📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2017
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.127.016261
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,088 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 28.06.2022 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 30.09.2022 სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 28.02.2018 ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 28.02.2023 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 30.10.2017

დოკუმენტის ტექსტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №38 2017 წლის 29 დეკემბერი ქ. ზესტაფონი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ   „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №33 დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.   მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №32  დადგენილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“.   მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე დანართი №1 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის  დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური  დაცვის სამსახური  (ტექსტში შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს; 2.სამსახური თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის ნორმების, საქრთველოს „სამოქალაქო კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე  აქტების და წინამდებარე დებულების შესაბამისად; 3.სამსახურის იურიდიული მისამართია: ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა №11; 4. სამსახურის ელექტრონული მისამართია: ელ.ფოსტა: zestafoni.socialuri@mail.ru ტელ: (0492)25–18–39; 5. სამსახურს აქვს საკუთარი დასახელების აღნიშვნით  შტამპი  და ბეჭედი; მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის პრინციპები სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე; დ) დისკრიციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე; ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეწონასწორებით; ვ) მიუკერძოებლობა; ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა; მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები 1. სამსახურის უფლებამოსილებებია: ა) შეიმუშაოს და განახორციელოს  სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამები; ბ) რეგისტრაციაში გაატაროს და შესაბამისი თავშესაფრით უზრუნველყოს უსახლკაროები; გ) უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვებისა და მოხუცების საზოგადოებასთან ადაპტირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება; დ) შეიმუშაოს და განახორციელოს ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე მცხოვრები დევნილთა საქმეებზე მუნიციპალური პროგრამები; ე) შეიმუშაოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური  პროგრამები; ვ) კოორდინაცია გაუწიოს და მონაწილეობა მიიღოს სოციალურ სფეროში სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელ პროგრამებს; ზ) შეიმუშაოს და გაატაროს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ჯანდაცვის პროგრამები; თ) გაუწიოს სოციალური დახმარება და სხვა სახის შეღავათები მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებს;   ი) განახორციელოს მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება; კ) ორგანიზება გაუწიოს იმ პირთა აღრიცხვას, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან; ლ) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კოორდინაცია და მონიტორინგი გაუწიოს  ომის ვეტერანთა საქმეებს; მ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები. 2. სამსახურის ამოცანებია: ა) სოციალური პირობების გავლენის შესწავლა; ბ) მოსახლეობის დაუცველი ფენებისათვის მოსახლეობის სოციალური გარანტიების განმტკიცების მიზნით სოციალური დახმარებისა და სხვადასხვა  სახის შეღავათების გაწევა; გ) სამზრუნველო დაწესებულებების ქსელის განვითარება, თავშესაფრების მოწყობა და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის  საჭირო სხვა ღონისძიებების გატარება; დ) მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და მონაცემთა ბაზის შექმნა; ე)  მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია 1. სამსახური შედგება  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან (შემდგომში – სამსახურის უფროს) და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან (შემდგომ – მოხელე); 2. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი; 3. სამსახურის უფროსს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი; 4. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკივშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა  სამსახურეობრივ მოვალეობებს; დ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს; ე) ხელს აწერს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტაციას; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა  შესახებ; ზ) მონაწილეობს თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიების მუშაობაში; თ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგისა და ხარჯთაღხიცხვაში ცვლილებებსა და დამატების შტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში; 5. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი; 6. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერის მოადგილე შესაბამის დარგში; 7.სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე; მუხლი 5🔗.  სოციალური დახმარების გაცემის პროცედურა.  სოციალური დახმარება გაიცემა ზესატფონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების განმკარგავი (გამცემი) მუდმივმოქმედი კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობას (თავმჯდომარე, მდივანი, წევრები) და მუშაობის წესს განსაზღვრავს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი. მუხლი 6🔗. სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა. 1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ზესატაფონის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის სამსახური. 2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) მონაცემების კომპიუტერულ დამუშავებაზე. მუხლი 7🔗. სამსახურის  პროფესიული საჯარო მოხელე 1. სამსახურის მოხელის უფლება-მოვალობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამ დებულებით; 2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარით და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურეობრივი კარიერული განვითარება; ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით; ზ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; თ) აინაზღაუროს სამსახურეობრივი მივლინების ხარჯები; ი) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი  შვებულებით 24 სამუშაო დღის ოდენობით; კ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით; 3. სამსახურის მოხელე მოვალეა: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა განსაზღვრული სამსახურეობრივი ფუნქციები; გ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი; დ) შეასრულოს ზემდგომი პირის დავალებები; ე) შეასრულოს გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ვ) გაუფრთხილდეს სამსახურისათვის გადაცემულ ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებით გამოყენება; ზ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. მუხლი 8🔗. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები ამ დებულების შესაბამისად სამსახურის საშტატო ნუსხით სამსახურის შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი სამსახურის უფროსი – I რანგი (მაღალი მართველობითი დონე); ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური დაცვის საკითხებში – III რანგი II კატეგორია; გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური დაცვის საკითხებში – III რანგი II კატეგორია; დ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური პროგრამის მართვის  საკითხებში – III რანგი II კატეგორია; ე) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი დევნილთა და უსახლკაროთა   საკითხებში – III რანგი II კატეგორია; ვ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური პროგრამების მართვის საკითხებში – III რანგი III კატეგორია; ზ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – სოციალური დაცვის პაკეტების პროგრამული დოკუმენტაციების  დამუშავების საკითხებში – IV რანგი I კატეგორია; მუხლი 9🔗. სამსახურის საქმიანობის კონტრილი 1. სამსახურის საქმიანობა ექვემდებარება კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას; 2. სამსახურის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.