სს „თელიანი ველის“ განცხადება რიგგარეშე აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
27 დეკემბერი 2017 წ.
განცხადება
სს „თელიანი ველის“ რიგგარეშე აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „თელიანი ველის“ (შემდგომში „საზოგადოება“) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარება განსაზღვრულია 2018 წლის 23 იანვარს , 15:00 საათზე. საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. საზოგადოების ნებადართული (განცხადებული) კაპიტალის გაზრდის შესახებ;
2. ახლადემიტირებულ აქციებზე უპირატესი შესყიდვის უფლების შესახებ;
3. „საზოგადოების“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ.
2018 წლის 23 იანვრის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი აქციონერებს წარუდგენენ შემდეგი სახის რეკომენდაციებს:
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
1. გაიზარდოს „საზოგადოების“ ნებადართული (გაცხადებული) კაპიტალი 100 მილიონი აქციით (620 მილიონ აქციამდე).
2. შევიდეს ცვლილება სს „თელიანი ველის“ წესდებაში და დამტკიცდეს წესდების ახალი რედაქცია შემდეგი ცვლილებების გათვალისწინებით: შეიცვალოს წესდების 3.1. და 3.2. პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3.1 ,,საზოგადოების“ განცხადებული საწესდებო კაპიტალის ოდენობა განისაზღვრება 6,200,000 (ექვსი მილიონ ორასი ათასი) ლარით.
3.2 ,,საზოგადოების“ საწესდებო კაპიტალი დაყოფილია 620,000,000 (ექვსასოცი მილიონი) ჩვეულებრივ აქციად. ჩვეულებრივი აქციის ნომინალური ღირებულება შეადგენს 0.01 (ნული მთელი ერთი მეასედი) ლარს. ,,საზოგადოების“ აქციონერთა საერთო კრებაზე თითოეული ჩვეულებრივი აქცია მის მფლობელს ანიჭებს ერთი ხმის უფლებას.“
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
1. „საზოგადოების“ ნებადართული (გაცხადებული) კაპიტალის ფარგლებში გამოშვებულ ახალ აქციებზე გაუქმდეს უპირატესი შესყიდვის უფლება, იმ პირობით, რომ აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების გარეშე, ახლადემიტირებული აქციის საემისიო ფასი არ უნდა იყოს „საზოგადოების“ მიერ აქციათა ბოლო ემისიას დაფიქსირებულ ერთი აქციის საემისიო ფასზე ნაკლები
დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
1. მიღებულ იქნეს „საზოგადოების“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, თავმჯდომარის ირაკლი გილაურის გადადგომა საბჭოს წევრობიდან.
2. სამეთვალყურეო საბჭოს ახალ წევრად არჩეულ იქნეს გიორგი ალფაიძე (საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 26.06.1986 წელს, პ/ნ 60001032791).
სს „თელიანი ველის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება გაიმართება მისამართზე: საქართველო, თბილისი, მუხიანის დასახლება, ა. ისაკიანის ჩიხი.
აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 23 იანვარს, 14:00 საათზე.
აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2017 წლის 29 დეკემბერი.
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს 2018 წლის 13 იანვრიდან, სს „თელიანი ველის“ აქციების რეგისტრატორთან – სს „კავკასრეესტრი“, შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული.
შოთა ხობელია
გენერალური დირექტორი