ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2018 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2017
ძალის დაკარგვა 01.01.2019
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №56
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016276
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,170 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2017 მიღება
01.01.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
14 მარტოხელა მშობლის ფინანსური დახმარება
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ღონისძიებების დასახელება
1. სოციალურად დაუცველ და ეკონომიურად გაჭირვებულ  ოჯახის წევრებზე სამედიცინო გამოკვლევის, მკურნალობის, საოპერაციო და სამკურნალო მედიკამენტებისათვის საჭირო თანხების ნაწილობრივი უზრუნველყოფისათვის
2. დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და ტერიტორიული მთლიანობის მებრძოლთა ოჯახებისათვის სარიტუალო მომსახურეობის თანხა- ოჯახში ომის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში.
3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარებისათვის.
4. უფასო სასადილოს დაფინანსებისათვის
5. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
ა.   ბ.   გ.   დ. მე-2 შვილის შეძენისათვის
6. სტიქიური მოვლენებისა და სხვადასხვა მიზეზების გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯები
7. სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის
ა.     ბ. გ.     დ. გაუთვალისწინებელ კრიზისულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება
მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება 10 000
18 წლამდე შ.შ.მ. ბავშვების ერთჯერადი ფინანსური დახმარება 10 000
მარტოხელა და დევნილ მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები 3 000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2018 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №56 2017 წლის 29 დეკემბერი ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2018 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’-ს  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2018 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესი დამტკიცებულ იქნას დანართის შესაბამისად  (დანართი თან ერთვის). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე დანართი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2018 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესი პროგრამული კოდი 0602 ეს პროგრამა და წესი განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. მუხლი 1🔗. სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ოჯახების წევრებზესამედიცინო დახმარება. პროგრამული კოდი 060201. წლიური დაფინანსება 150 000 ლარი. 1.1. პროგრამით ისარგებლებენ: ა) სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ უმწეობის სატატუსის განმსაზღვრელი 65 000-მდე სარეიტინგო ქულა ან/და მოქალაქის საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის პასუხისმგებლობით გაცემული შუამდგომლობა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დახმარების დასაბუთებული აუცილებლობა. ბ) ონკოლოგიური სენით დაავადებულები მიუხედავად სოციალური სტატუსისა. 1.2. სოციალურად დაუცველ და ეკონომიკურად გაჭირვებულ მოქალაქეთა ოჯახების წევრებზე სამედიცინო გამოკვლევების, მკურნალობის და საოპერაციო თანხების ნაწილობრივი  უზრუნველყოფისათვის. 1.2.1. სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება მოხდება: ა) თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 500 ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება წარმოდგენილი თანხის ნახევარი. ბ) თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 1000 - ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 300 - ლარამდე. გ) თუ სამედიცინო მომსახურების თანხა აღემატება 1000 ლარს, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსება მოხდება 500 - ლარამდე. დ) დასაფინანსებელი თანხის ზუსტი ოდენობა ყველა შემთხვევაში განისაზღვრება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით. 1.2.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეიბის შესახებ (ფორმა № 100); დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯთაღრიცხვა ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (მისი არსებობის შემთხვევაში); ვ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან/და საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა; 1.2.3. ანაზღაურებას არ ექვემდებარება: ა) პლასტიკური და ესთეტიკური სახის მკურნალობა. ბ) ტონზილო და ადენოექტომია. გ) სანატორულ-კურორტული მკურნალობა და მასაჟი, გამონაკლისს წარმოადგენენ ბავშვთა ცერებრალური დამბლით დაავადებული 0-18 წლამდე შ.შ.მ. პირები. დ) ნარკოტიკული ზემოქმედებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება. ე) ვენერიული დაავადებებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება. ვ) თვითდაზიანებით (სუიციდი) ან ტერორისტულ აქტებში მონაწილეობით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება. ზ) ორსულობის შემთხვევაში, სამედიცინო აღრიცხვაზე დაგვიანების გამო დაწესებული სამედიცინო გამოკვლევების ხარჯები. მშობიარობის ხარჯები გამოწვეული ექიმის და სამშობიარო სახლის შერჩევის გამო. თ) პაციენტის მიერ წინასწარ გადახდილი სამედიცინო მომსახურების ხარჯები. 1.3. სოციალურად დაუცველ და ეკონომიკურად გაჭირვებულ მოქალაქეთა ოჯახების წევრებზე სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის. 1.3.1. სამკურნალო მედიკამენტებით დაფინანსებას დაექვემდებარება შემდეგი დაავადებისმქონე მოქალაქეები: ა) ონკოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური; ბ) თირკმლის უკმარისობა III - V სტადიის; გ) ინსულტის შემდგომი პერიოდი; დ) დიაბეტური განგრენა, დიაბეტური  თვალი; ე) პარკინსონის დაავადება; ვ) ეპილეფსია; ზ) ბრონქული ასთმა; თ) მიასთენია; ი) ფენილკეტონურია, (სამკურნალო კვების თანხა 1000 ლარი); კ) ცერებრალური დამბლა; ლ) ფსორიაზი; მ) გულსისხლძარღვთა დაავადებები; ნ) პნევმონია; ო) ტრამვის შედეგად მიღებული დაზიანება; პ) გლაუკომა, კატარაქტა; 1.3.2. მედიკამენტებით მოსარგებლე ბენეფიციართა დახმარების თანხის განსაზღვრა მოხდება: ა) ონკოლოგიური სენით დაავადებულთათვის წელიწადში ერთჯერადად - 100 ლარის ოდენობით, ხოლო 50-70 ლარი დანარჩენი კატეგორიის პაციენტებზე; ბ) დასაფინანსებელი თანხის ზუსტი ოდენობა ყველა შემთხვევაში განისაზღვრება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით. 1.3.3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეიბის შესახებ (ფორმა № 100); დ) ანგარიშ-ფაქტურა აფთიაქიდან; ე) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან/და საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა; 1.4.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. მუხლი 2🔗. დაკრძალვის ხარჯები. პროგრამული კოდი 060202. წლიური დაფინანსება 3 000 ლარი 2.1. პროგრამით ისარგებლებენ: მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილე გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახები სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებით - ერთჯერადად 250 ლარის ოდენობით. 2.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) ვეტერანის მოწმობა; დ) გარდაცვალების მოწმობა; ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან; 2.3.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 3🔗. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრებზე (მშობელს, მეუღლეს ან შვილს) ერთჯერადი დახმარება.პროგრამულიკოდი 060203. წლიური დაფინანსება 3 000 ლარი 3.1. პროგრამით ისარგებლებენ: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებშიგარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახები(მშობელი, მეუღლე ან შვილი) - ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით. 3.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) ომში დაღუპულის ოჯახის წევრის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან; 3.3.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 4🔗. უფასო სასადილოს დაფინანსებისათვის.პროგრამული კოდი 060204. წლიური დაფინანსება 45 000 ლარი 4.1. პროგრამით ისარგებლებენ: მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტიურად მცხოვრები, უკიდურესად გაჭირვებული მოქლაქეები (60 ბენეფიციარი) ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით. 4.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის პასუხისმგებლობით გაცემულ შუამდგომლობა; 4.3.ბენეფიციარისთვის ერთჯერადი უფასო კვებით სარგებლობის უფლება განისაზღვრება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილრბით. მუხლი 5🔗. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა. პროგრამული კოდი 060205. წლიური დაფინანსება 40 000 ლარი. 5.1. პროგრამით ისარგებლებენ: ახალშობილთა ოჯახები ერთჯერადი ფინანსური დახმარებით. ა) მე–2 შვილის შეძენისას 150 ლარი, ბ) მე–3 შვილის შეძენისას 300ლარი, გ) მე–4და  შემდეგი  შვილის შეძენისას 400 ლარი, დ) ტყუპების შეძენისას600 ლარი 5.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა)განცხადება მერის სახელზე; ბ) მშობლების პირადობის მოწმობები; გ) ქორწინების მოწმობა; დ) შვილების დაბადების მოწმობები; ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან; 5.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 6🔗. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა და სხვადასხვა მიზეზების გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება.პროგრამული კოდი 060206. წლიური დაფინანსება 30 000 ლარი 6.1.პროგრამით ისარგებლებენ: მოქალაქეები, რომელთაცსტიქიური მოვლენებისშედეგად და სხვადასხვა ობიექტური გარემოებების შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი, უზრუნვეყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებლით. 6.1.1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა სტიქიური მოვლენის აღწერის ან/და უსახლკარობის შესახებ; დ) ბინის მეპატრონისაგან დოკუმენტაცია ქირავნობის ხელშეკრულების გასაფორმებლად; ე) ბინის მეპატრონის პირადი ანგარიში ბანკიდან; 6.1.2. სტიქიით გამოწვეული დაზიანების ხარისხის დადასტურება და ქირით გასაყვანი ბენეფიციარის შერჩევა მოხდება შესაბამისი კომისიის მიერ. 6.1.3.  ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბინის მეპატრონესა და მუნიციპალიტეტის მერიას შორის დადებულიხელშეკრულების გათვალისწინებით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 7🔗. სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის.პროგრამული კოდი 060207.წლიური დაფინანსება55 360 ლარი 7.1. გაუთვალისწინებელ კრიზისულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება. წლიური დაფინანსება 32 360 ლარი. 7.1.1. პროგრამით ისარგებლებენ: გაუთვალისწინებელ კრიზისულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ოჯახები კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე ერთჯერადი ფინანსური დახმარებით 300 ლარის ფარგლებში. 7.1.2 დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა)განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ოჯახის კრიზისული მდგომარეობის შესახებ. გ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან; 7.1.3.დასაფინანსებელი თანხის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით. 7.1.4.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 7.2.  მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება.წლიური დაფინასება10 000 ლარი. 7.2.1. პროგრამით ისარგებლებენ: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით. 7.2.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) ბავშვების დაბადების მოწმობები; გ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან; 7.2.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 7.3.18 წლამდე შ.შ.მ ბავშვების ერთჯერადი ფინანსური დახმარებაწლიური დაფინანსება 10 000 ლარი. 7.3.1. პროგრამით ისარგებლებენ: ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები18 წლამდე შ.შ.მ. ბავშვების ოჯახები, თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად 150 ლარის ოდენობით . 7.3.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა)განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) შ.შ.მ. პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან; 7.3.3.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 7.4.მარტოხელა და დევნილ მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები. წლიური დაფინანსება 3 000 ლარი. 7.4.1. პროგრამით ისარგებლებენ: ა) მარტოხელა(მემკვიდრის გარეშე დარჩენილი) გარდაცვლილის სარიტუალო მომსახურებისხარჯების მისაღებადშესაბამისი ტერიტორიული ორგანოდანმერის წარმომადგენლის ნდობით აღჭურვილი პირი და დევნილთა ოჯახები. ბ) სარიტუალო ხარჯების ასანაზღაურებლად გაიცემა 300 ლარი. 7.4.2. დახმარების მისაღებად წარმომადგენლის ნდობით აღჭურვილმა პირმა და დევნილის ოჯახის წევრმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობა; გ) დევნილის სტატუსი დ)) მერის წარმომადგენლის შუადმგომლობა; ე) გარდაცვალების მოწმობა; ვ) პირადი ანგარიში ბანკიდან; 7.4.3.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 8🔗. სადღესასწაულო დახმარების პროგრამა. პროგრამული კოდი 060208.წლიური დაფინანსება 10 000 ლარი 8.1. პროგრამით ისარგებლებენ: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მარჩენალდაკარგულები თითოეული - 100 ლარის ოდენობით, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით. ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები თითოეული - 100 ლარის ოდენობით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ეკონომიკურად უკიდურესად გაჭირვებული ვეტერანები თითოეული - 100 ლარის ოდენობით, 17 ოქტომბერს ვეტერანის დღესთან დაკავშირებით. დ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები თითოეული - 100 ლარის ოდენობით. 8.2.ამ მუხლის „გ“ და „დ“-ქვე პუნქტებში გათვალისწინებული ვეტერანების (ბენეფიციართა) შერჩევა მოხდება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული სიის მიხედვით,მერის წარმომადგენლის მიერ, მათი ეკონომიკური მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით. 8.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 9🔗. შ.შ.მ. პირთა დახმარებისათვის. პროგრამული  კოდი 060209. წლიური დაფინანსება 20 000 ლარი 9.1. პროგრამით ისარგებლებენ: ა) შ.შ.მ. პირების სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებისათვის 8000 ლარით; ბ) შ.შ.მ. პირთა სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების მიზნით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება: მათ შორის, ა) სოციალურად დაუცველი და ეტლით მოსარგებლე შ.შ.მ. პირების შეშით უზრუნველყოფა, ბ) შ.შ.მ. პირების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშისაზღვარგარეთ ოპერაციისათვის გარკვეული თანხით დახმარება, გ) შ.შ.მ. პირების ეტლების თვითმავალი მექანიზმის, ყავარჯნების შეძენა, დ) შ.შ.მ. პირთა და მათი ოჯახების ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგების ჩატარება. სულ 12 000 ლარი. 9.2.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულებების საბანკო ანგარიშებზე. მუხლი 10🔗. ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებზე მონაწილეთა დახმარება.წლიური დაფინანსება 2 000 ლარი. პროგრამული  კოდი 060210 10.1. პროგრამით ისარგებლებენ: ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებზე მონაწილე ბენეფიციარები თითოეული ერთჯერადად - 150 ლარის ოდენობით. 10.2.დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა)განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებში მონაწილის დამადასტურებელი მოწმობა; დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან; 10.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 11🔗. დღეგრძელ (100 და მეტი წლის ასაკი) მოქალაქეთა დახმარება.წლიური დაფინანსება 2 000 ლარი. პროგრამული  კოდი 060211 11.1. პროგრამით ისარგებლებენ: დღეგრძელი მოქალაქეები - თითოეული ერთჯერადად -250 ლარის ოდენობით. 11.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან; 11.3.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 12🔗. დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეთა დახმარება.წლიური დაფინანსება 32 640 ლარი. პროგრამული  კოდი 060212 12.1. პროგრამით ისარგებლებენ: დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარები თითოეული თვეში - 170 ლარის ოდენობით. 12.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა)განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100); დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან; 12.3.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 13🔗. 18 წლამდე ასაკის ობოლ ბავშვთა ოჯახების დახმარება.წლიური დაფინანსება 3 500 ლარი. პროგრამული  კოდი 060213 13.1. პროგრამით ისარგებლებენ: ა) 0-18 წლამდე ასაკის ობოლი ბავშვები და რომელთაც მიმდინარე წელს უსრულდება 18 წელი. ბ) დაფინანსება განისაზღვროს თითოეულ ბავშვზე -100 ლარის ოდენობით. 13.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა)განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) ბავშვების დაბადების მოწმობები; დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობა; ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან; 13.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 14🔗. მარტოხელა მშობლის ფინანსური დახმარება. წლიური დაფინანსება 3 000 ლარი. პროგრამული კოდი 060214 14.1. პროგრამით ისარგებლებენ: ა) მარტოხელა მშობლები ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით. 14.2.დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა; გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობა; დ) მარტოხელა მშობლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან; 14.3.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2018 წლის პროგრამის წლიური დაფინანსება 399 500 ლარი. დანართი სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2018 წლის ასიგნებათა განაწილება № ღონისძიებების დასახელება სულ გასაცემი თანხა გასაცემი თანხა ერთეულზე კაცთა რაოდენობა შენიშვნა 1. სოციალურად დაუცველ და ეკონომიურად გაჭირვებულ  ოჯახის წევრებზე სამედიცინო გამოკვლევის, მკურნალობის, საოპერაციო და სამკურნალო მედიკამენტებისათვის საჭირო თანხების ნაწილობრივი უზრუნველყოფისათვის 150 000 ----- ----- 2. დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და ტერიტორიული მთლიანობის მებრძოლთა ოჯახებისათვის სარიტუალო მომსახურეობის თანხა- ოჯახში ომის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში. 3 000 250 ----- 3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარებისათვის. 3 000 200 ----- 4. უფასო სასადილოს დაფინანსებისათვის 45 000 ----- ----- 5. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა 40 000 ა. ბ. გ. დ. მე-2 შვილის შეძენისათვის 150 ----- მე-3 შვილის შეძენისათვის 300 ----- მე-4 და შემდეგი შვილის შეძენისათვის 400 ----- ტყუპების შეძენისას 600 ----- 6. სტიქიური მოვლენებისა და სხვადასხვა მიზეზების გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯები 30 000 ----- ----- 7. სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის 55 360 ----- ----- ა. ბ. გ. დ. გაუთვალისწინებელ კრიზისულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება 32 360 ----- მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება 10 000 50 18 წლამდე შ.შ.მ. ბავშვების ერთჯერადი ფინანსური დახმარება 10 000 150 მარტოხელა და დევნილ მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები 3 000 300 8. სადღესასწაულო დახმარების პროგრამა 10 000 100 9. შ.შ.მ. პირთა დახმარება 20 000 ----- 10. ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენითი სამუშაოების მონაწილეთა დახმარება 2 000 150 11. დღეგრძელი (100 და მეტი წლის ასაკი) მოქალაქეთა დახმარება 2 000 250 12. დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეთა დახმარება 32 640 170 13. ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვიანი ოჯახების დახმარება 3 500 100 ----- 14 მარტოხელა მშობლის ფინანსური დახმარება 3 000 200 სულ. 399 500