ვანის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2017
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016275
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2018
matsne.gov.ge 2,544 სიტყვა · ~13 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (18)
დაწესებულების პერსონალი
დაწესებულებაში დასაქმებული ყველა ის პირი, რომელიც დაწესებულების ფარგლებში ახორციელებს საქმიანობას.
მუხლი 4
ადმინისტრაციული პერსონალი
თანამშრომლები, რომლებიც საკუთარი საქმიანობის ფარგლებში მართავენ და ზედამხედველობას უწევენ დაწესებულებაში განხორციელებულ პროცესებსა და ამ პროცესებში ჩართულ თანამშრომლებს. ადმინისტრაციული პერსონალი პასუხისმგებელია დაწესებულება მართოს შემდეგი ძიდითად მიმართულებებით: საგანმანათლებლო პროცესი, სტრატეგიული მართვა, მატერიალური რესურსი და ადამიანური რესურსი.
მუხლი 4
საგანმანათლებლო პროგრამის მართვა
დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამისა (პროცესი, ფიზიკური გარემო, სოციალური გარემო და ა.შ.) და მასში ჩართული ადამიანური რესურსის მართვა.
მუხლი 4
სტრატეგიული მართვა
დაწესებულების ორგანიზაციული მართვა, მისიის და მიზნების განსაზღვრა, სტრატეგიული გეგმების შედგენა, ამ მხრივ საჭიროებების დადგენა და შესაბამისი რეაგირება.
მუხლი 4
მატერიალური რესურსის მართვა
დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის, ინფრასტრუქტურის, ფინანსების, მარაგები და ა.შ. მართვა.
მუხლი 4
ადამიანური რესურსის მართვა
დაწესებულების ადამიანური რესურსისთვის საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა, განხორციელება და სხვა.
მუხლი 4
საგანმანათლებლო პერსონალი
დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას. ამ მიმართულებით ძირითადი ფიგურა აღმზრდელ-პედაგოგია, თუმცა საგანმანათლებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლოა არსებობდეს საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი და ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი.
მუხლი 4
საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი პესონალი
დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეული მიმართულებების სპეციფიურად, სიღრმისეულად განხორციელებას ან მთლიანობაში უწევენ დახმარებას საგანმანათლებლო პროცესს (მაგ. აღმზრდელი, მუსიკის მასწავლებელი, რითმიკის, ცეკვის, ხატვის მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი და ა.შ.). ამ ტიპის პერსონალის აყვანას განსაზღვრავს დაწესებულება საჭიროებისამებრ.
მუხლი 4
ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი
დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვთა ჩართულობის ხელშეწყობას საგანმანათლებლო პროგრამაში (მაგ.: სპეც. პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპეტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და ა.შ.). ამ ტიპის პერსონალი აყვანის განსაზღვრავს დაწესებულება საჭიროებისამებრ.
მუხლი 4
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი
დაწესებულების თანამშრომლები, რომელთა მოვალეობა არის პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
მუხლი 4
ტექნიკური პერსონალი
დაწესებულების თანამშრომლები რომლებიც პასუხისმგებლები არიან დაწესებულებაში ჰიგიენაზე, კვებაზე, ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, მცენარეთა დაცვასა და უსაფრთხოებაზე.
მუხლი 4
ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი
დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ დაწესებულების სისუფთავეს, სანიტარული და ჰიგიენის ნორმების დაცვას.
მუხლი 4
კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი
დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც დაწესებულების მიერ კვების მომსახურების გაწევის შემთხვევაში უზრუნველყოფენ ჯანსაღი კვების პრინციპების განხორციელებას.
მუხლი 4
ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პერსონალი
თანამშრომლები რომლებიც დაწესებულებაში არსებული ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.
მუხლი 4
მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი
დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ დაწესებულებაში (შენობაში, ეზოში) არსებული მცენარეების მოვლას.
მუხლი 4
უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი
დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ დაწესებულების შენობის, მატერიალური რესურსისა და ჩართული პირების (ბავშვებისა და პერონალის) უსაფრთხოების დაცვას.
მუხლი 4
თემი
ერთ ტერიტორიაზე განსახლებულ იმგვარ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ.
მუხლი 4
თვითრეფლექსია
თვითშემეცნება ანუ რეფლექსური აზროვნება, როდესაც ხდება საკუთარი გამოცდილების კრიტიკული გადამუშავება, საკუთარი ქცევის და აზროვნების ანალიზი, გაცნობიერება, შეფასება, დაგეგმვა და კონტროლი.
მუხლი 4
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ცაგერის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 26.03.2025 ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მომწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მომწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 27.12.2017 ხონის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 25.12.2024 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 28.02.2018 ხაშურის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 02.10.2018

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №46 2017 წლის 28 დეკემბერი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე,   ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტში „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტები” დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი                                                                                   დანართი №1 ვანის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტები თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. პერსონალის პროფესიული სტანდარტის ცნება  პერსონალის პროფესიული სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი) არის პროფესიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების ერთობლიობა, რომელსაც უნდა ფლობდეს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების (შემდგომში - დაწესებულება) პერსონალი. მუხლი 2🔗. სტანდარტის რეგულირების სფერო  სტანდარტი განსაზღვრავს დაწესებულების პერსონალის პროფესიულ ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და ვალდებულებებს საკუთარი საქმიანობის წარმატებით განხორციელებისთვის.  მუხლი 3🔗. სტანდარტის სტრუქტურა 1. წინამდებარე სტანდარტი აერთიანებს შვიდ კომპონენტს, რომელთაგან პირველი ორი კომპონენტი – ცოდნა და უნარები, განსხვავებულია დაწესებულების პერსონალის სხვადასხვა კლასტერის შესაბამისად, ხოლო დანარჩენ ხუთ კომპონენტში აღწერილი სტანდარტები საერთოა ყველასათვის: ა) პერსონალის ცოდნა – ეს თავი აერთიანებს ძირითად ცოდნას, რომელსაც უნდა ფლობდეს პერსონალი  საკუთარი საქმიანობის წარმატებით განხორციელებისთვის. ბ) პერსონალის უნარები – ამ თავში თავმოყრილია ის ძირითადი უნარები, რომლითაც უნდა იყოს აღჭურვილი პერსონალი  საკუთარი საქმიანობის წარმატებით განხორციელებისთვის. გ) პერსონალის ღირებულებები – ამ თავში თავმოყრილია დაწესებულების პერსონალის ღირებულებების ერთობლიობა. დ) ბავშვთა კეთილდღეობა – ამ თავში მოცემულია სტანდარტები, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვთა კეთილდღეობას დაწესებულების ფარგლებში. ე) მრავალფეროვნება და ინკლუზია – ამ თავში მოცემულია მიმართულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ მრავალფეროვნებასა და თანაბარ ჩართულობას. ვ) თანამშრომლობა – ამ თავში წარმოდგენილია კოლეგებთან, მშობლებთან და თემის სხვა წარმომადგენლებთან თანამშრომლობითი ურთიერთობის პრინციპები. ზ) პროფესიული განვითარება – ამ თავში წარმოდგენილია ინდიკატორები, რომლებიც უზრუნველყოფს პერსონალის პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას. მუხლი 4🔗. ტერმინთა განმარტება სტანდარტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონში. 1. ამ სტანდარტის მიზნებისთვის, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად: ა) დაწესებულების პერსონალი – დაწესებულებაში დასაქმებული ყველა ის პირი, რომელიც დაწესებულების ფარგლებში ახორციელებს საქმიანობას. ბ) ადმინისტრაციული პერსონალი – თანამშრომლები, რომლებიც საკუთარი საქმიანობის ფარგლებში მართავენ და ზედამხედველობას უწევენ დაწესებულებაში განხორციელებულ პროცესებსა და ამ პროცესებში ჩართულ თანამშრომლებს. ადმინისტრაციული პერსონალი პასუხისმგებელია დაწესებულება მართოს შემდეგი ძიდითად მიმართულებებით: საგანმანათლებლო პროცესი, სტრატეგიული მართვა, მატერიალური რესურსი და ადამიანური რესურსი. გ) საგანმანათლებლო პროგრამის მართვა – დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამისა (პროცესი, ფიზიკური გარემო, სოციალური გარემო და ა.შ.) და მასში ჩართული ადამიანური რესურსის მართვა. დ) სტრატეგიული მართვა – დაწესებულების ორგანიზაციული მართვა, მისიის და მიზნების განსაზღვრა, სტრატეგიული გეგმების შედგენა, ამ მხრივ საჭიროებების დადგენა და შესაბამისი რეაგირება. ე) მატერიალური რესურსის მართვა – დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის, ინფრასტრუქტურის, ფინანსების, მარაგები და ა.შ. მართვა. ვ) ადამიანური რესურსის მართვა – დაწესებულების ადამიანური რესურსისთვის საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა, განხორციელება და სხვა. ზ) საგანმანათლებლო პერსონალი – დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას. ამ მიმართულებით ძირითადი ფიგურა აღმზრდელ-პედაგოგია, თუმცა საგანმანათლებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლოა არსებობდეს საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი და ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი. თ) საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი პესონალი – დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეული მიმართულებების სპეციფიურად, სიღრმისეულად განხორციელებას ან მთლიანობაში უწევენ დახმარებას საგანმანათლებლო პროცესს (მაგ. აღმზრდელი, მუსიკის მასწავლებელი, რითმიკის, ცეკვის, ხატვის მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი და ა.შ.). ამ ტიპის პერსონალის აყვანას განსაზღვრავს დაწესებულება საჭიროებისამებრ. ი) ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი – დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვთა ჩართულობის ხელშეწყობას საგანმანათლებლო პროგრამაში (მაგ.: სპეც. პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპეტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და ა.შ.). ამ ტიპის პერსონალი აყვანის განსაზღვრავს დაწესებულება საჭიროებისამებრ.  კ) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი – დაწესებულების თანამშრომლები, რომელთა მოვალეობა არის პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ლ) ტექნიკური პერსონალი – დაწესებულების თანამშრომლები რომლებიც პასუხისმგებლები არიან დაწესებულებაში ჰიგიენაზე, კვებაზე, ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, მცენარეთა დაცვასა და უსაფრთხოებაზე. მ) ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი – დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ დაწესებულების სისუფთავეს, სანიტარული და ჰიგიენის ნორმების დაცვას. ნ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი – დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც დაწესებულების მიერ კვების მომსახურების გაწევის შემთხვევაში უზრუნველყოფენ ჯანსაღი კვების პრინციპების განხორციელებას. ო) ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პერსონალი – თანამშრომლები რომლებიც დაწესებულებაში არსებული ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ. პ) მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი – დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ დაწესებულებაში (შენობაში, ეზოში) არსებული მცენარეების მოვლას. ჟ) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი – დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ დაწესებულების შენობის, მატერიალური რესურსისა და ჩართული პირების (ბავშვებისა და პერონალის) უსაფრთხოების დაცვას. რ) თემი – ერთ ტერიტორიაზე განსახლებულ იმგვარ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ. ს) თვითრეფლექსია – თვითშემეცნება ანუ რეფლექსური აზროვნება, როდესაც ხდება საკუთარი გამოცდილების კრიტიკული გადამუშავება, საკუთარი ქცევის და აზროვნების ანალიზი, გაცნობიერება, შეფასება, დაგეგმვა და კონტროლი.  თავი II დაწესებულების პერსონალის შემადგენლობა მუხლი 5🔗. დაწესებულების  პერსონალის შემადგენლობა დაწესებულებას, მისი მიზნების მისაღწევად და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების უზრუნველსაყოფად აყავს თანამშრომლები, რომლებიც მათი ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად, შეიძლება განეკუთვნებოდეს ჩამოთვლილთაგან ერთერთ ჯგუფს: 1. ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია: ა) საგანმანათლებლო პროგრამის მართვაზე ბ) სტრატეგიულ მართვაზე გ)ფინანსების და მატერიალური რესურსების მართვაზე დ) ადამიანური რესურსების მართვაზე 2. საგანმანათლებლო პერსონალი, რომელსაც მიეკუთვნება: ა) აღმზრდელ-პედაგოგი ბ) საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი პერსონალი გ) ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი    3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი: ა) ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი ბ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი 4. ტექნიკური უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პერსონალი 5. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი 6. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი. 7. წინამდებარე სტანდარტში მოცემული კლასტერების მიუხედავად შესაძლებელია, დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, რამოდენიმე სახის ფუნქციას ასრულებდეს ერთი დასაქმებული, მაგ: სტრატეგიულ, ადამიანური და მატერიალური რესურსების მართვას ერთი  ადამიანი, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ზოგად უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას – ერთი ადამიანი და ა.შ. მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული სტანდარტები  დაწესებულებას, მისი მიზნების მისაღწევად და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების უზრუნველსაყოფად აყავს თანამშრომლები, რომლებიც მათი ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად, შეიძლება განეკუთვნებოდეს ჩამოთვლილთაგან ერთერთ ჯგუფს: 1.  ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია: ა) საგანმანათლებლო პროგრამის მართვაზე ბ) სტრატეგიულ მართვაზე გ)ფინანსების და მატერიალური რესურსების მართვაზე დ) ადამიანური რესურსების მართვაზე 2.  საგანმანათლებლო პერსონალი, რომელსაც მიეკუთვნება: ა) აღმზრდელ-პედაგოგი ბ) საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი პერსონალი გ) ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი    3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი: ა) ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი ბ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი 4. ტექნიკური უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პერსონალი 5. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი 6. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი. 7. წინამდებარე სტანდარტში მოცემული კლასტერების მიუხედავად შესაძლებელია, დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, რამოდენიმე სახის ფუნქციას ასრულებდეს ერთი დასაქმებული, მაგ: სტრატეგიულ, ადამიანური და მატერიალური რესურსების მართვას ერთი ადამიანი, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ზოგად უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას – ერთი ადამიანი და ა.შ. თავი III ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული სტანდარტები  მუხლი 7🔗. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები 1. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის: ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სტანდარტები და რეგულაციები; ბ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები; გ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები; დ) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები; ე) ზრდასრულთა სწავლების მეთოდები; ვ) კვლევის მეთოდები განათლებაში; ზ) ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები; თ) ბავშვთა უფლებების კონვენცია; 2. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია: ა) საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება-დაგეგმვა, წარმართვა, შეფასება; ბ) განმავითარებელი გარემოს მოწყობა და ადაპტაცია; გ) მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება; დ) მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობა; ე) ეფექტური კომუნიკაცია; ვ) კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმების გამოყენება; ზ) პოზიტიური გაძღოლა; თ) თანამედროვე ტექნიკური საშუალებების და ხელსაწყოების გამოყენება;  ი) ადამიანური რესურის მართვა. მუხლი 8🔗. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები 1. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის: ა) სტრატეგიული გეგმის შედგენის, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები; ბ) ორგანიზაციული ქცევის პრინციპები; გ) ადრეული განათლების მართვის პრინციპები; დ) დაწესებულების წარმატებით ფუნქციონირების შიდა და გარე ფაქტორები. 2. სტრატეგიული მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია: ა) დაწესებულების საჭიროებების განსაზღვრა; ბ) დაწესებულების სტრატეგიული გეგმის შედგენა, განხორციელება და შეფასება; გ) დაწესებულების ფილოსოფიის, მისიისა და მიზნების განსაზღვრა. დ) პერსონალის გაძღოლა, მიმართულების მიცემა. ე) დაწესებულების შიდა და გარე პოლიტიკის მართვა. მუხლი 9🔗. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდანდარტები 1. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის: ა) ფინანსური დაგეგმვისა და მართვის მეთოდები; ბ) აღრიცხვის სისტემა; გ) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ფინანსური რეგულაციები; დ) დაზღვევის პრინციპები; ე) სახელფასო უწყისი ვ) ბავშვთა უფლებების კონვენცია 2. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია: ა) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება; ბ) ფინანსური ოპერაციების განხორციელება და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება; გ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა; დ) შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება; ე) ქონების ინვენტარიზაცია; ვ) წლიური ბიუჯეტის შედგენა მუხლი 10🔗. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები 1. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის: ა) ლიდერობის თანამედროვე თეორიები ბ) ადამიანური რესურსის მართვის პრინციპები; გ) თანამშრომელთა მოტივაციის ფორმები. 2. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია: ა) თანამშრომელთა მოტივაციაზე ზრუნვა; ბ) თანამშრომელთა საჭიროებების დადგენა გ) საკადრო ცვლილებების განხორციელება; დ) პერსონალისა და ბავშვების დოკუმენტაციის წარმოება; თავი IV საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული სტანდარტები მუხლი 11🔗 მიმთითებელი ნორმა: „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადდება  მუხლი 12🔗 საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი პერსონალის პროფესიული სტანდარტები 1. საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერმა პერსონალმა იცის: ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სტანდარტები და რეგულაციები; ბ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები; გ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებებს; დ) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები; დ) ინკლუზიური განათლების პრინციპები; ე) პოზიტიური გაძღოლის პრინციპები; ვ) საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის პრინციპები; ზ) საგნობრივი დისციპლინები; თ) იცის ქვეყანაში დამკვიდრებული ტერმინოლოგია და ზრუნავს საგანმანათლებლო პროცესში არაეთიკური ტერმინების (მაგ.: გონებაშეზღუდული; დეფექტური და ა.შ.) აღმოფხვრასა და ადეკვატური პროფესიული ტერმინების დამკვიდრებაზე; 2. საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერ პერსონალს შეუძლია: ა) ბავშზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება; ბ) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა; გ) საგნობრივი დისციპლინების მიხედვით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით; დ) ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში; მუხლი 13🔗. ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალის პროფესიული სტანდარტები 1. ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერმა პერსონალმა იცის: ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სტანდარტები და რეგულაციები; ბ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები; გ) ინკლუზიური განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლები, ინკლუზიური განათლების პრინციპები; დ) პრობლემური ქცევის მართვის თეორიები; ე) შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების სოციალურ და სამედიცინო მოდელებს შორის არსებული მსგავსებისა და განსხვავების შესახებ; ვ) იცის შეფასების ინსტურმენტები და შესაბამისი ინტერვენციის გზები, რომელიც რელევანტურია სხვადასხვა საჭიროებების შემთხვევაში; ზ) იცნობს სხვადასხვა სახის დარღვევას, იცის, რა გავლენას ახდენს ეს დარღვევები ბავშვის განვითარებაზე; თ) იცის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვის  სწავლების მეთოდოლოგიების, სწავლების სტრატეგიებისა და დახმარების ტექნოლოგიების შესახებ. 2. ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს შეუძლია: ა) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა; ბ) ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენა, ბავშვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და ამ მიმართულებთ მუშაობა აღმზრდელ-პედაგოგთან და მშობელთან; გ) პრობლემური ქცევის მართვის სტრატეგიების გამოყენება; დ) ტექნოლოგიების გამოყენება განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებთან მუშაობისას. ე) საგანგებო მექანიზმების შემუშავება განსაკუთრებული საჭიროების ბავშვის ჯგუფში ჩასართავად; ვ) კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული დახმარების ფორმები და გზების განსაზღვრა; ზ) პერსონალის კონსულტირება ბავშვთა პოზიტიური მართვისა და ბავშვთა ჩართვის  ეფექტურ სტრატეგიებთან დაკავშირებით. თავი V ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტები  მუხლი 14🔗 ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტები 1. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა იცის: ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სტანდარტები და რეგულაციები; ბ) ბავშვთა და მოზრდილთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხები; გ) ბავშვის ქცევის პოზიტიური მართვის პრინციპები; დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები; ე) დაგეგმვისა და შეფასების პრინციპები, კვლევის მეთოდები; ვ) კვების ნორმები, ბავშვთა საკვების მომზადების ძირითადი წესები, საკვებში ვიტამინების დაცვის ტექნოლოგიები. ზ) პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპები და სტრატეგიები. 2. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს შეუძლია: ა) ბავშვთა ფიზიკური განითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა ზედამხედველობა; ბ) საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა როგორც თითოეული ბავშვისთვის, ასევე დაწესებულების პერსონალისთის; გ) ბავშვთა პირადი ჰიგიენის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა; ბავშვებისა და პერსონალის  სამედიციო დოკუმენტაციის წარმოება; დ) ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა; ე) ბავშვებისთვის მიწოდებული საკვების ვარგისიანობის დადგენა; ვ) დაწესებულების სივრცის ჰიგიენურ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა. მუხლი 15🔗 ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი 1. ჰიგიენაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის. ა) ჰიგიენის ნორმების უზრუნველყოფა ბ) დაწესებულებისა და მასში არსებული მატერიალური რესურსის ჰიგიენის ნორმები; გ) უსაფრთხო ჰიგიენური საშუალებების მოხმარების ინსტრუქციები; 2. ჰიგიენაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია: ა) დაწესებულების შიდა და გარე სივრცისა და იქ არსებული რესურსის დასუფთავება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; ბ) ჰიგიენური საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენება. მუხლი 16🔗. კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები 1. კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის: ა) სამზარეულოს ჰიგიენის ნორმები; ბ) ჯანსაღი კვების ნორმები; გ) ბავშვთა რაციონალური კვების საფუძვლები. დ) მენიუს შედგენის წესი; ე) ნედლეულის გახარჯვის ნორმები; ვ) პროდუქტების შენახვის წესები და ვადები; ზ) კვების ნორმები, ბავშვთა საკვების მომზადების ძირითადი წესები, საკვებში ვიტამინების დაცვის ტექნოლოგიები. 2. კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია: ა) აუცილებელი საკვების მოთხოვნის ფურცლის შედგენა ბ) მენიუს შედგენა; გ) მზა საკვების ნარჩენების ჩამოწერა და აღრიცხვა დ) დაწესებულების კვების რეჟიმის შესაბამისად საკვების მომზადება ჰიგიენის ნორმების დაცვით; ე) პროდუქტის ჰიგიენურად დამუშავება და შენახვა. თავი VI ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები  მუხლი 17🔗 ტექნიკური უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები 1. ტექნიკური უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის: ა) სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიებისა და ტექნიკის ფუნქციონირების მექანიზმები; ბ) ტექნიკისა და ტექნოლოგიების უსაფრთხო მოხმარების პრინციპები. 2. ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია: ა) დაზიანებული ტექნიკის, ხელსაწყოების, იარაღების, ინვენტარის შეკეთება. თავი VII მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები მუხლი 18🔗 მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები 1. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის: ა) მცენარეთა დაცვის საკითხები; ბ) ალერგიული და მავნე მცენარეების შესახებ. 2. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია: ა) დაწესებულებაში გამწვანებასა და სისუფთავეზე ზრუნვა; ბ) ეზოს ნარგავების მოწესრიგება, გასხვლა, გამარგლვლა; გ) სხვადასხვა სივრცეების მოწყობა ეზოში ნარგავების ხარჯზე. თავი VIII უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები მუხლი 19🔗. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები  1. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის ა) შენობისა და ეზოს უსაფრთხოების საკითხები; ბ) საევაკუაციო გეგმა 2. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია: ა) დაწესებულების შენობის, მატერიალური რესურსის უსაფრთხოებაზე ზრუნვა; ბ) დაწესებულების შენობასა და ეზოში არსებული საფრთხეების განსაზღვრა და შესაბამისი რეაგირება; გ) დაწესებულების პერსონალისა და ბავშვთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა; დ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად.  თავი IX პერსონალის ღირებულებები და ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა მუხლი 20🔗. პერსონალის ღირებულებები 1. პერსონალი ემპათიურია თითოეული ბავშვისა და თანამშრომლის მიმართ; 2. პერსონალი არის ჰუმანური და იჩენს ტოლერანტობას; 3. პერსონალი ქმნის თანაბარ შესაძლებლობას ყველა ჩართული მხარისთვის. 4. პერსონალი იცავს ეთიკის ნორმებს ბავშვებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას; 5. პერსონალი პასუხისმგებლობით ეკიდება მასზე დაკისრებულ ვალდებულობებს, 6. განხორციელებისას არის ორგანიზებული და თვითკრიტიკული; 7. პერსონალი გაწონასწორებულია და ობიექტურია საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას. მუხლი 21🔗. ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა 1. პერსონალი იცავს ჯანმრთელობასთან, უსაფრთხოებასთან, ჰიგიენასთან და  კვებასთან  დაკავშირებულ  სტანდარტებსა და რეგულაციებს; 2. პერსონალი ქმნის ფიზიკურად და ფსიქიკურად უსაფრთხო გარემოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობისთვის. 3. პერსონალი პირადი მაგალითით ხელს უწყობს თითოეულ ბავშვში ჯანსაღი ცხოვრების წესთან (ჰიგიენასთან, თვითმომსახურებასთან, ჯანსაღ კვებასთან და ა.შ.) დაკავშირებული ჩვევების  ჩამოყალიბებას და მათ განმტკიცებას; 4. პერსონალს შეუძლია ძალადობის სხვადასხვა ფორმის ამოცნობა და იცის როგორ უნდა მოახდინოს რეაგირება;   5. პერსონალი ფლობს ინფორმაციას შენობის ევაკუაციის გეგმის, შენობაში განლაგებული სანიტარული თუ სამედიცინო ინვენტარის შესახებ. 6. პერსონალი ბავშვებთან ურთიერთობისას იყენებს პოზიტიური გაძღოლის სტრატეგიებს; 7. პერსონალი პირადი მაგალითით ხელს უწყობს ბავშვებს შორის და ბავშვებსა და უფროსებს შორის             კეთილგანწყობილი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას; 8. პერსონალი მართავს საკუთარ ემოციებს და არჩევს მათი გამოხატვის პოზიტიურ ფორმებს; თავი X პერსონალის პროფესიული გარემო მუხლი 22🔗.  ურთიერთობა 1. პერსონალი წარმატებული პრაქტიკის განხორციელების მიზნით აქტიურად ურთიერთობს კოლეგებთან, ბავშვების ოჯახებთან და სხვა სუბიექტებთან. 2. პერსონალმა იცის კოლეგებთან ეფექტური  თანამშრომლობის   ფორმები; 3. პერსონალი თანამშრომლობს კოლეგებთან როგორც დაწესებულების ფარგლებში, ასევე სხვა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალთან საგანმანათლებლო პროცესის გასაუმჯობესებლად; 4. პერსონალი ხელს უწყობს კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში; 5. პერსონალი ითვალისწინებს ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებს როგორც   კოლეგებთან ასევე მშობლებთან ურთიერთობისას; 6. პერსონალი ურთიერთობებისას იცავს კონფიდენციალურობას; პერსონალი თემთან ურთიერთობისას ითვალისწინებს თემში არსებულ კულტურულ კონტექსს. მუხლი 23🔗. პროფესიული განვითარება 1. პერსონალი ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე. 2. პერსონალი თვითრეფლექსიურია საკუთარი პროფესიული საქმიანობის მიმართ. 3. პერსონალმა იცის, როგორ შეაფასოს საკუთარი საქმიანობის ეფექტურობა, 4. განაახლოს პროფესიული ცოდნა და გააუმჯობესოს პროფესიული საქმიანობა.  5. პერსონალმა იცის, როგორ გამოიყენოს სხვადასხვა საშუალება და რესურსი პროფესიული ცოდნისა და უნარების გასავითარებლად;  6. პერსონალი თანამშრომლობს კოლეგებთან საკუთარი პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარების მიზნით; 7. პერსონალს შეუძლია გააანალიზოს და საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის გამოიყენოს პროფესიული ლიტერატურა. თავი XI პერსონალის მიერ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მხარდაჭერა მუხლი 24🔗. მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის უზრუნველყოფა 1. პერსონალი საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას უზრუნველყოფს მრავალფეროვნებისა და თანაბარი ჩართულობის პრინციპების დაცვას. 2. პერსონალი პატივს სცემს და  საკუთარი პრაქტიკის განხორციელებისას ითვალისწინებს თითოეული ბავშვის განსხვავებულობას, მისი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებით; 3. პერსონალი დაწესებულების ფარგლებში ხელს უწყობს თანასწორობითი ღირებულებების ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლას; 4. პერსონალი საჭიროებისამებრ იყენებს კომუნიკაციის ალტერნატიულ საშუალებებს.