# 2018  წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ

- ტიპი: საქართველოს მთავრობის დადგენილება
- მიმღები ორგანო: საქართველოს მთავრობა
- დოკუმენტის ნომერი: №592
- მიღების თარიღი: 28.12.2017
- კონსოლიდირებული რედაქცია: 28.12.2018
- სარეგისტრაციო კოდი: 470000000.10.003.020302
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3972595
- წყარო: https://legali.ge/law/3972595/

> ეს არის 28.12.2018 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად და „სახელმწიფო შესყიდვებ



[https://legali.ge/law/3972595/muxli-1/](https://legali.ge/law/3972595/muxli-1/)

---

## მუხლი 2. ამ დადგენილებით დამტკიცებულ ღონისძიებათა ფარგლებში, ვაუჩერის პირობებით ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე (ხოლო შ



[https://legali.ge/law/3972595/muxli-2/](https://legali.ge/law/3972595/muxli-2/)

---

## მუხლი 3. 1. №638 დადგენილების ფარგლებში დამდგარი შემთხვევები, რომლებიც დასრულდება 2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ამოქმედების შემდეგ, უნდა დაფინანსდეს №638 დადგენილების ფარგლებში აღებული ვ

2. წინა პერიოდის ვალდებულებების დაფინანსება განხორციელდეს ქვემოთ მოყვანილი პირობებით:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, დასრულდეს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლისა და პროგრამის განმახორციელებლის მიერ 2017 წელს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ხელშეკრულებების ფარგლებში ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად;

ბ) 2016 და 2017 წლების განმავლობაში დამდგარი სადავო შემთხვევები, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2017 წელს ან მიღებულ იქნება 2018 წელს, ანაზღაურდეს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისი კოდებით გათვალისწინებული ასიგნებებიდან

[https://legali.ge/law/3972595/muxli-3/](https://legali.ge/law/3972595/muxli-3/)

---

## მუხლი 4. პროგრამების განმახორციელებელმა სახელმწიფო ორგანიზაციებმა ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე დაიწყონ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესყიდვების განხორციელების პროცედურ

ა) განმახორციელებლებს მიეცეთ უფლება, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესყიდვები განახორციელონ შემჭიდროვებულ ვადებში ამავე კანონის 101 მუხლის 31 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაცვით;

ბ) 2018 წლის პირველი იანვრიდან, 2017 წელს დადებული ხელშეკრულებების (ასევე წინა წლებში დადებული ხელშეკრულებების, რომლებიც მოქმედებდნენ  2017 წლის დეკემბერში) გათვალისწინებით, განახორციელონ ხელშეკრულების გაფორმება/გაგრძელება იმავე მიმწოდებლებთან,  ამასთან:

ბ.ა) ხელშეკრულებების გაფორმებისას/გაგრძელებისას მათი ღირებულების ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს 2017 წლის ხელშეკრულებით განსაზღვრული თვის ლიმიტის ოდენობით (დეკემბრის ლიმიტის არსებობისას – დეკემბრის ლიმიტის ოდენობით);

ბ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ 2017 წლის ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული თვის ლიმიტი, გასაფორმებელი/გასაგრძელებელი ხელშეკრულების თვის ღირებულება განისაზღვროს 2017  წლის ხელშეკრულების საერთო ღირებულების გაყოფით 2017 წელს ამ ხელშეკრულების მოქმედების თვეების რაოდენობაზე;

ბ.გ) „სახელმწიფო შესყიდვების  შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი მიმწოდებლის გამოვლენამდე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გასაფორმებელი/ გასაგრძელებელი ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი მომსახურების ვადა განისაზღვროს არა უმეტეს 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით;

გ) შენარჩუნებულ იქნეს სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით დაფინანსებული პროგრამის/კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში დარეგისტრირებული მიმწოდებლების რეგისტრაციის სტატუსი. ამასთან, ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია და მიმწოდებლის რეგისტრაციის სტატუსის ცვლილება განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული წესი

[https://legali.ge/law/3972595/muxli-4/](https://legali.ge/law/3972595/muxli-4/)

---

## მუხლი 5. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) მიეცეს უფლება, მის მიერ განხო



[https://legali.ge/law/3972595/muxli-5/](https://legali.ge/law/3972595/muxli-5/)

---

## მუხლი 6. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს:

ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,  სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2018 წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;

ბ) უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დადგენილების №22 დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირ(ებ)ისათვის (დისტრიბუტორ(ებ)ისათვის) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან გათავისუფლების მიზნით

[https://legali.ge/law/3972595/muxli-6/](https://legali.ge/law/3972595/muxli-6/)

---

## მუხლი 1. სახელმწიფო პროგრამების მიზანი

_თავი I — ზოგადი დებულებები_

2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების (შემდგომში –
პროგრამები) მიზანია, მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფებისათვის შექმნას ფინანსური გარანტიები სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის და უზრუნველყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-1-2/](https://legali.ge/law/3972595/muxli-1-2/)

---

## მუხლი 2. პროგრამების მოსარგებლეები

_თავი I — ზოგადი დებულებები_

1. ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, თუ ცალკეული პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. პროგრამების მიზნებისათვის საქართველოს მოქალაქეში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში - პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-2-2/](https://legali.ge/law/3972595/muxli-2-2/)

---

## მუხლი 3. პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები

_თავი I — ზოგადი დებულებები_

პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფენ:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში (შემდგომში ტექსტსა და დანართებში - სამინისტრო);

ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში - სააგენტო);

გ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (შემდგომში ტექსტსა და დანართებში - ცენტრი);

დ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი (შემდგომში – გადაუდებელი დახმარების ცენტრი

[https://legali.ge/law/3972595/muxli-3-2/](https://legali.ge/law/3972595/muxli-3-2/)

---

## მუხლი 4. პროგრამების მიმწოდებელი

_თავი I — ზოგადი დებულებები_

1. პროგრამების ფარგლებში შესაბამისი მომსახურების/საქონლის მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ხელშეკრულებას აფორმებს პროგრამის განმახორციელებელთან ან გამოთქვამს მონაწილეობის სურვილს იმ პროგრამის (კომპონენტის/ქვეკომპონენტის) ფარგლებში, რომელშიც გათვალისწინებულია საქონლის/მომსახურების დაფინანსება სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით (შემდგომში – ვაუჩერული პროგრამა) და რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი კანონმდებლობითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, თუ შესაბამისი პროგრამით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. ვაუჩერულ პროგრამებში ეს დანართი (შემდგომში – დადგენილება), ასევე თანდართული პროგრამები, სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური შესაბამის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და, შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან (მათ შორის, ვაუჩერის ღირებულების ანაზღაურების კუთხით).

3. პროგრამაში რეგისტრირებული მიმწოდებლის ისეთი რეორგანიზაციისას, როდესაც ადგილი აქვს მისი სამართალმემკვიდრის არსებობას ან მაღალმთიან/შესაბამის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს მიერ სამედიცინო დაწესებულებების გამოსყიდვისას, ასევე სახელმწიფოს მიერ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ან მისი ინფრასტრუქტურის ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტისათვის გადაცემისას (ან/და პირიქით გათვალისწინებული შემთხვევები) ან/და შესაბამისი ფორმით პრივატიზების განხორციელებისას, თუკი გადაცემის/ პრივატიზების პირობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სამედიცინო მომსახურების ჩამნაცვლებელ მიმწოდებელზე გადადის რეორგანიზებული მიმწოდებლის/ჩანაცვლებული მიმწოდებლის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული ყველა უფლება და ვალდებულებ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-4-2/](https://legali.ge/law/3972595/muxli-4-2/)

---

## მუხლი 6. სამედიცინო ვაუჩერი

_თავი I — ზოგადი დებულებები_

1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის გათვალისწინებით, სამედიცინო ვაუჩერი წარმოადგენს შესაბამისი პროგრამის მოსარგებლეებისათვის მომსახურების ანაზღაურების ფინანსურ ინსტრუმენტს.

2. ვაუჩერი შეიძლება იყოს მატერიალიზებული ან არამატერიალიზებული.

3. მატერიალიზებული ვაუჩერის შემთხვევაში, ვაუჩერის ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს შესაბამისი პროგრამის განმახორციელებელი, რომელიც ასევე უზრუნველყოფს მატერიალიზებული ვაუჩერების ბეჭდვასა და გაცემას სახელმწიფო ბიუჯეტიდან განმახორციელებლის აპარატისათვის გათვალისწინებული პროგრამის ასიგნებათა ფარგლებში.

4. სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეა ფიზიკური პირი (შემდგომში – ვაუჩერის მოსარგებლე).

5. ვაუჩერის მოსარგებლეს უფლება აქვს, შესაბამისი სამედიცინო ვაუჩერით გათვალისწინებული საქონელი/მომსახურება მიიღოს პროგრამის ნებისმიერი მიმწოდებლისაგან, თუ პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ან ვაუჩერში/თანხმობის წერილში არ არის მითითებული კონკრეტული მიმწოდებელი.

თავი II

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირე

[https://legali.ge/law/3972595/muxli-6-2/](https://legali.ge/law/3972595/muxli-6-2/)

---

## მუხლი 7. ზოგადი დებულებები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. ამ თავით დადგენილი ნორმები ვრცელდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებზე, თუ ცალკეული პროგრამით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. იმ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმართ, რომელთა ფარგლებში მომსახურების/საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამის ადმინისტრირებისას გამოიყენება ამ დადგენილებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა დამატებითი პირობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში

[https://legali.ge/law/3972595/muxli-7-2/](https://legali.ge/law/3972595/muxli-7-2/)

---

## მუხლი 8. პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ:

ა) შესაბამისი პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება (შემდგომში –განმახორციელებელი);

ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – რეგულირების სააგენტო

[https://legali.ge/law/3972595/muxli-8/](https://legali.ge/law/3972595/muxli-8/)

---

## მუხლი 9. ანგარიშგება

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამების ფარგლებში მომსახურების დაფინანსება ხორციელდება კანონმდებლობის და/ან მომსახურების/საქონლის მიმწოდებელთან საჭიროებისამებრ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სამედიცინო ვაუჩერის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების/საქონლის ხარჯების დაფინანსება ხდება ვაუჩერული პროგრამის განხორციელების დადგენილი წესის შესაბამისად.

2. მიმწოდებლები განმახორციელებელს წარუდგენენ საანგარიშგებო დოკუმენტაციას. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა, მისი წარდგენის წესი და ფორმა განსაზღვრულია დადგენილების მე-14 მუხლსა და თითოეული პროგრამის პირობებში.

3. მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარადგინოს განმახორციელებელთან არაუგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, თუ თითოეული პროგრამის დამატებითი პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. განმახორციელებელი უფლებამოსილია, ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად დადგენილი წესით. ამასთან, ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ შესაბამისი პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 1 საანგარიშგებო თვეზე მეტი, თუ ცალკეული პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. იმ პროგრამების შემთხვევაში, რომლებიც ითვალისწინებენ ინდივიდუალური მომსახურების გაწევას მოსარგებლეებისათვის, პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯები მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს თითოეულ მოსარგებლეზე გაწეული მომსახურების შესაბამისად, თუ ცალკეული პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ასეთი პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული კონკრეტული მოსარგებლის მომსახურებასთან, არ ანაზღაურდება, ან ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

6. განმახორციელებელთან წარდგენილი დოკუმენტების ასლი (მათ შორის, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული ელექტრონული ფორმითაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში) აუცილებლად უნდა ინახებოდეს მიმწოდებელთან კანონმდებლობით დადგენილი ვადითა და წესით.

7. შესრულებულ მომსახურებად უნდა ჩაითვალოს იმავე საანგარიშო თვეში პაციენტისათვის გაწეული დასრულებული მკურნალობის შემთხვევების მოცულობა და ღირებულება, თუ ცალკეული პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8. იმ პროგრამების/კომპონენტების/ქვეკომპონენტების ფარგლებში, რომლებშიც ანაზღაურება ხდება გლობალური ბიუჯეტით ან თვის ვაუჩერით, პროგრამით განსაზღვრული მოცულობის არასრული თვის შესრულების შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება საანგარიშგებო თვეში შესრულებული კალენდარული დღეების პროპორციულა

[https://legali.ge/law/3972595/muxli-9/](https://legali.ge/law/3972595/muxli-9/)

---

## მუხლი 10. პროგრამის ზედამხედველობა

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით.

2. პროგრამების ზედამხედველობას ახორციელებენ შესაბამისი პროგრამის განმახორციელებლები და/ან რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

3. ამ დადგენილებაში მითითებული პროგრამების ზედამხედველობისთვის გამოყენებული წესები, ფორმები და მათი შევსების ინსტრუქცია მტკიცდება შესაბამისი პროგრამის განმახორციელებლის მიერ, სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტთან შეთანხმებით.

4. პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის სახეობები განისაზღვრება შემთხვევათა ტიპების შესაბამისად. თავის მხრივ, შემთხვევები კლასიფიცირდება შემდეგ ტიპებად:

ა) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (ამბულატორიული და სტაციონარული);

ბ) გეგმური ამბულატორიული მომსახურება;

გ) გეგმური სტაციონარული მომსახურება.

5. შემთხვევათა ზედამხედველობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს, თუ ცალკეული პროგრამის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული:

ა) პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია;

ბ) შეტყობინება შემთხვევის შესახებ;

გ) მონიტორინგი;

დ) ანგარიშის წარდგენა;

ე) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება;

ვ) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი;

ზ) პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი (შემდგომში –კონტროლი);

თ) მიმწოდებლის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისას დადგენილების 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ", „გ", „ე“ და „ვ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლი (შემდგომში – რევიზია).

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ", „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს ახორციელებს პროგრამის განმახორციელებელი, ხოლო „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპს - რეგულირების სააგენტო.

7. პროგრამის ფარგლებში, პროგრამულ შემთხვევად განიხილება სამედიცინო მომსახურების ის ნაწილი, რომელიც მოიცავს პროგრამით განსაზღვრული მკურნალობის ეპიზოდ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-10/](https://legali.ge/law/3972595/muxli-10/)

---

## მუხლი 11. პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. იმ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში, რომლებიც ხორციელდება განმახორციელებლის მიერ გაცემული მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის\თანხმობის წერილის საფუძველზე, პირის მოსარგებლედ ცნობისთვის საჭიროა, ინდივიდმა ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა შესაბამისი პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა №IV-100/ა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (18 წლამდე ასაკის მოქალაქეთა შემთხვევაში, დასაშვებია დაბადების მოწმობა) ასლი, კალკულაცია - საჭიროების შემთხვევაში და შეავსოს შესაბამისი ფორმის განაცხადი. განაცხადის ფორმას განსაზღვრავს განმახორციელებელი.

2. განმახორციელებელმა უნდა უზრუნველყოს პირის მოსარგებლედ ცნობა და შესაბამისი მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის გაცემა განაცხადის მიღებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა ან შემაფერხებელი გარემოებების შესახებ წერილობით აცნობოს განმცხადებელს.

3. იმ პროგრამებში, რომლებშიც არ არსებობს მატერიალიზებული ვაუჩერი, პირის მოსარგებლედ ცნობა ხდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მოსარგებლის კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა და მიმწოდებლის მიერ განხორციელებული შეტყობინების დროს ან ანგარიშგების წარდგენის შემთხვევაში, როგორც ეს არის განსაზღვრული ცალკეული პროგრამის პირობები

[https://legali.ge/law/3972595/muxli-11/](https://legali.ge/law/3972595/muxli-11/)

---

## მუხლი 12. შეტყობინება შემთხვევის შესახებ

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. მიმწოდებელი ვალდებულია, შემთხვევის შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, ან პაციენტის გაწერამდე (თუ პაციენტი ეწერება 24 საათზე ადრე) განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით.

2. შეტყობინების გაკეთებისას მიმწოდებელი ვალდებულია, დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მოსარგებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი, ხოლო თუ პირი არასრულწლოვანია - დაბადების მოწმობის ნომერი (პირადი ნომრის არქონის შემთხვევაში). ამასთან, პირადი ნომრის არქონის შემთხვევაში გამონაკლისი დაიშვება, თუ პირი:

ა.ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამასთან, უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობის ან სამგზავრო დოკუმენტის ნომერი;

ა.ბ) მიტოვებული ან მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვანია;

ა.გ) ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

ა.დ) იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში;

ა.ე) საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირია. ამასთან, უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობის ან სამგზავრო პასპორტის ნომერი.

ბ) წინასწარი დიაგნოზი დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად;

გ) პაციენტის შემოსვლის ზუსტი დრო.

3. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხდება პაციენტის იდენტიფიცირება, მიმწოდებელი მაინც აკეთებს შეტყობინებას და პაციენტი დროებით ფიქსირდება, როგორც „უცნობი". პაციენტის საბოლოო იდენტიფიცირება უნდა მოხდეს არაუგვიანეს შემთხვევის დასრულებისა ან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება მომსახურების ანაზღაურება.

4. შემთხვევის კოდის ცვლილების ან დამატების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, გააკეთოს განმეორებითი შეტყობინება არაუგვიანეს შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირებისა.

5. შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირება უნდა მოხდეს პაციენტის გაწერიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც საბოლოო დიაგნოზის დადგენისთვის საჭირო კვლევების ხანგრძლივობა აღემატება სტაციონარში დაყოვნების პერიოდ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-12/](https://legali.ge/law/3972595/muxli-12/)

---

## მუხლი 13. მონიტორინგი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. მონიტორინგი ხორციელდება პროგრამის განმახორციელებლის მიერ, შერჩევის პრინციპით.

2. მონიტორინგის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან განმახორციელებლის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შეტყობინებისას მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოთხოვნა, საჭიროებისამებრ, პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან და შემთხვევასთან დაკავშირებულ სხვა პირებთან გასაუბრება.

3. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, მიმწოდებელთან განხორციელდეს განმეორებითი ვიზიტი.

4. თუ მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები ან შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინების სისტემაში მიწოდებულ შესაბამის ინფორმაციას (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული მონიტორინგის წესის გათვალისწინებით), ან შემთხვევის შესახებ შეტყობინების დაფიქსირების დროს დარღვეულია დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობები, ან სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისას პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება 24 საათზე ნაკლებია (გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა), ასეთი შემთხვევები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მონიტორინგის განმახორციელებელი ადგენს ოქმს 2 ეგზემპლარად, რომლის ფორმაც განისაზღვრება პროგრამის განმახორციელებლის მიერ. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა. ოქმის ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთა

[https://legali.ge/law/3972595/muxli-13/](https://legali.ge/law/3972595/muxli-13/)

---

## მუხლი 14. ანგარიშის წარდგენა

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. დადგენილი ფორმითა და განსაზღვრულ ვადებში მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას ნაბეჭდი და ელექტრონული სახით.

2. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) შემთხვევათა რეესტრი - გაწეული სამედიცინო მომსახურების თვიური ჯამური ანგარიში (დადგენილი ფორმის შესაბამისად), რომელიც მოიცავს:

ა.ა) მოსარგებლის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და დაბადების თარიღს, ხოლო თუ პირი არასრულწლოვანია - დაბადების მოწმობის ასლს (პირადი ნომრის არქონის შემთხვევაში). ამასთან, პირადი ნომრის არქონის შემთხვევაში გამონაკლისი დაიშვება, თუ პირი:

ა.ა.ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამასთან, უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობის ან სამგზავრო პასპორტის ნომერი;

ა.ა.ბ) მიტოვებული ან მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვანია;

ა.ა.გ) ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

ა.ა.დ) იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში;

ა.ა.ე) საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირია. ამასთან, უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობა ან სამგზავრო პასპორტის ნომერი;

ა.ა.ვ) „რეფერალური მომსახურების" ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად შექმნილი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოსარგებლეა და არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ა.ბ) დიაგნოზსა და განხორციელებულ ჩარევებს დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად;

ა.გ) თითოეული შემთხვევის დეტალურ კალკულაციას - საჭიროების შემთხვევაში.

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა №IV-100/ა–ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად);

გ) განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს (შემდგომში – ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი).

3. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება მიღება-ჩაბარების აქტი ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად და არ ხდება მისი მიღება. მიმწოდებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენა

[https://legali.ge/law/3972595/muxli-14/](https://legali.ge/law/3972595/muxli-14/)

---

## მუხლი 15. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება:

ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან;

ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება;

გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადაა საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუმეტეს 45 სამუშაო დღის

[https://legali.ge/law/3972595/muxli-15/](https://legali.ge/law/3972595/muxli-15/)

---

## მუხლი 16. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად:

ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;

ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები (თუ ცალკეული პროგრამებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), როდესაც:

ა) წარდგენილ შემთხვევაზე არ არის გაკეთებული შეტყობინება;

ბ) წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა პროგრამის განმახორციელებლის მიერ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე დადგენილ ფაქტებს, მათ შორის:

ბ.ა) სტაციონარული შემთხვევების დროს, მოსარგებლის სამედიცინო დოკუმენტაციით არ მტკიცდება მოსარგებლის დაწესებულებაში 24 საათზე მეტი დროით მოთავსება, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა;

ბ.ბ) თუ შეტყობინების სისტემაში გადმოცემული დიაგნოზი არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ დიაგნოზს;

ბ.გ) პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემები შეტყობინებასა და წარდგენილ დოკუმენტაციაში ერთმანეთს არ ემთხვევა.

გ) იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ფინანსდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი საანგარიშო თვის ასანაზღაურებელ თანხას გამოაკლდება თითოეულ შემთხვევაზე თვის ლიმიტით გათვალისწინებული თანხის 0,2%, თუ სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) პიროვნების პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მონაცემებს;

ე) შემთხვევის შესახებ შეტყობინების დაფიქსირების დროს დარღვეულია დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობები;

ვ) წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ შეესაბამება პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მოცულობას;

ზ) თუ სახეზეა დადგენილების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, ანაზღაურებას არ დაექვემდებარება შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შემდეგ დამატებული ან შეცვლილი კოდი;

თ) საანგარიშგებო დოკუმენტაცია არ არის შევსებული დადგენილი წესის შესაბამისად;

ი) ადგილი აქვს დეტალურ კალკულაციაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენილი ფინანსური ინფორმაციის შეუსაბამობას მოთხოვნილ ჯამურ თანხასთან ან ჩატარებული მომსახურების მოცულობასთან.

3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) ხორციელდება განმახორციელებლის მიერ, თანხის ანაზღაურებამდე ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან:

ა) ტექნიკური ხარვეზით წარმოდგენილი შემთხვევები, მიმწოდებელს ელექტრონულად ეგზავნება მთლიან შესრულებასთან ერთად. ხარვეზის აღმოსაფხვრელად და, საჭიროების შემთხვევაში, ნაბეჭდი სახით დოკუმენტაციის განმეორებით წარსადგენად მიმწოდებელს ეძლევა 5 სამუშაო დღე. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, შემთხვევები განიხილება, როგორც ანაზღაურებას დაქვემდებარებული, ხოლო მითითებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობისას, შემთხვევა არ ანაზღაურდება;

ბ) შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებელსა და პროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი (რომელიც ორმხრივად უნდა იყოს ხელმოწერილი არაუმეტეს ერთი თვის ვადაში) 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან;

გ) შემთხვევებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ფორმდება განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ოქმი, რომლის ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან.

4. მიმწოდებელთან საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

5. სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისას პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლები დროით დაყოვნების შემთხვევაში, მომსახურება ანაზღაურდება ქვემოთ მოყვანილი წესით:

ა) თუ ადგილი აქვს სამედიცინო დაწესებულებაში განთავსებული პაციენტის გარდაცვალებას 24 საათზე ადრე - ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განსაზღვრული ლიმიტისა;

ბ) თუ პაციენტი თავისი სურვილით შეიცვლის მომსახურე სამედიცინო დაწესებულებას და მისი დაყოვნება აღნიშნულ დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლებია, მომსახურების დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება;

გ) კრიტიკული მდგომარეობის დროს პაციენტის სამედიცინო დაწესებულებიდან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას - გადაყვანის დღისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებას მიიღებს ორივე დაწესებულება. დღის მომსახურების ღირებულების გადაანგარიშება მოხდება დაწესებულებაში გატარებული სრული საათის რაოდენობის მიხედვით.

6. სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებად ყველა სახელმწიფო პროგრამაში განიხილება მხოლოდ ის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ პაციენტის სტაციონარში 24 საათზე მეტი დროით მოთავსებას. შესაბამისად, მიმწოდებელთან მკურნალობის 24 სთ-ზე ნაკლები დროით დაყოვნება (გარდა კრიტიკული მდგომარეობების მართვის და ლეტალური გამოსავლის შემთხვევებისა) პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე არ განიხილება სტაციონარული სამედიცინო მომსახურების შემთხვევად.

7. პაციენტის განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებში, იმ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხი, რომელიც შეწყვეტილი იყო პაციენტის/პაციენტის ნათესავის/კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნით (რაც დასტურდება შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციაზე ხელმოწერით), უნდა გადაწყდეს პირველი მიმწოდებლის სასარგებლოდ, ხოლო შემდგომი რეჰოსპიტალიზაციის, თუ გაგრძელებული მკურნალობის ხარჯები ანაზღაურდება პაციენტის მიე

[https://legali.ge/law/3972595/muxli-16/](https://legali.ge/law/3972595/muxli-16/)

---

## მუხლი 17. კონტროლი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. კონტროლი მოიცავს:

ა) პროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არსებობის შემოწმებას;

ბ) პროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ურთიერთ და პროგრამის განმახორციელებელთან წარდგენილ ინფორმაციასთან შესაბამისობის შემოწმებას.

2. კონტროლი ხორციელდება გეგმური და არაგეგმური შემოწმების გზით. ამასთან, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს.

3. კონტროლი შესაძლებელია განხორციელდეს შერჩევითი შემოწმების გზით, პროგრამის განმახორციელებლის მიერ (გარდა ცენტრისა) ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე.

4. კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება. პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები, საჭიროებისამებრ, განახორციელოს პაციენტთან, მის ოჯახის წევრებთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება.

5. კონტროლის განხორციელებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. შემოწმების აქტის შესაბამისად, მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.

6. შემოწმების აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს. კონტროლის შედეგების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის საჭირო პროცედურებს უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელი.

7. კონტროლის პროცესში აღმოჩენილ/გამოვლენილ იმ გარემოებებს, რომლებიც ამ დადგენილების შესაბამისად წარმოადგენს რეგულირების სააგენტოს კომპეტენციას, პროგრამის განმახორციელებელი ატყობინებს რეგულირების სააგენტოს.

8. პროგრამის განმახორციელებელი თავისუფლდება კონტროლის ჩატარების ვალდებულებისაგან იმ შემთხვევებზე, რომელიც დაექვემდებარა რევიზიას და რევიზიის პროცესში არ იყო გამოკვეთილი კონტროლის ჩატარების აუცილებლობ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-17/](https://legali.ge/law/3972595/muxli-17/)

---

## მუხლი 18. რევიზია

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. რევიზიას ახორციელებს რეგულირების სააგენტო გეგმური და არაგეგმური ფორმით.

2. რევიზია ითვალისწინებს მიმწოდებელ დაწესებულებაში პროგრამული შემთხვევის სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას. რევიზია წარმოებს შერჩევითად ან/და საჭიროებისამებრ. რევიზიის შერჩევითი პრინციპით განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება რეგულირების სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით. რეგულირების სააგენტოს სარევიზიო ჯგუფი მიმწოდებლისგან ითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და ახორციელებს მის დეტალურ შემოწმებას. რევიზიისთვის საჭირო დოკუმენტაციას ასევე ითხოვს პროგრამის განმახორციელებლისგანაც. მიმწოდებელი დაწესებულება და პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია, სარევიზიო ჯგუფს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

3. გეგმური რევიზია ტარდება ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში, რომლის ფარგლებში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.

4. არაგეგმური რევიზია ხორციელდება სამინისტროს, პროგრამის განმახორციელებლის ან ობიექტური გარემოების არსებობისას, სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად.

5. რევიზიისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტები (პროტოკოლები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რეცენზენტთა დასკვნები.

6. რევიზიის დასრულების შემდეგ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ სარევიზიო ჯგუფის წევრები და მიმწოდებელი მხარის პასუხისმგებელი პირები. აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, აქტის საფუძველზე, მიმწოდებელს დაეკისრება ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი მხარის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.

7. რევიზიის აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის გათვალისწინებულ რეკვიზიტებს. რევიზიის შედეგების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის საჭირო პროცედურებს უზრუნველყოფს რეგულირების სააგენტო.

8. რევიზიის პროცესში აღმოჩენილ/გამოვლენილ იმ გარემოებებს, რომელიც ამ დადგენილების შესაბამისად წარმოადგენს პროგრამის განმახორციელებლის კომპეტენციას, რეგულირების სააგენტო ატყობინებს პროგრამის განმახორციელებელს.

9. რეგულირების სააგენტო თავისუფლდება რევიზიის ჩატარების ვალდებულებისაგან, იმ შემთხვევებზე, რომლებიც უკვე დაექვემდებარა პროგრამის განმახორციელებლის მხრიდან კონტროლს და კონტროლის პროცესში არ იყო გამოკვეთილი რევიზიის ჩატარების აუცილებლობ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-18/](https://legali.ge/law/3972595/muxli-18/)

---

## მუხლი 19. გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევათა ზედამხედველობა

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა (შემდგომში – გადაუდებელი შემთხვევა), როდესაც სამედიცინო დახმარების გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება.

2. გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

ა) შეტყობინება შემთხვევის შესახებ;

ბ) მონიტორინგი;

გ) შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარება;

დ) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება;

ე) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი;

ვ) კონტროლი;

ზ) რევიზია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“,        „ბ“,      „გ“,      „დ“,     „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს ახორციელებს პროგრამის განმახორციელებელი, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპს - რეგულირების სააგენტ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-19/](https://legali.ge/law/3972595/muxli-19/)

---

## მუხლი 20. გეგმურ სტაციონარულ შემთხვევათა ზედამხედველობა

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

გეგმურ სტაციონარულ შემთხვევათა ზედამხედველობა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

ა) პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია;

ბ) შეტყობინება შემთხვევის შესახებ;

გ) მონიტორინგი;

დ) ანგარიშის წარდგენა;

ე) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება;

ვ) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი;

ზ) კონტროლი;

თ) რევიზი

[https://legali.ge/law/3972595/muxli-20/](https://legali.ge/law/3972595/muxli-20/)

---

## მუხლი 21. გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობა

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

ა) ანგარიშის წარდგენა;

ბ) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება;

გ) ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი;

დ) კონტროლი;

ე) რევიზია.

2. გეგმური ამბულატორიის შემთხვევაში ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს მხოლოდ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ დამატებითი პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. დადგენილების მე-20 მუხლის „ა“ - „ზ“ ქვეპუნქტებითა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ - „დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს ახორციელებს პროგრამის განმახორციელებელი, ხოლო მე-20 მუხლის „თ“ ქვეპუნქტითა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპს - რეგულირების სააგენტ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-21/](https://legali.ge/law/3972595/muxli-21/)

---

## მუხლი 22. საჯარიმო სანქციები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები:

ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი;

ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება;

გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა.

2. შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი განისაზღვრება დადგენილების მე-16 მუხლის შესაბამისად (თუ ცალკეული პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული).

3. ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძვლებია (თუ ცალკეული პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული):

ა) თუ ძირითადი (პროგრამულ ანაზღაურებას დაქვემდებარებული) დიაგნოზი არ დასტურდება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემებით ან დამძიმებულია, ან წარმოდგენილია თანმხლები დიაგნოზის სახით;

ბ) თუ სრულად არ ჩატარებულა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება;

გ) თუ აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას:

გ.ა) არ არის დაცული პროგრამის მოთხოვნა პაციენტის ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით;

გ.ბ) მომსახურება გაწეულია იმ დიაგნოზით, რომელიც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამით ან/და მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით.

დ) თუ მიმწოდებელი არ ფლობს ლიცენზიას/ნებართვას ან სანებართვო დანართს შესაბამის სამედიცინო საქმიანობაზე, ან აწარმოებს მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობას სავალდებულო შეტყობინების გარეშე;

ე) თუ მკურნალობის პროცესში ჩართული ყველა ექიმი არ ფლობს შესაბამის სახელმწიფო სერტიფიკატს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის;

ვ) თუ დადასტურდება, რომ სამედიცინო დაწესებულებისათვის პროგრამის მოსარგებლის მიმართვა/გარდაცვალება განპირობებულია ამ, ან პროგრამის მონაწილე სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მანამდე ჩატარებული არასრული ან/და უხარისხო სამედიცინო დახმარებით, თანხის დაბრუნება ხდება იმ დაწესებულების მიერ, რომლის მიზეზითაც უშუალოდ დაზარალდა მოსარგებლე;

ზ) თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს.

4. თუ მიმწოდებელი შემთხვევის შესახებ შეტყობინებისას დააფიქსირებს არასწორ მონაცემებს და არ აღმოფხვრის ამ ხარვეზს შემთხვევის დასრულებამდე, თითოეული შემთხვევისათვის დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.

5. მიმწოდებლის მიერ შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შესახებ ამავე დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებლის მიერ მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.

6. მონიტორინგის, კონტროლის ან რევიზიის დროს გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში გამოყენებული იქნება დამატებითი ფინანსური ჯარიმები. დამატებითი ფინანსური ჯარიმა შემსრულებელს არ ათავისუფლებს გამოვლენილი ხელშეკრულების პირობების დარღვევით მოთხოვნილი თანხების უკან დაბრუნებისაგან.

7. ვაუჩერით დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მიმწოდებელი ვალდებულია, 2 თვით ადრე აცნობოს განმახორციელებელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტას ადგილი აქვს მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, ან არსებობს ახალ, ან არსებულ მიმწოდებელსა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს ამ მიმწოდებელი დაწესებულების ვალდებულებას, უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების უწყვეტობა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაცვის გარეშე, ხელშეკრულების შესრულებისათვის ან ვაუჩერის პირობებზე ცალმხრივად უარის თქმის შემთხვევაში, მიმწოდებელი იხდის ჯარიმის სახით განმახორციელებლის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანაზღაურებული თანხის 10%-ს, გარდა დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

9. ხელშეკრულების მოშლა ან პროგრამაში მონაწილეობაზე უარი მიმწოდებელს არ ათავისუფლებს საჯარიმო სანქციების შესრულებისაგან.

10.       იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან უხარისხოდ, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.

11. სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნება რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით.

12. სამედიცინო მომსახურების/საქონლის მიწოდებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება კონტროლის ან რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით.

13. იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლინდება, რომ ვაუჩერის მფლობელი და პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ფაქტობრივად მიმღები სხვადასხვა პიროვნებაა, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას შემთხვევის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.

14. იმ შემთხვევაში, თუ რევიზიისას/კონტროლისას გამოვლინდება, რომ მიმწოდებელმა მოსარგებლეს პროგრამით გათვალისწინებული თანაგადახდის ოდენობაზე მეტი თანხა გადაახდევინა, ან თანხა გადაახდევინა იმ მომსახურებაში, რომელიც მთლიანად დაფარულია პროგრამით, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას შემთხვევის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.

15. თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე თვის ლიმიტით გათვალისწინებული თანხის  2%-ით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო საქმიანობას ახორციელებს ფილიალების მეშვეობით, საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე ფილიალისთვის, ამავე ფილიალისთვის თვის ლიმიტით გათვალისწინებული თანხის 2%-ით.

16. მიმწოდებლის მიერ პროგრამების მოსარგებლისთვის ამავე პროგრამის/კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში გასაწევი იმ მომსახურების არასრულად გაწევის შემთხვევა (როგორც ეს განსაზღვრულია დადგენილების 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით), რომელსაც ითვალისწინებს პროგრამა და კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მიმწოდებელი, ითვალისწინებს ჯარიმას, სარევიზიო პერიოდში განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის 10%-ს.

17.       ერთი შემთხვევის ფარგლებში ერთი და იმავე მიზეზით გამოწვეული დამატებითი ფინანსური საჯარიმო სანქციის დაკისრებისას, ერთზე მეტი სანქციის არსებობის შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო ხელმძღვანელობს უმეტესი ფინანსური ჯარიმის ოდენობით.

18. დადგენილების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტითა და 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციის ოდენობა განისაზღვრება სარევიზიო პერიოდში პროგრამის/კომპონენტის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 1%-ით.

19. დადგენილების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ პირობების შესრულების შეფერხება ან ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორსმაჟორული გარემოების შედეგი. „ფორსმაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც აქვთ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იყოს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით და სხვა.

20. საჯარიმო სანქციების გამოყენების საკითხი, ტექნიკური მიზეზით გამოწვეულ, დადგენილების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევებზე, განიხილება და გადაწყდება განმახორციელებლის/რეგულირების სააგენტოს მიე

[https://legali.ge/law/3972595/muxli-22/](https://legali.ge/law/3972595/muxli-22/)

---

## მუხლი 23. პროგრამებში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება (განმახორციელებელი დაწესებულება, რეგულირების სააგენტო - კომპეტენციის ფარგლებში) ვალდებულია:

ა) განახორციელოს პროგრამების ზედამხედველობა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) უფლებამოსილების შესაბამისად, უზრუნველყოს პროგრამებში მონაწილე მიმწოდებლების გამოვლენა და შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობების დამყარება (გარდა ვაუჩერის მეშვეობით გათვალისწინებული მომსახურებისა/საქონლის მიმწოდებლის გამოვლენისა);

გ) უზრუნველყოს პროგრამების ფარგლებში ანაზღაურებას დაქვემდებარებული შემთხვევების დროული ანაზღაურება, დადგენილი წესით;

დ) ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას, დააკისროს მიმწოდებელს ფინანსური ჯარიმა, დადგენილი წესის შესაბამისად;

ე) ზედამხედველობის შესაბამის ეტაპზე მიღებული/მოპოვებული ინფორმაცია მიაწოდოს პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე მეორე სახელმწიფო დაწესებულებას, თუ იგი მიეკუთვნება ამ დაწესებულების კომპეტენციას. პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს (განმახორციელებელი დაწესებულება, რეგულირების სააგენტო) შორის ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.

2. პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება ზედამხედველობის ეტაპ(ებ)ის მიხედვით, ამ დადგენილებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) მიმწოდებლისგან მოითხოვოს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამის მოსარგებლის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პირადი, სამედიცინო და ფინანსური ინფორმაცია, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მათი დამოწმებული ასლები;

ბ) გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, არ აუნაზღაუროს სამედიცინო მომსახურების ღირებულება, ან მოსთხოვოს მიმწოდებელს ზედამხედველობის შედეგად გამოვლენილი არასწორად მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება და დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდა და/ან დააკისროს დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა;

გ) აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე დააკისროს მიმწოდებელს საჯარიმო სანქციები დადგენილი წესის შესაბამისად;

დ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი პირობები, რომლებიც არ რეგულირდება ამ დადგენილებითა და მოქმედი კანონმდებლობით.

3. მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისას იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) შესაბამისი პროგრამის/კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა იმ სამედიცინო მომსახურების მიწოდება, რომელსაც ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) შეუფერხებლად მოახდინოს შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის მიწოდება, ყოველგვარი ბარიერებისა და დისკრიმინაციის გარეშე. ამასთან, დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისათვის რაიმე მიზეზით პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის გაწევაზე უარის თქმა;

დ) დადგენილი წესის შესაბამისად, მოახდინოს ანგარიშგება მართვაზე უფლებამოსილ მხარესთან და მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდოს საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია;

ე) უზრუნველყოს მომსახურების გაწევა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესაბამისად;

ვ) პროგრამის განმახორციელებელსა და პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს არ გადაახდევინოს მომსახურების ღირებულების გარდა სხვა გადასახადი ან დამატებითი თანხა, ხოლო პროგრამის ფარგლებში მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის შემთხვევაში - თანაგადახდით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი;

ზ) უზრუნველყოს ზედამხედველობის შედეგად დაკისრებული საჯარიმო სანქციების შესრულება აღიარებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა;

თ) საჯარიმო სანქცი(ებ)ის დაკისრების მიუხედავად, უზრუნველყოს პროგრამით განსაზღვრული მომსახურების/საქონლის მიწოდება სრულფასოვნად და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების თანახმად;

ი) დაუშვებელია, მიმწოდებელმა პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს მოსთხოვოს იმ მომსახურების ანაზღაურება, რომელიც პროგრამის განმახორციელებლის მხრიდან არ იქნა ანაზღაურებული საჯარიმო სანქციის დაკისრების გამო;

კ) დაწესებულებამ ყოველი პროგრამის/კომპონენტის მიხედვით მომსახურების შესრულებისთვის დანახარჯთა დადასტურების მიზნით, ცალ-ცალკე უნდა აწარმოოს პროგრამით\კომპონენტით გახარჯული მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საგნების, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ღონისძიებების პროცედურების, მანიპულაციების, მათ შორის, საოპერაციო მასალის ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევების აღრიცხვა, ცალ–ცალკე საანგარიშო პერიოდში;

ლ) პროგრამის მონიტორინგის განხორციელებისას, მოთხოვნისთანავე, ხოლო ზედამხედველობის სხვა ეტაპებზე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მ.შ. საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ასლები) მიწოდება.

4. პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, გაწეული მომსახურებისათვის დროულად მიიღოს ანაზღაურება შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული დადგენილი წესისა და პირობების მიხედვით.

დანართი №1

დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი

(პროგრამული კოდი 35 03 02 0

[https://legali.ge/law/3972595/muxli-23/](https://legali.ge/law/3972595/muxli-23/)

---

## მუხლი 3. მომსახურების მოცულობა

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

ა) კიბოს სკრინინგს, მათ შორის:

ა.ა) ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და კოლორექტული კიბოს სკრინინგი. კიბოს ადრეული გამოვლენის მიზნით ჩატარდება სკრინინგული გამოკვლევები ქვეყნის მასშტაბით, გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მოსარგებლეებისა. მათ შორის, ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 25-დან 60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი - 50-დან 70 წლის ჩათვლით ორივე სქესისათვის. გამოკვლევები ჩატარდება სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში;

ა.ბ) საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებულ სკრინინგს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით. კერძოდ:

ა.ბ.ა) სოფლის ექიმი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის შესახებ კონსულტაციას უწევს მიზნობრივი პოპულაციის ასაკობრივი ჯგუფის ქალებს თავის უბანზე მიმაგრებული მოსახლეობის მიხედვით და:

ა.ბ.ა.ა) ამისამართებს სერვისის მიმწოდებელ კლინიკაში;

ა.ბ.ა.ბ) თავად იღებს პაპ ტესტს, რომელიც კვირაში ერთხელ იგზავნება ციტოლოგიური კვლევისთვის სერვისის მიმწოდებელ კლინიკაში.

ა.ბ.ბ) სკრინინგის/ციტოლოგიური კვლევის შედეგები იგზავნება სოფლის ექიმთან, რომელიც ატყობინებს ბენეფიციარს კვლევის შედეგს და კონსულტაციას უწევს მათ ვისაც აბნორმალური ტესტი აქვთ;

ა.ბ.გ) აბნორმალური პაპ ტესტის აღმოჩენის შემთხვევაში ბენეფიციარი გადამისამართდება სერვისის მიმწოდებელთან შემდგომი კოლპოსკოპიის და/ან ბიოფსიის ჩასატარებლად;

ა.ბ.დ) კოლპოსკოპიის და/ან ბიოფსიის შედეგები ეგზავნება სოფლის ექიმს, რომელიც ატყობინებს ბენეფიციარს შედეგს და კონსულტაციას უწევს მათ ვისაც პათოლოგიური შედეგი აქვთ;

ა.ბ.ე) ქალები, რომლებსაც ესაჭიროებათ კიბოსწინარე დაავადების მკურნალობა გადამისამართდებიან სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობისათვის, მკურნალობის შედეგები და შემდგომი გადამისამართების მოთხოვნა ეგზავნება სოფლის ექიმს;

ა.ბ.ვ)    ბენეფიციარები, ვისაც კიბოს მკურნალობა ესაჭიროებათ, გადამისამართდებიან მეორადი დონის დაწესებულებაში, მკურნალობის შედეგები ეგზავნება რეფერალის განმახორციელებელ სოფლის ექიმს.

ა.გ) პროსტატის კიბოს მართვა, რაც მოიცავს 50-70 წლის ასაკის მამაკაცებში სპეციფიკურ ანტინგენზე გამოკვლევას პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით. ოჯახის ექიმის ან შესაბამისი სპეციალისტის მიმართვით დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩატარდება ქვეყნის მასშტაბით, გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მოსარგებლეებისა.

ბ) 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა და გონებრივი ჩამორჩენილობის პროფილაქტიკა მოიცავს ბავშვის მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, ექსპრესიული და რეცეპტული მეტყველების, კომუნიკაციის, შემეცნებითი უნარების, თვითმომსახურების სფეროების შეფასებას, ბავშვის ფსიქიკური განვითარების ასაკობრივ ნორმასთან შესაბამისობის დადგენას, დიაგნოსტირებულ ბავშვებში ინტერვენციისა და განვითარების ინდივიდუალური გეგმების შემუშავებას;

გ) ეპილეფსიის დიაგნოსტიკასა და ზედამხედველობას, რაც მოიცავს ეპილეფსიის რეესტრის წარმოებას, ეპილეფსიის პირველად დიაგნოსტიკასა და დიაგნოზის დადასტურების მიზნით პაციენტის გაღრმავებულ კვლევებს;

დ) დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგის პილოტი, რაც მოიცავს თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში დღენაკლული ახალშობილების გამოკვლევას რეტინოპათიის დიაგნოსტირებისათვის, დღენაკლულთა რეტინოპათიის ეროვნული პროტოკოლის მიხედვით, სკრინინგის კრიტერიუმების შესაბამისად;

ე) საინფორმაციო რეგისტრების და ელექტრონული მოდულების განვითარება;

ვ) პროგრამის ადმინისტრირებასა და მონიტორინგ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-3-3/](https://legali.ge/law/3972595/muxli-3-3/)

---

## მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. მე-3 მუხლის „ა.ა“, „ა.გ“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

2. მე-3 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ერთეულის ღირებულება განისაზღვრება დანართი №1.1 -ის შესაბამისა

[https://legali.ge/law/3972595/muxli-4-3/](https://legali.ge/law/3972595/muxli-4-3/)

---

## მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. მე-3 მუხლის „ა“ (გარდა „ა.ბ“ ქვეპუნქტისა), „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. მე-3 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

3. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის განმახორციელებელია ცენტრ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-5-3/](https://legali.ge/law/3972595/muxli-5-3/)

---

## მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. მე-3 მუხლის „ა“ (გარდა „ა.ბ“ ქვეპუნქტისა), „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და განისაზღვრება ამავე დანართის მე-5 მუხლის შესაბამისად.

2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელია ა(ა)იპ „კახეთი-იონი“;

3. მე-3 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის მიმწოდებელია ცენტრ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-6-3/](https://legali.ge/law/3972595/muxli-6-3/)

---

## მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,900.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

№

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

კიბოს სკრინინგის კომპონენტი

1,144.0

2

საშვილოსნოს ყელის ორგანიზებული სკრინინგი

34.0

3

1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ასაკის მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია

161.0

4

ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა

416.0

5

დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგის პილოტი

109.0

6

საინფორმაციო რეგისტრების და ელექტრონული მოდულების განვითარება

36.0

სულ:

1,900

[https://legali.ge/law/3972595/muxli-8-2/](https://legali.ge/law/3972595/muxli-8-2/)

---

## მუხლი 9. დამატებითი პირობები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებისას:

ა) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამის მოსარგებლეთათვის მომსახურების მაქსიმალური გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა (რეგიონული/რაიონული სამედიცინო დაწესებულებებისა და მობილური ჯგუფების მეშვეობით და შესაბამისი საკომუნიკაციო ღონისძიებების განხორციელება ბენეფიციართა მოსაზიდად);

ბ) ძუძუს კიბოს პირველადი სკრინინგი და კოლორექტული კიბოს სკრინინგი უნდა განხორციელდეს არაუმეტეს ორ კალენდარულ წელიწადში ერთხელ, საშვილოსნოს ყელის კიბოს პირველადი სკრინინგი - სამ კალენდარულ წელიწადში ერთხელ. მეორადი სკრინინგი სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, შეიძლება განხორციელდეს სპეციალისტის დანიშნულების შესაბამისად;

გ) ოჯახის ექიმის ან/და შესაბამისი სპეციალისტის მიმართვის საფუძველზე პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკა შეიძლება განხორციელდეს კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ;

დ) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამული სერვისებით მოსარგებლეთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა, ასევე, ეპიდემიოლოგიური ანალიზის განხორციელების მიზნით, კიბოს ლოკალიზაციის მიხედვით გამოვლენილი პათოლოგიების მონაცემთა ბაზის შექმნა.

2. იმ მიმწოდებლებს, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი მუნიციპალური ორგანო, მიეცეთ უფლება ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი მომსახურება შეისყიდონ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

3. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სკრინინგის კრიტერიუმები:

ა) გესტაციური ასაკით 34 კვირამდე ან გესტაციური წონით 2001 გრამზე ნაკლები ყველა დღენაკლული ახალშობილი გამოკვლეული უნდა იქნეს დღენაკლულთა რეტინოპათიის გამოსარიცხად. გამოკვლევა ტარდება დაბადებიდან 2–4 კვირაში;

ბ) ნეონატოლოგის გადაწყვეტილებით, გამოკვლეულ უნდა იქნეს 34-36 გესტაციური კვირის (მიუხედავად წონისა) ის დღენაკლული ახალშობილები, რომელთაც აღენიშნებოდათ დამძიმებული ანამნეზი (სეფსისი, ნეკროზული ენტეროკოლიტი და ა.შ.) ან დასჭირდათ დამატებითი ოქსიგენოთერაპია 48 საათზე დიდხანს. გამოკვლევა ტარდება დაბადებიდან 2–4 კვირაში;

გ) გესტაციური ასაკით 27 კვირამდე დაბადებული ყველა დღენაკლული ახალშობილი გამოკვლეული უნდა იქნეს 30-31 პოსტკონცეპტუალური კვირის ასაკში;

დ) გესტაციური ასაკით 27–დან 32 კვირამდე დაბადებულ ყველა დღენაკლულ ახალშობილს, რეტინოპათიის გამოსარიცხად, პირველი გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს დაბადებიდან მე–4-5 კვირას (28– 35 დღე);

ე) გესტაციური ასაკით 32 კვირაზე ზემოთ და დაბადებისას წონით 300-ზე.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული ტესტები და სახარჯი მასალები, სჯდ რეგიონალური/მუნიციპალური ცენტრების მეშვეობით, განმახორციელებლის მიერ მიეწოდება მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სერვისის მიმწოდებლებს, გარდა კონფირმაციული ტესტებისა. ამასთან, В ჰეპატიტის იმუნოგლობულინი, სჯდ რეგიონალური/მუნიციპალური ცენტრების მეშვეობით, განმახორციელებლის მიერ მიეწოდება სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს/განყოფილებებს.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია ცენტრი.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

6. პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

7. პროგრამის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამასთან სერვისის მიმწოდებელმა:

ა) უნდა უზრუნველყოს სერვისის მიწოდება ქვეყნის მასშტაბით, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით;

ბ) დადასტურებული სიფილისის შემთხვევებში ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს ცენტრს (მ.შ. დაბადების რეგისტრის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით);

გ) სიფილისზე დადებითი ორსულების მკურნალობის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ანტენატალური სერვისის მიმწოდებელ შესაბამის დაწესებულება

[https://legali.ge/law/3972595/muxli-9-2/](https://legali.ge/law/3972595/muxli-9-2/)

---

## მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 8,000.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

№

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ანტენატალური მეთვალყურეობა, მათ შორის:

6,113.0

1.1

სამედიცინო მომსახურება სიფილისზე ეჭვის შემთხვევაში

45.0

2

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა

413.3

3

ორსულებში B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/შიდსის და სიფილისის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებითა და სახარჯი მასალებით („B“ ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინით) უზრუნველყოფა

379.0

4

ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე

800.0

5

ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა

95.0

6

მედიკამენტებითა და საკვები დანამატით უზრუნველყოფა, მათ შორის:

200.0

6.1

ფოლიუმის მჟავისა და რკინის პრეპარატების შესყიდვა

20.0

6.2

სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, საკვები დანამატის) ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და ბენეფიციარებზე გაცემა სამედიცინო დაწესებულებების/აფთიაქების მეშვეობით)

54.0

6.3

მიკროელემენტების შემცველი საკვები დანამატის შესყიდვა

126.0

სულ:

8,000

[https://legali.ge/law/3972595/muxli-8-3/](https://legali.ge/law/3972595/muxli-8-3/)

---

## მუხლი 9. დამატებითი პირობები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად, პირის მოსარგებლედ ცნობისათვის, ორსულმა ორსულობის 12 0/7 კვირის ვადამდე უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მოხდება მისი რეგისტრაცია ორსულთა და ახალშობილთა მეთვალყურეობის ელექტრონულ პროგრამაში და მოსარგებლედ ცნობა რეგისტრაციის თარიღიდან, სააგენტოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რეგისტრაციის შემდეგ, დაუშვებელია ანტენატალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულების შეცვლა (2018 წლის 1 თებერვლიდან), გარდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის (საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ცვლილება) და ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული გამონაკლისებისა (დადასტურებული დოკუმენტით - სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა). ამასთან, მშობიარობა/საკეისრო კვეთის სერვისის მისაღებად ორსულს აქვს დაწესებულების თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან, პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სიფილისზე სკრინინგული კვლევებით დადებითი ორსულების მიდევნება და კონფირმაციული კვლევებით დადებით ორსულებზე ზედამხედველობა ცენტრთან კოორდინაციით.

4. პროგრამის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია კანონმდებლობის დაცვით, უზრუნველყოს დანართი N9.5-ის (ანტენატალური მოვლის ინდიკატორები“ ( შემდგომში-ინდიკატორები) შესაბამისად, ინფორმაციის წარდგენა ცენტრში, ცენტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

5. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელისათვის სავალდებულოა შემდეგი მომსახურებების არსებობა/მოთხოვნების დაკმაყოფილება:

ა) აქვს მაღალიტექნოლოგიური სამედიცინო ლაბორატორია, რომელიც, სულ მცირე, აღჭურვილია:

ა.ა) ავტომატური იმუნოლოგიური რიდერითა და ვოშორით;

ა.ბ) სინათლის მიკროსკოპით;

ა.გ) ინვერსიული მიკროსკოპით;

ა.დ) ავტომატური პროგრამული უზრუნველყოფით კარიოტირების სისტემის დასალაგებლად, რომლის მგრძნობელობაც არის 98% და მეტი;

ა.ე) ლამინირებული ბოქსებით;

ა.ვ) ინკუბატორებით;

ა.ზ) ცენტრიფუგით;

ა.თ) პრეციზიული გამაცხელებლით.

ბ) ჰყავს მაღალკვალიფიციური და შესაბამისი გადამზადების მქონე პერსონალი, სულ მცირე, ექიმ–გენეტიკოსი, რადიოლოგი, მეან-გინეკოლოგი, ლაბორანტი;

გ) აქვს გენეტიკური პათოლოგიების მონაცემთა რეგიონალური პარამეტრების ბაზა, რომელშიც ასახულია, სულ მცირე, 3000 სკრინინგული კვლევისა და 300 კარიოტიპირების მონაცემი;

დ) აქვს საოპერაციო (სავალდებულოა მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლისათვის);

ე) ხელმისაწვდომობა სისხლის ბანკთან უზრუნველყოფილია (სავალდებულოა მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლისათვის);

ვ) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისის მასშტაბით არსებული ქალთა კონსულტაციებიდან (ან შესაბამისი ანტენატალური მომსახურების მიმწოდებელთან) საანალიზო მასალის რეგულარული შეგროვება და მოსარგებლეთა დროული ინფორმირება.

6. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

7. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული ტესტები და სახარჯი მასალები (გარდა კონფირმაციული ტესტებისა) განმახორციელებლის მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტის სჯდ ცენტრების მეშვეობით მიეწოდება მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებლებს, „B“ ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი - სამშობიარო სახლებს.

8. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განმახორციელებელთან ანგარიშგებას ახორციელებს გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

9. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი მომსახურების განხორციელებისას უზრუნველყოფს შემდეგი პირობების დაცვას:

ა) ფენილკეტონურიის სკრინინგი ჯანმრთელ ახალშობილში შეიძლება განხორციელდეს ადეკვატური ძუძუთი ან ხელოვნური კვების დაწყებიდან 24 სთ-ის შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის სკრინინგი წარმოებს დაბადებიდან 48 სთ-ის შემდეგ, მიზანშეწონილია ფენილკეტონურიისა და თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის სკრინინგი ჩატარდეს ერთდროულად, დაბადებიდან არა უადრეს 48 სთ-ისა და არაუგვიანეს 72 სთ-ისა;

ბ) დღენაკლულ და/ან პარენტერულ კვებაზე მყოფ ახალშობილებს სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში/ განყოფილებაში ფენილკეტონურიის სკრინინგი ჩაუტარდეთ დაბადებიდან მეშვიდე დღეს ან გაწერამდე, მაგრამ დაბადებიდან არა უადრეს 48 სთ-ისა, ჰიპოთირეოზის სკრინინგთან ერთად;

გ) დაბადებიდან 48 საათზე ადრე სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან/განყოფილებიდან ტრანსპორტირებული ახალშობილის შემთხვევაში უზრუნველყოს აღნიშნული დაწესებულებიდან/განყოფილებიდან ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ფენილკეტონურიასა და ჰიპერფენილალანინემიაზე ახალშობილთა სკრინინგის აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის დროული მოპოვება;

დ) დაბადებიდან 48 საათზე ადრე სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან/განყოფილებიდან ტრანსპორტირებული ახალშობილისათვის უზრუნველყოს ფენილკეტონურიისა და ჰიპოთირეოზის სკრინინგის ჩატარება რეფერალური შემთხვევის მიმღებ დაწესებულებაში დაბადებიდან მეშვიდე დღეს ან გაწერამდე, მაგრამ დაბადებიდან არა უადრეს 48 საათისა;

ე) განახორციელოს ბინაზე დაბადებულ ახალშობილთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ფენილკეტონურიასა და ჰიპერფენილალანინემიაზე სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლის მიმართვის საფუძველზე;

ვ) უზრუნველყოს ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ფენილკეტონურიაზე და ჰიპერფენილალანინემიაზე ახალშობილთა სკრინინგისათვის სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებიდან საკვლევი მასალის შეგროვება კვირაში 2-ჯერ;

ზ) თუ სკრინინგის შედეგი დადებითია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მშობლის ინფორმირება და შემდგომი კვლევა დიაგნოზის დასადასტურებლად (გარდამუკოვისციდოზისა). სკრინინგი, მშობლის ინფორმირება და განმეორებითი კვლევა უნდა ჩატარდეს ისე, რომ მკურნალობის დაწყება შესაძლებელი იყოს რეკომენდებულ ვადამდე (დაბადებიდან 21 დღემდე).

10. პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის ფარგლებში:

ა) ფოლიუმის მჟავით უზრუნველყოფა ხორციელდება:

ა.ა) ორსულობის დადგენისთანავე, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი დაწესებულებებიდან ერთჯერადად, ექიმის მიერ გამოწერილი სრული კურსისათვის საჭირო რაოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა მიზეზით შეწყდა ორსულობა და მიღებული მედიკამენტის გარკვეული რაოდენობა დარჩა გაუხარჯავი, მსგავს შემთხვევებში ბენეფიციარს ეძლევა რეკომენდაცია, მედიკამენტის ამოწურვამდე გააგრძელოს ფოლიუმის მჟავის მიღება;

ა.ბ) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელ დაწესებულებებზე/ ორსულებზე ფოლიუმის მჟავის გაცემის წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტთან შეთანხმებით.

ბ) რკინდადეფიციტური ანემიის შემთხვევაში:

ბ.ა) დადასტურებული რკინადეფიციტური ანემიის შემთხვევაში, ანემიის მართვას ახორციელებს იმ სამედიცინო დაწესებულების ექიმი, რომელიც სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობისათვის აკმაყოფილებს „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებით ან „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ.ბ) რკინის პრეპარატის მიმღებად რეგისტრაციისათვის, ორსულმა/მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას ორსულთა და ახალშობილთა მეთვალყურეობის ელექტრონულ მოდულში რეგისტრირებისათვის და წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ნდობით აღჭურვილი პირის შემთხვევაში - ორსულისა და საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენით) და სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №1V-100ა, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას პაციენტის დიაგნოზის (რკინადეფიციტური ანემია), მედიკამენტის დღიური დოზის და მკურნალობის კურსისთვის (ერთი თვის) საჭირო რაოდენობის შესახებ;

ბ.გ) ორსულთა და ახალშობილთა მეთვალყურეობის ელექტრონულ მოდულში, რეგისტრაციისთანავე, ორსულს/მის ნდობით აღჭურვილ პირს შეუძლია მიიღოს რკინის პრეპარატი აფთიაქებში, ქვეყნის მასშტაბით პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა (ნდობით აღჭურვილი პირის შემთხვევაში - ორსულისა და საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენით) და რეცეპტის საფუძველზე;

ბ.დ) რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობიდან ერთი თვის შემდეგ ორსულს უნდა ჩაუტარდეს ანემიის სკრინინგული კვლევა და გადაწყდეს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა (შესაძლოა შეიცვალოს დანიშნული მედიკამენტის დღიური დოზა, რაც ფიქსირდება ელექტრონულ მოდულში).

გ) მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიკროელემენტების შემცველი საკვები დანამატის მოსარგებლეებზე გაცემის წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტთან შეთანხმებით.

დანართი 9.1 - პროგრამის მოსარგებლეები

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე, ასევე საქართველოში მუდმივად მცხოვრები ყველა ორსული. ამასთან, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეა ყველა ორსული, რომლებიც არ დარეგისტრირებულან, ან დარეგისტრირდნენ ორსულობის 13 კვირის შემდეგ, ორსულთა და ახალშობილთა მეთვალყურეობის ელექტრონულ მოდულში პროგრამის მოსარგებლედ, ან არ უსარგებლიათ პირველი ვიზიტით მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვაუჩერის ფარგლებში დადგენილ ვადებში.

2. პროგრამის მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოსარგებლეები არიან მაღალი რისკის ორსულთა შემდეგი ჯგუფები ქ. თბილისის მასშტაბით:

ა) ქრომოსომული/გენური პათოლოგიის არსებობა ერთ-ერთ მშობელთან და/ან ოჯახის წევრთან;

ბ) ნაადრევი ბავშვის დაბადება თანდაყოლილი განვითარების მანკით;

გ) ანამნეზში მკვდრადშობადობა ან ჩვეული აბორტები (3-ზე მეტი);

დ) ქალის ასაკი 35 და მეტი წლის;

ე) ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევით განვითარების მანკის ნიშნების აღმოჩენა;

ვ) ერთ-ერთი მშობლის ნარკომანია და ალკოჰოლიზმი;

ზ) ხელოვნური განაყოფიერება;

თ) ორსულს აქვს ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი;

ი) ორსულობის პერიოდში მავნე ფაქტორების ზემოქმედება:

ი.ა) ტერატოგენური მოქმედების მედიკამენტები (ანტიკონვულსანტები, იზოტრეტინოინი, ვარფარინი, ციტოსტატიკები);

ი.ბ) ინფექციების მწვავე ფორმები: ციტომეგალოვირუსის და ტოქსოპლაზმას მწვავე ფორმები, სიფილისი, წითურა;

ი.გ) ტერატოგენური მოქმედების ქიმიური აგენტები;

ი.დ) მაიონიზირებელი რადიაცია.

3. პროგრამის მე-3 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის მოსარგებლეები არიან ახალშობილები და ბავშვები საქართველოს მასშტაბით (მათ შორის, მუკოვისციდოზზე ქ. თბილისის მასშტაბით).

4. პროგრამის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში ახალშობილთა სმენის პირველადი სკრინინგული გამოკვლევის მოსარგებლეა ქ. თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში დაბადებული ყველა ახალშობილი, ხოლო მეორადი სკრინინგული გამოკვლევის მოსარგებლეა ქ. თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში სმენის პირველადი სკრინინგით იდენტიფიცირებული ახალშობილები, ასევე ის ახალშობილები, რომლებიც იდენტიფიცირებული და რეფერირებული არიან ცენტრის მიერ სმენის სკრინინგის აპარატებით აღჭურვილ რეგიონების სამშობიარო სახლებში. ამასთან, მე-3 მუხლის „ე.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერვისების მოსარგებლეა ყველა ახალშობილი, გარდა აჭარის ა/რ ტერიტორიაზე განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებებში დაბადებული ახალშობილებისა, რომელთა შესაბამის მომსახურებას აფინანსებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში.

დანართი 9.2 - ანტენატალური მეთვალყურეობა

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება წარმოებს კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციისა (გაიდლაინი) და კლინიკური მდგომარეობების მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) - „ანტენატალური მეთვალყურეობა ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს“ - შესაბამისად. 2018 წლის 1 თებერვლამდე დარეგისტრირებული ორსულებისთვის კომპონენტით იფარება 4 ანტენატალური ვიზიტი (ორსულობისმე-13 0/7 კვირამდე, მე-18 0/7-მე-20 0/7, 30 0/7-ე-32 0/7-ე და 34 0/7-ე-36 0/7-ე-38 0/7-ე კვირებზე), რაც მოიცავს:

1

პირველი ვიზიტი

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას;

ბ) თერაპევტის კონსულტაციას;

გ) სისხლის საერთო ანალიზს;

დ) შარდის საერთო ანალიზს;

ე) სიფილისის დიაგნოსტიკას სწრაფი/მარტივი მეთოდით;

ვ) В და С ჰეპატიტების დიაგნოსტიკას სწრაფი/მარტივი მეთოდით;

ზ)აივ-ანტისხეულების განსაზღვრას სწრაფი/მარტივი მეთოდით;

თ) სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრას;

ი) საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპულ გამოკვლევას.

2

მეორე ვიზიტი

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას;

ბ) მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპიას (ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსავლენად).

3

მესამე ვიზიტი

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას;

ბ) ცილის რაოდენობის განსაზღვრას შარდში;

გ) ჰემოგლობინის განსაზღვრას სისხლში.

დ) სიფილისის დიაგნოსტიკას სწრაფი/მარტივი მეთოდით;

4

მეოთხე ვიზიტი

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას;

ბ) ცილის რაოდენობის განსაზღვრას შარდში;

გ) ჰემოგლობინის განსაზღვრას სისხლში.

2. 2018 წლის 1 თებერვლიდან დარეგისტრირებული ორსულებისათვის, კომპონენტით იფარება 8 ანტენატალური ვიზიტი (ორსულობის მე-12 0/7 კვირამდე, მე-20 0/7, 26-ე 0/7, 30 0/7-ე, 34 0/7-ე, 36 0/7-ე, 38 0/7-ე და მე-40 0/7 კვირებზე), რაც მოიცავს:

1

პირველი ვიზიტი

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

ბ) სისხლის საერთო ანალიზი;

გ) შარდის კულტურალური გამოკვლევა;

დ)სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების განსაზღვრა;

ე) რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში

ვ) სკრინინგული ტესტები (B ჰეპატიტის ვირუსი, C-ჰეპატიტის ვირუსი, აივ ინფექცია და სიფილისი)

ზ)ულტრაბგერითი გამოკვლევა

2

მეორე ვიზიტი

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

ბ) ულტრაბგერითი გამოკვლევა

3

მესამე ვიზიტი

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა;

გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში;

დ) რეზუს-ანტისხეულების განსაზღვრა რეზუს-უარყოფითიან ქალებში;

ე) სკრინინგი გესტაციურ დიაბეტზე

4

მეოთხე ვიზიტი

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა;

5

მეხუთე ვიზიტი

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა;

6

მეექვსე ვიზიტი

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა;

გ)ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში;

7

მეშვიდე ვიზიტი

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა;

8

მერვე ვიზიტი

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა.

3. პროგრამის მე-3 მუხლის (ანტენატალური მეთვალყურეობა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება მოიცავს:

ა) სიფილისის დიაგნოსტიკას სწრაფი/მარტივი მეთოდით;

ბ) В და С ჰეპატიტების დიაგნოსტიკას სწრაფი/მარტივი მეთოდით;

გ) აივ-ანტისხეულების განსაზღვრას სწრაფი/მარტივი მეთოდით.

დანართი 9.3 - ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე

1. ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე ახალშობილთა გამოვლენა ქეეყნის მასშტაბით (მათ შორის, მუკოვისციდოზზე ქ. თბილისის მასშტაბით) დაბადებული ყველა ახალშობილის სკრინინგის მეშვეობით.

2. ფენილკეტონურიისა და ჰიპერფენილალანინემიის მქონე ახალშობილთა მეორადი დიაგნოსტიკა დაავადების დადასტურების მიზნით.

3. ფენილკეტონურიითა და ჰიპერფენილალანინემიით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ყოველთვიური მონიტორინგი და ამბულატორიული დახმარება.

4. ფენილკეტონურიის და ჰიპერფენილალანინემიის პათოლოგიური გენების მატარებელი ოჯახების კონსულტირება ამ პათოლოგიათა პრევენციის მიზნით.

5. ფენილკეტონურიითა და ჰიპერფენილალანინემიით დაავადებულ ბავშვთა ოჯახის წევრებთან ტრენინგის ჩატარება.

6. ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა ჰიპოთირეოზის მეორადი დიაგნოსტიკა და ამბულატორიული მონიტორინგი, რაც მოიცავს:

ა) ენდოკრინოლოგის და პედიატრის მომსახურებას;

ბ) სისხლის ლაბორატორიულ კვლევას ჰორმონებზე (FT4, TSH).

დანართი 9.4 - ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგის კომპონენტი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე და ღირებულება

№

დასახელება

ღირებულება

(ლარი)

1

ახალშობილთა მასიური სკრინინგი ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიაზე, თანდაყოლილ ჰიპოთირეოზსა და მუკოვისციდოზზე (სკრინინგის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკა სისხლის ნიმუშზე)

13.8

2

ახალშობილთა მასიური სკრინინგი ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიაზე და თანდაყოლილ ჰიპოთირეოზე (სკრინინგის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკა სისხლის ნიმუშზე)

8.8

3

ახალშობილთა მეორადი დიაგნოსტიკა ჰიპერფენილალანინემიასა და ფენილკეტონურიაზე

32.0

4

ფენილკეტონურიის მონიტორინგი - 0-იდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის

85.0

5

ფენილკეტონურიის მონიტორინგი - 1-იდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის

65.0

6

ფენილკეტონურიის მონიტორინგი - 3-იდან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის

42.0

7

ფენილკეტონურიის მონიტორინგი - 7-იდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის

38.0

8

თანდაყოლილ ჰიპოთირეოზზე - მეორადი დიაგნოსტიკა, მონიტორინგი და მკურნალობა - 0-იდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის

240.0

დანართი N9.5 - ანტენატალური მოვლის ინდიკატორები*

ინდიკატორის/ მონაცემის დასახელება

ანგარიშგების პერიოდი

ანგარიშგების მეთოდი/ მონაცემთა ბაზა

1. იმ ორსული ქალების პროცენტული წილი, რომლებმაც დაასრულეს ანტენატალური მოვლის ციკლი და რომლებმაც მიიღეს 6 და მეტი ანტენატალური ვიზიტი

კვარტალურად, კვარტლის ბოლო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე

ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის რეგისტრი

2. იმ ორსული ქალების პროცენტული წილი, რომლებსაც პირველი ანტენატალური ვიზიტი განხორციელებული აქვთ გესტაციის 12 კვირამდე

კვარტალურად, კვარტლის ბოლო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე

ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის რეგისტრი

3. იმ ორსული ქალების პროცენტული წილი, რომლებიც ორსულობის პერიოდში იღებენ რკინის/ფოლიუმის მჟავის დანამატებს რეკომენდებული დოზით და ვადაზე**

ყოველთვიურად, მომდევნო თვის 10 რიცხვამდე

ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის რეგისტრი

4. იმ ორსული ქალების პროცენტული წილი, რომლებსაც ჩაუტარდათ აივ-ტესტირება პირველ ანტენატალურ ვიზიტზე/მინიმუმ ერთხელ/ოდესმე

ყოველთვიურად, მომდევნო თვის 10 რიცხვამდე

ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის რეგისტრი

5. იმ ორსული ქალების წილი, რომელთაც ჩატარებული აქვთ ტესტირება სიფილისზე პირველ ანტენატალურ ვიზიტზე/მინიმუმ ერთხელ/ოდესმე

ყოველთვიურად, მომდევნო თვის 10 რიცხვამდე

ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის რეგისტრი

6. სიფილისზე სეროპოზიტიური ორსული ქალების პროცენტული წილი (სავარაუდო), რომლებსაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ გესტაციის 24 კვირაზე ან მანამდე

ყოველთვიურად, მომდევნო თვის 10 რიცხვამდე

ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის რეგისტრი

7. იმ ორსული ქალების წილი, რომელთაც ჩატარებული აქვთ ტესტირება C ჰეპატიტზე

ყოველთვიურად, მომდევნო თვის 10 რიცხვამდე

ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის რეგისტრი

8. იმ ორსული ქალების წილი, რომელთაც ჩატარებული აქვთ ტესტირება B ჰეპატიტზე

ყოველთვიურად, მომდევნო თვის 10 რიცხვამდე

ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის რეგისტრი

* ცხრილში მოცემულ ორსული ქალების რაოდენობაში იგულისხმება ცალკეული დაწესებულების ფარგლებში აღრიცხაზე აყვანილ ორსულთა რიცხვი

**რეკომენდირებულ ვადაში მიღებულად ჩაითვლება ორსულის აღრიცხვაზე აყვანის მომენტიდან (მიუხედავად ორსულობის ვადისა) პრეპარატის მიღების ზღვრულ ვადამდე გაცემული სამკურნალო პრეპარატების შემთხვევა.

ანტენატალური მოვლის ინდიკატორების დეფინიციები

1. იმ ორსული ქალების პროცენტული წილი, რომლებმაც მიიღეს 6 და მეტი ანტენატალური ვიზიტი

ინდიკატორი გამოითვლება, როგორც პროცენტული მაჩვენებელი = N/D *100%

(N)= იმ ორსული ქალების რაოდენობა რომლებმაც მიიღეს 6 და მეტი ანტენატალური ვიზიტი საანგარიშო პერიოდში

(D)=ორსული ქალების საერთო რაოდენობა საანგარიშო პერიოდში

2. იმ ორსული ქალების პროცენტული წილი, რომლებსაც პირველი ანტენატალური ვიზიტი განხორციელებული აქვთ გესტაციის 12 კვირამდე

ინდიკატორი გამოითვლება, როგორც პროცენტული მაჩვენებელი = N/D *100%

(N)= იმ ორსული ქალების რაოდენობა საანგარიშო პერიოდში, რომლებსაც პირველი ანტენატალური ვიზიტი განხორციელებული აქვთ გესტაციის 12 კვირამდე

(D)=ორსული ქალების საერთო რაოდენობა საანგარიშო პერიოდში

3. იმ ორსული ქალების პროცენტული წილი, რომლებიც ორსულობის პერიოდში იღებენ რკინის/ფოლიუმის მჟავის დანამატებს რეკომენდებული დოზით

ინდიკატორი გამოითვლება, როგორც პროცენტული მაჩვენებელი = N/D *100%

(N)=იმ ორსული ქალების რაოდენობა საანგარიშო პერიოდში, რომლებიც ორსულობის პერიოდში იღებენ რკინის/ფოლიუმის მჟავის დანამატებს რეკომენდებული დოზით

(D)= ორსული ქალების საერთო რაოდენობა საანგარიშო პერიოდში

4. იმ ორსული ქალების პროცენტული წილი, რომლებსაც ჩაუტარდათ აივ-ტესტირება პირველ ანტენატალურ ვიზიტზე/მინიმუმ ერთხელ/ოდესმე

ინდიკატორი გამოითვლება, როგორც პროცენტული მაჩვენებელი = N/D *100%

(N)= იმ ორსული ქალების რაოდენობა საანგარიშო პერიოდში, რომლებსაც ჩაუტარდათ აივ-ტესტირება პირველ ანტენატალურ ვიზიტზე/მინიმუმ ერთხელ/ოდესმე

(D)= ორსული ქალების საერთო რაოდენობა საანგარიშო პერიოდში

5. იმ ორსული ქალების წილი, რომელთაც ჩატარებული აქვთ ტესტირება სიფილისზე პირველ ანტენატალურ ვიზიტზე/მინიმუმ ერთხელ/ოდესმე

ინდიკატორი გამოითვლება, როგორც პროცენტული მაჩვენებელი = N/D *100%

(N)= იმ ორსული ქალების რაოდენობა საანგარიშო პერიოდში, რომელთაც ჩატარებული აქვთ ტესტირება სიფილისზე პირველ ანტენატალურ ვიზიტზე/მინიმუმ ერთხელ/ოდესმე.

(D)= ორსული ქალების საერთო რაოდენობა საანგარიშო პერიოდში

6. სიფილისზე სეროპოზიტიური ორსული ქალების პროცენტული წილი (სავარაუდო), რომლებსაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ გესტაციის 24 კვირაზე ან მანამდე

ინდიკატორი გამოითვლება, როგორც პროცენტული მაჩვენებელი = N/D *100%

(N)= სიფილისზე სეროპოზიტიური ორსული ქალების რაოდენობა საანგარიშო პერიოდში, რომლებსაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ გესტაციის 24 კვირაზე ან მანამდე.

(D)= სიფილისზე სეროპოზიტიური ორსული ქალების რაოდენობა საანგარიშო პერიოდში

7. იმ ორსული ქალების წილი, რომელთაც ჩატარებული აქვთ ტესტირება C ჰეპატიტზე

ინდიკატორი გამოითვლება, როგორც პროცენტული მაჩვენებელი = N/D *100%

(N)= იმ ორსული ქალების რაოდენობა საანგარიშო პერიოდში, რომელთაც ჩატარებული აქვთ ტესტირება C ჰეპატიტზე

(D)= ორსული ქალების საერთო რაოდენობა საანგარიშო პერიოდში

8. იმ ორსული ქალების წილი, რომელთაც ჩატარებული აქვთ ტესტირება B ჰეპატიტზე

ინდიკატორი გამოითვლება, როგორც პროცენტული მაჩვენებელი = N/D *100%

(N)= იმ ორსული ქალების რაოდენობა საანგარიშო პერიოდში, რომელთაც ჩატარებული აქვთ ტესტირება B ჰეპატიტზე

(D)= ორსული ქალების საერთო რაოდენობა საანგარიშო პერიოდში

დანართი №10

ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა

(პროგრამული კოდი 35 03 02 1

[https://legali.ge/law/3972595/muxli-9-3/](https://legali.ge/law/3972595/muxli-9-3/)

---

## მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები (ასევე პროგრამის მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მოსარგებლეები ამ მუხლში მითითებულ პირებთან ერთად შეიძლება იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც გამომგზავრების მომენტისთვის ჩართულნი იყვნენ უცხოეთში მოქმედ ჩანაცვლებით პროგრამებში).

2. პროგრამის მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის მოსარგებლეები არიან პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოსარგებლეები არიან ასევე 2017 წლის 1 ივლისამდე შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მეთადონით ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად.

4. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახი

[https://legali.ge/law/3972595/muxli-2-4/](https://legali.ge/law/3972595/muxli-2-4/)

---

## მუხლი 3. მომსახურების მოცულობა

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

ა) სტაციონარულ დეტოქსიკაციას და პირველად რეაბილიტაციას ოპიოიდების, სტიმულატორების და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების, მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების დროს (დანართი 10.1 -ის შესაბამისად);

ბ) ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებას და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების (ტრანსპორტირება, ბადრაგირება) უზრუნველყოფას ქ. თბილისსა და რეგიონებში; მათ შორის:

ბ.ა) ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფას.

გ) №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანმოკლე და ხანგრძლივი დეტოქსიკაციის უზრუნველყოფას;

დ) ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვას;

ე) ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირებას, შენახვას და გაცემას (სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება, გაცემა სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებისათვის);

ვ) ამავე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ეფექტურობის შეფასების კომპონენტს, რომელიც მოიცავს ერთიანი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას, სტატისტიკური საქმიანობის კოორდინაციას, ინფორმაციის დამუშავებას და ინფორმაციული რესურსების შექმნას;

ზ) ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარულ მომსახურებას, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, დანართი 10.2-ის შესაბამისა

[https://legali.ge/law/3972595/muxli-3-4/](https://legali.ge/law/3972595/muxli-3-4/)

---

## მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში:

ა) თვის ლიმიტი განისაზღვრება ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების 1/12-ით;

ბ) მომსახურების დაფინანსება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არაუმეტეს დანართი 10.1-ით განსაზღვრული ღირებულებებისა:

ბ.ა) მომსახურების ანაზღაურებისას დასაშვებია დანართი 10.1-ით განსაზღვრული სერვისების ცალკეულ შემთხვევად დაფინანსება, თუ დაცულია შემდეგი პირობები:

ბ.ა.ა) სამედიცინო რეაბილიტაცია უტარდებათ მხოლოდ იმ ბენეფიციარებს, ვისაც ამავე კომპონენტის ფარგლებში ჩატარებული აქვთ სტაციონარული დეტოქსიკაცია;

ბ.ა.ბ) სტაციონარული დეტოქსიკაციისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ჩატარებას შორის გასული ვადა არ აღემატება 14 კალენდარულ დღეს.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების ფარგლებში მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით ყოველთვიურად, წლიური ასანაზღაურებელი თანხის არაუმეტეს 1/12-ისა.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მედიკამენტებით პროგრამის მოსარგებლეთა უზრუნველყოფა ხდება უსასყიდლოდ (თანაგადახდის გარეშე), კომპონენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის ფარგლებში მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით ყოველთვიურად, წლიური ასანაზღაურებელი თანხის არაუმეტეს 1/12-ისა.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით ყოველთვიურად წლიური ასანაზღაურებელი თანხის არაუმეტეს 1/12-ისა. სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის 90%, დანართი 10.2-ით გათვალისწინებული შემთხვევების დადგენილი ღირებულების შესაბამისა

[https://legali.ge/law/3972595/muxli-4-4/](https://legali.ge/law/3972595/muxli-4-4/)

---

## მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მედიკამენტების და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. პროგრამის მე-3 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების გაცემა მოსარგებლეებზე ხორციელდება პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლების მიერ.

4. პროგრამის მე-3 მუხლის ,,გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისა

[https://legali.ge/law/3972595/muxli-5-4/](https://legali.ge/law/3972595/muxli-5-4/)

---

## მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და განმახორციელებელს წერილობით დაუდასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

2. პროგრამის მე-3 მუხლის ,,ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების ფარგლებში მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

3. პროგრამის მე-3 მუხლის ,,გ“ და „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისა

[https://legali.ge/law/3972595/muxli-6-4/](https://legali.ge/law/3972595/muxli-6-4/)

---

## მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 9,200.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

№

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცია ოპიოიდების, სტიმულატორების და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების, მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების დროს

1,400.0

2

ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების (ტრანსპორტირება, ბადრაგირება) უზრუნველყოფა ქ. თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის:

6,274.0

2.1.

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა

360.0

3

№2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანმოკლე და ხანგრძლივი დეტოქსიკაციის უზრუნველყოფა

300.0

4

ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა

770.0

5

ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა

36.0

6

ეფექტურობის შეფასების კომპონენტი

120.0

7

ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება

300.0

სულ

9,200

[https://legali.ge/law/3972595/muxli-8-4/](https://legali.ge/law/3972595/muxli-8-4/)

---

## მუხლი 9. დამატებითი პირობები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა განისაზღვრება გეგმურ სტაციონარულ შემთხვეთათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად, ამასთან:

ა) პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში სააგენტო უზრუნველყოფს პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას რიგითობის დაცვით, სადაც პრიორიტეტი ენიჭება ბენეფიციარებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

ა.ა) პაციენტები, რომლებსაც ჯერ არ უსარგებლიათ „ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამის" „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის" კომპონენტით;

ა.ბ) აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებული პირები;

ა.გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;

ა.დ) 18-დან - 25 წლამდე ასაკის პაციენტები;

ა.ე) ქალები.

ბ) პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში დარეგისტრირებულ მოსარგებლეებს სააგენტო ვალდებულია, შესთავაზოს პროგრამის ფარგლებში მიმწოდებლად დარეგისტრირებულ დაწესებულებებში ვაუჩერით განსაზღვრული მომსახურების მიღება. ამასთან, პაციენტი უფლებამოსილია თვითონ აარჩიოს მიმწოდებელი დაწესებულება. ალტერნატიულ დაწესებულებაში მკურნალობაზე უარის თქმა არ განაპირობებს პაციენტისთვის პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიღების შეზღუდვას;

გ) პროგრამის მე-3 მუხლის „ა" ქვეპუნქტის ფარგლებში მოსარგებლის რეგისტრაციის ფორმასა და წესს განსაზღვრავს სააგენტო სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის მიხედვით, ამასთან:

ა) პაციენტის ჩართვა პროგრამაში მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს „ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის N01-41/ნ ბრძანებით განსაზღვრული პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებისა და ჩართვის წესის მოთხოვნათა დაცვით;

ბ) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდული საქონლის მიმღები ბენეფიციარის რეგისტრაცია (ელექტრონული სისტემის საშუალებით) და მედიკამენტების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის დადგენილი ფორმით განმახორციელებლისთვის მიწოდება.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ფარგლებში:

ა) პაციენტის ჩართვა პროგრამაში მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს ,,პენიტენციურ დაწესებულებებში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 14 ივლისის №92 №01-26/ნ ერთობლივი ბრძანების მოთხოვნათა დაცვით;

ბ) პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდული საქონლის მიმღები ბენეფიციარის რეგისტრაცია (ელექტრონული სისტემის საშუალებით) და მედიკამენტების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის დადგენილი ფორმით განმახორციელებლისთვის მიწოდება.

4. ჩანაცვლებითი თერაპიის კომპონენტის ფარგლებში პაციენტთა ჩართვისას უპირეტესობა ენიჭება მეთადონის გამოყენებას, თუკი არ არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული წინააღმდეგობები მეთადონის გამოყენებასთან დაკავშირებით.

5. ბუპრენორფინ-ნალოქსონით ჩანაცვლებით თერაპიაში პაციენტების ჩართვა ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში:

ა) პაციენტის ასაკი 25 წელზე ნაკლები;

ბ) დადასტურებულია მეთადონის მიმართ პაციენტის ინტოლერანტობა;

გ) არის კლინიკური ჩვენებები, როდესაც დასტურდება მეთადონის გამოყენების უკუჩვენება.

6. პროგრამის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად.

დანართი 10.1 -სტაციონარული დეტოქსიკაციისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ღირებულება

№

დასახელება

ღირებულება

(ლარი)

1

ოპიოიდების, ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და სხვა სტიმულატორების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები: აღკვეთის მდგომარეობა (მკურნალობა პლაზმაფერეზით/ან მის გარეშე)

1600

2

ოპიოიდების, ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და სხვა სტიმულატორების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცეეითი აშლილობები: სამედიცინო რეაბილიტაცია

400

დანართი 10.2 - ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების მოცულობა

კოდი

(ICD-10)

დასახელება

ღირებულება

(ლარი)

F10.4

ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი; აღკვეთის მდგომარეობა დელირიუმით

835

F10.5 (F10.5.1)

ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი; მწვავე ბოდვითი ფსიქოზური აშლილობა

1020

F10.5 (F10.5.2)

ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი; ფსიქოზური აშლილობა მწვავე ჰალუცინოზით

790

F10.31

ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი; აღკვეთის მდგომარეობა გულყრებით

880

დანართი №11

ჯანმრთელობის ხელშეწყობა

(პროგრამული კოდი 35 03 02 1

[https://legali.ge/law/3972595/muxli-9-4/](https://legali.ge/law/3972595/muxli-9-4/)

---

## მუხლი 3. პროგრამის კომპონენტები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამის კომპონენტებია:

ა) თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერება;

ბ) ჯანსაღი კვების შესახებ განათლება;

გ) ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შესახებ ცნობიერების ამაღლება;

დ) ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა;

ე) C ჰეპატიტის პრევენცია და მოსახლეობის განათლების ხელშეწყობა;

ვ) ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ნივთიერება დამოკიდებულების პრევენცია;

ზ) ჯანმრთელობის ხელშეწყობის პოპულარიზაცია და გაძლიერება (მათ შორის მასმედიასთან ურთიერთობა, სატელეკომუნიკაციო და საეთერო დროის შესყიდვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე

[https://legali.ge/law/3972595/muxli-3-5/](https://legali.ge/law/3972595/muxli-3-5/)

---

## მუხლი 4. თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების კომპონენტი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. მიზანი და ამოცანები

კომპონენტის მიზანია:

ა) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება თამბაქოს საკითხებზე, თამბაქოს მოხმარების აკრძალვის/შეზღუდვის საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ და სამოქალაქო მობილიზაციის გაზრდა;

ბ) თამბაქოს შესახებ არსებული კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობა;

გ) თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისათვის დახმარების გაუმჯობესება.

2. მომსახურების მოცულობა

კომპონენტით გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:

ა) თამბაქოს საკითხებზე ცნობიერების ამაღლების საკომუნიკაციო კამპანიის ბრენდინგი და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

ბ) საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება სოციალური მედიის საშუალებით (საგანმანათლებლო, კრეატიული პოსტების, ინფოგრაფიკების და ბანერების განთავსება, ონლაინ გამოკითხვების ორგანიზება სამიზნე აუდიტორიის ჩართულობით, ,,Facebook live”-ის ფორმით ინფორმაციის მიწოდება, მობილური აპლიკაციის „თავს ვანებებ“ და თამბაქოსათვის თავის დანებების ცხელი ხაზის პოპულარიზაცია Facebook-ის გვერდზე - რეკლამის შესყიდვით;

გ) ანიმაციური ბანერის/ბანერების, მობილური აპლიკაციის „თავს ვანებებ“ და თამბაქოსათვის თავის დანებების ცხელი ხაზის პოპულარიზაცია - 6 წამამდე ანიმაციური ბანერის განთავსება Youtube-ის არხზე;

დ) არანაკლებ 5 სატელევიზიო კლიპის (15 წმ) მომზადება (თემატიკა: ახალი კანონმდებლობის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით; თამბაქოს მოხმარების მავნეობა);

ე) ტელევიზიებში კლიპების განთავსების მედია-გეგმის (ბადე) შემუშავება და კლიპების განთავსება სოციალური რეკლამის სტატუსის ფარგლებში;

ვ) მედია-ადვოკატირება (ტელე-რადიორეპორტაჟები, სტუმრობები გადაცემებში, სტატიები ბეჭდურ მედიაში და სხვა);

ზ) კამპანიის ფარგლებში სარეკლამო დროის შესყიდვა კინოთეატრებში ფილმის ჩვენების წინ;

თ) გარე სარეკლამო ბანერების კრეატიული დიზაინის ნამუშევრების შერჩევა კონკურსის წესით და ბანერების განთავსება მეტროში, ავტობუსების გაჩერებებსა ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში შემსყიდველთან შეთანხმებით;

ი) საინფორმაციო საპოპულარიზაციო ბეჭდვითი მასალის მომზადება, ბეჭდვა, გავრცელება, თამბაქოსაგან თავისუფალი ორგანიზაციების გამოვლენა და დაჯილდოება; (ფლაერები, ბუკლეტები, საინფორმაციო ფურცლები, კანონმდებლობის მოკლე გაიდი-პოსტერები სამასპინძლო, საჯარო და კერძო სექტორისათვის), მასალები პირველადი ჯანდაცვის ქსელში დასარიგებლად, მოწევის აკრძალვის კრეატიული ნიშნები. აღნიშნული მასალის დიზაინის შერჩევა, ბეჭდვა და მიზნობრივად გავრცელება;

კ) სმარტფონის აპლიკაციის შექმნა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დარღვევებზე რეაგირებისათვის;

ლ) საჯარო საუბრები / დისკუსიები თამბაქოს კონტროლის კანონის დანერვის შესახებ მედიის მონაწილეობით (მ.შ. რეგიონული მედიის მონაწილეობით) და გაშუქებით;

მ) თამბაქოსათვის თავის დანებების მსურველთათვის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით სატელეფონო კონსულტაციების განხორციელება; ოპერატორთა გადამზადება თამბაქოს საკითხებზე;

ნ) სამასპინძლო დაწესებულებებთან კომუნიკაციის გაძლიერება - საინფორმაციო-სარეკომენდაციო სახის ვიზიტები კანონმდებლობის ძალაში შესვლამდე და შემდგომ საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანების მონაწილეობით, ვიზიტების სატელევიზიო და სხვა მედია საშუალებით ფართოდ გაშუქებით, საგანმანათლებლო მასალის დარიგებით;

ო) თამბაქოს მოხმარების აკრძალვის დანერგვის ობსერვაცია, რაც მოიცავს იმ სამიზნე დაწესებულებების (ტერიტორიის) დათვალიერებას (თამბაქოს ნამწვის, ფერფლის, მწეველობის პროცესის ან კვამლის აღმოჩენის მიზნით), სადაც კანონის შესაბამისად აკრძალულია მოწევა (მინიმუმ 2500 დაწესებულება მაისი-ივლისში და 1500 ნოემბერ-დეკემბერში). აქედან 100 დაწესებულებაში მოხდება მეორადი კვამლის გაზომვა (მცირე ნაწილაკების გაზომვის ჰაერის მონიტორის საშუალებით); დარღვევის შემთხვევაში ინფორმაციის შესაბამისი უწყებისათვის და ცენტრისათვის მიწოდება;

პ) თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობის ქსელის მონიტორინგი - 3000 სავაჭრო ობიექტში თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობის, აგრეთვე თამბაქოს რეკლამის და პოპულარიზაციის მონიტორინგი კითხვარის დახმარებით; დარღვევის შემთხვევაში ინფორმაციის შესაბამისი უწყებისათვის და ცენტრისათვის მიწოდება;

ჟ) მოწევის აკრძალვის მონიტორინგი ტრანსპორტში (საქალაქო და საქალაქთაშორისო, მ.შ. რკინიგზა) (2018 წლის 1 მაისის შემდეგ) დარღვევის შემთხვევაში ინფორმაციის შესაბამისი უწყებისათვის და ცენტრისათვის მიწოდება;

რ) რეკლამის მონიტორინგი და რეკლამის მონიტორინგი ქუჩებში. დარღვევის შემთხვევაში ინფორმაციის შესაბამისი უწყებისათვის და ცენტრისათვის მიწოდება;

ს) მონიტორინგის შედეგად თამბაქოსაგან თავისუფალი ორგანიზაციების გამოვლენა და დაჯილდოება;

ტ) ექიმთა ტრენინგი თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობაში თბილისსა და რეგიონებში;

უ) ტრენინგი თამბაქოს კანონის აღმასრულებელი სტრუქტურებისათვის თბილისსა და რეგიონებში: შსს-ს წარმომადგენლები; შემოსავლების სამსახური; ჯანდაცვის სექტორი; რეგიონული ცენტრის ზედამხედველობის სამსახურები; კომუნიკაციების ეროვნული კომისია; ტრანსპორტის სააგენტოები;

ფ) სკოლის ექიმთა ტრენინგი სკოლებში თამბაქოს მოხმარების პრევენციის საკითხებზე; სახელმძღვანელოს ბეჭდვა და გავრცელება; თბილისსა და რეგიონებში;

ქ) ,,მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღესთან დაკავშირებული ღონისძიების აღნიშვნა;

ღ) თამბაქოს  კონტროლის   სახელმწიფო   სტრატეგიის ფარგლებში დამტკიცებული თამბაქოს კონტროლის სამოქმედო გეგმის გადახედვა და განახლება (2018-2023 წწ);

ყ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვისა და მარკირების მონიტორინგი - ადგილობრივი და იმპორტირებული თამბაქოს ნაწარმის სამედიცინო გაფრთხილებების როტაციის მონიტორინგი (2018 წ 1 სექტემბრიდან).

3. დაფინანსების მეთოდოლოგია

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

4. განხორციელების მექანიზმი

ა) პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების (გარდა „ქ“, „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტებისა) უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება ცენტრის მიერ;

5. დასახული საბოლოო შედეგები

ა) თამბაქოს კონტროლის მექანიზმის გაძლიერება;

ბ) თამბაქოს საკითხებზე მოსახლეობისა და პროგრამით განსაზღვრული კონტინგენტის ინფორმირებულობის დონის ამაღლება;

გ) თამბაქოსაგან თავისუფალი დაწესებულებების რაოდენობის გაზრდა;

დ) თამბაქოს ცხელი ხაზის საშუალებით თამბაქოს საკითხებზე კონსულტირებული მოსახლეობის მოცვის მაღალი მაჩვენებელი;

ე) თამბაქოსთვის თავის დანებების კონსულტირების პრინციპების შესახებ პჯდ და სკოლის ექიმების ცოდნის დონის გაზრდა.

6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი:

ა) შემუშავებული საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;

ბ) სოციალური მედიით მოსახლეობის მოცვა;

გ) შემუშავებული კლიპების რაოდენობა და მედია-განთავსების გეგმა;

დ) სატელევიზიო/რადიო რეპორტაჟების/სტატიების, სტუმრობების რაოდენობა;

ე) საჯარო საუბრების/დისკუსიების და დისკუსიების დამსწრეთა რაოდენობა;

ვ) თამბაქოს „ცხელ ხაზზე“ გაწეული კონსულტაციების რაოდენობა;

ზ) სმარტფონის გამართული აპლიკაცია; აპლიკაციის ჩამოტვირთვების სტატისტიკური ინფორმაცია;

თ) სამასპინძლო დაწესებულებებში კანონმდებლობის შესახებ საინფორმაციო - საპოპულარიზაციო ვიზიტების რაოდენობა;

ი) სამიზნე დაწესებულებებში და სავაჭრო ობიექტებში განხორციელებული მონიტორინგის ვიზიტების შედეგები;

კ) დატრენინგებული სპეციალისტები თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის საკითხებში;

ლ) დატრენინგებული აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები;

მ) დაბეჭდილი და გავრცელებული საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალა (დაგეგმილის 100%);

ნ) თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის მონიტორინგის შედეგები და დარღვევებზე შეტყობინებების რაოდენობები;

ო) საკომუნიკაციო კამპანიის ანალიზი-შეფასებ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-4-5/](https://legali.ge/law/3972595/muxli-4-5/)

---

## მუხლი 5. ჯანსაღი კვების შესახებ განათლება

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. მიზანი და ამოცანები

კომპონენტის მიზანია:

ა) ჯანსაღი კვების პრინციპების შესახებ ცოდნის გაზრდა მოსახლეობაში;

ბ) მარილის და შაქრის მოხმარების შემცირების ხელშეწყობა.

2. მომსახურების მოცულობა

კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:

ა) მოსახლეობის განათლების მიზნით 2018 წლის საკომუნიკაციო კამპანიის გეგმის მომზადება;

ბ) მიზნობრივი ტრენინგების განხორციელება მედია წარმომადგენლებისთვის (2 სემინარი სატელევიზიო, რადიოს, ასევე ბეჭდვითი მედიის სფეროდან, მ.შ. რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის - 25-30 წარმომადგენლის დასწრებით);

გ) საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება სოციალური მედიის საშუალებით;

დ) „ჯანსაღი რეცეპტების“ სერიის მომზადება და გავრცელება ინტერნეტის მეშვეობით;

ე) მედია-ადვოკატირებით ჯანსაღი    კვების     პრობლემატიკის    აქტუალიზაცია;

ვ) საგანმანათლებლო ბეჭდვითი მასალების მომზადება, ბეჭვდა და გავრცელება ბავშვებისთვის;

ზ) ჯანსაღი ცხოვრების წესზე კონკურსის წესით კრეატიული ბანერის (ან კედლის მხატვრობის) დამზადება და განთავსება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას.

3. დაფინანსების მეთოდოლოგია

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

4. განხორციელების მექანიზმი

კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურებისა და საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

5. დასახული საბოლოო შედეგები

ა) ჯანსაღი კვების შესახებ მოსახლეობის განათლების დონის ამაღლება;

ბ) მარილისა და შაქარის ჭარბი მოხმარების მავნეობის შესახებ მოსახლეობის განათლების დონის ამაღლება.

6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი

ა) დაბეჭდილია და გავრცელებულია დაგეგმილი საგანმანათლებლო მასალების 100%;

ბ) სოციალური მედია ქსელებით სამიზნე აუდიტორიის მოცვა (დაითვლება პირდაპირ ფეისბუქ მთვლელით);

გ) ტრენირებული ტვ/ბეჭდური/რადიო მედიის წარმომადგენლების რაოდენობა, რომლებმაც იციან ჯანსაღი კვების პრინციპების, მარილის მოხმარების შემცირების ხელშეწყობის პოპულარიზება (30-მდე);

დ) გადაღებული და გავრცელებული ვიდეო-კლიპი;

ე) კრეატიული ბანერი ან ქუჩის მხატვრობა თბილისში;

ვ) სატელევიზიო რეპორტაჟების, გადაცემებისა და სტატიების რაოდენობ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-5-5/](https://legali.ge/law/3972595/muxli-5-5/)

---

## მუხლი 6. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შესახებ ცნობიერების ამაღლება

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. მიზანი და ამოცანები

კომპონენტის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებულობის დონის გაზრდა ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების მავნეობის შესახებ.

2. მომსახურების მოცულობა:

კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:

ა) ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების მავნეობის შესახებ მოსახლეობის განათლების მიზნით 2018 წლის საკომუნიკაციო კამპანიის გეგმის მომზადება;

ბ) საჯარო საუბრები/დისკუსიები ალკოჰოლის მოხმარებასა და შეზღუდვებზე მედიის მონაწილეობით და მობილიზებით (მ.შ. რეგიონული მედიის მონაწილეობით);

გ) საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება სოციალური მედიის საშუალებით;

დ) ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების თემატიკაზე საგანმანათლებლო ვიდეო რგოლის მომზადება და გავრცელება;

ე) ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების თემის აქტუალიზაცია და ცვლილებების მედია ადვოკატირება;

ვ) საგანმანათლებლო ბეჭდვითი მასალების მომზადება და გავრცელება;

ზ) კონკურსის წესით მცირე, კრეატიული აქტივობის შერჩევა სტუდენტი ახალგაზრდობის თანამონაწილეობით და განხორციელება;

თ) ქუჩის მხატვრობა/სტენსილების გამოყენება ალკოჰოლზე ცნობიერების ამაღლების მიზნით;

ი) კონკურსის წესით კრეატიული დიზაინერული ნამუშევრების შერჩევა და განთავსება მეტროში ან/და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში.

3. დაფინანსების მეთოდოლოგია

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

4. განხორციელების მექანიზმი

კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურებისა და საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

5. დასახული საბოლოო შედეგები

ა) ალკოჰოლის საკითხებზე მოსახლეობის განათლების დონის ამაღლება.

6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი

ა) დაბეჭდილია და გავრცელებულია დაგეგმილი საგანმანათლებლო მასალების 100%;

ბ) სოციალური მედია ქსელებით სამიზნე აუდიტორიის მოცვა;

გ) საჯარო დისკუსიების რაოდენობა;

დ) დამზადებული და გავრცელებული სოციალური კლიპი (მინიმუმ 1);

ე) სატელევიზიო რეპორტაჟების/გადაცემების და სტატიების რაოდენობა;

ვ) რეკლამები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-6-5/](https://legali.ge/law/3972595/muxli-6-5/)

---

## მუხლი 7. ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. მიზნები და ამოცანები

კომპონენტის მიზანია რეგულარული ფიზიკური აქტივობის, როგორც ჯანმრთელობის ხელშემწყობი ფაქტორის, მისი სახეობების, სასურველი რეჟიმისა და მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის განათლებისა და ცნობიერების სისტემატიური ამაღლება სხვადასხვა სექტორთან თანამშრომლობით.

2. მომსახურების მოცულობა

კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:

ა) მტკიცებულებებზე დაყრდნობით 2018 წლის საკომუნიკაციო კამპანიის გეგმის შემუშავება;

ბ) საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება სოციალური მედიის საშუალებით;

გ) მტკიცებულებებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალების მომზადება/ბეჭდვა/გავრცელება სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ცენტრის თანამშრომელთა მიერ, ასევე ადგილობრივი სჯდ ცენტრების მიერ მათ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში;

დ) მასმედიის მობილიზება და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის ადვოკატირება (ტვ და რადიო რეპორტაჟები, სტუმრობები, სტატიები);

ე) ქუჩების მოხატვა ფიზიკური აქტივობის წამახალისებელი სტენსილებით;

ვ) სპორტული თამაშების მოწყობა ეზოებში ან სხვა სივრცეებში, სტუმრების მოწვევა და ღონისძიების პოპულარიზაცია;

ზ) მარათონის ორგანიზება ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციის მიზნით;

თ) ორგანიზაციებისათვის ფიზიკური აქტივობის („ჯანმრთელი აქტივობის“) სახელმძღვანელოების („ჯანმრთელობის ფურცელი“) მომზადება ელექტრონულად დასაგზავნად;

ი) ველოსიპედებისათვის პარკირების ადგილების მოწყობის ადვოკატირება და მერიის ნებართვით საჩვენებელი პარკინგის მოწყობა.

3. დაფინანსების მეთოდოლოგია

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

4. განხორციელების მექანიზმი

კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

5. დასახული საბოლოო შედეგები

ა) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის შესახებ;

ბ) მოსახლეობის ცოდნის დონის ზრდა, რომელმაც იცის რეგულარული ფიზიკური აქტივობის რაობის შესახებ.

6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი

ა) საგანმანათლებლო მასალის დაბეჭდვა (დაგეგმილის 100%);

ბ) სოციალური მედია ქსელით სამიზნე ჯგუფის მოცვა (დაითვლება ფეისბუქ მთვლელით);

გ) განხორციელებული მარათონი;

დ) ქუჩის მხატვრობა / სტენსილების რაოდენობა;

ე) სატელევიზიო რეპორტაჟების, გადაცემებისა და სტატიების რაოდენობა;

ვ) ფიზიკური აქტივობის („ჯანმრთელი აქტვობის“) გაიდები;

ზ) სპორტული თამაშების რაოდენობა;

თ) საჩვენებელი პარკინგი ველოსიპედებისათვი

[https://legali.ge/law/3972595/muxli-7-6/](https://legali.ge/law/3972595/muxli-7-6/)

---

## მუხლი 8. C ჰეპატიტის პრევენცია და მოსახლეობის განათლების ხელშეწყობა

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. მიზანი

კომპონენტის მიზნებია:

ა) მოსახლეობის ინფორმირება C ჰეპატიტის პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ, პროგრამის წამოწყების, ბენეფიციარების, ჩართვის კრიტერიუმების და სერვისის მოცულობის შესახებ;

ბ) რისკის ჯგუფების ინფორმირება, განათლება და ცნობიერების ამაღლება C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ, ასევე, ამისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ;

გ) პროგრამის მოსარგებლეების სრულფასოვანი ინფორმირება მკურნალობის სქემის, მოსალოდნელი შედეგებისა და რისკების შესახებ; წარმატებული მკურნალობის შემდგომ ხელახალი დაინფიცირების რისკებისა და პრევენციის შესახებ.

2. მომსახურების მოცულობა

კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:

ა) C ჰეპატიტზე საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების საკომუნიკაციო კამპანიის 2018 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავება და დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;

ბ) საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება სოციალური მედიის საშუალებით (საგანმანათლებლო, კრეატიული პოსტების, ინფოგრაფიკების და ბანერების განთავსება, ონლაინ გამოკითხვების ორგანიზება სამიზნე აუდიტორიის ჩართულობით, ,,Facebook live”-ის ფორმით ინფორმაციის მიწოდება;

გ) პერსონალური, რეალური ვიდეოისტორიის (მინიმუმ 1) და ვიდეორგოლის (მინიმუმ 1) მომზადება, გავრცელება სოციალურ ქსელში;

დ) ტელევიზიებში ვიდეორგოლების განთავსების მედია-გეგმის (ბადე) შემუშავების უზრუნველყოფა და საეთერო დროის შესყიდვა. აგრეთვე, ვიდეორგოლების განთავსების უზრუნველყოფა ტელევიზიებში სოციალური რეკლამის სტატუსის ფარგლებში;

ე) მედია-ადვოკატირება პაციენტთა და მაღალი რისკ ჯგუფების თემის ჩართულობით (ტელე-რადიორეპორტაჟები, სტუმრობები გადაცემებში, სტატიები ბეჭდურ მედიაში და სხვა);

ვ) მეტროს ბანერების კრეატიული დიზაინის ნამუშევრების შერჩევა კონკურსის წესით და ბანერების განთავსება მეტროში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შემსყიდველთან შეთანხმებით;

ზ) საინფორმაციო საპოპულარიზაციო ბეჭდვითი მასალის მომზადება, ბეჭდვა, გავრცელება (ფლაერები, ბუკლეტები, საინფორმაციო ფურცლები). აღნიშნული მასალის დიზაინის შერჩევა კონკურსის წესით, ბეჭვდა და მიზნობრივად გავრცელება შემსყიდველთან შეთანხმებით;

თ) საჯარო საუბრები / დისკუსიები და თანსწორ-განმანათლებელი პრინციპით სემინარები პაციენტთა თემისა და მედიის მონაწილეობით (მ.შ. რეგიონული მედიის მონაწილეობით) და გაშუქებით;

ი) კრეატიული ღონისძიების/აქტივობის დაგეგმვა და განხოციელება უმაღლესი სასწავლებლებისა და სტუდენტური ორგანიზაციების ჩართულობით (მაგ: მარათონი ან C ჰეპატიტის თემაზე ნახატების გამოფენა);

კ) C ჰეპატიტის ვებგვერდის მართვა და მონაცემების განახლება;

ლ) მოსახლეობის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ცოდნის, დამოკიდებულების, პრაქტიკის შესწავლა C ჰეპატიტის სკრინინგის, მკურნალობის, სტიგმისა და დისკრიმინაციის შესახებ.

3. დაფინანსების მეთოდოლოგია

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

4. განხორციელების მექანიზმი

ა) პროგრამის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების (გარდა ,,კ“ ქვეპუნქტისა) განსახორციელებლად საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) პროგრამის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ კვეპუნქტის მიმწოდებელია ცენტრი.

5. დასახული საბოლოო შედეგები

ა) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება C ჰეპატიტის პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ;

ბ) C ჰეპატიტის პროგრამაში ბენეფიციარების მაქიმალური ჩართულობა.

6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი:

ა) დაგეგმილი საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალის ბეჭდვა 100%;

ბ) სოციალური მედია ქსელით სამიზნე ჯგუფის მოცვა (დაითვლება ფეისბუქ მთვლელით);

გ) C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულ ადამიანთა რაოდენობა;

დ) გადაღებული ვიდეო და რეალური ისტორია;

ე) მედიარეპორტაჟები და ისტორიების რაოდენობა;

ვ) საჯარო დისკუსიებში მონაწილეთა რაოდენობა;

ზ) C ჰეპატიტის ვებგვერდი განახლებული მონაცემებით;

თ) სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების C ჰეპატიტის სკრინინგის, მკურნალობის, სტიგმისა და დისკრიმინაციის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-8-5/](https://legali.ge/law/3972595/muxli-8-5/)

---

## მუხლი 9. ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ნივთიერება დამოკიდებულების პრევენცია

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. მიზნები და ამოცანები

ა) კომპონენტის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სტიგმისა (მათ შორის თვით-სტიგმა) და დისკრიმინაციის მიზეზების და მათი შედეგების შემცირება და ინკლუზიის ხელშეწყობა.

ბ) კომპონენტის ამოცანებია:

ბ.ა) მოსახლეობის განათლება ფსიქიკური ჯანმრთელობის ასევე, ნივთიერება დამოკიდებულების შესახებ;

ბ.ბ) სოციალურ მუშაკთა, სკოლის პერსონალის და პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ცოდნის დონის გაზრდა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნივთიერება დამოკიდებულების თაობაზე.

2. მომსახურების მოცულობა:

კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:

ა) ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მტკიცებულებაზე დაფუძნებული 2018 წლის საკომუნიკაციო კამპანიის გეგმის შემუშავება;

ბ) სოციალური მედია კამპანია ჯანმრთელობის ხელშეწყობის ფეისბუქ-გვერდის და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი გვერდების საშუალებით;

გ) ფსიქიკური ჯანმრთელობის და ინკლუზიის თემების მედია ადვოკატირება;

დ) პერსონალური, რეალური ვიდეო ისტორიის (მინიმუმ 1) და სატელევიზიო ვიდეო-რგოლის (მინიმუმ 1) მომზადება და გავრცელება;

ე) ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების თემზე დაფუძნებული მიდგომების, ინკლუზიის, სერვისების შესახებ არსებული კვლევებისა და მიგნებების მასალის მომზადება ქართულ ენაზე, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით;

ვ) ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნივთიერება დამოკიდებულების საკითხებზე საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალების მომზადება/ბეჭდვა/გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი სჯდ წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ;

ზ) მას-მედიის მობილიზება და ინკლუზიის მედია-ადვოკატირება (ტვ და რადიო რეპორტაჟები, სტუმრობები, სტატიები);

თ) სკოლის ექიმთა ტრენირება ნივთიერება დამოკიდებულებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე;

კ) კრეატიული ქუჩის მხატვრობა/სტენსილი მომზადება;

ლ) საჯარო დისკუსიების ორგანიზება მედია დაფარვის უზრუნველყოფით;

მ) სტუდენტი ახალგაზრდობის ჩართულობით, კრეატიული აქტივობის კონკურსის წესით შერჩევა და განხორციელება მათივე მონაწილეობით;

ნ) ორგანიზაციებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშემწყობი გაიდების („ჯანმრთელობის ფურცელი“) მომზადება ელექტრონულად დასაგზავნად.

3. დაფინანსების მეთოდოლოგია

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

4. განხორციელების მექანიზმი

კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურებისა და საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

5. დასახული საბოლოო შედეგები

ა) ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნივთიერება დამოკიდებულების საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება;

ბ) სოციალურ მუშაკთა და პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალის ცოდნის დონის ამაღლება.

6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი

ა) მოცულია სოციალური მედია ქსელით სამიზნე ჯგუფი (დაითვლება ფეისბუქ მთვლელით);

ბ) მომზადებული და გავრცელებულია რეალური ვიდეო ისტორია (მინიმუმ 1);

გ) მომზადებულია და გავრცელებულია სატელევიზიო ვიდეო კლიპი (მინიმუმ 1);

დ) დაბეჭდილია და გავრცელებულია დაგეგმილი საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალის 100%;

ე) ქუჩის მხატვრობების რაოდენობა;

ვ) სატელევიზიო და რადიო რეპორტაჟების, სტუმრობების, სტატიების რადენობა;

ზ) დატრენინგებული სკოლის ექიმების რაოდენობა;

თ) ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშემწყობი გაიდების რაოდენობ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-9-5/](https://legali.ge/law/3972595/muxli-9-5/)

---

## მუხლი 10. ჯანმრთელობის ხელშეწყობის პოპულარიზაცია და გაძლიერება

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

(მათ შორის მასმედიასთან ურთიერთობა, სატელეკომუნიკაციო და საეთერო დროის შესყიდვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე)

1. მიზნები და ამოცანები

კომპონენტის მიზნებია:

ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურების კომპეტენციების გაძლიერება ჯანმრთელობის ხელშეწყობის ძირითად საკითხებზე;

ბ) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ცხოვრების ჯანსაღ წესზე და ჯანმრთელობის ხელშეწყობაზე;

გ) ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება;

დ) ადრეული და ძუძუთი ექსკლუზიური კვების ხელშეწყობა ორსულთა და რეპროდუქციული ასაკის ქალთა ცნობიერების ამაღლების გზით;

ე) საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება.

2. მომსახურების მოცულობა

კომპონენტით გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:

ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენელთა ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მეთოდოლოგიების შესახებ;

ბ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით სმს გზავნილების გავრცელება (მაგ. „მიიღე 5 პეშვი ხილი და დარჩი ჯანმრთელი NCDC-ის რჩევით“, „იარე დღეს მინიმუმ ნახევარი საათი და დარჩი ჯანმრთელი NCDC-ის რჩევით“; თამბაქო 2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოსაგან თავისუფალ გარემოზე აქცენტირებით);

გ) შეხვედრები ორსულ ქალებთან ქალთა კონსულტაციებსა და სამშობიარო სახლებთან/განყოფილებებთან არსებულ ანტენატალური მომსახურების კლინიკებში;

დ) შეხვედრები მოზარდებთან და ახალგაზრდებთან ადრეული ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით;

ე) საგზაო უსაფრთხოების თემატიკაზე საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალების ბეჭდა (ლიფლეტი, ინფოგრაფიკა) და გავრცელება;

ვ) საგზაო უსაფრთხოების მსოფლიო დღის აღნიშვნა;

ზ) ადრეული ქორწინების ზიანის, ადრეული და ძუძუთი ექსკლუზიური კვების თემატიკაზე მასალის გათავსება ჯანმრთელობის ხელშეწყობის მობილურ აპლიკაციასა და ვებ გვერდზე;

თ) ადრეული ქორწინების ზიანის, ადრეული და ძუძუთი ექსკლუზიური კვების თემატიკაზე ბეჭდური მასალის ბეჭდვა და გავრცელება;

ი) სატელეკომუნიკაციო და საეთერო დროის შესყიდვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე.

3. დაფინანსების მეთოდოლოგია

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

4. განხორციელების მექანიზმი

ა) პროგრამის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით    გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო            საქონლისა     და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) პროგრამის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება ცენტრის მიერ;

გ) პროგრამის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5. დასახული საბოლოო შედეგები:

ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი რგოლის გაძლიერება ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხებში;

ბ) ადრეული ქორწინების ზიანის შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლება საგანმანათლებლო ბეჭდური მასალის, ჯანმრთელობის ხელშეწყობის მობილურ აპლიკაციასა და ვებ გვერდზე განთავსებული მასალის საშუალებით;

გ) ადრეული და ძუძუთი ექსკლუზიური კვების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლება საგანმანათლებლო ბეჭდური მასალის, ჯანმრთელობის ხელშეწყობის მობილურ აპლიკაციასა და ვებ გვერდზე განთავსებული მასალის საშუალებით;

დ) საგზაო უსაფრთხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება საგანმანათლებლო ბეჭდური მასალის, ჯანმრთელობის ხელშეწყობის მობილურ აპლიკაციასა და ვებ გვერდზე განთავსებული მასალის საშუალებით.

6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი:

ა) სმს-ით სამიზნე პოპულაციის მოცვა;

ბ) ტრენირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენელთა რაოდენობა;

გ) ადრეული ქორწინების საკითხებზე და ადრეული და ძუძუთი ექსკლუზიური კვების შესახებ ჩატარებული შეხვედრების რაოდენობა;

დ) ადრეული ქორწინების ზიანის, ადრეული და ძუძუთი ექსკლუზიური კვების შესახებ მომზადებული მასალა (დაგეგმილის 100%);

ე) საგზაო უსაფრთხების შესახებ საგანმაანთლებლო ბეჭდური მასალა (დაგეგმილის 100%);

ვ) ჯანმრთელობის ხელშეწყობის მობილურ აპლიკაციასა და ვებ-გვერდზე განთავსებული მასალ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-10-2/](https://legali.ge/law/3972595/muxli-10-2/)

---

## მუხლი 11. პროგრამის ბიუჯეტი:

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,100.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის

შესაბამისად:

№

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერება

680.0

2

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შესახებ ცნობიერების ამაღლება

46.0

3

ჯანსაღი კვების შესახებ განათლება

46.0

4

ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა

30.0

5

C ჰეჰატიტის პრევენცია და მოსახლეობის განათლების ხელშეწყობა

95.0

6

ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ნივთიერებადამოკიდებულების პრევენცია

58.0

7

ჯანმრთელობის ხელშეწყობის პოპულარიზაცია და გაძლიერება (მათ შორის მასმედიასთან ურთიერთობა, სატელეკომუნიკაციო და საეთერო დროის შესყიდვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე)

145.0

სულ

1,100.0

დანართი N12

ფსიქიკური ჯანმრთელობა

(პროგრამული კოდი 35 03 03 0

[https://legali.ge/law/3972595/muxli-11-2/](https://legali.ge/law/3972595/muxli-11-2/)

---

## მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები.

2. პროგრამის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „.ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იძულებითი ან არანებაყოფლობითი სტაციონარული მომსახურების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები ან პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად, რომელთა მიმართაც არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილება, იძულებითი ან არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით, პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ და რომელთაც უტარდებათ პროგრამის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „.ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში.

3. სტაციონარული მომსახურების მოსარგებლეები, რომლებსაც ესაჭიროებათ არანებაყოფლობითი მომსახურება, არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები.

4. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახი

[https://legali.ge/law/3972595/muxli-2-6/](https://legali.ge/law/3972595/muxli-2-6/)

---

## მუხლი 3. მომსახურების მოცულობა

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. სათემო ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი, რომელიც მოიცავს:

ა) პირველადი ჯანდაცვის ექიმის ან ფსიქიატრიული სამსახურების მომართვით ან თვითდინებით მისული შემოსაზღვრულ არეალში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის მქონე პირების პირველად კონსულტაციას;

ბ) შემოსაზღვრულ არეალში მცხოვრები პირების მეთვალყურეობაზე აყვანას (პაციენტის სურვილის შემთხვევაში)/ზრუნვას დანართი 12.1-ით განსაზღვრული ნოზოლოგიების შესაბამისად;

გ) სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული მომსახურება ხორციელდება ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელისა და მულტიდისციპლინური მიდგომის (კომპონენტის ფარგლებში მომსახურებას ახორციელებს მულტიდისციპლინური გუნდი საშტატო ერთეულის შემდეგი თანაფარდობით 70 000 – 100 000 მოსახლეზე – 1 ფსიქიატრი, 1.5 ექთანი, 0.5 სოც.მუშაკი/ფსიქოლოგი) პრინციპებით და ითვალისწინებს შემდეგ სერვისებს:

გ.ა) დიაგნოსტიკა;

გ.ბ) მკურნალობა;

გ.გ) ექიმ-ფსიქიატრის მიერ დანიშნული მედიკამენტებით უზრუნველყოფა;

გ.დ) უწყვეტი ზრუნვა;

გ.ე) სოციალური მხარდაჭერა;

გ.ვ) თემში არსებულ სამედიცინო (პირველადი ჯანდაცვა) და სოციალურ სერვისებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

დ) სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული სამსახური მომსახურებას ახორციელებს ოფისში (გარდა ამავე პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) ან ბინაზე/თემში;

ე) ბინაზე ვიზიტი ხორციელდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის გადაწყვეტილებით იმ შემთხვევაში, თუ სომატური მდგომარეობის დროებითი გაუარესების გამო პირი ვერ გამოდის სახლიდან და საჭიროებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის გადაუდებელ კონსულტაციას; ვიზიტი ბინაზე/თემში არ უნდა აღემატებოდეს მულტიდისციპლინური გუნდის წევრის 4 ვიზიტს 2 თვის განმავლობაში;

ვ) სათემო ამბულატორიული სერვისის შეჩერების/შეწყვეტის და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმები:

ვ.ა) პაციენტს სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული მომსახურება შესაძლებელია შეუჩერდეს სტაციონარულ ან ფსიქიატრიულ კრიზისულ მომსახურებაზე გადასვლისას;

ვ.ბ) პაციენტის სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული მომსახურების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს:

ვ.ბ.ა) პაციენტის მოთხოვნა;

ვ.ბ.ბ) საცხოვრებელი ადგილის შეცვლა (სხვა შემოსაზღვრულ არეალზე პაციენტის საცხოვრებელად გადასვლა);

ვ.ბ.გ) პაციენტის გამოჯანმრთელება;

ვ.ბ.დ) პაციენტის გარდაცვალება;

ვ.ბ.ე) მაღალი ინტენსივობის სერვისების (მობილური, ასერტული გუნდი) მომსახურებაზე გადასვლა.

ვ.გ) სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისიდან შესაძლებელია განხორციელდეს პაციენტის რეფერალი სხვა სერვისებში, მათ შორის:

ვ.გ.ა) ოჯახის ექიმთან – სომატური ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში;

ვ.გ.ბ) მობილურ გუნდში – თუ ამბულატორიაში მყოფ პაციენტს 2 თვის მანძილზე ესაჭიროება ამბულატორიის მულტიდისციპლინური გუნდის მუშაკის 4 ვიზიტზე მეტი ბინაზე;

ვ.გ.გ) ასერტულ სერვისში – თუ პაციენტს წლის განმავლობაში დასჭირდა 2–ზე მეტი სტაციონირება ან სტაციონირების ხანგრძლივობამ შეადგინა ჯამში 5 თვე გასული 1 წლის მანძილზე;

ვ.გ.დ) კრიზისული ინტერვენციის სერვისში – კრიზისის კრიტერიუმების არსებობისას;

ვ.გ.ე) სტაციონარში – სტაციონირების კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში, პაციენტის თანხმობით ან თანხმობის გარეშე (კანონმდებლობის შესაბამისად);

ვ.გ.ვ) ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის დღის ცენტრში შესაბამისი კრიტერიუმების არსებობისას;

ვ.გ.ზ) შშმ პირთა სპეციალიზირებულ სათემო სერვისში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი კრიტერიუმების არსებობისას.

2. ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს სტანდარტების შესაბამისად („ტექნიკური რეგლამენტის - ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N68 დადგენილება) ღონისძიებათა გატარებას, რომელთა შედეგად პაციენტმა უნდა შეძლოს დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის საჭირო ბაზისურ უნარ-ჩვევათა აღდგენა/შესწავლა, მათ შორის: პაციენტის საჭიროებების განსაზღვრა, ინდივიდუალური და სპეციფიკური რეაბილიტაციური გეგმის შედგენა.

3. ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა ითვალისწინებს დღის სტაციონარის პირობებში იმ 18 წლამდე ასაკის პაციენტების მდგომარეობის შესწავლას/დიაგნოსტიკას, რომელთაც აღენიშნებათ ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის ცვლილება, სოციალური ფუნქციონირების გაუარესება და დეზადაპტაცია დანართი 12.2-ით განსაზღვრული ნოზოლოგიების შესაბამისად, მათ შორის:

ა) ნეიროგანვითარებითი და ფსიქიატრიული გუნდის მომსახურებას;

ბ) მედიკამენტებით უზრუნველყოფას (დიაგნოსტიკის პერიოდში) ექიმის დანიშნულების შესაბამისად;

გ) კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს ექიმის დანიშნულების შესაბამისად;

დ) სხვა ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციებს ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

4. ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციის სამსახური მოზრდილთათვის (16-65 წწ), არის სპეციალიზებული სერვისი, სათემო ფსიქიკური ჯანდაცვის ქსელის მესამეული რგოლი, რომელიც მომსახურებას უწევს გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში მცხოვრებ (საშუალოდ, 150 000-იან პოპულაციას) პირებს, ფსიქიატრიული სტაციონირების ტვირთის შემცირების მიზნით. მომსახურების მიწოდება ხორციელდება სტაციონირებამდე და სტაციონირების შემდგომ პერიოდში შემდეგი აქტივობების გათვალისწინებით:

ა) მომსახურების მიწოდება უზრუნველყოფილია, კრიზისული ინტერვენციის დახმარების საჭიროების დაფიქსირების მომენტიდან, არაუგვიანეს 1 (ერთი) საათის ინტერვალში და მიეწოდება მოცვის არეალში იმ პირებს, რომელთაც აღენიშნებათ, მწვავე ფსიქოზური სიმპტომები ან ისეთი ქცევითი და აფექტური სიმპტომები, რომელთა გამოც, შესაძლებელია პაციენტის ან მის გარშემომყოფთა სიცოცხლეს და/ან ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას, მაგრამ მკურნალობა შესაძლებელია განხორციელდეს საცხოვრებელ ადგილზე, სპეციალიზებული გუნდის მიერ, დღეში ორჯერადი ვიზიტით;

ბ) მომსახურების მიწოდება ხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის (გუნდის შემადგენლობა: გუნდის ხელმძღვანელი (ფსიქიატრი), ყოველ 20 შემთხვევაზე ერთი ფსიქიატრი, ერთი ფსიქოლოგი და ერთი ექთანი; სოციალურ საკითხებზე მომუშავე სპეციალისტი) მიერ, დანართი 12.3-ის შესაბამისად, ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმისა და ქ. რუსთავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, რაც მოიცავს:

ბ.ა) დღის სტაციონარში გადაუდებელ და გეგმურ ამბულატორიულ კონსულტაციებს, პაციენტთა ფსიქიატრიულ შეფასებას და მედიკამენტოზურ მკურნალობას; საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაციებს და კლინიკო-ლაბორატორიულ მონიტორინგს; ინდივიდუალურ, ოჯახურ და ჯგუფურ ფსიქო-თერაპიულ მომსახურებას, სატელეფონო კონსულტაციას, რომელიც ბენეფიციარებისათვის ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში;

ბ.ბ) კრიზისული მობილური გუნდის მიერ კრიზისული ინტერვენციის განხორციელებას პაციენტის საცხოვრებელ ადგილზე და, საჭიროების შემთხვევაში, მის გადაყვანას კრიზისული ინტერვენციის ცენტრში ან მიმართვას სხვა სათანადო ფსიქოსოციალური/ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში;

ბ.გ) დამატებით მომსახურებას, რომელიც ითვალისწინებს, კრიზისული ინტერვენციის ცენტრში, ბენეფიციარების კვებით უზრუნველყოფას 3 საათზე მეტი ხნით დაყოვნების შემთხვევაში.

გ) კრიზისის ამოწურვის და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდგომ, როცა ყოველდღიური ვიზიტების საჭიროება აღარ დგას, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ხორციელდება პაციენტის რეფერალი შესაბამის ამბულატორიულ სერვისში; ხოლო თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, მიუხედავად დღეში ორჯერადად განხორციელებული ვიზიტებისა, ხორციელდება პაციენტის სტაციონირება.

5. თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის, რომლებიც ხშირად ან ხანგრძლივი დროით თავსდებიან სტაციონარში, ხოლო სტაციონარიდან გაწერის შემდეგ სულ მცირე ბოლო სამი თვის განმავლობაში არ, ან ვერ აკითხავენ ამბულატორიულ დაწესებულებას, მიუხედავად საჭიროებისა, ან ანამნეზში აღენიშნებათ ცუდი დამყოლობა მკურნალობაზე, რის გამოც ხშირად რჩებიან მკურნალობის გარეშე, ან წყვეტენ მკურნალობას, რაც ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკის გაუარესებას იწვევს, ან აქვთ სოციალური პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც ავადმყოფობის გამო დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ, დანართი 12.4-ით განსაზღვრული ნოზოლოგიების შესაბამისად. აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებს მულტიდისციპლინური მობილური გუნდი (გუნდი შედგება 3 საშტატო ერთეულისგან, მათ შორის სავალდებულოდ 1 ფსიქიატრი, დანარჩენი წევრები შესაძლებელია იყვნენ: სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ექთანი/უმცროსი ექიმი) და მოიცავს:

ა) მდგომარეობის ინდივიდუალური მართვის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) შინ მომსახურებას, რეგულარულ ვიზიტებს პაციენტის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სატელეფონო კონსულტაციას;

გ) მობილური გუნდის ექიმი ფსიქიატრის მიერ დანიშნული მედიკამენტებით უზრუნველყოფას;

დ) პაციენტის სოციალური უნარ-ჩვევების ტრენინგს, სამედიცინო მომსახურებასთან ერთად სოციალური პრობლემების მოგვარებაში დახმარებას (საჭიროების შესაბამისად პაციენტის და მისი მხარდამჭერების ინფორმირება ან/და დოკუმენტაციის შეგროვებაში დახმარება ან/და თანხლება უწყებებში ვიზიტისას);

ე) პაციენტის, პაციენტის ოჯახის წევრების და მხარდამჭერების ფსიქოგანათლებასა და მხარდამჭერ ფსიქოთერაპიას;

ვ) ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სტაციონირების კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში პაციენტის სტაციონირების ორგანიზებას;

ზ) 8 საათის მანძილზე სერვისის ხელმისაწვდომობას;

თ) სომატური პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტის და მისი მხარდამჭერების ინფორმირება არსებული სომატური პრობლემების, შემდგომი კვლევის საჭიროების და ხელმისაწვდომი პროგრამების შესახებ, ამასთან, სომატური პროფილის ექიმთან ვიზიტისას ან გამოკვლევებისას თანხლება, თუ დამოუკიდებლად ამას ვერ ახერხებს პაციენტი და სომატური პრობლემები ნეგატიურად აისახება მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

6. სტაციონარული მომსახურება:

ა) ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება მოიცავს:

ა.ა) მწვავე შემთხვევების სტაციონარულ მომსახურებას, რომელიც გულისხმობს მწვავე ფსიქოზური სიმპტომებით მიმდინარე მდგომარეობების კუპირებას ან ისეთი ქცევითი ან აფექტური სიმპტომების მკურნალობას, რომელთა გამოც საფრთხე ექმნება პაციენტის ან გარშემომყოფთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას;

ა.ბ) გრძელვადიან სტაციონარულ მომსახურებას, რომელიც გულისხმობს ქრონიკული ფსიქიკური აშლილობის მქონე იმ პირთა მკურნალობას სტაციონარის პირობებში, რომელთაც აღენიშნებათ ფსიქოსოციალური ფუნქციონირების უხეში დარღვევები და/ან გახანგრძლივებული ფსიქოზური სიმპტომატიკა (მათ შორის, მწვავე შემთხვევების სტაციონარული დახმარების შემდგომი მკურნალობის გაგრძელება);

ა.გ) იმ პაციენტების მკურნალობითა და დამატებითი მომსახურებით (დაცვა და უსაფრთხოება) უზრუნველყოფას, რომელთა მიმართაც არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილება, იძულებითი ან არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით, პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ;

ა.დ) დამატებით მომსახურებას:

ა.დ.ა) იმ პაციენტების კვებით, პირადი ჰიგიენის საგნებითა და გადაუდებელი ქირურგიული და თერაპიული სტომატოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას, რომლებიც გადიან სტაციონარულ მომსახურებას;

ა.დ.ბ) ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციურ ინტერვენციებს გრძელვადიანი სტაციონარული მკურნალობის დროს (ჯგუფური ფსიქოგანათლება/თერაპია ან ოკუპაციური თერაპია ან კოგნიტური რეაბილიტაცია ან დღის აქტივობები: არტთერაპია/ერგოთერაპია, ან ინტეგრირებული ფსიქოლოგიური თერაპია ან ინდივიდუალური ბაზისური უნარების აღდგენა ან სპორტული/სადღესასწაულო ღონისძიებები).

ბ) ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება მოიცავს მწვავე ფსიქოზური სიმპტომებით მიმდინარე მდგომარეობების კუპირებას ან ისეთი ქცევითი ან აფექტური სიმპტომების მკურნალობას, რომელთა გამოც საფრთხე ექმნება პაციენტის ან გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამასთან, სტაციონარულ მომსახურებაზე მყოფი პაციენტების კვებითა და პირადი ჰიგიენის საგნებით უზრუნველყოფას.

7. ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც:

ა) მოსარგებლეები არიან:

ა.ა) თანდაყოლილი და შეძენილი ფსიქიკური დაავადებებით გამოწვეული დემენციის მქონე ან ინტელექტუალური განვითარების შეფერხების გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის პირები, რომელთაც აღენიშნებათ ფსიქო-სოციალური ფუნქციონირების ღრმა მოშლა და არ აქვთ შესაბამისი მხარდამჭერი გარემო;

ა.ბ) 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 2017 წლის პროგრამით გათვალისწინებული ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის კომპონენტით მოსარგებლე პირები.

ა.გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გაუთვალისწინებელი ფსიქიკური დარღვევების მქონე პირების მომსახურებას, რომლებიც საჭიროებენ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიღებას და რომელთა ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ არსებობს რეგიონული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ბ) განსაზღვრულია შემდეგი სერვისები:

ბ.ა) ბენეფიციართა მოვლა-პატრონობისა და ინდივიდუალური რეაბილიტაციის პროგრამების შედგენა და განხორციელება;

ბ.ბ) პერიოდულად (არაუგვიანეს 6 თვეში ერთხელ) ბენეფიციარის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის გადახედვა/შეფასება;

ბ.გ) საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების სწავლება;

ბ.დ) ყოველდღიური მომსახურება მინიმუმ სამჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;

ბ.ე) საჭიროების მიხედვით შესაბამისი ფსიქიატრიული მომსახურება;

ბ.ვ) საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურების ორგანიზების უზრუნველყოფა;

ბ.ზ) ბენეფიციართა შესაძლებლობის გათვალისწინებით, მათი კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფა, მათ შორის, სპეციალიზებული დაწესებულების გარეთაც;

ბ.თ) ბენეფიციართა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, სხვადასხვა შრომით აქტივობებში მათი ჩართვის ხელშეწყობა.

გ) ამ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად ფსიქიკური დარღვევების მქონე პირი ან მხარდამჭერი განცხადებით მიმართავს სააგენტოს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

გ.ა) პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის/ბინადრობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

გ.ბ) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა);

გ.გ) პირის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;

გ.დ) პირის ერთი ფოტოსურათი (3X4);

გ.ე) თუ განმცხადებელი პირის მხარდამჭერია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის/ბინადრობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი; ასევე მხარდამჭერის დამადასტურებელი საბუთი.

დ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას სააგენტო უზრუნველყოფს განცხადებით მიმართვიდან 1 თვის ვადაში. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სააგენტო აცნობებს განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ე) ამ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 პირ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-3-6/](https://legali.ge/law/3972595/muxli-3-6/)

---

## მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება სრულად.

2. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, დანართი - 12.5-ის შესაბამისად, ამასთან მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში, სერვისის მიმწოდებელი ვალდებულია პროგრამით განსაზღვრული ყოველთვიური ბიუჯეტის არანაკლებ 35% გაითვალისწინოს ბენეფიციართათვის საჭირო მედიკამენტების შესასყიდად.

3. პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განსაზღვრული ბიუჯეტისა.

4. პროგრამის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, დანართი - 12.6-ის შესაბამისად. თითოეულ მობილურ გუნდზე თვის ლიმიტი შეადგენს 7100 ლარს.

5. პროგრამის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, მაგრამ ყოველთვიურად არაუმეტეს დანართი 12.7-ით განსაზღვრული ბიუჯეტისა, ამასთან:

ა) პროგრამის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის „.ა.ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში ერთი შემთხვევის ღირებულება შეადგენს 690 ლარს;

ბ) პროგრამის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში საწოლდღის ფასი შეადგენს 23 ლარს;

გ) პროგრამის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის „.ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების (გარდა დაცვა და უსაფრთხოებისა) ღირებულება განისაზღვრება ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

6. პროგრამის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის „.ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების (დაცვა და უსაფრთხოება) დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, მაგრამ ყოველთვიურად არაუმეტეს დანართი 12.7-ით განსაზღვრული ბიუჯეტისა.

7. პროგრამის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, დანართი 12.8-ის შესაბამისად.

8. პროგრამის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების სადღეღამისო ხარჯი ერთ ბენეფიციარზე არ უნდა აღემატებოდეს 17 ლარ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-4-6/](https://legali.ge/law/3972595/muxli-4-6/)

---

## მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დანართ 12.5-ში მითითებული დაწესებულებებისგან.

2. პროგრამის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დანართ 12.6-ში მითითებული დაწესებულებებისგან.

3. პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

4. პროგრამის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დანართ 12.7-ში მითითებული დაწესებულებებისგან.

5. პროგრამის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დანართ 12.8-ში მითითებული დაწესებულებისგა

[https://legali.ge/law/3972595/muxli-5-6/](https://legali.ge/law/3972595/muxli-5-6/)

---

## მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლები განსაზღვრულია დანართი 12.5-ის მიხედვით.

2. პროგრამის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლები განსაზღვრულია დანართი 12.6-ის მიხედვით.

3. პროგრამის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „.ა“ ქვეპუნქტბით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლები განსაზღვრულია დანართი 12.7-ის მიხედვით.

4. პროგრამის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განსაზღვრულია დანართი 12.8-ის მიხედვით.

5. პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისა

[https://legali.ge/law/3972595/muxli-6-6/](https://legali.ge/law/3972595/muxli-6-6/)

---

## მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 21,000.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

№

კომპონენტი

ბიუჯეტი

1

სათემო ამბულატორიული მომსახურება

5,570.7

2

ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

77.8

3

ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა

151.0

4

ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციის სამსახური მოზრდილთათვის

662.3

5

თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება

774.0

6

ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება

12,793.7

7

ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება

350.0

8

ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი

620.5

სულ

21,000

[https://legali.ge/law/3972595/muxli-8-6/](https://legali.ge/law/3972595/muxli-8-6/)

---

## მუხლი 9. დამატებითი პირობები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია რეგისტრირებული მოსარგებლეების შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით.

2. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება პროგრამით განსაზღვრული სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების მიერ ხორციელდება ტერიტორიული პრინციპის დაცვით, დანართი 12.5-ში მითითებული სქემების მიხედვით, ამასთან, სათემო ფსიქიატრიული ამბულატორიული სამსახური, რომელიც ემსახურება მინიმუმ 30 000–იან პოპულაციას ხელმისაწვდომია ყოველ სამუშაო დღეს და კვირაში 30 საათის განმავლობაში.

3. პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

4. პროგრამის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება პროგრამით განსაზღვრული მობილური გუნდების მიერ ხორციელდება ტერიტორიული პრინციპის დაცვით, დანართი 12.6-ში მითითებული სქემების მიხედვით.

5. პროგრამის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მიმწოდებელი მობილური გუნდის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სპეციალისტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს (მინიმუმ ერთს მაინც):

ა) გავლილი აქვს ადგილობრივი ან საერთაშორისო ტრენინგი ფსიქიკური ჯანმრთელობის მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობაში;

ბ) გავლილი აქვს სოციალური ფსიქიატრიის სამაგისტრო კურსი;

გ) გავლილი აქვს 2 თვიანი სტაჟირება რომელიმე მობილურ გუნდში ან კრიზისში.

6. პროგრამის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. მიმწოდებელი ვალდებულია გააკეთოს განმეორებითი შეტყობინება მწვავე სტაციონარული პაციენტის გრძელვადიან მკურნალობზე გადაყვანისას, თუ პაციენტი იმავე დაწესებულებაში აგრძელებს მკურნალობას.

7. პროგრამის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისას არაიდენტიფიცირებულ პაციენტთან (პაციენტი, რომელსაც არ აქვს პირადობის მოწმობა) დაკავშირებით მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელთან წარადგინოს სსიპ -სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაცია პაციენტის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით ან სასამართლო გადაწყვეტილება პაციენტის დაწესებულებაში არანებაყოფლობით მოთავსების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული ინფორმაციით ვერ ხერხდება პაციენტის იდენტიფიცირება, დაწესებულება ვალდებულია განმახორციელებელთან წარადგინოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კონკრეტულ არაიდენტიფიცირებულ პაციენტთან დაკავშირებით.

8. პროგრამის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისას საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირებთან და საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებსაც ესაჭიროებათ არანებაყოფლობითი სტაციონარული მომსახურება, მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელთან წარადგინოს სასამართლო გადაწყვეტილება პაციენტის დაწესებულებაში არანებაყოფლობით მოთავსების შესახებ.

დანართი 12.1 - სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული მომსახურებით განსაზღვრული ნოზოლოგიები

№№

კოდი (ICD-10)

ნოზოლოგია

1

F00-F09

ორგანული ბუნების აშლილობანი, სიმპტომატურ აშლილობათა ჩათვლით

2

F20-F29

შიზოფრენია, შიზოტიპური აშლილობანი

3

F30-F39

აფექტური აშლილობანი

4

F43

რეაქცია მწვავე სტრესზე და ადაპტაციის დარღვევები

5

F70-F79

გონებრივი ჩამორჩენა

6

F80-F89

ფსიქიკური განვითარების დარღვევები

7

F90-F98

ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაწყებული ქცევითი და ემოციური აშლილობანი

დანართი 12.2 - ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპონენტით

განსაზღვრული ნოზოლოგიები

№

კოდი (ICD-10)

ნოზოლოგია

1

F06

ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით, აგრეთვე სხვა ფიზიკური დაავადებით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობანი

2

F40-F48

ნევროზული, სტრესთან დაკავშირებული და სომატოფორმული აშლილობანი

3

F50-F59

ფიზიოლოგიური და ფიზიკური დარღვევებით გამოწვეული ქცევის პათოლოგია

4

F80-F89

ფსიქიკური განვითარების დარღვევები

5

F90– F98

ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაწყებული ქცევითი და ემოციური აშლილობანი.

დანართი 12.3 - ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციით განსაზღვრული

ნოზოლოგიები

№

კოდი (ICD-10)

ნოზოლოგია

1

F20

შიზოფრენია

2

F21

შიზოტოპური აშლილობა

3

F22

ხანგრძლივი ბოდვითი აშლილობანი

4

F23

მწვავე და გარდამავალი (ტრანზიტული) ფსიქოზური აშლილობანი

5

F24

ინდუცირებული ბოდვითი აშლილობა

6

F25

შიზოაფექტური აშლილობა

7

F31

ბიპოლარული აფექტური აშლილობა

8

F32

დეპრესიული ეპიზოდი

9

FЗЗ

რეკურენტული დეპრესიული აშლილობა

10

F40

შფოთვითი–ფობიკური აშლილობანი

11

F41

სხვა შფოთვითი აშლილობანი

12

F42

ობსესიურ კომპულსიური აშლილობა

13

F43

რეაქცია მწვავე სტრესზე და ადაპტაციის დარღვევები

14

F60

სპეციფიციური პიროვნული დარღვევები

დანართი 12.4 - ფსიქიატრიული თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურებით განსაზღვრული ნოზოლოგიები

№

კოდი (ICD-10)

ნოზოლოგია

1

F00-F09

ორგანული ბუნების აშლილობანი, სიმპტომატურ აშლილობათა ჩათვლით

2

F20-F29

შიზოფრენია, შიზოტიპური აშლილობანი

3

F30-F39

აფექტური აშლილობანი

4

F43

რეაქცია შწვავე სტრესზე და ადაპტაციის დარღვევები

5

F70-F79

გონებრივი ჩამორჩენა

6

F80-F89

ფსიქიკური განვითარების დარღვევები

დანართი 12.5 - პროგრამის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით

რეგიონი

რაიონი/ბენეფიციარი

დაწესებულება

თვის ბიუჯეტი

თბილისი

გლდანის რაიონი

შპს „ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

42 900

ნაძალადევის რაიონი

დიდუბის რაიონი

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“

108 500

ჩუღურეთის რაიონი

ვაკის რაიონი

კრწანისის რაიონი

მთაწმინდის რაიონი

საბურთალოს რაიონი

ისნის რაიონი

სამგორის რაიონი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

დევნილები

შპს „აფხაზეთის

ფსიქონევროლოგიური

დისპანსერი“

1 600

ქვემო ქართლის რეგიონი

ქ. რუსთავი და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტი

შპს „რუსთავის ფსიქიკური

ჯანმრთელობის ცენტრი“

54 900

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

დმანისის მუნიციპალიტეტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტი

წალკის მუნიციპალიტეტი

შიდა ქართლის რეგიონი

ქ. გორი და გორის მუნიციპალიტეტი

შპს „გორმედი“

27 300

კასპის მუნიციპალიტეტი

ქარელის მუნიციპალიტეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტი

შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

11 300

იმერეთის რეგიონი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი (1/2)

სამცხე– ჯავახეთის რეგიონი

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

ახალციხის მუნიციპალიტეტი

შპს „უნიმედი სამცხე“

17 520

ადიგენის მუნიციპალიტეტი

ასპინძის მუნიციპალიტეტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მცხეთა– მთიანეთის რეგიონი

მცხეთის მუნიციპალიტეტი

შპს – მცხეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი „ჯანმრთელი თაობა“

12 240

დუშეთის მუნიციპალიტეტი

თიანეთის მუნიციპალიტეტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

კახეთის რეგიონი

თელავის მუნიციპალიტეტი

შპს „თელავის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი“

22 520

ახმეტის მუნიციპალიტეტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

ყვარლის მუნიციპალიტეტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

შპს „არქიმედეს კლინიკა“

12 020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

იმერეთის რეგიონი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

შპს „ჯეოჰოსპიტალსი“

28 230

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი (1/2)

საჩხერის მუნიციპალიტეტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

ვანის მუნიციპალიტეტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

ხონის მუნიციპალიტეტი

შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ (2018 წლის 1 მარტამდე)

3 100

ხონის მუნიციპალიტეტი

შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ (2018 წლის 1 მარტიდან)

11 620

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი (1/3)

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონი

ცაგერის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

სამეგრელო– ზემო სვანეთის რეგიონი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

იმერეთის რეგიონი

ქ. ქუთაისი და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტი

შპს „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ (2018 წლის 1 მარტამდე)

40 700

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტი

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ონის მუნიციპალიტეტი

ცაგერის მუნიციპალიტეტი

იმერეთის რეგიონი

ქ. ქუთაისი და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტი

შპს „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ (2018 წლის 1 მარტიდან)

36 490

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი (2/3)

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტი

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

ონის მუნიციპალიტეტი

სამეგრელო– ზემო სვანეთის რეგიონი

ქ. ფოთი

შპს „სენაკის სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერი“ (2018 წლის 1 მარტამდე)

24 500

აბაშის მუნიციპალიტეტი

სენაკის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ქ. ფოთი

შპს „სენაკის სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერი“ (2018 წლის 1 მარტიდან)

20 200

აბაშის მუნიციპალიტეტი

სენაკის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“

18 300

მესტიის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

გურიის რეგიონი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

შპს „მედალფა“

10 600

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ლანჩხუთის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი შპს „ნევრონი“

4 100

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

ქ. ბათუმი და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი

შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო“

43 300

ქედის მუნიციპალიტეტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

შუახევის მუნიციპალიტეტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

ხულოს მუნიციპალიტეტი

ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტის მიმწოდებლები

თვის ბიუჯეტი

(ლარი)

ქ. თბილისი

ა(ა)იპ - ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია

2 070

იმერეთი

შპს „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი"

2 230

კახეთი

შპს „თელავის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი"

2 230

ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციის სამსახური მოზრდილთათვის - კომპონენტის მიმწოდებლები

თვის ბიუჯეტი

(ლარი)

ქ. თბილისი

შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი"

19 670

იმერეთი

შპს „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი"

13 320

ქვემო ქართლი

შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი"

11490

აჭარა

შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო"

10 710

დანართი 12.6 - თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის კომპონენტის მიმწოდებლები

რეგიონი

რაიონი/ბენეფიციარი

დაწესებულება

გუნდების რაოდენობა

თვის ბიუჯეტი

თბილისი

გლდანის რაიონი

შპს „ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

2

14 200

ნაძალადევის რაიონი

დიდუბის რაიონი

შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

1

7 100

ჩუღურეთის რაიონი

კრწანისის რაიონი

მთაწმინდის რაიონი

ვაკის რაიონი

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“

2

14 200

საბურთალოს რაიონი

სამგორის რაიონი

კახეთის რეგიონი

ისნის რაიონი

ა(ა)იპ – მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი

1

7 100

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

ქვემო ქართლის რეგიონი

ქ. რუსთავი

შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

2

14 200

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტი

კახეთის რეგიონი

თელავის მუნიციპალიტეტი

შპს „თელავის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი“ (2018 წლის 1 მაისიდან)

1

7 100

ახმეტის მუნიციპალიტეტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

ყვარლის მუნიციპალიტეტი

იმერეთის რეგიონი

ქ. ქუთაისი და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტი

შპს „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ (2018 წლის 1 მაისიდან)

1

7 100

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

ქ. ბათუმი და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი

შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო“ (2018 წლის 1 აგვისტოდან)

1

7 100

დანართი 12.7 - მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით

№

ქალაქი/რეგიონი

დაწესებულება

თვის ბიუჯეტი (ლარი)

1

ქ თბილისი

შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი"

100 000

2

ქ თბილისი

შპს ,,N 5 კლინიკური საავადმყოფო''

43 000

3

იმერეთის რეგიონი

შპს "ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი"

26 600

4

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

შპს ,,რესპუბლიკური, კლინიკური, ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო"

115 700

5

ქ თბილისი

შპს "ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი"

165 000

6

ქ თბილისი

შპს „ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი“

37 600

7

ქვემო ქართლის რეგიონი

შპს ''რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი''

28 600

8

იმერეთის რეგიონი

შპს აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

340 000

9

სამეგრელო– ზემო სვანეთის რეგიონი

შპს "სენაკის სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერი"

16 500

10

შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონი

შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

150 000

დამატებითი მომსახურება (დაცვა და უსაფრთხოება)

თვის ბიუჯეტი (ლარი)

1

იმერეთის რეგიონი

შპს აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

50 000

დანართი 12.8 – ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით

№

ქალაქი

დაწესებულება

თვის ბიუჯეტი (ლარი)

1

ქ. თბილისი

შპს „№5 კლინიკური საავადმყოფო“

30 000

დანართი №13

დიაბეტის მართვა

(პროგრამული კოდი 35 03 03 0

[https://legali.ge/law/3972595/muxli-9-6/](https://legali.ge/law/3972595/muxli-9-6/)

---

## მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მოსარგებლედ განისაზღვრებიან:

ა) პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები - 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვები, ასევე 18 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქე შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა ან/და უშაქრო დიაბეტი, დაუნის სინდრომი ან დუშენ-ერბის დაავადება.

ბ) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები      - შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები;

გ) პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები- შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა.

2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახი

[https://legali.ge/law/3972595/muxli-2-7/](https://legali.ge/law/3972595/muxli-2-7/)

---

## მუხლი 3. მომსახურების მოცულობა

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამის ფარგლებში იფარება:

ა) შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება:

ა.ა) საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა (დანართი 13.1-ის შესაბამისად);

ა.ბ) ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა;

ა.გ) გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით (კვარტალში ერთხელ);

ა.დ) დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი (მათ შორის ფუნდუს კამერით);

ა.ე) პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება;

ა.ვ) ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში;

ა.ზ) საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებისთვის, რომელთაც არ ესაჭიროებათ მედიკამენტის დოზის კორექცია, სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა.

ბ) სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) შაქრიანი (ინსულინმომხმარებელი, არაინსულინმომხმარებელი) დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში მედიკამენტის დოზის კორექციისათვის ექიმ-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობასა და პროგრამის მოსარგებლეების შესაბამის სამედიცინო განათლებას. ექიმ-ენდოკრინოლოგის დანიშნულების შესაბამისად, საჭიროებისამებრ, ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის და ანგიოლოგის კონსულტაციას და კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს:

ბ.ა.ა) გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, არანაკლებ 6 ერთეულისა ერთ პაციენტზე;

ბ.ა.ბ) გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა;

ბ.ა.გ) კრეატინინის და/ან შარდოვანას განსაზღვრა სისხლში;

ბ.ა.დ) მიკროალბუმინურიის კვლევა;

ბ.ა.ე) სისხლის საერთო ანალიზი;

ბ.ა.ვ) შარდის საერთო ანალიზი;

ბ.ა.ზ) С- პეპტიდი;

ბ.ა.თ) ჰომა - 2-ის ინდექსი;

ბ-ა.ი) ე.კ.გ.

ბ.ბ) უშაქრო დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში მედიკამენტის დოზის კორექციისათვის

ექიმ-ენდოკრინოლოგის       მეთვალყურეობასა და პროგრამის მოსარგებლეების შესაბამის სამედიცინო განათლებას. ექიმ-ენდოკრინოლოგის დანიშნულების შესაბამისად, საჭიროებისამებრ, ნევროპათოლოგის და ოფთალმოლოგის კონსულტაციას და კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს:

ბ.ბ.ა) სისხლის საერთო ანალიზი;

ბ.ბ.ბ) თავის ქალის რენტგენოგრაფია;

ბ.ბ.გ) თვალის ფსკერისა და მხედველობის ველის გამოკვლევა;

ბ.ბ.დ) გლუკოზის განსაზღვრა სისხლში უზმოდ და ჭამის შემდეგ;

ბ.ბ.ე) შარდის საერთო ანალიზი (არანაკლებ 2 ერთეულისა);

ბ.ბ.ვ) ზიმნიცკის სინჯი (არანაკლებ 2 ერთეულისა);

ბ.ბ.ზ) ელექტროლიტების - Na, К - განსაზღვრა სისხლში.

გ) შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა:

გ.ა) შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფა – ინსულინისა და მისი ანალოგების შესყიდვა;

გ.ბ) შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა - ინსულინის, ინსულინის ანალოგების, გლუკაგონის, შპრიც-კალმისტრებისა და შესაბამისი ნემსების შესყიდვა ბავშვთა (18 წლამდე ასაკის პირები), ასევე 18 წლისა და უფროსი ასაკის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (ან არიან უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა ან/და უშაქრო დიაბეტი, დაუნის სინდრომი ან დუშენ-ერბის დაავადება;

გ.გ) უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა -ადიურეზული ჰორმონის შესყიდვა;

გ.დ) სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა -სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება, გაცემა პროგრამის მოსარგებლეებზე (მათ შორის, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით

[https://legali.ge/law/3972595/muxli-3-7/](https://legali.ge/law/3972595/muxli-3-7/)

---

## მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსების ერთეულს წარმოადგენს ერთი მოსარგებლისათვის განკუთვნილი სამედიცინო ვაუჩერი, რომლის წლიური ღირებულებაა 1390 ლარი.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლისათვის მომსახურების ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება რეგისტრირებული მოსარგებლეების რაოდენობის და ვაუჩერის წლიური ღირებულების შესაბამისად. ანაზღაურება მოხდება ყოველთვიურად წლიური ასანაზღაურებელი თანხის არაუმეტეს 1/12 პრინციპით (შესრულებული სამუშაოს მიუხედავად).

3. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება იფარება სრულად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურების ერთეულს წარმოადგენს მკურნალობის ეპიზოდი. მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 240 ლარისა. პაციენტს აღნიშნული მომსახურების მიღების უფლება აქვს წელიწადში ერთხელ. პროგრამა ფარავს:

ა) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინსულინმომხმარებელი და მე-3 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უშაქრო დიაბეტით დაავადებული მოსარგებლეებისთვის მკურნალობის ეპიზოდის ფაქტობრივი ღირებულების 70%-ს, ხოლო მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს;

ბ) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დიაბეტით დაავადებული არაინსულინმომხმარებელი მოსარგებლეებისთვის მვურნალობის ეპიზოდის ფაქტობრივი ღირებულების 50%-ს, ხოლო მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 50%-ს.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში თანაგადახდას არ ექვემდებარება ამავე პროგრამით გაწეული მომსახურება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1-ის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის.

6. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში პროგრამის მოსარგებლეთათვის აღნიშნული მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხდება უსასყიდლოდ (თანაგადახდის გარეშე) პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებშ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-4-7/](https://legali.ge/law/3972595/muxli-4-7/)

---

## მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“, „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესყიდული საქონლის ვაუჩერის მფლობელი უფლებამოსილია მიიღოს კუთვნილი სპეციფიკური მედიკამენტები მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული მიმწოდებლისაგა

[https://legali.ge/law/3972595/muxli-5-7/](https://legali.ge/law/3972595/muxli-5-7/)

---

## მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისა

[https://legali.ge/law/3972595/muxli-6-7/](https://legali.ge/law/3972595/muxli-6-7/)

---

## მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 13,000.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

№

დიაბეტის მართვა

ბიუჯეტი (ათასი ლარი)

1

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება

1,459,5

2

სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება

820.0

3

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

10,216.5

4

უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

300.0

5

სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

204.0

სულ

13,000

[https://legali.ge/law/3972595/muxli-8-7/](https://legali.ge/law/3972595/muxli-8-7/)

---

## მუხლი 9. დამატებითი პირობები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა განისაზღვრება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში პაციენტის პროგრამის მოსარგებლედ ცნობა ხორციელდება დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ გაცემული თანხმობის წერილის საფუძველზე. ამასთან, მე-3 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დიაბეტით დაავადებული არაინსულინმომხმარებელი მოსარგებლეების პროგრამის მოსარგებლედ ცნობისთვის დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს იმ ოჯახის/უბნის/სოფლის ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა, სადაც პაციენტია რეგისტრირებული შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (არ ვრცელდება კერძო/კორპორატიული დაზღვევის მქონე პაციენტებზე, რომლებიც არ სარგებლობენ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით), პაციენტის სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტში ჩართვის საჭიროების თაობაზე.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება უნდა განხორციელდეს არაუმეტეს ერთი თვის ვადაში.

3. პროგრამის განმახორციელებელი მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“, „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეების შესახებ ინფორმაციას წინასწარ დადგენილი ფორმით (ელექტრონული ონლაინ სისტემის საშუალებით) აწვდის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“, „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციფიკური მედიკამენტების ხარჯვის ზედამხედველობა მოიცავს მედიკამენტების გაცემაზე პასუხისმგებელი მიმწოდებლის მიერ განმახორცილებლისათვის დადგენილი ფორმით მედიკამენტების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

5. ულტრახანმოკლე და ულტრახანგრძლივი ინსულინის ანალოგები გაიცემა იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აღნიშნული მედიკამენტებით მკურნალობა დანიშნული ჰქონდათ 2017 წლის 31 დეკემბრამდე. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების ფარგლებში შესყიდული ულტრახანმოკლე და ულტრახანგრძლივი ინსულინის ანალოგებით უზრუნველსაყოფი ახლად გამოვლენილ მოსარგებლეთა დადგენა, ასევე, 2017 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ულტრახანმოკლე და ულტრახანგრძლივი ინსულინის ანალოგებით უზრუნველყოფილი დადგენილი ბენეფიციარების გადახედვა (მ.შ. საჭიროების შემთხვევაში, ასაკობრივი ზღვარის მიუხედავად), ხორციელდება კომისიური წესით. აღნიშნული კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გლუკაგონი, შპრიც-კალმისტრები და ნემსები გაიცემა შემდეგი წესით: თითოეულ ახლად გამოვლენილ პაციენტზე გაიცემა შპრიც-კალმისტრები ინსულინის სახეობების შესაბამისად, ერთი კოლოფი ინსულინის ნემსი (100 ც) და ერთი ცალი გლუკაგონი. ამასთან, მოსარგებლის ან მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, მოსარგებლეებისთვის შპრიც-კალმისტარი გამოიცვლება დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში. ნემსები გაიცემა მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს წელიწადში 3 კოლოფისა (300 ც.) ჯამურად და ასევე გლუკაგონი, როგორც წესი, გაიცემა წელიწადში 1 ცალი, ხოლო დამატებითი გლუკაგონი გაიცემა მოხმარებული ფლაკონის მიმწოდებელთან წარდგენის შემთხვევაში (მაგრამ არაუმეტეს წელიწადში ორი).

დანართი 13.1 - საანალიზო-ტექნიკური საშუალებების გაცემის წესი

მიმწოდებელი ვალდებულია პაციენტი უზრუნველყოს:

ა) გლუკომეტრით (თუ პაციენტი ახლად გამოვლენილია ან პაციენტი თანხმდება მის გამოცვლას) და მისი შესაბამისი ტესტ-ჩხირებით;

ბ) სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირებით (გაიცემა თითოეულ მოსარგებლეზე არაუმეტეს 2 კოლოფისა (100 ც.) თვეში) და შესაბამისი რაოდენობის სისხლის ასაღები ლანცეტის ნემსებით;

გ) შარდში კეტოსხეულების განმსაზღვრელი ტესტ-ჩხირებით (გაიცემა არაუმეტეს 1 კოლოფისა (50 ც.) კალენდარულ წელიწადში).

დანართი №14

ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება

(პროგრამული კოდი 35 03 03 0

[https://legali.ge/law/3972595/muxli-9-7/](https://legali.ge/law/3972595/muxli-9-7/)

---

## მუხლი 3. მომსახურების მოცულობა

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მკურნალობას, გარდა, შესაბამისი წლის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ფარგლებში დაფინანსებული ჯანდაცვითი პროგრამული მომსახურებების

[https://legali.ge/law/3972595/muxli-3-8/](https://legali.ge/law/3972595/muxli-3-8/)

---

## მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციარის მხრიდან.

2. პროგრამის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ყოველთვიურად წლიური ასანაზღაურებელი თანხის არა უმეტეს 1/12-ის

[https://legali.ge/law/3972595/muxli-4-8/](https://legali.ge/law/3972595/muxli-4-8/)

---

## მუხლი 9. დამატებითი პირობები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ამბულატორიული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად, ხოლო სტაციონარული მომსახურების ზედამხედველობა – გეგმურ სტაციონარულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

დანართი №15

დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია

(პროგრამული კოდი 35 03 03 0

[https://legali.ge/law/3972595/muxli-9-8/](https://legali.ge/law/3972595/muxli-9-8/)

---

## მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მოსარგებლეები არიან თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებული და/ან ორგანოგადანერგილი საქართველოს მოქალაქეები, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი სხვა პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად.

2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახი

[https://legali.ge/law/3972595/muxli-2-9/](https://legali.ge/law/3972595/muxli-2-9/)

---

## მუხლი 3. მომსახურების მოცულობა

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ მომსახურებებს:

ა) ჰემოდიალიზით უზრუნველყოფა, მათ შორის:

ა.ა) ნეფროლოგის კონსულტაცია;

ა.ბ) კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები საჭიროების მიხედვით;

ა.გ) მედიკამენტებით უზრუნველყოფა - საჭიროების შემთხვევაში;

ა.დ) პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული სადიალიზე საშუალებებით, მასალითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა;

ა.ე) სისხლძარღვოვანი მიდგომის უზრუნველყოფა;

ბ) პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა, მათ შორის:

ბ.ა) ნეფროლოგის კონსულტაცია;

ბ.ბ)კათეტერის იმპლანტაცია/ექსპლანტაცია;

ბ.გ) კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები - საჭიროების მიხედვით;

ბ.დ) მედიკამენტებით უზრუნველყოფა - საჭიროების შემთხვევაში;

ბ.ე) პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული სადიალიზე საშუალებებით, მასალითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

გ) ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვა და მიწოდება;

დ) თირკმლის ტრანსპლანტაცია - თირკმლის გადანერგვის ოპერაციის ჩატარება;

ე) ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფა;

ვ) სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა (სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება, გაცემა ბენეფიციარებზე აფთიაქების მეშვეობით

[https://legali.ge/law/3972595/muxli-3-9/](https://legali.ge/law/3972595/muxli-3-9/)

---

## მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. ჰემოდიალიზის ერთი სეანსის ღირებულება განისაზღვრება 41 ლარით.

2. ერთ ბენეფიციარზე პროგრამის ფარგლებში წლიურად დაფინანსდება ჰემოდიალიზის არაუმეტეს 157 სეანსი (კვარტალურად 39/40 სეანსი). ამასთან, კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციის (გაიდლაინის) შესაბამისად, თუ პროგრამის განხორციელების ვადაში საჭირო გახდა დამატებითი სეანს(ებ)ი, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება განახორციელოს უსასყიდლოდ.

3. პერიტონეული დიალიზის მომსახურების თვის ვაუჩერის ღირებულება განისაზღვრება 105 ლარით.

4. თირკმლის ტრანსპლანტაციის ერთი ოპერაციის ღირებულების ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 20 000 ლარისა.

5. ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხდება უსასყიდლოდ (თანაგადახდის გარეშე

[https://legali.ge/law/3972595/muxli-4-9/](https://legali.ge/law/3972595/muxli-4-9/)

---

## მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უსასყიდლოდ გადაეცემა პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლებს საჭიროების შესაბამისად.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მედიკამენტების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოსარგებლეებისათვის მედიკამენტების მიწოდება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის ფარგლებში განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისა

[https://legali.ge/law/3972595/muxli-5-9/](https://legali.ge/law/3972595/muxli-5-9/)

---

## მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით ადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ფარგლებში მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის ფარგლებში მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის ფარგლებში მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მედიკამენტებს ბენეფიციარი იღებს მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი დაწესებულებიდა

[https://legali.ge/law/3972595/muxli-6-9/](https://legali.ge/law/3972595/muxli-6-9/)

---

## მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 35,000.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

№

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ჰემოდიალიზით უზრუნველყოფა

15,474.0

2

პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა

110.0

3

ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვა და მიწოდება

18,570.0

4

თირკმლის ტრანსპლანტაცია

500.0

5

ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფა

310.0

6

სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა

36.0

სულ

35,000

[https://legali.ge/law/3972595/muxli-8-9/](https://legali.ge/law/3972595/muxli-8-9/)

---

## მუხლი 9. დამატებითი პირობები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა განისაზღვრება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან:

ა) დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ მოხდება პაციენტის რეგისტრაცია დიალიზის მომლოდინეთა რეესტრში;

ბ) პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია პროგრამის მოსარგებლეს მიაწოდოს ინფორმაცია მიმწოდებლებში არსებული ტექნიკური რესურსების შესახებ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით;

გ) მომსახურების ზედამხედველობისას მიმწოდებელი შეტყობინებას აკეთებს მხოლოდ ახლადგამოვლენილი პაციენტის მიმართვის შემთხვევაში. შეტყობინების შედეგად პაციენტი ამოღებული იქნება დიალიზის მომლოდინეთა რეესტრიდან და დარეგისტრირდება დიალიზის რეესტრში;

დ) მოსარგებლის მომსახურების უფლებით დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მიმართვის რიგითობის მიხედვით. ამასთან, ისეთი მდგომარეობების დროს, როდესაც ჰემოდიალიზის გადავადება პაციენტის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, კერძოდ, ჰიპერკალემია, მძიმე მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერჰიდრატაციით გამოწვეული კარდიალური ასთმის შეტევა და სხვ., ხელოვნური თირკმლის აპარატთან მიერთება უნდა ხდებოდეს შეუფერხებლად და სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა განისაზღვრება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

2. თუ მოსარგებლის ჰემოდიალიზით ან პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფის შემთხვევის შესახებ შეტყობინება შემოსულია მომსახურების დაწყებიდან 24 საათის შემდეგ, დაწესებულებას მომსახურება აუნაზღაურდება შეტყობინების დღიდან.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიმღები მოსარგებლის რეგისტრაციის და მოძრაობის წესს ამტკიცებს სააგენტო სამინისტროსთან შეთანხმებით.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიმწოდებლები ვალდებულნი არიან მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ფარგლებში შეძენილი და მიწოდებული სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია, წინასწარ განსაზღვრული ფორმით, ყოველთვიურად, წარუდგინონ პროგრამის განმახორციელებელს.

5. თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ერთი მეთოდის მეორეთი ჩანაცვლება ხორციელდება შეუფერხებლად შესაბამისი სამედიცინო ჩვენების წარდგენის შემთხვევაში.

6. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ სტაციონარულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან, პაციენტის პროგრამის მოსარგებლედ ცნობა ხორციელდება დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ გაცემული თანხმობის წერილის საფუძველზე.

7. პროგრამის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების მოსარგებლეებზე გაცემა ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერისა და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული რეცეპტის საფუძველზე, მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიმწოდებლის მიერ.

8. პროგრამის განმახორციელებელი მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეების შესახებ ინფორმაციას წინასწარ დადგენილი ფორმით (ელექტრონული ონლაინ სისტემის საშუალებით) აწვდის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას.

9. პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მედიკამენტების ხარჯვის ზედამხედველობა მოიცავს მედიკამენტების გაცემაზე პასუხისმგებელი მიმწოდებლის მიერ განმახორცილებლისათვის დადგენილი ფორმით მედიკამენტების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

დანართი №16

ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა

(პროგრამული კოდი 35 03 03 0

[https://legali.ge/law/3972595/muxli-9-9/](https://legali.ge/law/3972595/muxli-9-9/)

---

## მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მოსარგებლედ განისაზღვრება:

ა) პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები - ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთის და გორის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე ინკურაბელური პაციენტები, რომელთაც სიცოცხლის დასასრულს ესაჭიროებათ სპეციალიზებული პალიატიური მზრუნველობა:

ა.ა) მე-4 კლინიკური ჯგუფის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულნი;

ა.ბ) ტერმინალურ სტადიაში მყოფი შიდსით დაავადებულნი;

ა.გ) არაონკოლოგიური ქრონიკული მოპროგრესირე სენით დაავადებულნი ტერმინალურ სტადიაში.

ბ) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები:

ბ.ა) საქართველოს მოქალაქეები, გარდა ტუბერკულოზით დაავადებული ინკურაბელური პაციენტებისა;

ბ.ბ) საქართველოს მოქალაქე შიდსით დაავადებული ინკურაბელური პაციენტები.

გ) პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები - საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები.

2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახი

[https://legali.ge/law/3972595/muxli-2-10/](https://legali.ge/law/3972595/muxli-2-10/)

---

## მუხლი 3. მომსახურების მოცულობა

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამის ფარგლებში იფარება:

ა) ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობა, რომელიც მოიცავს ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთის და გორის მუნიციპალიტეტებში ინკურაბელურ პაციენტთა ბინაზე ამბულატორიულ პალიატიურ მზრუნველობას პალიატიური მობილური გუნდის (ექიმი/ექთანი) მიერ („ქრონიკული ინკურაბელური დაავადებით შეპყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 ივლისის №157/ნ ბრძანების შესაბამისად);

ბ) ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული-პალიატიური მზრუნველობა და სიმპტომური მკურნალობა;

გ) ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა:

გ.ა) ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებისა და საშუალებების შესყიდვა;

გ.ბ) ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი ცნობისა და რეცეპტის ფორმა №1-ის შესყიდვა;

გ.გ) სპეციალური სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა - სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება, გაცემა, ნარკოტიკული საშუალებების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ტრანსპორტირება დაცვის თანხლები

[https://legali.ge/law/3972595/muxli-3-10/](https://legali.ge/law/3972595/muxli-3-10/)

---

## მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამით განსაზღვრული კომპონენტების დაფინანსება და ანაზღაურების წესი განისაზღვრება შემდეგი პირობების შესაბამისად:

ა) პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურების ერთეულია ვიზიტი, ერთი ვიზიტის ანაზღაურება შეადგენს 11 ლარს;

ბ) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურების ერთეულია საწოლდღე. საწოლდღის მაქსიმალური ღირებულებაა 75 ლარი და პროგრამით იფარება:

ბ.ა) მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 70%, ხოლო მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს;

ბ.ბ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1-ის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის - მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 80%, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 20%-ს, ხოლო საპენსიო ასაკის პირებისთვის პროგრამით იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 90%. მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 10%-ს.

გ) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში თანაგადახდას არ ექვემდებარება ამავე პროგრამით გაწეული მომსახურება:

გ.ა) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1-ის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

გ.ა.ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის;

გ.ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებიდან:

გ.ა.ბ.ა) 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისა და შშმ ბავშვებისათვის;

გ.ა.ბ.ბ) ასაკით პენსიონერი ვეტერანებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანებისათვის.

გ.ბ) შიდსით დაავადებული პირებისათვის.

დ) პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში პროგრამის მოსარგებლეთათვის აღნიშნული მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხდება უსასყიდლოდ (თანაგადახდის გარეშე) პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებშ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-4-10/](https://legali.ge/law/3972595/muxli-4-10/)

---

## მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების მიწოდება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტებისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდული საქონლის ვაუჩერის მფლობელი უფლებამოსილია მიიღოს კუთვნილი მედიკამენტები მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლისაგან.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი ცნობისა და რეცეპტის ფორმა №1-ის გაცემას უზრუნველყოფს მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი „სოფლის ექიმისა“ და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი პირებისთვი

[https://legali.ge/law/3972595/muxli-5-10/](https://legali.ge/law/3972595/muxli-5-10/)

---

## მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ახორციელებს მომსახურებას „ქრონიკული ინკურაბელური დაავადებით შეპყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 ივლისის №157/6 ბრძანებით განსაზღვრული პირობებისა და მოცულობის დაცვით, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისა

[https://legali.ge/law/3972595/muxli-6-10/](https://legali.ge/law/3972595/muxli-6-10/)

---

## მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,800.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

№

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობა

764.0

2

ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობა

800.0

3

ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მათ შორის:

1236.0

3.1

ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

950.0

3.2

სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

286.0

სულ:

2,800

[https://legali.ge/law/3972595/muxli-8-10/](https://legali.ge/law/3972595/muxli-8-10/)

---

## მუხლი 9. დამატებითი პირობები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების კომპონენტში ჩართვისთვის პაციენტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ჩამოთვლილ კრიტერიუმს:

ა) სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა არაუმეტეს 3-6 თვისა;

ბ) შემდგომი მკურნალობის ნებისმიერი მცდელობის მიზანშეუწონლობა (სპეციალისტების მტკიცე რწმენის გათვალისწინებით, რომ დიაგნოზი სწორადაა დასმული);

გ) ავადმყოფის ისეთი ჩივილები და სიმპტომები, რომლებიც სიმპტომური თერაპიისა და მოვლისათვის სპეციალურ ცოდნასა და უნარს საჭიროებს.

2. მოსარგებლეს მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება მიეწოდება არაუმეტეს 6 თვის ვადით. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პროგრამის მოთხოვნათა გათვალისწინებით, პროგრამაში ჩართვისათვის ოპტიმალურ დროს განსაზღვრავს პალიატიური მზრუნველობის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელმა:

ა) უნდა განსაზღვროს მოსარგებლის პროგრამაში ჩართვისას მისი სპეციალიზებული პალიატიური ზრუნვის საჭიროებები. მონაცემები უნდა განახლდეს 10 დღეში ერთხელ, რაც დაფიქსირებული და დასაბუთებული უნდა იყოს სამედიცინო დოკუმენტაციაში ექიმის შესაბამისი ჩანაწერით;

ბ) მომსახურების მოცულობა მოიცავს თვეში არაუმეტეს 8 ვიზიტს პაციენტთან, რაც 6 თვის შესრულების შემთხვევაში შეადგენს არაუმეტეს 48 ვიზიტს. ვიზიტები დაფიქსირებული და დასაბუთებული უნდა იყოს სამედიცინო დოკუმენტაციაში ექიმის შესაბამისი ჩანაწერით. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის პროგრამაში ჩართვის თარიღი არ ემთხვევა თვის პირველ რიცხვს, მომსახურების მიწოდების პერიოდის გადათვლა ხორციელდება პროგრამაში ჩართვის რიცხვიდან. ამასთან, ბოლო არასრული თვის შესრულებული სამუშაოს დამუშავებისას მხედველობაში მიიღება პროგრამაში ჩართვის პირველი არასრული თვის განმავლობაში ჩატარებული და ანაზღაურებული ვიზიტები იმგვარად, რომ მომსახურების მოცულობა ჯამში მოიცავდეს თვეში არა უმეტეს 8 ვიზიტს პაციენტთან.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტაციონარული მომსახურების ზედამხედველობა განისაზღვრება გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების ზედამხედველობის წესის თანახმად. ანაზღაურება ხორციელდება საანგარიშო თვეში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მიუხედავად მკურნალობის დასრულებისა.

6. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდული საქონლის მიმღები ბენეფიციარის რეგისტრაცია (ელექტრონული ონლაინ სისტემის საშუალებით) და მედიკამენტების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის დადგენილი ფორმით განმახორციელებლისათვის მიწოდება.

დანართი №17

იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით

მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა

(პროგრამული კოდი 35 03 03 0

[https://legali.ge/law/3972595/muxli-9-10/](https://legali.ge/law/3972595/muxli-9-10/)

---

## მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

3. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახი

[https://legali.ge/law/3972595/muxli-2-11/](https://legali.ge/law/3972595/muxli-2-11/)

---

## მუხლი 3. მომსახურების მოცულობა

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

ა) დანართი №17.1-ით გათვალისწინებული ნოზოლოგიების შესაბამისად იშვიათი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიულ მომსახურებას: ექიმის (მ.შ სპეციალისტების) კონსულტაციას, იშვიათი დაავადების ამბულატორიული ზედამხედველობისთვის აუცილებელი კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარებას, რეცეპტებისა და სამედიცინო ცნობების გაცემას;

ბ) იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარულ მომსახურებას დანართი N17.2-ით გათვალისწინებული ნოზოლოგიების შესაბამისად;

გ) ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას დანართი N17.3-ით განსაზღვრული მომსახურების მოცულობისა და ნოზოლოგიების შესაბამისად;

დ) იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფას, მათ შორის:

დ.ა) ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა – ანტიჰემოფილური ფაქტორ-კონცენტრატების - VIII, IX, XIII ფაქტორისა, ანტიინჰიბიტორული პროთრომბინ-კომპლექსის, ანტიინჰიბიტორული VII ფაქტორის და ანტიინჰიბიტორული კოაგულაციური კომპლექსის შესყიდვა;

დ.ბ) ფენილკეტონურიით დაავადებულთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფა - სამკურნალო საკვები დანამატის შესყიდვა;

დ.გ) მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა - პანკრეასის ფერმენტების შესყიდვა;

დ.დ) მემკვიდრული ჰიპოგამაგლობულინემიით (ბრუტონის დაავადება) დაავადებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთათვის სპეციფიკური მედიკამენტების შესყიდვა;

დ.ე) ზრდის ჰორმონის დეფიციტისა და ტერნერის სინდრომის მქონე პაციენტებისათვის ზრდის ჰორმონის შესყიდვა;

დ.ვ) იუვენილური ართრიტით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთათვის ბიოლოგიური პრეპარატების შესყიდვა;

დ.ზ) დიდი თალასემიით დაავადებულთათვის რკინის შემბოჭავი პრეპარატების შესყიდვა;

დ.თ) სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა - სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, საკვები დანამატების) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, საკვები დანამატების) ბენეფიციარებზე გაცემა სამედიცინო დაწესებულებების (მათ შორის, აფთიაქების) მეშვეობი

[https://legali.ge/law/3972595/muxli-3-11/](https://legali.ge/law/3972595/muxli-3-11/)

---

## მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით ყოველთვიურად წლიური ასანაზღაურებელი თანხის არაუმეტეს 1/12-ისა.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს დანართ N17.2-ში მითითებული ტარიფისა.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხდება სრულად თანაგადახდის გარეშე კომპონენტისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებშ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-4-11/](https://legali.ge/law/3972595/muxli-4-11/)

---

## მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართეელოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მედიკამენტებისა და საკვები დანამატის მიწოდება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების გაცემა ვაუჩერის მფლობელზე ხორციელდება მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიმწოდებლის მიერ.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.დ“, „დ.ე“, „დ.ვ“ და „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესყიდული საქონლის ვაუჩერის მფლობელი უფლებამოსილია კუთვნილი სპეციფიკური მედიკამენტები და/ან საკვები დანამატი მიიღოს ამავე პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.თ“ ქვეპუნქტის მიმწოდებლისაგა

[https://legali.ge/law/3972595/muxli-5-11/](https://legali.ge/law/3972595/muxli-5-11/)

---

## მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და პროგრამის განმახორციელებელს წერილობით დაუდასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-6-11/](https://legali.ge/law/3972595/muxli-6-11/)

---

## მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 8,000.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

№

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

იშვიათი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მომსახურება

70.0

2

იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ

18 წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარული მომსახურება

300.0

3

ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება

200.0

4

იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა:

7,430.0

4.1

ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

4,800.0

4.2

ფენილკეტონურიით დაავადებულთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფა

465.0

4.3

მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა

48.0

4.4

მემკვიდრული ჰიპოგამაგლობულინემიით (ბრუტონის დაავადება) დაავადებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა

24.0

4.5

ზრდის ჰორმონის დეფიციტისა და ტერნერის სინდრომის მქონე ბავშვთა და მოზარდთა ზრდის ჰორმონით უზრუნველყოფა

417.0

4.6

იუვენილური ართრიტით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთათვის ბიოლოგიური პრეპარატებით უზრუნველყოფა

1,117.0

4.7

დიდი თალასემიით დაავადებულთათვის რკინის შემბოჭავი პრეპარატებით უზრუნველყოფა

343.0

4.8

სპეციალური სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

216.0

სულ:

8,000.

