საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2017
ძალაში შესვლა 01.01.2018
ძალის დაკარგვა 01.08.2018
გამომცემი ორგანო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 140070000.67.079.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,998 სიტყვა · ~35 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2017 მიღება
01.01.2018 ძალაში შესვლა
01.08.2018 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურე (შემდგომში
მოსამსახურე) –  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, აგრეთვე მის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო)  მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირადი შემადგენლობისა და სამოქალაქო შემადგენლობის მოსამსახურე, აგრეთვე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
მუხლი 2
სამოქალაქო შემადგენლობის მოსამსახურე (შემდგომში
სამოქალაქო პირი) – მოსამსახურე, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში ასრულებს საფინანსო, ლოჯისტიკურ, სამართლებრივ, ორგანიზაციულ უზრუნველყოფასთან  დაკავშირებულ  ფუნქციებს  ან/და  სხვა მხარდამჭერ  ფუნქციებს (გარდა  შრომითი ხელშეკრულებით  დასაქმებული პირისა), რომელიც არ ითვალისწინებს ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების უშუალო შესრულებას და რომელსაც არ აქვს მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდება
მუხლი 2
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირადი შემადგენლობის მოსამსახურე (შემდგომში  –  მეხანძრე-მაშველი/მაშველი) რომელიც, შესაბამისად, უშუალოდ   ახორციელებს   ხანძრის   პროფილაქტიკას   და   აქრობს   ხანძარს,   ატარებს   სამაშველო სამუშაოებს და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს, ახორციელებს საგანგებო სიტუაციის პრევენციას და მასზე რეაგირებას, მართავს და ორგანიზებას უწევს ამ ღონისძიებებს; აგრეთვე, სააგენტოს სამოქალაქო შემადგენლობის მოსამსახურე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება
მუხლი 2
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფუნქციის შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული პირი.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება №1 2017 წლის 29 დეკემბერი ქ . თბილისი საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 52​1 მუხლის მე-4 პუნქტის, 52​3 მუხლის მე-6 პუნქტისა და 56-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსიგიორგი მღებრიშვილი დანართი საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1.  ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში (შემდგომში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში) სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის პირობებსა და პროცედურებს. 2. ეს წესი შემუშავებულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის როგორც სამოქალაქო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სპეციალური დანიშნულების დაწესებულების, საქმიანობისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თავისებურებების გათვალისწინებით. 3.  „საჯარო  სამსახურის  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა​1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის მოქმედება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეზე, როგორც სპეციალური ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობის სუბიექტზე, ვრცელდება მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-5,  51-ე, 64-ე, 66-ე და 103-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა   მიერ   სამსახურის   გავლის   სხვა   საკითხები   წესრიგდება  ამ წესით დადგენილი  სპეციალური  ნორმებით,  აგრეთვე  საქართველოს  ორგანული  კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე  სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურე (შემდგომში – მოსამსახურე) –  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, აგრეთვე მის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო)  მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირადი შემადგენლობისა და სამოქალაქო შემადგენლობის მოსამსახურე, აგრეთვე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი; ბ) სამოქალაქო შემადგენლობის მოსამსახურე (შემდგომშისამოქალაქო პირი) – მოსამსახურე, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში ასრულებს საფინანსო, ლოჯისტიკურ, სამართლებრივ, ორგანიზაციულ უზრუნველყოფასთან  დაკავშირებულ  ფუნქციებს  ან/და  სხვა მხარდამჭერ  ფუნქციებს (გარდა  შრომითი ხელშეკრულებით  დასაქმებული პირისა), რომელიც არ ითვალისწინებს ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების უშუალო შესრულებას და რომელსაც არ აქვს მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდება; გ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირადი შემადგენლობის მოსამსახურე (შემდგომში  –  მეხანძრე-მაშველი/მაშველი) რომელიც, შესაბამისად, უშუალოდ   ახორციელებს   ხანძრის   პროფილაქტიკას   და   აქრობს   ხანძარს,   ატარებს   სამაშველო სამუშაოებს და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს, ახორციელებს საგანგებო სიტუაციის პრევენციას და მასზე რეაგირებას, მართავს და ორგანიზებას უწევს ამ ღონისძიებებს; აგრეთვე, სააგენტოს სამოქალაქო შემადგენლობის მოსამსახურე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება; დ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფუნქციის შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული პირი. მუხლი 3🔗. სამსახურის გავლის პრინციპები 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გავლას საფუძვლად უდევს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და გამჭვირვალობის პრინციპები. 2. მოსამსახურე ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები განურჩევლად რასისა,  კანის ფერისა,  ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა მახასიათებლებისა. მუხლი 4🔗. საშტატო ნუსხა 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება ამავე სამსახურისა და მის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო ნუსხების ერთობლიობით. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხას განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხას ამტკიცებს ამავე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. 3. საშტატო ნუსხაში მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირად შემადგენლობას მიეთითება თითოეული  საშტატო  ერთეულის  შესაბამისი  ზღვრული  სპეციალური  წოდება, ხოლო სამოქალაქო შემადგენლობის საშტატო ერთეულს მიეთითება „სამოქალაქო პირი“. თავი II მოსამსახურის სამსახურში მიღებასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ზოგადი შეზღუდვები მუხლი 5🔗. მოსამსახურის სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლისათვის დადგენილი შეზღუდვები მოსამსახურედ არ მიიღება: ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი; ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს; გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ)  პირი,  რომელსაც  სასამართლოს  მიერ  ჩამორთმეული  აქვს  შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის/ცნობის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს; ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკურად დაავადებული პირი; ზ) პირი, რომელმაც სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო; თ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მშვილებელს, მეუღლეს, შვილს, ნაშვილებს, გერს, დას, ძმას; ი) სხვა ქვეყნის მოქალაქე ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა), კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა; კ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები; ლ) 60 წელს მიღწეული პირი (გარდა სამოქალაქო პირისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა); მ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. მუხლი 6🔗. სამსახურებრივი შეუთავსებლობა 1. მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) უფლება არ აქვს ასრულებდეს  სხვა  ანაზღაურებად  სამუშაოს  ან  საჯარო/კერძო  დაწესებულებაში ეკავოს სხვა თანამდებობა. მოსამსახურეს უფლება აქვს შეთავსებით ასრულებდეს სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობას და იღებდეს შესაბამის ანაზღაურებას. 2. შრომითი ხელშეკრულებით  დასაქმებულ პირს სამსახურის უფროსის წერილობითი თანხმობით უფლება აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა ან/და ასრულებდნენ სხვა ანაზღაურებად სამუშაოს იმავე დაწესებულებაში ან სხვაგან. მუხლი 7🔗. სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები 1. მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება. მას შეუძლია მხოლოდ ფლობდეს აქციებსა და წილს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსამსახურე არ უნდა იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოს წევრი. მუხლი 8🔗. მოსამსახურის სხვა შეზღუდვები მოსამსახურეს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს გაფიცვაში. თავი III მოსამსახურის უფლება-მოვალეობები მუხლი 9🔗. მოსამსახურის უფლებები მოსამსახურეს, საქართველოს  კანონმდებლობით  გათვალისწინებული  უფლებების  გარდა,  უფლება აქვს: ა)  გაეცნოს ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც  განსაზღვრულია მისი  უფლება-მოვალეობები, მიიღოს სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები; ბ) დადგენილი წესით მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, აგრეთვე შესაბამისი ინსტრუმენტები და ინვენტარი, რომლებიც საჭიროა თავისი სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობის შესრულებისთვის; გ) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში/სპეციალურ კონკურსში; დ) დაწინაურდეს დადგენილი წესით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამის თანამდებობაზე; ე) გაიაროს საკვალიფიკაციო სწავლებები, რომლებიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; ვ) გაასაჩივროს ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, თუ იგი თვლის, რომ ამით იზღუდება მისი კანონიერი უფლებები და ილახება მისი ღირსება. მუხლი 10🔗. მოსამსახურის მოვალეობები 1. მოსამსახურე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების გარდა, ვალდებულია:                  ა) დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამსახურებრივი ინსტრუქციებით განსაზღვრული სამსახურებრივი მოვალეობები,  აგრეთვე, მითითებები; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დროულად და განუხრელად შეასრულოს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფორისის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის,  უშუალო ხელმძღვანელის კანონიერი მითითებები/დავალებები; გ) დაიცვას სამსახურებრივი ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული მოთხოვნები; დ) შეინარჩუნოს და აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე, რომელიც საჭიროა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას; ე) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებისას; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თავიდან აიცილოს სამსახურებრივ და პირად ინტერესთა კონფლიქტი. 2. მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი განკარგულება (დავალება),  იმ შემთხვევაშიც, თუ ასეთი განკარგულების შესრულება არ განეკუთვნება მის ფუნქციებს და მისი შესრულება  აუცილებელია,  საჯარო  დაწესებულების  ფუნქციონირების ინტერესების გათვალისწინებით, საგანგებო სიტუაციის დროულად თავიდან ასაცილებლად, ქონების დაღუპვისა და გაფუჭებისაგან დასაცავად. 3. მოსამსახურეს უფლება აქვს, უარი განაცხადოს განკარგულების (დავალების) შესრულებაზე, თუ: ა) განკარგულება (დავალება) ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; ბ) განკარგულების (დავალების) გაცემა სცილდება განკარგულების (დავალება) გამცემის უფლებამოსილებას; გ)  განკარგულების  (დავალების)  შესრულება  საჭიროებს  განსხვავებულ  კომპეტენციას  ან/და პროფესიულ უნარებს, რომლებიც მას არ გააჩნია; დ) განკარგულების (დავალების) შესრულება საზიანოა მისი ჯანმრთელობისათვის; ე) განკარგულების (დავალების) შესრულება გამოიწვევს დანაშაულებრივი ქმედების ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას. 4. განკარგულების (დავალების) კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში,  მოსამსახურე ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ აცნობოს განკარგულების (დავალების) გამცემს ან/და ზემდგომ უფროსს. 5. დაუშვებელია წინასწარი შეცნობით მოსამსახურის მიერ მართლსაწინააღმდეგო განკარგულების (დავალების)  შესრულება.  ამგვარი  განკარგულების  (დავალების)  შემთხვევაში,  მოსამსახურემ  უარი უნდა თქვას განკარგულების (დავალების) შესრულებაზე და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. მოსამსახურეზე, რომელიც უარს ამბობს შეასრულოს უკანონო განკარგულება (დავალება), არ გავრცელდება დისციპლინური ან სხვა სახის სახდელი. 6. უკანონო განკარგულების (დავალების) შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ამასთან, დგება უკანონო განკარგულების (დავალების) გამცემი ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი. მუხლი 11🔗. მოსამსახურის შრომის ანაზღაურება 1.  მოსამსახურეთა  შრომის ანაზღაურება ემყარება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც გულისხმობს თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღებას. 2. მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს ხელფასი. 3. მოსამსახურის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსაგან, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის შემთხვევაში ასევე წოდებისთვის დადგენილი სარგოსაგან. 4.  მოსამსახურეს  ხელფასის  გარდა  შეიძლება მიეცეს დანამატი ხელფასზე (ფულად სარგოზე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.   5.   მოსამსახურეთა   ხელფასის   ფონდის   ფორმირების   წყაროა   შესაბამისი   ბიუჯეტი.   საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურის ხელფასის შემცირების საფუძველი. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელფასი და დანამატი მოსამსახურეს ეძლევა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. 7.  მოსამსახურის ხელფასისა  (თანამდებობრივი  და  წოდებრივი  სარგოები)  და  დანამატის  ოდენობა, გაცემის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. თავი IV თანამდებობრივი და სამსახურებრივი გადაადგილება, მივლინება მუხლი 12🔗. თანამდებობრივი გადაადგილება 1. მოსამსახურის გადაყვანა ზემდგომ, ტოლფას ან დაბალ თანამდებობაზე დასაშვებია: ა) სამსახურებრივი დაწინაურებისას; ბ) მოსამსახურის ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანისას; გ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელებისას; დ) პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე; ე) განსაკუთრებულ შემთხვევაში სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე; ვ)   მოსამსახურის    ჯანმრთელობის   მდგომარეობის   გაუარესების   გამო,   შესაბამისი   სამედიცინო დასკვნის/ცნობის საფუძველზე; ზ) შეფარდებული დისციპლინური სახდელის გამო. 2. მოსამსახურის  თანამდებობრივი  გადაადგილება  ფორმდება  მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით, გადაადგილების  საფუძვლის მითითებით. ბრძანება უნდა გაეცნოს აღნიშნულ მოსამსახურეს. დასაშვებია ბრძანების გაცნობა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით. 3. თანამდებობრივი   გადაადგილების   შესახებ   სამართლებრივი   აქტის   გამოცემამდე,   ამ   მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ შემთხვევებში უნდა არსებობდეს მოსამსახურის თანხმობა, ხოლო სხვა შემთხვევებში წინასწარ უნდა ეცნობოს მას. 4. თანამდებობრივი    გადაადგილება    უნდა    მოხდეს    მოსამსახურის    ძირითადი    სპეციალობის (კვალიფიკაცია), მისი პროფესიული უნარ-ჩვევების და გამოცდილების გათვალისწინებით. 5. მოსამსახურის თანამდებობაზე დაწინაურების საკითხის ინიციირების თანამდებობაზე მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის წინაშე აქვს მოსამსახურის უშუალო უფროსს, აგრეთვე ამ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე ზემდგომ თანამდებობის პირს. მოსამსახურე თანამდებობაზე დაწინაურებამდე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური შემოწმებისა და შიდა კონტროლის განმახორციელებელ დანაყოფში შესაძლო ხელშემშლელი გარემოებების არსებობის ფაქტზე. 6. უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკავებულია (დაკომპლექტებულია) უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით,  ინიშნება  ტოლფას  თანამდებობაზე  ან  მისი  თანხმობით  სხვა  თანამდებობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზე. მუხლი 13🔗. ტოლფასი თანამდებობა 1. თანამდებობა ტოლფასია, თუ დანაყოფის სახელწოდების მიუხედავად, დასაკავებელი თანამდებობა შეიცავს მოსამსახურის მიერ დაკავებული ან ბოლო დაკავებული თანამდებობის იდენტურ დასახელებას, მათ შორის: ა) სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელის თანამდებობის ტოლფასია სხვა სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელის თანამდებობა; ბ) სტრუქტურულ/ტერიტორიულ დანაყოფში შემავალი სამმართველოს, სამსახურის, განყოფილების, ქვეგანყოფილების უფროსის თანამდებობის ტოლფასია შესაბამისად სხვა სტრუქტურულ/ტერიტორიულ დანაყოფში შემავალი სამმართველოს, სამსახურის, განყოფილების, ქვეგანყოფილების უფროსის თანამდებობა. 2. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის შემთხვევაში თანამდებობა ტოლფასია, თუ დასაკავებელი   თანამდებობა   შეიცავს   მოსამსახურის   მიერ   დაკავებული   ან   ბოლო   დაკავებული თანამდებობის თანაბარ ზღვრულ წოდებას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 14🔗. მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება (მივლენა) ტერიტორიულად სხვა ადგილზე 1. მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება (მივლენა) ტერიტორიულად სხვა ადგილზე ხდება სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით: ა)  სამუშაოდ ტერიტორიულად სხვა ადგილას ან/და სხვა სტრუქტურულ/ტერიტორიულ დანაყოფში არაუმეტეს 6 თვისა მასზე დაკისრებული ფუნქციების იდენტური ფუნქციების შესასრულებლად; ბ)  სამსახურის  მიზნებიდან  და აუცილებლობიდან გამომდინარე,  ტერიტორიულად იმავე ან სხვა ადგილას, სხვა სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა, თუ მოსამსახურის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული სამუშაოს შესრულებისათვის. 2. მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა  დროებით  შესრულებაზე,  თუ  მათი  შესრულება  მოითხოვს  უფრო  მაღალ კვალიფიკაციასა ან/და სხვა პროფესიულ მომზადებას ან თუ მისი შესრულება შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც, სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში, დასტურდება შესაბამისი სამედიცინო ცნობით. 3. სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით შეიძლება დარეგულირდეს მოსამსახურის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების საკითხებიც. მუხლი 15🔗. სამსახურებრივი მივლინება 1. სამსახურებრივი მივლინება ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში“ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) „მივლინების“ შესაბამისი გრაფის შევსებით, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში – სათანადო სამსახურებრივი ბარათის/პატაკის მატერიალური დოკუმენტის წარდგენით. მივლინების პერიოდში მივლინების ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი  წესით.  მივლინების  პერიოდში  მოსამსახურეს  უნარჩუნდება შესაბამისი თანამდებობა, გარდა საშტატო-საორგანიზაციო  ღონისძიებისა. 2. საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებისას მივლინებაში მყოფ მოსამსახურეს  შეუწყდება მივლინება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინიშნება იმავე თანამდებობაზე ან იმავე დანაყოფში სხვა თანამდებობაზე. 3. მოსამსახურის  მივლინების გაფორმების წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის მიერ. 4. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსამსახურე გაემგზავრება მივლინებაში ზემდგომი უფროსის ზეპირი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, შესაბამისი წერილობითი სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს, როგორც წესი,  სამი სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 16🔗. დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრება 1. მოსამსახურისთვის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის) დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრება, მათ შორის ისეთის, რომელიც არ განეკუთვნება მის კომპეტენციას, შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში: ა) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე; ბ) დროებით არმყოფი მოსამსახურის შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოსამსახურის არყოფნა გამოიწვევს დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას; გ) მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. 2. მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) დროებითი ფუნქცია- მოვალეობა შესაძლებელია დაეკისროს დამატებით, ძირითად სამსახურებრივ მოვალეობასთან შეთავსებით ან მოსამსახურე შესაძლებელია დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრებისას გათავისუფლდეს ძირითადი სამსახურებრივი მოვალეობის  შესრულებისაგან. 3. მოსამსახურეს უფლება აქვს უარი განაცხადოს დროებითი ფუნქცია-მოვალეობის შესრულებაზე, თუ მათი  შესრულება  მოითხოვს  უფრო მაღალ კვალიფიკაციასა ან/და სხვა პროფესიულ მომზადებას ან შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც, სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში, დასტურდება შესაბამისი სამედიცინო ცნობით. 4.  მოსამსახურისათვის  დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრება შესაძლებელია  კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 5 თვისა. დროებითი ფუნქცია-მოვალეობის შესრულება 1 თვეზე მეტი ვადით შეიძლება იმ მოსამსახურის თანხმობით, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს მოვალეობა. 5.  ამ  მუხლის  პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს,  რომელსაც ძირითად სამსახურებრივ მოვალეობასთან შეთავსებით დამატებით ეკისრება დროებითი ფუნქცია-მოვალეობის შესრულება, ან რომელიც გათავისუფლდა ძირითადი მოვალეობის შესრულებისგან და ახორციელებს მხოლოდ დროებით ფუნქცია-მოვალეობას, ეძლევა დროებით არმყოფი მოსამსახურისთვის/შესაბამისი ვაკანტური  თანამდებობისთვის  დადგენილი  თანამდებობრივი  სარგო  იმ  შემთხვევაში, თუ უკანასკნელი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს, ხოლო თუ სამსახურში არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი  სარგო  ნაკლებია  შემცვლელი  მოსამსახურის  თანამდებობრივ  სარგოზე  – უნარჩუნდება თავისივე სარგო. თავი V საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირადი შემადგენლობის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე სამუშაოდ მიღება მუხლი 17🔗. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირადი შემადგენლობის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნები 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირადი შემადგენლობის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე მიიღება ქმედუნარიანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) ფლობს სახელმწიფო ენას; გ) მიაღწია 18 წელს; დ) მიღებული აქვს არანაკლებ სრული ზოგადი განათლება; ე) პიროვნული და საქმიანი თვისებების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების გათვალისწინებით შეუძლია დაკისრებული ფუნქციების შესრულება; ვ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირადი შემადგენლობის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე მისაღებ მოსამსახურეს უმაღლესი განათლება,  მოეთხოვება იმ შემთხვევაში, თუ იგი ინიშნება განყოფილების უფროსზე უფრო მაღალ  თანამდებობაზე. 3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირადი შემადგენლობის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ განყოფილების უფროსზე უფრო მაღალ თანამდებობაზე სრული ზოგადი  განათლების  მქონე  პირი  შეიძლება  დაინიშნოს დასაბუთებული წარდგინებითა და სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით მხოლოდ  ერთ-ერთი შემდეგი განსაკუთრებული გარემოების არსებობისას: ა) კანდიდატის პიროვნული თვისებების, გამოცდილების, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და სამსახურის პერიოდში მიღწევების გათვალისწინებით; ბ) სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე. მუხლი 18🔗. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირადი შემადგენლობის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე მიღების წესი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირადი შემადგენლობის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე მოსამსახურე მიიღება სპეციალური კონკურსის შედეგად. მუხლი 19🔗. სპეციალური კონკურსი 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სპეციალური კონკურსი ტარდება  ვაკანტურ თანამდებობაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისთვის. სპეციალური  კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანებით. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირადი შემადგენლობის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე სპეციალური კონკურის გარეშე, შეიძლება დაინიშნოს: ა) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე – ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის/გადაყვანის შემთხვევაში, თუ აღნიშნული დანიშვნა/გადაყვანა გულისხმობს იმავე ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების განხორციელებას; ბ)  კადრების  განკარგულებაში  აყვანილი  სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე  –  იმავე ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის  სხვა დანაყოფში იმავე, ტოლფას, მაღალ ან უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის დროს; გ)  სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე –  უფრო  მაღალ  ან უფრო  დაბალ თანამდებობაზე  დანიშვნის (გადაადგილების) შემთხვევაში; დ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე – სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად თანამდებობაზე აღდგენის, ხოლო ასეთის შეუძლებლობისას ტოლფას ან/და სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში. მუხლი 20🔗. ფიცი 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირადი შემადგენლობის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე მიღებისას მოსამსახურე დებს მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცს. 2. ფიცის  ტექსტს ხელს აწერს თანამდებობაზე  დანიშნული სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე და ინახება მის პირად საქმეში. 3. ფიცის დადება შეიძლება განხორციელდეს საზეიმო ვითარებაში. მუხლი 21🔗. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირადი შემადგენლობის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე დანიშვნის/მიღების გაფორმება 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირადი შემადგენლობის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე დანიშვნა/მიღება ფორმდება მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს და დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა)  თანამდებობაზე დასანიშნი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს; ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმ დანაყოფის დასახელებას, რომელშიც პირი თანამდებობაზე ინიშნება/მიიღება; გ) თანამდებობის დასახელებას; დ) თანამდებობაზე დანიშვნის თარიღს; ე) გამოსაცდელ ვადას, თუ პირი თანამდებობაზე ინიშნება გამოსაცდელი ვადით. 3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირადი შემადგენლობის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე მოსამსახურის დანიშვნის/მიღების ან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით, რომელსაც აქვს ისეთივე  იურიდიული  ძალა,  როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. აღნიშნული წესით გამოცემული აქტი მოსამსახურისათვის ჩაბარებულად ითვლება მის მიერ უშუალოდ გაცნობის ან  აქტის ფოსტის მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში მისამართზე ჩაბარების მომენტიდან. მუხლი 22🔗. პროფესიული მომზადება 1. მეხანძრე-მაშველი/მაშველი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში მიღებისას ან მიღების შემდეგ გადის შესაბამის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, სპეციალური გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსს/პროგრამას. 2. მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანებით. მუხლი 23🔗. მეხანძრე-მაშველის/მაშველის გამოსაცდელი ვადა 1.  სპეციალურ  კონკურსში  გამარჯვებული  პირი  შეიძლება დაინიშნოს  არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით. 2.   გამოსაცდელი   ვადის   განმავლობაში,   მეხანძრე-მაშველის/მაშველის   უშუალო   ხელმძღვანელი ამოწმებს  გამოსაცდელი ვადით მიღებული მეხანძრე-მაშველის/მაშველის პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პიროვნული თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობას. 3. სამსახურებრივი უფლებამოსილების ნებისმიერი საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ჩერდება მეხანძრე-მაშველის/მაშველის გამოსაცდელი ვადის დინება. მეხანძრე-მაშველის/მაშველის გამოსაცდელი ვადა ითვლება სამსახურის სტაჟში. 4. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული მეხანძრე-მაშველის/მაშველის: ა) თანამდებობრივი გადაადგილება (გარდა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების დროს), აგრეთვე, მისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრება; ბ) დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან, გარდა სამსახურის უფროსის თანხმობის შემთხვევისა. 5. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე მეხანძრე-მაშველის/მაშველის უშუალო ხელმძღვანელი ადგენს გამოსაცდელი ვადის შედეგების შეფასების აქტს, რომელიც დგება წერილობითი ფორმით და დაერთვება მოსამსახურის პირად საქმეს. გამოსაცდელი ვადის გასვლისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების,  აგრეთვე  სპეციალური  შემოწმების  უარყოფითი  შედეგების  გამო  მეხანძრე – მაშველი/მაშველი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება თანამდებობიდან, ხოლო დადებითი შედეგის შემთხვევაში გამოიცემა სამართლებრივი აქტი მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. 6. გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მეხანძრე-მაშველზე/მაშველზე გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ვრცელდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 55​2  და 55​3 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები. მუხლი 24🔗. სამსახურის ვადა 1.  მეხანძრე-მაშველი/მაშველი სამსახურში  მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტისა და 32-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებისა. 2. მეხანძრე-მაშველი/მაშველი განსაზღვრული ვადით შეიძლება მიღებულ იქნეს: ა)  გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი; ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით. თავი VI სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება მუხლი 25🔗. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში დადგენილი წოდება 1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახეხ“ საქართველოს კანონის 5​7 მუხლის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში დაწესებულია სახელმწიფო სპეციალური წოდება. 2.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში  სახელმწიფო სპეციალური  წოდება ენიჭება  მხოლოდ  მეხანძრე-მაშველს  და მაშველს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა), რომლებიც,  შესაბამისად, უშუალოდ  ახორციელებენ ხანძრის პროფილაქტიკას და აქრობენ ხანძარს, ატარებენ საავარიო-სამაშველო სამუშაოებს/სამაშველო სამუშაოებს, ახორციელებენ საგანგებო სიტუაციის პრევენციას და მასზე რეაგირებას, მართავენ და ორგანიზებას უწევენ ამ ღონისძიებებს. 3. სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს მხოლოდ თანამიმდევრობით. სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურის გამოტოვებით დაუშვებელია. 4. სახელმწიფო სპეციალურ წოდებას, გარდა უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდებისა, ანიჭებს სამსახურის უფროსი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი დანაყოფის წარდგინებით. 5. უმაღლეს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი. 6. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალური მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ, მოსამსახურეს ენიჭება უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდება. 7. უფროსი და უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდებები მიენიჭებათ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს. მუხლი 26🔗. წოდებები სამსახურში მიღებისას და დათხოვნისას 1.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში იმ  საშტატო  ერთეულით  გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას (ან მიღების შემდგომ), რომლისთვისაც  გათვალისწინებულია სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება, პირს ენიჭება სამოქალაქო უსაფრთხოების რიგითის წოდება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდება არ ენიჭება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში. 3.   საჯარო  სამსახურიდან სახელმწიფო სპეციალური წოდებით დათხოვნილ/გათავისუფლებულ მოსამსახურეებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში  იმ თანამდებობაზე სამუშაოდ მიღების შემდეგ,  რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, და მათთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების/გათანაბრების შემთხვევაში, მორიგ წოდებაზე წარდგენისას, მათ მიერ დათხოვნამდე/გათავისუფლებამდე წოდებით ნამსახურობის პერიოდი ეთვლებათ წოდებით ნამსახურობის საერთო ვადაში.  მუხლი 27🔗. სახელმწიფო სპეციალური  წოდების მქონე მოსამსახურეთა სპეციალურ აღრიცხვაზე აყვანა 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან, რის შემდეგაც მოსამსახურე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალურ აღრიცხვაზე. 2. წვევამდელი, რომელიც სპეციალური კონკურსის შედეგად მიიღება/დაინიშნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირადი შემადგენლობის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე, ვალდებულია 4 წლის განმავლობაში უწყვეტად იმსახუროს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირადი შემადგენლობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ნებისმიერ თანამდებობაზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამსახურის უფროსის ბრძანებით წვევამდელს მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება სამხედრო ძალების რეზერვში. მუხლი 28🔗. მოსამსახურეთა მორიგი წოდებები 1.  მორიგი  სახელმწიფო  სპეციალური  წოდება  მოსამსახურეებს  მიენიჭებათ  წოდებით  სამსახურის შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ. 2.  მოსამსახურის  მორიგი წოდების მისანიჭებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი დანაყოფი ამზადებს სათანადო ბრძანების პროექტს და წარდგინებას. 3. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭებამდე მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური შემოწმებისა და შიდა კონტროლის განმახორციელებელ დანაყოფში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე. 4. სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სახელმწიფო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში. 5. უკანონოდ გათავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს სამსახურში აღდგენისას, იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში. მუხლი 29🔗. სამსახურის ვადა წოდების მისანიჭებლად 1. სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის გავლისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ვადა, გარდა უმცროსი სპეციალური წოდებებისა. 2.  სახელმწიფო   სპეციალური  წოდებით  სამსახურის  ვადა  აღირიცხება წოდების მინიჭების  შესახებ ბრძანებაში მითითებული თარიღიდან. 3. უმაღლესი სპეციალური წოდების მისანიჭებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის ვადა არ წესდება. აღნიშნული წოდებების მინიჭება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამსახურის უფროსის წარდგინებით. 4.  სამსახურებრივი  ურთიერთობის  შეჩერების  პერიოდი,  მოსამსახურეს  ეთვლება მორიგი წოდების მინიჭებისათვის   გათვალისწინებულ   ვადაში,   გარდა   ამ   წესის   36-ე   მუხლის   მე-2   პუნქტის   „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თანამდებობიდან გადაყენებულ მოსამსახურეს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი მორიგი წოდების მინიჭებისათვის გათვალისწინებულ ვადაში ჩაეთვლება მხოლოდ გამართლების შემთხვევაში. მუხლი 30🔗. წოდებების ვადამდე მინიჭება 1.  განსაკუთრებული  დამსახურების  შედეგების  გათვალისწინებით  ვადამდე სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების უფლება აქვს სამსახურის უფროსს. 2.  ვადამდე  სახელმწიფო სპეციალური  წოდების მინიჭებამდე  მოსამსახურე მოწმდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური შემოწმებისა და შიდა კონტროლის განმახორციელებელ დანაყოფში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე. 3. სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების შემთხვევაში განსაკუთრებულ დამსახურებად ითვლება: ა) განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულება; ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წარმატების მიღწევაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა; გ) სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულება. 4.  სახელმწიფო სპეციალური  წოდების ვადამდე  მინიჭება  სამსახურის  გავლის პერიოდში დაიშვება მხოლოდ ორჯერ, სხვა სახელმწიფო უწყებაში ვადამდე მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდებების ჩათვლით. მუხლი 31🔗. წოდების ჩამორთმევა და წოდების აღდგენა 1.  მოსამსახურეს  სახელმწიფო სპეციალური  წოდება შეიძლება ჩამოერთვას მხოლოდ  სასამართლოს მეშვეობით. 2. მოსამსახურის გამართლების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ჩამორთმეული სახელმწიფო სპეციალური წოდება უნდა აღუდგინოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს ამ წოდების მინიჭების უფლება. 3. გამართლებულ პირებს სამსახურში აღდგენისას, გაცდენილი წლების გათვალისწინებით, ენიჭებათ წოდება ადრინდელ წოდებაზე ერთი საფეხურით მაღლა, თუ გაცდენილი წლების ჩათვლით მათ ეკუთვნით მორიგი წოდება. მუხლი 32🔗. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ასაკობრივი შეზღუდვა 1. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკია: ა) უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 55 წელი; ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 60 წელი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 65 წელი. 2.  სამსახურებრივი  ინტერესებიდან  გამომდინარე,  შესაბამისი სამედიცინო ცნობის/დასკვნის არსებობისას,   უფროსი   და   უმაღლესი   სპეციალური   წოდების   მქონე   მოსამსახურეს, საკუთარი სურვილით, სამსახურის უფროსის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით. თავი VII საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო შემადგენლობაში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სამოქალაქო პირის მიღებასთან, აგრეთვე შრომითი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები მუხლი 33🔗. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო შემადგენლობაში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სამოქალაქო პირის მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნები 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო შემადგენლობაში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სამოქალაქო პირად მიიღება ქმედუნარიანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ ზოგად მოთხოვნებს: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) ფლობს სახელმწიფო ენას; გ) მიაღწია 18 წელს; დ) აქვს უმაღლესი განათლება; ე) პიროვნული და საქმიანი თვისებების, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია დაკისრებული ფუნქციების შესრულება. 2. კონკრეტულ თანამდებობისთვის, მისი ფუნქციებისა და შესასრულებელი სამუშაოს თავისებურებების გათვალისწინებით, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მუხლი 34🔗. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამოქალაქო პირის მიღების პირობები და პროცედურები 1.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სამოქალაქო პირი მიიღება კონკურსით, რომლის ჩატარების წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის ბრძანებით. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური შემოწმებისა და შიდა კონტროლის განმახორციელებელი დანაყოფი სამოქალაქო პირის სააგენტოში მიღებისას უზრუნველყოფს მის მიმართ სპეციალური შემოწმების ჩატარებას. 3. სამოქალაქო პირის სპეციალური შემოწმება ტარდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4.  სამოქალაქო  პირის  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში  მიღებისას ვრცელდება ამ წესის 21-ე, 23-ე და 24-ე მუხლებით დადგენილი წესი. მუხლი 35🔗. შრომითი ხელშეკრულებით მიღება 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში შრომითი ხელშეკრულებით მიიღება პირი, რომელსაც  პიროვნული და საქმიანი თვისებების,  განათლების  და  ჯანმრთელობის  მდგომარეობის  შესაბამისად შეუძლია  დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. 2. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში მიიღება შრომითი ხელშეკრულებით. 3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. 4.  უცხოელი  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში  მოსამსახურედ  შეიძლება  მიღებულ  იქნეს  მხოლოდ  შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად. თავი VII მოსამსახურის  სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება მუხლი 36🔗. სამსახურებრივი ურთიერთობების დროებით შეჩერება 1. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება ნიშნავს მოსამსახურის (გარდა შრომით ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან. 2. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობები დროებით ჩერდება: ა) მოსამსახურის წერილობითი განცხადების (პატაკის) საფუძველზე, თუ ამის წინააღმდეგი არ არის მისი ხელმძღვანელი (არაუმეტეს წელიწადში 5 დღისა); ბ) შვებულების დროს; გ) მისი კანდიდატად  წამოყენებისას საპრეზიდენტო,  უმაღლესი წარმომადგენლობითი  ორგანოს  ან მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; დ) დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე (ამ  შემთხვევაში   შესაბამისი წინასწარი შეტყობინების ვალდებულება ეკისრება მოსამსახურეს); ე) დისციპლინური წარმოებისას, მოსამსახურის სამსახურიდან დროებით ჩამოშორების შემთხვევაში; ვ) თანამდებობიდან დროებით გადაყენების შემთხვევაში; ზ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოსამსახურის მოთავსებისას, თუ მოსამსახურეს  აღარ  შეუძლია  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება,  მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა (ამ შემთხვევაში შეტყობინების ვალდებულება ეკისრება მოსამსახურეს); თ) მოსამსახურისთვის სხვა ფუნქცია-მოვალეობების დროებით დაკისრებისას, როდესაც ხდება მისი ძირითადი ფუნქციების შესრულებისაგან გათავისუფლება; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 3. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურში გამოცხადდება ნასვამ მდგომარეობაში, სამსახურებრივი ურთიერთობიდან  ჩამოაშორებს  უშუალო უფროსი.  მას არ ეძლევა ხელფასი სამსახურიდან ჩამოშორების მთელ პერიოდში. 4.  მოსამსახურის  სამსახურებრივი  ურთიერთობის დროებითი  შეჩერება  ამ  მუხლით  განსაზღვრულ შემთხვევაში ფორმდება მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  შემთხვევებისა. 5. სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერების პერიოდში, მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი  და  სპეციალური  წოდებისათვის  დადგენილი  განაკვეთი  (სარგო) აგრეთვე დანამატი,  გარდა  ამ  მუხლის  მე-2  პუნქტის  „ვ“  და  „ი“ ქვეპუნქტებით და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 37🔗. თანამდებობიდან დროებით გადაყენება 1. მოსამსახურე, სასამართლოს განჩინების, საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე,    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან, სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად    ცნობის    გამო,    საბოლოო    გადაწყვეტილების    მიღებამდე.    ამ    პუნქტით გათვალისწინებული  ბრძანება  გამოიცემა  იმ  შემთხვევაში,  თუ  არ  არსებობს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება მოსამსახურის თანამდებობიდან გადაყენების ან ჩამოშორების შესახებ. 2. თანამდებობიდან დროებით გადაყენების შემთხვევაში მოსამსახურეს დროებით უჩერდება სამსახურებრივი უფლებამოსილება. 3.   თანამდებობიდან  გადაყენებული  მოსამსახურე,  გამართლების  შემთხვევაში  უნდა  აღდგეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ტოლფას თანამდებობაზე. მოსამსახურეს, გამართლების შემთხვევაში, აუნაზღაურდება იძულებითი განაცდური ხელფასი არყოფნის  მთელი  პერიოდის განმავლობაში. მოსამსახურეს უფლება აქვს უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და  თანამდებობაზე აღდგენაზე/ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნაზე. 4. თანამდებობიდან გადაყენებულ მოსამსახურეს ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა და სამსახურის სხვა ქონება. თანამდებობიდან გადაყენების მთელი პერიოდის  განმავლობაში  აღნიშნულ  პირს  ეკრძალება   შესაბამისი  სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ტარება. თავი VIII მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა მუხლი 38🔗. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა 1.  მოსამსახურე  (გარდა  შრომითი  ხელშეკრულებით  დასაქმებული პირისა)  შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში სამსახურის უფროსის ბრძანებით არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე, სამსახურის უფროსის თანხმობის შემთხვევაში; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული/ტერიტორიული  დანაყოფის და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის დროს. 2. კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. 3. კადრების განკარგულებაში აყვანა გულისხმობს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებას. 4. მოსამსახურე, რომელსაც დროებით შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება, მისივე თანხმობით უნდა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ეს მოსამსახურე აყვანილ იქნება კადრების განკარგულებაში. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის (მათ შორის, ბავშვის  შვილად აყვანა) გამო შვებულებაში მყოფი პირი, ასევე დროებითი შრომისუუნარობის გამო სამსახურში არმყოფი მოსამსახურე კადრების განკარგულებაში აყვანიდან არაუგვიანეს ერთი  თვის  ვადაში, მისივე თანხმობით,  უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში – ტოლფას თანამდებობაზე. მუხლი  39🔗. კადრების განკარგულებაში  აყვანილი მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტია კადრების  განკარგულებაში  ყოფნის  პერიოდში,  მოსამსახურეს  2  თვის  განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. მუხლი 40🔗.  კადრების     განკარგულებაში     აყვანილი     მოსამსახურისათვის მოვალეობის დაკისრება     კადრების განკარგულებაში აყვანილ მოსამსახურეს, მისივე თანხმობით, შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება არაუმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით, რა დროსაც ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად უნარჩუნდება ფულადი სარგო (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო), ამასთან, ამ მოსამსახურეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება მიეცეს ჯილდო. თავი IX მოსამსახურის  სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტა მუხლი 41🔗. სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლები 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო პირის და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლება და სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო პირი შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლდეს: ა) პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე (კადრების განკარგულებაში აყვანის ან მის გარეშე);                                                                         ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება და კადრების განკარგულებაში აყვანა; გ) სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის ლიკვიდაციის გამო, რომელსაც თან სდევს კადრების განკარგულებაში აყვანა; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო; ვ) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო; ზ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის/ცნობის შესაბამისად; თ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების, მხარდაჭერის მიმღებად ცნობის ან  გარდაცვლილად  გამოცხადების გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ი) გარდაცვალების გამო; კ) გამოსაცდელი ვადის გასვლისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო; ლ) სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში; მ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო; ნ) სამსახურის ვადის გასვლის გამო; ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. 3.  სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი,  გარდა  ამ მუხლის  მე-2  პუნქტით  გათვალიწინებული  საფუძვლებისა, აგრეთვე შეიძლება გათავისუფლდეს ან/და დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან: ა) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ბ) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; გ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო, მისი მოთხოვნის შემთხვევაში; დ) შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო. 4. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების სამსახურიდან გათავისუფლება ხდება სამსახურის ვადის გასვლის გამო, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით. 5. მოსამსახურე  არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 6. მოსამსახურის დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი. მუხლი 42🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე 1. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე პირადი პატაკის საფუძველზე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და დაითხოვება სამსახურიდან, ხოლო სამოქალაქო პირი პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. 2.  იმ  შემთხვევაში, თუ მოსამსახურის  დაუყოვნებლივი  გათავისუფლება  საფრთხეს უქმნის  საჯარო დაწესებულების   ნორმალურ  ფუნქციონირებას,  მოსამსახურის  თანამდებობიდან  გათავისუფლების ან/და სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების (პატაკი) რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღის ვადაში. 3.  სამსახურიდან  გათავისუფლების  თაობაზე  განცხადების  რეგისტრაციიდან  სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე მოსამსახურეს უფლება აქვს, მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება. ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. მუხლი 43🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა დისციპლინური გადაცდომისათვის 1.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  სამოქალაქო  პირი  შეიძლება  გათავისუფლდეს  დაკავებული თანამდებობიდან,  ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე აგრეთვე დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომისათვის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. 2. მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნით სამსახურის თვითნებურად მიტოვების შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის შესაბამისად. მუხლი  44🔗.  გათავისუფლება  ან/და  დათხოვნა  კანონიერ  ძალაში  შესული  სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო სამოქალაქო პირი  თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი აგრეთვე დაითხოვება სამსახურიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლის თანახმადაც მას შეეფარდა სასჯელი ჩადენილი დანაშაულისათვის. სამოქალაქო პირი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო  სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი აგრეთვე  დაითხოვება სამსახურიდან  სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს. მუხლი 45🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო სამოქალაქო პირი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი აგრეთვე დაითხოვება სამსახურიდან ამ წესის მე-6_მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეუთავსებლობის, ასევე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის  შესახებ“ საქართველოს  კანონითა და სხვა ნორმატიული  აქტებით გათვალისწინებული თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო. სამოქალაქო პირი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი აგრეთვე დაითხოვება სამსახურიდან მას შემდეგ, რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ცნობილი გახდება აღნიშნული ფაქტის შესახებ. მუხლი 46🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა მოქალაქეობის შეწყვეტის გამო სამოქალაქო პირი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი აგრეთვე  დაითხოვება  სამსახურიდან  დაუყოვნებლივ, მას შემდეგ რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ცნობილი გახდება რომ  მას  შეუწყდა საქართველოს  მოქალაქეობა  და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 47🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით 1. სამოქალაქო პირი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე აგრეთვე დაითხოვება სამსახურიდან, თუ იგი აირჩიეს ან დანიშნეს სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამოქალაქო პირი  თავისუფლდება დაკავებული  თანამდებობიდან,  ხოლო  სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე  აგრეთვე  დაითხოვება სამსახურიდან სხვა თანამდებობაზე არჩევის ან დანიშვნის დღიდან. მუხლი 48🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო 1. სამოქალაქო  პირი  შეიძლება  გათავისუფლდეს  დაკავებული თანამდებობიდან,  ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე  აგრეთვე დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან, თუ იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის მანძილზე 6 თვის განმავლობაში (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი) არ ცხადდებოდა სამსახურში და შესაბამისი სამედიცინო დასკვნის/ცნობის საფუძველზე მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას, ამასთან, შეუძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მისი სხვა შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანა. 2.  სამოქალაქო  პირი  შეიძლება  გათავისუფლდეს  დაკავებული თანამდებობიდან,  ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე აგრეთვე დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის მოქმედების პერიოდშიც, თუ გასულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ვადა და არ არსებობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სხვა შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანის შესაძლებლობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე სამედიცინო დასკვნის/ცნობის შესაბამისად თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და დაითხოვება სამსახურიდან, ხოლო სამოქალაქო პირი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სამედიცინო ცნობის შესაბამისად. მუხლი 49🔗. გათავისუფლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების, მხარდაჭერის მიმღებად ცნობის ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო მოსამსახურეს, უგზო-უკვლოდ დაკარგულად  ან  შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების, მხარდაჭერის მიმღებად ცნობის ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო, მეორე დღიდან სამსახური ეთვლება შეწყვეტილად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 50🔗. გათავისუფლება გარდაცვალების გამო მოსამსახურეს გარდაცვალების მეორე დღიდან სამსახური ეთვლება შეწყვეტილად. მუხლი  51🔗.  გათავისუფლება  ან/და  დათხოვნა  გამოსაცდელი  ვადის  გასვლის  და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო 1. გამოსაცდელი ვადის გასვლის და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო პირი დაკავებული თანამდებობიდან თავისუფლდება, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე აგრეთვე სამსახურიდან დაითხოვება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მისი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგების არსებობის შემთხვევაში. 2. გამოსაცდელი ვადის გასვლის და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო  დაკავებული თანამდებობიდან სამოქალაქო პირის გათავისუფლების, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის აგრეთვე სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი არის გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის უშუალო ხელმძღვანელის მიერ შედგენილი შეფასების აქტი. მუხლი 52🔗. გათავისუფლება და დათხოვნა შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო მეხანძრე-მაშველი/მაშველი თავისუფლდება თანამდებობიდან ან/და დაითხოვება სამსახურიდან შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო, თუ  ნორმატიული სამართლებრივი აქტი ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ითვალისწინებს  მეხანძრე-მაშველის/მაშველის გათავისუფლებას/დათხოვნას. მუხლი 53🔗. გათავისუფლება ან/და დათხოვნა სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების გამო სამოქალაქო პირი შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე აგრეთვე დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან მისი მუშაობის პერიოდში სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში. მუხლი 54🔗. გათავისუფლება სამსახურის ვადის გასვლის გამო 1. სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით სამსახურიდან თავისუფლდება მოსამსახურე, რომელიც: ა) თანამდებობაზე დანიშნული იყო გარკვეული ვადით; ბ) განსაზღვრული ამოცანის შესასრულებლად, გარკვეული ვადით იყო მიღებული შრომითი ხელშეკრულებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი ურთიერთობა წყდება სამსახურის ვადის გასვლის მეორე დღეს. 3.  თანამდებობაზე გარკვეული ვადით დანიშნული მოსამსახურე არ თავისუფლდება სამსახურიდან, თუ იგი სამსახურის ვადის გასვლამდე ახალი ვადით იქნა დანიშნული იმავე ან სხვა თანამდებობაზე. სამსახურიდან არ გათავისუფლდება აგრეთვე სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი მასთან შრომითი ხელშეკრულების გაგრძელების შემთხვევაში. მუხლი 55🔗. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების/დათხოვნის სამართლებრივი შედეგები 1.   სამოქალაქო   პირი   სამსახურიდან   უკანონო   გათავისუფლების,   თანამდებობიდან უკანონოდ  დაქვეითების  შემთხვევაში ექვემდებარება  თანამდებობაზე  აღდგენას   და ეძლევა იძულებით განაცდური. 2.   სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე   ამ   მუხლის   პირველი   პუნქტით   გათვალისწინებულ  შემთხვევაში, აგრეთვე  წოდების  უკანონოდ  ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარება  თანამდებობაზე  აღდგენას, ეძლევა იძულებით განაცდური და უბრუნდება ჩამორთმეული წოდება. 3.  წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან/და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება. 4. მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მის ტოლფას თანამდებობაზე. 5. აღდგენილ მოსამსახურეებს სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლებათ გათავისუფლების/დათხოვნის ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების/დათხოვნის თარიღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი. მუხლი   56🔗.   მოსამსახურის  დათხოვნა   კადრების   განკარგულებიდან 1.  კადრების  განკარგულებაში  ყოფნის  ვადის  გასვლის მეორე დღიდან  შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) დათხოვნა. 2. მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) მისივე თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული  თანამდებობიდან  და  დათხოვნილ  იქნეს  სამსახურიდან  წელთა  ნამსახურობის ვადის შესრულების გამო, თუ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს აღნიშნული პირისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესაძლებლობას. თავი X სამსახურის გავლის სხვა პირობები მუხლი 57🔗. შინაგანაწესი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამუშაო პირობები განისაზღვრება შინაგანაწესით, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის უფროსი. მუხლი 58🔗. სამუშაო დრო 1.  მოსამსახურის  სამუშაო  დრო  არის  კალენდარული  დროის  ნაწილი, რომლის განმავლობაშიც იგი ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება. 2. მოსამსახურეთათვის, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, დადგენილია ხუთდღიანი სამუშაო კვირა. მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა დღეში არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს, ხოლო კვირაში – 40 საათს. 