1.  ანგარიშგება   მერიში  ხორციელდება  საანგარიშგებო  პერიოდის  დასრულებისას   ან  უფლებამოსილი

ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადებში წერილობითი ანგარიშის წარდგენით.

2. წერილობითი ანგარიში უნდა შედგეს ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა  და  სამსახურების  დოკუმენტების   უნიფიცირებული   დარგობრივი   ტაბელის"   მოთხოვნათა შესაბამისად.

3. მერის  საანგარიშგებო  პერიოდებია  - 6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური  სამსახურის,  სამსახურის განყოფილების და ადმინისტრაციული ერთეულის საანგარიშგებო პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი და წელიწადი. მუნიციპალური სამსახურის მოხელის საანგარიშგებო პერიოდია ერთი თვე.

4. ანგარიშის წარდგენა ხორციელდება შემდეგ ვადებში:

ა) მერის ანგარიში საკრებულოს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან საკრებულოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში;

ბ) სამსახურის ანგარიში მერს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან მერის მოთხოვნიდან არაუგვიანეს ერთი კვირის ვადაში;

გ) განყოფილების ანგარიში სამსახურის უფროსს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ან მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში;

დ)  მერის  სამსახურის  მოხელის  ყოველთვიური  ანგარიში  ზემდგომ  თანამდებობის  პირს წარდეგინება ყოველი მომდევნო თვის პირველ პარასკევს, აგრეთვე თუ ამას წერილობითი დავალება ითვალისწინებს, დავალების შესრულებისთანავე, თუ დავალებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

5.  თუ  ანგარიშში  მითითებული  სამუშაო  უკავშირდება  მუნიციპალიტეტის  სახსრების  მიღება-გამოყენებას, მასში   დოკუმენტურად    უნდა   დასაბუთდეს   საფინანსო   ან   სხვა   მატერიალურ   ფასეულობათა   მიღება - გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში).

6. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს შესრულებული სამუშაოს და გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.

7. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი და პროცედურა განსაზღვრულია ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით