სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2017 წლის 29 დეკემბერი დაბა შუახევი |
|
2. ინტერდისციპლინური გუნდის წევრების და მონიტორინგის გუნდის წევრების შერჩევა და აყვანა უნდა განხორციელდეს ღია კონკურსის საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად.
2. მონიტორინგის გუნდის წევრობისთვის აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტის, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის მიზნებისთვის:
ა.ა) დადასტურებული განათლება განათლების მიმართულებით ან ფსიქოლოგიის დარგში;
ა.ბ) არანაკლებ 2-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში;
ა.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა;
ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის მიზნებისთვის:
ბ.ა) დადასტურებული განათლება არქიტექტურის ან ინჟინერიის დარგში;
ბ.ბ) არანაკლებ 2 წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის სფეროში;
ბ.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა;
გ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის მიზნებისთვის:
გ.ა) დადასტურებული განათლება სასურსათო ტექნოლოგიის დარგში ან ჯანდაცვის მიმართულებით;
გ.ბ) არანაკლებ 1-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) უვნებელი და ჯანსაღი კვების ორგანიზების სფეროში;
გ.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა;
დ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესამაბისად განსახორციელებელი მონიტორინგის მიზნებისთვის:
დ.ა) დადასტურებული განათლება ჯანდაცვის მიმართულებით;
დ.ბ) არანაკლებ 1-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) სანიტარიისა და ჰიგიენის სფეროში;
დ.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა;
3. მონიტორინგის გუნდის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეული, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესაბამისად.
4.მონიტორინგის გუნდი ვალდებულია, გაიაროს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ განხორციელებული გადამზადება და სამუშაოს პირველ წელს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ უზრუნველყოფილი მხარდამჭერი სუპერვიზია.
ა) მონიტორინგის ინსტრუმენტის შემუშავებას, პილოტირებას, ვალიდაციას;
ბ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების შესახებ მონიტორინგის გუნდის წევრების სიღრმისეულ გადამზადებას.
გ) სტრუქტურული ერთეულის მონიტორინგის გუნდის წევრების და სხვა შესაბამისი პირების გადამზადებას და მხარდამჭერ სუპერვიზიას მონიტორინგის ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენებისთვის.
2. ინტერდისციპლინური გუნდის წევრობისთვის აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტის, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის და შეფასების მიზნებისთვის:
ა.ა) დადასტურებული განათლება განათლების მიმართულებით ან ფსიქოლოგიის დარგში;
ა.ბ) არანაკლებ 3-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში;
ა.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა;
ა.დ) ინგლისური ენის ცოდნა (კარგად).
ა.ე) კვლევის ან/და პროგრამის შეფასების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის და შეფასების მიზნებისთვის:
ბ.ა) დადასტურებული განათლება არქიტექტურის ან ინჟინერიის დარგში;
ბ.ბ) არანაკლებ 3-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის სფეროში;
ბ.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა;
ბ.დ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად).
ბ.ე) კვლევის ან/და პროგრამის შეფასების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
გ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის და შეფასების მიზნებისთვის:
გ.ა) დადასტურებული განათლება სასურსათო ტექნოლოგიის დარგში ან ჯანდაცვის მიმართულებით;
გ.ბ) არანაკლებ 3 წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) უვნებელი და ჯანსაღი კვების ორგანიზების სფეროში;
გ.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა;
გ.დ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად).
გ.ე) კვლევის ან/და პროგრამის შეფასების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
დ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმების დაცვის წესების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესამაბისად განსახორციელებელი მონიტორინგის და შეფასების მიზნებისთვის:
დ.ა) დადასტურებული განათლება ჯანდაცვის მიმართულებით;
დ.ბ) არანაკლებ 3-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) სანიტარიისა და ჰიგიენის სფეროში;
დ.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა;
დ.დ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად).
დ.ე) კვლევის ან/და პროგრამის შეფასების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
2. მონიტორინგის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ დაწესებულების ინფორმირება უნდა მოხდეს ვიზიტამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, ზუსტი თარიღის მითითების გარეშე.
3. მონიტორინგი ხორციელდება სასწავლო-სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში (შუალედური მონიტორინგი) და წლის დასასრულს (წლიური მონიტორინგი), დაწესებულების საბაზისო მაჩვენებლის და სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით.
4. ყოველი ზოგადი და კონკრეტული მიზნისთვის სამოქმედო გეგმაში უნდა გაიწეროს სამიზნე მაჩვენებელი და აქტივობა, რომლის შესრულება წარმოჩინდება შესრულების მაჩვენებლით და შესრულების დამადასტურებელი საშუალებით.
5. თითოეულ მიზანს უნდა ჰქონდეს სულ ცოტა ერთი სამიზნე მაჩვენებელი და შესაბამისი შესრულების მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს შესრულების იმ დონეს, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს დაწესებულება კონკრეტულ პერიოდში.
6. სამიზნე მაჩვენებლის დასადგენად უნდა მოხდეს საბაზისო მაჩვენებლის იდენტიფიცირება და ყოველი მომდევნო სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში არსებული მდგომარეობის გათვალისწინება, რომელთან მიმართებაშიც იზომება წინსვლა ან კეთდება შედარება. ყოველი მომდევნო სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში არსებული მდგომარეობა, როგორც წესი,არის წინა სასწავლო-სააღმზრდელო წლის ბოლოს დაფიქსირებული შესრულების დონე, პრიორიტეტები, საშუალო დონე (სხვა დაწესებულებების მიერ იმავე საკითხების შესრულების დონე), ხელმისაწვდომი რესურსები და სხვ.
7. ინტერდისციპლინური გუნდი, მისი დაკომპლექტებიდან 3 თვის ვადაში, მონიტორინგის მეთოდების გათვალისწინებით (დაკვირვება, გასაუბრება, აღნიშვნის ფურცლით შემოწმება)შეიმუშავებს მონიტორინგის ინსტურმენტს და შესაბამისი ანგარიშის ფორმას, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტითამტკიცებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
8. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტის პილოტირება და ვალიდაცია ხორციელდება ინტერდისციპლინური გუნდის დაკომპლექტებიდან 5 თვის განმავლობაში.
9. მონიტორინგის ინსტრუმენტის შექმნიდან პირველი წლის განმავლობაში მონიტორინგის გუნდი დაწესებულების მონიტორინგს ახორციელებს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ უზრუნველყოფილი მხარდამჭერი სუპერვიზიის გზით.
10. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება უნდა მოხდეს მონიტორინგის ინსტრუმენტის ვალიდაციის შემდგომ, უშუალოდ მონიტორინგის პროცესის დაწყებამდე, ხოლო მხარდამჭერი სუპერვიზია - უშუალოდ მონიტორინგის განხორციელების პროცესში, მონიტორინგის ინსტრუმენტის გამოყენების დაწყებიდან პირველი ერთი წლის განმავლობაში.
11. საჯარო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებას და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდებას, ვალდებულია სტრუქტურულ ერთეულის მიერ დაწესებულების მონიტორინგის განხორციელების შესახებ შეტყობინებიდან 2 კვირის ვადაში ელექტრონული ან მატერიალური ფორმით წარუდგინოს შიდა მონიტორინგისა და შეფასების შედეგების ამსახველი შუალედური და წლიური ანგარიშები.
2. მონიტორინგის გუნდის ანგარიში წარედგინება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რაც უნდა ასახავდეს დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმების შედეგებს. მონიტორინგის შედეგები შესაძლებელია გახდეს, დადგენილი წესის შესაბამისად, დაწესებულებისთვის ავტორიზაციის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი.
3. მონიტორინგის გუნდის მიერ დაწესებულების შესახებ მონიტორინგის შედეგებზე ანგარიშგება უნდა მოხდეს შესაბამის დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის განხორციელებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. მონიტორინგის შედეგად, ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში,სტრუქტურული ერთეული ითვალისწინებს დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემით დადგენილი ავტორიზაციის პირობების შესრულების საფეხურებს.
5. შუალედური ან წლიური მონიტორინგის შედეგად დაწესებულებაში შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში დაწესებულებას ეძლევა გონივრული ვადა (არაუმეტეს 15 დღისა) შეუსაბამობის გამოსასწორებლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.
6. სტრუქტული ერთეული მონიტორინგის ანგარიშის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს დადგენილი წესის შესაბამისად.
2. შეფასების წელს არსებული ფინანსური სახსრების გათვალისწინებით სტრუქტურულმა ერთეულმა შესაძლოა გააფართოვოს, ან დაავიწროვოს შეფასების მასშტაბები. შეფასება შესაძლოა იყოს ყოვლისმომცველი ან ორიენტირებული იყოს მხოლოდ ერთ-ერთი სტანდარტის ან ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით მიღწევების, გამოწვევების და საჭიროებების დადგენაზე.
3. სტრუქტურული ერთეულის ინტერდისციპლინური გუნდი შეფასების განხორციელების დაწყებამდე 5 თვის განმავლობაში გეგმავს შეფასებას, კერძოდ: შეიმუშავებს შეფასების ინსტურმენტს და ახდენს მის პილოტირებას.
4. შეფასების პროცესში ინტერდისციპლინური გუნდის ძირითადი ფუნქციებია:
ა)შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება, პილოტირება, ვალიდაცია - ავტორიზაციის გავლიდან მე-3 წლის ბოლო 5 თვის განმავლობაში;
ბ)შეფასების განხორციელება - ავტორიზაციის გავლიდან მე-4 წლის განმავლობაში.
5. ინტერდისციპლინური გუნდი შეფასების ინსტრუმენტის შემუშავებისას ითვალისწინებს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა: დაკვირვება, გასაუბრება, აღნიშვნის ფურცლით შემოწმება;
6. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებულ შეფასების ინსტრუმენტს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სტრუქტურული ერეულის ხელმძღვანელი. შეფასების ინსტრუმენტის მიხედვით შემდგომში ინტერდისციპლინური გუნდი ახორციელებს შეფასებას;
7. სტრუქტურული ერთეული განსაზღვრავს განრიგს, რომლის მიხედვითაც ინტერდისციპლინური გუნდი უზრუნველყოფს დაწესებულებების შეფასებას.
8. სტრუქტურული ერთეული ვალდებულია, დაწესებულებას შეატყობინოს შეფასების ვიზიტის შესახებ, მის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა და ჩართოს დაწესებულების წარმომადგენლები შეფასების პროცესში.
2. შეფასების ანგარიშის შედგენას და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისთვის წარდგენას უზრუნველყოფს ინტერდისციპლინური გუნდი შეფასების ვიზიტიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში.
3. შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს დაწესებულების მიერ საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით 4 წლის თავზე მიღებულ მიღწევებსა და გამოწვევებს ავტორიზაციის პირობების შესრულებისმხრივ.
4. სტრუქტურული ერთეული, დადგენილი წესის შესაბამისად, ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ითვალისწინებს შეფასების შედეგებს.
5. სტრუქტურული ერთეული, შეფასების შედეგებს შესაბამის დაწესებულებას წარუდგენს შეფასების ვიზიტიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
6. სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დაწესებულებების შეფასების შეჯამებულ ანგარიშს წერილობითი ფორმით წარუდგენს შუახევის მუნიციპალიტეტის მერია შეფასების პროცედურების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა.