⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2022)
გაუქმებულია:

კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 28.12.2017
ძალის დაკარგვა 01.01.2022
გამომცემი ორგანო სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
ნომერი №5/ნ
სარეგისტრაციო კოდი 220050000.66.078.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 850 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2017 მიღება
01.01.2022 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში
კანონი), „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ  ამ ინსტრუქციით განსხვავებულად არ არის დადგენილი.
მუხლი 3
ინსტრუქციის მიზნებისათვის, ტერმინი
დეპოზიტი ნიშნავს კომერციულ ბანკში დეპოზიტორის მიერ გახსნილ ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე (მათ შორის, მიმდინარე ანგარიშებზე, საბარათე ანგარიშებზე, ვადიან დეპოზიტებსა და მოთხოვნამდე დეპოზიტებზე)  აკუმულირებული თანხის დადებით ნაშთს, რომელიც დეპოზიტორმა უნდა მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი და სახელშეკრულებო პირობების დაცვით.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება №5/ნ 2017 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის „კ.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქცია“.  მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსიოთარ ძიძიკაშვილი კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქცია მუხლი 1🔗. ინსტრუქციის რეგულირების სფერო კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანის (შემდგომში –  შენატანი) ბაზის დაანგარიშების წესსა და შენატანის გადახდის პროცედურებს. მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებები 1.  ამ ინსტრუქციის მოთხოვნები ვრცელდება საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკზე (შემდგომში – ბანკი). 2. ბანკი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს შენატანი „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით. 3. ბანკი ვალდებულია რეგულარულად მიაწოდოს ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო). მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში – კანონი), „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ  ამ ინსტრუქციით განსხვავებულად არ არის დადგენილი. 2. ინსტრუქციის მიზნებისათვის, ტერმინი – დეპოზიტი ნიშნავს კომერციულ ბანკში დეპოზიტორის მიერ გახსნილ ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე (მათ შორის, მიმდინარე ანგარიშებზე, საბარათე ანგარიშებზე, ვადიან დეპოზიტებსა და მოთხოვნამდე დეპოზიტებზე)  აკუმულირებული თანხის დადებით ნაშთს, რომელიც დეპოზიტორმა უნდა მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი და სახელშეკრულებო პირობების დაცვით.   მუხლი 4🔗. შენატანის და შენატანის ბაზის დაანგარიშება და ინფორმაციის წარდგენა 1. ბანკი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს შენატანი, კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ოდენობით და წინამდებარე ინსტრუქციის საფუძველზე. შენატანის დაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მიმდინარე თვის წინა თვისთვის (შემდგომში – საანგარიშო თვე) განთავსებულ დაზღვეულ დეპოზიტებს დამატებული დარიცხული პროცენტი. ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის ტერმინი „დარიცხული პროცენტი“ გულისხმობს სადეპოზიტო ანგარიშზე ფაქტობრივად დარიცხულ პროცენტს. 2. ყოველთვიური შენატანის ოდენობა შეადგენს ეროვნულ ვალუტაში საანგარიშო თვის ბოლო დღის მონაცემებით განთავსებული დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურებადი მოცულობის 0.067%-ს, ხოლო უცხოური ვალუტაში საანგარიშო თვის ბოლო დღის მონაცემებით განთავსებული დაზღვეული დეპოზიტებისათვის – ანაზღაურებადი მოცულობის 0.1%-ს. შენატანის დაანგარიშების ბაზა გამოითვლება მეასედებამდე დამრგვალებული რიცხვების საფუძველზე. 3. ბანკი ანგარიშობს შენატანის ოდენობას ლარში და უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისათვის როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთობლივად. 