ვანის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2017
ძალის დაკარგვა 31.01.2018
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016270
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | სპეციალური ნაგამზიდი DAF-2300 |
| 2 | თვითმცლელი მერსედეს ბენცი D 609 |
| 3 | მერსედესი AXOR 1829 |
| 4 | მერსედესი KATMERCILER ROV |
| 5 | დამლაგებელი |
| 6 | ბრიგადირი |
| 7 | მძღოლი |
| 8 | სალომინაო |
| 9 | ციხესულორი |
| 10 | შუამთა |
| 11 | ტობანიერი |
| 12 | მუქედი |
| 13 | მთისძირი |
| 14 | ზედავანი |
| 2018 | 2019 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „ვანის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №41 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.01.2018
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41
2017 წლის 28 დეკემბერი
ქ. ვანი
„ვანის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 16-ე მუხლის მეორე ნაწილის „ზ“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის და საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ 13-ე მუხლის შესაბამისად ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2018-2022 წლების გეგმა თანდართული დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი
დანართი №1
ვანის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა 2018-2022 წწ.
გამოყენებული აკრონიმები და აბრევიატურები
EU ევროკავშირი
GHG სათბურის აირი
MW მუნიციპალური ნარჩენები
MWM მუნიციპალური ნარჩენების მართვა
NGO არასამთავრობო ორგანიზაცია
SMART სპეციფიკური, გაზომვადი, მიღწევადი, რეალისტური, დროზე ორიენტირებული
SWOT ძლიერი და სუსტი ფაქტორების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების ანალიზი
WM ნარჩენები მართვა
ტერმინების განმარტება
ნარჩენები –
ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს.
საყოფაცხოვრებო ნარჩენები –
საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები. მუნიციპალური ნარჩენები –
საყოფაცხოვრებო ნარჩენები, აგრეთვე სხვა ნარჩენები, რომლებიც თავისი მახასიათებლებისა და შემადგენლობის მიხედვით საყოფაცხოვრებო ნარჩენების მსგავსია.
ბიოდეგრადირებადი ნარჩენები –
ნებისმიერი სახის ნარჩენები, რომლებიც ექვემდებარებიან ანაერობულ ან აერობულ დაშლას, მათ შორის, სურსათის/ცხოველის საკვების ნარჩენები, ბაღების/პარკების ნარჩენები, ქაღალდი და მუყაო.
სახიფათო ნარჩენები –
ნარჩენები, რომლებიც სახიფათო ან პოტენციურად მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან გარემოსათვის (სახიფათო ნარჩენების სია მოცემულია საქართველოს კანონის “ნარჩენების მართვის კოდექსი” მესამე დანართში).
სამედიცინო ნარჩენები –
ნებისმიერი ნარჩენი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების, სამედიცინო ლაბორატორიების, სამედიცინო კვლევითი ცენტრების, მზრუნველობის დაწესებულებების, ვეტერინარული კლინიკების, ფარმაცევტული საწარმოებისა და საწყობების მიერ არის წარმოქმნილი.
პრევენცია – ნივთიერების, მასალის ან პროდუქტის ნარჩენად გადაქცევამდე მიღებული ზომები, რაც ამცირებს: ა) ნარჩენების რაოდენობას, (მაგალითად, პროდუქტის ხელახალი გამოყენების გზით ან პროდუქტის ვარგისიანობის ვადის გაგრძელების გზით); ბ) წარმოქმნილი ნარჩენების უარყოფით გავლენას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე; გ) მასალებსა და პროდუქტში მავნე ნივთიერებების შემცველობას.
ხელახალი გამოყენება –
პროდუქტის ან/და მისი კომპონენტების ხელახლა გამოყენება ნარჩენად გადაქცევამდე, მათი თავდაპირველი დანიშნულებით.
აღდგენა –
საქმიანობა, რომლის ძირითადი შედეგია ნარჩენების გამოყენება სასარგებლო მიზნებისათვის, იმ მასალების ჩანაცვლების გზით, რომლებიც სხვა პირობებში რაიმე ფუნქციის შესასრულებლად იქნებოდა გამოყენებული. აღდგენა მოიცავს ენერგიის აღდგენას და რეციკლირებას. (აღდგენის ოპერაციების სია მოცემულია საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი” პირველ დანართში).
რეციკლირება –
აღდგენითი ღონისძიება, რომლის საშუალებითაც ნარჩენები გარდაიქმნება პროდუქტად, მასალად ან ნივთიერებად, რომლებიც განკუთვნილია თავდაპირველი ან სხვა მიზნით გამოყენებისთვის. რეციკლირება მოიცავს ორგანული მასალების გადამუშავებას, მაგრამ არ მოიცავს ენერგიის აღდგენას და ისეთ მასალებად გარდაქმნას, რომლებიც გამოიყენება საწვავად ან ამოვსების ოპერაციებისთვის.
რეციკლირებადი მასალები –
გავრცელებული რეციკლირებადი მასალებია მინა, ქაღალდი, მუყაო, მეტალი, პლასტიკი, ქსოვილი, საკვების ნარჩენები, ბაღის ნარჩენები და ელექტრონული მოწყობილობები.
ნარჩენების შეგროვება –
ნარჩენების შეგროვება, რაც ასევე მოიცავს მათ წინასწარ დახარისხებას და წინასწარ დასაწყობებას ნარჩენების დამუშავების ობიექტზე გადატანის მიზნით.
სეპარირებული შეგროვება –
ნარჩენების შეგროვება, რომლის დროსაც ნარჩენების ნაკადები განცალკევებულია სახეობების და თვისებების მიხედვით, მათი შემდგომი დამუშავების ხელშეწყობის მიზნით.
ნარჩენების ტრანსპორტირება –
ნარჩენების გადატანა ნარჩენების შენახვის ან/და დამუშავების ობიექტზე;
ნარჩენების გადამტვირთავი სადგური –
ობიექტი, სადაც ხორციელდება ნარჩენების გადატვირთვა ნარჩენების დამუშავების ობიექტზე შემდგომი ტრანსპორტირების მიზნით.
ნაგავსაყრელი –
მუნიციპალური ნარჩენების კონტროლირებადი
განთავსება მიწაში, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერ პოტენციურ ნეგატიურ ემისიებს ზედაპირულ წყლებში, მიწისქვეშა წყლებში, ნიადაგში ან ჰაერში.
დანაგვიანება –
ნარჩენების გარემოში დაყრა, გადაგდება და/ან მიტოვება, გარდა ამ მიზნისთვის გამოყოფილი კონტეინერებისა და შეგროვების ობიექტებისა. დაინტერესებული მხარე –
პირი, ჯგუფი, დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელსაც პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი გააჩნია ქმედებასთან ან პროექტთან ან რომელსაც გააჩნია შესაძლებლობა დადებითი ან ნეგატიური გავლენა მოახდინოს ქმედებაზე ან პროექტზე.
გადახდის მზაობა –
მაქსიმალური საფასური, რომელიც პირმა შეიძლება გაიღოს კარგი შედეგის შესაძენად ან არასასურველი შედეგის თავიდან ასარიდებლად.
გამოყენებული მეთოდოლოგია და დაგეგმვის პროცესის აღწერა
ა. გამოყენებული მეთოდოლოგია.
მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებისათვის გამოყენებული იქნა მეთოდოლოგია, რომელიც შემუშავებული იქნა პროექტის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ ფარგლებში და რეკომენდებულია საქართველოს მუნიციპალიტეტებისათვის ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმების შემუშავებისათვის.
პროექტის განხორციელებაში ჩართულმა ორგანიზაციებმა და უშუალო შემსრულებლებმა ექსპერტებთან ერთად მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს ნარჩენების მართვის სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგიის საკითხების განხილვასა და ამ მიმართულებით საერთო ხედვის ჩამოყალიბებას.
ამდენად, ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების პროცესი შედგებოდა შემდეგი ძირითადი ფაზებისაგან:
1. დაგეგმვის მოსამზადებელი ფაზა:
· ნარჩენების მართვის არსებული მდგომარების შესწავლა პროექტის გუნდის მიერ;
· გეგმის შემუშავებისათვის საჭირო მეთოდოლოგიის განხილვა, რესურსების გამოკვეთა და უზრუნველყოფა;
· შესაბამისი დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება და პროცესში ჩართვა;
· ადგილობრივი დაინტერსებული მხარეების სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება;
· მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის პროცესის მიზნებისა და სამიზნე შედეგების განსაზღვრა;
· მუნიციპალური ნარჩენების წარმოქმნასა და მართვაზე ზეგავლენის მქონე ფაქტორების განსაზღვრა.
2. არსებული მდგომარეობის განსაზღვრა და შეფასება:
· განისაზღვრა ნარჩენების ის ნაკადები, რომელთა მართვა ხდება მუნიციპალიტეტის მიერ;
· ნარჩენების მართვის არსებული სერვისის დახასიათება და ნაკლოვანებების იდენტიფიცირება;
· მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის მთლიანი ხარჯის განსაზღვრა;
· ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობირებისა და დამოკიდებულების შესწავლა. მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრების ჩატარება და პრობლემების იდენტიფიცირება მათ მიერ;
· არსებული ან დაგეგმილი ეროვნული და რეგიონული პროგრამების ან ინფრასტრუქტურის განსაზღვრა, რომელიც გავლენას მოახდენს მუნიციპალური ნარჩენების მართვის მიდგომაზე.
3. ალტერნატივების შეფასება და გადაწყვეტილების მიღება:
· ნარჩენების მართვის პრიორიტეტების განსაზღვრა მუნიციპალიტეტისათვის მომდევნო 5 წლისათვის;
· ნარჩენების გენერირების პროგნოზირება;
· ნარჩენების შეგროვების სერვისის დაფარვის არეალისა და ეფექტიანობის გაზრდის ალტერნატიული გზების განსაზღვრა;
· მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამუშავებისა და აღდგენის გზების/ საშუალებების განსაზღვრა;
· საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების განათლებისა და ნარჩენების მართვაში ჩართულობის ამაღლების ეფექტიანი გეგმის შემუშავება.
4. გეგმის შემუშავება და მიღება:
· მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დოკუმენტის შემუშავება;
· მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის საჯარო განხილვა;
· მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის განხილვა საკრებულოში და შესაბამისი დადგენილების მიღება.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობა სტრატეგიის შემუშავების ყველა ეტაპში, სამუშაო შეხვედრებსა და განხილვებში ჩართულობა.
ბ. გეგმის ჩარჩო
ვანის ნარჩენების მართვის გეგმა შემუშავებულია საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის, ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესაბამისად და მოიცავს 2018-2022 წლებს. გეგმაში განსაზღვრულია ძირითადი საქმიანობები ქალაქ ვანის და ვანის მუნიციპალიტეტისათვის მომდევნო ხუთწლიანი პერიოდისათვის, როგორც ეს დადგენილია „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიერ.
გ. დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება და ჩართულობის უზრუნველყოფა
მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები, კერძოდ, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები.
ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის 21/03/2017 №20370 ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი 9 წევრის შემადგენლობით.
ცხრილი №2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა
№
გვარი, სახელი
სამუშაო ადგილი, თანამდებობა
1
მინდია ტაბიძე
ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე
2
ალექსანდრე გაბუნია
ა(ა)იპ ვანის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების დირექტორი
3
დავით შაპოვალოვი
მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის სპეციალისტის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი
4
პაატა გიორგაძე
მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქურის განვითარების სამსახურის კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
5
ბადრი ფირანაშვილი
ა(ა)იპ ვანის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების სპეციალისტი
6
ელგუჯა ბელთაძე
ა(ა)იპ ვანის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების მატერიალური პასუხისმგებელი პირი
7
ზვიადი აბრამიზე
ა(ა)იპ ვანის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების ოპერატორი
8
ეთერ ჯანელიძე
ა(ა)იპ ვანის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების საქმეთა მმართველი
9
ავთანდილ ხელაძე
მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი
უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაო ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული სამოქმედო გეგმის შემუშავების საწყის ეტაპში.
1. არსებული მდგომარეობა
1.1 მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მარეგულირებელი და საკანონმდებლო საფუძვლები
საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროს არეგულირებს ისეთი საკანონმდებლო აქტები, როგორიცაა:
საქართველოს კონსტიტუცია,
საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“,
საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;
საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
საქართველოს კანონი „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“;
საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“;
საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“;
საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“
ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილებები:
· „ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ“ (დადგენილება №160, 01.04.2016 );
· „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი ( დადგენილება №159, 01.04.2016);
· „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ (დადგენიულება№145, 20.03.2016);
· „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ (დადგენილება№144, 29.03.2016);
· „ნარჩენების ტრანსპორტირების წესის ტექნიკური რეგლამენტი“ (დადგენილება№143, 29.03.2016).
საქართველოს კონსტიტუციის 37 მუხლით დეკლარირებულია, რომ «ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს».
ნარჩენების მართვის კოდექსი“
2015 წლის 15 იანვარს ამოქმედდა საქართველოს კანონი “ნარჩენების მართვის კოდექსი”, რომლის მიზანია სამართლებრივი და მარეგულირებელი საფუძვლების შექმნა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და ხელახალ გამოყენებას, აგრეთვე ნარჩენების დამუშავებას გარემოსთვის უსაფრთხო გზით, მათ შორის – შეგროვებას, ტრანსპორტირებას, აღდგენას (რეციკლირება, კომპოსტირება და ა.შ.) და განთავსებას.
კანონის ამოცანაა: 1) ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა ნარჩენების წარმოქმნის და მისი უარყოფითი ზეგავლენის პრევენციისა ან შემცირების გზით; 2) ნარჩენების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა; და 3) იმ რესურსების ეფექტიანი მოხმარების წახალისება, რომლებიც შეიძლება მიღებული იქნას მუნიციპლური ნარჩენების უკეთ მართვის შედეგად.
ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ საქართველომ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმული ასოცირების ხელშეკრულებით (რომელსაც 2014 წლის ივნისში მოეწერა ხელი) იკისრა ვალდებულება ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში მოიყვანოს ქვეყანაში მოქმედი ნარჩენების მართვის პრაქტიკა.
ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად განსაზღვრულია მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობა ნარჩენების მართვის პროცესში, კერძოდ, ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების ეფექტიანი სისტემის დანერგვა თავიანთ ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე ნარჩენების
გამოცალკევებულად შეგროვების სისტემების ეტაპობრივი დანერგვა და გამართული ფუნქციონირება, რაც ხელს შეუწყობს აღდგენის პროცესებს. კანონი განსაზღვრავს ნარჩენების შეგროვების ზოგად პრინციპებს, რომლის მიხედვითაც ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და დამუშავება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ არ შეიქმნას სირთულეები მათი შემდგომი აღდგენის მხრივ. ამასთანავე, კანონი მოითხოვს, რომ მუნიციპალური ნარჩენები შეგროვდეს, ტრანსპორტირებული იქნას და დამუშავდეს იმ წესით, რომელიც მაქსიმალურად შესაძლო დონით გამორიცხავს გარემოს დაბინძურებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების რისკს.
ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებასთან დაკავშირებული მოთხოვნები განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ (დადგენილება №159, 01.04.2016).
.... მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს:
ა) მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და ამ მიზნით მუნიციპალური ნარჩენების შგროვების სისტემის დანერგვა და გამართული ფუნქციონირება;
ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შგროვებული მუნიციპალური ნარჩენების ტრანსპორტირება დამუშავებისა და განთავსების ობიექტებზე, სადაც ნებადართულია ამგვარი ნარჩენების მიღება;
გ) მუნიციპალური ნარჩენების დამუშავების ხელშეწყობა;
დ) მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა და გამართული ფუნქციორინება.
წყარო: მუხლი 5🔗. მუნიციპალიტეტის უფლებები და ვალდებულებები. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ. ტექნიკური რეგლამნეტი.
ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრულია, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა შეიმუშაონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის ყოვლისმომცველი გეგმები, რომლებიც გამიზნული უნდა იყოს მუნიციპალიტეტების ფუნქციების გაუმჯობესებაზე ნარჩენების მართვის სფეროში. აღნიშნული ნარჩენების მართვის გეგმა უნდა ეფუძნებოდეს ნარჩენების მართვის იერარქიას და “ნარჩენების მართვის კოდექსი”-ს მე-5 მუხლით გათვალისწინებულ პრინციპებს. კანონის შესაბამისად
მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების ხანგრძლივობა განსაზღვრულია 5-წლიანი პერიოდით, და უნდა შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასა და
სამოქმედო გეგმას.
კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი” თანახმად, მუნიციპალიტეტებს უნარჩუნდებათ მხოლოდ ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების მომსახურებებისა და აღდგენის პროგრამების განხორციელების ვალდებულებები.
უნდა აღინიშნოს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ თბილისის გამოკლებით) რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო კომპანია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, 2014
საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის 2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება მყარი (საყოფაცხოვრებო) ნარჩენების შეგროვება და გატანა. რაც გულისხმობს, მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი, დაბა, სოფელი) საზოგადოებრივი სივრცეების დასუფთავებას მყარი ნარჩენებისაგან და მათ გატანას ნაგავსაყრელების ტერიტორიაზე.
საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია
საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია შემუშავებულია ნარჩენების მართვის კოდექსისა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად. სტრატეგიის მიზანია საქართველოში ნარჩენების მართვის განვითარების პროცესის ჰარმონიზება ევროკავშირის ნარჩენების მართვის პოლიტიკასთან. სტრატეგიის განხორციელების მიზნით შემუშავებულია ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა. სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს ნარჩენების მართვის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილებია. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები დაკავშირებულია სტრატეგიით განსაზღვრულ მიზნებსა და ამოცანებთან.
საქართველოს ნარჩენების მართვის პირველი ეროვნული სტრატეგის მოიცავს 15 წლიან პერიოდს (2016-2030 წწ.).
სტრატეგიის შესაბამისად საქართველოში ნარჩენების მართვის ხედვაა:
„საქართველო ისწრაფვის გახდეს ნარჩენების პრევენციასა და რეციკლირებაზე ორიენტირებული ქვეყანა“, რაც მიიღწევა:
ნარჩენების პრევენციის, ხელახალი გამოყენების, რეციკლირებისა და აღდგენის ღონისძიებების გატარებით
მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების უზრუნველყოფით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
ნარჩენების წარმოქმნის წყაროსთან სეპარირების დანერგვით
ხარჯების სრული ამოღების დანერგვით
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვით
ინიციატივების განხორციელებით სპეციფიკური ნარჩენების ნაკადებზე საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბებით
სტრატეგიის მიზნების მისაღწევად საჭირო წამახალისებელი მექანიზმების დანერგვით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული სტრატეგიის მიერ განსაზღვრული ამოცანა, რომლის შესაბამისად ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს ნარჩენების მართვის პირველი ხუთწლიანი გეგმების შემუშავება და დამტკიცება 2017 წლის 31დეკემბრამდე.
ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისა და დანერგვის მიმართულებით ეროვნული სტრატეგიაში დასახულია ნარჩენების შგროვების შემდეგი მინიმალური მაჩვენებლების მიღწევა:
2020 წლისთვის
2025 წლისთვის
2030 წლისთვის
მუნიციპალური ნარჩენები
90%
100%
100%
სახიფათო ნარჩენები
50%
75%
100%
სტრატეგია ითვალისწინებს შესაძლებლობების ფარგლებში ნარჩენების პრევენციას, ხელახალ გამოყენებას, რეციკლირებასა ან/და აღდგენას. ერთ-ერთ მთავარ ამოცანას ამ მიზნის მისაღწევად წარმოადგენს ქაღალდის, პლასტიკის, მინისა და მეტალის წარმოშობის წყაროსთან სეპარირების სისტემის ჩამოყალიბება 2025 წლისთვის (ამოცანა 5.1.).
დასახულია რეციკლირების შემდეგი მინიმალური მაჩვენებლების ეტაპობრივი მიღწევა:
2020 წ
2025 წ
2030 წ
ქაღალდი
30%
50%
80%
მინა
20%
50%
80%
მეტალი
70%
80%
90%
პლასტიკი
30%
50%
80%
ამოცანა 5.3. ითვალისიწნებს კომპანიების მიერ ნარჩენების პრევენციის ხელშეწყობასა და კომპანიების მიერ პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას 2020 წლისთვის.
ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საჯარო სექტორის, კერძო კომპანიებისა და საზოგადოების შესაძლებლობათა გაძლიერების ხელშეწყობას ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე. სტრატეგია ისახავს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობათა გაუმჯობესებას 2018 წლისთვის და საზოგადოების ცნობიერების გაუმჯობესებას ნარჩენების მართვის საკითხებზე 2020 წლისთვის. ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარმოადგენენ ერთ-ერთ ძირითად დოკუმენტებს მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის პროცესში.
მუხლი 13🔗. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა
1. მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს საკუთარ ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა შესაძლოა შემუშავდეს მოსაზღვრე მუნიციპალიტეტების მიერ ერთობლივად.
2. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის ეროვნულ გეგმას და ამ კოდექსის მე-12 მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულ სხვა გეგმებს.
3. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მიღებამდე უნდა გაიმართოს საჯარო განხილვები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დაინტერესებული პირები და მოსაზღვრე მუნიციპალიტეტები. საჯარო განხილვები უნდა მოაწყოს მუნიციპალიტეტმა.
4. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა მოიცავდეს:
· ა) ინფორმაციას მოსახლეობისგან ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის შესახებ;
· ბ) მონაცემებს შეგროვებული, აღდგენილი და განთავსებული არასახიფათო ნარჩენების რაოდენობისა და სახეობების შესახებ;
· გ) მონაცემებს მოსახლეობისგან შეგროვებული, აღდგენილი და განთავსებული სახიფათო ნარჩენების რაოდენობისა და სახეობების შესახებ;
· დ) ნარჩენების დამუშავების საწარმოების ადგილმდებარეობას;
· ე) ინფორმაციას მუნიციპალური ნარჩენების, მათ შორის ბიოდეგრადირებადი ნარჩენებისა და შეფუთვის ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და აღდგენის სისტემის დანერგვის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
· ვ) ნარჩენების დამუშავების ახალი ობიექტების მშენებლობის გეგმებს;
· ზ) ნარჩენების მართვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროგრამებს;
· თ) ნარჩენების მართვის სფეროში სხვა მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის არსებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს;
· ი) გეგმით გათალისწინებულ ღონისძიებების განხორციელების გზებს და ვადებს, პასუხისმგებელ პირებს, სავარაუდო ხარჯებს და დაფინანსების წყაროებს.
დ. საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანია და მონაწილეობის პროცესი
მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი ენიჭება საზოგადოებასთან ურთიერთობას. კერძოდ, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და ინფორმირების უზრუნველსაყოფად მოეწყობა საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან.
შეხვედრების დროს გამოიკვეთება მრავალი პრობლემა, რომელიც აქტუალურია ვანის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის პროცესში
მყარი ნარჩენების მართვის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით;
პირველი ნაბიჯი
მოეწყობა საინფორმაციო შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში,საჯარო და კერძო სკოლებში,სკოლამდელ და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებში
შეხვედრისას ვერბალურ კომუნიკაციასთან ერთად გამოვიყენებთ ვიზუალურ მასალას,საინფორმაციო ბუკლეტებს,ფლაერებს ,ტრიპლეტებს,უკეთეს შემთხვევაში კომპიუტერებს და პროექტორებს.
