თიანეთის მუნიციპალიტეტის 2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2017
ძალის დაკარგვა 25.01.2018
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია,
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016330
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ნაგავმზიდი მანქანა |
| 2 | ნაგავმზიდი მანქანა |
| 3 | ნაგავმზიდი მანქანა |
| 4 | თვითმცლელი |
| 5 | არტნის II შესახვევი და ქუმსიაშვილის ქუჩა |
| 6 | 26 მაისის ქუჩა |
| 7 | ვაჟა-ფშაველას, ლესელიძის, ჯანგირაშვილისა და სასაფლაოსთან მისასვლელი ქუჩა |
| 8 | ლაშარის ქუჩა |
| 9 | სოფ.ტუშურები |
| 10 | სოფ.ზარიძეები |
| 11 | დ.თიანეთის სკვერები და პარკები |
| 12 | დ.სიონი |
| 2016 | 2017 |
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაური | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| მუნიციპალური ნარჩენები | 90% |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის 2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №40
2017 წლის 28 დეკემბერი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის 2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მე-13 მუხლის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის 2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა დანართი №1 შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი წოწკოლაური
დანართი №1
თიანეთის
მუნიციპალური ნარჩენების მართვის
გეგმა
2018-2022
შესავალი
ნარჩენების წარმოქმნის სწრაფი ზრდა, ნარჩენებით გარემოს უკონტროლო დაბინძურება ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს საქართველოსთვის. ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა და რისკების მართვა შესაძლებელია ყველა დაინტერესებული მხარის ერთიანი ძალისხმევითა და ჩართულობით. პრობლემები, რომლებსაც იწვევს ნარჩენების წარმოქმნა სპეციფიკური და ამავდროულად კომპლექსურია. მომდევნო წლებში მნიშვნელოვანად უნდა შეიცვალოს საქართველოს ნარჩენების მართვის სექტორი. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების თანახმად ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს ნარჩენების მართვის სისტემა, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის მოთხოვნებთან.
„ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომელიც ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად არის შემუშავებული და 2015 წლის 15 იანვრიდან შევიდა ძალაში საქართველოში, ერთ-ერთ ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს ნარჩენების მართვის რეგულირების საქმეში. აღნიშნული კოდექსის მესამე თავი ითვალისიწნებს ნარჩენების მართვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მოთხოვნებს, კერძოდ ავალდებულებს მუნიციპალიტეტებს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავებას.
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს თიანეთის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმას 2018-2022 წლებისათვის.
თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის შემუშავებული „2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა“ მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის სისტემის სრულყოფასა და ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი ახალი მეთოდებისა და მიდგომების დანერგვას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და დაცული გარემოს არსებობას.
თიანეთის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა შემუშავებულია ყველა დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით. მის საჯარო განხილვაში ასევე მონაწილეობა მიიღო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებმა.
1. ნარჩენების მართვის არსებული მდგომარეობა
1.1 მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მარეგულირებელი და საკანონმდებლო საფუძვლები
საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროს არეგულირებს ისეთი საკანონმდებლო აქტები, როგორიცაა:
საქართველოს კონსტიტუცია,
საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“,
საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;
საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
საქართველოს კანონი „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“;
საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“;
საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“;
საქართველოს კანონი “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“
ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილებები:
· „ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ“ (დადგენილება №160, 01.04.2016 );
· „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ"ტექნიკური რეგლამენტი (დადგენილება №159, 01.04.2016);
· „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ (დადგენიულება №145, 20.03.2016);
· „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ (დადგენილება №144, 29.03.2016);
· „ნარჩენების ტრანსპორტირების წესის ტექნიკური რეგლამენტი“ (დადგენილება №143, 29.03.2016).
საქართველოს კონსტიტუციის 37 მუხლით დეკლარირებულია, რომ «ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს».
„ნარჩენების მართვის კოდექსი“.
2015 წლის 15 იანვარს ამოქმედდა საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი”, რომლის მიზანია სამართლებრივი და მარეგულირებელი საფუძვლების შექმნა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და ხელახალ გამოყენებას, აგრეთვე ნარჩენების დამუშავებას გარემოსთვის უსაფრთხო გზით, მათ შორის – შეგროვებას, ტრანსპორტირებას, აღდგენას (რეციკლირება, კომპოსტირება და ა.შ.) და განთავსებას.
კანონის ამოცანაა: 1) ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა ნარჩენების წარმოქმნის და მისი უარყოფითი ზეგავლენის პრევენციისა ან შემცირების გზით; 2) ნარჩენების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა; და 3) იმ რესურსების ეფექტიანი მოხმარების წახალისება, რომლებიც შეიძლება მიღებული იქნას მუნიციპლური ნარჩენების უკეთ მართვის შედეგად.
ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ საქართველომ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმული ასოცირების ხელშეკრულებით (რომელსაც 2014 წლის ივნისში მოეწერა ხელი) იკისრა ვალდებულება ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში მოიყვანოს ქვეყანაში მოქმედი ნარჩენების მართვის პრაქტიკა.
ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად განსაზღვრულია მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობა ნარჩენების მართვის პროცესში, კერძოდ, ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების ეფექტიანი სისტემის დანერგვა თავიანთ ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე ნარჩენების გამოცალკევებულად შეგროვების სისტემების ეტაპობრივი დანერგვა და გამართული ფუნქციონირება, რაც ხელს შეუწყობს აღდგენის პროცესებს. კანონი განსაზღვრავს ნარჩენების შეგროვების ზოგად პრინციპებს, რომლის მიხედვითაც ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და დამუშავება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ არ შეიქმნას სირთულეები მათი შემდგომი აღდგენის მხრივ. ამასთანავე, კანონი მოითხოვს, რომ მუნიციპალური ნარჩენები შეგროვდეს, ტრანსპორტირებული იქნას და დამუშავდეს იმ წესით, რომელიც მაქსიმალურად შესაძლო დონით გამორიცხავს გარემოს დაბინძურებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების რისკს.
ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებასთან დაკავშირებული მოთხოვნები განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ (დადგენილება №159, 01.04.2016).
ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრულია, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა შეიმუშაონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის ყოვლისმომცველი გეგმები, რომლებიც გამიზნული უნდა იყოს მუნიციპალიტეტების ფუნქციების გაუმჯობესებაზე ნარჩენების მართვის სფეროში. აღნიშნული ნარჩენების მართვის გეგმა უნდა ეფუძნებოდეს ნარჩენების მართვის იერარქიას და |ნარჩენების მართვის კოდექსი”-ს მე-5 მუხლით გათვალისწინებულ პრინციპებს. კანონის შესაბამისად მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების ხანგრძლივობა განსაზღვრულია 5!წლიანი პერიოდით, და უნდა შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას.
კანონის |ნარჩენების მართვის კოდექსი” თანახმად, მუნიციპალიტეტებს უნარჩუნდებათ მხოლოდ ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების მომსახურებებისა და აღდგენის პროგრამების განხორციელების ვალდებულებები.
უნდა აღინიშნოს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ თბილისის გამოკლებით) რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო კომპანია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, 2014
საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის 2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება მყარი (საყოფაცხოვრებო) ნარჩენების შეგროვება და გატანა. რაც გულისხმობს, მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიულ ერთეულებში (მუნიციპალიტეტი, დაბა, სოფელი) საზოგადოებრივი სივრცეების დასუფთავებას მყარი ნარჩენებისაგან და მათ გატანას ნაგავსაყრელების ტერიტორიაზე.
საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია
საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია შემუშავებულია ნარჩენების მართვის კოდექსისა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად. სტრატეგიის მიზანია საქართველოში ნარჩენების მართვის განვითარების პროცესის ჰარმონიზება ევროკავშირის ნარჩენების მართვის პოლიტიკასთან. სტრატეგიის განხორციელების მიზნით შემუშავებულია ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა. სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს ნარჩენების მართვის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილებია. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები დაკავშირებულია სტრატეგიით განსაზღვრულ მიზნებსა და ამოცანებთან.
საქართველოს ნარჩენების მართვის პირველი ეროვნული სტრატეგის მოიცავს 15 წლიან პერიოდს (2016-2030 წწ.).
სტრატეგიის შესაბამისად საქართველოში ნარჩენების მართვის ხედვაა:
„საქართველო ისწრაფვის გახდეს ნარჩენების პრევენციასა და რეციკლირებაზე ორიენტირებული ქვეყანა“, რაც მიიღწევა:
ნარჩენების პრევენციის, ხელახალი გამოყენების, რეციკლირებისა და აღდგენის ღონისძიებების გატარებით
მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების უზრუნველყოფით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
ნარჩენების წარმოქმნის წყაროსთან სეპარირების დანერგვით
ხარჯების სრული ამოღების დანერგვით
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვით
ინიციატივების განხორციელებით სპეციფიკური ნარჩენების ნაკადებზე საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბებით
სტრატეგიის მიზნების მისაღწევად საჭირო წამახალისებელი მექანიზმების დანერგვით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული სტრატეგიის მიერ განსაზღვრული ამოცანა, რომლის შესაბამისად ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს ნარჩენების მართვის პირველი ხუთწლიანი გეგმების შემუშავება და დამტკიცება 2017 წლის 31დეკემბრამდე.
ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისა და დანერგვის მიმართულებით ეროვნულ სტრატეგიაში დასახულია ნარჩენების შეგროვების შემდეგი მინიმალური მაჩვენებლების მიღწევა:
ცხრილი 1. ნარჩენების შეგროვების მინიმალური მაჩვენებლები.
2020
2025
2030
მუნიციპალური ნარჩენები
90%
100%
100%
სახიფათო ნარჩენები
70%
100%
100%
სტრატეგია ითვალისწინებს შესაძლებლობების ფარგლებში ნარჩენების პრევენციას, ხელახალ გამოყენებას, რეციკლირებასა ან/და აღდგენას. ერთ-ერთ მთავარ ამოცანას ამ მიზნის მისაღწევად წარმოადგენს ქაღალდის, პლასტიკის, მინისა და მეტალის წარმოშობის წყაროსთან სეპარირების სისტემის ჩამოყალიბება 2025 წლისთვის. დასახულია რეციკლირების მინიმალური მაჩვენებლების ეტაპობრივი მიღწევა (ცხრილი 2).
ცხრილი 2. რეციკლირების მინიმალური მაჩვენებლები.
2020 წ
2025 წ
2030 წ
ქაღალდი
30%
50%
80%
მინა
20%
50%
80%
მეტალი
70%
80%
90%
პლასტიკი
30%
50%
80%
სტრატეგია ითვალისიწნებს კომპანიების მიერ ნარჩენების პრევენციის ხელშეწყობასა და კომპანიების მიერ პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას 2020 წლისთვის.
ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საჯარო სექტორის, კერძო კომპანიებისა და საზოგადოების შესაძლებლობათა გაძლიერების ხელშეწყობას ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე. სტრატეგია მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობათა გაუმჯობესებას 2018 წლისთვის და საზოგადოების ცნობიერების გაუმჯობესებას ნარჩენების მართვის საკითხებზე 2020 წლისთვის.
ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარმოადგენენ ერთ-ერთ ძირითად დოკუმენტებს მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის პროცესში.
ნარჩენების მართვის საკითხები
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებაში
ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველო იღებს ვალდებულებას გაატაროს რეფორმები და უზრუნველყოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის მთელ რიგ დირექტივებთან, მათშორის, გარემოსდაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში. კერძოდ, აღნიშნული ასევე ეხება შემდეგ სფეროებს (მუხლი 302🔗): გარემოსდაცვითი მმართველობა და ჰორიზონტალური საკითხები; ჰაერის ხარისხი; წყლის ხარისხი და წყლის რესურსების მართვა; ნარჩენების მართვა; ბუნების დაცვა; საწარმოების მიერ გარემოს დაბინძურება; ქიმიური ნივთიერებების მართვა.
შესაბამისად, საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ინტეგრაცია სასარგებლო იქნება ნარჩენების მართვის მდგრადი და ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების საქმეში (როგორც ნარჩენების შეგროვების, ასევე მათი გადამუშავების თვალსაზრისით), გაუმჯობესდება ნარჩენების ნაგავსაყრელებზე განთავსების პრაქტიკა და მოხდება მათი დახურვის შემდგომი ღონისძიებების გატარება, დარეგულირდება გარკვეული სახის ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების საკითხები (მაგალითად, შესაფუთი მასალები, ბიოდეგრადირებადი ნარჩენები, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ელექტრონული ტექნიკა). ნარჩენების მართვის გაუმჯობესება შეამცირებს ნიადაგის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების, ჰაერის დაბინძურებას. შესაძლებელი გახდება დიოქსინებითა და სხვა ტოქსიკური ნივთიერებებით ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილება, უზრუნველყოფილი იქნება გარკვეული ნორმები ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაცვისათვის.
ნარჩენების მართვის სფეროში გასატარებული ღონისძიებები მოცემულია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების XXVI დანართში. კერძოდ, განსაზღვრულია ნარჩენების მართვის გეგმების მომზადება ნარჩენების ხუთსაფეხურიანი იერარქიის შესაბამისად და ნარჩენების პრევენციის პროგრამების შემუშავება, რაც უნდა შესრულდეს შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.
1.2 თიანეთის მუნიციპალიტეტის აღწერა და დემოგრაფილი მონაცემები
მდებარეობა. თიანეთის მუნიციპალიტეტი მცხეთა-მთიანეთის მხარის შემადგენლობაში შედის. მას დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან დუშეთის, აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ახმეტის, ხოლო სამხრეთიდან მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები ესაზღვრება.
თიანეთის მუნიციპალიტეტის ფართობია 906.3 კმ2-ს, რაც რეგიონის ტერიტორიის 15%-ია. ტერიტორიის 60% ტყეებს უჭირავს, ხოლო 34% - სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. მუნიციპალიტეტის ტერიტორია საშუალო და მაღალმთიანია, სიმაღლე ზღვის დონიდან 1000-3000 მ-ის ფარგლებში იცვლება. ტერიტორიის დიდი ნაწილი მაღლობებსა და მთისწინეთებს უკავია, მცირედ კი - ჩადაბლებებს. ძირითადად, გაბატონებულია ეროზიული, ძველმყინვარული და წყალ-აკუმულაციური რელიეფის ფორმები.
მუნიციპალიტეტის დასავლეთით აღმართულია უმეტესად საშუალმთიანი ქართლის ქედისაღმოსავლეთ კალთები, ხოლო აღმოსავლეთით ეროზიულ მერიდიანული კახეთის საშუალო მთიანი ქედი. ქართლისა და კახეთის ქედები ერთმანეთთან გადაბმული არიან თიანეთის ქედით, რომელიც ეროზიული რელიეფით ხასიათდება და აღმართულია მუნიციაპლიტეტის ჩრდილოეთით. თიანეთის ქედზე მდებარეობს მწვერვალი მასარა (3,279 მ).
თიანეთის მუნიციპალიტეტის რელიეფის უარყოფითი ფორმებიდან გამოსაყოფია თიანეთისა და ერწოს ქვაბულები. თიანეთის ქვაბული ივრის ხეობის გაფართოებული ნაწილია და იფარგლება იგი ქართლისა და კახეთის ქედებით. ქვაბული ვრცელდება 1050 მ-იდან (სამხრ) 1150 მ-მდე (ჩრდ.). თიანეთის ქვაბულის ფსკერი წარმოადგენს აკუმულაციურ ვაკეს, რომელიც აგებულია ფხვიერი ნალექებითა და ლიასით. იგი შექმნილია ტექტონიკური პროცესებით. თიანეთის ქვაბულის მსგავსად ერწოს ქვაბულიც ღრმულისებრი ტექტონიკური ჩადაბლებაა, რომელიც ირწყვის მდინარე აძეძით. ქვაბულის სიმაღლეა 1000-1100 მ. ერწოს ქვაბულის ფსკერი აკუმულაციური ბრტყელი ვაკეა, რომელიც ნაგებია თიხებით, რიყნარითა და ქვიშებით.
მუნიციპალიტეტში მდინარეთა ქსელი წარმოდგენილია მდ. იორითა და მისი შენაკადებით. მდ. იორზე მოწყობილია სიონის წყალსაცავი, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის გენერაციისთვის და სარწყავად. მუნიციპალიტეტში არის მცირე ზომის ტბებიც.
ნახ. 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის რუკა
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაყოფილია 12 ადმინისტრაციულ ერთეულად.
მოსახლეობა.
2014 წლის 5 ნოემბრის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგად, თიანეთის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა- 12,9 ათას ადამიანს.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დინამიკა ბოლო 10 წლის განმავლობაში ნაჩვენებია ნახ.2.
ნახ.2 თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დინამიკა 2006-2016 წწ.
მოსახლეობის განაწილება ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით ნაჩვენებია ნახ. 4-ზე. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე დასახლებულ ადმინისტრაციულ ერთეულად ითვლება დ.თიანეთი (29%), დ.სიონი (8%), ხევსურთსოფელი (8%), ზარიძეები (9%), არტანი (3%) ,სიმონიანთხევი(10%), ტუშურები (4%), ნაქალაქარი (7%), ჟებოტა (8%),ახალსოფელი (6%), ღულელები (6%), ჩეკურაანთგორი (2%) ადმინისტრაციული ერთეულები. მოსახლეობის განაწილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნარჩენების წარმოქმნაზე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ნაწილებში.
ნახ.4. მოსახლეობის სტრუქტურა ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით.
1.3 გეგმის ამოცანები და მიზნობრივი შედეგები
თიანეთის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც ადგენს წესს, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტი განახორციელებს ნარჩენების მართვის იმ ვალდებულებებს, რომელიც განსაზღვრულია „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიერ.
მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა მიმართულია ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტაზე, როგორიცაა:
· საკანონმდებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება |ნარჩენების მართვის კოდექსით” გათვალისწინებული ეფექტიანი ადგილობრივი პროგრამების, პროცესებისა და ობიექტების შექმნის თვალსაზრისით;
· მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ხარჯებისა და რისკების მინიმიზაცია;
· გარემოზე ზემოქმედების უარყოფითი შედეგების მინიმიზაცია, რომლებიც დაკავშირებულია ნარჩენების შეგროვებისა და გატანის არსებულ სისტემასთან;
· ნარჩენების შეგროვების სერვისის არეალის გაფართოება, რათა მოცული იქნას მოსახლეობის მაქსიმალური რაოდოენობა;
· ეკონომიკური სარგებლის მიღება, ისეთი ღონისძიებების დანერგვით, როგორიცაა ნარჩენების კომპოსტირება და რეციკლირება.
1.4 დაგეგმვის პროცესის აღწერა
1.4.1. გეგმის ჩარჩო
თიანეთის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმა შემუშავებულია საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის, ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესაბამისად და მოიცავს 2018-2022 წლებს.
გეგმაში განსაზღვრულია ძირითადი საქმიანობები, რომელიც უნდა განხორციელდეს თიანეთის მუნიციპალიტეტში მომდევნო ხუთწლიანი პერიოდისათვის, როგორც ეს დადგენილია „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიერ.
1.4.2. დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება და მონაწილეობის პროცესი
2018-2022 წლების თიანეთის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების პროცესში რეალიზებული იქნა ისეთი დემოკრატიული პრინციპები, როგორიცაა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობისა და მართვის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. ასევე მოქალაქეთა ჩართვა და თანამშრომლობა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ნარჩენების მართვის ყველა ეტაპზე მოქალაქეთა მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის ამაღლებისათვის.
საზოგადოების ინფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხები საქართველოში რეგულირდება ორჰუსის კონვენციითა და ეროვნული კანონმდებლობით. როგორც ცნობილია, ორჰუსის კონვენცია ხელშემკვრელი მხარეებისაგან[1] მოითხოვს გარემოსთან დაკავშირებული ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვითი გადაწყეტილებების პროცესში საზოგადოების ჩართვის უზრუნველყოფას. ორჰუსის კონვენცია მოითხოვს სამი სახის მონაწილეობის უზრუნველყოფას. ესენია:
· მონაწილეობა სპეციფიური საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში,
· მონაწილეობა გარემოსთან დაკავშირებული გეგმებისა და პროგრამების და პოლიტიკის შემუშავების პროცესში,
· მონაწილეობა ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში.
თიანეთის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი 7 წევრის შემადგენლობით (დანართი #3). აღსანიშნავია, რომ ჯგუფის საქმიანობაში ჩართული იყვნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებების, ბიზნესის, მასმედიის წარმომადგენლები.
სულ გაიმართა სამუშაო ჯგუფის 2 შეხვედრა, რომელთა შედეგად მოხდა თიანეთის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის არსებული მდგომარეობის განხილვა, აქტუალური პრობლემების იდენტიფიკაცია და სტრატეგიული მიზნებისა და მათი მიღწევის მექანიზმების შემუშავება.
2. მუნიციპალური ნარჩენების დახასიათება
2.1. გეგმაში მიმოხილული ნარჩენების სახეობები
წარმოდგენილი გეგმა მიმოიხილავს მუნიციპალურ არასახიფათო ნარჩენებს, რომელთა წარმოქმნის წყაროებს მიეკუთვნება:
· საოჯახო მეურნეობები. კერძოდ, კერძო სახლებსა და მრავალსართულიან შენობებში მცხოვრები ოჯახები;
· წარმოება-დაწესებულებები;
· სასწავლო დაწესებულებები (სკოლები, სკოლამდელი დაწესებულელები);
· მომსახურეობის სფერო (სავაჭრო და კვების ობიექტები);
· სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები;
· სხვა ანალოგიური დანიშნულების ორგანიზაციები.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე წარმოიქმნება ინერტული ნარჩენები, ძირითადად, სამშებენლო ნარჩენები.
2.2. ნარჩენების რაოდენობა
2.2.1. მუნიციპალური ნარჩენების წარმოქმნა
თიანეთის მუნიციპალიტეტი არ გახლავთ მრავალრიცხოვანი და საქსტატის 2017 წლის მონაცემების მიხედვით მისი მოსახლეობა შეადგენს 9 300 მაცხოვრებელს.
ბოლო სამი წლის მონაცემებით თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის“-ს მონაცემები) თიანეთის მუნიციპალიტეტში წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობა ხასიათდება მზარდი დინამიკით. უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლიდან ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეგროვებული და ნაგავსაყრელზე გადატანილი ნარჩენების აწონა, რაც გვაძლევს ფაქტიური მონაცემების ანალიზის გაკეთების საშუალებას. ასე, 2015 წელს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეგროვებული იქნა 3458 მ3 მუნიციპალური ნარჩენი, 2016 წელს - 5054 მ3 ნარჩენი. ხოლო 2017 წელს 5239,5 მ3 ანუ ნარჩენების რაოდენობა გაიზარდა 15 %-ით.
ნახ. 5. თიანეთის ტერიტორიაზე შეგროვებული და ნაგავსაყრელზე გადატანილი ნარჩენების რაოდენობა 2015-2016 წლებში.
2016 წლის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე დღეში საშუალოდ შეადგენდა 1,0 კგ, ხოლო 2017 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით კი შეადგენს- 1,05 კგ-ს.
მუნიციპალური ნარჩენებიდან ცალკე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოყოფა და შეგროვება არ ხორციელდება, ამდენად ცალკე ინფორმაცია საყოფაცხოვრებო და ორგანიზაციების/კომერციული ნარჩენების რაოდენობის შესახებ არ არსებობს.
როგორც ცხირილიდან #4 ჩანს, ნარჩენების წარმოქმნა განსაკუთრებით იზრდება ზაფხულის პერიოდში. ნარჩენების ზრდის ტენდენცია განსაკუთრებით შეიმჩნევა 2017 წელს, რისი ერთ-ერთ მიზეზი ტურისტების და სეზონური დამსვენებლების რიცხვის მკვეთრი ზრდა წარმოადგენს.
ცხრილი 4. თიანეთის ტერიტორიაზე შეგროვებული ნარჩენების რაოდენობა 2015-2017 წლებში
ნარჩენების რაოდენობა, კგ
თვე
2015
2016
2017
იანვარი
211.7
329
190.6
თებერვალი
255.5
329
180
მარტი
292
357
364
აპრილი
384.7
357
369.5
მაისი
306.6
364
394
ივნისი
270.1
364
347.7
ივლისი
438
588
463
აგვისტო
313.9
700
1018.8
სექტემბერი
262.8
483
689.8
ოქტომბერი
226.3
469
538.7
ნოემბერი
219
399
374.9
დეკემბერი
277
315
307.6
სულ
3458
5054
5239.5
2.2.2. ნარჩენების წარმოქმნა ტურისტების მიერ
ტურიზმი ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი დარგია მცხეთა-მთიანეთის რეგიონსა და, შესაბამისად, თიანეთში. ყველწლიურად იზრდება ტურისტთა რაოდენობა. კერძოდ, არსებული მონაცემების მიხედვით, 2015-2017 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა მთლიანად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (ნახ.3) და, შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ ღამის გასათევად დარჩენილ ტურისტთა ზუსტი აღრიცხვის მონაცემები არ არსებობს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ტურისტების რაოდენობის დაახლოებით ნახევარი მაინც ათევს თუნდაც ერთ ღამეს თიანეთის მუნიციპალიტეტში, რადგანაც თიანეთში და მის შემოგარენში განლაგებულია მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილები, ასევე სასტუმროები და სასტუმრო სახლები.
სავარაუდოდ, ტურისტების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობამ 2016 წელს შეადგინა 252 მ3, ხოლო 2017 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენს 261მ3.
ცხრილში (ცხრილი №5) ნაჩვენებია ტურისტების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობა 2016-2022 წლებში.
ცხრილი 5. ნარჩენების წარმოქმნა ტურისტების მიერ.
ნარჩენების წარმოქმნა ტურისტების მიერ, მ3
2016
2017
2018
2019
2020
2021
2022
252 მ3
261მ3
270მ3
279მ3
288მ3
298მ3
307მ3
2.3. ნარჩენების წარმოქმნის პროგნოზირება
როგორც ბოლო წლების ნარჩენების წარმოქმნის მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, შეიმჩნევა წარმოქმნილი და შეგროვებული ნარჩენების მოცულობის ზრდა. ამდენად, მოსალოდნელია, რომ ნარჩენების წარმოქმნა ასევე გაიზრდება მომავალ წლებში და 2022 წლისათვის შეადგენს დაახლოებით 6500მ3/წელიწადში.
ცხრილი 6. ნარჩენების წარმოქმნის პროგნოზი ქ. თიანეთში.
ნარჩენების წარმოქმნა,მ3
2016
2017
2018
2019
2020
2021
2022
5054 მ3
5163 მ3
5272 მ3
5381მ3
5590 მ3
5901მ3
6500მ3
საკვების ნარჩენების შემცველობა თიანეთის მუნიციპალიტეტში წარმოქმნილ ნარჩენებში ყველაზე მეტად ავლენს სეზონურობას. მისი შემცველობა მაღალია ივლის-აგვისტოში, ამ ნარჩენების შემცველობაზე ასევე მოქმედებს უქმე, სადღესასწაულო დღეების რაოდენობა თვეში. ცხელი დღეებისა და სადღესასწაულო დღეების რაოდენობა ასევე მოქმედებს პლასტმასის ფრაქციის შემცველობაზე.
3. არსებული მუნიციპალური ნარჩენების სისტემის მიმოხილვა
3.1. მუნიციპალური ნარჩენების მართვის ორგანიზაციული სისტემა თიანეთში
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თიანეთის ადგილობრივ თვითმმართველობას. მუნიციპალური ნარჩენების მართვის პასუხისმგებლობათა სტრუქტურული გადანაწილება ნაჩვენებია ნახ.6-ზე. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობა ხორციელდება თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის ხელმძღვანელობით, რომელშიც ჩართულია სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის განვითარების, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახური და ააიპ „თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური“, რომლებიც უშუალოდ მერის პირველ მოადგილეს ექვემდებარებიან.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი
მერის პირველი მოადგილე
.....
სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახური
ააიპ „თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური“
ნახ. 11. თიანეთის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრუქტურა
ფუნქციების გადანაწილება:
· სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახური
პასუხისმგებელია ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან ნარჩენების უტილიზაციის მოსაკრებელის მართვაზე.
· ააიპ „თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური“ 2015 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირებს, აღნიშნული კომპანიის მოვალეობებია: თიანეთის მუნიციპალიტეტის ქუჩებისა და ტერიტორიების დაგვა-დასუფთავება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება და გატანა, ქუჩების ჩარეცხვა, სანიაღვრე სისტემების ექსპლუატაცია და მიმდინარე რემონტი, მუნიციპალიტეტის, ადმინისტრაციული შენობის დასუფთავება.
2012 წლიდან პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტებში წარმოქმნილი ნარჩენების განთავსებასთან დაკავშირებით ეკისრება შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“.
3.2. არსებული მუნიციპალური მომსახურების აღწერა
თიანეთის მუნიციპალიტეტის, მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისათვის გამოიყენება შემდეგი სისტემები:
Ø კონტეინერული, რომელიც გულისხმობს ნარჩენების შეგროვებას ქუჩებსა და ტროტუარებზე განთავსებული კონტეინერების საშუალებით, რომელთა დაცლა განსაზღვრულ ინტერვალებში ხდება სპეციალური ტრანსპორტით (ნაგავმზიდებით).
Ø „ზარის“ სისტემა, რომელიც გულისხმობს დროის გარკვეულ ინტერვალში სოფლებში სადაც არარის განთავსებული ბუნკერები, ნაგავმზიდი მანქანებით საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას ნაგავსაყრელზე.
კონტეინერული სისტემის რეალიზაცია:
ამჟამად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულია 1,1 მ3-ის ტევადობის 305 კონტეინერი. ნარჩენების გატანის მიზნით ამ კონტეინერების დაცლას შესაბამისი სამსახური კვირაში სამჯერ ახდენს.
„ზარის სისტემა“ ძირითადად ფუნქციონირებს სოფლებში, სადაც ძირითადად ვიწრო და არაასფალტირებული გზებია. „ზარის სისტემის“ არსებობის შემთხვევაში პრობლემატურია ნაგვის შემგროვებელი მანქანის უბანზე მისვლის გარკვეული დროის შუალედი, რაც ხელს უშლის მუნიციპალიტეტში ნარჩენების უფრო ეფექტურ შეგროვებას.
3.3. შეგროვების და ტრანსპორტირების მომსახურება
3.3.1. შეგროვების და ტრანსპორტირების საშუალებები და საოპერაციო პროცესები
თიანეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი ნარჩენების შემგროვებელი მანქანის უმეტესობა შეძენილ იქნა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში.
ამჟამად ააიპ „თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის“ ბალანსზე ირიცხება:
ნაგავმზიდი ა/მანქანა (7 მ3-იანი ძარით) – 2;
ნაგავმზიდი ა/მანქანა (21 მ3 ძარით) – 1;
მსუბუქი ა/მანქანა (ყოველდღიური მონიტორინგისათვის) – 1 ერთეული.
სპეციალიზირებული ტექნიკის ჩამონათვალი იხილეთ დანართში №1.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვებისათვის გამოიყენება შემდეგი სახის კონტეინერები:
· კონტეინერები,1,1მ3 მოცულობის – 305 ცალი
შეგროვების მომსახურების დაფარვის არეალი
ნარჩენების შეგროვება-გატანის მომსახურებით მოცულია თიანეთის მუნიციპალიტეტის თითქმის მთლიანი ტერიტორია. ამისთვის გამოიყენება როგორც კონტეინერული სისტემა, ისე ზარის სისტემაც.
3.4 ქუჩების დასუფთავება
თიანეთის მუნიციპალიტეტში ქუჩების დაგვა-დასუფთავება ხორციელდება ააიპ „თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის“ მიერ, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ წლიურ ბიუჯეტში გათვალისწინებული „დასუფთავების ობიექტების ნუსხაში“ განსაზღვრული ქუჩების, მათი ფართობის, დაგვის ჯერადობის შესაბამისად.
ამჟამად მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავების მომსახურება ხორციელდება 18 ქუჩასა და 5 სკვერში. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად იზრდება იმ ქუჩების რაოდენობა, სადაც ხორციელდება დაგვა-დასუფთავების მომსახურება.
