„საავიაციო რუკების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 09.01.2018
ძალაში შესვლა 15.01.2018
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 420000000.54.066.016131
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (35)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია | სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საავიაციო რუკების შემუშავების წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 01.01.2026
დოკუმენტის ტექსტი
„საავიაციო რუკების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№3
2018 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
საავიაციო რუკების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის, 91 მუხლის პირველი ნაწილის და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს კონვენციის მე-4 დანართის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს თანდართული საავიაციო რუკების შემუშავების წესი.
2. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო, ამ წესის ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში ვალდებულია განახორციელოს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისობის ანალიზი და, ხარვეზების დადგენის შემთხვევაში, წარმოადგინოს ანალიზის შედეგები და არაუმეტეს 12 თვეზე გაწერილი შეუსაბამობათა აღმოფხვრის გეგმა სააგენტოში შესათანხმებლად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 15 იანვრიდან.სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია
საავიაციო რუკების შემუშავების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
მიზანი
წინამდებარე წესი მიზნად ისახავს ფრენის უსაფრთხოების გაუმჯობესებას და საქართველოს საჰაერო სივრცის მომხმარებლისათვის საავიაციო რუკების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რუკების მიმართ საექსპლუატაციო მოთხოვნების, დასახელების, პირობითი ნიშნების, მასშტაბის, პროექციის, შეფერადების და სხვა ტექნიკური და ხარისხობრივი მოთხოვნების დადგენის გზით.
მუხლი 2🔗.
რეგულირების სფერო
ეს წესი არეგულირებს საავიაციო რუკების შედგენას, ხელმისაწვდომობას და მუდმივ განახლებას, ასევე ადგენს ტექნიკურ და ხარისხობრივ მოთხოვნებს საავიაციო რუკების მიმართ.
მუხლი 3🔗.
ტერმინთა განმარტებები და შემოკლებები
ა) ადგილმდებარეობა (გეოგრაფიული) – კოორდინატები (განედი და გრძედი) მათემატიკურად გაანგარიშებულ რეფერენც-ელიფსოიდთან მიმართებით, რომელიც განსაზღვრავს დედამიწის ზედაპირზე წერტილის ადგილმდებარეობას;
ბ) ადზ-ს წანაცვლებული ზღურბლი – ზღურბლი, რომელიც განთავსებული არ არის ადზ-ს კიდესთან;
გ) აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმები – აეროდრომის გამოყენების შეზღუდვა:
გ.ა) ასაფრენად, რომელიც გამოხატულია ადზ-ზე ხილვადობის სიშორის და/ან ხილვადობის სიდიდით და, აუცილებლობისას, ღრუბლიანობით;
გ.ბ) დასაფრენად ზუსტი შესვლის და დაფრენის განსახორციელებლად, რომელიც გამოხატულია ხილვადობის სიდიდით და/ან ადზ-ზე ხილვადობის სიშორით და გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლით (DA/H), შესაბამისი კატეგორიის ფრენებისთვის;
გ.გ) დასაფრენად ზუსტი შესვლის და დაფრენის განსახორციელებლად ვერტიკალურ სიბრტყეში მიმართვით, რომელიც გამოხატულია ხილვადობის სიდიდით და/ან ადზ-ზე ხილვადობის სიშორით და გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლით (DA/H);
გ.დ) დასაფრენად არაზუსტი სქემით შესვლის და დაფრენის განსახორციელებლად, რომელიც გამოხატულია ხილვადობის სიდიდით და/ან ადზ-ზე ხილვადობის სიშორით და დაშვების მინიმალური აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლით (MDA/H) და აუცილებლობისას ღრუბლიანობით;
დ) აეროდრომის საკონტროლო წერტილი – აეროდრომის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი წერტილი;
ე) აეროდრომის შემაღლება – დასაფრენი მოედნის ყველაზე მაღალი წერტილის შემაღლება;
ვ) არეში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე (AMA) – მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე სახელსაწყო მეტეოროლოგიურ პირობებში (IMC), რომელიც უზრუნველყოფს მინიმალურ მანძილს დაბრკოლებებამდე საგანგებოდ დადგენილ არეში, რომელიც ჩვეულებრივ ფორმირებულია პარალელებით და მერიდიანებით;
ზ) გამოსახულება – ინფორმაციის წარდგენა ადამიანებისთვის (ISO 19117);
თ) დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლი – მიწის ან წყლის ზედაპირის განსაზღვრული მართკუთხა მონაკვეთი, რომელიც შერჩეული და მომზადებულია როგორც შესაფერისი, რომელზეც საჰაერო ხომალდს შეუძლია განახორციელოს საწყისი სიმაღლის აღება დადგენილ სიმაღლემდე;
ი) დაბრკოლებებისაგან თავისუფალი არე (ОFZ) – საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული დასაფრენად შესვლის შიდა ზედაპირით, შიდა გარდამავალი და შეწყვეტილი დაფრენისას მეორე წრეზე წასვლის ზედაპირებით, ასევე საფრენი ზოლის ნაწილით, სადაც არ არის უძრავი დაბრკოლება, გარდა საავიაციო მიზნებისთვის განკუთვნილი მსუბუქი მასის და მსხვრევადი საფუძველის მქონე ობიექტებისა;
კ) დაბრკოლებების გადაფრენის აბსოლუტური სიმაღლე (МОСА) – გარკვეულ მონაკვეთზე ფრენის აბსოლუტური მინიმალური სიმაღლე, რომელიც უზრუნველყოს საჭირო სიმაღლეს დაბრკოლებებამდე;
ლ) დაფრენის და მიწიდან მოწყვეტის არე (TLOF) – მოედანი, სადაც შვეულმფრენს შეუძლია განახორციელოს დაფრენა ან ზედაპირიდან აწევა;
მ) დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის და აფრენის არე (FATO) – დადგენილი არე, რომლის თავზეც სრულდება დასაფრენად შესვლის მანევრის დასკვნითი ეტაპი კიდურა რეჟიმამდე ან დაფრენამდე და საიდანაც იწყება აფრენის მანევრი. თუ FATO გამოიყენება იმ შვეულმფრენების მიერ, რომლებიც ფრენას ახორციელებენ 1-ლი კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, მაშინ ეს დადგენილი არე მოიცავს შეწყვეტილი აფრენისთვის არსებულ არეს;
ნ) დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის საკონტროლო წერტილი – სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურის საკონტროლო წერტილი (ან წერტილი), საიდანაც იწყება დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის მონაკვეთი;
ო) დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხური – სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურის მონაკვეთი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ადზ-ს სწორზე შესვლა და დასაფრენად დაშვება;
პ) დასაფრენად შესვლის საწყისი მონაკვეთი – სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურის მონაკვეთი, დასაფრენად შესვლის საწყისი ეტაპის საკონტროლო წერტილსა და დასაფრენად შესვლის შუალედური საფეხურის საკონტროლო წერტილს შორის ან, შესაბამის შემთხვევებში, დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის საკონტროლო წერტილს (ან წერტილს) შორის;
ჟ) დასაფრენად შესვლის შუალედური მონაკვეთი – სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურის მონაკვეთი დასაფრენად შესვლის შუალედური ეტაპის საკონტროლო წერტილსა და დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის საკონტროლო წერტილს (ან წერტილებს) შორის ან შებრუნებული სქემის, „იპოდრომის“ ტიპის სქემის ან გზის ხაზის ბოლოსა და დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის საკონტროლო წერტილს შორის, შესაბამისად;
რ) დასაფრენად ზუსტი შესვლის სქემა – სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურა, აზიმუტის და გლისადის შესახებ ინფორმაციის გამოყენებით, რომელსაც იძლევა სახელსაწყო დაფრენის სისტემა (ILS) ან დასაფრენად ზუსტი შესვლის რადიოლოკატორი (РАR);
ს) დაერთების მისამართი – დადგენილი კოდი, რომელიც გამოიყენება მონაცემთა გადაცემის ხაზის სმმ-ს ორგანოსთან შესაერთებლად;
ტ) დამუხრუჭების ბოლო ზოლი – სხ-ს შეწყვეტილი აფრენისას, მის შესაჩერებლად გამოსადეგი, გასაქანად არსებული მანძილის ბოლოს განთავსებული მიწის მართკუთხა მონაკვეთი;
უ) ელექტრონული საავიაციო რუკის ეკრანი – ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც საშუალებას აძლევს საფრენოსნო ეკიპაჟს მოსახერხებლად და დროულად განახორციელოს მარშრუტების დაგეგმვა, ფრენის მარშრუტის კონტროლი და ნაოსნობა, საჭირო ინფორმაციის გამოსახვის გზით;