[https://legali.ge/law/3972595/muxli-8-11/](https://legali.ge/law/3972595/muxli-8-11/)

---

## მუხლი 9. დამატებითი პირობები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამბულატორიული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად, ხოლო სტაციონარული მომსახურების ზედამხედველობა - გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

4. პროგრამის განმახორციელებელი მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.დ“,           „დ.ე“,

„დ.ვ“ და „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეების შესახებ ინფორმაციას წინასწარ დადგენილი ფორმით (ელექტრონული ონლაინ სისტემის საშუალებით) აწვდის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მომსახურების მიმწოდებელს.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.დ“ „დ.ე“, „დ.ვ“ და „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციფიკური მედიკამენტების ხარჯვის ზედამხედველობა მოიცავს მედიკამენტების გაცემაზე პასუხისმგებელი მიმწოდებლის მიერ შესაბამისი განმახორცილებლისათვის დადგენილი ფორმით მედიკამენტების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

6. თუ პროგრამის მე-6 მუხლით განსაზღვრული მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება, ასევე არის საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით განსაზღვრული პროგრამის მიმწოდებელი, სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება, რომელიც მოიცავს პაციენტის კრიტიკული მდგომარეობების მართვასა და ინტენსიურ თერაპიას და რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, განხორციელდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში.

დანართი №17.1 - იშვიათი დაავადებების ამბულატორიული მეთვალყურეობა

№

დასახელება

კოდი

(ICD-10)

1

მწვავე ინტერმიტირებადი პორფირია

E80.2

2

ადისონის დაავადება

E27.1

3

ალსტრიომის სინდრომი

E66.0

4

ბარტერის სინდრომი

E26.8

5

ბეხჩეტის სინდრომი

M35.2

6

უიპლის დაავადება

K90.8

7

ბილიარული ატრეზია

Q44.2

8

კონის სინდრომი

E26.0

9

კრონკჰაიტ-კანადას დაავადება

D12.6

10

გარდნერის სინდრომი

D69.2

11

გლუკო%ა–6–ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი

D55.0

12

ჰემოქრომატოზი

E83.1

13

ინსულინომა

E16.1

14

ლაიმის დაავადება

A 69.2

15

ჰომოცისტინურია

E72.1

16

ფეოქრომოციტომა

C74

17

ვილმსის სიმსივნე

C64

18

ვულგარული იქთიოზი

Q 80.0

19

ჰიპოფიზარული ნანიზმი

E23.0

20

ცისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი)

E84

21

ბარძაყის ძვლის თავის იუვენილური ოსტეოქონდროზი (ლეგ-კალკვე–პერტესის დაავადება)

M91.1

22

მემკვიდრული ჰიპოგამაგლობულინემია (ბრუტონის დაავადება)

D80.0

23

ტერ-ნერის სინდრომი

Q 96

24

ბულოზური ეპიდერმოლიზი

Q 81.9

25

გლუტენის ავადმვოფობა (ცელიაკია)

K90.0

26

გენერალიზებული ეპილეფსიისა და ეპილეფსიური სინდრომების სხვა ფორმები - დრავეს სინდრომი

G40.4

27

მუკოპოლისაქარიდოზი I და II ტიპი

E76.0 E76.1

28

იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა

D69.3

29

ჰიპერიმუნოგლობულინ E სინდრომი

D82.4

30

თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები დაკავშირებული უპირატესად ქონდარა ზრდასთან - პრადერ-ვილის სინდრომი

Q 87.1

31

ფოსფორის მეტაბოლიზმის დარღვევები

E83.3

დანართი №17.2 - იშვიათი და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული

დაავადებების სტაციონარული მომსახურება

№

დასახელება

კოდი

(ICD-10)

ერთეულის ღირებულება (ლარი)

მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებები

1

რეგიონული ენტერიტი

K50

214

2

მალაბსორბცია გამოწვეული ტოლერანტობის დარღვევით

K90.4

214

3

ცელიაკია

K90.0

214

4

იუვენილური დერმატომიოზიტი

M33.0

246

5

იუვენილური მაანკილოზირებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)

M08.1

368

6

რეიტერის დაავადება

M02.3

246

7

სისტემური სკლეროზი (სკლეროდერმია)

M34

246

8

სისტემური წითელი მგლურა

M32

246

9

იუვენილური პოლიარტერიტი, ვეგნერის გრანულომატოზი, კან-ლორწოვან-ლიმფური კვანძების სინდრომი

M31.3

246

10

შაქრიანი დიაბეტი კომის გარეშე

Е10

506

11

არასრული ოსტეოგენეზი

Q78.0

609

12

ლულოვანი ძვლების ქრონიკული ოსტეომიელიტის გამწვავება, კონსერვატიული მკურნალობა

M86

415

13

ქრონიკული ოსტეომიელიტი-სეკვესტრექტომია

M86.6

1816

14

მინკოვსკი-შოფარის ჰემოლიზური ანემია

D58

280

15

დიდი თალასემია (ჰემოლიზური კრიზით)

D56.1

280

16

ანემია გამოწვეული ფერმენტული დარღვევებით

D55

280

17

მედიკამენტოზური ჰემოლიზი

D59.8

280

18

შონლაინ-ჰენოსის დაავადება

D69.0

280

19

იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა

D69.3

280

20

იუვენილური რევმატოიდული ართრიტი

M08.0

368

21

ჰიპერთირეოიდიზმი ჩიყვით და ჩიყვის გარეშე

E05

315

იშვიათი დაავადებები

22

მწვავე ინტერმიტირებადი პორფირია

E80.2

280

23

ადისონის დაავადება

E27.1

315

24

ალსტრიომის სინდრომი

E66.0

315

25

ბარტერის სინდრომი

E26.8

315

26

ბეხჩეტის სინდრომი

M35.2

246

27

უიპლის დაავადება

K90.8

246

28

ბილიარული ატრეზია (ქირურგიული მკურნალობა)

Q44.2

2170

29

კონის სინდრომი

E26.0

315

30

კრონკჰაიტ-კანადას დაავადება

D12.6

246

31

გარდნერის სინდრომი

D69.2

280

32

გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი

D55.0

280

33

ჰემოქრომატოზი

E83.1

315

34

ინსულინომა

E16.1

315

35

ლაიმის დაავადება

A 69.2

214

36

ფენილკეტონურია

E70.1

315

37

ჰომოცისტინურია

E72.1

315

38

ფეოქრომოციტომა (ქირურგიული მკურნალობა)

C74

1816

39

ვილმსის სიმსივნე (ქირურგიული მკურნალობა)

C64

1377

40

ვულგარული იქთიოზი

Q80.0

210

41

ჰიპოფიზარული ნანიზმი

E23.0

315

42

ცისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი)

E84

200

43

ბარძაყის ძვლის თავის იუვენილური ოსტეოქონდროზი ლეკ–კალვე–პერტესის დაავადება) (ქირურგიული მკურნალობა)

M91.1

1202

44

მემკვიდრული ჰიპოგამაგლობულინემია (ბრუტონის დაავადება)

D80.0

280

დანართი №17.3 - ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და

სტაციონარული მომსახურების მოცულობა და ნოზოლოგიური ჯგუფები

1. მომსახურების მოცულობა:

ა) ამბულატორიული მომსახურება:

ა.ა) ჰემატოლოგის და სხვა სპეციალისტების კონსულტაცია;

ა.ბ) სისხლდენებისა და სისხლჩაქცევების დროს სისხლის კომპონენტების, ჰემოსტატიკების და ფაქტორების ტრანსფუზია;

ა.გ) კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები (მათ შორის, გამოკვლევები სწრაფი ტესტებით В და C ჰეპატიტებსა და აივ-ინფექციაზე);

ა.დ) სისხლის შედედების ფაქტორების გამოკვლევა;

ა.ე) თრომბოციტების ფუნქციური გამოკვლევა;

ა.ვ) ფიზიოთერაპიული მომსახურება (ფიზიოთერაპიული ვარჯიშები).

ბ) სტაციონარული მომსახურება:

ბ.ა) ჰემორაგიული დიათეზის შემთხვევებში ჰოსპიტალური მომსახურება;

ბ.ბ) ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეული ორთოპედიული მომსახურება.

გ) იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში შეძენილი ანტიჰემოფილური ფაქტორ-კონცენტრატების - VIII, IX, XIII ფაქტორების, ანტიინჰიბიტორული პროთრომბინ-კომპლექსის, ანტიინჰიბიტორული VII ფაქტორის და ანტიინჰიბიტორული აქტივირებული კოაგულაციური კომპლექსის ბენეფიციართათვის მიწოდება (მათ შორის, გართულებულ შემთხვევებში და ჰოსპიტალიზაციების დროს). ამ მედიკამენტების ბენეფიციარებისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს ამ კომპონენტის მიმწოდებელი დაწესებულება. ანტიჰემოფილური ფაქტორ-კონცენტრატების გამოყენება-განაწილების ინსტრუქცია განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. სისხლის შედედების მემკვიდრული პათოლოგიები:

ა) D66-VIII ფაქტორის მემკვიდრული დეფიციტი (ჰემოფილია А);

ბ) D67-IX ფაქტორის მემკვიდრული დეფიციტი (ჰემოფილია В);

გ) D68.0 -ფონ-ვილებრანდის დაავადება (VWD);

დ) D68.1 - XI ფაქტორის მემკვიდრული დეფიციტი;

ე) D68.2 - სისხლის შედედების სხვა ფაქტორების მემკვიდრული დეფიციტი:

ე.ა) I (ფიბრინოგენი);

ე.ბ) II (პროთრომბინი);

ე.გ) V (ლაბილური ფაქტორი, ანუ პროაქცელერინი);

ე.დ) VII (სტაბილური, ანუ პროკონვერტინი);

ე.ე) X (სტიუარტ-პრაუერი);

ე.ვ) XII (ჰაგემანი);

ე.ზ) XIII (ფიბრინ-მასტაბილიზირებელი).

ვ) D69.1 -თრომბოციტების თვისობრივი დეფექტები.

დანართი №18

სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება

(პროგრამული კოდი 35 03 03 0

[https://legali.ge/law/3972595/muxli-9-11/](https://legali.ge/law/3972595/muxli-9-11/)

---

## მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები. ამასთან, პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის:

ა) „ბ.ა“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეები არიან – საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირები;

ბ) „ბ.ბ.ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეები არიან – საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირები, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირებისა;

გ) „ბ.ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეები არიან პროგრამა „მომავლის ბანაკის“ მონაწილეები;

დ) „ბ.თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეები არიან ახმეტის მუნიციპალიტეტის თუშეთის თემის ტერიტორიაზე მყოფი პირები;

ე) „ბ.ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეები არიან პროგრამა „საზაფხულო სკოლების“ მონაწილეები.

2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახი

[https://legali.ge/law/3972595/muxli-2-12/](https://legali.ge/law/3972595/muxli-2-12/)

---

## მუხლი 3. მომსახურების მოცულობა

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამის ფარგლებში იფარება:

ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარება (35 03 03 07 01):

ა.ა) ბრიგადის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა „სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტების და ბაზისური სამედიცინო დანიშნულების საგნების ნუსხის, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა ტრანსპორტირებისათვის მინიმალური მოთხოვნების და პროგრამა „მომავლის ბანაკით“ განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 3 აპრილის №01-17/ნ ბრძანებით (შემდგომში – მინისტრის 2012 წლის 3 აპრილის №01-17/ნ ბრძანება) განსაზღვრული სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტებითა და ბაზისური სამედიცინო დანიშნულების საგნებით;

ა.ბ) საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო ჩვენებით პაციენტის პოსპიტალიზაციის უზრუნველყოფა შესაბამისი პროფილის უახლოეს კლინიკაში;

ა.გ) გადაუდებელი დახმარების ცენტრის კოორდინაციისა და დავალების საფუძველზე მომსახურების გაწევა;

ბ) სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება (35 03 03 07 02):

ბ.ა) ბრიგადის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა მინისტრის 2012 წლის 3 აპრილის №01-17/ნ ბრძანებით განსაზღვრული სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტებითა და ბაზისური სამედიცინო დანიშნულების საგნებით; საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო ჩვენებით პაციენტის ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფა შესაბამისი პროფილის უახლოეს კლინიკაში;

ბ.ბ) სამედიცინო ტრანსპორტირება:

ბ.ბ.ა) რეფერალური დახმარება:

ბ.ბ.ა.ა) კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მართვა, ადგილზე რეფერალური ბრიგადის მიერ კონსულტაცია, მდგომარეობის სტაბილიზაცია, გართულებული შემთხვევების სამედიცინო ტრანსპორტირება;

ბ.ბ.ა.ბ) გადაუდებელი დახმარების ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე;

ბ.ბ.ბ) რეფერალური დახმარების მართვა – რეფერალური დახმარების მიწოდების ორგანიზებისათვის ერთიანი ცენტრალიზებული თავსებადი GPS სისტემის ფუნქციონირებისა და GPS სისტემის მონიტორინგისათვის ტექნიკური უზრუნველყოფა (მ.შ. შესაბამისი მომსახურების შესყიდვა);

ბ.გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ან მინისტრის მოადგილის დავალების საფუძველზე (მ.შ. შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების განხორციელებისათვის), გადაუდებელი დახმარების ცენტრის შესაძლებლობების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე საჭირო მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ.დ) საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდებისათვის მზაობის უზრუნველყოფა/შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალისათვის უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა);

ბ.ე) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთათვის, დელეგაციის წევრებისა და თანმხლებ პირთათვის:

ბ.ე.ა) სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიწოდებისათვის მზაობის უზრუნველყოფა;

ბ.ე.ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთათვის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება;

ბ.ე.გ) საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთათვის, დელეგაციის წევრებისა და თანმხლებ პირთათვის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა;

ბ.ვ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა, ასევე სპეციალური დაცვის ქვეშ მყოფი შესაბამისი პირ(ებ)ის, რომლებიც განისაზღვრებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ერთობლივი ბრძანებით, გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურების (მ.შ. მედიკამენტების) ხარჯების ანაზღაურება;

ბ.ზ) „პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველყოფა:

ბ.ზ.ა) „მომავლის ბანაკის“ უზრუნველყოფა ექიმისა და ექთნის მომსახურებით;

ბ.ზ.ბ) „მომავლის ბანაკის“ უზრუნველყოფა მინისტრის 2012 წლის 3 აპრილის №01-17/ნ ბრძანებით განსაზღვრული მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით;

ბ.თ) ახმეტის მუნიციპალიტეტის თუშეთის თემის ტერიტორიაზე საკურორტო სეზონის პერიოდში მყოფი პირების უზრუნველყოფა:

ბ.თ.ა) ექიმისა და ექთნის მომსახურებით;

ბ.თ.ბ) მინისტრის 2012 წლის 3 აპრილის №01-17/ნ ბრძანებით განსაზღვრული სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტებითა (დანართი №1) და სასწრაფო დახმარების ბაზისური სამედიცინო დანიშნულების საგნებით (დანართი №2);

ბ.ი) „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველყოფა:

ბ.ი.ა) „საზაფხულო სკოლების“ უზრუნველყოფა ექიმისა და ექთნის მომსახურებით;

ბ.ი.ბ) „საზაფხულო სკოლების“ უზრუნველყოფა მინისტრის 2012 წლის 3 აპრილის №01-17/ნ ბრძანებით განსაზღვრული პროგრამა „მომავლის ბანაკით“ განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად აუცილებელი მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით (დანართი №4

[https://legali.ge/law/3972595/muxli-3-12/](https://legali.ge/law/3972595/muxli-3-12/)

---

## მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები ფინანსდებიან გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, დანართ 18.1-ის შესაბამისად. ამასთან, მინიმალური ხელფასი განისაზღვრება: ექიმისათვის – 450 ლარით, ექთნისათვის – 300 ლარით. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურება ფინანსდება სრულად, პროგრამის ფარგლებში.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად, პროგრამის ფარგლებში.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში, ექიმის/პარამედიკოსის და ექთნის ანაზღაურების საკითხი განისაზღვრება განმახორციელებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, მინიმალური ხელფასი შეადგენს: ექიმისათვის/პარამედიკოსისათვის – 672 ლარს, ექთნისათვის – 448 ლარს, იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ სამუშაო შესრულებულია სრულად, რაც გულისხმობს მორიგეობას ყოველ მე-4 დღეს.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის (სამედიცინო ტრანსპორტირება):

ა) „ბ.ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეფერალური დახმარება – კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მართვის, ადგილზე კონსულტაციის, მდგომარეობის სტაბილიზაციისა და პაციენტთა ტრანსპორტირების დაფინანსება, განმახორციელებლის (გადაუდებელი დახმარების ცენტრის) მიერ ხორციელდება შემდეგნაირად:

ა.ა) სამედიცინო დახმარება რეანიმობილით (კონსულტაცია, სტაბილიზაცია, ტრანსპორტირება):

ა.ა.ა) 25 კმ-იანი ზონა – 79 ლარი;

ა.ა.ბ) 150 კმ-იანი ზონა – 373 ლარი;

ა.ა.გ) 250 კმ-იანი ზონა – 553 ლარი;

ა.ბ) სამედიცინო დახმარება (კონსულტაცია):

ა.ბ.ა) 25 კმ-იანი ზონა – 44 ლარი;

ა.ბ.ბ) 150 კმ-იანი ზონა – 266 ლარი;

ა.ბ.გ) 250 კმ-იანი ზონა – 444 ლარი;

ა.გ) პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.ბ“, „ა.ა.გ“, „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების ერთეული შემთხვევის თანმხლები კონსულტაცია – 50 ლარი;

ბ) „ბ.ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების (გარდა გადაუდებელი დახმარების ცენტრისა) დაფინანსება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად;

გ) „ბ.ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

6. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის (პროგრამა „მომავლის ბანაკით“ განსაზღვრული ღონისძიებები) ფარგლებში:

ა) თითოეულ ბანაკს ყოველთვიურად ემსახურება ერთი ექიმი და ერთი ექთანი. ყოველთვიურად ექიმის მინიმალური სახელფასო ფონდი განისაზღვრება 650 ლარით, ხოლო ექთნის მინიმალური სახელფასო ფონდი – 455 ლარით;

ბ) თითოეული ბანაკისათვის ყოველთვიურად შეისყიდება არაუმეტეს 1000 ლარის ღირებულების მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები.

7. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის ფარგლებში, ყოველთვიურად ექიმის მინიმალური სახელფასო ფონდი განისაზღვრება 650 ლარით, ხოლო ექთნის მინიმალური სახელფასო ფონდი – 455 ლარით.

8. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტის (პროგრამა „საზაფხულო სკოლებით“ განსაზღვრული ღონისძიებები) ფარგლებში:

ა) თითოეულ სკოლას ყოველთვიურად ემსახურება ერთი ექიმი და ერთი ექთანი. ყოველთვიურად ექიმის მინიმალური სახელფასო ფონდი განისაზღვრება 650 ლარით, ხოლო ექთნის მინიმალური სახელფასო ფონდი – 455 ლარით;

ბ) თითოეული სკოლისთვის ყოველთვიურად შეისყიდება არაუმეტეს 1000 ლარის ღირებულების მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საგნებ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-4-12/](https://legali.ge/law/3972595/muxli-4-12/)

---

## მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ქალაქ ბათუმის/ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

5. საჭიროების შემთხვევაში, გადაუდებელი დახმარების ცენტრს უფლება აქვს, პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“, „ბ.ე.ბ“ და „ბ.ე.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურებებისა და საქონლის შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

6. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობი

[https://legali.ge/law/3972595/muxli-5-12/](https://legali.ge/law/3972595/muxli-5-12/)

---

## მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი პირი ვალდებულია, უზრუნველყოს:

ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდების ორგანიზებისათვის სარეტრანსლაციო (უკაბელო ალტერნატიული ინფორმაციის გადაცემათა სისტემა) სისტემათა ფუნქციონირება და რეტრანსლატორების ტექნიკური მართვა;

ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, არანაკლებ დანართი 18.1-ით განსაზღვრული ბრიგადების რაოდენობით, ხოლო თითოეული ბრიგადა – 4 ექიმით, 4 ექთნითა და 4 მძღოლით;

გ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები მუდმივად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბრიგადების შესაბამისი რაოდენობის სანიტარიული ავტომობილით.

3. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება დანართი 18.2-ის შესაბამისად. ამასთან, ქალაქ ბათუმის/ხელვაჩაურის მუნციპალიტეტების ტერიტორიაზე მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება ამ პროგრამის მე-5 მუხლის 2 პუნქტის შესაბამისად.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში, მიმწოდებელი პირი ვალდებულია, უზრუნველყოს:

ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდების ორგანიზებისათვის უკაბელო ალტერნატიული ინფორმაციის გადაცემათა საშუალებები;

ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, არანაკლებ დანართი 18.2-ით განსაზღვრული ბრიგადების რაოდენობით, ხოლო თითოეული ბრიგადა – ექიმით, ექთნითა და მძღოლით ან პარამედიკოსით, ექთნითა და მძღოლით ან 2 პარამედიკოსით;

გ) მუნიციპალიტეტის დონეზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები მუდმივად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბრიგადების შესაბამისი რაოდენობის სანიტარული ავტომობილით.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია გადაუდებელი დახმარების ცენტრი და პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

6. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი პირი ვალდებულია:

ა) ჩაერთოს მე-3 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.ბ“ ქვეპუნქტით შესყიდულ ერთიან ცენტრალიზებულ თავსებად GPS სისტემაში;

ბ) სრულად ასახოს შემთხვევის შესახებ ინფორმაცია (განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად) „კატასტროფების მართვის ელექტრონულ პროგრამაში“;

გ) ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია ასახოს „კატასტროფების მართვის ელექტრონულ პროგრამაში“ არა უგვიანეს შემთხვევის დასრულებიდან 24 საათისა;

დ) მუდმივ მზადყოფნაში ჰყავდეს პროგრამაში ჩართული (3 და მეტი ბრიგადის არსებობის შემთხვევაში) ბრიგადების არანაკლებ 2/3-ისა.

7. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

8. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“, „ბ.დ“, „ბ.ე“, „ბ.ზ“, „ბ.თ“ და „ბ.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია გადაუდებელი დახმარების ცენტრ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-6-12/](https://legali.ge/law/3972595/muxli-6-12/)

---

## მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 39,000.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

№

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სასწრაფო სამედიცინო დახმარება ( ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სასწრაფო სამედიცინო დახმარება)

725.0

2

სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება, მათ შორის:

38,275.0

2.1

ქალაქ ბათუმის/ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება

1,167.0

სულ

39,000

[https://legali.ge/law/3972595/muxli-8-12/](https://legali.ge/law/3972595/muxli-8-12/)

---

## მუხლი 9. დამატებითი პირობები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად შემთხვევათა რეესტრისა და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, დადგენილი ფორმის შესაბამისად. ამასთან, რეესტრში მოსარგებლის პირადი ნომრის მითითება სავალდებულოა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო (ავტოსაგზაო შემთხვევა, ქუჩის შემთხვევა, უცნობი გვამი, ბავშვები (რომელთაც მოწმობები დატოვებული აქვთ სკოლებში ან საბავშვო ბაღებში), ცრუ გამოძახება, გაუქმებული გამოძახება, გადაუდებელი დახმარების ცენტრის კოორდინაციისა და დავალების საფუძველზე გაწეული მომსახურება) ვერ ხერხდება მოსარგებლის მიერ პირადობის მოწმობის წარდგენა.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში:

ა) სამედიცინო მომსახურება ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ქ. თბილისისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარდა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, გამოძახებათა რაოდენობის ზრდის, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისა და სეზონურობის გათვალისწინებით, შესაძლებელია სასწრაფო დახმარების ბრიგადების გადაჯგუფება.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელი შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად (გარდა ამ დადგენილების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა). ამასთან, სამედიცინო დაწესებულების მიერ შეტყობინება შემთხვევის შესახებ ხორციელდება განმახორციელებელთან. ხოლო აღნიშნული შეტყობინების მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას განსაზღვრავს განმახორციელებელი, რომლის დროსაც უპირატესობა ენიჭება გადაუდებელი დახმარების ცენტრს. ანგარიშგებისას წარდგენილი იქნება მხოლოდ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, თუ ახალშობილი საჭიროებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას და შეტყობინებისას შეუძლებელია მისი პირადი ნომრის დაფიქსირება, საანგარიშგებო დოკუმენტაციაში უნდა დაფიქსირდეს მისი ერთ-ერთი მშობლის პირადი ნომერი.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის მიზნებიდან გამომდინარე, ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების 22-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული დაჯარიმების კრიტერიუმად განისაზღვროს გამოძახებაზე 30 წთ-ზე მეტი ხნით დაგვიანებით გასვლა, რაც აღირიცხება განმახორციელებლის მიერ.

6. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლის მიერ მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, განმახორციელებლის მიერ თითოეულ შეუსრულებელ ან არასრულყოფილ ჩანაწერზე, რომელიც მიმწოდებლის მიზეზით არის გამოწვეული, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.

7. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი პროგრამის განმახორციელებელთან წარადგენს მხოლოდ დადგენილი ფორმის ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს.

8. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება შემდეგნაირად:

ა) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების საქართველოში მიწოდების მიზნით, ხორციელდება მიმწოდებლად რეგისტრაცია პროგრამების მე-4 მუხლის შესაბამისად;

ბ) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდების შემთხვევაში:

ბ.ა) გადაუდებელი დახმარების ცენტრი ახორციელებს შემთხვევის წინასწარ დაფინანსებას, მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული სამედიცინო მომსახურების ინვოისის/კალკულაციის საფუძველზე;

ბ.ბ) თუ მოსარგებლეს უკვე მიღებული აქვს მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დასაფინანსებელი მომსახურება/საქონელი, დახმარების ცენტრი ანგარიშსწორებას ახორციელებს მიმწოდებლის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსარგებლის (მისი წარმომადგენლის) მიერ;

გ) არ ვრცელდება პროგრამების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობები.

9. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (ძირითადი საქმიანობის) ზედამხედველობისთვის გამოყენებული წესები, ფორმები და მათი შევსების ინსტრუქცია მტკიცდება გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ, სამინისტროსთან შეთანხმებით.

დანართი 18.1 - სასწრაფო დახმარების სამსახურების თვის ბიუჯეტი

№

ოპერატორი კომპანია

ბრიგადების რაოდენობა

თვის

ბიუჯეტი (ლარი)

1

ოტობაიას საექიმო ამბულატორია

1

9158

2

ნაბაკევის საექიმო ამბულატორია

1

9158

3

საბერიოს საექიმო ამბულატორია

1

9158

4

ქვემო ბარღების საექიმო ამბულატორია

1

9158

5

ოქუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური

1

9158

6

გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო

2

14593

დანართი 18.2 - სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება

№

ტერიტორიული ერთეულის დასახელება

ბრიგადების რაოდენობა

მომსახურების მიმწოდებელი

1

აბაშის მუნიციპალიტეტი

3

სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი

2

ადიგენის მუნიციპალიტეტი

2

3

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

3

4

ასპინძის მუნიციპალიტეტი

2

5

ახალგორი (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი წეროვანი)

2

6

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

2

7

ახალციხის მუნიციპალიტეტი

3

8

ახმეტის მუნიციპალიტეტი

4

9

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

2

10

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

3

11

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

4

12

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

5

13

გორის მუნიციპალიტეტი

8

14

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

4

15

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

3

16

დმანისის მუნიციპალიტეტი

2

17

დუშეთის მუნიციპალიტეტი

3

18

ვანის მუნიციპალიტეტი

2

19

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

3

20

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

6

21

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

4

22

თელავის მუნიციპალიტეტი

5

23

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

2

24

თიანეთის მუნიციპალიტეტი

3

25

კასპის მუნიციპალიტეტი

3

26

კოდა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი კოდა)

1

27

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

2

28

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

3

29

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

2

30

მარნეულის მუნიციპალიტეტი

5

31

მარტვილის მუნიციპალიტეტი

3

32

მესტიის მუნიციპალიტეტი

2

33

მცხეთის მუნიციპალიტეტი

3

34

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

2

35

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

4

36

ონის მუნიციპალიტეტი

2

37

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი

7

38

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

4

39

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

3

40

საჩხერის მუნიციპალიტეტი

3

41

სენაკის მუნიციპალიტეტი

3

42

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

3

43

ტყიბულის მუნიციპალიტეტი

3

44

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

5

45

ქარელის მუნიციპალიტეტი

2

46

ქედის მუნიციპალიტეტი

2

47

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

5

48

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი

10

49

ქურთა (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი წეროვანი)

1

50

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

2

51

ყვარლის მუნიციპალიტეტი

3

52

შუახევის მუნიციპალიტეტი

2

53

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

3

54

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

2

55

ცაგერის მუნიციპალიტეტი

2

56

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

2

57

ქალაქი ჯვარი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

2

58

წალკის მუნიციპალიტეტი

3

59

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

3

60

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

4

61

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

3

62

ხაშურის მუნიციპალიტეტი

4

63

ხობის მუნიციპალიტეტი

2

64

ხონის მუნიციპალიტეტი

2

65

ხულოს მუნიციპალიტეტი

4

66

ქალაქ ბათუმის/ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები

13

შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“

დანართი № 19

სოფლის ექიმი

(პროგრამული კოდი 35 03 03 0

[https://legali.ge/law/3972595/muxli-9-12/](https://legali.ge/law/3972595/muxli-9-12/)

---

## მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეები არიან სოფლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეა სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსახლეობა.

3. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახი

[https://legali.ge/law/3972595/muxli-2-13/](https://legali.ge/law/3972595/muxli-2-13/)

---

## მუხლი 3. მომსახურების მოცულობა

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამის ფარგლებში იფარება:

ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად, დანართი 19.1-ის შესაბამისად. მათ შორის:

„სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით საექიმო და საექთნო პუნქტების რაოდენობისა და „ექიმის ჩანთის" განსაზღვრის შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის №01-264/ო ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ით განსაზღვრული საექიმო პუნქტებისათვის ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტების და სამედიცინო დანიშნულების საგნების, ექიმის ჩანთის და სამედიცინო დოკუმენტაციის ბეჭდვის მომსახურების შესყიდვა:

ა.ა) ამავე ბრძანების დანართი №2-ით („ექიმის ჩანთა") განსაზღვრული, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები;

ა.ბ) ექიმის ჩანთა;

ა.გ) „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებით დამტკიცებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) (დანართი №2) ბეჭდვის მომსახურება;

ა.დ) „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს №01-41/ნ ბრძანებით დამტკიცებული ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის (ფორმა №IV-200ა (ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი), ფორმა №IV-200-11ა (ლაბორატორიული გამოკვლევების ჟურნალი), ფორმა №IV-200-12/ა (ამბულატორიული პაციენტის რეგისტრაციის ჟურნალი), ფორმა №IV-200-13ა (ამბულატორიული პაციენტის ვიზიტების და ბინაზე/ადგილზე გამოძახების რეგისტრაციის ჟურნალი)) ბეჭდვის მომსახურება;

ბ) სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება;

გ) შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება - შიდა ქართლის სოფლებში სოფლის ექიმების/ექთნების გამართული მუშაობისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

დ) სპეცდაფინანსებაზე მყოფი რიგი სამედიცინო დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, დამატებითი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა - დანართი 19.4-ით განსაზღვრული სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებებისათვის სპეცდაფინანსების დამატება ან სამედიცინო მომსახურების გამწევი სხვა დაწესებულებებისათვის/ფიზიკური პირებისათვის სპეცდაფინანსების განსაზღვრ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-3-13/](https://legali.ge/law/3972595/muxli-3-13/)

---

## მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. სოფლის ერთი ექიმის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება თვეში 650 ლარის ოდენობით.

2. ერთი ექთნის/ფერშლის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება თვეში 455 ლარის ოდენობით.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, დანართი 19.4-ის შესაბამისად.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, დანართი 19.5-ის შესაბამისად.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის ფარგლებში, დანართი 19.4-ით განსაზღვრული სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებებისათვის სპეცდაფინანსების დამატების ან სამედიცინო მომსახურების გამწევი სხვა დაწესებულებებისათვის/ფიზიკური პირებისათვის სპეცდაფინანსების განსაზღვრის საჭიროება, ოდენობა და პირობები განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

[https://legali.ge/law/3972595/muxli-4-13/](https://legali.ge/law/3972595/muxli-4-13/)

---

## მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტების და სამედიცინო დანიშნულების საგნების სრული კომპლექტი და ექიმის ჩანთა შესყიდულ და გადაცემულ იქნეს ერთჯერადად იმ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ ამ კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებას და არ მიუღიათ გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტების და სამედიცინო დანიშნულების საგნების სრული კომპლექტი და ექიმის ჩანთ

[https://legali.ge/law/3972595/muxli-5-13/](https://legali.ge/law/3972595/muxli-5-13/)

---

## მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება დანართი 19.2-ის და დანართი 19.3-ის შესაბამისად. აღნიშნული მომსახურების მიმწოდებელი ფიზიკური პირები (სოფლის ექიმი, სოფლის ექთანი/ფერშალი) განისაზღვრებიან განმახორციელებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული მიმწოდებელი ფიზიკური პირი უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და რეგისტრირებული უნდა იყოს გადამხდელად საგადასახადო ორგანოში.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი ფიზიკური პირი ვალდებულია, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, დაუყონებლივ და წერილობით აცნობოს განმახორციელებელს, მომსახურების გაწევის შემაფერხებელი საპატიო გარემოებები, მათ შორის, დროებითი შრომისუუნარობის ფაქტი და ამ გარემოებების შესაძლო ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც განმახორციელებელი უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას ან ახალი მიმწოდებლის შერჩევას.

3. პროგრამის განმახორციელებელი და დანართი 19.2-ით და დანართი 19.3-ით განსაზღვრული მიმწოდებელი (ს/ს "საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება", შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“ და შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“) ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რაოდენობის საექიმო და საექთნო პუნქტების დაკომპლექტება შესაბამისი კვალიფიკაციის კადრით.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებები განისაზღვრება დანართი 19.4-ის შესაბამისად.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება დანართი 19.5-ის შესაბამისა

[https://legali.ge/law/3972595/muxli-6-13/](https://legali.ge/law/3972595/muxli-6-13/)

---

## მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 26,000.0 ათასი ლარით:

N

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად (მათ შორის -ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტების და სამედიცინო დანიშნულების საგნების, ექიმის ჩანთის და სამედიცინო დოკუმენტაციის ბეჭდვის მომსახურების შესყიდვა)

19,636.5

2

სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება

3,738.2

3

შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება

207.3

4

სპეცდაფინანსებაზე მყოფი რიგი სამედიცინო დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, დამატებითი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა

2,418.0

სულ

26,000

[https://legali.ge/law/3972595/muxli-8-13/](https://legali.ge/law/3972595/muxli-8-13/)

---

## მუხლი 9. დამატებითი პირობები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია, აწარმოოს ცალკეული დაკონტრაქტებული საექიმო პუნქტის ფარგლებში მიმაგრებული კონტინგენტის აღრიცხვა (მათ შორის, ასაცრელი კონტინგენტი) და რუტინული ვაქცინაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია დადგენილი ფორმისა და წესის შესაბამისად        მიაწოდოს რეგიონალურ/რაიონულ სჯდ ცენტრებს. მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად მხოლოდ შემთხვევათა რეესტრისა და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, დადგენილი ფორმის შესაბამისად.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, დადგენილი ფორმის შესაბამისად.

დანართი 19.1 - პირველადი ჯანდაცვა სოფლად

1. ექიმთან/ექთანთან ვიზიტი.

2. იმუნიზაცია იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით და სამიზნე მოსახლეობის ადეკვატური მოცვა.

3. ჯანმრთელი პირებისა და ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად.

4. ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაზე მეთვალყურეობა ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად.

5. ექიმის ან ექთნის ვიზიტი ბინაზე 3 წლამდე ბავშვებში ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად.

6. ექიმის ან ექთნის ვიზიტი ბინაზე წელიწადში 4-ჯერ მუდმივად მწოლიარე (გადაადგილების უნარს მოკლებულ) პირებთან.

7. ინკურაბელურ პაციენტებთან ბინაზე ვიზიტი საჭიროების შესაბამისად.

8. ქრონიკული (მათ შორის, ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ბრონქული ასთმა, ინკურაბელური პაციენტები) და მწვავე დაავადებების:

ა) დიაგნოსტიკა კლინიკური სიმპტომო-კომპლექსისა და აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე;

ბ) მართვა და რეფერალი საჭიროების შესაბამისად.

9. ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ (DOT) მკურნალობის უზრუნველყოფა ექთნის მიერ.

10. სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს.

11. ამბულატორიულ დონეზე, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო დოკუმენტაციის (მათ შორის, საანგარიშგებო და სტატისტიკური ფორმები) წარმოება, ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (მათ შორის, ინკურაბელური პაციენტებისათვის) (გარდა „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებით დამტკიცებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობისა - ფორმა №IV-100ა (შემდგომში – ფორმა № IV-100ა) სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ცნობებისა).

12. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებით და სამედიცინო დანიშნულების საგნებით პაციენტის უზრუნველყოფა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი აქტით დამტკიცებული „ექიმის ჩანთიდან".

დანართი 19.2 - „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“

კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი

№

მუნიციპალიტეტი

მომსახურების მიმწოდებელი

1

ქედა

განმახორციელებლის მიერ დაკონტრაქტებული სოფლის ექიმი / ექთანი

2

ქობულეთი

3

შუახევი

4

ხულო

5

ხელვაჩაური

6

ლანჩხუთი

7

ოზურგეთი

8

ჩოხატაური

9

ბაღდათი

10

ვანი

11

ზესტაფონი

12

თერჯოლა

13

სამტრედია

14

ტყიბული

15

წყალტუბო

16

ჭიათურა

17

ხარაგაული

18

ხონი

19

ახმეტა

20

გურჯაანი

21

დედოფლისწყარო

22

თელავი

23

ლაგოდეხი

24

საგარეჯო

25

სიღნაღი

26

ყვარელი

27

დუშეთი

28

მცხეთა

29

ამბროლაური

30

ლენტეხი

31

ონი

32

ცაგერი

33

აბაშა

34

ზუგდიდი

35

მარტვილი

36

მესტია

37

სენაკი

38

ჩხოროწყუ

39

წალენჯიხა

40

ხობი

41

ადიგენი

42

ასპინძა

43

ახალქალაქი

44

ახალციხე

45

ბორჯომი

46

ნინოწმინდა

47

ბოლნისი

48

გარდაბანი

49

დმანისი

50

თეთრიწყარო

51

მარნეული

52

წალკა

53

გორი

განმახორციელებლის მიერ დაკონტრაქტებული სოფლის ექიმი / ექთანი, გარდა დანართი 19.3-ით განსაზღვრულისა

54

კასპი

55

ქარელი

56

ხაშური

57

საჩხერე

ს/ს "საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება"

58

ყაზბეგი

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“

59

თიანეთი

დანართი 19.3 - „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლისათვის

№

მუნიციპალიტეტი

ტერიტორიული ორგანო

სოფელი

მომსახურების მიმწოდებელი

1

გორი

ტყვიავი

ფლავი

შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“

ფლავისმანი

ტყვიავი

მარანა

ძევერა

ქიწნისი

2

გორი

ახალუბანი

ახრისი

ციცაგიანთ კარი

ჯარიაშენი

3

გორი

ახალუბანი

ქვეში

ქვემო არცევი

4

გორი

ახალუბანი

ახალუბანი

მუმლაანთ კარი

აძვი

მეჯვრისხევი

მეჯვრისხევი

ფაბრიკის დასახლება

5

გორი

დიცი

დიცი

6

გორი

დიცი

ქორდი

არბო

7

გორი

შავშვები

შავშვები

ქვემო შავშვები

ნაწრეტი

წითელუბანი

8

გორი

შავშვები

ნადარბაზევი

ხურვალეთი

9

გორი

ტირძნისი

ტირძნისი

მეღვრეკისი

ერგნეთი

თერგვისი

ბროწლეთი

10

გორი

მერეთი

მერეთი

კარბი

ქერე

კოშკა

გუგუტიანთ კარი

ზარდიაანთ კარი

11

გორი

კარალეთი

კარალეთი

დიდი გარეჯვარი

პატარა გარეჯვარი

სათბურის დასახლება

12

გორი

ზეღდულეთი

ბერშუეთი

კირბალი

ზემო სობისი

13

გორი

შინდისი

ქვემო ხვითი

14

კასპი

კოდისწყარო

კოდისწყარო

სარიბარი

ყარაფილა

ზადიაანთკარი

ზემო რენე

ქვემო რენე

ნიგოზა

ჩობალაური

15

კასპი

ლამისყანა

ლამისყანა

თვაური

ხვითი

16

კასპი

ქვემო ჭალა

ქვემო ჭალა

გორაკა

საკორინთლო

პანტიანი

გამდლისწყარო

ვაკე

ახალშენი

17

ქარელი

ბრეძა

ბრეძა

აბანო

ჭვრინისი

საციხური

კოდა

ატოცი

გულიკაანთ უბანი

18

ქარელი

ავლევი

კნოლევი

ავლევი

ცერონისი

19

ქარელი

დვანი

დვანი

ტახტიძირი

20

ქარელი

დირბი

დირბი

21

ქარელი

ფცა

ფცა

თამარაშენი

ღოღეთი

22

ხაშური

წაღვლი

წაღვლი

ქვემო ბროლოსანი

ზემო ბროლოსანი

ჩორჩანა

კლდისწყარო

წეღვერი

ტიტვინის წყარო

ყობი

დანართი 19.4 - სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები

№

დაწესებულება

თვის ბიუჯეტი (ლარი)

1

ზემო აფხაზეთის საავადმყოფო

17 674

2

გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო

6 358

3

საბერიოს საექიმო ამბულატორია

12 047

4

ოტობაიას საექიმო ამბულატორია

4 332

5

ნაბაკევის საექიმო ამბულატორია

2 599

6

მზიურის საექიმო ამბულატორია

2 599

7

ოქუმის საექიმო ამბულატორია

4 332

8

ზემო ბარღების საექიმო ამბულატორია

2 599

9

ქვემო ბარღების ამბულატორია

867

10

რეფის საექიმო ამბულატორია

760

11

შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკა"

15 518

12

შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ამბულატორია“

5 000

13

შპს „ქ. ჯვარის პოლიკლინიკა"

5 272

14

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" (წალკის მუნიციპალიტეტი)

6 014

15

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)

21 490

16

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" (თიანეთის მუნიციპალიტეტი)

25 245

17

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" (დაბა ბაკურიანი)

3 500

18

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)

16 200

19

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" (ონის მუნიციპალიტეტი)

11 000

20

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" (ცაგერის მუნიციპალიტეტი)

16 500

21

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" (ლენტეხის მუნიციპალიტეტი)

12 500

22

შპს „მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანება“

9 632

23

შპს „შატილის საექიმო ამბულატორია"

2 000

24

შპს „ბარისახოს ამბულატორია"

2 500

25

შპს „ერედვის ამბულატორია“

8 470

26

შპს „ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავნების ამბულატორია“

3 582

27

შპს „ქსუისის ამბულატორია“

8 160

28

შპს „ქურთის საავადმყოფო"

35 976

29

შპს „ახალგორის რაიონული პოლიკლინიკა"

12 235

30

შპს „ახალგორის რაიონული საავადმყოფო"

5 000

31

შპს „ლარგვისის საექიმო ამბულატორია"

1 271

32

შპს „ნიქოზის ამბულატორია"

9 450

33

შპს „წინაგრის საექიმო ამბულატორია"

1 733

34

შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“ (ტყვიავის საავადმყოფო)

4 980

35

შპს „ჭუბერი-უშგულის სპეციალიზებული ამბულატორიული მომსახურება"

14 504

დანართი 19.5 - შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის

ხელშეწყობა და განვითარება

დაწესებულება

თვის ბიუჯეტი (ლარი)

შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი"

იანვარი

19 333

თებერვალი

19 333

მარტი

19 333

აპრილი

17 838

მაისი

15 818

ივნისი

15 818

ივლისი

15 818

აგვისტო

15 818

სექტემბერი

15 818

ოქტომბერი

15 818

ნოემბერი

17 838

დეკემბერი

19 433

დანართი №20

რეფერალური მომსახურება

(პროგრამული კოდი 35 03 03 0

[https://legali.ge/law/3972595/muxli-9-13/](https://legali.ge/law/3972595/muxli-9-13/)

---

## მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეები არიან „რეფერალური მომსახურების" ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების (შემდგომში – N331 დადგენილება) შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეები არიან №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ადრეული ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორ-დადებითი დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები, გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული პირებისა.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეები არიან №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფილტვების იდიოპათური ფიბროზის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეები არიან №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით განსაზღვრული სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეები არიან ამავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები.

6. მოსარგებლე პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახი

[https://legali.ge/law/3972595/muxli-2-14/](https://legali.ge/law/3972595/muxli-2-14/)

---

## მუხლი 3. მომსახურების მოცულობა

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარებას, მათ შორის:

ა.ა) გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული პირების კარდიოქირურგიულ მკურნალობას, თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებით;

ა.ბ) პროგრამა „მომავლის ბანაკით“ განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებას, რომელთა ხარჯებიც არ იფარება სხვა სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით;

ა.გ) ადრეული ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი დიაგნოზის მქონე პირების მედიკამენტით (ტრასტუზუმაბი) ნაწილობრივ ან სრულად უზრუნველყოფას;

ა.დ) ფილტვების იდიოპათური ფიბროზის დიაგნოზის მქონე პირების მედიკამენტით (პირფენიდონი) ნაწილობრივ ან სრულად უზრუნველყოფას;

ა.ე) პროგრამა „საზაფხულო სკოლებით“ („დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“) განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებას, რომელთა ხარჯებიც არ იფარება სხვა სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით;

ა.ვ) სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა პოსტკოიტალური კონტრაცეფციით/სგგდ ტესტირებითა და მკურნალობით უზრუნველყოფა.

ბ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევა

[https://legali.ge/law/3972595/muxli-3-14/](https://legali.ge/law/3972595/muxli-3-14/)

---

## მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება სამედიცინო მომსახურების თითოეული ეპიზოდის მიხედვით, №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად.

2. პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია 2017 წელს „რეფერალური მომსახურების" სახელმწიფო პროგრამის „სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების" კომპონენტის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე საკასო ხარჯი გასწიოს 2018 წლის „რეფერალური მომსახურების" სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტიდან:

3. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება სადაზღვევო ვაუჩერის საშუალებით „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, დაზღვეულსა და მზღვეველს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების თანახმად (სადაზღვევო ვაუჩერის პირობები განისაზღვრება „ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის ვაუჩერის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 30 მარტის №01-12/ნ ბრძანების შესაბამისად

[https://legali.ge/law/3972595/muxli-4-14/](https://legali.ge/law/3972595/muxli-4-14/)

---

## მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სადაზღვევო ვაუჩერის მეშვეობი

[https://legali.ge/law/3972595/muxli-5-14/](https://legali.ge/law/3972595/muxli-5-14/)

---

## მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა მე-3 მუხლის „ა.გ“ და ,,ა.დ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია მოსარგებლის მიერ შერჩეული სადაზღვევო ორგანიზაცი

[https://legali.ge/law/3972595/muxli-6-14/](https://legali.ge/law/3972595/muxli-6-14/)

---

## მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 22,300.0 ათასი ლარით, მათ შორის:

ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი –22,295.0 ათასი ლარით;

ბ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი – 5.0 ათასი ლარი

[https://legali.ge/law/3972595/muxli-8-14/](https://legali.ge/law/3972595/muxli-8-14/)

---

## მუხლი 9. დამატებითი პირობები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება შემდეგნაირად:

ა) მოსარგებლის განსაზღვრა და განმახორციელებლის ინფორმირება ხორციელდება N331 დადგენილების შესაბამისად;

ბ) №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მომსახურების/საქონლის საქართველოში მიწოდების მიზნით, ხორციელდება მიმწოდებლად რეგისტრაცია დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების მე-4 მუხლის შესაბამისად;

გ) თუ №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მომსახურების/საქონლის მიწოდება ხორციელდება/განხორციელდა საქართველოს ფარგლებს გარეთ:

გ.ა) წინასწარი დაფინანსების შემთხვევაში მოსარგებლემ ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება წინასწარ დადგენილი ფორმით, რომ მომსახურების/საქონლის მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა განმახორციელებელს წარუდგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს;

გ.ბ) თუ მოსარგებლეს უკვე მიღებული აქვს №331 დადგენილების შესაბამისად დასაფინანსებელი მომსახურება/საქონელი, ანგარისშწორებას ახორციელებს განმახორციელებელი მიმწოდებლის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსარგებლის (მისი წარმომადგენლის) მიერ;

გ.გ) არ ვრცელდება დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობები.

დ) №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ფარგლებს შიგნით განხორციელებული მომსახურების/საქონლის მიწოდების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საანგარიშგებო დოკუმენტაცია სააგენტოში წარადგინოს პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან არა უმეტეს 1 (ერთი) საანგარიშგებო თვეში. ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის გარემოებებს ან №331 დადგენილებით შექმნილ კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაცია შესწავლისა და რევიზიისათვის გადაგზავნილია რეგულირების სააგენტოში, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადა დაცულად ჩაითვლება, თუ შესაბამისი დოკუმენტაცია წარდგენილია ამავე ვადაში №331 დადგენილებით შექმნილ კომისიაზე. გამონაკლის შემთხვევას განსაზღვრავს №331 დადგენილებით შექმნილი კომისია;

ე) N331 დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად შექმნილი კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განისაზღვრება N331 დადგენილებით.

დანართი №21

სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება

(პროგრამული კოდი 35 03 03 1

[https://legali.ge/law/3972595/muxli-9-14/](https://legali.ge/law/3972595/muxli-9-14/)

---

## მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. მომსახურების მიწოდება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისა

[https://legali.ge/law/3972595/muxli-5-15/](https://legali.ge/law/3972595/muxli-5-15/)

---

## მუხლი 9. დამატებითი პირობები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

წვევამდელის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამხედრო სამსახურისათვის უვარგისობის დადგენისთანავე შეწყდეს წვევამდელის სამედიცინო კვლევა და მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ გამოიცეს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა.

დანართი 21.1 - სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა ამბულატორიული შემოწმება

1. მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება.

2. დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების უზრუნველყოფა.

3. სპეციალისტების კონსულტაცია (თერაპევტი, ოტორინოლარინგოლოგი, ქირურგი, ფსიქიატრი, დერმატოვენეროლოგი, ოფთალმოლოგი, სტომატოლოგი, ნევროპათოლოგი, ფთიზიატრი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი).

4. დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები:

ა) სისხლის ანალიზი (მოკლე);

ბ) შარდის საერთო ანალიზი;

გ) ელექტროკარდიოგრაფია;

დ) სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა;

ე) ფლუოროგრაფია;

ვ) აივ ანტისხეულების (ანტიგენის) განსაზღვრა სისხლის შრატში სწრაფი/მარტივი მეთოდით;

ზ) HBsAG-ის განსაზღვრა სისხლის შრატში სწრაფი/მარტივი მეთოდით;

თ) HCV-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში სწრაფი/მარტივი მეთოდით;

ი) ათაშანგის დიაგნოსტიკა (ექსპრეს მეთოდით).

განმარტება: მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება ამბულატორიული გამოკვლევის მოცულობა ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალიდან.

დანართი №22

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა

(პროგრამული კოდი 35 03 03 1

[https://legali.ge/law/3972595/muxli-9-15/](https://legali.ge/law/3972595/muxli-9-15/)

---

## მუხლი 3. მომსახურების მოცულობა

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

ა) გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვას;

ბ) ფილტვის ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვას;

გ) დიაბეტის (ტიპი 2) სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვას;

დ) ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვას;

ე) ლოჯისტიკის კომპონენტს – ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება, გაცემა პროგრამის მოსარგებლეებზე.

2. მედიკამენტების ჩამონათვალი განისაზღვრება №22.1 დანართი

[https://legali.ge/law/3972595/muxli-3-16/](https://legali.ge/law/3972595/muxli-3-16/)

---

## მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. მოსარგებლეებისათვის გათვალისწინებულია მომსახურების ღირებულების გადახდა მედიკამენტ(ებ)ის თითოეული გატანისას, გატანილი მედიკამენტ(ებ)ის ღირებულების 10%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 0,05 (5 თეთრი) ლარისა და არაუმეტეს 1 (ერთი) ლარისა.

2. დაუშვებელია მოსარგებლისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადასახდელის გარდა, სხვა რაიმე გადასახდელის გადახდევინება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხა დისტრიბუტორ(ებ)ის მიერ ირიცხება პროგრამის განმახორციელებლის ანგარიშზე, განმახორციელებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

4. დისტრიბუტორი მოსარგებლის მხრიდან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების გადახდისას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თავისუფლდება საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგა

[https://legali.ge/law/3972595/muxli-4-16/](https://legali.ge/law/3972595/muxli-4-16/)

---

## მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქტისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება ბენეფიციართათვის ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობი

[https://legali.ge/law/3972595/muxli-5-16/](https://legali.ge/law/3972595/muxli-5-16/)

---

## მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 10,000.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

№

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა

5,610.0

2

ფილტვის ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა

1,630.0

3

დიაბეტის (ტიპი 2) სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა

1,510.0

4

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა

100.0

5

ლოჯისტიკის კომპონენტი

1,150.0

სულ:

10,000

[https://legali.ge/law/3972595/muxli-8-16/](https://legali.ge/law/3972595/muxli-8-16/)

---

## მუხლი 9. დამატებითი პირობები

_თავი II — ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება_

1. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) უნდა იყოს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვების უფლების მქონე, დაშვებული შეფუთვა-მარკირებით;

ბ) რეგისტრირებული უნდა იყოს „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილებით (შემდგომში –№188 დადგენილება) განსაზღვრული შესაბამისი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე, რაც უნდა დადასტურდეს:

ბ.ა) №188 დადგენილების დანართით განსაზღვრული შესაბამისი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ, მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტით;

ბ.ბ) ან წარდგენილი უნდა იყოს ფარმაცევტული პროდუქტის სერტიფიკატი (CPP) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ რეკომენდებული ფორმით, გაცემული ბოლო ერთი წლის განმავლობაში, №188 დადგენილების დანართით განსაზღვრული მარეგულირებელი ორგანოს მიერ, №188 დადგენილებაში მითითებული რომელიმე ქვეყნის ან საქართველოს ბაზრისთვის;

გ) იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი არ აკმაყოფილებს ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, წარდგენილ უნდა იქნეს WHO-ის პრეკვალიფიცირებული ლაბორატორიის მიერ ფარმაცევტული პროდუქტის თითოეულ ჯერზე მოსაწოდებელი ფარმაცევტული პროდუქტის კონკრეტულ სერიაზე გაცემული ხარისხის სერთიფიკატი/ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა ადასტურებდეს, რომ შემოთავაზებული ფარმაცევტული პროდუქტი აკმაყოფილებს მწარმოებლის სპეციფიკაციით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას.

2. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:

ა) №22.1 დანართით განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტის შეუფერხებელი მიწოდება ქ. თბილისსა და რეგიონებში;

ბ) ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა;

გ) საჭიროების შემთხვევაში, განმახორციელებლის სახელზე შემოსული ტვირთ(ებ)ის განბაჟებისათვის საჭირო ყველა პროცედურის უზრუნველყოფა;

დ) განმახორციელებლის მიერ შესყიდული ფარმაცევტული პროდუქტის გაცემა/განაწილება ბენეფიციარებზე განახორციელოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის (მონაცემების) და თვითონ ბენეფიციარის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის და ექიმის რეცეპტის წარდგენის საფუძველზე;

ე) განმახორციელებლის მიერ დადგენილი სხვა პირობების შესრულება.

3. დაუშვებელია ბენეფიციარზე ერთ ჯერზე 3 თვის სამყოფ ოდენობაზე მეტი ფარმაცევტული პროდუქტის გაცემა.

4. ბენეფიციარზე მედიკამენტის გაცემა ხორციელდება ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დიაგნოზების შესაბამისად.

5. დაავადებათა ჩამონათვალი (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD10) მიხედვით) განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

დანართი №22.1 - მედიკამენტების სია

№

მედიკამენტი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ფორმა

დოზა

1

ენალაპრილი

Enalapril (as Enalapril Maleate)

ტაბლეტი

20 მგ

10 მგ

2

ლოსარტანი

Losartan (as Losartan Potassium)

ტაბლეტი

100 მგ

3

ამლოდიპინი

Amlodipine (as Amlodipine Besilate)

ტაბლეტი

5 მგ

4

მეტოპროლოლი

Metoprolol (as Metoprolol Tartrate)

ტაბლეტი

100 მგ

5

ამიოდარონი

Amiodarone (as Amiodarone Hydrochloride)

ტაბლეტი

200 მგ

6

იზოსორბიდის მონონიტრატი

Isosorbide Mononitrate

ტაბლეტი

40 მგ

7

ვარფარინი

Warfarin (as Warfarin Sodium)

ტაბლეტი

2,5 მგ

8

კლოპიდოგრელი

Clopidogrel (as Clopidogrel Hydrogen Sulphate)

ტაბლეტი

75 მგ

9

დიგოქსინი

Digoxine

ტაბლეტი

0,25 მგ

10

ფუროსემიდი

Furosemide

ტაბლეტი

40 მგ

11

სპირონოლაქტონი

Spironolactone

ტაბლეტი

25 მგ

12

ატორვასტატინი

Atorvastatin (as Atorvastatin Calcium)

ტაბლეტი

20 მგ

13

მეტფორმინი

Metformin (as Metformin Hydrochloride)

ტაბლეტი

1000 მგ

14

გლიკლაზიდი

Gliclazide

ტაბლეტი

60 მგ

15

გლიმეპირიდი

Glimepiride

ტაბლეტი

2 მგ

16

თიამაზოლი

Thiamazole

ტაბლეტი

5 მგ

17

ლევოთიროქსინი

Levothyroxine Sodium

ტაბლეტი

50 მკგ

18

ბუდესონიდი

Budesonide

დოზირებული სანებულიზაციო ხსნარი ერთჯერად კონტეინერში

0,5 მგ/მლ 2 მლ

19

ალბუტეროლი

Salbutamol (USAN: Albuterol Sulfate)

დოზირებული სანებულიზაციო ხსნარი ერთჯერად კონტეინერში

2,5 მგ/0,5 მლ 0,5მლ

20

სალმეტეროლი/ფლუტიკაზონი

comb. drug (Salmeterol Xinafoate/ Fluticasone Propionate)

საინჰალაციო ფხვნილი

50 მკგ/250 მკგ

21

სალბუტამოლი

Salbutamol (as Salbutamol Sulphate)

საინჰალაციო აეროზოლი

100 მკგ/დოზა

22

აკლიდინიუმის ბრომიდი

Aclidinium

Bromide

საინჰალაციო ფხვნილი (კაფსულა) ინჰალატორთან ერთად

322 მკგ/დოზა

23

მეთილპრედნიზოლონი

Methylprednisolone

ტაბლეტი

16

[https://legali.ge/law/3972595/muxli-9-16/](https://legali.ge/law/3972595/muxli-9-16/)
