ვანის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2017
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016273
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2018
matsne.gov.ge 1,499 სიტყვა · ~7 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
პერსონალი
დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც დაწესებულებისთვის ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 2
საგანმანათლებლო პროგრამა
სასწავლო პროცესის, გარემოს, ჩართული მხარეების და მათ შორის ურთიერთკავშირის ერთობლიობა.
მუხლი 2
თემი
ერთ ტერიტორიაზე განსახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და ღირებულებითი იდენტიფიკაცია გააჩნიათ.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 28.04.2021 სენაკის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 17.10.2017 აბაშის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 29.09.2017 სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 03.10.2018 ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 31.01.2018

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 2017 წლის 28 დეკემბერი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ  „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტში „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები”დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი                                                                                                                                                                      დანართი №1 ვანის მუნიციპალიტეტში „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. დოკუმენტის მიზანი  ვანის მუნიციპალიტეტში „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი  აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების განსაზღვრა, დაწესებულების მიერ ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონშია განმარტებული. 2. ამ დოკუმენტის მიზნებისთვის, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად: ა) პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც დაწესებულებისთვის ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე. ბ) საგანმანათლებლო პროგრამა – სასწავლო პროცესის, გარემოს, ჩართული მხარეების და მათ შორის ურთიერთკავშირის ერთობლიობა. გ) თემი – ერთ ტერიტორიაზე განსახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და ღირებულებითი იდენტიფიკაცია გააჩნიათ. მუხლი 3🔗. გავრცელების სფერო და რეგულირების საგანი  1. წინამდებარე დოკუმენტი ვრცელდება, როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულების პერსონალზე სამსახურებრივ ინსტრუქციებს, ქცევისა და ეთიკის ნორმებს.  2. დაწესებულებას უფლება აქვს განავრცოს, ან დააკონკრეტოს ამ დოკუმენტში მოცემული ცალკეული რეგულაცია, შექმნას ინდივიდუალური ეთიკის კოდექსი, რაც უნდა ითვალისწინებდეს და არ ეწინააღმდეგებოდეს წინამდებარე დოკუმენტისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. თავი II პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები მუხლი 4🔗. პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. პერსონალი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი. 2. პერსონალი კეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, იცავს ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და დაწესებულების შინაგანაწესს. 3. პერსონალი იცავს კონფიდენციალობას, როგორც კოლეგებთან, ისე საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულ ბავშვებთან და მათ ოჯახებთან მიმართებაში. 4. პერსონალი თავისუფალია საკუთარი რელიგიური, მსოფლმხედველობრივი, პოლიტიკური შეხედულებების არჩევაში. ამავე დროს პერსონალი არ განიხილავს და განსჯის ერთმანეთის ან სხვათა ოჯახურ, რელიგიურ, პოლიტიკურ და ა.შ. საკითხებს და არ ცდილობს ამ მიმართულებით გავლენა მოახდინოს სხვებზე. 5. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს სხვადასხვა ნიშნით განხვავებულობას და საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას ხელს უწყობს სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლას. 6. პერსონალი ქმნის არაძალადობრივ გარემოს როგორც ბავშვისთვის, ასევე ოჯახისთვის და დაწესებულების ყველა თანამშრომლისთვის, ძალადობის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად. 7. პერსონალი არის პუნქტუალური, დროულად ცხადდება სამუშაო ადგილზე, დათქმულ დროში ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. 8. პერსონალი უფრთხილდება დაწესებულების მატერიალურ რესურსს, დაზიანების შემთხვევაში, შესაძლებლობის ფარგლებში, ზრუნავს შეკეთებაზე, ან მიმართავს დაწესებულების შესაბამის პასუხისმგებელ სუბიექტს. 9. პერსონალი მატერიალური რესურსის გამოყენებისას იცავს უსაფრთხოების შესაბამის ნორმებს. 10. პერსონალი არ ცხადდება დაწესებულებაში, როდესაც არის ავად გადამდები ინფექციური დაავადებით, ან დაავადებით, რომელიც ხელს შეუშლის საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებაში, რის თაობაზეც დაწესებულებას აფრთხილებს წინასწარ, ხოლო გამოცხადების შემდეგ წარადგენს შესაბამის ცნობას. 11. პერსონალი, სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში, სარგებლობს დაწესებულების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, რა დროსაც იყენებს მხოლოდ საკუთარ მომხმარებლის სახელს და პაროლს; 12. პერსონალი უფრთხილდება დაწესებულების ელექტრონულ ინფორმაციას, არ იყენებს დაწესებულების კომპიუტერს პირადი მიზნებისთვის, არ ჩამოტვირთავს/უყურებს ძალადობისა და უხამსობის ამსახველ ვიდეო/ფოტო მასალას. 13. პერსონალი არ იყენებს დაწესებულების ადამიანურ და მატერიალურ რესურსს პირადი მიზნებისთვის. დაწესებულებისთვის გამოუსადეგარი მეორადი რესურსის (საკვების ნარჩენები, ცარიელი ყუთებისდა ა.შ.) გამოყენების შემთხვევაში სიტყვიერი თანხმობა აქვს ადმინისტრაციული პერსონალისგან. 14. პერსონალი საქმიანობს სუფთა, კომფორტულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში, რომელიც არ უშლის ხელს საკუთარი უფლებამოსილებების გახორციელებაში. 15. პერსონალი სამუშაო საათებში თავს იკავებს მობილური ტელეფონის გამოყენებისგან (გარდა სამსახურებრივი საჭიროებისა და საგანგებო მდგომარეობისა), დაწესებულების ტელეფონს (ასეთი ტელეფონის არსებობის შემთხვევაში) იყენებს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის. 16. პერსონალი არ მოიხმარს ალკოჰოლს, თამბაქოსა და მავნე ნივთიერებებს დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე არ ცხადდება დაწესებულებაში ალკოჰოლური და მავნე ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ. 17. პერსონალი უფრთხილდება საკუთარ და დაწესებულების საქმიან რეპუტაციას და არ იყენებს საკუთარ სამსახურებრივ სტატუსს პირადი მიზნებისთვის. 18. პერსონალი ყველა შესაძლო გზით ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე. 19. პერსონალი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს საჯარო აქტივობებში, რომლებიც არ ლახავს მისი და დაწესებულების საქმიან რეპუტაციას. 20. პერსონალი საჭიროების შემთხვევაში ადვოკატირებას უწევს ბავშვს, საკუთარ თავსა და დაწესებულებას საჭიროების დაფიქსირების მიზნით. თავი III პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები მუხლი 5🔗. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თითოეულ ბავშვებთან ურთიერთობის დროს 1. პერსონალი საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. პერსონალი აღიარებს ბავშვს, როგორც საგანმანათლებლო პროცესის აქტიურ მონაწილეს და ითვალისწინებს ბავშვის პერსპექტივას. 2. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურობასა და განსხვავებულობას. 3. პერსონალი ზრუნავს ჯგუფისა და დაწესებულების მიმართ ბავშვის მიკუთვნებულობის განცდაზე. 4. პერსონალი ქმნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცულ, ინკლუზიურ გარემოს, სადაც ყველა ბავშვს აქვს განვითარების შესაძლებლობა, განურჩევლად ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური,  გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა. 5. პერსონალი ზრუნავს თითოეული ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. 6. პერსონალი ურთიერთობს ბავშვთან, როგორც თანასწორთან და უფლების მქონე სუბიექტთან. 7. პერსონალი აცნობიერებს თამაშის მნიშვნელობას ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის. 8. პერსონალი ქმნის გარემოს, სადაც ყველა ბავშვს აქვს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. 9. პერსონალი უზრუნველყოფს ბავშვის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, პირადი მაგალითით. 10. პერსონალი ითვალისწინებს ბავშვისა და ოჯახის მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას, იყენებს ამ კავშირებს და ბავშვის შესახებ ოჯახის ცოდნას ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად. 11. პერსონალი იცავს ბავშვის ინტერესებსა და უსაფრთხოებას ბავშვთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფოტო/ვიდეო მასალის, ან ნამუშევრების გაზიარების შემთხვევაში (განსაკუთრებით როცა ეს ინტერნეტ-სივრცეს ეხება) დააქვს მშობლისა და ბავშვის თანხმობა. 12. იცავს ბავშვის ინტერესებს დაწესებულების ფარგლებში დაგეგმილ კვლევებში ბავშვის მონაწილეობისას. 13. პერსონალი ინარჩუნებს სიმშვიდეს კრიტიკულ სიტუაციებში. 14. პერსონალი იყენებს პოზიტიური დისციპლინის სტრატეგიებს, რომლის მიზანია ბავშვის განვითარება ორმხრივ პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ფონზე, პოზიტიური დისციპლინა მიმართულია გამოსავალზე, პოზიტიური ქცევის შეთავაზება კი სწავლაზე და არა არასასურველი ან უარყოფითი ქცევის დასჯაზე. 15. პერსონალი თანამბარ ყურადღებას უთმობს ყველა ბავშვს, განურჩევლად ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა. 16. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიური, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს ბავშვს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვების მხრიდან. მუხლი 6🔗. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები ბავშვის ოჯახთან ურთიერთობის დროს 1. პერსონალი ამყარებს პოზიტიურ, ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობას ბავშვის ოჯახთან, ხელს უწყობს მშობელთა ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში. 2. პერსონალი პატივს სცემს ბავშვის ოჯახის წევრებს განურჩევლად მათი გენდერული, კულტურული, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით განსხვავებულობისა. 3. პერსონალი უზიარებს მშობლებს ინფორმაციას, როგორც დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის, ისე ბავშვის განვითარების შესახებ. 4. პერსონალი უზიარებს მშობლებს ინფორმაციას ბავშვის განვითარების შესახებ. 5. პერსონალი ზრუნავს მშობელთა ცნობიერების ამაღლებაზე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებთან დაკავშირებით. 6. პერსონალი აღიარებს მშობლის უნიკალურ როლს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, პატივს სცემს მის უფლებას ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების დროს და მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. 7. პერსონალი იცავს კონფიდენციალურობას ბავშვის ოჯახთან დაკავშრებით, არ განიხილავს ბავშვისა და მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციას კოლეგებთან, ან სხვა მშობლებთან. 8. ბავშვის ოჯახის წევრებს შორის უთანხმოების შემთხვევაში, თავს არიდებს რომელიმე მხარის მხარდაჭერას და თანაბრად ურთიერთობს თითოეულ ოჯახის წევრთან. 9. პერსონალი არ შედის ფამილარულ ან კონფლიქტურ ურთიერთობას ბავშვის ოჯახის წევრებთან. 10. პერსონალი არ იღებს ბავშვის ოჯახისაგან/კანონიერი მეურვისგან ფასიანი საჩუქარს ან  ფულს. 11. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და სხვა შეხედულებებს ბავშვის ოჯახის წევრებს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვათა მხრიდან. მუხლი 7🔗. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები კოლეგებთან ურთიერთობის დროს 1. პერსონალს აქვს პოზიტიური, პატივისცემისა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთთანამშრობლობა. 2. პერსონალი მუშაობს გუნდურად, მხარს უჭერს კოლეგების პოზიტიურ ინიციატივებს, ქმნის ჯანსაღ სამუშაო გარემოს. 3. პერსონალი მხარს უჭერს კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში. 4. პერსონალი ამჟღავნებს პროფესიულ სოლიდარობასა და კოლეგიალობას. 5.პერსონალი მხარს უჭერს ერთმანეთს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ცოდნის, გამოცდილების, იდეებისა და საგანმანათლებლო  რესურსის გაზიარების გზით. 6. პერსონალი თავს არიდებს კონფლიქტებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს დაწესებულებაში წამოჭრილი პრობლემის გადაწყვეტისთვის. 7. პერსონალი მხარს უჭერს კოლეგებს ამ დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებაში და მისი კომპეტენციის ფარგლებში მიმართავს შესაბამის ზომებს არაეთიკური ქმედების აღმოსაფხვრელად. 8. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს გუნდის ყველა წევრის ინდივიდუალობას და პროფესიული გამოცდილების მრავალფეროვნებას. 9. პერსონალი თავს არიდებს კოლეგების საქმიანობაში უხეშ ჩარევას, არ იძლევა იმპერატიულ მითითებებს ერთმანეთის მისამართით. 10. პერსონალი პატივს სცემს განსხვავებულ მოსაზრებას და კონსტრუქციული დიალოგის გზით ცდილობს კონსესუსის მიღწევას. 11. პერსონალი აღკვეთს ისეთ  ქმედებას, რომელიც დაამცირებს, შეურაცხყოფს კოლეგას, ან ხელს შეუშლის მას უფლებამოსილების განხორციელებაში; 12. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და სხვა შეხედულებებს კოლეგებს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვათა მხრიდან.  მუხლი 8🔗. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თემთან ურთიერთობის დროს 1. პერსონალი არის გახსნილი საზოგადოების მიმართ და აწარმოებს გამჭირვალე საქმიანობას. 2. პერსონალი აცნობიერებს პასუხისმგებლობას თემის წინაშე და უზრუნველყოფს ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამის მიწოდებას. 3. პერსონალი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, თანამშრომლობს სხვა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან, ასევე, სხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. 4. პერსონალი ხელს უწყობს სტუდენტთა, მკვლევართა, დარგის სპეციალისტთა მოხალისეობრივ, კვლევით საქმიანობას ისე, რომ არ ფერხდება საგანმანათლებლო პროცესი და დაცულია ბავშვის საუკეთესო ინტერესი. 5. პერსონალი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ზრუნავს თემსა და გარემოზე (არ აყენებს მას ზიანს, არ აბინძურებს და ა.შ.). თავი IV პასუხისმგებლობა  მუხლი 9🔗.  პასუხისმგებლობა ამ დოკუმენტში აღწერილი ნორმების დარღვევისათვის პერსონალის მიერ დადგენილებით დადგენილი სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და პერსონალთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულების შესაბამისად.