⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.12.2019)
გაუქმებულია:

შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პერსონალის სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებული მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2017
ძალაში შესვლა 29.12.2017
ძალის დაკარგვა 30.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №578
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.020287
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2017
matsne.gov.ge 855 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2017 მიღება
29.12.2017 ძალაში შესვლა
30.12.2019 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
შემსყიდველი ორგანიზაცია
შპს „საქაერონავიგაცია“
მუხლი 2
მომსახურება
წესის დანართში მითითებული მომსახურება
მუხლი 2
საქონელი
შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პერსონალის სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებული საქონელი, რომელიც მითითებულია ამ წესის დანართში
მუხლი 2
მიმწოდებელი
საქართველოს ან უცხო ქვეყნის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელთანაც დაიდო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება
მუხლი 2
ერთ პირთან მოლაპარაკება
შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და ითვალისწინებს პოტენციურ მიმწოდებელთან  წერილობითი ან/და სიტყვიერი მოლაპარაკების გამართვას, შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი საკითხის დაზუსტებისა და შესყიდვის პირობების შეთანხმების მიზნით
მუხლი 2
გადაუდებელი აუცილებლობა
ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პერსონალის სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებული მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №578 2017 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პერსონალის სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებული მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პერსონალის სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებული მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესი. მუხლი 2🔗 შესყიდვები, რომლებსაც არ არეგულირებს ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია  ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პერსონალის სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებული მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესი მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო  შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პერსონალის სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებული მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი)  არეგულირებს საქართველოს საჰაერო სივრცესა  და საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონაში საჰაერო მოძრაობის მომსახურების, სააერნაოსნო მომსახურების გაწევისა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პერსონალის სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებული მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების განხორციელებას. მუხლი 2🔗. ცნებათა და ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ცნებებსა და ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „საქაერონავიგაცია“; ბ) მომსახურება – წესის დანართში მითითებული მომსახურება; გ) საქონელი – შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პერსონალის სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებული საქონელი, რომელიც მითითებულია ამ წესის დანართში; დ) მიმწოდებელი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელთანაც დაიდო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება; ე) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და ითვალისწინებს პოტენციურ მიმწოდებელთან  წერილობითი ან/და სიტყვიერი მოლაპარაკების გამართვას, შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი საკითხის დაზუსტებისა და შესყიდვის პირობების შეთანხმების მიზნით; ვ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას. მუხლი 3🔗. შესყიდვის საშუალება 1. ამ წესის თანახმად, შესყიდვის საშუალება არის ერთ პირთან მოლაპარაკება. 2. ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ წესის დანართით განსაზღვრული ყოველი კონკრეტული შესასყიდი მომსახურების/საქონლის ღირებულება არ აღემატება 500 000 ლარს, გარდა ამ პუნქტის „ბ-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) თუ შესყიდვის ობიექტის მიწოდება (მომსახურების გაწევა) მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა; გ) თუ მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველად შესყიდული ობიექტის ღირებულებას; დ) თუ არსებობს შესყიდვის განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა ან ადგილი აქვს ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მოცემულ გარემოებას, ასეთ შემთხვევებში, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების საკითხი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველი ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოსთან. 3. ამ წესის დანართით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ხელშეკრულების წერილობით გაფორმების გზით, გარდა შემდეგი შესყიდვებისა: ინტერნეტის გზით შესყიდვის განხორციელება, სხვადასხვა საინფორმაციო სივრცეში განცხადებების გამოქვეყნების/ განთავსების მომსახურება, საფოსტო და საკურიერო მომსახურება. ასეთ შემთხვევაში, შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი, მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო ინფორმაციის შემცველი და შესყიდვის ობიექტის რაოდენობა-ღირებულებების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (სალაროს ჩეკი, ქვითარი, ანგარიშფაქტურა, დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურა ან სხვა) საფუძველზე. მუხლი 4🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა და წინასწარი ანგარიშსწორება 1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, მიმწოდებელს მოსთხოვოს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარდგენა, რომელიც უნდა შეადგენდეს ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს. 2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში, ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს საბანკო გარანტიასთან დაკავშირებულ პირობებს. 3. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიმწოდებელს დაუბრუნოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება შემსყიდველი ორგანიზაციის მიზეზით; ბ) თუ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის ურთიერთშეთანხმებით; გ) თუ მიმწოდებელი შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ  ვალდებულებებს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 4. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიმწოდებელს დაუბრუნოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე პირობის დადგომიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში. 5.  წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი შემთხვევებისა. 6. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია, თუ: ა) მიმწოდებლისათვის წინასწარ გადასახდელი თანხა ჩაირიცხება საამისოდ განკუთვნილ ცალკე საბანკო ანგარიშზე და ეს თანხა გამოიყენება შემსყიდველი ორგანიზაციის კონტროლით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში; ბ) მიმწოდებლის საქმიანი რეპუტაციის, მის მიერ წარმოებული საქონლის, გაწეული მომსახურების ხარისხისა და მისი ცნობადობის გათვალისწინებით; გ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შესყიდვის თავისებურებიდან და სპეციფიკიდან  გამომდინარე; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. დანართი საქონელი: ნაბეჭდი წიგნები, ბროშურები და საინფორმაციო ფურცლები ნაბეჭდი წიგნები სახელმძღვანელოები ლექსიკონები ატლასები რუკები პუბლიკაციები ტექნიკური პუბლიკაციები ცნობარები საინფორმაციო ფურცლები ბროშურები ბუკლეტები საწვრთნელი/სატრენინგო საშუალებები. მომსახურება: პერსონალის დაქირავებასთან დაკავშირებული მომსახურებები პერსონალის განთავსებასთან დაკავშირებული მომსახურებები სამუშაოს ძებნასთან დაკავშირებული მომსახურებები პერსონალთან დაკავშირებული მომსახურებები, განთავსებისა და  სამუშაოზე დაქირავების გარდა პერსონალის სწავლებასთან დაკავშირებული მომსახურებები პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებული მომსახურებები საკადრო პროფესიონალური ვარგისიანობის შეფასების ცენტრის მომსახურება   სატრენინგო მომსახურებები მომსახურებები სპეციალისტების მომზადების სფეროში მომსახურებები კადრების მომზადების სფეროში საწვრთნელ/მოსამზადებელ პროგრამებთან დაკავშირებული მომსახურებები საწვრთნელი/საგანმანათლებლო სემინარები მომსახურებები პროფესიული მომზადების სფეროში პროფესიული მომზადება მრეწველობისა და ტექნიკის სფეროში პროფესიული მომზადება მენეჯმენტის სფეროში მომსახურებები კომპიუტერის შესწავლისა და კომპიუტერთან მუშაობის სწავლების სფეროში კომპიუტერული კურსები პროფესიული მომზადება გარემოს დაცვის სფეროში პროფესიული მომზადება უსაფრთხოების ტექნიკის სფეროში პროფესიული მომზადება ჯანმრთელობის დაცვისა და პირველადი დახმარების    სფეროში         პროფესიული მომზადება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პროფესიული მომზადება პირველადი დახმარების სფეროში პირადი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებული მომსახურებები ენების შემსწავლელი კურსების უზრუნველყოფა პროფესიული მომზადება და მოდელირება უსაფრთხოების მოწყობილობების სფეროში პროფესიული მომზადება და მოდელირება საჰაერო ხომალდების, რაკეტებისა და კოსმოსური ხომალდების სფეროში.