„დასუფთავების ობიექტების ნუსხაში“ შესული ქუჩების ჩამონათვალი იხ. დანართი №2.
· ყოველკვირეული დასაგველი ფართი შეადგენს 35500 მ2.
დაგვა-დასუფთავების პრობლემები:
· მუნიციპალიტეტისათვის აუცილებლობას წარმოადგენს გააჩნდეს რამდენიმე ერთეული მექანიკური დამგველი ავტომანქანა, რაც ქუჩების დაგვა- დასუფთავებას უფრო ეფექტურს გახდის.
· ხშირია ქუჩებში დალექილი მტვრის ე. წ. „მეორადი ამტვერების“ შემთხვევები, ადგილი აქვს შეგროვებული ნარჩენების წვის ცალკეულ შემთხვევებს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს გარემოს ხარისხზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე, ასევე აზიანებს ნარჩენების მიმღებ კონტეინერებს.
3.5 ნარჩენების განთავსების არსებული ობიექტებია.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეგროვებული ნარჩენების განთავსება ხორციელდება თიანეთის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, თიანეთში ყოველწლიურად გროვდება და ნაგავსაყრელზე განთავსდება 5700 მ3-მდე ნარჩენი.
თიანეთის ნაგავსაყრელი განთავსებულია თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის მაგისტრალის გასწვრივ. ნაგავსაყრელის ფართობი შეადგენს 6279მ2 თიანეთის მუნიციპალური ნაგავსაყრელის მართვას ახორციელებს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, რომელიც 2012 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შეიქმნა. კომპანიის მიზანს წარმოადგენს:
· არსებული ნაგავსაყრელების რაოდენობის შემცირება და ეტაპობრივად ყველა ნაგავსაყრელის დახურვა, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის დირექტივას;
· ნაგავსაყრელზე ნარჩენების მდგრადი, გარემოს თვალსაზრისით უსაფრთხო და ეფექტური განთავსება;
· ევრო კომისიის დირექტივების დაცვა მყარი ნარჩენების მართვის სფეროში.
3.6. სახიფათო ნარჩენების მართვა
უნდა აღინიშნოს, რომ “ნარჩენების მართვის კოდექსისის“ შესაბამისად, ყველა იმ ნარჩენის სახეობა, რომელიც ხვდება სახიფათო ნარჩენების ჩამონათვალში და ამავე დროს განეკუთვნება მუნიციპალურ ნარჩენებს, საკმაოდ მრავალრიცხოვანია. დღეს თიანეთში სახიფათო ნარჩენების ცალკე შეგროვებისა და უტილიზაციის რაიმე მნიშვნელოვანი საქმიანობა არ ხორციელდება. ამდენად, უცნობია რა სახისა და რაოდენობის სახიფათო ნარჩენები წარმოიქმნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, როგორია სახიფათო ნარჩენების წილი მთლიანად მუნიციპალურ ნარჩენებში.
სახიფათო ნარჩენების ერთ-ერთი სახეობაა სამედიცინო ნარჩენები. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ნარჩენების შეგროვება და უტილიზაცია სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებიდან (საავადმყოფოები, სამედიცინო კაბინეტები) ხდება სპეციალური კომპანიის მიერ, სამედიცინო ნარჩენების გარკვეული ნაწილი მაინც ხვდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებში (ძირითადად, საყოფაცხოვრებო სექტორიდან) და, საბოლოოდ, ოფიციალურ ნაგავსაყრელზე, რაც განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს.
ნარჩენების წვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ააიპ „თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურმა“ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქმიანობა ნარჩენების წვის აღსაკვეთად. ყოველწლიურად ხორციელდება მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ადგილებზე წარმოქმნილი ფოთლების შეგროვება და ნაგავსაყრელზე გატანა, მინიმუმამდე არის შემცირებული კონტეინერებში ნარჩენების დაწვის შემთხვევები.
თუმცა, ჯერ კიდევ ხდება ნარჩენების და ჩამოცვენილი ფოთლების წვა ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში მყოფი ტერიტორიების დაგვა-დასუფთავებისას.
ამრიგად, თიანეთში ჯერ კიდევ აქვს ადგილი ნარჩენების მოცილების ისეთ სახიფათო გზას, როგორიცაა საყოფაცხოვრებო ნარჩენების წვა. განსაკუთრებით ფართოდაა მიღებული ნარჩენების წვა წარმოქმნის ადგილზე (მოსახლეობაში, საწარმოებსა და ორგანიზაციებში).
ტოქსიკური ნაერთების მნიშვნელოვან გამოფრქვევას ადგილი აქვს შემოდგომაზე ჩამოცვენილი ფოთლების წვისას ქუჩებისა და ეზოების დასუფთავების მიზნით. ყველა ის მავნე ნაერთი (მათ შორის ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი), რომელიც ზაფხულის განმავლობაში შთანთქა მცენარეებმა, წვისას კვლავ თავისუფლდება და ატმოსფეროში ბრუნდება. ფოთლების გროვის წვის დროს ქვედა ფენა ღვივის და ბოლავს, ანუ მიმდინარეობს არასრული წვა, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერებების გამოყოფას. თუკი ამ გროვაში მოხვდება სხვა ნარჩენებიც (პოლიეთილენის პაკეტი, პლასტიკური ბოთლი, ელექტროელემენტი და ა.შ.) გამოყოფილი ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების რაოდენობა მკვეთრად იზრდება.
3.7. ინერტული ნარჩენები
„ნარჩენების მართვის კოდექსის” შესაბამისად ინერტული ნარჩენებს მიეკუთვნება ნარჩენები, რომლებიც არ განიცდიან მნიშვნელოვან ფიზიკურ, ქიმიურ ან ბიოლოგიურ ცვლილებებს. ინერტული ნარჩენები არ იხსნება, არ იწვება და არ შედის სხვაგვარ ქიმიურ ან ფიზიკურ რეაქციაში, არ განიცდის ბიოდეგრადაციას და არ ახდენს სხვა მასალაზე ისეთ გავლენას, რაც გამოიწვევს გარემოს დაბინძურებას ან ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას. თუმცა ინერტული ნარჩენები დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს მდგრადობას გარემოში და მის დამაბინძურებელს წარმოადგენს.
თიანეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე რეკონსტრუქციის, ბინათმშენებლობის, ძველი ობიექტების რეაბილიტაციისა თუ მოსახლეობის მიერ სარემონტო სამუშაოების შესრულების შედეგად დიდი რაოდენობით ინერტული, კერძოდ, სამშენებლო ნარჩენები წარმოიქმნება. ასეთი ინერტული ნარჩენების წარმომქმნელს ექმნება მათი გატანისა და განთავსების პრობლემები. არ არსებობს ტერიტორია ინერტული ნარჩენების განთავსებისათვის, ამიტომ საბოლოოდ ასეთი ნარჩენები ხვდება ღია გარემოში, უკონტროლო ე.წ. „ველურ” ნაგავსაყრელზე ან, უკეთეს შემთხვევაში, მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე.
ხოლო მცირე მოცულობის ან ზომების ინერტული ნარჩენები, როგორც წესი, მოსახეობის მიერ საერთო ნარჩენების კონტეინერებში თავსდება. თუმცა უცნობია მთლიანობაში რა რაოდენობის ასეთი ნარჩენები საბოლოოდ ხვდება ნაგავსეყრელზე სხვა სახის მუნიციპალურ ნარჩენებთან ერთად.
3.8. ბიოდეგრადირებადი ნარჩენები
ისეთი ბიოდეგრადირებადი ნარჩენები, როგორიცაა მწვანე ნარჩენები (ბაღებისა და პარკების, ხეების შებელვის ნარჩენები, მოთიბული ბალახი) სამზარეულოსა და საკვების ნარჩენები, წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მთავარ შემადგენელ ნაწილს. ამაზე მიუთითებს უკვე ცნობილი კვლევები, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვსაზღვროთ ბიოდეგრადირებადი ნარჩენების რაოდენობა. კერძოდ, წარმოქმნილი ნარჩენების არანაკლებ 40%-სა მიეკუთვნება ამ სახეობას, მიუხედავად სეზონისა. ამ ნარჩენების უდიდესი ნაწილ ხვდება ნაგავსაყრელზე, სადაც სწორედ ამ სახეობის ნარჩენები წარმოადგენს ისეთი გაზის წარმოქმნის წყაროს, როგორიცაა მეთანი (რომელიც, სათბურის აირია ასევე).
კერძოდ, ნაგავსაყრელზე დიდი რაოდენობით ხვდება ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკებსა და სკვერებში შეგროვებული მწვანე ნარჩენები, რაც თავის მხრივ არაჩვეულებრივ მასალას წარმოადგენს კომპოსტირებისათვის.
უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში არ არსებობს ნარჩენების კომპოსტირების ცენტრალიზებული სისტემა, მოსახლეობაში ცნობილია კომპოსტირების ინდივიდუალური მეთოდების შესახებ და ზოგიერთები იყენებენ კიდევაც ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კომპოსტირებას საკუთარ ეზოებში. თუმცა ასეთი პრაქტიკა არ არის ფართოდ გამოყენებული და ცნობილია მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, როცა გამოიყენება კომპოსტირების ინდივიდუალური მეთოდები.
ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს ბიოდეგრადირებადი ნარჩენების სტრატეგიას, სადაც ყურადღება გამახვილდება, ნაგავსაყრელზე განსათავსებელ ნარჩენებში ბიოდეგრადირებადი კომპონენტის შემცირებაზე. ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტმაც საკუთარ წვლილი შეიტანოს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში.
3.10. ხარჯები და ხარჯების ანაზღაურება
3.10.1. მოსაკრებელი დასუფთავებისათვის
თიანეთის მუნიციპალიტეტში შემოღებულია და მოქმედებს მოსაკრებელი დასუფთავებისათვის.
მოსაკრებლის ოდენობა ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის განისაზღვრება თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული (დადგენილება №41, 03.09.2011წ.) და ნარჩენების დაგროვების ნორმების შესაბამისად განსხვავდება სხვადასხვა დანიშნულების ორგანიზაციებისათვის.
აღნიშნული დადგენილების შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია 1მ3 ნარჩენზე თვეში 9,20 ლარის ოდენობით. ხოლო ერთ სულ მოსახლეზე დასუფთავების მოსაკრებელი შეადგენს 0,5 ლარს.
უნდა აღინიშნოს, რომ დასუფთავების მოსაკრებელის მართვაზე თიანეთის მერიაში პასუხისმგებელია სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის განვითარების, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახური
ნახ. 15. დასუფთავების მოსაკრებლის შემოსულობები
3.10.2. მოსაკრებლების აღრიცხვის ავტომატიზაცირებული სისტემა.
მოსაკრებლის აღრიცხვის მიზნით დასუფთავების განყოფილებაში ფუნქციონირებს ავტომატიზირებული სისტემა. აღნიშნული სისტემა შედგება რამდენიმე მოდულისაგან, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის ფუნქციებს. სისტემა საშუალებას იძლევა ავტომატურ რეჟიმში განხორციელდეს ისეთი საქმიანობა, როგორიცაა:
· მომხმარებლების და მათი უფლებების მართვა,
· თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების, დასახლებული პუნქტების და უბნების სტრუქტურის აღწერა,
· სისტემაში აბონენტის შესახებ ინფორმაციის დამატება და რედაქტირება, სკანირებული დოკუმენტების დამატება,
· მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დაფიქსირება და რედაქტირება.
· დარიცხვების კლასიფიკატორული სისტემის საფუძველზე გადასახადის დარიცხვა, თვის დახურვა და ბალანსის გამოყვანა.
· აბონენტებისათვის გადასაცემი ქვითრების და შეტყობინებების გენერაცია, როგორც ინდივიდუალურად ერთი აბონენტისათვის, ასევე აბონენტების ჯგუფისათვის - მუნიცეპალიტეტის ან ქუჩის მიხედვით.
· სოცილურად დაუცველებისათვის შეღავათის დაფიქსირება.
· საგადხდო აპარატებიდან და ბანკებიდან გადახდილი თანხების ავტომატური დაფიქსირება.
აღნიშნული სისტემის გამოყენება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსაკრებლის გადამხდელთა ბაზების მართვას.
3.11. ნარჩენების მართვის დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან
ნარჩენების შეგროვების, გადამუშავებისა და უტილიზაციის სამუშაოების დაფინანსება ხორციელდება თიანეთის ბიუჯეტის მიერ. როგორც ნახ. 16-ზეა ნაჩვენები, აღნიშნული სფეროს დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2014-2016 წლებში ხასიათდებოდა მზარდი დინამიკით.
ნახ.16. ნარჩენების მართვის დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2014-2017 წწ.
3.12. თიანეთის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური ნარჩენების მართვის SWOT ანალიზი
შიგა ფაქტორები
ძლიერი მხარეები
სუსტი მხარეები
ნარჩენების მართვის სრულყოფა წარმოადგენს თიანეთის მუნიციპალიტეტის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტს.
არ ხორციელდება ნარჩენების ინტეგრირებული მართვა
ნარჩენების მართვის დაფინანსების მზარდი დინამიკა ადგილობრივ ბიუჯეტში.
ნარჩენების წარმოქმნის წყაროები და ნაკადები შესწავლილია არასაკმარისად.
მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების და გატანის ტექნიკური აღჭურვილობა.
არსებული ტექნიკური აღჭურვილობა არ არის საკმარისი მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიის მოსაცველად.
მუნიციპალური ნარჩენების მართვის ორგანიზაციული სტრუქტურის არსებობა და გამართული მუშაობა, პასუხისმგებლობების სწორი გადანაწილება.
არ არის დანეგრგილი GIS სისტემა, რომელიც გააუმჯობესებს ნარჩენების მართვას, დაგვა-დასუფთავების მიმართულებით.
ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართვის გამოცდილების არსებობა.
კონტეინერების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ განთავსებულია ქუჩების სავალ ნაწილზე.
(სპეციალური კონტეინერები, თვითმცლელი მანქანა).
მექანიკური დამგველი და სარწყავ-ჩამრეცხი სპეციალური დანიშნულების ავტომანქანების არარსებობა.
არ არის დანერგილი მუნიციპალურ დონეზე ნარჩენების დახარისხებული შეგროვების სისტემები ისეთი ნარჩენებისათვის, როგორიცაა ქაღალდი, მინა, ორგანული ნარჩენები.
არ არსებობს მუნიციპალური სახიფათო ნარჩენების მართვის სისტემა.
გარე ფაქტორები
შესაძლებლობები
საფრთხეები
„ნარჩენების მართვის კოდექსის“ არსებობა, რომელიც განსაზღვრავს ძირითად მიდგომებს ნარჩენების მართვის მიმართ როგორც სახელმწიფოებრივ, ისე მუნიციპალურ დონეებზე.
„ნარჩენების მართვის კოდექსის“ საფუძველზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ვადების დარღვევა.
სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მხარდაჭერის არსებობა: ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული ნარჩენების მართვა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო პრიორიტეტს და ამოცანას.
რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის გადადება ან ვადების დაუცველობა, რაც პრობლემას შეუქმნის თიანეთის ნაგავსაყრელს.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების არსებობა, რომელიც განსაზღვრავს გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის სფეროებში მისაღწევ მაჩვენებლებს. ნარჩენების მართვის სფეროში ევროკავშირის გამოცდილების გაზიარების საშუალება.
კერძო ბიზნესის არასაკმარისი ინტერესი და უნდობლობა ნარჩენების გადამუშავების მიმართ.
გარემოს დაცვის სამინისტროს საქმიანობა ნარჩენების მართვის სრულყოფისა და ნარჩენებით გარემოს დაბინძურების აღკვეთის მიმართულებით.
მოსახლეობის დაბალი გარემოსდაცვითი თვითშეგნება და დაბალი მოტივაცია ნარჩენების დახარისხებაში აქტიური მონაწილეობისათვის
ნარჩენების მართვის სფეროში მომუშავე გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა და მათი პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობა.
არ არსებობს ადგილზე წარმოქმნილი ნარჩენების პრევენციისა და ხელმეორედ გამოყენების სისტემები.
დახარისხებულ ნარჩენებზე მზარდი მოთხოვნილება მთელ მსოფლიოში. ნარჩენების ბაზრის არსებობა.
არ არის დანერგილი ნარჩენების კომპოსტირება.
მასმედიის მიერ ნარჩენების მართვის პროცესის გაშუქების და მოსახლეობის ინფორმირების შესაძლებლობა.
მაღალია ნარჩენებით, განსაკუთრებით, მდინარების ნაპირებისა და კალაპოტის, დაბინძურების დონე.
საერთაშიროსი ორგანიზაციებისა და ფონდების დაინტერესება ნარჩენების მართვის სისტემების სრულყოფის პროექტების განსახორციელებლად.
კერძო სექტორის ხელშეწყობა ნარჩენების მართვისა და გადამუშავების პროცესებში ჩართვისათვის.
არასამთავრო ორგანიზაციების აქტიური ჩართვა გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვის, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების საქმიანობაში.
სასწავლო დაწესებულებების ჩართვა ნარჩენების მართვის, დახარისხების საქმიანობაში.
5. თიანეთის მუნიციპალიტეტის, მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგია და გეგმა
5.1. ნარჩენების მართვის პრინციპები
საქართველოს “ნარჩენების მართვის კოდექსში” განსაზღვრულია ნარჩენების მართვის ძირითადი პრინციპები, რომელიც წარმოადგენს მუნიციპალური ნარჩენების მართვის მთავარ მიდგომას. კერძოდ, კოდექსში აღნიშნულია, რომ „ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის გარეშე, კერძოდ, ისე, რომ ნარჩენების მართვამ: ა) საფრთხე არ შეუქმნას წყალს, ჰაერს, ნიადაგს, ფლორას და ფაუნას; ბ) არ გამოიწვიოს ზიანი ხმაურითა და სუნით; გ) არ მოახდინოს უარყოფითი გავლენა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით – დაცულ ტერიტორიებზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე”.
მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იქნა შემდეგი პრინციპები[2]:
ა) „უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღების პრინციპი” – მიღებული უნდა იქნეს ზომები გარემოსთვის ნარჩენებით გამოწვეული საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მაშინაც კი, თუ არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული მონაცემები;
ბ) პრინციპი „დამბინძურებელი იხდის” – ნარჩენების წარმომქმნელი ან ნარჩენების მფლობელი ვალდებულია გაიღოს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ხარჯები;
გ) „სიახლოვის პრინციპი” – ნარჩენები უნდა დამუშავდეს ყველაზე ახლოს მდებარე ნარჩენების დამუშავების ობიექტზე, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ეფექტიანობის გათვალისწინებით;
დ) „თვითუზრუნველყოფის პრინციპი” – უნდა ჩამოყალიბდეს და ფუნქციონირებდეს მუნიციპალური ნარჩენების განთავსებისა და აღდგენის ობიექტების ინტეგრირებული და ადეკვატური ქსელი.
5.2. ნარჩენების მართვის იერარქია.
საქართველოში ნარჩენების მართვის პოლიტიკა და ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება ნარჩენების მართვის იერარქიას, რომელიც ასევე გამოყენებული იქნა თიანეთის მუნიციპალიტეტის, მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.
ნარჩენების მართვის სტრატეგიები ნარჩენების იერარქიაში განლაგებულია იმის მიხედვით, თუ რამდენად სასურველია მათი გამოყენება. ნარჩენების მართვის იერარქიის მიზანია მაქსიმალური პრაქტიკული სარგებელი მიიღოს პროდუქტებისაგან და მინიმალური ოდენობით წარმოქმნას ნარჩენები.
ნარჩენების მართვის იერარქია.
ნარჩენების იერარქია წარმოდგენილია გადაბრუნებული პირამიდის სახით. ნარჩენების მართვის პოლიტიკა ძირითადად ფოკუსირებულია ნარჩენების წარმოქმნის პრევენციაზე ან თავიდან აცილებაზე. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნარჩენების წარმოქმნის შემცირება. რეციკლირება (ანუ გადამუშავება), მათ შორის კომპოსტირება, წარმოადგენს შემდეგ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ნაკლებად სასურველ ქმედებას წარმოადგენს მასალისა და ენერგიის აღდგენა. ენერგიის აღდგენისათვის გამოიყენება ნარჩენების წვა.
ბოლო ნაბიჯს წარმოადგენს ნარჩენების განთავსება ნაგავსაყრელებზე, რაც გამოყენებული უნდა იქნას იმ ნარჩენების მიმართ, რომელთა პრევენცია, ხელმეორედ გამოყენება, გადამუშავება ან აღდგენა (recovery) არ მოხერხდა წინა ეტაპებზე.
5.3. თიანეთის მუნიციპალიტეტის, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის ხედვა, მიზნები და მოსალოდნელი შედეგები.
მომავლის ხედვა ფორმულირებულია შემდეგი სახით:
სუფთა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა ნარჩენების პრევენციასა და რეციკლირებაზე ორიენტირებული თანამედროვე მიდგომების დანერგვით თიანეთის მუნიციპალიტეტში.
„ნარჩენებისა მართვის კოდექსის“ მიერ მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრული ვალდებულელებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი დოკუმენტი ითვალისწინებს ნარჩენების მართვის სფეროში ისეთი მიმართულებებით საქმიანობას, როგორიცაა:
- მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება,
- ნარჩენების წყაროსთან სეპარირების დანერგვა და რეციკლირების ხელშეწყობა,
- საზოგადოების თვითშეგნების ამაღლება და განათლება ნარჩენების მართვის სფეროში.
მოსალოდნელი შედეგები
დასახული შედეგების მიღწევა შესაძლებელი იქნება ეტაპობრივად 2018-2022 წლებში.
კერძოდ, განსაზღვრულია შემდეგი მაჩვენებლების (ინდიკატორების) მიღწევა:
· მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების 100% უზრუნველყოფა 2022 წლისთვის,
· წყაროსთან ნარჩენების სეპარირება:
2020წ
2022წ
ქაღალდი
30%
50%
მინა
20%
50%
პლასტიკი
50%
60%
სტრატეგიული მიზნები და ამოცანები
2018-2022 წლების თიანეთის მუნიციპალიტეტის, მუნიციპალური ნარჩენების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიზნებია:
მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების გაუმჯობესება და სრულყოფა;
ნარჩენების სეპარირების ახალი სისტემების დანერგვა და განვითარება;
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვაში მოქალაქეთა ჩართვის ხელშეწყობა.
მიზანი 1. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების გაუმჯობესება და სრულყოფა.
ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება.
როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული თიანეთის ნარჩენების შეგროვების მუნიციპალური მომსახურებით მოცულია მუნიციპალიტეტის, თითქმის მთელი ტერიტორია. ამისთვის გამოიყენება როგორც კონტეინერული, ისე ზარის სისტემა. მიუხედავად არსებული ძალისხმევისა, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა არსებობს თიანეთის მუნიციპალიტეტში ამ სფეროში. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ არასაკმარისია ტექნიკური აღჭურვილობა, საჭიროა ნარჩენების შესაკრებად განკუთვნილი კონტეინერების რაოდენობის გაზრდა, რათა მოცული იქნას მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია. აუცილებელია ნაგავმზიდების პარკის განახლება და ახალი მანქანის შეძენა, რაც კიდევ უფრო აამაღლებს მომსახურეობის ეფექტიანობას.
ნარჩენების შეგროვების სისტემის სრულყოფა შეამცირებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაბინძურებას ნარჩენებით, აღკვეთილი იქნება სტიქიური, არალეგალური ნაგავსაყრელები, ამ ადგილებში დაიდგმება დამატებითი კონტეინერები, რომელთა დაცლა განხორციელდება შესაბამისი გრაფიკის მიხედვით.
გეგმა ასევე ითვალისწინებს დასაგველი ქუჩების მომსახურების გაუმჯობესებას.
დასუფთავების მოსაკრებელი.
როგორც ცნობილია, დასუფთავების მოსაკრებელის შემოსულობები თიანეთის მუნიციპალიტეტში, ვერ ფარავს დანახარჯებს ნარჩენების მართვაზე. ამდენად, ახალი რეალობიდან გამომდინარე, თიანეთის მუნიციპალიტეტმა უნდა შეიმუშაოს ახალი მიდგომა და სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პრინციპის „დამბინძურებელი იხდის“ დანერგვას და ნარჩენების მართვაზე განკუთვნილი ხარჯების სრულად ამოღებას.
დღეისათვის თიანეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი სისტემა ვერ უზრუნველყოფს არსებული ხარჯების სრულ დაფარვას, თუნდაც დასუფთავების მოსაკრებლის 100%-იანი ამოღების შემთხვევაშიც კი. ამჯერად მოსაკრებლის ამოღების მაჩვენებელი არ აღემატება 50-55%.
ნარჩენების მართვის გეგმის მოქმედების განმავლობაში, მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს სისტემას, რომელიც განსაზღვრავს მოსაკრებელს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის. კერძოდ, შეიქმნება ისეთი სატარიფო სისტემა, რომელიც იქნება განხორციელებადი და შესაძლებელს გახდის გაწეული დანახარჯების მაქსიმალურად ანაზღაურებას.
ტარიფების დადგენასთან კავშირშია საქართველოში მოქმედი კანონები: ნარჩენების მართვის კოდექსი (2015), საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი (2014), და საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ (1998, შესწორებებით). ტარიფების დადგენის დროს გათვალისწინებული იქნება ეს და სხვა კანონები, წესები და საკანონმდებლო აქტები.
მოქმედი კანონების თანახმად, მოსაკრებლის საკითხი საკრებულოს კომპეტენციას განეკუთვნება და რეგულირდება საკრებულოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული დადგენილებით.
დასუფთავების მოსაკრებლის ახალი ტარიფების შემუშავების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული საზოგადოების წარმომადგენლები. ტარიფის შემუშავების პროცესში ჩართული იქნებიან სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, კერძოდ, არასამთავრო ორგანიზაციები, მასმედია, ბიზნესის წამომადგენლები და ა.შ. მოქალაქეებისთვის ტარიფების დადგების პროცესის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად გამოყენებული იქნება ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა: საჯარო მოსმენები, სათემო შეხვედრები, ტელეგადაცემები, სოციალური ქსელი, საინფორმაციო ფერცლების გავრცელება და სხვა.
დასუფთავების მოსაკრებლის ტარიფების დადგენის პროცესში გათვალისწინებული იქნება არსებული კანონების შემდეგი მოთხოვნები:
· მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მომსახურების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯებს;
· მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 3 ლარს თვეში, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის – 25 ლარს ერთ კუბურ-მეტრ ნარჩენებზე. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით;
დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის დადგენაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ნაგავსაყრელზე ნარჩენების შეტანის გადასახადი, ე.წ. „ჭიშკრის“ გადასახადი, რომლის ოდენობა აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ტარიფის დადგენის დროს. ამდენად, მეტად აუცილებელია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების სეპარირების ფართოდ დანერგვა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ნაგავსაყრელზე გასატანი ნარჩენების რაოდენობას.
ინერტული ნარჩენების დასაწყობება
როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ინერტული ნარჩენების ცალკე შეგროვება თიანეთის მუნიციპალიტეტში არ ხორციელდება. ამ ნარჩენების ნაწილი, განსაკუთრებით მცირე ზომის, ხვდება სხვა ნარჩენებთან საერთო კონტეინერებში და შემდგომ, ნაგავსაყრელზე. ხოლო დიდი ზომის ამ სახის ნარჩენებს, კერძოდ სამშენებლო და ნგრევის შედეგად მიღებულ ნარჩენებს, მოსახლეობა საკუთარი ძალებით ახერხებს მოშორებას. შედეგად აღნიშნული ნარჩენები უკონტროლოდ არის განთავსებული გარემოში.
ამდენად, ინერტული ნარჩენების ორგანიზებულად დასაწყობებისათვის, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას განზრახული აქვს გეგმის მოქმედების პერიოდში ორგანიზება გაუკეთოს ინერტული ნარჩენების პოლიგონს და შეიმუშაოს სისტემა ამ სახის ნარჩენების მართვისათვის, რომელიც შეიცავს ინერტული ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების და დასაწყობების მომსახურებას. არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით გამოყოფილი იქნება ტერიტორიები, სადაც მოეწყობა ინერტული ნარჩენების პოლიგონი. აუცილებელი იქნება ასევე მოსახლეობის ინფორმირების უზრუნველყოფა.
პირველი სტრატეგიული მიზნის ამოცანებია:
ამოცანა 1.1. დაუსფთავების პარკის განახლება თანამედროვე მოხოვნების შესაბამისად.
ამოცანა 1.2. სტიქიური ნაგავსაყრელებისა და ნარჩენებით გარემოს დაბინძურების აღკვეთა.
ამოცანა 1.3. დაბის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების ქუჩების რაოდენობის გაზრდა.
ამოცანა 1.4. მომსახურების სფეროს კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა.
ამოცანა 1.5. ინერტული ნარჩენების დასაწყობების უზრუნველყოფა.
ამოცანა 1.6. დასუფთავების მოსაკრებლის სრული ამოღების უზრუნველყოფა
მიზანი 2. ნარჩენების სეპარირების არსებული პრაქტიკის გაუმჯობესება და ახალი სისტემების განვითარება.
სეპარირება
როგორც ცნობილია, 2019 წლიდან ძალაში შედის მოთხოვნა, რომელიც ავალდებულებს ყველა მუნიციპალიტეტს საქართველოში დაიწყონ ნარენების სეპარირების სხვადასხვა სისიტემების დანერგვა და განხორციელება.
მუნიციპალიტეტში წარმოქმნილი და შეგროვებული ნარჩენების რაოდენობისა და ნარჩენების შემადგენლობის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყოველწლიურად წარმოიქმნება არანაკლებ 7 ტონა პლასტიკის ნარჩენი.
გეგმა ითვალისწინებს პლასტიკის სეპარირებისათვის განკუთვნილი კონტეინერების (მოცულობით 1,1 მ3) განთავსებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
ნახ. 18. რეციკლირებადი ნარჩენების ოდენობა თიანეთის მუნიციპალიტეტში წარმოქმნილ მუნიციპალურ ნარჩენებში.
პლასტიკის გარდა გეგმა ითვალისწინებს ქაღალდისა და მინის სეპარირების ორგანიზებას. კერძოდ, ქაღალდის გამოცალკევებული შეგროვება პირველ ეტაპზე განხორციელდება ახლოს წარმოქმნის წყაროებთან, კონკრეტულად, სასწავლებლებსა და საჯარო დაწესებულებებში. შეძენილი იქნება კონტეინერები ქაღალდის შესაგროვებლად, რომლებიც დაიდგმება სკოლებში და საჯარო დაწესებულებებში.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია ასევე ხელს შეუწყობს კერძო ბიზნესის წარმმადგენლებს, რომლების საქმიანობა მიმართული იქნება ნარჩენების მიმღები ცენტრების გახსნასა და მუშაობაზე, ასევე ნარჩენების გადამუშავებაზე.
ამდენად, მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ გააკეთენ არჩევანი, თუ როგორი ხერხით განკარგონ გამოცალკევებული ნარჩენები: განათავსონ კონტეინერებში, თუ მიიტანონ მიმღებ პუნქტებში და მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება.
კომპოსტირება.
კომპოსტირება არის ბიოდეგრადირებადი ნარჩნების გადამუშავების მეთოდი, რომლის შედეგად მიიღება სასუქისებრი ნივთიერება – კომპოსტი, რომელიც წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნას ნიადაგის გასაუმჯობესაბლად და ა.შ. თიანეთში წარმოქმნილი ნარჩენებიდან კომპოსტირებას ექვემდებარება ნარჩენების არანაკლებ 40%. გასაგებია, თუ რამდენად არის შესაძლებელი ნაგავსაყრელზე გასატანი ნარჩენების რაოდენობის შემცირება, თუ მუნიციპალიტეტში აქტიურად დაინერგება ნარჩენების კომპოსტირება.
გეგმა ითვალისწინებს პირველ ეტაპზე დაინერგოს და განხორციელდეს მწვანე ნარჩენების კომპოსტირება.
ასევე პოპულარიზაცია გაეწევა კომპოსტირების ინდივიდუალურ მეთოდებს, რათა დაინერგოს ე.წ. საოჯახო კომპოსტირება.
მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდება ნარჩენების წარმოქმნის პრევენციასა და შემცირებაზე. კერძოდ, ხელი შეეწყობა მარკეტებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში სხვადასხვა ტიპის ნარჩენების (პლასტმასი, ქაღალდი, მინა, სახიფათო, მათ შორის გამოყენებული ელექტრობატარეების) განცალკავებულ შეგროვებას; პლასტიკის შესაფუთი მასალის ბიოდეგრადირებადი მასალით ჩანაცვლებას.
აღნიშნული სტრატეგიული მიზნის ამოცანებია:
ამოცანა 2.1. ნარჩენებს სეპარირებული შეგროვების უზრუნველყოფა.
ამოცანა 2.2. ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია და შემცირება.
ამოცანა 2.3. ნარჩენების კომპოსტირების ხელშეწყობა
მიზანი 3. გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვაში მოქალაქეთა ჩართვის ხელშეწყობა.
გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში მნიშვნელოან როლს თამაშობს მოქალაქეთა აქტიური ჩართვა და მაღალი თვითშეგნება.
გარემოს დაბინძურება, განსაკუთრებით ნარჩენებით, გავლენას ახდენს არამარტო მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, არამედ თვით მუნიციპალიტეტის იერსახეზე, განვითარების პერსპექტივებზე, ბიზნესის, კერძოდ, ტურიზმის განვითარებაზე, რაც საბოლოოდ აისახება სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. მუნიციპალიტეტის დაბინძურება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ძირითადად ანთროპოგენული ზემოქმედებითაა გამოწვეული.
მოსახლეობის გათვითცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლებისათვის საჭიროა გამოყენებული იქნას ყველა ხელმისაწვდომი საშუალებები, განხორციელდეს ეკოლოგიური განათლების პროგრამები ასაკობრივი და ინტერესთა ჯგუფების მიხედვით. მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია მასმედიას მაღალკვალიფიციურ დონეზე მიწოდებული ინფორმაციით.
მოსახლეობაში ეკოლოგიური კულტურისა და თვითშეგნების ჩამოყალიბება ხანგრძლივი პროცესია. განსაკუთრებული როლი ეკისრება სასწავლო დაწესებულებებს, კერძოდ, სკოლებსა და სკოლამდელი ასაკის დაწესებულებებს.
ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია გარკვეულ ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებებზე, სადაც აღნიშნულია, რომ „აუცილებელია საზოგადოებაში განათლების დონის ზრდა და უნარების განვითარება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, რაც მიიღწევა ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობით, კერძოდ კი შესაბამისი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების გზით ყველა ასაკობრივი ჯგუფებისათვის. ნარჩენების მართვის პრინციპები, იერარქია, მოსახლეობის როლის გაცნობა ნარჩენების მართვის ეფექტიანობის ზრდაში უნდა გახდეს როგორც სასკოლო და სკოლამდელი ასაკის სასწავლო პროგრამების, ასევე ცნობიერების ამაღლების ფართომასშტაბიანი კამპანიების, მათ შორის მას-მედიის საშულებით, მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი“.
არასამთავრობო ორგანიზაციების როლის ამაღლება მოსახლეობის გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმირების მიზნით.
არასამთავრობო ორგანიზაციებს შესწევთ უნარი საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანონ მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ფორმირების საქმეში. კარგი იქნება თუ შეიქმნება ნარჩენების მართვის სფეროში, განსაკუთრებით, განათლების მიმართულებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, რომელსაც ექნება ერთიანი ხედვა და მიზნები, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის ხედვის დანერგვას მუნიციპალურ დონეებზე.
მასმედიის როლის გაძლიერება ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და მუნიციპალური გეგმის დანერგვისათვის. აუცილებელია მასმედიის წარმომადგენლების აქტიური ჩართვა ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების პოპულარიზაციის, მოსახლეობის ცნობიერების ფორმირებისა და ინფორმირებულობის ამაღლების ღონისძიებებში.
გარემოსდაცვითი ცნობიერების ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ სკოლებს, საბავშო ბაღებსა და სხვა საბავშვო დაწესებულებებს. საჭიროა მათი უფრო აქტიური ჩართვა საგანმანათლებლო საქმიანობაში გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით.
აღნიშნული სტრატეგიული მიზნის ამოცანებია:
ამოცანა 3.1. ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი ცოდნის გავრცელება.
ამოცანა 3.2. ნარჩენების სეპარირებისა და რეციკლირების პოპულარიზაცია.
ამოცანა 3.3. გარემოსდაცვითი ინფორმაციის მისაწვდომობის ხელშეწყობა.
ამოცანა 3.4. გარემოსდაცვით ღონისძიებებში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა
6.4. ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმები
სტრატეგიული მიზანი 1: მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების გაუმჯობესება და სრულყოფა
ამოცანა
ღონისძიებები
პასუხისმგებელი შესრულებაზე
შუსრულების
დრო
ღირებულება,
ლარი
1. დასუფთავების პარკის განახლება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად
1.1. სპეციალური დანიშნულების მანქანების და მექანიზმების შეძენა:
· ნაგავმზიდები (7+1)მ3,რაოდენობა
· 1 ცალი (მაღალი გამავლობის, ძნელადმისადგომი სოფლების მომსახურებისთვის)
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია
2018-2022
150 000
1.2. კონტეინერების რაოდენობის გაზრდა:
· კონტეინერები 1,1 მ3
· 150 ცალი
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია
2018-2022
90000
2. არალეგალური ნაგავსაყრელებისა და
3. ნარჩენებით გარემოს დაბინძურების აღკვეთა
2.1 ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე კონტროლის განხორციელება
ააიპ „თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური“
2018-2020
3.1. GIS სისტემის გამოყენება ნარჩენებით გარემოს დაბინძურებით აღკვეთასა და შეტყობინების სისტემის შექმნაში
ააიპ „თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური“
2018
3.2. ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული გარემოს ნარჩენებით დაბინძურებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა სანქციების გამოყენება.
ააიპ „თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური“
საპატრულო პოლიცია
2018-2020
3.3. არასანქცირებული ნაგავსაყრელების აღკვეთა ( ნარჩენების გატანა და კონტროლის დაწესება) შესაბამის ადგილებში კონტეინერების განთავსება.
ააიპ „თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური“
2018
4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა დასუფთავების ქუჩების რაოდენობის გაზრდა
4.1. დაგვა დასუფთავების დამატებით უზრუნველყოფა.
ააიპ „თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური“
2018-2022
2 000 000
5. მომსახურების სფეროს კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა
5.1. მიზნობრივი ტრენინგების ჩატარება მომსახურე პერსონალისათვის.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია,
ააიპ „თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური“
2018-2022
6 ინერტული ნარჩენების დასაწყობების უზრუნველყოფა
6.1 ინერტული ნარჩენების პოლიგონის შექმნა (ადგილის გამოყოფა, კეთილმოწყობა, აღჭურვილობით უზრუნველყოფა).
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია
2020-2022
6.2. მოსახლეობის ინფორმირება ინერტული ნარჩენების შეგროვების წესების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია
2020-2022
7.ნარჩენების მართვის ხარჯების სრული ამოღების უზრუნველყოფა
7.1 თიანეთში დასუფთავების მოსაკრებლის სრული ამოღების სისტემის შემუშავება და დანერგვა
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია
2020-2022
სტრატეგიული მიზანი 2: ნარჩენების სეპარირების არსებული პრაქტიკის გაუმჯობესება და ახალი სისტემების განვითარება
ამოცანა
ღონისძიებები
პასუხისმგებელი შესრულებაზე
შუსრულების
დრო
ღირებულება
1. ნარჩენების სეპარირებული შეგროვების უზრუნველყოფა
1.1. პლასტიკის ნარჩენების სეპარირებული შეგროვების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 50%-ზე (დამატებითი კონტეინერების შეძენა და განთავსება)
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია,
ააიპ „თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურზე“
2018-2022
225000
1.2. ქაღალდისა და მინის სეპარირებული შეგროვების უზრუნველყოფა (სპეციალური კონტეინერების შეძენა და განთავსება, შეგროვებისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა) შეგროვების სხვადასხვა სქემების გამოყენებით.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია,
ააიპ „თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურზე“
2018-2022
375000
1.3. ნარჩენების მიმღები პუნქტების მუშაობისა და გახსნის ხელშეწყობა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია,
2018-2022
2. ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია და შემცირება
2.1 პლასტმასის და სხვა არადეგრადირებადი შეფუთვის ბიოდეგრადირებადი ან მრავალჯერადი მოხმარების მასალებით ჩანაცვლების ხელშეწყობა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია, კერძო ბიზნესი
2018-2022
2.2. მარკეტებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში სხვადასხვა ტიპის ნარჩენების (პლასტმასი, ქაღალდი, მინა, სახიფათო, მათ შორის გამოყენებული ელექტრობატარეების) განცალკავებული შეგროვების ხელშეწყობა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია, კერძო ბიზნესი
2018-2022
2.3. ეკონომიკური სტიმულირების ბერკეტების შემუშავება იურიდიული პირებისათვის ნარჩენების მინიმიზაციის მიზნით (კონკურსის „მწვანე საწარმო“ ჩატარება).
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო
2018-2022
3. ნარჩენების კომპოსტირების ხელშეწყობა
3.1. მუნიციპალური საკომპოსტე მოედნის მოწყობა ევროსტანდარტების შესაბამისად
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია, ააიპ „თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურზე“
2019-2022
715 000
3.2. ნარჩენების ინდივიდუალური კომპოსტირების წახალისება.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია, არასამთავრობო ორგანიზაციები
2018-2022
3.4. ნარჩენების კომპოსტირების სტიმულირების მექანიზმების შემუშავება და განხორციელება.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო
2018-2022
სტრატეგიული მიზანი 3: გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვაში მოქალაქეთა ჩართვის ხელშეწყობა
ამოცანა
ღონისძიებები
პასუხისმგებელი შესრულებაზე
შუსრულების
დრო
ღირებულება
ათასი ლარი
1. ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი ცოდნის გავრცელება
1.1. საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროგრამების შექმნა და განხორციელება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია,
უნივერსიტეტები,
სკოლები,
არასამთავრობო ორგანიზაციები
2018-2022
10000
1.2. ეკოლოგიური განათლების კლუბების საქმიანობის ხელშეწყობა საჯარო სკოლებში.
1.3. უნივერსიტეტებში ეკოკლუბების ჩამოყალიბების ხელშეწყობა
1.4. მეთოდური ლიტერატურის მომზადება და დაბეჭდვა ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების შესახებ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის.
1.5. ნარჩენების მართვის შესახებ ტრენინგ-სემინარების ჩატარება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის (მათ შორის, ჟურნალისტებისათვის).
1.6. სამეცნიერო-მეთოდური და პრაქტიკული კონფერენციების ჩატარება ნარჩენების მართვის პრობლემატიკაზე.
1.7. ახალგაზრდებისა და მოსწავლეთა მონაწილეობით ეკოოლიმპიადების, ტურების, შეჯიბრებების ორგანიზება.
2. ნარჩენების სეპარირებისა და რეციკლირების პოპულარიზაცია
2.1. მოსახლეობის ინფორმირება ნარჩენების სეპარირების საკითხებზე ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების მაგალითზე ტელეგადაცემების, რადიოგადაცემების, პუბლიკაციების საშუალებით.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია,
არასამთავრობო ორგანიზაციები,
მასმედია
2018-2022
5000
2.2. ნარჩენების მართვის თანამედროვე გამოცდილების საკითხებზე სამიზნე ჯგუფების (ნარჩენების მართვის სფეროს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სტუდენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები და სხვა) ტრენინგ-სემინარები.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია,
არასამთავრობო ორგანიზაციები
2018-2022
5000
2.3. ნარჩენების დახარისხების, ნარჩენების გადამუშავების სარგებლიანობის შესახებ პუბლიკაციების მომზადება და გავრცელება (ბუკლეტები, ლიფლეტები, პოსტერები და ა.შ.), ბილბორდებისა და ბანერების განთავსება.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია, ააიპ „თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურზე“ არასამთავრობო ორგანიზაციები
2018-2022
5000
3. გარემოსდაცვითი ინფორმაციის მისაწვდომობის ხელშეწყობა
3.1. საინფორმაციო კამპანიების განხორციელება ნარჩენების წარმოქმნის შემცირების, სეპარირების, გადამუშავების აუცილებლობის, ნარჩენების გარემოზე ზემოქმედების შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაციები,
მასმედია
2018-2022
4000
3.3. ნარჩენების მართვის მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტებისა და ბიულეტენების მომზადება და დარიგება მოსახლეობაში.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია, ააიპ „თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურზე“ არასამთავრობო ორგანიზაციები
2018-2022
3000
3.4. ორჰუსის კონვენციის რეალიზაციის ხელშეწყობა. საჯარო ორგანიზაციებში გარემოსდაცვითი ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა. მოქალაქეთა ინფორმირება გარემოსდაცვითი ინფორმაციის მიღების შესახებ. ტრენინგ-სემინარები საჯარო მოხელეებისათვის ინფორმაციის გაცემის საკითხებზე.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია,
არასამთავრობო ორგანიზაციები
2018-2022
2000
4. გარემოსდაცვით ღონისძიებებში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა
4.1. დასუფთავების აქციების ორგანიზება
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია, ააიპ „თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური“
2018-2022
20000
45.2. საერთაშორისო გარემოსდაცვითი დღეების აღნიშვნა
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია, არასამთავრობო ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებები
2018-2022
3000
4.3. ადგილობრივი გარემოსდაცვითი აქციების ჩატარება “თიანეთი ნარჩენების გარეშე”.
2018-2022
3000
4.4. გამწვანების დღეების ჩატარება
2018-2022
30000
4.6. ადგილობრივი მნიშვნელობის გარემოსდაცვითი დღეების დაწესება,
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია,
საკრებულო
2018-2022
დასუფთავების ობიექტების ნუსხა
ქ. თიანეთი
(2017 წ)
№
ქუჩის დასახელება
გძივი მეტრბი
დაგვის ჯერადობა
დასაგველი ფართობი მ2)
სამუშაო
მორწყვა-ჩარეცხვის ფართობი (ათ.კვ.მ)
შენიშვნა
დაწყება-დამთავრება
დილის სმენა
საღამოს სმენა
1
რუსთაველის ქუჩა
2100
ყოველდღიურად
4200
2
9აპრილის ქუჩა
1400
ყოველდღიურად
2800
3
ჟებოტის და აკაკი წერეთლის ქუჩა
700
კვირაში ერთხელ
1400
4
300 არაგველის და კვეტერის ქუჩა
1400
კვირაში ერთხელ
2800
5
არტნის II შესახვევი და ქუმსიაშვილის ქუჩა
2100
კვირაში ერთხელ
4200
6
26 მაისის ქუჩა
1400
კვირაში ერთხელ
2800
7
ვაჟა-ფშაველას, ლესელიძის, ჯანგირაშვილისა და სასაფლაოსთან მისასვლელი ქუჩა
2800
კვირაში ერთხელ
5600
8
ლაშარის ქუჩა
2100
კვირაში ერთხელ
4200
9
სოფ.ტუშურები
1500
კვირაში ერთხელ
3000
10
სოფ.ზარიძეები
2250
კვირაში ერთხელ
4500
11
დ.თიანეთის სკვერები და პარკები
ყოველდღე
12
დ.სიონი
2 ცენტრალური ქუჩა
ზაფხულში ყოველდღე, ზამთარში კვირაში ორჯერ
ააიპ „თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურზე“ რიცხული
სპეციალიზირებული ავტომანქანების ჩამონათვალი
№
ავტომანქანის დასახელება
მანქანის მარკა
სახ. №
გამოშვების წელი
რაოდე
ნობა
ნარჩენების ტევადობა კუბ.მ.
მათ შორის
საკუთარი
იჯარით
1
ნაგავმზიდი მანქანა
ისუძუ NQR-75H
DXD-195
2010
1
7მ3
საკუთარი
–
2
ნაგავმზიდი მანქანა
ისუძუ NQR-75H
DXD-197
2010
1
7მ3
საკუთარი
–
3
ნაგავმზიდი მანქანა
KATMERCILER
FF746XX
2016
1
21მ3
საკუთარი
–
4
თვითმცლელი
MAZ-5549
TIA-073
1988
1
ქირავნობით
ტერმინების განმარტება
ნარჩენები – ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს.
საყოფაცხოვრებო ნარჩენები – საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები.
მუნიციპალური ნარჩენები – საყოფაცხოვრებო ნარჩენები, აგრეთვე სხვა ნარჩენები, რომლებიც თავისი მახასიათებლებისა და შემადგენლობის მიხედვით საყოფაცხოვრებო ნარჩენების მსგავსია.
ბიოდეგრადირებადი ნარჩენები – ნებისმიერი სახის ნარჩენები, რომლებიც ექვემდებარებიან ანაერობულ ან აერობულ დაშლას, მათ შორის, სურსათის/ცხოველის საკვების ნარჩენები, ბაღების/პარკების ნარჩენები, ქაღალდი და მუყაო.
სახიფათო ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც სახიფათო ან პოტენციურად მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან გარემოსათვის (სახიფათო ნარჩენების სია მოცემულია საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი” მესამე დანართში).
სამედიცინო ნარჩენები – ნებისმიერი ნარჩენი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების, სამედიცინო ლაბორატორიების, სამედიცინო კვლევითი ცენტრების, მზრუნველობის დაწესებულებების, ვეტერინარული კლინიკების, ფარმაცევტული საწარმოებისა და საწყობების მიერ არის წარმოქმნილი.
ცხოველური ნარჩენები – ცხოველებთან დაკავშირებული ნარჩენები (ცხოველების სხეულები, ცხოველების სხეულის ნაწილები, ნაკელი, ხორცის წარმოების ნარჩენები, ცხოველებზე ცდების ჩატარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები და სხვ.).
პრევენცია – ნივთიერების, მასალის ან პროდუქტის ნარჩენად გადაქცევამდე მიღებული ზომები, რაც ამცირებს: ა) ნარჩენების რაოდენობას, (მაგალითად, პროდუქტის ხელახალი გამოყენების გზით ან პროდუქტის ვარგისიანობის ვადის გაგრძელების გზით); ბ) წარმოქმნილი ნარჩენების უარყოფით გავლენას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე; გ) მასალებსა და პროდუქტში მავნე ნივთიერებების შემცველობას.
ხელახალი გამოყენება – პროდუქტის ან/და მისი კომპონენტების ხელახლა გამოყენება ნარჩენად გადაქცევამდე, მათი თავდაპირველი დანიშნულებით.
აღდგენა – საქმიანობა, რომლის ძირითადი შედეგია ნარჩენების გამოყენება სასარგებლო მიზნებისათვის, იმ მასალების ჩანაცვლების გზით, რომლებიც სხვა პირობებში რაიმე ფუნქციის შესასრულებლად იქნებოდა გამოყენებული. აღდგენა მოიცავს ენერგიის აღდგენას და რეციკლირებას. (აღდგენის ოპერაციების სია მოცემულია საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი” პირველ დანართში).
რეციკლირება – აღდგენითი ღონისძიება, რომლის საშუალებითაც ნარჩენები გარდაიქმნება პროდუქტად, მასალად ან ნივთიერებად, რომლებიც განკუთვნილია თავდაპირველი ან სხვა მიზნით გამოყენებისთვის. რეციკლირება მოიცავს ორგანული მასალების გადამუშავებას, მაგრამ არ მოიცავს ენერგიის აღდგენას და ისეთ მასალებად გარდაქმნას, რომლებიც გამოიყენება საწვავად ან ამოვსების ოპერაციებისთვის.
რეციკლირებადი მასალები – გავრცელებული რეციკლირებადი მასალებია მინა, ქაღალდი, მუყაო, მეტალი, პლასტიკი, ქსოვილი, საკვების ნარჩენები, ბაღის ნარჩენები და ელექტრონული მოწყობილობები.
ნარჩენების შეგროვება – ნარჩენების შეგროვება, რაც ასევე მოიცავს მათ წინასწარ დახარისხებას და წინასწარ დასაწყობებას ნარჩენების დამუშავების ობიექტზე გადატანის მიზნით.
სეპარირებული შეგროვება – ნარჩენების შეგროვება, რომლის დროსაც ნარჩენების ნაკადები განცალკევებულია სახეობების და თვისებების მიხედვით, მათი შემდგომი დამუშავების ხელშეწყობის მიზნით.
ნარჩენების ტრანსპორტირება – ნარჩენების გადატანა ნარჩენების შენახვის ან/და დამუშავების ობიექტზე;
დანაგვიანება – ნარჩენების გარემოში დაყრა, გადაგდება და/ან მიტოვება, გარდა ამ მიზნისთვის გამოყოფილი კონტეინერებისა და შეგროვების ობიექტებისა.
დაინტერესებული მხარე – პირი, ჯგუფი, დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელსაც პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი გააჩნია ქმედებასთან ან პროექტთან ან რომელსაც გააჩნია შესაძლებლობა დადებითი ან ნეგატიური გავლენა მოახდინოს ქმედებაზე ან პროექტზე.
გადახდის მზაობა – მაქსიმალური საფასური, რომელიც პირმა შეიძლება გაიღოს კარგი შედეგის შესაძენად ან არასასურველი შედეგის თავიდან ასარიდებლად
[1] საქართველო ორჰუსის კონვენციის მხარეა 2000 წლიდან.