ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
შესაბამისად საჯარო ინფორმაციის
გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს:
მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.
2017 წლის განმავლობაში ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 19 განცხადება შემოვიდა, მათ შორის:
ორგანიზაციიდან - 13
მოქალაქისაგან - 3
მედიისაგან - 3
შემოსული განცხადებებიდან 16 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო სამი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ
ხათუნა თავდგირიძე - 2009 წლის 10 სექტემბრიდან ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური
სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი,
კანცელარიისა და მოქალაქეთა ხათუნა თავდგირიძე
მისაღები განყოფილების უფროსი