მეორე ნაბიჯი
ზაფხულში ვანის მუნიციპალიტეტში დაიწყება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა,“,სადაც მუნიციპალიტეტის 21-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება შეხვედრები მოსახლეობასთან სოფლისთვის პრიოროტეტული საჭიროებების დაგეგმვის მიზნით.
შეხვედრები ტარდება სოფლის ცენტრში ან ადმინისტრაციულ შენობებში რომელსაც ამა თუ იმ სოფლის თითქმის ყველა მაცხოვრებელი ესწრება, განურჩევლად იმისა არიან თუ არა ისინი დასაქმებული სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორში, შეხვედრებზე პაირი გაკეთდება ნარჩენების მართვის კუთხით მათი ინფორმირებულობის ასამაღლებლად.
მესამე ნაბიჯი
ინფორმაციის გავრცელება ინტერნეტით,სოციალური ქსელით და ვებგვერდით.
პიარის განხორციელებისას აქტიურად გამოვიყენებთ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფეისბუქის გვერდს და ვებგვერდს.ასევე ვანში მოქმედი ა(ა)იპ დაწესებულების ფეისბუქ გვერდებსაც.
ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პიარის განხორციელებისას საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაცია, რატომ არის მნიშვნელოვანი ნარჩენების მართვა,რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას,მაშინ როცა მდინარეები და გზის ნაპირები ნაგავსაყრელებადაა ქცეული
1.2. ვანის მუნიციპალიტეტის აღწერა და დემოგრაფიული მონაცემები
გეოგრაფია
ვანის მუნიციპალიტეტი მდებარეობს იმერეთის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ტერიტორია –
557 კვ.კმ. მუნიციპალიტეტს ესაზრვრება ბაღდათის, სამტრედიის, წყალტუბოს, ადიგენისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. რელიეფის მთავარი ერთეულებია მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთა, იმერეთის დაბლობი და მათ შორის გარდამავალი სამხრეთ იმერეთის გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთი.
ვანის მუნიციპალიტეტის სამხრეთ მთიან ნაწილს ქმნის მესხეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოებები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოდიან მდინარე ხანისწყლის და მდინარეების სუფსისა და ხევისწყლის წყალგამყოფთა ფარგლებში. მესხეთის ქედის ყველაზე მაღალ ადგილებში სუბალპურ და ალპური მდელოების ქვეშ მთის მდელოს კორდიან-ტორფიანი ნიადაგია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ქედის უმაღლესი მწვერვალი მეფისწყარო (2 851 მ.) და მნიშვნელოვანი ჩრდილოეთ განშტოება ლობოროტის ქედი, რომელზეც ორი მნიშვნელოვანი მწვერვალია: დიდი ლობოროტი და პატარა ლობოროტი.
შუა ნაწილს მოიცავს გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთი, რომელიც ჩრდილოეთით იმერეთის დაბლობში გადადის. ვანის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს იმერეთის დაბლობს, რომელიც აგებულია მეოთხეული და თანამედროვე ალუვიური ნალექებით. დაბლობზე ალუვიურ-ღორღიან და თიხა-ღორღიან ნალექებზე ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული ეწერი და ალუვიური ნიადაგები, გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში –
წითელმიწა, ყვითელმიწა და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები. მთის ფართოფოთლოვან ტყის ზონაში განვითარებულია ტყის ყომრალი ნიადაგები.
ჰავა
მუნიციპალიტეტში ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 13,9 °C, იანვარი 4,1 °C, ივლისი 23,4 °C. ნალექები 1380 მმ წელიწადში. უხვი ნალექი მოდის შემოდგომასა და ზამთარში. თოვლის საფარი დაბლობზე საშ.10-12 სმ სისქისაა და მისი ხანგრძლივობა წელიწადში 2 კვირას არ აღემატება. მაღალ მთებში თოვლის სისქე 2 მ-ზე მეტია და წელიწადში 3-4 თვე დევს.
ჩრდილოეთით მუნიციპალიტეტის საზღვარს გასდევს მდინარე რიონი, რომლის მარცხენა შენაკადები –
სულორი (მთავარი შენაკადები: ძულუხურა და ჭიშურა), ყუმური, კორისწყალი, კვინისწყალი და ფერეთა სამდინარო ქსელს ქმნიან მუნიციპალიტეტის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში მიედინება მდინარე ხანისწყლის მარცხენა შენაკადი –
წაბლარასწყალი. მდინარეებს სათავეები მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე აქვთ, ზღვის დონიდან 1500 მ. საზრდოობენ წვიმის, თოვლისა და მიწის ქვეშა წყლით.
ფლორა და ფაუნა
ვანის მუნიციპალიტეტში 1048 სახის მცენარეა. დაბლობი ძირითადად გამოყენებულია სასოფლო სამეურნეო კულტურებისათვის. გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში გვხვდება კოლხური ტყის უმნიშვნელო კორომები, რომლის შემქმნელი მთავარი ჯიშებია წიფელი, წაბლი, ქართული მუხა, რცხილა და სხვ. იგი მდიდარია მარადმწვანე ბუჩქებითა (წყავი, შქერი, თაგვისარა, ბაძგი) და ლიანებით. უფრო ზემოთ გავრცელებულია წიწვიანები –
ნაძვი და სოჭი, ფართოფოთლოვანებიდან –
წიფელი. ტყის ზედა საზღვართან განვითარებულია სუბალპურ პარკული ტყე, რომელსაც ქმნის არყი, ნეკერჩხალი, ცირცელი და სხვა. სუბალპურ ზონაში (1900 მ-იდან 2300 მდე) გამოიყოფა მცენარეთა სამი ძირითადი დაჯგუფება: სუბალპური მდელოები (ბარისპირა, ნემსიწვერა, მედგარი, შვრიელა, წივანა და სხვ.), ლიხი (დიყი, დუცი, მზიურა, ხარისშუბლა, დეზურა, შროშანი და სხვ.) და სუბალპური ბუჩქნარები (დეკა, იელი, ღვია, მაჯაღვერი). ზღვის დონიდან 2300 მეტრის ზემოთ ალპური მდელოებია. სუბალპური და ალპური მდელოები გამოყენებულია სათიბ-საძოვრად.
მაღალ მთიან მდელოებზე გვხვდება არჩვი, კურდღელი, პრომეთეს მემინდვრია, შურთხი, ორბი, მთის ტოროლა და სხვა; ტყის ზონაში –
დათვი, მგელი, ტყის კატა, კვერნა, გარეული ღორი, ირემი, შველი, ზღარბი და სხვა. მდინარეებში გავრცელებულია ღორჯო, ლოქო, შამაია.
წიაღისეული
მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა სამშენებლო მასალები –
ანდეზიტი, ბაზალტი, ალებასტრი (ინაშაური), კერამიკული თიხა, კირქვა (ისრითი), მინერალური წყლები (ინაშაური, სულორი, ჭოკინა), თერმული წყლები (ამაღლება, საპრასია)
მოსახლეობა
(2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებით)
მოსახლეობა
კერძო შინამეურნეობების რაოდენობა
ორივე სქესი
მამაკაცი
ქალი
ვანის მუნიციპალიტეტი
8,253
24,512
12,072
12,440
ქ. ვანი
1,183
3,744
1,753
1,991
ამაღლების თემი
518
1,561
768
793
ამაღლება
342
1,052
518
534
ინაშაური
176
509
250
259
ბზვანის თემი
525
1,461
744
717
ქვედა ბზვანი
383
1,090
549
541
ზედა ბზვანი
142
371
195
176
გადიდის თემი
85
199
105
94
გადიდი
44
109
54
55
ონჯოხეთი
41
90
51
39
გორის თემი
468
1,356
669
687
ქვედა გორა
333
957
476
481
ზედა გორა
135
399
193
206
დიხაშხოს თემი
595
1,757
869
888
დიხაშხო
351
1,041
519
522
ისრითი
221
654
319
335
ციხისუბანი
23
62
31
31
ზედა ვანის თემი
349
1,132
574
558
ზედა ვანი
279
910
462
448
ტყელვანი
70
222
112
110
ზეინდრის თემი
605
1,869
935
934
ზეინდარი
303
971
486
485
შუა გორა
302
898
449
449
მთისძირის თემი
249
831
412
419
მთისძირი
127
413
200
213
ჭაგან-ჭყვიში
122
418
212
206
მუქედის თემი
186
580
288
292
ქვედა მუქედი
95
282
139
143
ზედა მუქედი
91
298
149
149
სალომინაოს თემი
260
790
397
393
სალომინაო
256
782
394
388
ბაგინეთი
...
...
...
...
სალხინოს თემი
470
1,441
716
725
სალხინო
423
1,321
666
655
ზენობანი
47
120
50
70
საპრასიის თემი
262
681
338
343
საპრასია
139
405
203
202
რომანეთი
123
276
135
141
სოფელი სულორი
262
702
355
347
სულორი
262
702
355
347
ტობანიერის თემი
439
1,270
615
655
ტობანიერი
203
584
282
302
ზედა ეწერ-ტობანიერი
38
146
74
72
კუშუბაური
56
140
67
73
მიქელეფონი
142
400
192
208
უხუთის თემი
234
598
290
308
უხუთი
150
375
180
195
იმერუხუთი
84
223
110
113
ფერეთის თემი
230
663
329
334
ფერეთა
230
663
329
334
ბაბოთი
0
0
0
0
ყუმურის თემი
260
641
310
331
ყუმური
178
445
216
229
დუცხუნი
44
109
53
56
მაისაური
38
87
41
46
შუამთის თემი
556
1,683
825
858
შუამთა
443
1,307
630
677
ჭყვიში
113
376
195
181
სოფელი ციხესულორი
359
1,135
564
571
ციხესულორი
359
1,135
564
571
სოფელი ძულუხი
158
418
216
202
მმართველობა
მუნიციპალიტეტში 43 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 42 სოფელი. მუნიციპალიტეტი იყოფა შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებად:
· 1 ქალაქი — ვანი
· 17 ადმინისტრაციული ერთეული— ამაღლება, ბზვანი, გადიდი, გორა, დიხაშხო, ზედა ვანი, ზეინდარი, მთისძირი, მუქედი, სალომინაო, სალხინო, საპრასია, ტობანიერი, უხუთი, ფერეთა,
ყუმური, შუამთა.
· 3 სოფელი: სულორი, ციხესულორი, ძულუხი.
სოციალური სფერო
განათლება
მუნიციპალიტეტში 30 საჯარო და ერთი სასულიერო სკოლაა, მოსწავლეების საერთო რაოდენობაა 3559. , გურამ ბზვანელის სახ. მუსიკალური სკოლა, სპორტსკოლა და საფეხბურთო სკოლა, 24 საბავშვო ბაღი, 1 კულტურის სახლი,.
ჯანდაცვა
მოსახლეობას ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება საავადმყოფო, პოლიკლინიკა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, 17 ამბულატორია და 46 ექიმი.
რელიგია
ვანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. მუნიციპალიტეტში 38 ტაძარი მოქმედებს.
კულტურა
მუნიციპალიტეტში მოქმედებს უხუცეს მომღერალთა ფოლკლორული გუნდები ,,სულორი”, ,,ტობანიერი”, ,,შუამთა”, ,,დუცხუნი”, აგრეთვე ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,იმედი”, ,,აისი“, ხალხურ საკრავთა ანსამბლი ,,მერცხალი”, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი ,,საჩინო”.
ღირსშესანიშნაობანი
ტაბიძეების მუზეუმი ჭყვიშში
ისტორიული ძეგლები
· ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიული ძეგლები:
· შუამთის წმინდა გიორგის ეკლესია
· მელოურის ციხე და XIV საუკუნის მელოურის ეკლესია — სოფელი ძულუხი
· XII-XIII საუკუნეების მთავარანგელოზის ეკლესია
· თამარის ციხე — სოფელი ინაშაური
· ბზვანის მღვიმე
· გორმაღალის ციხე — სოფელი სულორი
· ნათლისღების სახელობის ეკლესია — სოფელი შუამთა
· XVIII საუკუნის I ნახევრის სამების ეკლესია — სოფელი დიხაშხო
· XI საუკუნის ეკლესია — სოფელი გადიდი
· XVI საუკუნის ეკლესია — სოფელი სალომინაო
· 1903-04 წლების ეკლესია — სოფელი ქვედა გორა
· ფეოდალური ხანის ორი ციხესიმაგრე და XIX საუკუნის ეკლესია — სოფელი ზედა ბზვანი
· 1619 წლის მაცხოვრის ეკლესია — სოფელი ამაღლება
· შუა საუკუნეების ციხე, ეკლესია და კოშკი — სოფელი ისრითი
· მთავარანგეოზის სახელობის ეკლესია — სოფელი ქვედა მუქედი
· ციხესიმაგრე — სოფელი მაისაური
· აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ლეგენდის თანახმად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დგას ჯვარი, რომელიც ანდრია პირველწოდებულმა აღმართა.
ტურიზმი-მუზეუმები
არქეოლოგიური მასალები ჯერჯერობით ვანს ნეოლითის ხანით ათარიღებს. ჩანს პირველყოფილი საზოგადოება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოსახლეობდა ვანის ტერიტორიაზე, აქ ნაპოვნია ნეოლითის პერიოდის ქვის წერაქვი,ასევე ნეოლითის და ბრინჯაოს ხანის მასალები, რაც საკმაოდ ზუსტად ადასტურებს აღნიშნულ რეალობას.
ასეთმა ხანგრძლივმა ცხოვრების ინტენსივობამ ხელი შეუწყო ანტიკურ ხანაში ჩამოყალიბებულიყო ისეთი ძლიერი ქალაქ ცენტრი, როგორიც დღევანდელი ვანის ნაქალაქარითაა დადასტურებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად.
ქალაქის ასეთ განვითარებას ხელს უწყობდა კოლხეთზე (ვანი) გამავალი სავაჭრო საქარავნო-იგივე აბრეშუმის გზა, რაც ევროპას აზიასთან და პირიქით აკავშირებდა. მე-17 საუკუნის ბოლოს, როდესაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ლეჩხუმიდან მოსული ახვლედიანები, აქ მცხოვრებ ჩიჯავაძეების ნებართვით დასახლდნენ, პოულობდნენ მიწის დამუშავების თუ წვიმის ნიაღვრის შედეგად ჩამორეცხილ ოქროს ნივთებს, აგრეთვე სხვა დასახელების არქეოლოგიურად საინტერესო მასალებს, რაც დროთა ვითარების შედეგად ცნობილი ხდებოდა ფართო საზოგადოებისათვის.
მე-19 საუკუნის ბოლოს აკად. ექვთიმე თაყაიშვილმა გათხარა და დაათარიღა ვანი. ის წერდა თავის ნაშრომში , რომელიც ფართო მეცნიერებს წარუდგინა.თუ ვანი არქეოლოგიურად იქნება გათხრილი მერწმუნეთ მისი აღმოჩენები გააოცებს მსოფლიოს. მან შეადარა ვანი მითრიდატეს მთას და პომპეის.
მე-20 საუკუნის შუა ხანებში, როდესაც ვანის არქეოლოგიურად შესწავლა დაიწყო ჯერ ქალბატონმა ნინო ხოშტარიამ, შემდეგ ოთარ ლორთქიფანიძემ გააცოცხლა აკადემიკოს მათაყაშვილის წინასწარმეტყველება. პირველივე წელს დიდი აღმოჩენების შემდეგ ვანი თანდათან ცნობილი ხდება, დაიწყო ექსკურსიების მოზიდვა ვანში. 1947-48-61-69 წლებში აღმოჩენილი იქნა მდიდრული სამარხები, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ვანისადმი ინტერესები, არა მარტო რესპუბლიკის არამედ მსოფლიოს მასშტაბით.
ექსპონანტების სიმრავლემ ხელი შეუწყო დაფუძნებულიყო არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წელს ვანში, სადაც ასახული იყო მხოლოდ არქეოლოგიური მასალები, ორი წლის შემდეგ მუზეუმს შემოემატა ოქროს ფონდის გამოფენა.ამან კიდევ გაზარდა უცხოელთა დენადობა , რასაც საერთაშორისო სიმპოზიუმების დაფუძნება მოჰყვა ვანში. სიმპოზიუმებში მონაწილეობას ღებულობდნენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მეცნიერები. მათი გამოცემები სხვადასხვა ქვეყნების ტურისტებს იზიდავდა ვანში სამოგზაუროდ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასეთი დაინტერესება გახდა ტომ-სევერინის მოგზაურობა „არგოთი“ ძველი არგონავტების ნაკვალევზე, რამაც დიდი სამსახური გაუწია ძველი ისტორიით დაინტერესებულ პირებს.
დღეისათვის ვანი კიდევ უფრო წარმატებული ხდება ტურისტთა მიზიდვის კუთხით. ეროვნული მუზეუმის მიერ , საფრანგეთის, ესპანეთის, გერმანიის, ჰოლანდიის, ინგლისის, ისრაელის ქვეყნებში მოეწყო ექსპონატები გასვლითი დროებითი გამოფენები. აღნიშნულ ქვეყნებში ეზიარნენ ვანის შესანიშნავ ხელოვნების ნიმუშებს, ყველა ქვეყნებში გამოსცეს ილუსტრირებული წიგნები თუ ჯურნალები, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.
დღეისათვის მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს . ამავდროულად, ნაქაცარაზე მოეწყობა ძეგლები ტურისტებისათვის, სასტუმროები, მოეწყობა ძლიერი ექსპოზიცია, სადაც ასახული იქნება ვანში ყველა ეპოქის მასალები. დაგეგმილია ეროვნული მუზეუმიდან ძირითადი მასალა გადმოტანილი იქნას ვანში, რათა ვანის მუზეუმი ჩადგეს ევროპული მუზეუმების გვერდით, ასეთ შემთხვევაში ვანი ჩაჯდება ტურისტულ საერთაშორისო მარშუტში , რაც გაზრდის ტურისტების დენადობას. ვანი უნდა გადაიქცეს მუზეუმ-ქალაქად.
ვანის ანტიკური ხანის ნაქალაქარის არქეოლოგიური ნაშთები
ვანის მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტურიზმს. ყველაზე ცნობილი ტურისტული ობიექტია ვანის ანტიკური ნაქალაქარი. მუნიციპალიტეტის სოფლებში ასევე მრავლადაა ისტორიული ძეგლები.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე ორი ბალნეოლოგოური კურორტია: სულორი და ამაღლება.ვანი და მისი ტერიტორია უხსოვარი დროიდან გახლავთ დასახლებული,რაც მეცნიერთა მიერ მოკვლეული არქეოლოგიური მასალების საფუძველზეა დადასტურებული.
ვანის მუნიციპალიტეტში არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობის დამთავრების შემდეგ მნიშვნელოვნად მოიმატებს ტურიტების რაოდენობქა. ვანის მუნიციპალიტეტს 2016 წელს ესტუმრა დაახლოებით 4000 ტურისტი. 2017 წელს- ტურისტების რაოდენობა გაიზრსდება 5000, 2018 წელს-6000, 2019 წელს -9000 2020 წელს-11000, 2021-2022 წელს 14 000-მდე.
ქალაქ ვანში, ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიაზე მოქმედებს ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც დაცულია ძვ. წ. VIII-I საუკუნის ნივთები, შემორჩენილია ნაქალაქარის არქეოლოგიური ნაშთები. სოფელ ჭყვიშში მოქმედებს გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების ისტორიული სახლების ახლოს მოქმედებს მათივე სახელობის მუზეუმი
გარდა ამისა, ქალაქ ვანში მოქმედებს სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ხოლო სოფელ ტობანიერში — კორნელი კეკელიძის სახლ-მუზეუმი.
1.3 გეგმის ამოცანები და მიზნობრივი შედეგები
მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც ადგენს წესს, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტი განახორციელებს ნარჩენების მართვის იმ ვალდებულებებს, რომელიც განსაზღვრულია „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიერ.
მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა მიმართულია ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტაზე, როგორიცაა:
· საკანონმდებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება “ნარჩენების მართვის კოდექსით” გათვალისწინებული ეფექტიანი ადგილობრივი პროგრამების, პროცესებისა და ობიექტების შექმნის თვალსაზრისით;
· მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ხარჯებისა და რისკების მინიმიზაცია;
· გარემოზე ზემოქმედების უარყოფითი შედეგების მინიმიზაცია, რომლებიც დაკავშირებულია ნარჩენების შეგროვებისა და გატანის არსებული სისტემასთან;
· ნარჩენების შეგროვების სერვისის არეალის გაფართოება, რათა მოცული იქნას მოსახლეობის მაქსიმალური რადოენობა;
· ეკონომიკური სარგებლის მიღება, ისეთი ღონისძიებების დანერგვით, როგორიცაა ნარჩენების კომპოსტირება და რეციკლირება.
1.3 მუნიციპალური ნარჩენების დახასიათება
1.3.1გეგმაში მიმოხილული ნარჩენების სახეობები
წარმოდგენილი გეგმა მიმოიხილავს მუნიციპალურ არასახიფათო ნარჩენებს, რომელთა წარმოქმნის წყაროებს მიეკუთვნება:
· საოჯახო მეურნეობები. კერძოდ, კერძო სახლებსა და მრავალსართულიან შენობებში მცხოვრები ოჯახები;
· წარმოება-დაწესებულებები;
· სასწავლო დაწესებულებები (სკოლები, სკოლამდელი დაწესებულელები);
· მომსახურეობის სფერო (სავაჭრო და კვების ობიექტები);
· სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები;
· სხვა ანალოგიური დანიშნულების ორგანიზაციები.
ქალაქის ტერიტორიაზე ასევე წარმოიქმნება ინერტული ნარჩენები, ძირითადად, სამშებენლო ნარჩენები.
1.3.2 ნარჩენების რაოდენობა
2016 წელს ვანის მუნიციპალიტეტიდან შეგროვებული და ნაგავსაყრელზე გატანილი იქნა 2000 კუბ. მეტრი ნარჩენი.
1.4 მუნიციპალური ნარჩენების მართვის არსებული სისტემის მიმოხილვა
1.4.1 არსებული მუნიციპალური მომსახურების აღწერა
ვანის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შეგროვებასა და ტრანსპორტირებას მომსახურებას ანხორციელებს ვანის კომუნალური გაერთიანება
ვანის კომუნალური გაერთიანების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
· მყარი (საყოფასხოვრებო) ნარჩნების შეგროვება და გატანა.
ნარჩენებ მართვასთან დაკავშირებით „ვანის კომუნალური გაერთიანება“ ახორციელებს შემდეგ საქმიანიობას:
· ნარჩენების შეგროვება მოსახლეობიდან და ტრანსპორტირება ნაგავსაყრელამდე,
· ნარჩენების შეგროვება კომერციული და სხვა დანიშნულების დაწესებულებებიდან,
· ბაღის ნარჩენების გატანა,
· მკვდარი ცხოველების გატანა
Ø კონტეინერული: კონტეინერები ნარჩენების შესაგროვებლად განლაგებულია საცხოვრებელ ადგილებთან ახლოს. მოსახლეობას საშუალება ეძლევა თავად განათავსოს ნარჩენები კონტეინერებში. კონტეინერების დაცლა განსაზღვრულ ინტერვალებში ხდება სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით.
კონტეინერული სისტემის რეალიზაცია:
კონტეინერული სისტემით მოცულია ვანის მუნიციპალიტეტის ნაწილი, კერძოდ, კონტეინერები განთავსებულია შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: ქალაქი
ცხრილი №3. კონტეინერების ადგილმდებარეობა და რაოდენობა ქ.ვანში
№
კონტეინერების რაოდენობა მოცულობის შესაბამისად
ვაბის მუნიციპალიტეტი
50L
240L
პოლიეთილენის ბოთელბისა
თვის განკუთვნილი 1,1 მ3
ლითონის ურნები 1,1 მ3
1
თავისუფლების ქუჩა
30
2
სანაპიროს ქუჩა
4
3
ჭანტურიას ქუჩა
4
4
ტაბიძის ქუჩა
3
5
ბაგრატის ქუჩა
2
6
თამარ მეფის ქუჩა
9
7
რუსთაველის ქუჩა
13
8
ლორთქიფანიძის ქუჩა
3
9
სააკაძის ქუჩა
4
10
სოლომონ მეორეს ქუჩა
6
11
ცენტრალურ მოედანი
4
სულ
82
ცხრილი №4. კონტეინერების რაოდენობა ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
№
კონტეინერების რაოდენობა მოცულობის შესაბამისად
ვანის მუნიციპალიტეტი
50L
240L
პოლიეთილენის ბოთელბისა თვის განკუთვნილი 1,1 მ3
ლითონის ურნები 1,1 მ3
1
სალხინო
15
2
დიხაშხო
16
3
ფერეთა
2
4
ბზვანი
6
5
ამაღლება
7
6
ზეინდარი
9
7
გორა
6
8
სალომინაო
2
9
ციხესულორი
13
10
შუამთა
22
11
ტობანიერი
6
12
მუქედი
2
13
მთისძირი
12
14
ზედავანი
6
სულ ჯამი
123
1.5 შეგროვების და ტრანსპორტირების მომსახურება
1.5.1 შეგროვების და ტრანსპორტირების საშუალებები და საოპერაციო პროცესები.
როგორც ზემოთ იყო აღწერილი, ნარჩენების მართვის მომსახურებას ვანის მუნიციპალიტეტში ახორციელებს ვანის კომუნალური გაერთიანება ნარჩენების შეგროვების მიზნით ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყენება კონტეინერები,
უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული მომსახურებით დაფარულია ქალაქ ვანის 80%, ხოლო სოფლების - 35%. ჯერ კიდევ არის დასახლებული პუნქტები, რომლებიც ვერ სარგებლობენ ნარჩენების შგროვებისა და გატანის ორგანიზებული სისტემებით.
ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირებისათვის გამოიყენება შემდეგი ტექნიკური აღჭურვილობა:
· კონტეინერები 1,1 მ3 მოცულობის - 205
· ნაგავმზიდი მანქანები:
- სპეციალური ავტომანქანა - 3
- თვითმცლელი - 1
ცხრილი №5. ნარჩენების ტრანსპორტირების ტექნიკური აღჭურვილობა
სატრანსპორტო საშუალებების და კონტეინერების ტიპი
რაოდენობა
წარმოების წელი, ახალი, ნახმარი
1
სპეციალური ნაგამზიდი DAF-2300
1
1993 წ.
2
თვითმცლელი მერსედეს ბენცი D 609
1
1994 წ.
3
მერსედესი AXOR 1829
1
2016 წ.
4
მერსედესი KATMERCILER ROV
1
2016 წ.
მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავება
ფუნქცია
განმახორციელებელი ორგანიზაცია
მუნიციპალიტეტი
კონტრაქტორი, შპს
ეგროვების მომსახურება მოსახლეობისათვის
ვანის მუნიციპალიტეტი
ა(ა)ი.პ ვანის კომუნალური გაერთიანება
შეგროვების მომსახურება კომერციული და სხვა დაწესებულებებისათვის
კი
შეგროვების მომსახურება საწარმოებისათვის
კი
ქუჩების დასუფთავება
კი
ბალახის/ხეების ჭრა
კი
წყალსადინარის/მდინარის დასუფთავება
კი
მკვდარი ცხოველების გატანა
კი
ბაღის ნარჩენების გატანა
კი
დიდგაბარიტიანი ნარჩენების გატანა
კი
ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების გატანა
არა
სამშენებლო და ნგრევის ნარჩენების გატანა
არა
მიტოვებული მანქანების გატანა
არა
სატრანსპორტო საშუალებების/დანადგარების შეძენა
კი
სატრანსპორტო საშუალებების და დანადგარების მოვლა/შეკეთება
კი
ნარჩენების მართვის მომსახურებისათვის თანამშრომლების აყვანა
კი
თანამშრომლების ტრენინგი
კი
საზოგადოებრივი განათლება
კი
ნარჩენების მართვის სპეციალური პროექტები
არა
ადამიანური რესურსები
1
ადმინისტრაცია
18
2
მუშა
10
3
მეეზოვე
16
4
დეკორატორი
1
5
დამლაგებელი
9
6
ბრიგადირი
1
7
მძღოლი
5
სულ
60
1.5.2 შეგროვების მომსახურების დაფარვის არეალი.
ქალაქი ვანი.
ნარჩენების შეგროვება-გატანის მომსახურებით მოცულია ქალაქ ვანის მთელი ტერიტორიისა და მოსახლეობის 80%. ამისთვის გამოიყენება კონტეინერული სისტემა ნარჩენების გატანა კონტეინერული მომსახურებით ხორციელდება კვირაში 4 დღე
ქუჩების დასუფთავება
ვანის მუნიციპალიტეტში ხორციელდება ქუჩების დასუფთავება, რომელსაც ემსახურება ვანის კომუნალური გაერთიანება ძირითადად ქუჩების დასუფთავების მომსახურებით მოცულია ქალაქი ვანის და ქალაქის შემოსავლელები.
1.5.3 ნარჩენების განთავსების არსებული ობიექტები
ა. ოფიციალური ნაგავსაყრელი პოლიგონები
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი და შეგროვებული ნარჩენების განთავსება ხორციელდება ქალაქ სამტრედიის ნაგავ საყრელზე.
არასანქცირებული ნაგავსაყრელები ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
დიდი მაშტაბის აროფიციალური ნაგავსაყრელები მუნიციპალიტეტში არ არის, არის მხოლოდ პატარ-პატარა კერები ქაოტური ნაგავსაყრელების, რომელიც პერიოდულად სუფთავდება.
ვანის მუნიციპალიტეტში უახლოეს პერიოდში დასუფთავების 8 აქცია ჩატარდა:
როგორც აღნიშნულია მიყვანილ დოკუმენტში, ზოგადად არსებული ნაგავსაყრელების შემადგენლობაში შედის საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და დემონტაჟის ნარჩენების, უმნიშვნელო რაოდენობით - სახიფათო ნარჩენები. რეკომენდებულია, აღნიშნულ არაოფიციალურ ნაგავსაყრელებზე დაუყოვნებლივ შეწყდეს ნარჩენების განთავსება და ნარჩენების განთავსება განხორციელდეს ოფიციალურ ნაგავსაყრელზე.
8. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ტარიფების პროგნოზი.
2018
2019
2020
2021
2022
საყოფაცხოვრებო
ლარი/ერთ სულ მოსახლეზე/თვეში
0,5
0,8
1,2
1,5
2,0
1.6 ვანის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის სისტემის SWOT ანალიზი
სამუშაო ჯგუფთან თანამშრომლობით შემუშავებული იქნა ვანის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის არსებული სისტემის ანალიზი ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების განსაზღვრის გზით (SWOT ანალიზი).
ძლიერ მხარეებს შორის აღსანიშნავია ის, რომ:
· ვანის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს შესაბამისი სამსახური ვანის კომუნალური გაერთიანება, რომელიც ახორციელებს ნარჩენების მართვის მომსახურებას მუნიციპალიტეტის მაშტაბით;
· არსებობს ინფრასტრუქტურა, რომელიც დღეისათვის უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვებასა და გატანას;
· ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების ზრდადი დინამიკა;
· ქ. ვანის ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის არსებობა, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ნარჩენების მართვის ეფექტრური სისტემის ჩამოყალიბება.
სუსტ მხარეებს შორის აღსანიშნავია შემდეგი:
· არ ხორციელდება სახიფათო ნარჩენების მართვა;
· არასაკმარისი თანამედროვე სპეციალური ტექნიკა ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირებისათვის;
· ნარჩენების მართვის მომსახურებით არ არის მოცული მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია;
· არ არსებობს ნარჩენების სეპარირების სისტემები;
· არ არსებობს ცხოველთა ნარჩენების შესაბამისი უტილიზაციის საშუალებები.
არსებობს შესაძლებლობების საკმაოდ ფართო სპექტრი, რომლის გამოყენება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნარჩენების მართვის სისტემას მუნიციპალიტეტში. კერძოდ, ესაა:
· საქართველოს „ნარჩენების მართვის კოდექსის“ არსებობა, რომელიც კონკრეტულად საზღვრავს მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობას ადგილობრივ დონეზე ნარჩენების მართვის მიმართ;
· ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რომელშიც განსაზღვრულია საქართველოს ვალდებულებები ნარჩენების მართვის მიმართულებით;
· ქალაქ ქუთაისში რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომელიც 2019 წელს უნდა ამოქმედდეს;
· ტრანსასაზღვრო პროექტების რეალიზაცია მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობით და გამოცდილების გაზიარება;
· ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების არსებობა და ხელმისაწვდომობა.
· საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ნარჩენების მართვის დარგისათვის კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების შესაძლებლობა.
ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების საქმეში მეტად მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენენ საფრთხეები, რომელთა გათვალისწინება და მათი გავლენის შემცირება ერთ-ერთ განსაკუთრებულ როლს თამაშობს. უნდა აღინიშნოს შემდეგი საფრთხეები, რომელთა გამოვლენა არის მოსალოდნელი:
· „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად ახალი ნორმატიული დოკუმენტების მიღების ვადების დაგვიანება, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის განხორციელებას;
· საქართველოს ნარჩენების მართვის სტრატეგიის მიერ განსაზღვრული ვადების არდაცვა, რამაც შესაძლოა გადაავადოს მთელი რიგი აქტუალური და პრიორიტეტული საქმიანობების რეალიზაცია;
· ნარჩენების გადამამუშავებელი კერძო სექტორის დასუსტება;
· სეპარირებული ნარჩენებისათვის ბაზრის არარსებობა ან სეპარირებულ ნარჩენებზე მოთხოვნილების შემცირება.
· დაგეგმარების პროცესი
2.1 მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის ხედვა და მიზნები.
პრობლემების იდენტიფიკაცია
ვანის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიკაციისათვის გამოყენებული იქნა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, მოსახლეობასთან შეხვედრები, სადაც მოსახლეობა აქტიურად გამოთქვამდა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ასევე გათვალისწინებული იქნა სხვადასხვა ჯგუფების წინადადებები.
შედეგად, იდენტიფიცირებული იქნა 11-ზე მეტი სხვადასხვა პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ნარჩენების მართვის სისტემასთან ვანის მუნიციპალიტეტში. ქვემოთ მოყვანილია ყველაზე აქტუალური პრობლემების სია, რომლებიც განლაგებულია პრიორიტეტულობის მიხედვით.
ცხრილი №9. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების რანჟირება.
პრობლემის აღწერა
ფარდობითი წონითი კოეფიციენტი
კონტეინერების არასაკმარისი რაოდენობა
0,3
მოსახლეობის დაბალი თვითშეგნება
0,2
ნარჩენების სეპარირების არარსებობა
0,15
ზარის სისტემით მოსახლეობიდან ნარჩენების გატანის არასაკმარისი სიხშირე
0,1
არასანქცირებული სტიქიური ნაგავსაყრელები
0,1
ამორტიზებული და მოძველებული სპეციალური ტექნიკა
0,1
არაკეთილმოწყობილი ნაგავსაყრელი
0,05
ნარჩენების შეგროვებისა და გატანის მომსახურებით არ არის მოცული მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია
0,05
ნარჩენების წვა
0,1
ნარჩენების კომპოსტირების არარსებობა
0,2
ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისათვის სანქციების არგამოყენება
0,2
ამდენად, ყველაზე პრიორიტეტულ პრობლემებს წარმოადგენს:
· ნარჩენების შეგროვებისათვის კონტეინერების არასაკმარისი რაოდენობა,
· მოსახლეობის დაბალი თვითშეგნება, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს გარემოს ნარჩენებით დაბინძურებას,
· ნარჩენების დახარისხებული შეგროვების (სეპარირების) სისტემების არარსებობა,
· ზარის სისტემით ნარჩენების მოსახლეობიდან გატანის არასაკმარისი სიხშირე ანუ საკმაოდ დიდი ინტერვალები ნაგავმზიდი მანქანების მოძრაობის გრაფიკში,
· არასანქცირებული სტიქიური ნაგავსაყრელები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,
· ამორტიზებული და მოძველებული ტექნიკა, ძირითადად, ნაგავმზიდები, რომელთა რაოდენობა ამასთან ერთად არ არის საკმარისი.
ხედვა და მიზნები
ვანის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის ხედვაა:
სუფთა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების შესაბამისი სისტემების დანერგვით.
განისაზღვრა შედეგების მიღწევის შემდეგი მიზნობრივი მაჩვენებლები 2022 წლისთვის:
· ნარჩენების შეგროვებით მოცული მოსახლეობის რაოდენობა - 80 %.
· ნარჩენების სეპარირება:
- ქაღალდი - 60%
- მინა - 15%
- მეტალი - 5%
- პლასტიკი - 50%.
„ნარჩენების მართვის კოდექსისა“ და ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობა ნარჩენების მართვის სფეროში განისაზღვრა ორი მნიშვნელოვანი ფუნქციით:
(1) მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანი სისტემის დანერგვა;
(2) ნარჩენების აღდგენის სისტემების შექმნა (რაც გულისხმობს ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემების დანერგვას).
ასევე მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების გატარებას.
ამდენად, დასახული იქნა შემდეგი სტრატეგიული მიზნები, რომელთა მიღწევა აუცილებელია 2018-2022 წლებში:
მიზანი 1. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანობის ამაღლება.
მიზანი 2. ნარჩენების სეპარირებული შეგროვების ხელშეწყობა.
მიზანი 3. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის შესახებ.თითოეული მიზნისათვის
ცხრილი №10. სტრატეგიული მიზნების და ამოცანები.
მიზანი 1. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანობის ამაღლება
ამოცანა
ღონისძიებები
პასუხისმგებელი შესრულებაზე
შესრულების დრო
ღირებულება ლარი
ნარცენების შეგროვების უზრუნვესაყოფად საჭირო კონტეინერების შეძენა 400 ცალი
მუნიციპლაიტეტის მთელს ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების უზრუნველყოფა
ვანის მუნიციპალიტეტი
2019-2022
400000
ნარჩენების შეგროვების მუნიციპალური მომსახურეობის მიწოდების დანერგვა ისეთ თემებში, სადაც ასეთი მომსახურება ჯერ არ ხორციელდება 12 ცალი
ნარჩენების შეგროვების კონტეინერული სისტემის უზრუნველყოფა ყუმურის ა.ე. ტობანიერის ა.ე. სოფელ მიქელეფონში, მუქედი ა.ე. სოფ. ზედა მუქედში, უხუთის ა.ე. საპრასიის ა.ე. გადიდის ა.ე ძულუხის ა.ე
ვანის მუნიციპალიტეტი
2019-2022 წ.
12000
ნარჩენების შეგროვების არსებული მუნიციპალური მომსახურების მიწოდების გაფართოვება70 ცალი
ნარჩენების შეგროვების კონტეინერული სისტემის უზრუნველყოფა ქ. ვანი, მთისძირის ა.ე. შუამთის ა.ე ციხესულორის ა.ე ზედავანი ა.ე. სალხინოს ა.ე დიხაშხოს ა.ე ბზვანის ა.ე სულორის .ა.ე. ამაღლების ა.ე. ზეინდრის ა.ე
ვანის მუნიციპალიტეტი
2019-2022 წ.
70000
სპეციალური დანიშნულების ტექნიკის შეძენა 3 ერთეული:მ/შ; 1. დამგველი მანქანა. 1. სარყწავი მანქანა. და 1 ნაგავმზიდი მანქანა
ურნებიდან ნაღცენების გატანა ნაგავსაყრელზე. ქუჩების დაგვა, ქუჩების მორწყვა
ვანის მუნიციპალიტეტი
2019-2022
300 000
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცირე ზომის ხელით სატარებელი ურნების შეძენა 10 ცალი
ქუჩების დასუფთავება
ვანის მუნიციპალიტეტი
2020-2022
1500
სპეც ტანსაცმელის შეძენა
ვანის მუნიციპალიტეტი
2019-2022
3000
ნარჩენების მართვის მომსახურებისათვის მოსაკრებლის ამოქმედება
მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა და საკრებულოს მიერ დადგენილების მიღება
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო
2018
0,50 ლარი
ნარჩენების მართვის მომსახურებისათვის მოსაკრებლის ამოქმედება
მოსახლეობაში მ,ოსაკრებელის ამოღების ორგანიზება
ვანის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის ასმსახური
2018
0,50 ლარი
2.2 მუნიციპალური ღონისძიებებისა და პროცესების პრიორიტეტულობის განსაზვრა
ნარჩენების მართვის სისტემების ეფექტიანობის ამაღლება ვანის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელია შესაბამისი სერვისებით მუნიციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობის მოცვა. ამ ეტაპზე ნარჩენების შეგროვებისა და გატანის მომსახურებით სარგებლობს ქალაქ ვანის 80% და დანარჩენი მოსახლეობის 20%. ამდენად, ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებით აქტუალურია მომდევნო 5 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად 2020 წლისთვის მიღწეული უნდა იქნას ნარჩენების შეგროვების მინიმალური მაჩვენებელი 80%, ხოლო 2022 წლისთვის -90 %.
ამდენად, აუცილებლობას წარმოადგენს ვანის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ორგანიზება. კერძოდ, როგორც დაკვირვებები გვიჩვენებს, საჭიროა კონტეინერული სისტემის ეტაპობრივი დანერგვა თემების დაჯგუფების გზით, რაც უფრო ოპტიმალურს გახდის პროცესს. თემებისა და სოფლების დაჯგუფების ძირითადი პრინციპია მათი ახლოს მდებარეობა და მისასვლელი გზებით დაკავშირება. სასურველია კონტეინერული სისტემის დანერგვა ან იქ, სადაც უკვე არსებობს ეს სისტემა, მისი სრულყოფა მოხდეს ეტაპობრივად, რაც ასევე უფრო მისაღები იქნება ფინანსური რესურსების უზრუნველყოფის მხრივ.
ამდენად, კონტეინერული სისტემა ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ზარის სისტემა. პირველ ეტაპზე საჭიროა მოხდეს კონტეინერების რაოდენობის გაზრდა იქ, სადაც ეს სისტემა მუშაობს, ასევე იმ თემებში, სადაც დიდი რაოდენობის მოსახლეობაა და შესაბამისად დიდი მოცულობით წარმოიქმნება ნარჩენები. კერძოდ, 2018-2020 წლისთვის საჭიროა შეძენილი იქნას 250 კონტეინერი (მოცულობა 1,1 მ3), ხოლო 2021-2022 წლისთვის - 150 კონტეინერი (მოცულობა 1,1 მ3). ამასთან ერთად საჭიროა სპეცილაური მანქანების პარკის განახლება და 2 ერთეული მანქანის შეძენა.
მიზანი 2. ნარჩენების სეპარირებული შეგროვების ხელშეწყობა
მუნიციპალიტეტებს ნარჩენების სეპარირების ვალდებულებები ეკისრება 2019 წლიდან. ასევე გასათვალისწინებელია, რომ პროექტის „ერთნაირი პრობლემების ერთობლივი გადაჭრა: საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურეობის გაუმჯობესება ვანის მუნიციპალიტეტში 2019 წლიდან დაიწყება პლასტმასის ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, რისთვისაც ქალაქის ტერიტორიაზე დაიდგმება სპეციალური კონტეინერები წყაროსთან სეპარირების მიდგომის რეალიზაციისათვის. მეორე ეტაპზე აუცილებელია ნარჩენების სხვა სახეობების (ქაღალდი, მეტალი, მინა) სეპარირებული შეგროვების უზრუნველყოფა პლასტმასის ნარჩენებთან ერთად.
სეპარირებით შეგროვებული ნარჩენების შემდგომი მიზანია მისი რეციკლირება.
2.3 დასახული მიზნებისა და ამოცანების მიღწევის შეფასების ინდიკატორები
შესრულების ინდიკატორი
განსაზღვრა და გაზომვის ერთეული
მიზნობრივი მაჩვენებელი
2018
2019
2020
2021
2022
1. ნარჩენების მართვის სერვისებით (ნარჩენების შეგროვება, ტრასპორტირება) მოცული მოსახლეობა
განსაზღვრა: ნარჩენების შეგროვებისა და ტრასპორტირების მომსახურებით სარგებლობს მუნიციპალიტეტის უფრო მეტი მოსახლეობა.
გაზომვის ერთეული: მოსახლეობის საერთო რაოდენობისა და მომსახურებით მოცული მოსახლეობის ფარდობა პროცენტებში.
70%
75%
80%
85%
90%
2. წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება
განსაზღვრა: წარმოქმნილი ნარჩენებიდან რეალურად შეგროვებული და ნაგავსაყრელზე გატანილი ნარჩენების მოცულობის ზრდა.
გაზომვის ერთეული: ფაქტიურად შეგროვებული და ნაგავსაყრელზე გატანილი ნარჩენების მოცულობის ფარდობა წარმოქმნილი ნარჩენების მოცულობასთან პროცენტებში.
55%
60%
80%
85%
90%
3. სეპარირებულად შეგროვებული პლასტმასის მოცულობა
განსაზღვრა: წარმოქმნილი ნარჩენებიდან პლასტმასის ნარჩენების განცალკევებით შეგროვების ზრდა.
გაზომვის ერთეული: გამოცალკავებულად შეგროვებული პლასტმასის ნარჩენების ფარდობა პლასტმასის წარმოქმნილი ნარჩენების მოცულობასთან პროცენტებში
15%
28 %
38%
50%
4. სეპარირებულად შეგროვებული მინის მოცულობა
განსაზღვრა: წარმოქმნილი ნარჩენებიდან მინის ნარჩენების განცალკევებით შეგროვების ზრდა.
გაზომვის ერთეული: გამოცალკავებულად შეგროვებული მინის ნარჩენების ფარდობა მინის წარმოქმნილი ნარჩენების მოცულობასთან პროცენტებში
10%
15%
5. სეპარირებულად შეგროვებული ქაღალდის მოცულობა
განსაზღვრა: წარმოქმნილი ნარჩენებიდან ქაღალდის ნარჩენების განცალკევებით შეგროვების ზრდა.
გაზომვის ერთეული: გამოცალკავებულად შეგროვებული ქაღალდის ნარჩენების ფარდობა ქაღალდის წარმოქმნილი ნარჩენების მოცულობასთან პროცენტებში
45%
54%
60%
6. მოსახლეობის კმაყოფილება ნარჩენების მართვის მიწოდებული მომსახურებით
განსაზღვრა: გამოკითხვის შედეგად მოსახლეობის კმაყოფილების ზრდა ნარჩენების მართვის მომსახურებით
გაზომვის ერთეული: კმაყოფილი მოსახლეობის რაოდენობის შეფარდება მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან პროცენტულად.
60%
70%
80%
ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა ნარჩენების მართვის სფეროში განისაზღვრება მნიშვნელოვანი ფუნქციით.
1.მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების და ტრანსპორტირების ეფექტიანობის სისტემის დანერგვა.
2.ნარჩენების აღდგენის სისტემის შექმნა (რაც გულისხმობს ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვას. ასევე მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, ღონისძიების გატარებას. ამდენად, დასახულია შემდეგი სტრატეგიული მიზნები, რომელთა მიღწევა შესაძლებელია 2018-2022 წლებში.
მიზანი 1.- მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტურიანობის ამაღლება.
მიზანი 2.- ნარჩენების სეპარირებული შეგროვების ხელშეწყობა.
მიზანი 3.- მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის შესახებ.
პირველი მიზნის მიღწევისათვის საჭიროა დღეის მდგომარეობით შესაბამისი ნაგავმზიდი სპეც ტექნიკა. საჭიროა გაიზარდოს 2 ერთეულით.
2. მიზნის მიღწევისათვის საჭიროა კონტეინერული სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესება კერძოდ, დღეისათვის არის 205 ერთეული, როდესაც გადავალთ სეპრარირებულ შეგროვებაზე, საჭირო იქნება კონტეინერების რაოდენობა დაახლოებით გაიზარდოს 250 ერთეულამდე, აღნიშნული მიზნების განხორციელებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას - მისი დონის ამაღლებას ამ მიმართულებით, როგორ უნდა წარიმართოს აგიტაცია მოსახლეობასთან. უნდა მოხდეს შეხვედრები დასახლებული ადგილების მიხედვით და აუხსნათ მათ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სუფთა ქალაქსა და სოფელს და სხვა ადგილმდებარეობას, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზეა.
ნარჩენების ტრანსპორტირების ტექნიკური აღჭურვილობა
სატრანსპორტო საშუალებების და კონტეინერების ტიპი
რაოდენობა
წარმოების წელი, ახალი, ნახმარი
1
სპეციალური ნაგამზიდი DAF-2300
1
1993 წ.
2
თვითმცლელი მერსედეს ბენცი D 609
1
1994 წ.
3
მერსედესი AXOR 1829
1
2016 წ.
4
მერსედესი KATMERCILER ROV
1
2016 წ.
უპირველეს ყოვლისა ჩვენი საუბრების ძირითადი მიმართულება უნდა იყოს იქეთკენ მიმართული, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი არის ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება.
ძირითადი საფუძველი - უნივერსალური არქეოლოგიური მუზეუმი და მისი უნიკალური ნაპოვნი უძვირფასესი ნივთები, რომელიც თითქმის მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ამჯერად, მიმდინარეობს მშენებლობა - იხარჯება 15 მილიონ ლარამდე. მშენებლობის დამთავრების შემდეგ გაიზრდება ტურისტების რაოდენობა 4-5-ჯერ. ამჟამად, ტურისტი შემოდის 4-5 ათასამდე.
თუ ჩვენს მუნიციპალიტეტში ტურისტი ღამისთევით შემოვა ეს კიდევ უფრო მეტ შემოსავალს დატოვებს.
ტურისტების რაოდენობის გაზრდა პირდაპირ კავშირშია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მოწესრიგებასთან, მის სისუფთავესთან და მიმზიდველობასთან. ჩვენ უნდა აუხსნათ მოსახლეობას, რომ ტურიზმის განვითარება და გაზრდა რაიონში პირდაპირ კავშირშია შემოსავლების გაზრდასთან. შემოსავლების გაზრდა, ასევე პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოსახლეობის მატერიალური და საყოფაცხოვრებო დონის ამაღლებასთან-აი ეს უნდა იყოს მოსახლეობისთვის, ჩვენი მუშაობის ძირითადი მიმართულება.
მუნიციპალური ნარჩენების მართვის შემდგომი გაუმჯობესების თვალსაზრისით, არის ბევრი პრობლემური საკითხები. კერძოდ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ზოგიერთი ადმინისტრაციული ერთეულები განლაგებულია მთაგორიან ადგილებში, რომელიც ართულებს ნარჩენების შეგროვებისა და გამოტანის პროცესებს. ამისათვის უნდა შევიმუშაოთ ისეთი მიზნები , რომელიც შედარებით მოხერხებულს გახდის ნაწილობრივ მაინც ნარჩენების შეგროვების საკითხებს. ვფიქრობთ ასეთ ადგილებში გამოვყოთ დღეები, თუ რომელ დღეს, რომელ თემში იქნება ტრანსპორტი ნარჩენების გამოსატანად. ჩვენ ასეთ ადგილებში კონტეინერები განლაგებული გვაქვს სოფლის ცენტრებში. მოსახლეობას რომ ეცოდინება რომელ დღეს მივა ტრანსპორტი, ვინც მოახერხებს იმ დღეს ცენტრამდე თავისი საშუალებებით მიიტანს ნარჩენებს.რა თქმა უნდა ეს არის დროებითი მეთოდი
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყარი ნარჩენების
პროგნოზი 2018-20122 წელბში
მუნიციპალიტეტი
2018 წ.
2019
2020
2021
2022
მოსახლეობა
ნარჩენი ტონა
მოსახლეობა
ნარჩენი ტონა
მოსახლეობა
ნარჩენი ტონა
მოსახლეობა
ნარჩენი ტონა
მოსახლეობა
ნარჩენი ტონა
ქ.ვანი
3688
538
3670
536
3651
533
3633
530
3615
528
ამაღლება
1538
225
1530
223
1522
22
1515
221
1507
220
ბზვანი
1439
210
1432
209
1425
208
1418
207
1411
206
გადიდი
196
195
194
193
28
192
28
გორა
1336
195
1329
194
1322
193
1316
192
1309
191
დიხაშხო
1731
253
1722
251
1714
250
1705
249
1696
248
ზედავანი
1115
163
1110
162
1104
161
1098
160
1093
160
ზეინდარი
1841
269
1831
267
1823
266
1814
265
1805
263
მთისძირი
819
120
815
119
810
118
806
118
802
117
მუქედი
571
83
568
83
566
83
563
82
560
82
სალომინაო
778
114
774
113
770
112
767
112
763
111
სალხინო
1419
207
1412
206
1405
205
1398
204
1391
203
საპრასია
671
667
664
661
96
658
96
სულორი
692
101
688
100
685
100
681
99
678
99
ტობანიერი
1251
183
1245
182
1239
181
1232
180
1226
179
უხუთი
589
586
583
580
85
577
84
ფერეთა
653
95
650
95
647
94
643
94
640
93
ყუმური
631
92
628
91
625
91
622
91
619
90
შუამთა
1658
242
1650
241
1641
240
1633
238
1625
237
ციხესულორი
1118
163
1112
162
1107
162
1101
161
1096
160
ძულუხი
412
410
408
406
59
404
59
24146
3253
24024
3234
23905
3019
23785
3471
23667
3454
2.4 მყარი ნარჩენების პროგნოზი ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2018-2022 წლებბში
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღამის თევით ჩამოსული ტურისტებისა და დასვენების
დღეებში ჩამოსული მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი მყარი ნარჩენების რაოდენობა 2018-2022 წლებში
ტურისტი-მოსახლეობა-2900
მყარი ნარჩენი-2,32 ტონა
2018 წ
ტურისტი-მოსახლეობა-3100
მყარი ნარჩენი-2,48 ტონა
2019 წ
ტურისტი-მოსახლეობა-3600
მყარი ნარჩენი-2,88 ტონა
2020 წ
ტურისტი-მოსახლეობა-4500
მყარი ნარჩენი-3,6 ტონა
2021 წ
ტურისტი-მოსახლეობა-5500
მყარი ნარჩენი-4,4 ტონა
2022 წ
2018 წლისათვის ვანის მუნიციპალიტეტის მყარის ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებით პროგნოზით ბიუჯეტი შეადგენს 317 000 ლარს; აქედან ხელფაი შეადგენს 253 800 ლარს, 10 ცალი კონტეინერი-10 000 ლარი, საწვავი -45000 ლარი, სხვა ხარჯები-8200 ლარი.
2019 წლისათვის ვანის მუნიციპალიტეტის მყარის ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებით პროგნოზით ბიუჯეტი შეადგენს 357 000 ლარს; აქედან ხელფაი შეადგენს 254 000 ლარს, 50 ცალი კონტეინერი-50 000 ლარი, საწვავი -46000 ლარი, სხვა ხარჯები-7000 ლარი.
2020 წლისათვის ვანის მუნიციპალიტეტის მყარის ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებით პროგნოზით ბიუჯეტი შეადგენს 388 000 ლარს; აქედან ხელფაი შეადგენს 254 000 ლარს, 80 ცალი კონტეინერი-80 000 ლარი, საწვავი -47000 ლარი, სხვა ხარჯები-7000 ლარი..
2021 წლისათვის ვანის მუნიციპალიტეტის მყარის ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებით პროგნოზით ბიუჯეტი შეადგენს 431 000 ლარს; აქედან ხელფაი შეადგენს 254 000 ლარს, 120 ცალი კონტეინერი-120 000 ლარი, საწვავი -50 000 ლარი, სხვა ხარჯები-7000 ლარი..
2022 წლისათვის ვანის მუნიციპალიტეტის მყარის ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებით პროგნოზით ბიუჯეტი შეადგენს 438 000 ლარს; აქედან ხელფაი შეადგენს 254 000 ლარს, 125 ცალი კონტეინერი-125 000 ლარი, საწვავი -52 000 ლარი, სხვა ხარჯები-7000 ლარი..
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ოჯახებიდან და მცირე კომერციული ობოექტებიდან წამოქმნილი ნარჩენები შეიძლება შიეცავდეს შემდეგი სახის ნარჩენებს, რომელიც ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად განეკუთვნება სახიფათო ნარჩენების კატეგორიას, ესენია:
- დაცლილი ბატარეები და აკუმულატორები
- ნარჩენი საღებავები, გამხსნელი და სხვა ქიმიური შენაერთები, მათ შორის საპოხი მასალა და მათი შესანახი კონტეინერები.
- ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები
- მინერალური და სამზარეულო ზეთეები და მათი შესანახი კონტეინერები
- სამედიცინო ნარჩენები
- გარდაცვლილი შინაური ცხოველები
- აზბესტის ნარჩენები
- კოსმეტიკა, როგორიცაა (ლაქები და მისი გამხსნელები სუნამოები და კრემები).
ჩვენს მუნიციპალიტეტში დღემდე არ არსებობს ორგანიზებული სისტემა ან სათანადო ობიექტი სადაც შეიძლება მსგავსი ნარჩენების შეგროვება.
შეგროვება და განთავსება ზემოთ ჩამოთვლილი სახიფათო ნარჩენები სხვა ნარჩენებთან ერთად იყრება მუნიციპალიტეტის მიერ გზის პირას დადგმულ საერთო კონტეინერებში და საბოლოოდ ხდება მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაურკვეველია როგორ ხდება სახიფათო მახასიათებლების მქონე ნარჩენების განკარგვა იმ სოფლებში რომლებიც კონტეინერებით არ არის აღჭურვილი და არ უკავშირდება ნარჩენების შეგროვების სისტემას. მუნიციპალიტეტის ძალისხმევით ხშირ შემთხვევაში აღნიშნული ნარჩენების გატანა ხდება ოფიციალურ ნაგავსაყრელზ,. რაც შეეხება მკვდარ ცხოველებს მათი განთავსება ხდება ე/წ ბეიკერის ორმოში,. რისათვის იმ პირობებში როცა არ არსებოსბს სხვა გამოსავალი ან ალტერნატივა ეს შეიძლება ჩაითვალოს მისაღებ ვარიანტად, ვეტერინალური და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.
რაც შეეხება სამედიცინო ნარჩენების შეგროვება სხადასხვა სამედიცინო დაწესებულებებიდან ხორციელდება სპეციალურ კომპანიების მიერ, მიუხედავად ამისა, სამედიცინო დანიშნულების მქონე ზოგიერთი ნივთი მაინც ხვდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებში და შესაბამისად ხვდება სერთო კონტეინერებში და შემდეგ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე. უნდა აღინიშნოს, რომ სახიფათო ნარჩენები და მათ შორის მკვდარი შინაური ცხოველების და მსხვილფეხა საქონლის მართვის საკითხები დარეგულირდება სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოსა ედა ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ, ერთობლივი შემუშავებული ღონისძიებებით, რომელიც ძალაში შევა 2018 წელს
ნაჩენების მართვის კოდექსის თანახმად ელექტრო და ელექრონული აღჭურვილობისაგან წარმოქმნილი ნარჩენები მოქცეულია მწარმოებელთა გაფართოებულ ვალდებულებაში რაც ნიშნავს, რომ მწარმოებლები და იმპორტიორერბი რომლებსაც ბაზარზე შემოაქვთ ტელევიზორები ელ ხესაწყოები და ა.შ. პასუხისმგებლები არიან მათ შეგროვებასა და რეციკრირებაზე. გეგმის მოქმედების პერიოდში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აპირებს შეიმუშავოს ,,მწარმოებლის გაფართოების პასუხისმგებლობის“ წესები და მწარმოებლებთან ერთად განავითაროს შეგროვებისა და რეციკრირების სისტემა კანონის ამოქმედებამდე მუნიციპალიტეტი არ აპირებს ჩაერთოს ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების სეპარიერებულ შეგროვებაში. მუნიციპალიტეტი მხარს დაუჭერს ყველა ინიციატივას ამ საკითხებთან დაკავშირებით.
ინერტული ნარჩენები, რომელიც ძირითადად შედგება საამშენებლო ნარჩენებისაგან რომელსაც მინიჭებულია აქვს კოდი 17 XX XX. ფიზიკური და იურიდიული პირი რომლის საქმიანობიოს შედეგად წლის განმავლობაში 1000 ტონაზე მეტი ინერტულ ნარჩენებს წარმოქმნის ვალდებულია შეიმუშავოს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა, სადაც აღწერილია როგორ ხდება ნარჩენების დამუშავება. ყველა კომპანია რომლებიც წარმოქმნის საამშენებლო ნარჩენებს, სამუშაოების დაწყებამდე უნდა დაუკავშირდეს მუნიციპალიტეტს და წერილობით აცნობოს რას უპირებს აღნიშნულ ნარჩენებს და ამავდროულად უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რომ აღნიშნული ნარჩენის მართვა ნამდვილად ხორცილედება უფლებამოსილი პირის მიერ. რააც შეეხება უფრო მცირე რაოდენობის ინერტულ ნარჩენების შესახებ მუნიციპალიტეტში ინფორმაცია არ არსებობს. გაურკვეველია ისიც. რომ რა რაოდენობის ინერტული ნარჩენების ხვდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში. ამჟამინდელი პრაქტიკიდან გამომდინარე ცალკეული პირები რომლებიც საკუთარ სახლში მცირე მასშტაბის სამუშაოებს ატარებენ ინერტულ მასალებს ათავსებენ აღნიშნულ კონტეინერებში. მაიქვთ პირდაპირ ნაგავსაყრელზე ან ყრიან სადმე. შესაძლოა ინერტული ნარჩენები ჯანმრთელობისათვის საშიში იყოს. ამისათვის დანაგვიანება და ნარჩენების გზის პირას გადაყრა მიუღებელია. გამომდინარე აქედან, აღნიშნული ქმედება აკრაძალულია, ხოლო ნარჩენების მართვის კოდექსის 32-ე მუხლი აწესებს ჯარიმებს საამშენებლო და ინერტული ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისათვის. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საამშენებლო და ინერტული ნარჩნებისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი არ არის. მუნიციპალიტეტი 2018 წლისათვის აპირებს აღნიშნული ტერიტორიის გამოყოფას რომელიც შეთანხმებული იქნება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან და ხელს შეუწყობს საამშენებლო და ინერტული ნარჩენების განთავსებას და რეციკირირებას. ასევე განიხილება მეზობელ მუნიციპალიტეტებთან ამ კუთხით თანამშრომლობა.
ბიოდეგრარიდებადი ნარჩენები, როგორიცაა სამზარეულოს ნარჩენები საკვებისა და ბაღის ნარჩენები, წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მთავარ შემადგენელ ნაწილს. საყოფაცხოვრებო ნარჩენები ბიოდეგრარიდებადი ნარჩენების რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ხემისწავდომი არ არის, თუმცა შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვა პროექტებში წარმოდგენილი მონაცემები. ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასთან სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს ბიოდეგრარიდებადი ნარჩენების სტრადეგიას, სადაც ყურადღება გამახვილდება ნაგავსაყრელზე გასათავსებელ ნარჩენებში ბიოდეგრარირებადი კომპონენტის შემცირებაზე, რაშიც ჩვენი მუნიციპალიტეტი საკუთარ წვლილს შეიტანს. ბიოდეგრარირებადი ნარჩენების ნაგავსაყრელზე მოხვედრის თავიდან არიდება ხელს უწყობს ნედლეული მასალების შენახვასა და სახსრების დაზოგვას. ასევე მნიშვნელოვანია განთავსების ხარჯების დაზოგვა. ბიოდეგრარირებადი ნარჩენების დამუშავების ყველაზე მარტივი და სრულყოფილი გზა არის კომპოსტირება ვანის მუნიციპალიტეტი აპირებს ამ საქმიანობაში გარკვეული წილი შეიტანოს, კერძოდ გეგმის მოქმედების განმავლობაში ჩვენი მიზანია, რომ კომპოსტირების შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ საკუთარი ბაღის მქონე ყველა ოჯახს და გაუწიაოთ დახმარება, თუ როგორ მოაწყონ საკუთარი კომპოსტირების კონტეინერი. ბაღის ნარჩენების ქუჩაში ფოთლების შეგროვებაზე, მოსავლის ნარჩენების დაწვის პრაქტიკა უნდა შემცირდეს, რადგანაც ამ დროს ხდება სხვადასხვა სახის ჰაერის დაბინძურება, რაც საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ალტერნატიული ვარიანტი არის საოჯახო და საერთო კომპოსტირება, რის შედეგადაც ბაღის ნასხვლავები თუ სხვა სახის ნარჩენები შეიძლება გამოყენებული იქნას ნიადაგის გასანოყოერებლად, თავის მხრივ რაც ხელს უშლის სარეველების ზრდას და ამცირებს ჯერბიციდების გამოყენების საჭიორებას.
რაც, შეეხება მიმღებ პუნქტებს, დღეისათვის კერძო პირებს და კომპანიებს საკუთარი ნარჩენები მუნიციპალიტეტის დახმარებით გააქვთ არსებულ ნაგავსაყრელზე. ახალი რეგიონალური ნაგავსაყრელის ამოქმედების შემდეგ ნაგასაყრელამდე მისასვლელი მანძილი გაიზრდება შესაბამისად გაიზრდება ნაგავსაყრელამდე მიტანის ხარჯებიც. რასაც მოჰყვება არარეგალური გადაყრა რაც მიუღებელია. მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს რამდენიმე ვარიანტს , რაგდანაც გაუმჯობესდეს ნარჩენების შეგროვების მომსახურეობა.
შეიქმნება მიმღები პუნქტები რომელიც აღჭურვილი იქნება სხვადასხვა ტიპის ნარჩენებისათვის კონტეინერები, რაც დამოკიდებულია რეციკირებისა თუ საბოლოო განთავსების ვარიანტებზე. ნაგავსაყრელზე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი.
მუნიციპალური ნარჩენების შემცირება რეციკლირების თუ შემდგომი გადამუშავების ხარჯზე, რათა შემცირდეს ნარჩენების გატანის თანხის გადახდის ხარჯები მყარი ვარაუდია მუნიციპალიტეტის ნარჩენების რეციკრირირებას დაიწყებს 2019 წლისათვის, კონტეინერების შევსების შემდეგ.
ნარჩენების მართვის კოდექსი მუნიციპალიტეტებს აძლევს ერთად მუშაობის საშუალებას. ჩვენი მუნიციპალიტეტის მსგავს საქმიანობაში ჩართული არ არის. გეგმის მოქმედების განმავლობაში მუნიციაპლიტეტი შეისწავლის თუ რა სახის თანამშრომლობა დამყარდეს მეზობელ მუნიციპალიტეტებთან. უპირველეს ყოვლისა ყურადღება გამახვილდება სხვადასხვა საკითხებზე. უკვე ნახსენები თემებთან ერთად მეზობელ მუნიციპალიტეტბთან თანამშრომლობა აგრეთვე შეეხება ბიოდეგრარირებადი ნარჩენების შეგროვებასა და რეციკრირებას, ასევე საჯარო ცნობიერების ამაღლების საკითხებს.
ქუჩების დასუფათავება, ნარჩენების შეგროვება, სახლებიდან, საჯარო დაწესებულებებიდან, ბაზრებიდან აგრეთვე ნარჩენების საბოლოო განთავსება არ არის უფასო მომსახურება. სახელმწიფომ და შესაბამისად მუნიციპალიტეტმა შეიმუშავეს ე.წ. ,,დამაბინძურებელი იხდის“. პრინციპი რომლის თანახმად ნარჩენების წარმომქმნელი იხდის შეგროვებისა და განთავსების ხარჯებს. ოჯახემში წარმოქმნილ ნარჩენებს აგროვებს მუნიციპალიტეტი, ხოლო ნარჩენების მოსაკრებელს არეგულირებს კანონმდებლობა. მუნიციპალიტეტში მოსახლეობიდამ მოსაკრებლის ამოღება დაგეგმილია 2018 წლიდან, რომელიც დაეფუძნება ერთ სულ მოსახლეზე ნარჩენების წარმოქმნის მაჩვენებელს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საინვესტიციო ხარჯების ცალკეულ პირზე გადაჭარბებით დაკისრება. შეგროვების სისტემა დაბალანსდება მომსახურების მაღალ ხარსიხსა და შეგროვების მაჩვენებელს შორის. მოსაკრებლიდან განთავისუფლდება ის თემები სადაც მუნიციპალური მომსახურება არ მიეწოდება. მოსაკრებელი არ დაეკისრება სოც. მინიმუმზე დაბლა მყოფ ოჯახს. უნდა დაინერგოს მეორადი მასალების სეპარირებული შეგროვება, კომპოსტირება და ნარჩენების პრევენციის ღონისძიებები, რის შედეგადაც შემცირდება ნაგავსაყრელზე საბოლოო განთავსების ხარჯები. ნარჩენების არაკანონიერი განთავსების შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, რომლის განხორციელება მუნიციპალიტეტის ზედამხევდელობის სამსახურს.
ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში მ/წლის 29 ნოემბერს ოქმი №3 განხილული იქნა, მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2018-2022 წლების გეგმა რომელსაც ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში
.