3. მეხანძრე-მაშველის და მაშველის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში  48  საათს,  ხოლო  ცვლებს  შორის  დასვენება  უნდა  იყოს  არანაკლებ  12  საათისა. მეხანძრე-მაშველისათვის/მაშველისათვის დგინდება არანორმირებული სამუშაო დღე. 4. სამუშაოს დაწყების, დასრულებისა და შესვენების დრო განისაზღვრება შინაგანაწესით.  ცვლაში მომუშავე მოსამსახურეების სამუშაო  დრო  ასევე  განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით ან სხვა აქტებით. 5. იმ დანაყოფის ხელმძღვანელს, რომელშიც მუშაობს მოსამსახურე, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია დაადგინოს განსხვავებული სამუშაო რეჟიმი. მუხლი 59🔗. შვებულება 1. მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა არის 30 კალენდარული დღე.   შვებულება  შეიძლება გამოყენებულ იქნეს  ნაწილ-ნაწილ. წლის ბოლოს  აღებული  შვებულება შესაძლებელია გაგრძელდეს მომდევნო წელს. მომდევნო წელს გაგრძელებული შვებულება ჩაითვლება წინა წლის შვებულებად. 2.  სამოქალქო უსაფრთხოების სფეროში მუშაობის 5   წელზე   მეტი   სტაჟის   მქონე მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 კალენდარული დღით, 10 წელზე მეტი სტაჟის მქონე პირთათვის – 40 კალენდარული დღით. 3. მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არაუმეტეს ერთი წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. მოსამსახურეს შვებულების უფლება წარმოეშობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში მიღებიდან/დანიშვნიდან 11 თვის შემდეგ. უშუალო უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია ამ უფლებით სარგებლობა აღნიშნული ვადის გასვლამდეც. 5. შვებულებაში გასვლის რიგითობას განსაზღვრავს შესაბამისი უფლებამოსილი ხელმძღვანელი. 6. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია შვებულების შეწყვეტა და მოსამსახურის გამოძახება სამსახურის გასაგრძელებლად. გამოძახების შემთხვევაში, მოსამსახურეს შეიძლება აუნაზღაურდეს ტრანსპორტირების ხარჯები, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, ასევე შვებულებიდან დარჩენილი დღეების გამოყენების უფლება მიეცემა იმავე წელს. 7. კადრების განკარგულებაში მყოფ მოსამსახურეს შვებულება არ მიეცემა. 8. შვებულების გაფორმება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად. 9. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები არ ვრცელდება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებზე. მუხლი 60🔗. შვებულება პროფესიული განვითარებისათვის მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამის პროგრამაში მონაწილეობისათვის შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება 5 წელიწადში ერთხელ 3 თვემდე ვადით. მუხლი 61🔗. მოკლევადიანი შვებულება გადაუდებელი სოციალურ-საყოფაცხოვრებო საკითხების, დაქორწინების, ოჯახური პირობების და სხვა საპატიო მიზეზის გამო მოსამსახურეს  შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი (ანაზღაურებადი) შვებულება 10 დღის ხანგრძლივობით. მოკლევადიანი შვებულების დღეები არ შედის მორიგ ყოველწლიურ შვებულებაში. მუხლი 62🔗. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და  ბავშვის მოვლის გამო მოსამსახურისათვის ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილების გამო შვებულების მიცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 63🔗. სამსახურის გავლა განსაკუთრებული რეჟიმის, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით, განსაზღვრული ვადით, შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი. განსაკუთრებული რეჟიმის დროს მოსამსახურეები იმყოფებიან მათთვის გათვალისწინებულ, სამსახურებრივი ფუნქციის განხორციელების ადგილას. სამუშაო ადგილის დატოვება შეიძლება მხოლოდ უშუალო უფროსის ნებართვის საფუძველზე. 2. მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის დროს შეიძლება მოსამსახურე გამოძახებულ იქნეს შვებულებიდან (გარდა ავადმყოფობისა, ასევე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა). მუხლი 64🔗. მოსამსახურეთა წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა 1.  მოსამსახურეთა  წახალისებასა  და  დისციპლინურ  პასუხისმგებლობასთან  დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანებით. 2. ფასიანი საჩუქრის სახით – სასაჩუქრე მედლის, მედალიონის ან/და სამკერდე ნიშნის ნიმუშებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი. მუხლი 65🔗. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა მოსამსახურეს  სამსახურებრივი უფლებამოსილების  დასადასტურებლად ეძლევა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომლის ნიმუშსაც ამტკიცებს სამსახურის უფროსი. თავი XI გარდამავალი დებულებები მუხლი 66🔗. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტის დროებითი წესი 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში შესაბამისი პირობების შექმნამდე და  კონკურსის გამართვამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2018 წლის 1 მაისისა, მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სამოქალაქო პირი შეიძლება დაინიშნოს დროებით მოვალეობის შემსრულებლად სამსახურის უფროსის ბრძანებით. 2.  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოსამსახურე, რომელიც 2018 წლის 16 იანვრის მდგომარეობით დანიშნულია ამავე საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და იმყოფება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში, მისივე თანხმობით, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება დაინიშნოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე კონკურსის გარეშე. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის მოსამსახურეები, რომლებიც 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მუშაობენ ამავე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, გარდა, იმ პირებისა, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნაც ამავე საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულების მიხედვით წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის უფლებამოსილებას, 2018 წლის 1 იანვრიდან კონკურსის გარეშე დაინიშნონ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ შესაბამის საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურე, რომელებიც 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მუშაობს ამავე სააგენტოში, მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება და 2018 წლის 1 იანვრიდან სამსახურს აგრძელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საგანგებო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამოქალაქო შემადგენლობაში, კადრების განკარგულებაში აიყვანება, აგრეთვე, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის, წელთა ნამსახურობის ვადის შესრულების და ზღვრული ასაკის მიღწევის გამო სამსახურიდან დაითხოვება ამავე სააგენტოს მეხანძრე-მაშველისათვის/მაშველისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. 5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურე, რომელიც 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მუშაობს ამავე სააგენტოში, მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება და 2018 წლის 1 იანვრიდან სამსახურს აგრძელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საგანგებო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში და მიაღწია სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობის კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ასაკს, ენიჭება შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდება და  სამასხურის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა წოდებისთვის დადგენილი ზღვრული ასაკის ზევით 5 წლამდე ვადით, მაგრამ არაუმეტეს 60 წლის ასაკის მიღწევამდე. 6. მოსამსახურეებისათვის, რომლებიც 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მუშაობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში საქართველოს  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  მინიჭებული  აქვთ სახელმწიფო სპეციალური წოდება და 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მუშაობას აგრძელებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის – მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამოქალაქო შემადგენლობაში, ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდების დადგენის მიზნით, შესაბამის საშტატო  ნუსხაში  სამოქალაქო  შემადგენლობის საშტატო  ერთეულებს შენიშვნის სახით მიეთითება თანამდებობის შესაბამისი ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდება. 7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურის მიმართ, რომელიც თანამდებობაზე დანიშნულია გამოსაცდელი ვადით და 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ სამსახურს აგრძელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, გამოსაცდელი ვადის დინება გრძელდება ამ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გამოცემული შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული ვადებით.