ვანის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2017
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016271
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2017 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (18)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი | ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მოწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო
მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების
და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №42
2017 წლის 28 დეკემბერი
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტში ,,სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემა”, დანართის შესაბამისად,
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი
დანართი №1
ვანის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშების პრინციპების, ამოცანების და პროცედურების დადგენის გზით ვანის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიმწოდებელი საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის (შემდგომში – დაწესებულება), „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ავტორიზაციის პირობების შესრულების ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს ამავე დადგენილების მიზნებისათვის (ტერმინები იგივე მნიშვნელობისაა, რაც „ადრეული და სკოლამდელი ღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონშია განმარტებული) აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მონიტორინგი – უწყვეტი ციკლი, რომელიც მოიცავს ინფორმაციის რუტინულ მოგროვებას, აღრიცხვას და ანალიზს, მონიტორინგის მიზანია, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება, ბავშვზე ორიენტირებული მომსახურების გასაუმჯობესებლად;
ბ) შეფასება – დაწესებულების მდგომარეობის ობიექტური შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება, შეფასების მიზანია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის მიღწევების, გამოწვევების და საჭიროებების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების განსაზღვრა დაწესებულების მხარდასაჭერად;
გ) ანგარიშგება – მონიტორინგის და შეფასების პროცესში შეგროვებული მონაცემებისა და ინფორმაციის წარდგენა ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება დაწესებულების და/ან მისი დამფუძნებლის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად;
დ) სტრუქტურული ერთეული – ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც საკუთარი დებულებისა და წინამდებარე დოკუმენტის შესაბამისად ახორციელებს დაწესებულებების მონიტორინგს, შეფასებას და ანგარიშგებას;
ე) შუალედური მონიტორინგი – სასწავლო – სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში (სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან არაუადრეს 3 და არა უგვიანეს 5 თვისა) განხორციელებული მონიტორინგი;
ვ) წლიური მონიტორინგი – სასწავლო – სააღმზრდელო წლის დასრულებამდე ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგი;
ზ) მიზანი – განაცხადი არსებული პრობლემების გადაჭრის თაობაზე, რომელსაც ეყრდნობა ყველა დაგეგმვის ღონისძიება, მიზანი შეიძლება იყოს ზოგადი და გრძელვადიანი ან კონკრეტული და მოკლე ვადაში მისაღწევ შედეგებზე ორიენტირებული, რომელიც გამოდინარეობს ზოგადი მიზნებიდან;
თ) საბაზისო მაჩვენებელი – დაწესებულების მდგომარეობა ავტორიზაციის (მათ შორის პირობითი ავტორიზაციის) მინიჭების მომენტში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდებისათვის საჭირო აქტივობების დაწყებამდე, დაწესებულების საბაზისო მაჩვენებელს წარმოადგენს ავტორიზაციის პროცესში თვითშეფასების კითხვარში შეტანილი და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით დადასტურებული მონაცემები;
ი) სამიზნე მაჩვენებელი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მისაღწევი შედეგი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების კონკრეტული (სტანდარტ(ებ)ით და/ან მუხლ(ებ)ით განსაზღვრული შედეგი;
კ) შესრულების მაჩვენებელი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მიღწეული შედეგი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების კონკრეტული სტანდარტ(ებ)ით და/ან მუხლ(ებ)ით განსაზღვრული შედეგები;
ლ) აქტივობა – ქმედება, რომელიც პირდაპირ განაპირობებს დაწესებულების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და სამიზნე მაჩვენებლის შესრულებას;
მ) შესრულების დამადასტურებელი საშუალება – დოკუმენტი ან სხვა მონაცემი, რომლის საშუალებითაც მტკიცდება, მიღწეულია თუ არა მიზანი ან ზოგიერთ შემთხვევაში, შესრულებულია თუ არა აქტივობა;
ნ) სამოქმედო გეგმა – დაწესებულების მიერ შემუშავებული, სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებული ყოველწლიური ოპერატიული დოკუმენტი, რომლის შემუშავება მიზნად ისახავს დაწესებულების მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გაუმჯობესებას და ასახავს კონკრეტულ პერიოდში მისაღწევ მიზნებს, სამიზნე მაჩვენებლებს, შესრულების მაჩვენებლებს, აქტივობებს და შესრულების დამადასტურებელ საშუალებებს;
ო) დაკვირვება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. მონიტორინგის გუნდის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასში ჩართული პირების (ბავშვები, ოჯახის წევრები, დაწესებულების პერსონალი) ქცევის მოქმედებების შესწავლა, დაკვირვების დროს დაცული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი და დაკვირვების პროცესი არ უნდა უშლიდეს ხელს საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას;
პ) გასაუბრება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი, მონიტორინგის გუნდის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების დაზუსტების მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელობასთან, პერსონალთან, ბავშვის ოჯახის წევრთან და/ან ბავშვთან კომუნიკაცია;
ჟ) ჩეკლისტით შემოწმება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი, მონიტორინგის გუნდის მიერ წინასწარ შემუშავებული ანკეტის გამოყენებით განხორციელებული შემოწმება, რაც ეფუძნება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, ტექნიკურ რეგლამენტებს და ასევე ითვალისწინებს დაწესებულების სამოქმედო გეგმაში ასახულ მიზნებს და სამიზნე მაჩვენებელს;
რ) ინტერდისციპლინური გუნდი – სტრუქტურული ერთეულის მიერ სათანადო კვალიფიკაციისა და კომპენტეციის მქონე პირებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც შეიმუშავებს მონიტორინგისა და შეფასების ისტრუმენტებს და ხელს უწყობს მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების განმახორციელებელი ადამიანური რესურსების (მათ შორის მონიტორინგის გუნდის) განვითარებას;
ს) მონიტორინგის გუნდი – სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს ავტორიზების პირობების შესრულების შემოწმების მიზნით და ახდენს სათანადო და დროულ ანგარიშგებას.
მუხლი 3🔗.
მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების პრინციპები
1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების დაგეგმვა და მონიტორინგის შეფასების და ანგარიშგების განხორციელება უნდა ეფუძნებოდეს ერთი და იმავე პრინციპებს.
ა) ინფორმაციის ვალიდურობა (შესაბამისობა) და სანდოობა – მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაცია ზუსტად ადგენს მას, რის შესამოწმებლადაც არის ის განსაზღვრული, არის სანდო და გამოსადეგი, როგორც დაწესებულებისათვის, ასევე დამფუძნებლისათვის;
ბ) განხორციელებადობა – მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშების პროცესი არის წინასწარ დაგეგმილი და მისთვის საჭირო რესურსი არის შესაბამისად გათვალისწინებული.
გ) ობიექტურობა, გამჭირვალობა და სამართლიანობა – მიღწევებისა და გამოწვევების მონიტორინგი, შეფასება და ანგარიშგება ხორციელდება ობიექტურად, გამჭირვალედ და სამართლიანად განსაზღვრული პროცედურების და ვადების დაცვით;
დ) კანონმდებლობასთან შესაბამისობა – მონიტორინგის და შეფასების ინსტრუმენტებში განსაზღვრული მაჩვენებლები ეფუძნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და მის საფუძველზე შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს;
ე) ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება – მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე გათვალისწინებული და დაცულია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და არ ხდება საგანმანათლებლო პროცესის შეფერხება.
მუხლი 4🔗.
მონიტორინგის შეფასებისა და ანგარიშგების ამოცანები
დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების ამოცანებია:
ა) გამოვლინდეს დაწესებულების მიღწევები „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების მიმართულებით;
ბ) გამოვლინდეს დაწესებულების გამოწვევები „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების მიმართულებით;
გ) მოხდეს დაწესებულებისათვის დროული და კონკრეტული რეკომენდაციების ჩამოყალიბება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით;
დ) მოხდეს სანდო და ვალიდური ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების ეფექტიანობის შესახებ;
ე) მოხდეს ინფორმაციის სანდო და ვალიდური ანალიზი, რაც წარმოაჩენს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების რეალისტურობასა და განხორციელებადობას, არსებული რესურსების გათვალისწინებით და საჭირო რესურსების (მათ შორის ფინასნური რესურსების) განსასაზღვრად;
ვ) მოხდეს შეგროვებული და გაანალიზებული ინფორმაციის გაზიარება უფლებამოსილი სუბიექტებისთვის, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების გასაუმჯობესებლად;
ზ) შეგროვდეს ინფორმაცია სტრუქტურული ერთეულისა და მონიტორინგის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი სუბიექტების მხრიდან დაწესებულებისათვის კოორდინირებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, თავიანთი კომპენტეციის ფარგლებში;
თ) გამოვლინდეს გადამზადების საჭიროებები დაწესებულების თანამშრომელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
მუხლი 5🔗.
მონიტორინგზე შეფასებისა და ანგარიშებზე პასუხისმგებელი მონიტორინგის ჯგუფი
1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგზე, შეფასებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელია მონიტორინგის ჯგუფი.
2. მონიტორინგის შეფასებისა და ანგარიშგების პროცესის უზრუნველსაყოფად სტრუქტურულმა ერთეულმა უნდა შექმნას შესაბამისი კვალიფიკაციის და კომპეტენციის მქონე პირებით დაკომპლექტებული მონიტორინგის გუნდი და ინტერდისციპლინური გუნდი.
3. მონიტორინგის გუნდი, ახორციელებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგს და შესაბამის ანგარიშგებას.
4. ინტერდისციპლინური გუნდი, ახორციელებს:
ა) მონიტორინგის ინსტრუმენტის შემუშავებას, პილოტირებას, ვალიდაციას;
ბ) სტრუქტურული ერთეულის მონიტორინგის გუნდის წევრების და სხვა შესაბამისი პირების გადამზადებას და მხარდამჭერ სუპერვიზიას მონიტორინგის ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენებისთვის;
გ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების შესახებ მონიტორინგის გუნდის წევრების სიღრმისეულ გადამზადებას.
5. ინტერდისციპლინური გუნდის წევრების და მონიტორინგის გუნდის წევრების შეჩევა ხორციელდება კონკურსის წესით.
მუხლი 6🔗.
მონიტორინგის გუნდი
1. ვანის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის მონიტორინგის გუნდს, რომელიც ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს და შესაბამის ანგარიშგებას.
2. მონიტორინგის გუნდის წევრობისათვის აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტის, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის მიზნებისათვის:
ა.ა) დადასტურებული განათლება განათლების მიმართულებით ან ფსიქოლოგიის დარგში;
ა.ბ) არანაკლებ 2 წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში;
ა.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft office, Internet) ცოდნა;
ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განხორციელებული მონიტორინგის მიზნებისათვის;
ბ.ა) დადასტურებული განათლება არქიტექტურის ან ინჟინრის დარგში.
ბ.ბ) არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის სფეროში;
ბ.გ.) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft office, Internet) ცოდნა;
გ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებით ღირებულების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განხორცილებული მონიტორინგის მიზნებისათვის:
გ.ა) დადასტურებული განათლება სასურსათო ტექნოლოგიის დარგში ან ჯანდაცვის მიმართულებით;
გ.ბ) არანაკლებ 2 წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) უვნებელი და ჯანსაღი კვების ორგანიზაციის სფეროში;
გ.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft office, Internet) ცოდნა;
დ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განხორციელებული მონიტორინგის მიზნებისათვის:
დ.ა) დადასტურებული განათლება ჯანდაცვის მიმართლებით;
დ.ბ) არანაკლებ 2 წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) სანიტარიისა და ჰიგიენის სფეროში;
დ.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft office, Internet) ცოდნა;
3. მონიტორინგის გუნდის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეული, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესაბამისად.
4. მონიტორინგის გუნდი ვალდებულია, გაიაროს ინტერდისციპლინარული გუნდის მიერ განხორციელებული გადამზადება და სამუშაოს პირველ წელს ინტერდისციპლინარული გუნდის მიერ უზრუნველყოფისი მხარდამჭერი სუპერვიზია.
მუხლი 7🔗.
ინტერდისციპლინური გუნდი
1. ვანის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის ინტერდისციპლინურ გუნდს, რომელიც ახორციელებს:
ა) მონიტორინგის ინსტურმენტის შემუშავებას, პილოტირებას, ვალიდაციას;
ბ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების შესახებ მონიტორინგის გუნდის წევრების სიღრმისეულ გადამზადებას;
გ) მონიტორინგის გუნდის წევრების და სხვა შესაბამისი პირების გადამზადებას და მხარდამჭერ სუპერვიზიას მონიტორინგის ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენებისათვის.
2. ინტერდისციპლინური გუნდის წევრობისათვის აუცილებელი საკვალიფიკაცვიო მოთხოვნებია:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათების სახელმწიფო სტანდარტის, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის და შეფასების მიზნებისათვის:
ა.ა) დადასტურებული განათლება განათლების მიმართულებით ან ფსიქოლოგიის დარგში;
ა.ბ) არანაკლებ 3 წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში;
ა.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft office, Internet) ცოდნა;
ა.დ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად).
ა.ე) კვლევის ან/და პროგრამის შეფასების მიმართლებით მუშაობის გამოცდილება.
ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განხორციელებული მონიტორინგის მიზნებისათვის;
ბ.ა) დადასტურებული განათლება არქიტექტურის ან ინჟიენრიის დარგში.
ბ.ბ) არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის სფეროში;
ბ.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft office, Internet) ცოდნა;
ბ.დ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად).
ბ.ე) კვლევის ან/და პროგრამის შეფასების მიმართლებით მუშაობის გამოცდილება.
გ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განხორცილებული მონიტორინგის მიზნებისათვის:
გ.ა) დადასტურებული განათლება სასურსათო ტექნოლოგიის დარგში ან ჯანდაცვის მიმართულებით;
გ.ბ) არანაკლებ 3 წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) უვნებელი და ჯანსაღი კვების ორგანიზაციის სფეროში;
გ.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft office, Internet) ცოდნა;
გ.დ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად).
გ.ე) კვლევის ან/და პროგრამის შეფასების მიმართლებით მუშაობის გამოცდილება.
დ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განხორციელებული მონიტორინგის მიზნებისათვის:
დ.ა) დადასტურებული განათლება ჯანდაცვის მიმართლებით;
დ.ბ) არანაკლებ 3 წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) სანიტარიისა და ჰიგიენის სფეროში;
დ.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft office, Internet) ცოდნა;
დ.დ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად).
დ.ე) კვლევის ან/და პროგრამის შეფასების მიმართლებით მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 8🔗.
მონიტორინგის პროცედურები
1. მონიტორინგი ხორციელდება მონიტორინგის გუნდის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად, წელიწადში ორჯერ, სტრუქტურული ერთეულის მიერ წინასწარ შემუშავებული წლის განრიგის მიხედვით.
2. მონიტორინგის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ დაწესებულების ინფორმირება უნდა მოხდეს ვიზიტამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, ზუსტი თარიღის მითითების გარეშე.
3. მონიტორინგი ხორციელდება სასწავლო-სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში (შუალედური მონიტორინგი) და წლის დასასრულს (წლიური მონიტორინგი), დაწესებულების საბაზისო მაჩვენებლის და სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, ყოველი ზოგადი და კონკრეტული მიზნისთვის სამოქმედო გეგმაში უნდა გაიწეროს სამიზნე მაჩვენებელი და აქტივობა, რომლის შესრულება წარმოჩნდება შესრულების მაჩვენებლით და შესრულების დამადასტურებელი საშუალებით.
4. თითოეულ მიზანს უნდა ჰქონდეს სულ ცოტა ერთი სამიზნე შესრულების მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს შესრულების იმ დონეს, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს დაწესებულება კონკრეტულ პერიოდში.
5. სამიზნე მაჩვენებლის დასადგენად უნდა მოხდეს საბაზისო მაჩვენებლის იდენტიფიცირება და ყოველი მომდევნო სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში არსებული მდგომარეობის გათვალისწინება, რომელთან მიმართებაშიც იზომება წინსვლა ან კეთდება შედარება. ყოველი მომდევნო სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში არსებული მდგომარეობა, როგროც წესი, არის წინა წელს დაფიქსირებული შესრულების დონე, წარსული შესრულება, პრიორიტეტები, საშუალო დონე (სხვა დაწესებულებების მიერ იმავე საკითხების შესრულების დონე), ხელმისაწვდომი რესურსები და სხვა.
6. ინტერდისციპლინური გუნდი, მისი დაკომპლექტებიდან 3 თვის ვადაში, მონიტორინგის მეთოდების გათვალისწინებით (დაკვირვება, გასაუბრება, ჩეკლისტი) შეიმუშავებს მონიტორინგის ინსტრუმენტს და შესაბამისი ანგარიშის ფორმას, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
7. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტის პოლიტირება და ვალიდაცია ხორციელდება ინტერდისციპლინური გუნდის დაკომპლექტებიდან 5 თვის განმავლობაში.
8. მონიტორინგის ინსტრუმენტის შექმნიდან პირველ წლის განმავლობაში მონიტორინგის გუნდი დაწესებულების მონიტორინგს ახორციელებს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ უზრუნველყოფილი მხარდამჭერი სუპერვიზიის გზით.
9. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება უნდა მოხდეს მონიტორინგის ინსტრუმენტის ვალიდაციის შემდგომ, უშუალოდ მონიტორინგის პროცესის დაწყებამდე, ხოლო მხარდამჭერი სუპერვიზია - უშუალოდ მონიტორინგის განხორციელების პროცესში, მონიტორინგის ინსტრუმენტის გამოყენების დაწყებიდან პირველი ერთი წლის განმავლობაში.
10. საჯარო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებას და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდებას, ვალდებულია სტრუქტურულ ერთეულს, მონიტორინგის განხორციელებამდე 2 კვირით ადრე ელექტრონული ან ბეჭდური ფორმით წარუდგინოს შიდა მონიტორინგისა და შეფასების შედეგების ამსახველი შუალედური და წლიური ანგარიშები.
მუხლი 9🔗.
მონიტორინგის ანგარიშგება
1. ანგარიშგება ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად, წელიწადში ორჯერ.
2. მონიტორინგის გუნდის ანგარიში წარედგინება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რა უნდა ასახავდეს დაწესებულების მიერ ავტორიზების პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმების შედეგებს, მონიტორინგის შედეგები შესაძლებელია გახდეს, დადგენილი წესის შესაბამისად, დაწესებულებისთვის ავტორიზაციის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი.
3. მონიტორინგის გუნდის მიერ დაწესებულების შესახებ მონიტორინგის შედეგებზე ანგარიშგება უნდა მოხდეს შესაბამის დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის განხორციელებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. მონიტორინგის შედეგად, ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სტრუქტურული ერთეული ითვალისწინებს დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემით დადგენილი ავტორიზაციის პირობების შესრულების საფეხურებს.
5. შუალედური ან წლიური მონიტორინგის შედეგად დაწესებულებაში შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში დაწესებულებას ეძლევა გონივრული ვადა (არაუმეტეს 15 დღისა) შეუსაბამობის გამოსასწორებლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.
6. სტრუქტურული ერთეული მონიტორინგის ანგარიშის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 10🔗.
შეფასების პროცედურები
1. შეფასება ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად, ავტორიზაციის მინიჭებიდან 4 წელიწადში ერთხელ.
2. შეფასების წელს არსებული ფინანსური სახსრების გათვალისწინებით სტრუქტურულმა ერთეულმა შესაძლოა გააფართოოს ან დაავიწროოს შეფასების მასშტაბები. შეფასება შესაძლოა იყოს ყოვლისმომცველი ან ორიენტირებული იყოს მხოლოდ ერთ-ერთი სტანდარტის ან ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით მიღწევების, გამოწვევების და საჭიროებების დადგენაზე.
3. სტრუქტურული ერთეულის ინტერდისციპლინური გუნდი შეფასების განხორცილელების დაწყებამდე 5 თვის განმავლობაში გეგმავს შეფასებას, კერძოდ: შეიმუშავებს შეფასების ინსტრუმენტს და ახდენს მის პოლიტირებას. შეფასების პროცესში ინტერდისციპლინური გუნდის ძირითადი ფუნქციებია:
ა) შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება, პოლიტირება, ვალიდაცია-ავტორიზაციის გავლიდან მე-3 წლის ბოლო 5 თვის განმავლობაში;
ბ) შეფასების განხორციელება - ავტორიზაციის გავლიდან მე-4 წლის განმავლობაში.
4. ინტერდისციპლინური გუნდი შეფასების ინსტრუმენტის შემუშავებისას ითვალისწინებს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა: დაკვირვება, გასაუბრება, ჩეკლისტით შემოწმება.
5. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებულ შეფასების ინსტრუმენტს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. შეფასების ინსტრუმენტის მიხედვით შემდგომში ინტერდისციპლინური გუნდი ახორციელებს შეფასებას.
6. სტრუქტურული ერთეული განსაზღვრავს განრიგს, რომლის მიხედვითაც ინტერდისციპლინური გუნდი უზრუნველყოფს დაწესებულების შეფასებას.
7. სტრუქტურული ერთეული ვალდებულია დაწესებულებას შეატყობინოს შეფასების ვიზიტის შესახებ, მის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა და ჩართოს დაწესებულების წარმომადგენლები შეფასების პროცესში.
მუხლი 11🔗.
შეფასების ანგარიშგება
1. შეფასების შედეგების ასახვა ხდება ანგარიშის ფორმაში, რომელიც წარმოადგენს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ შექმნილი შეფასების ინსტრუმენტის განუყოფელ ნაწილს.
2. შეფასების ანგარიშის შედგენას და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისთვის წარდგენას უზრუნველყოფს ინტერდისციპლინური გუნდი შეფასების ვიზიტიდან 20 სამუშაო დღის განმვალობაში.
3. შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს დაწესებულების მიერ საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით 4 წლის თავზე მიღებულ მიღწევებსა და გამოწვევებს ავტორიზაციის პირობების შესრულების მხრივ.
4. შეფასების შედეგები გათვალისწინებული უნდა იყოს სტრუქტურული ერთეულის მიერ, დადგენილი წესის შესაბამისად, ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
5. სტრუქტურული ერთეული, შეფასების ვიზიტიდან არაუგვიანეს 2 თვისა, დაწესებულებას წარუდგენს შეფასების შედეგებს, ხოლო შეფასების კონსოლიდირებულ ანგარიშს დაწესებულების შეფასების პროცედურების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა – ვანის მუნიციპალიტეტის მერიის წერილობითი ფორმით.