4. ბანკი ვალდებულია სააგენტოს ყოველთვიური ანგარიშის სახით მიაწოდოს დეპოზიტების შესახებ მონაცემები, ამ ინსტრუქციის დანართის შესაბამისად. 5. ბანკი ვალდებულია დაიანგარიშოს შენატანის ოდენობა კანონითა და წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული წესით და თავად დაიანგარიშოს გადასახდელი თანხის ოდენობა, როგორც ეს განსაზღვრულია ფორმა 01-ით.  მუხლი 5🔗. შენატანების გადახდის წესი 1. ბანკი შენატანს იხდის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, რომელიც ძალაშია გადახდის დღეს. ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის გამოიყენება ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სრული გაცვლითი კურსი, დამრგვალების გარეშე. 2. ბანკი ვალდებულია შენატანი გადაიხადოს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 (თხუთმეტი) რიცხვისა სააგენტოს შემდეგ ანგარიშზე: მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი – TRESGE22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 302008900 (სსიპ „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო“). მუხლი 6🔗. ანგარიშგების  წარდგენის ვალდებულება    1. ბანკი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 (თხუთმეტი) რიცხვისა სააგენტოს წარუდგინოს შემდეგი სახის ანგარიშგება/ინფორმაცია: ა) ფორმა 01 – ყოველთვიური ანგარიშგება დაზღვეული დეპოზიტების შესახებ (დანართი №1); ბ) ფორმა 02 – ყოველთვიური ანგარიშგება ფიზიკური პირების დეპოზიტების შესახებ, ჩაშლილი სახით (დანართი №2); გ) ფორმა 03 – ყოველთვიური ინფორმაცია იურიდიული პირების დეპოზიტების შესახებ, ჩაშლილი სახით (დანართი №3). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სააგენტოს წარედგინება მხოლოდ ანალიტიკური/სტატისტიკური მიზნებისათვის. 3. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურების მიზნით, სააგენტო განსაზღვრავს ბანკის მიერ მოსამზადებელი ანგარიშის შინაარსსა და მოცულობას, სააგენტოს მიერ განსაზღვრული ანაზღაურების პროცედურებისა და მექანიზმების შესაბამისად. მუხლი 7🔗. ყოველთვიური ანგარიშგების წარდგენის წესი 1. ბანკი ვალდებულია  ფორმა 01, ფორმა 02 და ფორმა 03 სააგენტოს წარუდგინოს ექსელის (Excel) ფორმატში, სადაც მითითებული უნდა იყოს ბანკის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, საანგარიშო თვის ბოლო დღის თარიღი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. ამ პუნქტით განსაზღვრული ანგარიშგება/ინფორმაცია სააგენტოს წარედგინება ელექტრონული სახით  ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@diagency.ge. 2. ამ მუხლით განსაზღვრულ ანგარიშგებაში/ინფორმაციაში ყველა მონაცემი უნდა იყოს გამოხატული ეროვნული ვალუტით მეასედებამდე დამრგვალებული ციფრებით. 3. ბანკი ვალდებულია ფორმა 01, ფორმა 02 და ფორმა 03 შეავსოს ამ ინსტრუქციისა და დანართი №1, №2 და №3-ის შესაბამისად. 4. თუ ანგარიშის წარდგენის თარიღი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადა გადაიწევს უქმე ან დასვენების დღის მომდევნო პირველ სამუშაო დღემდე. მუხლი 8🔗. გარდამავალი დებულებები 1. ახლად ლიცენზირებული ბანკისთვის პირველ საანგარიშო თვეს წარმოადგენს ის თვე, როცა  ბანკი მიიღებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიას საქართველოს ეროვნული ბანკისაგან. 2. ბანკი ვალდებულია ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირველი ყოველთვიური ანგარიშგება/ინფორმაცია სააგენტოში წარადგინოს არაუგვიანეს 2018 წლის 15 (თხუთმეტი) იანვრისა, 2017 წლის 31 დეკემბრისთვის განთავსებული დეპოზიტებისათვის. 3. ბანკი ვალდებულია პირველი შენატანი გადაიხადოს 2018 წლის 15 (თხუთმეტ) თებერვლამდე, 2018 წლის იანვრისთვის განთავსებული დეპოზიტების საფუძველზე. 4. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია გადაიხადოს შენატანი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების წინა თვეში განთავსებული დეპოზიტების მიხედვით. ამ მუხლის მიზნებისთვის, საანგარიშო თვეს წარმოადგენს მხოლოდ სრული თვე, როცა ბანკი ეწევა საოპერაციო საქმიანობას და პროპორციული გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება იმ თვეზე, როცა ეროვნული ბანკი ბანკს გაუუქმებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიას.