„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№483
სარეგისტრაციო კოდი
360010010.22.033.017047
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №483

2017 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„ავტონომური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში (სსმ III, 22.04.2008წ., №61, მუხ. 698) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის „შ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“;

გ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.დამტკიცდეს „ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმები (დანართი №1).“.

დ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11 ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ფორმებით, იხელმძღვანელონ ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებულმა ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებულმა/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა/არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირებმა,  თუ ისინი არიან შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში  ასიგნებების  განკარგვის  უფლებამოსილების  მქონე  ორგანიზაციები  (შემდგომში  –„ორგანიზაციები“).“.

ე) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პერიოდული და წლიური ბუღალტრული ანგარიშგება მომზადდეს   დანართი   №1-ის შესაბამისად.“.

ვ) მე-2 პუნქტის შემდეგ დამატებულ იქნეს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„21. პერიოდული ანგარიშგების მომზადების შემთხვევაში, დანართი №1-ის შესაბამისად ბუღალტრული ანგარიშგება  მზადდება – 1 აპრილის, 1 ივლისის, 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ხოლო წლიური ბუღალტრული ანგარიშგების მომზადების შემთხვევაში - საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.“.

ზ) 34 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„34 ამ ბრძანების პირველი   პუნქტით  დამტკიცებული   დანართი №1-ის   შესაბამისად, ორგანიზაციებმა ბუღალტრული ანგარიშგებები წარუდგინონ ადგილობრივი ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საფინანსო ორგანოებს, მათ მიერ დადგენილ ვადებში, ხოლო საფინანსო ორგანოებმა მოამზადონ ერთიანი მუნიციპალური და ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ბუღალტრული ანგარიშგება და წარადგინონ დანიშნულებით, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოების მიერ განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადებში.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმები“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე