ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.12.2017
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.134.016242
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/01/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქედის მუნიციპალიტეტის სკარებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე | ქედის მუნიციპალიტეტის სკარებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 21.11.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და
მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2017 წლის 29 დეკემბერი
დაბა ქედა
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №34 დადგენილება (ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.134.016153, 25/11/2014).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქედის მუნიციპალიტეტის სკარებულოს თავმჯდომარეშუქრი თურმანიძე
დანართი
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის სამსახურის (შემდგომში – სამსახურის) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-სა და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად.
3. ქედის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას.
4. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
5. სამსახურს აქვს შტამპი, დადგენილი ფორმის ბეჭედი, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები.
6. სამსახურის იურიდიული მისამართია დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ.№3.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მეორადი სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისაგან (ტექსტში შემდგომ – განყოფილება).
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:
ა) მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება;
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაო აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის გადაწყვეტილებით (ბრძანება)სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაო აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის გადაწყვეტილებით (ბრძანება) განყოფილების უფროსის მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით.
7. განყოფილების მოხელეების ფუნქციები და კომპეტენციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაო აღწერილობებით.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას;
გ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ზ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
თ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
ი) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
ლ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას;
მ) მენაშენეებისათვის ყველა სახის მშენებლობაზე, რეკონსტრუქციაზე, კაპიტალურ შეკეთებაზე (რემონტზე), რესტავრაციაზე, ტერიტორიების კეთილმოწყობაზე, საინჟინრო ნაგებობებისა და კომუნალური ობიექტების დაპროექტებაზე შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
ნ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ო) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების უზრუნველყოფას;
პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ე) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
ვ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ზ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;
თ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით;
ი) მშენებლობის ნებარვების თაობაზე მერის სამართლებრივი აქტების პროექტის შემუშავებას;
კ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელის უფლება-მოვალეობები
სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელის ძირითადი უფლება-მოვალეობები:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე და მიიღონ მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
ბ) ისარგებლონ მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით, რომლებიც მიღებულია მერიაში;
გ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი პროფესიული საჯარო მოხელის ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
დ) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო – საკომუნიკაციო ტექნიკითა და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ე) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
ვ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
ზ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
თ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
ი) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული საჯარო მოხელის უფლებებითა და გარანტიებით.
კ) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი.
მუხლი 6🔗.
საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები
სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
მუხლი 7🔗.
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗.
სამსახურის დებულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა
სამსახურის დებულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესის შესაბამისად საკრებულოს დადგენილებით.