📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2017
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.134.016240
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/01/2018
matsne.gov.ge 1,112 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქედის მუნიციპალიტეტის სკარებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე ქედის მუნიციპალიტეტის სკარებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლებისა და კულტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.03.2018 მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 26.01.2018 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.10.2017 თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.04.2024 ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 11.03.2020

დოკუმენტის ტექსტი

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №32 2017 წლის 29 დეკემბერი დაბა ქედა ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №36 დადგენილება (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი:  010260020.35.134.016155, 25/11/2014). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქედის მუნიციპალიტეტის სკარებულოს თავმჯდომარეშუქრი თურმანიძე დანართი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის (შემდგომში – სამსახურის) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-სა და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად. 3. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 4. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 5. სამსახურს აქვს დადგენილი ფორმის ბეჭედი, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები. 6. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ.№3. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მეორადი სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან (ტექსტში შემდგომ – განყოფილება). 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) განათლების, კულტურის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის განყოფილება; ბ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაო აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის გადაწყვეტილებით (ბრძანება) სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაო აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში,  მერის გადაწყვეტილებით (ბრძანება) განყოფილების უფროსის მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით. 7. განყოფილების მოხელეების ფუნქციები და კომპეტენციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაო აღწერილობებით. მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული და დამტკიცებული კულტურული, საგანმანათლებლო სპორტული და სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება, კოორდინაცია და ხელშეწყობა, აგრეთვე საკურატორო სფეროში დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამების მართვა და ორგანიზება; ბ) განათლებისა და კულტურის სფეროს განვითარების მიზნით მუნიციპალიტეტში არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი პროგრამების მომზადება, მართვა და ორგანიზება; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კულტურულ-საგანმანათლებლო, სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით საჭირო წინადადებათა და კონცეფციების შემუშავება, მათი განხორციელების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება; დ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის პროგრამების სფეროში ადმინისტრირებისა და ანალიტიკური სამუშაობის განხორციელება; ე) განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის სფეროს განვითარების ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მათ განხორციელებაზე ზრუნვა. ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ სახელმწიფო სკოლამდელი აღზრდის, საგანმანათლებლო დაწესებულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურისა და განათლების ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების, აგრეთვე განათლებისა და კულტურის ადგილობრვ გამგებლობას მიკუთვნებული კულტურული დასვენება-გართობის ობიექტების მოვლა-პატრონობის ორგანიზება, მათი საქმიანობის ხელშეწყობა; ზ) შესაბამის სტრუქტურებთან ერთად სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების პირობების შექმნის უზრუნველყოფა, აგრეთვე, აღმზრდელ-პედაგოგთა და მოსამსახურე პერსონალის საქმიანობის პირობების გაუმჯობესებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება; თ) საკურატორო სფეროს განვითარებისა და ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება; ი) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია, დამსახურებული პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა. განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში თავისუფალი მოღვაწეობის ხელშეწყობა, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდობის წარმოჩენა და პოპულარიზაცია; კ) ქედის მუნიციპალიტეტის კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროს ერთიანი საინფორმაციო ბანკის სრულყოფა და განვითარება; ლ) კულტურის სფეროში ჯანსაღი, კონკურეტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობისათვის ზრუნვა; მ) მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ნ) ახორციელებს ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს განვითარების მიზნით კონცეფციების და შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების პროექტების მომზადებას, პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ო) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 4🔗. სამსახურის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ფუნქციები სამსახურის განათლების,კულტურის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; დ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ე) ქედის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას, მათ განხორციელებაზე ზრუნვას; ვ) ტურიზმის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ზ) ტურიზმის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; თ) ტურიზმის სფეროს განვითარებისა და ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას; ი) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაციას; კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციები სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; დ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებს; ე) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; ვ) უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის საქმეში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას; ზ) ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრების, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება; თ) ნიჭიერი მოზარდებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და მოზარდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პროექტების განხორციელებას; კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელის უფლება-მოვალეობები სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელის ძირითადი  უფლება-მოვალეობები: ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე და მიიღონ მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; ბ) ისარგებლონ მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით, რომლებიც მიღებულია მერიაში; გ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი პროფესიული საჯარო მოხელის ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; დ) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო – საკომუნიკაციო ტექნიკითა და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ე) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; ვ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; ზ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; თ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას. ი) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული საჯარო მოხელის უფლებებითა და გარანტიებით. კ) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი. მუხლი 7🔗. საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. მუხლი 8🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 9🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა სამსახურის დებულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ დადგენილი წესის შესაბამისად საკრებულოს დადგენილებით.