ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 |
|
2017 წლის 29 დეკემბერი
დაბა ქედა |
|
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულება
2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-სა და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად.
3. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვას, ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადებასა და მათ განხორციელებას; საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრას, ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას.
4. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
5. სამსახურს აქვს შტამპი, დადგენილი ფორმის ბეჭედი, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები.
6. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ქედა, კოსტავას ქ.№3.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:
ა) ქონების მართვის განყოფილება;
ბ) შესყიდვების განყოფილება.
3. სამსახურის შემადგენლობაში შედის ასევე:
ა) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ეკონომიკის დაგეგმვისა და განვითარების საკითხებში.
4.სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის გადაწყვეტილებით (ბრძანება)სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
5.სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
6.განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაო აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის გადაწყვეტილებით (ბრძანება) განყოფილების უფროსის მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
7. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით.
8.განყოფილების მოხელეების ფუნქციები და კომპეტენციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
ა) ქედის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნობრივ პროგრამათა შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელების კოორდინაცია;
გ) საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელებაში მონაწილეობა;
დ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში და მის განხორციელებაში მონაწილეობა.
ე) ქედის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნობრივი პროგრამების პროექტების შემუშავების სამუშაოთა კოორდინაცია, დამტკიცებული მიზნობრივ პროგრამების შესრულების მიმდინარეობის პერიოდული ანალიზი;
ვ) უზრუნველყოს ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი და მიწის რესურსების აღრიცხვა, მართვა, მათი რაციონალური გამოყენება და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით;
ზ) კონტროლი გაუწიოს გარემოს მდგომარეობას, გარემოს ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას და გარემოს დაცვითი ღონისძიებების გატარებას;
თ) უზრუნველყოს ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება და ადმინისტრირება;
ი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიზნობრივი დაფინანსების მისაღებად განკუთვნილი პროგრამებისა და პროექტების ეკონომიკური შეფასება;
კ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
ლ) თვითმმართველი ერთეულის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის ბიუჯეტგარეშე კაპიტალის (ინვესტიციების, კრედიტების) მოზიდვა, ეფექტური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა;
მ) სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურის საქმიანობის გაუმჯობესებისათვის პირობების შექმნა, მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე მეწარმეობის, მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამების, ეკონომიკური ღონისძიებების შემუშავება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში არსებული ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა, სოციალური ინფრასტრუქტურის სტრატეგიის მართვაში მონაწილეობა, მოსახლეობის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით სათანადო პროგრამების შემუშავება, შესაბამის სამსახურებთან ერთად;
ო) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელებაში მონაწილეობა;
პ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვა და მოვლა-პატრონობა;
ჟ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
რ) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
ს) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის წესების შესახებ წინადადებების მომზადება;
ბ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებაში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე საწარმოთა საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ;
გ) მუნიციპალიტეტის ქონების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, კონტროლი ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე;
დ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ;
ე) თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის გეგმის მომზადება;
ვ) ადგილობრივი ქონების მონიტორინგი და მათი ექსპლუატაციის ეფექტურობის შეფასება;
ზ) ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული წინადადების მომზადება;
თ) უზრუნველყოს წინადადების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემის შესახებ, რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადაცემას;
ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოამზადოს მასალები თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისათვის აუქციონის ჩასატარებლად, მათი შესაბამის კომისიაზე განხილვის მიზნით;
კ) განახორციელოს მონიტორინგი იჯარით გაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გამოყენების პროცესზე და საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე, ხოლო შესაბამისი ფიზიკური და ან იურიდიული პირების (მოიჯარეების) მხრიდან მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში დასვას საკითხი მერის წინაშე ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
ა) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მომზადება;
გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადება და გამოქვეყნება;
დ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადება;
ე) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები სტრუქტურული ერთეულის
საქმიანობის სრულყოფის თაობაზე და მიიღონ მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
ბ) ისარგებლონ მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით, რომლებიც მიღებულია მერიაში;
გ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი პროფესიული საჯარო მოხელის ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
დ) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნიკითა და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ე) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
ვ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
ზ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
თ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
ი) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული საჯარო მოხელის უფლებებითა და გარანტიებით.
კ) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი.