📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2017
ძალის დაკარგვა 11.02.2020
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.127.016260
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,662 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2017 მიღება
11.02.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 2017 წლის 29 დეკემბერი ქ. ზესტაფონი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ “ პუნქტის „გ .ბ “ ქვეპუნქტის , 54-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა “ პუნქტის „ა .ბ “ ქვეპუნქტის , 61-ე მუხლის მე -2 ნაწილის , ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის , „ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის , ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №33 დადგენილების მე -6 მუხლის მე -3 ნაწილის „ა “ პუნქტის „ა .ბ “ ქვეპუნქტის შესაბამისად , ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №31 დადგენილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე დანართი №1 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებული ბიუჯეტის პროექტის მომზადებისათვის და ბიუჯეტის შესრულების მართვისა და კოორდინირების მიზნით შექმნილი მერიის სტრუქტურული ერთეული. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, ბიუჯეტის შესრულება, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადება. 3. სამსახური მოქმედებს საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მოქმედი კანონმდებლობისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული მეთოდური მითითებებით, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა №11. 5. სამსახურის ელექტრონული მისამართია: ელ.ფოსტა: Safinansosamsaxuri@gmail.com; ტელ.: (0492)25-30-48; 6. სამსახურს აქვს საკუთარი დასახელების აღნიშვნით შტამპი და ბეჭედი. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის პრინციპები სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე; დ) დისკრიციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე; ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეწონასწორებით; ვ) მიუკერძოებლობა; ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა. მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტების შემუშავება, ბიუჯეტის შესრულება და შესრულების ანგარიშის მომზადება; ბ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების ანალიზი, შესაბამისი ინფორმაციებისა და წინადადებების მომზადება; გ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზის ფორმირება და მონაცემთა ანალიზი; დ) დადგენილი წესის შესაბამისად, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებაზე წინადადებებისა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ე) მერის წინაშე წინადადების წარდგენა, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის მიზნით; ვ) ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტის სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება; ზ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტისადმი დაქვემდებარებული დაწესებულებების საქმიანობაში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მდგომარეობის გაუმჯობესების და საბიუჯეტო სახსრების მოქმედი კანონმდებლობის დაცვით გამოყენებისათვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა და ერთიანი საფინანსო დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვა. 2. სამსახური, მისი საქმიანობის ძირითადი ამოცანებიდან გამომდინარე, ასრულებს შემდეგ ფუნქციებს: ა) ადგენს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, რისთვისაც: ა.ა) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების ფორმირების მიზნით, განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ ამზადებს შესაბამისი აქტის პროექტს, რომლითაც განისაზღვრება წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა და წარდგენის ვადები; ა.ბ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან, მუნიციპალიტეტისადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებებთან ერთად ამზადებს პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტს; ა.გ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად, კანონმდებლობის შესაბამისად, შეიმუშავებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს, საბიუჯეტო ორგანიზაციებზე დასაგზავნად; ა.დ) უზრუნველყოფს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღება-დამუშავებას, განხილვას, საჭიროების შემთხვევაში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში შეტანამდე ამზადებს წინადადებებს მათ დასაზუსტებლად; ა.ე) შემოსულობების პროგნოზირებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით; ა.ვ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ადგენს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც მოიცავს: ბიუჯეტის შემოსულობების საერთო თანხას, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხი მოსაკრებლების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარებისა და სხვა შემოსულობებს გადასახადების წყაროების გამოყოფით და გადასახდელების საერთო თანხას საბიუჯეტო ასიგნებების მხარჯავ დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებზე განაწილებით, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად; ა.ზ) სამსახური, კანონით დადგენილ ვადებში, ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს შესაბამისი დადგენილების პროექტთან ერთად, განსახილველად წარუდგენს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს; ა.თ) დადგენილი წესის თანახმად, ამზადებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – მასალებს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, განწერაში ცვლილების შესატანად; ა.ი) საჭიროების შემთხვევაში, ამზადებს წინადადებებს, გასული წლის საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთის მიმდინარე წელს გამოყენების თაობაზე. ბ) ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებას, რისთვისაც: ბ.ა) აღრიცხავს თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გაწეულ გადასახდელებს, რაც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ. იგი ასევე აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს; ბ.ბ) ადგენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალების ან თვეების მიხედვით; ბ.გ) უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან შემოსულობების შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავებას; ბ.დ) იღებს და ამუშავებს საბიუჯეტო ორგანიზაციების საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს; ბ.ე) დადგენილი წესის მიხედვით, ახდენს საბიუჯეტო ორგანიზაციების ვალდებულებების რეგისტრაციას და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის თანხის გადახდას; ბ.ვ) მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, ახორციელებს სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფას; გ) სამსახური ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური ანგარიშის მომზადებას, რისთვისაც: გ.ა) უზრუნველყოფს ბიუჯეტის ყოველდღიური შემოსულობების შესახებ ინფორმაციის მიღებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისაგან, აღრიცხავს და აანალიზებს ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობას; გ.ბ) იღებს ინფორმაციებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მათთვის გათვალისწინებული ასიგნებების გამოყენების შესახებ; გ.გ) სამსახური ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით; გ.დ) ადგენს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვასა და შესრულების წლიურ ანგარიშებს და საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს. დ) ადგენს პერიოდულ და წლიურ საბუღალტრო ანგარიშებს; ე) უზრუნველყოფს ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებას; ვ) უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას, მისი კომპეტენციის ფარგლებში, საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ორგანიზაციებს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯებესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე; ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული ერთიან კომპიუტერულ საინფორმაციო ბაზის მეშვეობით, ახორციელებს საქმიანობის პროგრამულ უზრუნველყოფას, მომსახურებას; თ) ამუშავებს საბიუჯეტო მაჩვენებლების სტატისტიკურ-საინფორმაციო მონაცემებს. უზრუნველყოფს დადგენილი წესით მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადებას და მიწოდებას; ი) მოთხოვნის საფუძველზე ახდენს ინფორმაციის მიწოდებას შესაბამის მერიის სამსახურებზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შედეგად საურავებისა და ჯარიმების, აგრეთვე მოსაკრებლებისა და სხვა არასაგადასახადო შემოსავლების სახით,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების შესახებ; კ) უზრუნველყოფს საქმის წარმოებას კომპიუტერული დაუშავებით, პასუხისმგებელია საარქივო დოკუმენტაციაზე; ლ) აწესებს კონტროლს შემოსული და გასული დოკუმენტაციის დროულ შესრულებაზე; მ) უზრუნველყოფს სამსახურში შექმნილი დოკუმენტების არქივისათვის გადაცემას, მათ შორის, ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთანუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვას. მუხლი 4🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობანი 1. სამსახურს უფლება აქვს: ა) სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, საბიუჯეტო დაწესებულებებიდან, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებიდან და შესაბამისი სახელმწიფო ინსტანციებიდან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვისა და დამუშავებისათვის მოიწვიოს მათი წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებანი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების და სხვა დაინტერესებული საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების წარმომადგენელთა მონაწილეობით; გ) დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით გახსნას მიმდინარე ან/და სადეპოზიტო ანგარიშები კომერციულ ბანკებში; დ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე დაამყაროს ურთიერთობანი და ითანამშრომლოს სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პროფესიულ გაერთიანებებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ე) მიავლინოს სპეციალისტები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესაძენად, კონფერენციებსა და სხვა შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად. 2. სამსახურის მოვალეობაა: ა) საქმიანობის ძირითადი მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, გაწეული მუშაობის შესახებ, დადგენილი წესით, წარუდგინოს პროექტები, ანგარიშები და სხვა სახის ინფორმაციები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს; ბ) განიხილოს დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან, სხვადასხვა უწყებებიდან მიღებული წერილები, ინფორმაციები, მოთხოვნები და მოქალაქეთა განცხადებები და საჩივრები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს შესაბამისი მასალები, წინადადებები, დასკვნები და პასუხები მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. მუხლი 5🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი. 2. სამსახურის უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის წინაშე. 3. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას; უზრუნველყოფს დამტკიცებული სამუშაო გეგმის შესრულებას; გ) განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და მოსამსახურეთა ფუნქციებს, კომპეტენციებსა და პასუხისმგებლობას; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; ვ) უნაწილებს კორესპონდენციას თანამშრომლებს, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე, ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებსა და საჯარო მოსამსახურეთა შორის, ისმენს ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას; ზ) განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო მოხელეთა სამუშაო გეგმის ფორმას; ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო მოხელეთა სამუშაო გეგმებს და საერთო ზედამხედველობას უწევს მათ შესრულებას; თ) განსაზღვრავს ანგარიშების წარდგენის წესს და პერიოდულობას; ი) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; კ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს და მერიას წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ლ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს; მ) ახორციელებს კანონმდებლობით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. ნ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, უფროსის უფლება-მოვალეობებს ასრულებს სამსახურის მეორადი სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ან სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე. მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან: ა) ბიუჯეტის დაგეგმისა და ფორმირების განყოფილება. ბ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება. მუხლი 7🔗. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები 1. ამ დებულების შესაბამისად სამსახურის საშტატო ნუსხით სამსახურის შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი – I რანგი (მაღალი მმართველობითი დონე); ბ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – საფინანსო დოკუმენტაციის დამუშავებისა და დაარქივების საკითხებში – IV რანგი, I კატეგორია; გ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი – ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში – II რანგი, IIკატეგორია (საშუალო მმართველობითი დონე); დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში – III რანგი, I კატეგორია; ე) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში – III რანგი, III კატეგორია; ვ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი- ბიუჯეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხებში – II რანგი, II კატეგორია (საშუალო მმართველობითი დონე); ზ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ბიუჯეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხებში – III რანგი, I კატეგორია; თ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ბიუჯეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხებში – III რანგი, III კატეგორია; ი) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ბიუჯეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხებში – IV რანგი, I კატეგორია; 2. ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილება ახორციელებს: ა) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავებას; ბ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების, აგრეთვე საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის ფორმირებას, ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას; გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადებას მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმებისა და ბიუჯეტის პროექტების ფორმირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ და ამ საკითხებზე უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს; დ) საბიუჯეტო განაცხადის ფორმების შესახებ პროექტის მომზადებას, საბიუჯეტო ასიგნებებისა და დასაქმებულთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით; ე) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან და ზესტაფონის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან შესაბამისი ინფორმაციების, მასალების მიღებას და დამუშავებას; ვ) წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების შედგენას, განსაზღვრავს შემოსულობების საერთო თანხას, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხ მოსაკრებლებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღებ ფინანსურ დახმარებას და სხვა შემოსულობებს, გადასახადების წყაროების გამოყოფით და გადასახდელების საერთო თანხას საბიუჯეტო ასიგნებების მხარჯავ დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებს, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს სამსახურის ხელმძღვანელს შემდგომში მერისათვის წარსადგენად. ამზადებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების შესახებ მერის ბრძანებისა და საკრებულოს შესაბამისი დადგენილების პროექტს; ზ) წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ/ყოველთვიურ ჭრილში დაბალანსებას, ადგენს შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ/ყოველთვიურ განწერას; თ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას; ი) კვარტალური განწერის გაგზავნას შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის; კ) დადგენილი წესის შესაბამისად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადებას ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ლ) დადგენილი წესის შესაბამისად, მერის ბრძანების პროექტების მომზადებას მხარჯავი დაწესებულებებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, განწერაში ცვლილების შეტანის მიზნით; მ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების კვარტალურ გადანაწილებას და ცვლილებების გადაცემას შესაბამისი განყოფილებებისათვის; ნ) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზებას. უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციების მიღებას, დამუშავებას და ანალიზს. ამზადებს ბიუჯეტის შესრულების ინფორმაციას და ანგარიშს, მათ შორის, სარეზერვო ფონდის ანგარიშს, რომელიც უნდა წარედგინოს მერს შემდგომში მუნიციპალიტეტის საკრებულოზე განსახილველად; ო) მერის დავალების შესაბამისად, მერის ბრძანების პროექტის მომზადებას სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ; პ) წინადადების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ; ჟ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 3. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება ახორციელებს: ა) ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების ყოველდღიურ აღრიცხვას, რისთვისაც ყოველდღიურად ამუშავებს სახელმწიფო ხაზინიდან მიღებულ ამონაწერებს და უზრუნველყოფს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დადგენილი წესით დაბრუნებას; ბ) შესყიდვების განყოფილებიდან მიღებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ოდენობის შედარებას ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების შესაბამის რესურსთან და ხელშეკრულებების რეესტრის მომზადებას შემუშავებული ფორმის მიხედვით; გ) ხელშეკრულების კომპიუტერულ ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებას, საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ვალდებულების დოკუმენტის მომზადებას, რეგისტრაციის მიზნით კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში შეტანას; დ) საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების მიღებას კანონმდებლობით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ განსახორციელებელ გადასახდელებზე; ე) ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე პასუხისმგებელი სამსახურებიდან/საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან წერილების მიღებას, რომელსაც თან ერთვის სამეურნეო მოვლენის მოხდენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია; ე.ა) წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ფაქტობრივი თანხის შესაბამისობას აღებულ ვალდებულებასთან; ე.ბ) ფაქტობრივი შესრულების ვადის შესაბამისობას ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან; ე.გ) ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის არსებობას; ვ) რეკვიზიტების შედარებას ხელშეკრულებასთან; ზ) სამეურნეო მოვლენის მოხდენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე, რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებიდან საგადახდო მოთხოვნის ფორმირებას, კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში შეტანას და სამსახურის სახაზინო განყოფილებისთვის გადაცემას, ანგარიშსწორების განხორციელების მიზნით; თ) კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარი (ავანსი) გადახდის დოკუმენტაციის მომზადებას (ელექტრონულ ბაზაში) და წინასწარი გადახდის დამოწმებას საგადახდო მოთხოვნით გათვალისწინებულ ვადაში; ი) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; კ) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ დადგენილი წესის შესაბამისად, განხორციელებული ფაქტობრივი ხარჯების, არაფინანსური აქტივებით, ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით ოპერაციების ყოველდღიურ აღრიცხვას; ლ) კონტროლს ეკონომიკური მოვლენების შესახებ პირველადი დოკუმენტების დროულ და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებაზე; მ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემი თანხების თავისდროულ დარიცხვას, უწყისების შედგენას და გაცემას; ნ) საგადასახადო დეკლარაციის შედგენას და დადგენილ ვადაში შესაბამის ორგანოში წარდგენას; ო) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებზე შესაბამისი ვალდებულების და საგადახდო მოთხოვნის მომზადებას, მონაცემთა ბაზაში შეტანას და სახაზინო განყოფილებაზე გადაცემას; პ) ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვას ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით; ჟ) არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციაში მონაწილეობასა და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვას; რ) წარმოდგენილი საბუთების შესაბამისად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების მატერიალური ფასეულობების ბუღალტრულ აღრიცხვას; ს) ბუღალტრული აღრიცხვის მატერიალური/ელექტრონული ფორმის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვას და არქივში ჩაბარებას; ტ) მეთოდოლოგიურ დახმარებას, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე; უ) კონტროლს ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე, რაც გულისხმობს საბიუჯეტო სახსრებისა და ფასეულობების მომქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად (საკრებულოს დადგენილება, მერის ბრძანება და ა.შ.) გაცემას ეკონომიკურ საქმიანობაში ან/და საოჯახო მეურნეობებში გადასვლამდე; ფ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას; ქ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას (დეპოზიტთან მიმართებაში); ღ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ანგარიშების დადგენილ ვადებში მომზადებას, დამტკიცებული ფორმების შესაბამისად და საბიუჯეტო განყოფილებისთვის წარდგენას; ყ) წლიური ბალანსის შედგენას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით; შ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 8🔗. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; პასუხს აგებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ფუნქციების ჯეროვნად შესრულებაზე; ბ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამუშაო გეგმებს; დ) ანაწილებს დავალებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; ზ) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; თ) უზუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა მიერ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ; ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით (სამსახურის უფროსის თანხმობით) უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის პროფესიული საჯარო მოხელე. მუხლი 9🔗. სამსახურის დაფინანსება და ქონება 1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით. 2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. მუხლი 10🔗. სამსახურის საქმიანობის კონტროლი 1. სამსახურის საქმიანობა ექვემდებარება კონტროლს, რაც გულისხმობს მისი განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას. 2. სამსახურის საქმიანობაზე კონტროლს ახოციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. მუხლი 11🔗. დასკვნითი დებულებები სამსახურის დებულებას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.