საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2017
ძალის დაკარგვა 14.06.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №565
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020275
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 4 თებერვლის №1-1/45 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 14.06.2025
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №565
2017 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – წიაღის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
მუხლი 2🔗
სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
მუხლი 3🔗
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უზრუნველყოს:
ა) სააგენტოს დებულების დამტკიცება;
ბ) სააგენტოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის – ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა.
მუხლი 4🔗
სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაწილში, რომელიც უკავშირდება სასარგებლო წიაღისეულის მართვას (მათ შორის, მასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებს) და რეგულირების საფასურს, ხოლო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაწილში, რომელიც უკავშირდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობის სათანადო პირობების კონტროლს.
მუხლი 5🔗
სსიპ – გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სააგენტოს გადასცენ მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ქონება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗
სსიპ – გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მისთვის დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში უზრუნველყოს სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო, 2017 წლის განმავლობაში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე აღებული ვალდებულების შესრულება (ანაზღაურება).
მუხლი 7🔗
დაევალოს სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს სააგენტოსა და სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის ბიუჯეტების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებისას მის ანგარიშზე განთავსებული თავისუფალი ნაშთის განაწილება.
მუხლი 8🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი