1. მერის პირველ მოადგილეს და მოადგილეს (მოადგილეებს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მერის პირველი მოადგილე ასრულებს მერის მოვალეობებს მერის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.
2. მერს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე.
3. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები) მერის ბრძანებით დამტკიცებული ფუნქციების განაწილების შესაბამისად, ხელმძღვანელობენ მერიის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), უზრუნველყოფენ და აკონტროლებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებასა და მერის დავალებების შესრულებას.
4. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები) უფლებამოსილებათა დელეგირების თაობაზე მერის ბრძანების შესაბამისად, ორგანიზებას უწევენ მერიის სტრუქტურული ერთეულების და კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას. ამავე უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, უფლება აქვთ დავალებები და მითითებები მისცენ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და სხვა საჯარო მოხელეებს. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში უფლება აქვთ რეზოლუციით დაავალონ სტრუქტურულ ერთეულებს საკითხის განხილვა, მოისმინონ სტრუქტურული ერთეულების და კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ანგარიში.
5. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
6. მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის (მოადგილეები)უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის საკითხი რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ით, ხოლო თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით