერს წარუდგენს  წინადადებებს  სტრუქტურული  ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული   ერთეულის   მოსამსახურეთა   წახალისების,   დისციპლინური   პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე)   მერს   წარუდგენს   სტრუქტურული   ერთეულის   მიერ   მომზადებულ   საკითხებს,   წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ)  მერს  პერიოდულად   წარუდგენს  ანგარიშს  სტრუქტურული  ერთეულის  მიერ  გაწეული  სამუშაოს შესახებ; ზ) მერის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების  ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 3.  მერიის  სტრუქტურული  ერთეულის  საქმიანობაზე  სამსახურებრივ  ზედამხედველობას  ახორციელებს მერი. 4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი III მერიის სტრუქტურა მუხლი 11🔗. მერიის სტრუქტურული აგებულება 1.     მერია    შედგება     მერიის     ხელმძღვანელი   თანამდებობის    პირებისა    და    სტრუქტურული ერთეულებისაგან. 2.   მერიის    სტრუქტურული    ერთეულები    –   მერიის    სამსახურები    იქმნება   (უქმდება)   და   მათი დასახელებები  განისაზღვრება  ამ  დებულებით.  მერიის  სტრუქტურული   ერთეულების  ფუნქციები  და სტრუქტურა   განისაზღვრება   სამსახურის   დებულებით,   რომელსაც   მერის   წარდგინებით   ამტკიცებს საკრებულო. 3.  მერიის   სამსახური,   სამსახურის   დებულების   შესაბამისად,   ფუნქციურ   დანიშნულებათა   მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად - განყოფილებებად. მუხლი 11🔗​1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები 1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია: ა) გომბორის ადმინისტრაციულ ერთეული, მოიცავს: გომბორი, რუსიანი, ვერონა, ვაშლიანი, ასკილაური. ბ)  უჯარმის ადმინისტრაციულ ერთეული, მოიცავს: უჯარმა, პალდო, მუხროვანი. გ)   კოჭბაანის   ადმინისტრაციულ   ერთეული,   მოიცავს:  კოჭბაანი,  ოთარაანი,  სასადილო,  გორანა,  ბოტკო, ხინჭები, იკვლივ გორანა. დ)  ხაშმი. ე) პატარძეული.  ვ) წყაროსთავი. ზ)  ნინოწმინდა. თ)  ქალაქი საგარეჯო. ი)   გიორგიწმინდის  ადმინისტრაციულ  ერთეული,  მოიცავს:  გიორგიწმინდა,  ანთოკი,  მარიამჯვარი,  ქვემო სამგორი. კ) თოხლიაური. ლ)  სათაფლე. მ)  მანავის ადმინისტრაციულ ერთეული, მოიცავს: მანავი, ზემო ბურდიანი. ნ)  დიდი ჩაილური. ო)  პატარა ჩაილური. პ) კაკაბეთი. ჟ)  ვერხვიანი. რ)  ყანდაურის ადმინისტრაციულ ერთეული, მოიცავს: ქვემო ყანდაურა, ზემო ყანდაურა. ს)  ბადიაური. ს)  მზისგული. ტ) შიბლიანი. უ) იორმუღანლოს ადმინისტრაციულ ერთეული, მოიცავს: მუღანლო, ქეშალო. ფ)  დუზაგრამის ადმინისტრაციულ ერთეული, მოიცავს: პალდო, წიწმატიანი, დუზაგრამა. ქ) ლამბალოს ადმინისტრაციულ ერთეული, მოიცავს: ზემო ლამბალო, ქვემო ლამბალო. ღ) თულარის ადმინისტრაციულ ერთეული, მოიცავს: კაზლარი, თულარი. ყ) უდაბნო. მუხლი 12🔗. მერიის სამსახურები 1. მერიის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს   მერის   გადაწყვეტილებების   შესრულებას,   აგრეთვე   ამზადებს   მერის   და  მისი  დავალებით - საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს. 2.  სამსახური   საქმიანობას  წარმართავს   მოქმედი   კანონმდებლობის,  ამ  დებულებისა  და   სამსახურის დებულების   საფუძველზე   და   მერის   მიერ   დამტკიცებული   სამუშაო   გეგმებისა   და   დავალებების შესაბამისად. 3. სამსახურის საქმიანობას უძღვება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - სამსახურის უფროსი.   სამსახურის   უფროსი   ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. მერის სამსახურებია: ა) ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:  ა.ა)    მოქალაქეთა მომსახურების და საქმისწარმოების  განყოფილება; ა.ბ)     ადამიანური     რესურსების     მართვის და საზოგადოებასთან      ურთიერთობის განყოფილება;    ა.გ) შესყიდვების განყოფილება; ა.დ) მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება; ბ)   საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელსაც   აქვს  შემდეგი განყოფილებები: ბ.ა) ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილება; ბ.ბ) სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება; გ) ეკონომიკური  განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები: გ.ა) ქონების მართვის განყოფილება; გ.ბ) ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილება. დ) იურიდიული სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილება: დ.ა) ზედამხედველობის განყოფილება. ე) შიდა აუდიტის სამსახური; ვ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის  და მობილიზაციის სამსახური; ზ), კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; თ) ინფრასტრუქურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის არქიტექტურის და ძეგლთა დაცვის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები: თ.ა) სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილება. თ.ბ) ინფრასტრუქტურის განყოფილება. ი) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახური; 5. მერიის სტრუქტურული  ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები  განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით,  რომელთა  პროექტებს  შეიმუშავებს  მერი  და  წარუდგენს  მათ  საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით. თავი IV მერიის საჯარო მოსამსახურეები მუხლი 13🔗.  მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი,  სამსახურის განყოფილების უფროსი 1. სამსახურის განყოფილების უფროსს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს; დ)   ანაწილებს   დავალებებს   განყოფილების   მოხელეებს   შორის,  უზრუნველყოფს   სამუშაო   გეგმებით   და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას; თ) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ მერის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას; ი) უზუნველყოფს  განყოფილების  მოხელეთა მიერ მერის  შინაგანაწესის  დაცვას,  შრომის დისციპლინას. დადგენილი   წესით   აფასებს   მოხელეების   საქმიანობას,   სამსახურის   უფროსს   წარუდგენს   წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ. კ)  ახორციელებს  მოქმედი  კანონმდებლობით,  ამ  დებულებით  და სამსახურის  დებულებით  განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. მუხლი 14🔗. მერის წარმომადგენელი 1. მერის  წარმომადგენელი  არის  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიული საჯარო მოხელე,  რომელსაც „საჯარო     სამსახურის    შესახებ“    საქართველოს  კანონის    შესაბამისად    თანამდებობაზე     ნიშნავს    და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ    ერთეულში.   მერის   წარმომადგენელის   სამოქმედო   ტერიტორიას   განსაზღვრავს მერი. 3. მერის  წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია და მასზე სამსახურებრივ  ზედამხედველობას ახორციელებს მერი. 4.  მერის წარმომადგენელი: ა) მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ბ)  მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას; გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების  მოსახლეობისათვის გაცნობას; დ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას; ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე უზრუნველყოფს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის და კანონით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემას, გარდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ვ) მერს  წარუდგენს  წინადადებებს  ადმინისტრაციული  ერთეულის  ტერიტორიის  ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ; ზ) მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს; თ) „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის დებულების“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ვ“ პუნქტის შესაბამისად, „სამოქალაქო    აქტების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   23-ე,   71-ე   და   72-ე   მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თავის საქმიანობას ახორციელებს  მუნიციპალიტეტისთვის  სახელმწიფოს  მიერ  დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. მუხლი 15🔗.  მერის წარმომადგენლის მიერ ბეჭდის გამოყენების წესის შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს უფლება აქვს სამსახურებრივი ბეჭედი გამოიყენოს დანიშნულებისამებრ. კერძოდ, დაამოწმოს  საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის მერის მიერ ბრძანებით დამტკიცებული ცნობები. მუხლი 16🔗. მერიის მოხელე, შტატგარეშე მოსამსახურე, დამხმარე მოსამსახურე 1. მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა: ა)  მერიის პროფესიული  საჯარო მოხელე, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე და ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას. ბ) მერიის შტატგარეშე მოსამსახურე, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად  ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება; 2. მერიის  შტატგარეშე  მოსამსახურის  უფლება-მოვალეობები  განისაზღვრება  საქართველოს შრომის  კოდექსის  შესაბამისად  დადებული  შრომითი  ხელშეკრულებით  და  მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. მერიის შტატგარეშე მოსამსახურეებთან შრომით ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს მერი. მუხლი 17🔗. მერიის  საჯარო მოსამსახურის ზოგადი უფლება-მოვალეობები 1. მერიის საჯარო მოსამსახურის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო  სამსახურის შესახებ"  საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით. 2. მერიის საჯარო მოსამსახურეს  უფლება აქვს: ა) ჰქონდეს უსაფრთხო სამუშაო პირობები და მიიღოს სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები. ბ) სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს თანამდებობრივ სარგო და ამ კანონით გათვალისწინებულ დანამატი.  გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, 1 წლამდე ასაკის ბავშვის აღზრდისათვის, აგრეთვე ორსულობის პერიოდში ისარგებლოს ნახევარ განაკვეთზე მუშაობის უფლებით. დ)  ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით ყოველწლიურად 24 სამუშაო დღის ოდენობით. მოხელს  უფლება აქვს  შვებულება ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს. ე) კალენდარული წლის განმავლობაში გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულებით მომდევნო კალენდარულ წელს ისარგებლოს. ამ შემთხვევაში შვებულების პერიოდულობა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელთან უნდა შეთანხმდეს. ვ)  დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით; ზ) საჯარო სამსახურში საკუთარი უფლებების დასაცავად შექმნას პროფესიული კავშირი ან იყოს მისი წევრი. თ) არჩეულ იქნეს პროფესიული კავშირის მართვის ორგანოებში და მონაწილეობა მიიღოს მის საქმიანობაში ანაზღაურების გარეშე, სამსახურისაგან თავისუფალ დროს. ი) გაეცნოს მის პირად საქმეს და ფაქტობრივი გარემოების შეცვლის შემთხვევაში მოითხოვოს მასში ცვლილების შეტანა. კ) მოხელეს უფლება აქვს, მოითხოვოს დისციპლინური წარმოება მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გასაბათილებლად, კანონით დადგენილი წესით. ლ) ისარგებლოს დამცველის დახმარებით და გაასაჩივროს მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მ) უარი თქვას ისეთი  დავალების  შესრულებაზე,  რომელიც  ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; განკარგულების გაცემა სცილდება განკარგულების გამცემის უფლებამოსილების ფარგლებს; განკარგულების შესრულება საჭიროებს განსხვავებულ კომპეტენციასა და პროფესიულ უნარებს, რომლებიც მას არ აქვს; განკარგულების შესრულება საზიანოა მისი ჯანმრთელობისათვის; განკარგულება მიმართულია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ; განკარგულების შესრულება გამოიწვევს დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას; მოხელე ვალდებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ წერილობით შეატყობინოს უშუალო ხელმძღვანელს და შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს. ნ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 3. მერიის მოსამსახურე ვალდებულია: ა) თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე განახორციელოს. ბ) რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით ეფექტიანად, სწორად და კოორდინირებულად წარმართოს საჯარო სამსახურში ორგანიზაციული პროცესი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად. გ) საჯარო სამსახურის მიზნებიდან გამომდინარე, განავითაროს საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები საჯარო სამსახურის მიერ შეთავაზებულ მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით. დ) დაიცვას ამ კანონით განსაზღვრული საჯარო სამსახურის პრინციპები და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საჯარო სამსახურის რეპუტაციას. ე) სპეციალური მითითების გარეშე შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, დაიცვას სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და ნაკისრი ვალდებულების შესრულების დროს იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით და მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით. ვ) პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ემსახუროს ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს. ზ) საქმიანობა   წარმართოს    მოქმედი   კანონმდებლობის,    ამ   დებულებისა    და   მუნიციპალიტეტის    სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; თ) შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის განკარგულება, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, იმ შემთხვევაშიც, თუ ასეთი განკარგულების შესრულება არ განეკუთვნება მის ფუნქციებს და მისი შესრულება, საჯარო დაწესებულების ფუნქციონირების ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია სტიქიური უბედურებისა და უბედური შემთხვევის თავიდან დროულად ასაცილებლად, ქონების დაღუპვისა და გაფუჭებისაგან დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი განკარგულების შესრულება საზიანოა მოხელის ჯანმრთელობისათვის ან აშკარად აღემატება მის შესაძლებლობებს. ი) საქმიანობა გამჭვირვალედ და ღიად განახორციელოს; კ) უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის დაინტერესებულ პირზე გაცემა ან/და ხელი შეუწყოს მის გაცემას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;  ლ) გამჟღავნებისგან დაიცვას სხვისი პერსონალური მონაცემები, სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებები, რომლებიც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გახდა ცნობილი.  მ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია მხოლოდ კანონით განსაზღვრული მიზნით გამოიყენოს. ნ) როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ისე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებები, სხვა პირის ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომლებიც მისთვის  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გახდა ცნობილი. ო) შვებულებაში გასვლამდე, აგრეთვე თანამდებობიდან გათავისუფლებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით მისთვის მინდობილი საჯარო დაწესებულების ქონების დასაბრუნებლად მიმართოს საამისოდ უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია ჩაიბაროს ქონება. პ) სამუშაო დრო ეფექტიანად და მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოიყენოს. ჟ) შეასრულოს  შესაბამისი  დებულებითა  და  სამუშაოთა  აღწერილობით  განსაზღვრული  სამსახურებრივი ფუნქციები; რ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი; ს) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით  და მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. მუხლი 18🔗. მერის საჯარო მოსამსახურის  სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია) და საკვალიფიკაციო მოთხოვნა 1. მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის დგინდება შესაბამისი სპეციალური მოთხოვნები, რომლებითაც განისაზღვრება ამ რანგისათვის აუცილებელი განათლების დონე და გამოცდილება. 2.  სამუშაოთა  აღწერილობით  განისაზღვრება  საშტატო  ნუსხით  გათვალისწინებული  თანამდებობის  პირის საქმიანობის სფერო, სამსახურებრივი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები. 3. მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება „პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.  4. მერის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა სამუშაოთა აღწერილობებს განსაზღვრავს და ამტკიცებს, მერი, ხოლო მერის სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობებს ადგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და ამტკიცებს მერი. 5. დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ბიუროსთან შეთანხმებით, თითოეული თანამდებობის სპეციფიკის და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით. თავი V  მოხელეთა თანამდებობების კლასიფიცირება მუხლი 19🔗. მოხელეთა თანამდებობების რანგირება 1.  მოხელის თითოეული თანამდებობა შეესაბამება თითო კარიერულ საფეხურს და ნაწილდება შემდეგ იერარქიულ რანგებში: ა) პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე; ბ) მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე; გ) მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე; დ) მეოთხე რანგი – უმცროსი სპეციალისტის დონე. 2. იერარქიულ რანგებში მოხელეთა თანამდებობები ნაწილდება თითოეული თანამდებობის ფუნქციების შესაბამისი შემდეგი ფაქტორების მიხედვით: პასუხისმგებლობა;  მოვალეობათა შესრულების სირთულე;   კომპეტენციები;  აუცილებელი კვალიფიკაცია;   სამუშაო გამოცდილება. მუხლი 20🔗. მოხელის კლასი 1. მოხელეს შესაძლებელია მიენიჭოს მოხელის კლასი მოხელის შეფასების შედეგების მიხედვით. მოხელის კლასების საერთო რაოდენობაა 12.  3. მოხელეს მინიჭებული მოხელის კლასი მუდმივად უნარჩუნდება. მოხელისთვის მინიჭებული მოხელის კლასის ჩამორთმევა დაუშვებელია. მოხელეს, რომელსაც მიენიჭა მოხელის კლასი, ეძლევა თანამდებობრივი სარგოს დანამატი ამ კანონით დადგენილი წესით.  5. სხვა საჯარო დაწესებულებაში ან/და იმავე საჯარო დაწესებულებაში სხვა თანამდებობაზე გადასვლისას მოხელეს უნარჩუნდება საკლასო დანამატი. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადაყვანისას მოხელეს უნარჩუნდება საკლასო დანამატი. მუხლი 21🔗. მოხელის შეფასება 1. მერია ვალდებულია ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე შეაფასოს წელიწადში ერთხელ, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად. 2. მოხელის შეფასებას ექვემდებარება ასევე მოხელის გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი კვარტალში ერთხელ. 3. მოხელის შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა: ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით; ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით; დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. 4. მოხელე ექვემდებარება შეფასებას, თუ იგი შესაბამის თანამდებობაზე სამსახურებრივ მოვალეობებს არანაკლებ 3 თვე ასრულებს. 5. მოხელის შეფასება ხდება დოკუმენტური მასალების შეფასებით და მოხელესთან გასაუბრებით. 6. შესაფასებელი მოხელის მიერ შეფასებაზე უარის თქმა მძიმე დისციპლინურ გადაცდომად ითვლება. თავი VI მერიის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება მუხლი 22🔗. მერიის საჯარო მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის ზოგადი წესი 1. მერიაში საჯარო მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, მიაღწია 18 წელს, აქვს ამ კანონით გათვალისწინებული მოხელის სერტიფიკატი.  2. პირი მოხელედ არ მიიღება, თუ იგი ნასამართლევია განზრახი  დანაშაულისათვის; იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული; მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 18 წელს და იცის სახელმწიფო ენა, საჯარო სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. მუხლი 23🔗. მერიის ვაკანტურ  თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა. 1. პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. პირი მეოთხე რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება ღია კონკურსის საფუძველზე. 3. მოხელე ზემდგომი (მესამე, მეორე ან პირველი) რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება დახურული კონკურსის საფუძველზე. დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში. 4. მესამე, მეორე ან პირველი რანგის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის ღია კონკურსის საფუძველზე შერჩევა შესაძლებელია, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებში. მუხლი 24🔗. მერიის ვაკანტურ  თანამდებობაზე უკონკურსოდ  დანიშვნა. 1. მერიაში  თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა შესაძლებელია  მოხელის გადაყვანის და მობილობის შემთხვევებში. 2. მოხელის გადაყვანა გულისხმობს მოხელისათვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭებას იმავე საჯარო დაწესებულებაში ან მის სისტემაში (ჰორიზონტალური გადაყვანა).  3. დაუშვებელია მოხელის გადაყვანა იმ თანამდებობაზე, რომელიც ფუნქციურად არ შეესაბამება მის კომპეტენციას. 4. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. 5. მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. 6. დაუშვებელია მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში არსებულ იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომლის დასაკავებლადაც დაწყებულია ამ კანონის 34-ე და 48-ე მუხლებით განსაზღვრული პროცედურები. 7. მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია.თუ მოხელე უარს განაცხადებს შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. თავი VII მერიის მუშაობის ორგანიზაცია მუხლი 25🔗. მერიის ადმინისტრაციული წარმოების  და წარმოების დაწყების საფუძვლები 1.  მერის   ადმინისტრაციული  წარმოება   არის   მოქმედი   კანონმდებლობით,   ამ   დებულებითა    და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი  აქტებით    განსაზღვრული    საქმიანობა,    რომლის    მიზნებია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე: ა) საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა; ბ) მერის სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება; გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება, დადება ან გაუქმება; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მომზადება; ე) ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საკითხების მოწესრიგება. 2. მერიის  ადმინისტრაციული  წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით", ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა ნორმატიული აქტებით. 3. მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში: ა) მერის ვალდებულება შეიმუშაოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი; ბ) მერის ვალდებულება უზრუნველყოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის აღსრულება;  გ) მერის ვალდებულება გამოსცეს ბრძანება; დ) მერის უფლებამოსილი მოხელის ვალდებულება შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ე) დაინტერესებული პირის განცხადება; ვ) კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა საფუძვლის არსებობა. მუხლი 26🔗. მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადები 1.  დაინტერესებული   პირის   განცხადების   საფუძველზე   მერის   ადმინისტრაციული   წარმოება  უნდა დასრულდეს, როგორც  წესი,  განცხადების  რეგისტრაციიდან  1  თვის  ვადაში.  თუ  საქმე  განსაკუთრებით რთული კატეგორიისაა და მოითხოვს დამატებით შესწავლას, ადმინისტრაციული  წარმოების ვადა შეიძლება გაგრძელდეს მერის წერილობითი დავალების საფუძველზე, არაუმეტეს ერთი თვით. 2. მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადა, გარდა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისა, მოქმედი   კანონმდებლობის   შესაბამისად   განისაზღვრება   მერიის  და მუნიციპალური სამსახურების სამუშაო გეგმებით, აგრეთვე მერის დავალებებით. მუხლი 27🔗. მერიის დოკუმენტები და მათი გაფორმების სტანდარტები 1. მერიაში ადმინისტრაციული  წარმოებისას გამოყენებული  დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი     თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელით". 2. მერიის საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტების სახეებისა და მათი გაფორმების სტანდარტების შესაბამისობას     ,,საგარეჯოს   მუნიციპალიტეტის    ადგილობრივი   თვითმმართველობის    ორგანოებისა   და სამსახურების უნიფიცირებული  დოკუმენტების ტაბელის" მოთხოვნებთან უზრუნველყოფს საქმისწარმოების განყოფილება. მუხლი  28🔗.  საქონლის  ადგილწარმოშობისა, პირის ან/და პირთა  კონკრეტულ  მისამართზე  ფაქტობრივი  ცხოვრების ფაქტის,  დადასტურების შესახებ ცნობების გაცემის წესი 1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, პირის და პირთა კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ, გარდაცვლილ პირზე წლიდან-წლამდე ცხოვრების დადასტურების შესახებ, პირის კონკრეტულ მისამართზე წლების/თვეების  განმავლობაში ცხოვრების  ფაქტის დადასტურების შესახებ ფორმებს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით უფლებამოსილი პირის მიერ. 2.   მუნიციპალიტეტის   უფლებამოსილი   პირი  ვალდებულია   აწარმოოს  გაცემული  ცნობების  რეესტრი  და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები. მუხლი 29🔗. მერის შინაგანაწესი 1. მერიის შინაგანაწესს ამტკიცებს მერი. 2. მერიის შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული; ბ) სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო; გ) დასვენების და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დღეს, სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ საჯარო დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი; დ) სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული განკარგულების საჯარო მოსამსახურეებისთვის გაცნობის წესი; ე) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;  ვ) საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურში არყოფნის შესახებ შეტყობინების წესი;  ზ) სამსახურებრივი მივლინებისა და შვებულების გაფორმების წესები;  თ) საჯარო მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესი;  ი) საჯარო დაწესებულებასა და საჯარო მოსამსახურეებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული        სხვა საკითხები. 3. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია სამსახურში მიღებისას საჯარო მოსამსახურეს გააცნოს საჯარო დაწესებულების შინაგანაწესი ხელწერილის დადებით, აგრეთვე უზრუნველყოს საჯარო მოსამსახურის მიერ მისი ნებისმიერ დროს გაცნობის შესაძლებლობა. მუხლი 30🔗. მერიის, მუნიციპალური სამსახურის სამუშაო გეგმები 1.  მერი   თავის  საქმიანობას   წარმართავს   მერიის   და  მერიის   სამსახურების   სამუშაო   გეგმების საფუძველზე.  სამუშაო  გეგმა  წარმოადგენს  ორგანიზაციულ  დოკუმენტს,  რომლითაც  დასაგეგმ  პერიოდში განისაზღვრება განსახორიელებელ სამუშაოთა ნუსხა და სამუშაოთა შესრულების ვადები. 2. ყოველი სამუშაო გეგმა დგება დასაგეგმი პერიოდისათვის.  მერის  დასაგეგმი პერიოდებია  - 6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური სამსახურის და ადმინისტრაციული  ერთეულების დასაგეგმი პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი და წელიწადი. 3. მერიის  ექვსთვიან  და ყოველწლიურ  სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე  ორი კვირით ადრე მაინც ამტკიცებს მერი. 4. მერიის  სამსახურის  სამუშაო  გეგმა  უნდა  შეესაბამებოდეს  მერიის  სამუშაო  გეგმას  და მერის დავალებებს.    სამსახურის   ყოველთვიურ,    კვარტალურ    და   ყოველწლიურ   სამუშაო   გეგმებს   დასაგეგმი პერიოდის  დაწყებამდე  ორი  კვირით  ადრე  მაინც  შეიმუშავებს   სამსახურის  ხელმძღვანელი  და დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც ამტკიცებს მერი. 5.   სამუშაო   გეგმით   დაუგეგმავი    სამუშაოს   შესრულება   დაიშვება   მხოლოდ   მერის   წერილობითი დავალების შემთხვევებში, აგრეთვე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისას. 6.   სამუშაო   გეგმების   შესრულების   კონტროლს   მერის   ადმინისტრაციული   სამსახურის   მეშვეობით ახორციელებს მერი. მუხლი 31🔗. მოხელის სამუშაო გეგმა 1. მოხელის სამუშაო გეგმა მზადდება შესაბამისი სამსახურის უფროსის დავალებით. 2.  მოხელის  დასაგეგმი  პერიოდია  ერთი  თვე.  მოხელის  სამუშაო  გეგმა  უნდა  შეესაბამებოდეს  შესაბამისი სამსახურის სამუშაო გეგმას, მოხელის სამუშაოთა აღწერილობას და სამსახურის უფროსის დავალებებს. 3. მოხელის სამუშაო გეგმას შეიმუშავებს მოხელე და ამტკიცებს შესაბამისი  სამსახურის უფროსი. 4. მოხელის სამუშაო გეგმის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს შესაბამისი  სამსახურის უფროსი. მუხლი 32🔗. ანგარიშგება 1.  ანგარიშგება   მერიში  ხორციელდება  საანგარიშგებო  პერიოდის  დასრულებისას   ან  უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადებში წერილობითი ანგარიშის წარდგენით. 2. წერილობითი ანგარიში უნდა შედგეს ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა  და  სამსახურების  დოკუმენტების   უნიფიცირებული   დარგობრივი   ტაბელის"   მოთხოვნათა შესაბამისად. 3. მერის  საანგარიშგებო  პერიოდებია  - 6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური  სამსახურის,  სამსახურის განყოფილების და ადმინისტრაციული ერთეულის საანგარიშგებო პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი და წელიწადი. მუნიციპალური სამსახურის მოხელის საანგარიშგებო პერიოდია ერთი თვე. 4. ანგარიშის წარდგენა ხორციელდება შემდეგ ვადებში: ა) მერის ანგარიში საკრებულოს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან საკრებულოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში; ბ) სამსახურის ანგარიში მერს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან მერის მოთხოვნიდან არაუგვიანეს ერთი კვირის ვადაში; გ) განყოფილების ანგარიში სამსახურის უფროსს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ან მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში; დ)  მერის  სამსახურის  მოხელის  ყოველთვიური  ანგარიში  ზემდგომ  თანამდებობის  პირს წარდეგინება ყოველი მომდევნო თვის პირველ პარასკევს, აგრეთვე თუ ამას წერილობითი დავალება ითვალისწინებს, დავალების შესრულებისთანავე, თუ დავალებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. 5.  თუ  ანგარიშში  მითითებული  სამუშაო  უკავშირდება  მუნიციპალიტეტის  სახსრების  მიღება-გამოყენებას, მასში   დოკუმენტურად    უნდა   დასაბუთდეს   საფინანსო   ან   სხვა   მატერიალურ   ფასეულობათა   მიღება - გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში). 6. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს შესრულებული სამუშაოს და გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. 7. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი და პროცედურა განსაზღვრულია ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით". მუხლი 33🔗. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა მერის საქმიანობაში 1.  მერიაში   ადგილობრივი   თვითმმართველობის   კოდექსის,   ,,ზოგადი  ადმინისტრაციული   კოდექსის", მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილია: ა) მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; ბ) მოქალაქეთა ინფორმირებულობა მერიის საქმიანობის შესახებ; გ) მოქალაქეთა მონაწილეობა მერის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; დ) გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა; ე) ლობისტური საქმიანობა. 2. ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით" განსაზღვრული წესით მერის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის  უფროსი. 3. მერის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებ- გვერდი, რომლის დებულებასაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო, აგრეთვე საკრებულოს მიერ დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი". მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე, აგრეთვე საკრებულოს  რეგლამენტით  დადგენილი წესით უნდა გამოქვეყნდეს: ა) მერიის სამართლებრივი აქტები; ბ) ინფორმაცია მერიის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის, მერიის თანამდებობის პირების შესახებ; გ) მერიის, მერიის სტრუქტურული  ერთეულების შემადგენლობა, მათი საქმიანობის მარეგულირებელი აქტები (დებულება, შინაგანაწესი, ადმინისტრაციული ერთეულის მისამართი); დ)  მერიის  და მისი  სტრუქტურული  ერთეულების  მისამართი,  ელექტრონული  ფოსტის  მისამართი  და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი; ე) საჯარო ინფორმაციის  ხელმისაწვდომობის  უზრუნველყოფაზე  პასუხისმგებელი  პირის (პირების) სახელი, გვარი,  თანამდებობა,   სამსახურის  ელექტრონული  ფოსტა,   სამსახურის  ტელეფონისა  და ფაქსის  ნომრები; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები; ვ) ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ; ზ) მერიაში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი; თ) მერიაში დასაქმებულ პირთა რაოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში; ი) მერიის სამუშაო გეგმები და ანგარიშები; კ) ცნობები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეების შესახებ; ლ) მერიაში შემუშავებული საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტები; მ)  მერიაში   შემოსული   წინადადებები,   დასკვნები   და   რეკომენდაციები   საჯარო   ადმინისტრაციული წარმოების საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე; ნ) ინფორმაცია მერიის კომპეტენციებში შემავალ საზოგადოებრივ მომსახურეობათა შესახებ; ო) ინფორმაცია მუნიციპალური შესყიდვების შესახებ (მიმწოდებლის,  შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით); პ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ; ჟ) ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ; რ) მუნიციპალური პროგრამები, ინფორმაცია მათი განხორციელების თაობაზე; ს)  მუნიციპალიტეტის   პრიორიტეტების   დოკუმენტი   და  ბიუჯეტი,   ინფორმაცია  ბიუჯეტის  შესრულების შესახებ; ტ) სხვა საჯარო ინფორმაცია. მუხლი 34🔗. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 1.    სამოქალაქო   მრჩეველთა   საბჭო   არის   მუნიციპალიტეტის   მერის   სათათბირო   ორგანო. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. ამ კანონის შესაბამისად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით. 2. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის, თუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა. 3. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. მერის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებები და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი. 4. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმით. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ. მუხლი 35🔗.  დასახლების საერთო კრება და ინფორმაციის გავრცელება 1. დასახლების საერთო კრება (შემდგომ - საერთო კრება) არის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართელობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიცპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესში ქმედით ჩართულობას. 2.  საინიციატივო  ჯგუფის  შემადგენლობისა  და  საერთო  კრების  მოწვევის  შესახებ  ინიციატივის რეგისტრაციის    თაობაზე    ინფორმაცია    და    საერთო    კრების    დღის  წესრიგი  ქვეყნდება  ან/და საჯაროდ ცხადდება ან/და ქვეყნდება პროაქტიულად. 3. საერთო კრების დღის წესრიგის და მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება ან/და ქვეყნდება პროაქტიულად ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში. 3. საერთო კრების სხდომის ოქმი საჯარო გაცნობისთვის ქვეყნდება მუნიციპალიტეტის მერისთვის მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში. 4. დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე უნდა გამოქვეყნდეს შესაბამის დასახლებულ პუნქტში საერთო კრებისთვის მისი გაგზავნიდან არაუგვიანეს მეორე დღისა. 5.  ამ  მუხლის  პირველ  და  მე-4  პუნქტებში  აღნიშნული  ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის მერის    ან/და     მის     მიერ    უფლებამოსილი    მოხელის/მუნიციპალური    სამსახურის     მიერ, მუნიციპალიტეტის    ადმინისტრაციულ    შენობაში,    სპეციალურად    საჯარო    განცხადებებისთვის განკუთვნილ   ადგილას    და    შესაბამის    დასახლებულ    პუნქტში     საზოგადოებრივი    თავშეყრის ადგილებზე, ასევე  ქვეყნდება ბეჭდვით  ორგანოში,  რომელიც გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც და ვრცელდება  მუნიციპალიტეტის მთელს   ტერიტორიაზე,  მუნიციპალიტეტის  ვებგვერდსა  და  სხვა ინტერნეტრესურსების გამოყენებით, რომლის მართვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი. 6. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამის დასახლებაში გავრცელებას, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერი და საინიციატივო ჯგუფი, აგრეთვე, საერთო კრების რჩეული (არსებობის შემთხვევაში). მუხლი 36🔗. მერის სტრუქტურული ერთულის უფლებამოსილება დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში ყველა პროცედურულ საკითხზე    რეაგირებას    ახორციელებს    საგარეჯოს    მუნიციპალიტეტის    მერის   იურიდიული სამსახური. თავი VIII მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები მუხლი 37🔗. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები 1. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია: ა) მერის ბრძანება; ბ) მერის პირველი მოადგილის ბრძანება;  გ) მერის მოადგილის ბრძანება; დ) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის  ბრძანება; 2. მერიის დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული კომისიები, კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილი არიან, გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება; 3.  მერიის  მოხელე  მერიის  დებულების  მე-6  მუხლის  მე-3  პუნქტის  „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება. 4. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, როგორც წესი გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ან  დისციპლინარული  გადაცდომის  აღსაკვეთად  ინდივიდუალური  სამართლებრივი აქტი   შეიძლება   გამოიცეს   ზეპირად.   ზეპირად   გამოცემული   ინდივიდუალური   სამართლებრივი   აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში. 5. მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, გარდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული  ინდივიდუალური  სამართლებრივი  აქტებისა  და  იმ  ბრძანებებისა,  რომლებიც  შეეხება  50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს, ძალაშია დადგენილი წესით გაცნობისთანავე. 6. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, აგრეთვე ის ბრძანება, რომელიც 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს შეეხება, ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, თუ შესაბამისი აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი. 5. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა ამოქმედებისათვის აუცილებელია გამოქვეყნება, ქვეყნდება ამ დებულებით დადგენილი წესით. მუხლი 38🔗. მერიის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება 1. მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების, აგრეთვე მერიის დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ე.ვ1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში ამ კანონითა და საქართველოს სხვა კანონებით დადგენილი წესით. 2. მერიის თანამდებობის პირის (გარდა მუნიციპალიტეტის მერისა) და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება მერთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით. 3. თუ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, მერიის თანამდებობის პირის ან სხვა მოხელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში  წარმოადგენს  საკრებულოს ან საკრებულოს   დავალებით   საკრებულოს   თავმჯდომარის   მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო აღმასრულებელ ორგანოს /მერის/ − მერის მიერ განსაზღვრული პირი თავი IX მერიის რეორგანიზაციის წესი მუხლი 39🔗. მერიის რეორგანიზაცია 1. რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება. 2. ლიკვიდაცია არის საჯარო დაწესებულების გაუქმება. 3. შერწყმა არის ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება. 4.საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თავი X გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 40🔗. ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებული საკრებულოს დადგენილებების მიღება ამ  დებულების  ამოქმედებასთან  დაკავშირებით, 2018  წლის  05  თებერვლამდე  მიღებულ  იქნეს  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის სამსახურების დებულებები. მუხლი 41🔗. საკრებულოს დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადება ამ დებულების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 25 ივლისის №29 დადგენილება. მუხლი 42🔗. დადგენილების ამოქმედების თარიღი დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 5 თებერვლიდან.