ფ) ვერტოდრომის საკონტროლო წერტილი (HRP) – ვერტოდრომის ან დაფრენის ადგილის დადგენილი ადგილმდებარეობა;
ქ) დავექტორება – საჰაერო ხომალდების სანაოსნო დამიზნება სმმ-ს დაკვირვების სისტემის საფუძველზე გარკვეული კურსის მითითებით;
ღ) ზონალური ნაოსნობა (შემდგომში – RNAV) – აერნაოსნობის მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს საჰაერო ხომალდს ფრენა განახორციელოს ნებისმიერი სასურველი ტრაექტორიით, სახმელეთო ან სათანამგზავრო სანავიგაციო საშუალებების მოქმედების არეში ან ავტონომიური საშუალებების შესაძლებლობების ფარგლებში ან მათი კომბინაციით;
შენიშვნა: ზონალური ნაოსნობა მოიცავს მახასიათებლებზე დაფუძნებულ ნაოსნობას, ასევე სხვა სახის ფრენების შესრულებას, რომელსაც მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობის განმარტება არ მოიცავს;
ყ) იზოგონა – თანაბარი მაგნიტური დახრის მქონე ყველა წერტილის შემაერთებელი ხაზი რუკაზე ან სქემაზე;
შ) იზოგრივა – საავიაციო კარტოგრაფიული ბადის ჩრდილო მიმართულებასა და მაგნიტური მერიდიანის ჩრდილო მიმართულებას შორის თანაბარი განსხვავების მქონე კუთხეების შემაერთებელი ხაზი რუკაზე ან სქემაზე;
ჩ) მარშრუტის წერტილი – კონკრეტული გეოგრაფიული პუნქტი, რომელიც გამოიყენება ზონალური ნაოსნობის მარშრუტის ან საჰაერო ხომალდის ფრენის ტრაექტორიის განსასაზღვრად, რომელიც იღებს ზონალურ ნაოსნობას. მარშრუტის წერტილები აღინიშნება როგორც:
ა) Fly-by – მარშრუტის წერტილი, რომელიც ითვალისწინებს წინასწარ ბრუნს, მარშრუტის ან სქემის შემდგომ მონაკვეთზე გასვლის მიზნით; ან
ბ) Flyover – მარშრუტის წერტილი, საიდანაც იწყება ბრუნი მარშრუტის ან სქემის მომდევნო მონაკვეთზე გასვლის მიზნით.
ც) მარშრუტზე ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე (MEA) – მარშრუტის მონაკვეთზე ფრენის აბსოლუტური სიმაღლე, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი სააერნაოსნო საშუალებების და სმმ-ს კავშირგაბმულობის საშუალებების სიგნალების ადეკვატურ მიღებას, შეესაბამება საჰაერო სივრცის სტრუქტურას და უზრუნველყოფს საჭირო მანძილს დაბრკოლებებამდე;
ძ) მარკირება – სიმბოლო ან სიმბოლოების ჯგუფი, რომელიც განთავსებულია სამუშაო ფართობის ზედაპირზე, სააერნაოსნო ინფორმაციის გადასაცემად;
წ) მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობა (PBN) – ზონალური ნაოსნობა სხ-ს მახასიათებლების მიმართ წაყენებული მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც ხორციელდება სმმ მარშრუტზე, ხელსაწყოებით დასაფრენად შესვლის სქემაზე ან დადგენილ საჰაერო სივრცეში;
ჭ) მეორე წრეზე წასვლის წერტილი (МАРt) – სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურის წერტილი, საიდანაც ან სადამდეც დაბრკოლებების თავზე მინიმალური სიმაღლის უზრუნველსაყოფად იწყება ფრენა მეორე წრეზე წასვლის დადგენილი სქემის მიხედვით;
ხ) მოცდის შუალედური ადგილი – განსაზღვრული ადგილი, რომელიც განკუთვნილია მოძრაობის მართვის მიზნებისთვის, სადაც ჩერდებიან და იცდიან მოძრავი საჰაერო ხომალდები და სატრანსპორტო საშუალებები, მოძრაობის გასაგრძელებლად შემდგომი ნებართვის მისაღებად, როდესაც ასეთი სახის მითითებებს იღებენ სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტიდან;
ჯ) მოფრენის მარშრუტები – სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურებში დადგენილი მარშრუტები, რომლითაც შეუძლია იმოძრაოს საჰაერო ხომალდმა მარშრუტზე ფრენის ეტაპის დასრულებიდან დასაფრენად შესვლის საწყისი საფეხურის საკონტროლო წერტილამდე;
ჰ) სააერნაოსნო სპეციფიკაცია – საჰაერო ხომალდებისა და საფრენოსნო ეკიპაჟების მიმართ არსებული მოთხოვნების ერთობლიობა, რომელიც აუცილებელია დადგენილი საჰაერო სივრცის ფარგლებში მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობის პირობებში ფრენების შესასრულებლად. არსებობს ორი სახის სააერნაოსნო სპეციფიკაცია:
ჰ.ა) მოთხოვნილი სააერნაოსნო მახასიათებლების სპეციფიკაცია (RNP). ზონალურ ნაოსნობაზე დაფუძნებული სააერნაოსნო სპეციფიკაცია, რომელიც მოიცავს მოთხოვნებს მახასიათებლების დაცვის კონტროლსა და გაფრთხილებაზე, რომელიც აღინიშნება პრეფიქსით RNP, მაგალითად RNP 4, RNP APCH.
ჰ.ბ) ზონალური ნაოსნობის სპეციფიკაცია (RNAV). ზონალურ ნაოსნობაზე დაფუძნებული სააერნაოსნო სპეციფიკაცია, რომელიც არ მოიცავს მოთხოვნებს მახასიათებლების დაცვის კონტროლსა და გაფრთხილებაზე, რომელიც აღინიშნება პრეფიქსით RNAV, მაგალითად RNAV 5, RNAV 1.
შენიშვნა 1: სააერნაოსნო სპეციფიკაციების შესახებ დეტალური სახელმძღვანელო მასალა მოცემულია „სახელმძღვანელოში მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობის შესახებ“ (PBN) (Doc 9613).
შენიშვნა 2: ტერმინი RNP, მანამდე განმარტებული როგორც “დადგენილი საჰაერო სივრცის ფარგლებში ფრენის შესასრულებლად აუცილებელი სანაოსნო მახასიათებლების ჩამონათვალი“ ამოღებულია წინამდებარე დანართიდან, რადგან RNP-ს კონცეფციას აღემატება PBN-ს კონცეფცია. წინამდებარე დანართში ტერმინი RNР გამოიყენება მხოლოდ სააერნაოსნო სპეციფიკაციებთან კონტექსტში, რომელიც მოიცავს მოთხოვნებს მახასიათებლების დაცვაზე და გაფრთხილების გაცემაზე. მაგალითად, RNP4 მიეკუთვნება საჰაერო ხომალდს და საექსპლუატაციო მოთხოვნებს, მათ შორის მოთხოვნებს დასახული ტრაექტორიის შენარჩუნებაზე გვერდით სიბრტყეში, 4 საზ. მილის სიზუსტით, საჰაერო ხომალდზე მახასიათებლების შენარჩუნების კონტროლის და გაფრთხილების გაცემის უზრუნველყოფით, რაც დეტალურადაა მოცემული სახელმძღვანელოში Doc 9613.
ჰ1) საავიაციო რუკა (შემდგომში – რუკა) – დედამიწის ზედაპირის გარკვეული ნაწილის, მისი რელიეფის და ხელოვნური ნაგებობების პირობითი გამოსახვა, სპეციალურად განკუთვნილი სააერნაოსნო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;
ჰ2) რუკების შემუშავების სამსახური (შემდგომში – სამსახური) – სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს (შპს „საქაერონავიგაციის“) სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს რუკების შედგენას, ხელმისაწვდომობას და მუდმივ განახლებას;
ჰ3) საფრენი ზოლი – დადგენილი მონაკვეთი, რომელიც მოიცავს ადზ-ს და დამუხრუჭების ბოლო ზოლს, თუ არსებობს, და განკუთვნილია:
ჰ3.ა) ადზ-ს სავალი ნაწილიდან გასული საჰაერო ხომალდების დაზიანების რისკის შესამცირებლად;
ჰ3.ბ) აფრენის ან დაფრენის განხორციელებისას, მის თავზე გადამფრენი საჰაერო ხომალდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ჰ4) სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურა – წინასწარ დასახული მანევრების სერია, შესრულებული ხელსაწყოების საშუალებით, დაბრკოლებებთან შეჯახების ასაცილებლად დაწესებული მოთხოვნების დაცვით, დასაფრენად შესვლის საწყისი ეტაპის საკონტროლო წერტილიდან ან, შესაბამის შემთხვევებში, მოფრენის დადგენილი მარშრუტის დასაწყისიდან იმ წერტილამდე, საიდანაც შეიძლება შესრულდეს დაფრენა; ხოლო თუ არ განხორციელდა დაფრენა, მაშინ იმ წერტილამდე, საიდანაც გამოიყენება მოცდის არეში ან მარშრუტზე დაბრკოლებათა გადაფრენის კრიტერიუმები;
ჰ5) სახიფათო მონაკვეთი – მონაკვეთი, აეროდრომის სამუშაო ფართობზე, სადაც არსებობს შეჯახების ან/და ადზ-ზე არასანქცირებული შესვლის პოტენციური საფრთხე და სადაც საჭიროა მფრინავის/მძღოლის მომატებული ყურადღება;
ჰ6) საჰაერო ხომალდის სადგომი – ბაქანზე საჰაერო ხომალდის სადგომად გამოყოფილი ადგილი;
ჰ7) სექტორში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე (MSA) – აბსოლუტური სიმაღლის უმცირესი მნიშვნელობა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს და რომელიც უზრუნველყოფს მინიმალურ 300 მ (1000 ფუტ) სიმაღლეს ყველა იმ ობიექტამდე, რომელიც განთავსებულია 46 კმ-იანი (25 საზ. მილი) რადიუსის მქონე წრის სექტორში, რომლის ცენტრშიც მდებარეობს ძირითადი წერტილი, აეროდრომის საკონტროლო წერტილი (ARP) ან ვერტოდრომის საკონტროლო წერტილი (HRP);
ჰ8) სმმ-ს დაკვირვების სისტემა – ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს: ავტომატური დამოკიდებული დაკვირვება მაუწყებლობის რეჟიმში (ADS-B), პირველადი მიმოხილვითი რადიოლოკატორი (PSR), მეორეული მიმოხილვითი რადიოლოკატორი ან საჰაერო ხომალდების ამოსაცნობი სხვა რომელიმე მსგავსი სახმელეთო სისტემა.
შენიშვნა: მსგავს სახმელეთო სისტემას წარმოადგენს სისტემა, რომელიც შედარებითი შეფასების შედეგად ან სხვა მეთოდით აჩვენებს, რომ მის მიერ უზრუნველყოფილი ფრენის უსაფრთხოების დონე და მახასიათებლები შეესაბამება ან აღემატება მონოიმპულსური მმრლ-ის (მეორეული მიმოხილვითი რადიოლოკატორის) ანალოგიურ მაჩვენებელს.
ჰ9) სტანდარტული ბრუნი – მანევრი, რომლის დროსაც ხორციელდება შემობრუნება დასახული მიმართულების ხაზიდან, შემდგომი ბრუნით საპირისპირო მხარეს, რათა საჰაერო ხომალდმა დაიკავოს მიმართულების იგივე ხაზი და იმოძრაოს მასზე საპირისპირო მიმართულებით.
შენიშვნა 1: სტანდარტული ბრუნი არის „მარჯვენა“ ან „მარცხენა“, საწყის მობრუნების მიმართულებაზე დამოკიდებულებით.
შენიშვნა 2: სტანდარტული ბრუნი შეიძლება შესრულდეს ჰორიზონტალური ფრენისას ან დაშვებისას, კონკრეტულ პირობებზე დამოკიდებულებით.
ჰ10) სქემის აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე – დასახული აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე, რომელიც შენარჩუნებულია მინიმალურ აბსოლუტურ/ფარდობით სიმაღლეზე ან ზევით ფრენისას, დასაფრენად შესვლის შუალედურ/დასკვნით მონაკვეთებზე დაწესებული გრადიენტით/კუთხით მდგრადი დაშვების უზრუნველსაყოფად;
ჰ11) შეტყობინების გადაცემის პუნქტი – განსაზღვრული გეოგრაფიული ორიენტირი, რომლის მიმართაც გადაიცემა სხ-ს ადგილმდებარეობა.
შენიშვნა: არსებობს შეტყობინებების გადაცემის სამი სახის პუნქტი: სახმელეთო სააერნაოსნო საშუალება, გადაკვეთის წერტილი და მარშრუტის წერტილი. აღნიშნული განმარტების კონტექსტში გადაკვეთა წარმოადგენს ძირითად წერტილს, რომელიც განისაზღვრება რადიალებით, პელენგით და/ან მანძილით სახმელეთო სააერნაოსნო საშუალებებამდე. შეტყობინებების გადაცემის პუნქტი შეიძლება მიეთითოს „მოთხოვნისას“ ან როგორც „შეტყობინების სავალდებულო გადაცემის“.
ჰ12) შვეულმფრენის სადგომი – საჰაერო ხომალდის სადგომი, რომელიც განკუთვნილია შვეულმფრენის სადგომად და სადაც მთავრდება ხმელეთზე მიმოსვლა, ან სადაც შვეულმფრენი ახორციელებს ხმელეთზე დაშვებას და აწევას, ჰაერში მიმოსვლისთვის;
ჰ13) ჰაერში გადაადგილების მარშრუტი – დადგენილი მარშრუტი, ჰაერში შვეულმფრენების გადასაადგილებლად;
ჰ14) ჰიფსომეტრიული ელფერი – ფერების და მათი ელფერის გრადაცია, რომელიც გამოიყენება რელიეფის შემაღლების ხარისხის გამოსახატავად;
ჰ15) ჰორიზონტალი – ხაზი რუკაზე ან სქემაზე, რომელიც აერთებს თანაბარი შემაღლების მქონე წერტილებს.
თავი II
მოთხოვნები სამსახურის მიმართ
მუხლი 4🔗.
სამსახურის ზოგადი უფლება-მოვალეობები
1. განახლებას ამ წესის შესაბამისად ახორციელებს სამსახური.
2. სამსახური უფლებამოსილია:
ა) აუცილებლობის შემთხვევაში ამ წესით დადგენილი მოთხოვნებისგან განსხვავებულად განახორციელოს რუკების შედგენა. ასეთ შემთხვევაში სამსახური ვალდებულია წერილობით აცნობოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ამ წესის მოთხოვნების განსხვავებულად შესრულების თაობაზე და დაასაბუთოს და დეტალურად განსაზღვროს აღნიშნული განსხვავებების მიზეზ(ებ)ი;
ბ) მოთხოვნის შემთხვევაში ICAO-ს ხელშემკვრელ სახელმწიფოს გადასცეს ამ წესით დადგენილი საავიაციო რუკა უსასყიდლოდ.
3. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით სამსახურს უნდა გააჩნდეს:
ა) ხარისხის მართვის სისტემა;
ბ) საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები;
გ) კვალიფიციური პერსონალი, რომელსაც:
გ.ა) გავლილი აქვს ყველა საჭირო სწავლება, და
გ.ბ) გააჩნია სახელმძღვანელო მასალები და თანამდებობრივი ინსტრუქციები;
დ) სამუშაო პროცედურა(ები), რომელიც მოიცავს რუკების შედგენას, ხელმისაწვდომობას და მუდმივ განახლებასთან დაკავშირებული პროცესების სრულყოფილ აღწერას;
ე) საჭირო ტექნიკური უზრუნველყოფა, როგორიცაა ავტომატიზებული სისტემები, აღჭურვილობა და სხვა;
ვ) „სახელმძღვანელო დოკუმენტი“, რომელიც აღწერს სამსახურის მიერ რუკების შედგენისათვის დადგენილ პროცესებს და პროცედურებს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით.
მუხლი 5🔗.
სახელმძღვანელო დოკუმენტი
1. „სახელმძღვანელო დოკუმენტი“ სულ მცირე უნდა შეიცავდეს:
ა) სამსახურის ორგანიზაციულ სტრუქტურას, ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების სახელის, გვარის, თანამდებობის, უფლებების და მოვალეობების მითითებით;
ბ) საჭირო საკადრო რესურსების გამოთვლას;
გ) პერსონალის კვალიფიკაციის შენარჩუნების პროცესის აღწერას;
დ) რუკების შედგენის პროცესის აღწერას;
ე) ტექნიკური საშუალებების ჩამონათვალს, რომელიც გამოიყენება რუკების შედგენისათვის;
ვ) რუკების შედგენის პროცესში ჩართული პერსონალის ფუნქციების და პასუხისმგებლობების ჩამონათვალს;
ზ) რუკების შედგენისთვის საჭირო ინფორმაციის მიღების პროცესის აღწერას;
თ) ჩანაწერების შენახვის პროცესის აღწერას;
ი) რუკების შედგენისთვის მესამე პირის მოწვევის პროცესის აღწერას;
კ) რუკების შედგენისთვის არსებული პროცედურების, ინსტრუქციების, სახელმძღვანელო მასალის ჩამონათვალს.
2. სამსახური უზრუნველყოფს „სახელმძღვანელო დოკუმენტის“ შემუშავებას, მუდმივ განახლებას და ამ სახელმძღვანელოში ზუსტი ინფორმაციის ასახვას საჭირო ცვლილებების შეტანის გზით.
3. „სახელმძღვანელო დოკუმენტი“ შეიძლება შეიქმნას ძირითადი დოკუმენტის ან/და ცალკეული დოკუმენტების კრებულის სახით.
მუხლი 6🔗.
ხარისხის უზრუნველყოფა სამსახურის მიერ
1. სამსახური უზრუნველყოფს რუკებზე გამოქვეყნების გარჩევადობას და მონაცემთა ხარისხს ამ წესის მე-5 დანართში მოცემული ჰაერსანაოსნო მონაცემთა ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად.
2. სამსახურმა უნდა დანერგოს და შეინარჩუნოს ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც ვრცელდება რუკების შედგენაზე, ხელმისაწვდომობაზე და მუდმივ განახლებაზე.
მუხლი 7🔗.
სამსახურის პერსონალი და კვალიფიკაცია
1. სამსახური უზრუნველყოფს მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენას და დადგენილი კვალიფიკაციის შენარჩუნებას იმ პერსონალის მიმართ, რომელიც მონაწილეობს რუკების შედგენის და განახლების პროცესში.
2. სამსახური უზრუნველყოფს რუკების შედგენის და განახლების პროცესში ჩართული პერსონალის საკმარის რაოდენობას.
3. სამსახური სულ მცირე ორ წელიწადში ერთხელ ახორციელებს საჭირო კადრების რაოდენობის შესწავლას, მათი ფუნქციების, სწავლების, ყოველწლიური შვებულების და სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით.
მუხლი 8🔗.
სწავლება
1. სამსახური შეიმუშავებს რუკების შედგენის სწავლების პროგრამას, რომელიც მოიცავს:
ა) საწყის სწავლებას, რომელიც ასევე მოიცავს პრაქტიკულ სწავლებას (სამუშაო ადგილზე სწავლება), რომელიც ტარდება იმ გამოცდილი პერსონალის (რუკების სპეციალისტის) ზედამხედველობის ქვეშ, რომელსაც გავლილი აქვს ამ პუნქტით განსაზღვრული სწავლებები და გააჩნია მინიმუმ 5 (ხუთ)-წლიანი რუკების შედგენის გამოცდილება. პრაქტიკული სწავლება მიმართულია საწყისი სწავლების დროს მიღებული ცოდნის სამუშაო გარემოში ათვისებისკენ და უზრუნველყოფს პერსონალის დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას;
ბ) განმეორებით სწავლებას, რომელიც ტარდება მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ და მიმართულია კვალიფიკაციის შენარჩუნებისკენ;
გ) სპეციალიზებულ სწავლებას, რომელიც მიმართულია ახალი ფუნქციების, სტანდარტების, ტექნოლოგიების ათვისებისკენ.
2. სამსახური შეიმუშავებს რუკების შედგენის სასწავლო გეგმას და უზრუნველყოფს მის ყოველწლიურ განახლებას.
3. სამსახური უზრუნველყოფს რუკების შედგენის სწავლების შედეგების შენახვას რუკების შემდგენი სპეციალისტების სამსახურში დასაქმების მთელი პერიოდის განმავლობაში.
მუხლი 9🔗.
დოკუმენტაცია
1. სამსახურმა უნდა უზრუნველყოს პერსონალის თავისუფალი წვდომა დოკუმენტაციაზე, მათ შორის:
ა) ნორმატიულ აქტებზე;
ბ) სახელმძღვანელო დოკუმენტებზე;
გ) ინსტრუქციებზე და სხვა ნებისმიერ დოკუმენტაციაზე, რომელიც უკავშირდება რუკების შედგენასა და განახლებას.
2. სამსახურმა უნდა შეიმუშაოს და დანერგოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ დოკუმენტებში შესწორებების შეტანის და მუდმივი განახლების წესი, რომელიც ხარისხის მართვის სისტემის პრინციპების შესაბამისად უზრუნველყოფს დოკუმენტების:
ა) მოქმედების ვადის ადვილად განსაზღვრას;
ბ) შესატანი ცვლილებების კონტროლს;
გ) ხელმისაწვდომობას.
მუხლი 10🔗.
გამოქვეყნებულ რუკაში არსებული შეცდომების კონტროლი
სამსახურმა უნდა შეიმუშაოს და დანერგოს გამოქვეყნებულ რუკაში გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზის, ამ წესის მოთხოვნებთან ნებისმიერი შეუსაბამობის აღრიცხვის, გაანალიზების, კორექტირების და შეტყობინების პროცედურა, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს:
ა) რუკის დაუყოვნებელ ამოღებას მოხმარებიდან, თუ ხარვეზი ან შეუსაბამობა გავლენას ახდენს ან შეიძლება გავლენა იქონიოს ფრენის უსაფრთხოებაზე;
ბ) ხარვეზის ან შეუსაბამობის წყაროს დადგენას, მის აღმოფხვრას და განმეორების თავიდან აცილების მიზნით პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას.
მუხლი 11🔗.
