1. კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს:

ა) 25 კოხლეარული იმპლანტის შეძენას;

ბ) რეაბილიტაციას.

2. რეაბილიტაცია გულისხმობს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას არანაკლებ 12 თვის განმავლობაში, რაც, თავის მხრივ, მოიცავს:

ა) ოპერაციის შემდგომ, პერიოდულად, კოხლეარული იმპლანტის მორგება-რეგულირებას (ინტრაოპერაციულად და პოსტოპერაციულად), მათ შორის, იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებსაც წინა წლებში ჩატარებული აქვთ კოხლეარული იმპლანტაცია;

ბ) ლოგოპედის (მეტყველების თერაპევტის) მომსახურებას ბენეფიციარისათვის/მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის/მინდობით აღმზრდელისათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, მათ შორის, იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებსაც წინა წლებში ჩატარებული აქვთ კოხლეარული იმპლანტაცია;

გ) იმ ბენეფიციართათვის, რომელთა მიმართ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელება დაწყებულია წინა წლების შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“ ფარგლებში და არ არის დასრულებული ამ პროგრამით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის, ამავე პუნქტით დადგენილი სარეაბილიტაციო კურსის რაოდენობა განისაზღვრება წინა წლებში მიღებული მომსახურების რაოდენობის გამოკლები