შპს „სანის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1076-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/1076-14

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2017 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე

განმცხადებელი სს ”თიბისი ბანკი” (კრედიტორი)

წარმომადგენელი მიხეილ გოგუაძე

მოთხოვნა მოვალე შპს ”სანის” (ს/კ 220016113) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „სანის" გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით კრედიტორთა პირველი კრების ფორმატით სხდომის დანიშვნა/ მოწვევის საკითხი და

გამოარკვია

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 27 იანვარს განცხადებით მიმართა სს „თიბისი ბანკი“ წარმომადგენელმა მიხეილ გოგუაძემ და ითხოვა შპს ”სანის” (ს/კ 220016113) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 თებერვლის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და შპს ,,სანი"-ს მეურვედ დანიშნულ იქნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 23-ე, 29-ე მუხლის მე-2 და 32-ე მუხლის მე-2 პუნქტების თანახმად, კრედიტორთა პირველ კრებაზე კრედიტორთა ყოველი წარდგენილი მოთხოვნა მოწმდება მისი მოცულობის განსაზღვრის და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ხოლო კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების დასრულებისთანავე იქმნება მომრიგებელი საბჭო.

ვინაიდან, კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში ჩატარებულ სხომებზე წარმოდგენილი კრედიტორული მოთხოვნების სრულყოფილი განხილვა ვერ მოხერხდა კრედიტორთა სიმრავლის გამო, წარმოების შემდგომი გაგრძელებისათვის შპს ,,სანის" კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში უნდა დაინიშნოს სხდომა იმ დღის წესრიგით, რომელიც განსაზღვრულია კანონით.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

დაადგინა

1. კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში მოწვეულ იქნეს მორიგი სხდომა 2018 წლის 24 იანვარს, 12:00 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №19 შემდეგი დღის წესრიგით:

● კრედიტორთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა კრედიტორად აღიარების შესახებ;

● მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა;

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს’’ ოფიციალურ ვებგვერდზე, სასამართლო დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე