2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.12.2017
ძალის დაკარგვა 01.01.2019
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №195
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016299
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- 2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.01.2019
დოკუმენტის ტექსტი
2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №195
2017 წლის 29 დეკემბერი
ქ. თეთრიწყარო
2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 და 24-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის №167 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდანთეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე
დანართი №1
2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს მათთვის მატერიალური დახმარების მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური დაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს. დახმარების გაცემის აუცილებელი პირობაა მოქალაქეს (გარდა იძულებით გადაადგილებული პირისა) ჰქონდეს მინიმუმ ბოლო ერთი წლის რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (რეგისტრაციის ფაქტის დადასტურება ხდება სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე).
თავი I
სოციალური დახმარების სახეები
მუხლი 1🔗.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების სახეები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების სახეებია:
ა) ფულადი სოციალური დახმარება;
ბ) არაფულადი სოციალური დახმარება;
მუხლი 2🔗.
ფულადი სოციალური დახმარების სახეები:
1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები, რომლებიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემას ექვემდებარება, შემდეგია:
ა) დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება;
ბ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;
გ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, ან /და მათთან გათანაბრებული პირების სარიტუალო მომსახურება;
დ)სოციალურად დაუცველი ოჯახის მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
ე) იძულებით გადაადგილებული ოჯახების მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
ვ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდით - 822) ოჯახებისადმი დახმარება;
ზ) ხანდაზმულ (90 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება;
თ) ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დახმარება;
ი) დედით, ან მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება;
კ) იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ერთჯერადი დახმარება;
ლ) იმ ოჯახების დახმარება, რომლებსაც შეეძინათ მეოთხე შვილი;
მ) შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირთა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ და დიალიზზე მყოფ პირთა დახმარება.
ნ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა დახმარება (არასრულწლოვანი შვილის/ შვილების ყოლის შემთხვევაში);
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან მრავალშვილიანი ოჯახებისა და დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება ყოველთვიური ხასიათისაა და მთელი წლის განმავლობაში გაიცემა, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანაჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად ხდება.
მუხლი 3🔗.
არაფულადი სოციალური დახმარების სახეები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები:
ა) ურგენტული და გეგმური სტაციონარული, სამედიცინო მომსახურების, ასევე დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები, ან/ და სხვა დაზღვევა), პაციენტის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით;
ბ) მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდით -822) ვეტერანთანთვის მედიკამენტების შესაძენად გაწეული დახმარება;
გ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფა;
დ) C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა გამოკვლევებისა და მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო პროცედურების დაფინანსება.
ე) ბავშვთა აუტიზმით დაავადებულ მოზარდთა (18 წლამდე) სარეაბილიტაციო მომსახურების დაფინანსება;
ვ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების I კურსის სტუდენტთა (გარკვეული კატეგორიის) სწავლის დაფინანსება, თანხის საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე ჩარიცხვით;
თავი II
ყოველთვიური ფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა
კატეგორიები და საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 4🔗.
დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება
1.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ 18 წლამდე ასაკის, დედ-მამით ობოლ ბავშვებს გაეწევათ სოციალური დახმარება ყოველთვიურად, 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
2. დახმარების მისაღებად დედ-მამით ობოლი ბავშვების მეურვემ (ოჯახის წევრმა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) ცნობა მეურვედ დანიშვნის შესახებ;
ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
ე) დამატებითი დოკუმენტაცია, კომისიის მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 5🔗.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
1. თეთრიწყაროში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მრავალშვილიან (ხუთი და მეტი შვილი) ოჯახზე, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი შვილი, გაიცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება, 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 20 (ოცი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების დასანიშნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მშობლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:
ა) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
ბ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
მუხლი 6🔗.
დახმარების გაცემის წესი
ამ თავში მითითებული სოციალური დახმარებები გაიცემა ყოველთვიურად, სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად.
თავი III
ერთჯერადი ფულადი დახმარების ბენეფიციართა
კატეგორიები და საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 7🔗.
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების ან/და მათთან გათანაბრებული პირების სარიტუალო მომსახურება
1. თეთრიწყაროში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მეომრისა ან/და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. თეთრიწყაროში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მებრძოლთან და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს განყოფილებიდან, რომ გარდაცვლილი იყო ომის მონაწილე პენსიონერი;
ბ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
ე) პირის ოჯახის წევრებად ჩაითვლება: მეუღლე, მშობელი, შვილი (გერი), და-ძმა, ბებია-პაპა, კანონიერი მეურვე.
მუხლი 8🔗.
სოციალურად დაუცველი ოჯახის მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. აღნიშნული დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს;
2. სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
3.დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
4. გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრად ჩაითვლება სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში იმავე საიდენტიფიკაციო კოდით რეგისტრირებული პირი.
მუხლი 9🔗.
იძულებით გადაადგილებული ოჯახების მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის იმავე ოჯახის (ერთი სარეგისტრაციო ნომრის მქონე) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
2. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის თეთრიწყაროში რეგისტრირებულმა და ფაქტობრივად მცხოვრებმა სრულწლოვანმა წევრემა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვლილისა და განმცხადებლის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
3. პირის ოჯახის წევრად ჩაითვლება, დევნილის მოწმობის თანახმად ერთი სარეგისტრაციო ნომრით რეგისტრირებული პირი/პირები.
მუხლი 10🔗.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდით - 822) ოჯახებისადმი დახმარება
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, აგრეთვე საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები მიიღებენ ფულად დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 11🔗.
ხანდაზმულ (90 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხანდაზმული (90 და მეტი წლის ასაკის) პირის ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით;
2. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხანდაზმული (90 და მეტი წლის ასაკის) პირის, ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი – თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრია;
გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
დ) დამატებითი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში), კომისიის მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 12🔗.
ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დახმარება
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, ფენილკეტონურიით დაავადებული (ეს ის კონტინგენტია, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიეტის დაცვას და ცილაგამოცლილი პროდუქტებით კვებას) ბენეფიციარის დახმარების მიზნით, დაფინანსება განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
2. დახმარების მისაღებად ფენილკეტონურიით დაავადებული მოქალაქის ან მეურვის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ცნობა სპეციალური მედიკამენტებით მოქალაქეთა უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის შესახებ;
გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
დ) დამატებითი დოკუმენტაცია(საჭიროების შემთხვევაში), კომისიის მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 13🔗.
დედით, ან მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება
1. დედით, ან მამით ობოლ, 18 წლამდე ასაკის ბავშვებს გაეწევათ ერთჯერადი სოციალური დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
2. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ბავშვის / ბავშვების მშობელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) მშობლის (დედის, ან მამის) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ბ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის, ან პირადობის მოწმობის ასლები;
გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
3. განმცხადებელი შეიძლება იყოს: მშობელი, სრულწლოვანი და ან ძმა, ბებია, პაპა და ოჯახის სხვა წევრი.
მუხლი 14🔗.
იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ერთჯერადი დახმარება.
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000, ერთჯერადი სოციალური დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით;
2. დახმარების მისაღებად იძულებით გადაადგილებული ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
ბ) იძულებით გადაადგილებული პირის - (დევნილობის) დამადასტურებელი მოწმობა;
გ) ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტს მიერ გაცემული ამონაწერი;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
მუხლი 15🔗.
იმ ოჯახების სოციალური დახმარება, რომლებსაც შეეძინათ მეოთხე შვილი.
1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ იმ ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ მეოთხე შვილი. დახმარება გაიცემა კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, არა უმეტეს 200 (ორასი) ლარისა;
2. დახმარების მისაღებად ერთ - ერთმა მშობელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;
გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
მუხლი 16🔗.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირთა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ და დიალიზზე მყოფ პირთა დახმარება.
1. დახმარება გაიცემა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკისა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ, აგრეთვე დიალიზზე მყოფ პირზე , წელიწადში ერთხელ არა უმეტეს 200 (ორასი) ლარისა;
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისმა ოჯახის წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმაNIV–100/ა);
გ) ბენეფიციარის პირის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
ე) დამატებითი დოკუმენტაცია, კომისიის მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 17🔗.
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა დახმარება (არასრულწლოვანი შვილის/ შვილების ყოლის შემთხვევაში)
1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მარტოხელა მშობელს;
2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა;
3. დახმარების მისაღებად მარტოხელა მშობელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
მუხლი 18🔗.
დახმარების გაცემის წესი
წინამდებარე პროგრამის III თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარებებიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეზე გაიცემა მხოლოდ ერთი სახის დახმარება, სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე (გარდა მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-13, მე-14 და მე-17 მუხლებისა), მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად.
თავი IV
არაფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები
და საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 19🔗.
ურგენტული და გეგმური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების, ასევე დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევა), პაციენტის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით
1. პროგრამის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს:
ა) პაციენტის მიერ დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვროს სამედიცინო დაზღვევის (საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამა, ან კერძო დაზღვევა) მიერ დაფინანსებული თანხის პროცენტული ოდენობის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
2. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებისთვის, რომლთა სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 (ასი ათას) ქულას:
ა) კომპიუტერული გამოკვლევების დაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი კალკულაციის 50%-ით, არაუმეტეს 400 ლარისა.
ბ) მშობიარეთა თანადაფინანსება არაუმეტეს 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად;
4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად.
5. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ(ფორმა NIV–100/ა)და ანგარიშ-ფაქტურა (კალკულაცია);
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
დ) სხვა დამატებითი დოკუმენტები, რომელთა წარდგენასაც საჭიროდ მიიჩნევს დახმარების გამცემი კომისია.
მუხლი 20🔗.
მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდით -822) ვეტერანთათვის მედიკამენტების შესაძენად გაწეული დახმარება
1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ, მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდით -822) ვეტერანთათვის მედიკამენტების შესაძენად გაიცემა სოციალური დახმარება არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამის სააფთიაქო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV –100/ა);
3. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად.
მუხლი 21🔗.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფა.
1. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დახმარება სუბსიდირების სახით გაიცემა მერიის მიერ შესაბამისი მიზნებისათვის დაფუძნებული ა(ა)იპ-ის სახელზე და ხმარდება ქ. თეთრიწყაროში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ, ცხელი სადილის ადგილზე მომხმარებელ (70 ბენეფიციარი კალენდარული წლის განმავლობაში) იმ ბენეფიციარებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 65 000-ს და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში რეგისტრირებულ (300 ბენეფიციარი კალენდარული წლის განმავლობაში) ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 1000-ს.
2. შესაბამისი ა(ა)იპ-ი უფასო კვებით უზრუნველყოფს უკიდურესად მძიმე სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის მქონე მოსახლეობის ორ კატეგორიას: ქ. თეთრიწყაროში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებს სარეიტინგო ქულით არაუმეტეს 65 000-სა ყოველდღიურად ცხელი სადილით, ხოლო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლად მცხოვრებ იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 1000-ს - საკვები პროდუქტით თვეში ერთხელ.
3. ბენეფიციართა ახალი რეესტრი ჩამოყალიბდეს აღნიშნული პროგრამის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ცვლილება არ შეეხოს იმ ბენეფიციარებს, რომლებიც სიაში ჩართული იქნენ ,,2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ 31-ე მუხლის II პუნქტის და ,,2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ 26-ე მუხლის, მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისით.
4. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ასლები (არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი);
ბ) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ - ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;
მუხლი 22🔗.
C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა გამოკვლევებისა და მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო პროცედურების დაფინანსება
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები C ჰეპატიტით დაავადებული ბენეფიციარის გამოკვლევებისა და მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო პროცედურების ჩასატარებლად აუცილებელი თანხის დაფინანსება (ეტაპების მიხედვით), რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით, განისაზღვროს კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარით.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) შესაბამისი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა - ფორმა N100;
3. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად;
4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად.
მუხლი 23🔗.
ბავშვთა აუტიზმით დაავადებულ მოზარდთა (18 წლამდე) სარეაბილიტაციო მომსახურების დაფინანსება
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ბავშვთა აუტიზმით დაავადებული მოზარდის (18 წლამდე) სარეაბილიტაციო თანხის დაფინანსება (ეტაპების მიხედვით), განისაზღვროს კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარით.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განმცხადებლის საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) შესაბამისი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა - ფორმა N100;
გ) მოზარდის დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის ასლი.
3. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად;
4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად.
მუხლი 24🔗.
აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების I კურსის სტუდენტებისთვის (გარკვეული კატეგორიის) სწავლის დაფინანსება
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ, 23 წლამდე ასაკის, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების I კურსზე ჩარიცხულ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:
ა) სტუდენტს სოციალურად დაუცველი (65 000 -მდე), მრავალშვილიანი (ხუთი და მეტი შვილი) ოჯახიდან;
ბ) დედით ან მამით, ან დედ - მამით ობოლ სტუდენტს;
გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა (გათანაბრებულის გამოკლებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდით - 822) შვილებს სწავლის დაფინანსების მიზნით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, გაეწევათ დახმარება 500 ლარის ოდენობით დაწესებულების ანგარიშზე ჩარიცხვით.
2. აღნიშნული მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან უფლებამოსილმა პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განმცხადებლის ან / და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლები;
ბ) ანგარიშ - ფაქტურა ან/ შესაბამისი დაწესებულებიდან ცნობა სწავლის გადასახადის დავალიანების თაობაზე (შესაბამისი საბანკო რეკვიზიტის მითითებით);
გ) ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშობლის ან მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები;
ე) ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშობლის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი;
ვ) დაბადების მოწმობის ასლი/ ასლები, თუ ოჯახი მრავალშვილიანია;
3. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების ანგარიშზე.
მუხლი 25🔗.
დახმარების გაცემის წესი
IV თავში გათვალისწინებული სოციალური დახმარებებიდან (გარდა მე-20 21-ე, და 24-ე მუხლი), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეზე კალენდარული წლის განმავლობაში, სოციალური დახმარებების გამცემი კომისიის დასკვნის საფუძველზე გაიცემა მხოლოდ ერთ - ერთი სახის დახმარება, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად.