ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.12.2017
ძალის დაკარგვა 14.03.2018
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.127.016259
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე | ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 22.07.2010
დოკუმენტის ტექსტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2017 წლის 29 დეკემბერი
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №33 დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №30 დადგენილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე
დანართი
№1
ზესტაფონის
მუნიციპალიტეტის
მერიის
ადმინისტრაციული
სამსახურის
დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. მერიის ადმინისტრაციული სამსახური
1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომ ტექსტში – ადმინისტრაციული სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს მერიის საქმიანობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტალურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას, ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციას, საზოგადოებასთან ურთიერთობას და მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეების საქმიანობის მონიტორინგსა და კონტროლს.
2. ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს მერიის საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნას; უწევს დახმარებას მერიას უფლებამოსილების განხორციელებაში მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში.
3. უზრუნველყოფს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობის განხორცილებას.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა №11.
5. სამსახურის ელექტრონული მისამართია: ელ.ფოსტა: gamgeoba.zestafoni@gmail.com ტელ: (0492)25-26-26.
6. ადმინისტრაციულ სამსახურს აქვს საკუთარი დასახელების აღნიშვნით ბეჭედი;
მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის პრინციპები
1. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;
გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;
დ) დისკრიციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე;
ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეწონასწორებით;
ვ) მიუკერძოებლობა;
ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა;
მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
ადმინისტრაციული სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.
მუხლი 4🔗. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანა
ადმინისტრაციული სამსახურის ამოცანაა:
ა) მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის ერთიანი საქმისწარმოების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, სამართლებრივ, საკადრო საკითხთა უზრუნველყოფა; ადგილობრივი მნიშვნელობის არქივის წარმოება; საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი მიზეზებისა და რისკების დადგენა; სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება;
ბ) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფა მერიის სამუშაო თათბირების, სტრუქტურული ერთეულების და მერიის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების, მერიის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;
გ) მერის დავალებების შესაბამისად მერიის სამუშაო გეგმების და მერის ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადება;
დ) სასამართლოში მერიის წარმოდგენა და დაცვა;
ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორცილება;
ვ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაცია.
თავი II. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 5🔗. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა
1. ადმინისტრაციული სამსახური შედგება ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან და მოხელეებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება;
ბ) ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილება;
გ) იურიდიული განყოფილება.
დ) ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების განყოფილება;
ე) შესყიდვების განყოფილება;
ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები
ამ დებულების შესაბამისად სამსახურის საშტატო ნუსხით სამსახურის შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი სამსახურის უფროსი – I რანგი (მაღალი მმართველობითი დონე);
ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი განყოფილების უფროსი – II რანგი II კატეგორია (საშუალო მმართველობითი დონე) – იურიდიული განყოფილება.
გ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი განყოფილების უფროსი – II რანგი II კატეგორია (საშუალო მმართველობითი დონე) – ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
დ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი განყოფილების უფროსი – II რანგი II კატეგორია (საშუალო მმართველობითი დონე) – ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილება;
ე) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი განყოფილების უფროსი – II რანგი II კატეგორია (საშუალო მმართველობითი დონე) – მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება;
ვ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი განყოფილების უფროსი – II რანგი II კატეგორია (საშუალო მმართველობითი დონე) – შესყიდვების განყოფილება;
ზ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი განყოფილების უფროსი – II რანგი II კატეგორია (საშუალო მმართველობითი დონე) – საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
თ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – იურიდიულ საკითხებში – III რანგი I კატეგორია;
ი) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – იურიდიულ საკითხებში – III რანგი II კატეგორია;
კ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საქმისწარმოების საკითხებში – III რანგი III კატეგორია;
ლ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საქმისწარმოების საკითხებში – III რანგი III კატეგორია;
მ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში – III რანგი III კატეგორია;
ნ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში – III რანგი II კატეგორია;
ო) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – მედიასთან ურთიერთობის საკითხებში – III რანგი II კატეგორია;
პ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში – III რანგი III კატეგორია;
ჟ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში – III რანგი III კატეგორია;
რ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – საშვებზე მოქალაქეთა რეგისტრაციის საკითხებში IV რანგი I კატეგორია;
ს) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – საშვებზე მოქალაქეთა რეგისტრაციის საკითხებში IV რანგი II კატეგორია;
ტ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – საშვებზე მოქალაქეთა რეგისტრაციის საკითხებში IV რანგი II კატეგორია;
უ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საზოგადოებრივი სერვისების მართვისა და ხელშეწყობის საკითხებში – III რანგი II კატეგორია;
ფ)მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საზოგადოებრივი სერვისების მართვისა და ხელშეწყობის საკითხებში – III რანგი II კატეგორია;
ქ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – ტერიტორიულ ერთეულებთან კოორდინაციის საკითხებში – III რანგი III კატეგორია;
ღ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – ტერიტორიულ ერთეულებთან კოორდინაციის საკითხებში – III რანგი III კატეგორია;
ყ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებში – III რანგი III კატეგორია;
შ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში – III რანგი I კატეგორია;
ჩ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში – III რანგი II კატეგორია.
მუხლი 7🔗. ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელობა
1. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
2. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის უფლებამოსილება განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, მერიის დებულებით, ამ დებულებით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
3. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ადმინისტრაციული სამსახურის ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან სხვა პროფესიული საჯარო მოხელე.
მუხლი 8🔗. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელობა
1. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
2. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი.
3. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
4. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
5. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის წარდგინებითა და მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების პროფესიული საჯარო მოხელე.
თავი III. ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილება
მუხლი 9🔗. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციები
1. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური მერის დავალებების შესაბამისად დადგენილი წესით:
ა.ბ) ორგანიზებას უწევს მერიის გამართულ კომუნიკაციას საკრებულოსთან, მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
ა.გ) ორგანიზებას უწევს მერიის თანამშრომლობას სხვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ა.დ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
ბ) ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ბ.ა) მეთოდურ დახმარებას და ორგანიზებას უწევს მერიის სამსახურებს სამუშაოთა გეგმების და სამუშაოთა აღწერილობის მომზადებაში; მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე უზრუნველყოფს მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას; აკონტროლებს სამუშაო გეგმით და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებას;
ბ.ბ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;
ბ.გ) უზრუნველყოფს მერის დავალებების რეგისტრაციას, პროექტების მომზადებას და მათი შესრულების კონტროლს;
ბ.დ). უზრუნველყოფს საქმისწარმოებაში ბეჭდების სათანადო გამოყენებას; თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; ელექტრონულ საქმისწარმოებას;
ბ.ე) ახორციელებს მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციური და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას სტრუქტურული ერთეულების ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციის მიზნით;
ბ.ვ) უზრუნველყოს მერიაში მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე.
ბ.ზ) მერის დავალებით აწარმოოს სამსახურებრივი მოკვლევა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და შეიმუშაოს შესაბამისი დასკვნები.
გ) ადმინისტრაციული სამსახური საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობის სფეროში:
გ.ა) ახდენს მერიის საქმიანობის საინფორმაციო, საცნობარო და ტექნოლოგიურ- პროგრამულ მომსახურებას.
მუხლი 10🔗. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის უფლებამოსილებანი
1. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების და ამ დებულების საფუძველზე:
ა) წარმართავს ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს ადმინისტრაციული სამსახურის მოსამსახურეებს;
გ) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს წინადადებებს: ადმინისტრაციული სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურის და საშტატო ნუსხის შესახებ; თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად ადმინისტრაციული სამსახურის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს; მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) წარუდგენს მერს ადმინისტრაციული სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ე) განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; ადმინისტრაციული სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ვ) პერიოდულად წარუდგენს მერს ანგარიშს ადმინისტრაციული სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს მერიის დებულების შესაბამისად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
მუხლი 11🔗. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილების უფროსის უფლებამოსილება
1. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილების უფროსი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების საფუძველზე:
ა) დასამტკიცებლად წარუდგენს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს განყოფილების სამუშაო გეგმას;
ბ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
გ) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
დ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ე) დადგენილი წესით აფასებს განყოფილების მოხელეთა საქმიანობას, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას;
ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საქმისწარმოებას დადგენილი წესით;
თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 12🔗. იურიდიული განყოფილების ფუნქციები
1. სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მერიის ადმინისტრაციული აქტების, მერიის მიერ საკრებულოში წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; ამზადებს შესაბამის დასკვნებს;
ბ) მერიაში შემუშავებული ადმინისტრაციული აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
გ) საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადებას მიღებული ადმინისტრაციული აქტების გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ;
დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში შესაბამისი რწმუნებულების საფუძველზე;
ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან შესაბამისი რწმუნებულების საფუძველზე;
ვ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსახორციელებელი ხელშეკრულებისა და შეთანხმების პროექტების მომზადება;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი13. ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების ფუნქციები
ა) აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა მიმდინარეობის შესახებ;
ბ) წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
გ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით ადმინისტრაციულ ერთეულში ადმინისტრაციული სამსახურის მოხელეთა საქმიანობას და საქმისწარმოებას;
დ) უზრუნველყოს ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი დასახლებების მოსახლეობის კავშირს თვითმმართველობის ორგანოებთან;
ე) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს;
ვ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამების და ინვესტირებით დაფინანსებული მიზნობრივი პროგრამების განხორციელების მიმდინარეობას. უზრუნველყოფს მერისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;
ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი დასახლებების მოსახლეობის გამოკითხვების საფუძველზე მონაწილეობს ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებასა და მათი განხორციელების ღონისძიებებში;
თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებს.
მუხლი 14🔗. საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციები
1. ახორციელებს მერიის სამუშაო თათბირების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას: პირთა მოწვევას, თათბირზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მასალების გამრავლებას და დარიგებას მოწვეულ პირებზე და ამ თათბირების ოქმების შედგენას.
2. უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; უზრუნველყოფს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვასა და წარმოებას.
3. უზრუნველყოფს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; კონტროლს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე.
4. აფორმებს მერიის მოხელეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის გრაფიკს, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტებს.
5. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე.
6. ამზადებს წინადადებებს საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით მოსამსახურეთა პროფესიული დონის, კადრების საჭიროების; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზების, სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ; ადგენს კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიას; განსაზღვრავს გადამზადების პროგრამას; კონტროლს ახორციელებს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებაზე; უზრუნველყოფს მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას.
7. ამზადებს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინური ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის, ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების შესახებ.
8. ადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მოხელეთა რეზერვს, კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს პირების რეზერვში შეყვანას და ამორიცხვას.
9. ორგანიზაციას უწევს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების ხელშეწყობას თვითმმართველობის ორგანოებსა და სამსახურებში.
10. უზრუნველყოფს მერიის სამსახურების კორესპოდენციის გაგზავნას და მათ სახელზე შემოსული კორესპოდენციის მიღებას, რეგისტრაციას, სარეკვიზიტო და დოკუმენტურ გაფორმებას, მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ და ადრესატისადმი გადაცემას, კორესპოდენციის გადაგზავნას; საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას; საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და დაარქივებას.
11. აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებზე მერიის თანამდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს; აკონტროლებს კორესპოდენციის მოძრაობას და საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადის დაცვას; აკონტროლებს დოკუმენტის შესრულებას და ამზადებს ინფორმაციას შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
12. უზრუნველყოფს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას; აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს კლასიფიკატორებს, ინდექსებს, შიფრებსა და კოდებს. უზრუნველყოფს საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტთბრუნვას.
მუხლის 15. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციები
1. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას, ინტერნეტპორტალის, საიტებისა და ინტერნეტგვერდების შექმნას, მათ განახლებასა და საჯარო ინფორმაციის მათზე განთავსებას.
2. უზრუნველყოფს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ორგანოებში (საკრებულოსა და მერიის) და მათ სტრუქტურული ერთეულებში არსებული ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისადმი.
3. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას.
4. უზრუნველყოფს თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას.
5. უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
მუხლის 16. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები
1. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების მოხელეთათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აუცილებელი მატერიალურ–ტექნიკური პირობების შექმნას.
2. ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის და თანამდებობის პირების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და შესაბამისი საფინანსო დოკუმენტაციის მომზადება-წარდგენას საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.
3. უზრუნველყოფს მერიის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობების შენახვას, მოვლა-პატრონობას.
4. ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული შენობების დაცვას, აღჭურვას, კეთილმოწყობას და კომუნალურ მომსახურებას, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზებას, ადმინისტრაციულ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარიული ნორმების დაცვას.
5. უზრუნველყოფს მერიის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციულ შენობაში საინჟინრო კომუნიკაციების, მოწყობილობების, ენერგომომარაგების, გათბობა-კონდიცირების, წყალმომარაგების და სატელეფონო ქსელების გამართულ მუშაობას; შეიმუშავებს და უზრუნველყოფს საქვეუწყებო მეურნეობის განვითარების, სარემონტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ჩატარების ღონისძიებებს.
6. უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ბალანსზე არსებული ინვენტარისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვას, რაციონალურ გამოყენებას, მოვლასა და დაცვას.
მუხლი 17🔗. შესყიდვების განყოფილების ფუნქციები
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამისად წლიური გეგმის პროექტის მომზადებას, შესყიდვის ობიექტის იდენტიფიცირებას და ერთგვაროვნების დადგენას.
2. სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენას და კორექტირებას.
3. წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის შესაბამის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „e“ პლანში ატვირთვას დადგენილი ვადების შესაბამისად.
4. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული შესყიდვის წლიური გეგმის შესყიდვების ორგანიზების პროცედურებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადებას.
5. შესყიდვების პროცედურების განხორციელებისას, შესყიდვის საშუალების შერჩევას, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას და ა.შ.
6. ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებას და გამოქვეყნებას.
7. ტენდერის გამოცხადებას და სტატუსების თანმიმდევრობით მინიჭებას.
8. მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების მომზადებას, დამუშავებას, გაფორმებას,ვადების კონტროლს, ხელშეკრულების სტატუსების მინიჭებას, ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას.
9. მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს.
10. კონტროლი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაზე და მის წარმართვაზე.
11. პრეტენდენტებთან დავების წარმოშობის შემთხვევაში შემსყიდველის ინტერესების დაცვას.
12. სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას და ელ. სისტემაში ატვირთვა-განთავსებას.
13. ანგარიშსწორებისას მიღება-ჩაბარების აქტებისა და ხელშეკრულების შესრულების ვადების კონტროლს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილებასთან ერთად.
14. ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ატვირტვას ელექტრონულ სისტემაში.
15. შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფას, ჯანსაღი კონკურენციის მხარდაჭერას, შესყიდვების პროცედურების გამჭვირვალობის ხელშეწყობას.
16. ტენდერისა და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალების ორგანიზებას, შესყიდვის პროექტის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.
17. ტენდერებისა და ხელშეკრულებების რეესტრის წარმოებას.
18. მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას.
19. მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 18🔗. ადმინისტრაციული სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეები
1. ადმინისტრაციული სამსახური თავის ფუნქციებს ახორციელებს ადმინისტრაციული სამსახურის მოხელეების მეშვეობით, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოხელეების თანამდებობრივ სარგოს განსაზღვრავს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო,
2. ადმინისტრაციული სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, მერიის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობებზე დანიშვნა–განთავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 19🔗. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე
1. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამ დებულებით.
2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;
ე) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება;
ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით;
ზ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატები;
თ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
ი) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 24 სამუშაო დღის ოდენობით;
კ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
3. სამსახურის მოხელე მოვალეა:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
გ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი;
დ) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;
ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ვ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებით გამოყენება;
ზ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
მუხლი 20🔗. სამსახურის საქმიანობის კონტროლი
1. სამსახურის საქმიანობა ექვემდებარება კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სამსახურის საქმიანობაზე კონტროლს ახოციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 21🔗. სხვა დებულებები
წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.