1. მერიის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით - საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3. სამსახურის საქმიანობას უძღვება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - სამსახურის
უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. მერის სამსახურებია:
ა) ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:
ა.ა) მოქალაქეთა მომსახურების და საქმისწარმოების განყოფილება;
ა.ბ) ადამიანური რესურსების მართვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
ა.გ) შესყიდვების განყოფილება;
ა.დ) მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:
ბ.ა) ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილება;
ბ.ბ) სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება;
გ) ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:
გ.ა) ქონების მართვის განყოფილება;
გ.ბ) ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილება.
დ) იურიდიული სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილება:
დ.ა) ზედამხედველობის განყოფილება.
ე) შიდა აუდიტის სამსახური;
ვ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახური;
ზ), კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;
თ) ინფრასტრუქურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის არქიტექტურის და ძეგლთა დაცვის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:
თ.ა) სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილება.
თ.ბ) ინფრასტრუქტურის განყოფილება.
ი) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახური;
5. მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
მერიის საჯარო მოსამსახურეე