ვანის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2017
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016272
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2018
matsne.gov.ge 1,669 სიტყვა · ~8 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
შუალედური შიდა მონიტორინგი
სასწავლო-სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში დაწესებულების მიერ მომსახურების მიწოდების თვიური მონიტორინგის შედეგების შეჯამება, მიღწევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების ჩამოყალიბება
მუხლი 2
წლიური შიდა მონიტორინგი
სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებამდე დაწესებულების მიერ მომსახურების მიწოდების შუალედური შიდა მონიტორინგისა და დარჩენილი თვეების შიდა მონიტორინგის შედეგების შეჯამება, მიღწევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების ჩამოყალიბება
მუხლი 2
შეფასება
მომსახურებისა და დაწესებულების მდგომარეობის ობიექტური შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება. შეფასების მიზანია კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, დაწესებულების არსებული მდგომარეობის, მიღწევების, გამოწვევების და საჭიროებების იდენტიფიცირება, ასევე, დაწესებულების მიერ, დამფუძნებელთან კოორდინაციით, სათანადო ქმედებების განსაზღვრა მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად
მუხლი 2
ანგარიშგება
შიდა მონიტორინგისა და შეფასების პროცესში შეგროვებული მონაცემებისა და ინფორმაციის წარმოჩენა ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება დაწესებულების ან/და მისი დამფუძნებლის მიერ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად
მუხლი 2
მიზანი
განაცხადი არსებული პრობლემების გადაჭრის თაობაზე, რომელსაც ეყრდნობა ყველა დაგეგმვის ღონისძიება, მიზანი შეიძლება იყოს ზოგადი და გრძელვადიანი ან კონკრეტულ და მოკლე ვადაში მისაღწევ შედეგებზე ორიენტირებული, რომელიც გამომდინარეობს ზოგადი მიზნებიდან
მუხლი 2
საბაზისო მაჩვენებელი
დაწესებულების მდგომარეობა ავტორიზაციის (მათ შორის პირობითი ავტორიზაციის) მინიჭების მომენტში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდებისათვის საჭირო აქტივობების დაწყებამდე. დაწესებულების საბაზისო მაჩვენებელს წარმოადგენს ავტორიზაციის პროცესში თვითშეფასების კითხვარში შეტანილი და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით დადასტურებული მონაცემები
მუხლი 2
სამიზნე მაჩვენებელი
მომსახურების მიწოდების მისაღწევი შედეგი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების კონკრეტული სტანდარტ(ებ)ით და/ან მუხლ(ებ)ით განსაზღვრული შედეგები
მუხლი 2
შესრულების მაჩვენებელი
მომსახურების მიწოდების მიღწეული შედეგი სამიზნე მაჩვენებელთან მიმართებაში
მუხლი 2
აქტივობა
ქმედება, რომელიც პირდაპირ განაპირობებს დაწესებულების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და სამიზნე მაჩვენებლების შესრულებას
მუხლი 2
დაკვირვება
მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. მონიტორინგის გუნდის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასში ჩართული პირების (ბავშვები, ოჯახის წევრები, დაწესებულების პერსონალი) ქცევის/მოქმედებების შესწავლა. დაკვირვების დროს დაცული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი და დაკვირვების პროცესი არ უნდა უშლიდეს ხელს საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას
მუხლი 2
გასაუბრება
დაწესებულების ხელმძღვანელის და/ან მის მიერ განსაზღვრული თანამშრომლის მიერ შიდა მონიტორინგის დროს გამოყენებული მეთოდი, საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტების მიზნით დაწესებულების პერსონალთან, ბავშვის ოჯახის წევრთან და/ან ბავშვთან განხორციელებული კომუნიკაცია. გასაუბრების დროს დაცული ინდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი და გასაუბრება არ უნდა უშლიდეს ხელს საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას
მუხლი 2
აღნიშვნის ფურცლით შემოწმება
მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ წინასწარ შემუშავებული აღნიშვნის ფურცლის გამოყენებით მონიტორინგის გუნდის მიერ განხორციელებული შემოწმება, რაც ეფუძნება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, ტექნიკურ რეგლამენტებს და ასევე ითვალისწინებს დაწესებულების სამოქმედო გეგმაში ასახულ მიზნებსა და სამიზნე მაჩვენებლებს. აღნიშვნის ფურცელი უნდა მოიცავდეს სამიზნე მაჩვენებლის ჩამონათვალთან ერთად შესრულებულ მაჩვენებელებს
მუხლი 2
სტრუქტურული ერთეული
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს დაწესებულებების ავტორიზაციას და ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით მონიტორინგს, შეფასებას და ანგარიშგებას
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დუშეთის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 24.10.2018 სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 08.02.2018 ხულოს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 08.08.2018 წალკის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 29.09.2017 ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 31.01.2018

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №43 2017 წლის 28 დეკემბერი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტში ვანის მუნიციპალიტეტში ,,სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემა”. დანართის შესაბამისად მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი                                                                                                                                                              დანართი №1 ვანის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ვანის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიმწოდებელი საჯარო და კერძო დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულება) მიერ შიდა მონიტორინგი და შეფასება ხორციელდება რეგულარულად და პერიოდულად, მომსახურების მიწოდების პარალელურად, დაწესებულების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. 2. „ვანის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემა“ განსაზღვრავს სკოლამდელი განათლების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების (შემდგომში – მომსახურება) და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების პრინციპებს, ამოცანებს და პროცედურებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონში. (შემდგომში - კანონი). 2. ამ დოკუმენტის მიზნებისთვის, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად: ა) შიდა მონიტორინგი - უწყვეტი ციკლი, რომელიც მოიცავს ინფორმაციის რუტინულ მოგროვებას, აღრიცხვას და ანალიზს და რომლის მიზანია დაწესებულების მიერ რწმუნების მიღება იმასთან დაკავშირებით, რომ დაწესებულებაში მომსახურების მიწოდება ხდება კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ასევე დაწესებულების სამოქმედო გეგმის შესაბამისად; ბ) თვიური შიდა მონიტორინგი − დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების ყოველთვიური მონიტორინგი, რომლის მიზანია დაწესებულების სამოქმედო გეგმით სასწავლო- სააღმზრდელო წლის კონკრეტულ თვეში განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლების მიღწევის და აქტივობების შესრულების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, ასევე, მომსახურების პროცესში წარმოჩენილი საჭიროებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების ჩამოყალიბება; გ) შუალედური შიდა მონიტორინგი – სასწავლო-სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში დაწესებულების მიერ მომსახურების მიწოდების თვიური მონიტორინგის შედეგების შეჯამება, მიღწევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების ჩამოყალიბება; დ) წლიური შიდა მონიტორინგი – სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებამდე დაწესებულების მიერ მომსახურების მიწოდების შუალედური შიდა მონიტორინგისა და დარჩენილი თვეების შიდა მონიტორინგის შედეგების შეჯამება, მიღწევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების ჩამოყალიბება; ე) შეფასება – მომსახურებისა და დაწესებულების მდგომარეობის ობიექტური შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება. შეფასების მიზანია კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, დაწესებულების არსებული მდგომარეობის, მიღწევების, გამოწვევების და საჭიროებების იდენტიფიცირება, ასევე, დაწესებულების მიერ, დამფუძნებელთან კოორდინაციით, სათანადო ქმედებების განსაზღვრა მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად; ვ) ანგარიშგება – შიდა მონიტორინგისა და შეფასების პროცესში შეგროვებული მონაცემებისა და ინფორმაციის წარმოჩენა ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება დაწესებულების ან/და მისი დამფუძნებლის მიერ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად; ზ) მიზანი – განაცხადი არსებული პრობლემების გადაჭრის თაობაზე, რომელსაც ეყრდნობა ყველა დაგეგმვის ღონისძიება, მიზანი შეიძლება იყოს ზოგადი და გრძელვადიანი ან კონკრეტულ და მოკლე ვადაში მისაღწევ შედეგებზე ორიენტირებული, რომელიც გამომდინარეობს ზოგადი მიზნებიდან;  თ) საბაზისო მაჩვენებელი – დაწესებულების მდგომარეობა ავტორიზაციის (მათ შორის პირობითი ავტორიზაციის) მინიჭების მომენტში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდებისათვის საჭირო აქტივობების დაწყებამდე. დაწესებულების საბაზისო მაჩვენებელს წარმოადგენს ავტორიზაციის პროცესში თვითშეფასების კითხვარში შეტანილი და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით დადასტურებული მონაცემები; ი) სამიზნე მაჩვენებელი – მომსახურების მიწოდების მისაღწევი შედეგი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების კონკრეტული სტანდარტ(ებ)ით და/ან მუხლ(ებ)ით განსაზღვრული შედეგები; კ) შესრულების მაჩვენებელი – მომსახურების მიწოდების მიღწეული შედეგი სამიზნე მაჩვენებელთან მიმართებაში; ლ) აქტივობა – ქმედება, რომელიც პირდაპირ განაპირობებს დაწესებულების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და სამიზნე მაჩვენებლების შესრულებას; მ) შესრულების დამადასტურებელი საშუალება - დოკუმენტი ან სხვა მონაცემი, რომლის საშუალებითაც მტკიცდება, მიღწეულია თუ არა მიზანი ან ზოგიერთ შემთხვევაში, შესრულებულია თუ არა აქტივობა; ნ) სამოქმედო გეგმა − დაწესებულების მიერ შემუშავებული, სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებული ყოველწლიური დოკუმენტი, რომლის შემუშავება მიზნად ისახავს დაწესებულების მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებას და ასახავს კონკრეტულ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მისაღწევ მიზნებს, სამიზნე მაჩვენებელსა და აქტივობებს; ო) დაკვირვება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. მონიტორინგის გუნდის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასში ჩართული პირების (ბავშვები, ოჯახის წევრები, დაწესებულების პერსონალი) ქცევის/მოქმედებების შესწავლა. დაკვირვების დროს დაცული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი და დაკვირვების პროცესი არ უნდა უშლიდეს ხელს საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას; პ) გასაუბრება– დაწესებულების ხელმძღვანელის და/ან მის მიერ განსაზღვრული თანამშრომლის მიერ შიდა მონიტორინგის დროს გამოყენებული მეთოდი, საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტების მიზნით დაწესებულების პერსონალთან, ბავშვის ოჯახის წევრთან და/ან ბავშვთან განხორციელებული კომუნიკაცია. გასაუბრების დროს დაცული ინდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი და გასაუბრება არ უნდა უშლიდეს ხელს საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას; ჟ) აღნიშვნის ფურცლით შემოწმება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ წინასწარ შემუშავებული აღნიშვნის ფურცლის გამოყენებით მონიტორინგის გუნდის მიერ განხორციელებული შემოწმება, რაც ეფუძნება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, ტექნიკურ რეგლამენტებს და ასევე ითვალისწინებს დაწესებულების სამოქმედო გეგმაში ასახულ მიზნებსა და სამიზნე მაჩვენებლებს. აღნიშვნის ფურცელი უნდა მოიცავდეს სამიზნე მაჩვენებლის ჩამონათვალთან ერთად შესრულებულ მაჩვენებელებს; რ) სტრუქტურული ერთეული – ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს დაწესებულებების ავტორიზაციას და ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით მონიტორინგს, შეფასებას და ანგარიშგებას; მუხლი 3🔗. შიდა მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების პრინციპები  1. მომსახურების მიწოდების დაგეგმვა და შიდა მონიტორინგის და შეფასების განხორციელება უნდა ეფუძნებოდეს ერთსა და იმავე პრინციპებს. 2. შიდა მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების პრინციპებია: ა) ინფორმაციის ვალიდურობა (შესაბამისობა) და სანდოობა – შიდა მონიტორინგის, შეფასების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაცია ზუსტად ადგენს მას, რის შესამოწმებლადაც არის გასაზღვრული, არის სანდო და გამოსადეგი, როგორც დაწესებულებისათვის, ასევე დამფუძნებლისათვის;  ბ) მართვის განუყოფელი ნაწილი – შიდა მონიტორინგის, შეფასების პროცესი დაგეგმილია და ხორციელდება ისე, რომ მიღებული ინფორმაცია მიღწევების, გამოწვევების და საჭიროებების შესახებ ეხმარება დაწესებულებას ეფექტიანად განაგრძოს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი წლის განმავლობაში; გ) ობიექტურობა, გამჭვირვალობა და სამართლიანობა – მიღწევებისა და გამოწვევების მონიტორინგი, შეფასება და ანგარიშგება ხორციელდება ობიექტურად, გამჭვირვალედ და სამართლიანად განსაზღვრული პროცედურების და ვადების დაცვით; დ) კანონმდებლობასთან შესაბამისობა – შიდა მონიტორინგის და შეფასების ინსტრუმენტებში განსაზღვრული მაჩვენებლები ეფუძნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონსა და მის საფუძველზე შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს; ე) ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა – მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე გათვალისწინებული და დაცულია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და არ ხდება საგანმანათლებლო პროცესის შეფერხება.  მუხლი 4🔗. მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების ამოცანები  1. მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების ამოცანებია: ა) გამოვლინდეს დაწესებულების მიღწევები “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების მიმართულებით, დაწესებულების სამოქმედო გეგმის შესაბამისად; ბ) გამოვლინდეს დაწესებულების გამოწვევები საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების მიმართულებით, დაწესებულების სამოქმედო გეგმის შესაბამისად; გ) მოხდეს დაწესებულების მიერ დროული და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით; დ) მოხდეს მომსახურების მიწოდების ეფექტიანობის შესახებ სანდო და ვალიდური ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი; ე) გამოვლინდეს გადამზადების საჭიროებები დაწესებულების თანამშრომელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით; ვ) უზრუნველყოფილ იქნეს დაწესებულების მიერ კანონის მე-17 მუხლის “ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტრატეგიების შემუშავება; ზ) დამფუძნებელთან თანამშრომლობით მოხდეს ინფორმაციის სანდო და ვალიდური ანალიზი, რაც წარმოაჩენს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების რეალისტურობას და განხორციელებადობას, არსებული რესურსების გათვალისწინებით და საჭირო რესურსების (მათ შორის, ფინანსური) განსასაზღვრად; თ) მოხდეს შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე წარმატებული პრაქტიკის ან პრობლემური შემთხვევების წარმოჩენა და საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი სუბიექტებისთვის გაზიარება. მუხლი 5🔗. შიდა მონიტორინგის პროცედურა  1. შიდა მონიტორინგი ხორციელდება დაწესებულების მიერ ყოველთვიურად, მიღებული ინფორმაცია თვიური შიდა მონიტორინგის ფორმაში, რომელიც მოიცავს კონკრეტულ პერიოდში მისაღწევ მიზნებს, სამიზნე მაჩვენებელებს, აქტივობებს, შესრულების მაჩვენებლებს და შესრულების დამადასტურებელ საშუალებებს. 2. სასწავლო სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში და სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებამდე ორი თვის განმავლობაში ხორციელდება მოცემული პერიოდისათვის არსებული შედეგების სინთეზი, რაც აისახება შუალედური შიდა მონიტორინგის და წლიური მონიტორინგის ანგარიშში. 3. დაწესებულება შიდა მონიტორინგს ახორციელებს დაწესებულების მიერ დადგენილი გეგმის და დაწესებულების საბაზისო მაჩვენებლის გათვალისწინებით. 4. შიდა მონიტორინგის განხორციელების დროს დაწესებულება იყენებს შიდა მონიტორინგის ფორმას, რომელსაც დაწესებულება თავად ქმნის სამოქმედო გეგმაზე დაფუძნებით, დაკვირვების, გასაუბრების და აღნიშვნის ფურცლით შემოწმების მეთოდების გამოყენებით. 5. დაწესებულება, შიდა მონიტორინგის შედეგად, ახორციელებს ავტორიზაციის პირობების შესრულების შიდა დადგენილ საფეხურებთან მიმართებაში პროგრესის გამოვლენას; 6. დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შიდა დადგენილი საფეხურებია: ა) პირველი საფეხური – დაწესებულება საჭიროებს ძირეულ გაუმჯობესებას ავტორიზების პირობების შესრულების მიზნით: პირობითი ავტორიზაციის მქონე დაწესებულების განვითარების სამოქმედო გეგმაში განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლები არის მიღწეული, წარმოდგენილია შიდა მონიტორინგის შედეგებით და დადასტურებულია სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად; ბ) მეორე საფეხური – დაწესებულება დგას ავტორიზების პირობების შესრულების გზაზე; პირობითი ავტორიზაციის მქონე დაწესებულების განვითარების სამოქმედო გეგმაში განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლები არის გადაჭარბებით მიღწეული, წარმოდგენილია შიდა მონიტორინგის შედეგებით და დადასტურებულია სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად; გ) მესამე საფეხური – ავტორიზებული დაწესებულება ასრულებს ავტორიზაციის პირობებს: ავტორიზებული დაწესებულების საბაზისო მაჩვენებლები აკმაყოფილებს ავტორიზების პირობებს და სამოქმედო გეგმაში განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლები არის მიღწეული, წარმოდგენილია შიდა მონიტორინგის შედეგებით და დადასტურებულია სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად; დ) მეოთხე საფეხური –  ავტორიზებული დაწესებულება საუკეთესოდ ასრულებს ავტორიზაციის პირობებს: ავტორიზებული დაწესებულების საბაზისო მაჩვენებელები აკმაყოფილებს ავტორიზების პირობებს და სამოქმედო გეგმაში განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლები არის გადაჭარბებით მიღწეული, წარმოდგენილია შიდა მონიტორინგის შედეგებით და დადასტურებულია სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად. 7. საფეხურიდან საფეხურზე პროგრესს დაწესებულება ასახავს შუალედურ და წლიურ შიდა მონიტორინგის ანგარიშში. 8. დაწესებულება თვიური, შუალედური და წლიური შიდა მონიტორინგის ფორმასა და ანგარიშში ასახავს რეკომენდაციებს შემდგომი თვეებისათვის დაწესებულების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესასრულებლად, გამოვლენილი საჭიროებების და გამოწვევების დასაძლევად. 9. დაწესებულების მიერ შუალედური და წლიური შიდა მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშები მზად უნდა იყოს სტრუქტრურული ერთეულის მიერ დაგეგმილ მონიტორინგამდე ორი კვირით ადრე. 10. საჯარო დაწესებულების მიერ შუალედური და წლიური შიდა მონიტორინგის ანგარიშის სტრუქტურული ერთეულისათვის წარდეგნა ხდება დაწესებულების მოსალოდნელი მონიტორინგის შესახებ შეტყობინებიდან 2 კვირის ვადაში, რათა შესაძლებელი გახდეს სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებული მონიტორინგის დროს შიდა მონიტორინგის შედეგების გათვალისწინება. 11. შიდა მონიტორინგის შედეგების სტრუქტურული ერთეულისათვის წარდგენა სავალდებულო არ არის კერძო დაწესებულებისათვის, თუმცა წარმატებული პრაქტიკის ან არსებული გამოწვევების წარმოჩენის მიზნით რეკომენდებულია, კერძო დაწესებულების მიერ სტრუქტურული ერთეულისათვის წლიური შიდა მონიტორინგის ანგარიშის სამოქმედო გეგმასთან ერთად წარდეგნა. მუხლი 6🔗. შეფასების პროცედურა 1. დაწესებულების მიერ განხორციელებული შეფასების პროცესი არის სტრუქტურული ერთეულის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული შეფასების პროცესის განუყოფელი ნაწილი. 2. დაწესებულება უფლებამოსილია დაგეგმოს და განახორციელოს თვითშეფასება ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტებიდან და/ან ტექნიკური რეგლამენტებიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს შესაბამისად. 3. დაწესებულებას წვლილი შეაქვს სტრუქტურული ერთეულის მიერ დაწესებულების შეფასების ინსტრუმენტის შექმნაში და თანამშრომლობს მასთან შეფასების პროცესის შეუფერხებლად განხორცილელების მიზნით.  მუხლი 7🔗. შიდა მონიტორინგსა და შეფასებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი 1.  დაწესებულების მიერ მომსახურების მიწოდების შიდა მონიტორინგისა და შეფასების ეფექტიანად განხორციელებაზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი. დაწესებულება უფლებამოსილია მოიწვიოს საჭირო კვალიფიკაციისა და კომპენტეციის მქონე პირი, რომელიც დაეხმარება და კონსულტაციას გაუწევს დაწესებულების ხარისხიანი შიდა მონიტორინგის და შეფასების ფორმის შემუშავებასა და სესრულებაში. მუხლი 8🔗. საკონსულტაციო საბჭოს როლი მონიტორინგისა და შეფასების პროცესში 1. დაწესებულების მიერ სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართულია დაწესებულების საკონსულტაციო საბჭო დაწესებულება ვალდებულია შიდა მონიტორინგის და შეფასების ანგარიშები გააცნოს დაწესებულების საკონსულტაციო საბჭოს და შექმნას პირობები მისგან უკუკავშირის მისაღებად.