რუკის შემუშავების ავტომატიზაცია
სამსახური რუკის შედგენის და განახლებისათვის იყენებს ავტომატიზებულ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს:
ა) მონაცემთა დამუშავების მთელ პროცესში მონაწილე მხარეებს შორის ამ მონაცემების ციფრულ ფორმატში გაცვლას;
ბ) მონაცემების მთლიანობის შენარჩუნებას.
თავი III
მოთხოვნები რუკების მიმართ
მუხლი 12🔗.
რუკის შეთანხმება და ხელმისაწვდომობა
1. რუკა, მის გამოქვეყნებამდე, თანხმდება სააგენტოსთან.
2. სამსახური სააგენტოს წერილობით წარუდგენს:
ა) შესათანხმებელი რუკის პროექტს;
ბ) რუკის შედგენის ან/და ცვლილების აუცილებლობის აღწერას;
გ) შედგენისთვის გამოყენებული ინფორმაციის/მონაცემების აღწერას;
დ) შედგენისთვის გამოყენებული ინფორმაციის/მონაცემების წყაროს;
ე) ინფორმაციას ამ წესით დადგენილი მოთხოვნების განსხვავებულად შესრულების თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. სააგენტო იხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას რუკის შეთანხმების/შეუთანხმებლობის შესახებ, რომელიც ეცნობება სამსახურს.
4. სააგენტო უარს აცხადებს რუკის შეთანხმებაზე, თუ განცხადება, თანდართული დოკუმენტები და ინფორმაცია არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. უარის შესახებ წერილობით ეცნობება სამსახურს და მასში დეტალურად აისახება უარის თქმის მიზეზ(ებ)ი.
5. სამსახური უზრუნველყოფს შეთანხმებული რუკის ხელმისაწვდომობას მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით.
მუხლი 13🔗.
საექსპლუატაციო მოთხოვნები რუკის მიმართ
1. რუკის შედგენის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს რუკის დანიშნულება და ადამიანური ფაქტორები.
შენიშვნა: ადამიანური ფაქტორების ასპექტების შესახებ სახელმძღვანელო მასალა მოცემულია „სასწავლო სახელმძღვანელოში ადამიანური ფაქტორების საკითხებზე“ (ICAO Doc 9683).
2. საჰაერო ხომალდის უსაფრთხო და ეფექტიანი ფრენის უზრუნველყოფის მიზნით ყოველი სახის რუკა უნდა იძლეოდეს სათანადო ინფორმაციას ფრენის ეტაპების შესახებ, კერძოდ:
ა) 1-ლი ეტაპი – საჰაერო ხომალდის მოძრაობა სადგომიდან აფრენის წერტილამდე;
ბ) მე-2 ეტაპი – აფრენა და სიმაღლის აღება სმმ-ს მარშრუტზე ფრენისთვის;
გ) მე-3 ეტაპი – მარშრუტზე ფრენა, სმმ-ს მარშრუტების სტრუქტურაში;
დ) მე-4 ეტაპი – დაშვება დასაფრენად შესვლისთვის;
ე) მე-5 ეტაპი – დასაფრენად შესვლა დაფრენის მიზნით და მეორე წრეზე წასვლა;
ვ) მე-6 ეტაპი – დაფრენა და მიმოსვლა საჰაერო ხომალდის სადგომამდე.
3. რუკაზე ინფორმაციის გამოსახულება უნდა:
ა) იყოს ზუსტი, მოკლე, მკაფიო და ადვილად წასაკითხი, ჩვეულ სამუშაო პირობებში;
ბ) იძლეოდეს ერთი რუკიდან მეორეზე მწყობრი გადასვლის შესაძლებლობას, ფრენის ეტაპის შესაბამისად;
გ) აღიქმებოდეს პილოტის მიერ გონივრულ დროში, მისი სამუშაო დატვირთვის და ფრენის პირობების გათვალისწინებით.
4. რუკის შეფერილობა ან ელფერი და შრიფტის ზომა უნდა იყოს ისეთი, რომ პილოტისთვის რუკა იყოს ადვილად წასაკითხი და გასაგები, ბუნებრივი და ხელოვნური განათების სხვადასხვა პირობებში.
5. რუკა უნდა იყოს გეოგრაფიულ ჩრდილოეთზე ორიენტირებული და რუკის ფურცლის ძირითადი ზომა უნდა იყოს 210x148 მმ (8.27x5.82 დუიმი) (A5 ფორმატი).
მუხლი 14🔗.
რუკის დასახელება
რუკის დასახელება შეესაბამება ამ წესით გათვალისწინებულ დასახელებებს და მოიცავს სიტყვა „ICAO“-ს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუკა შედგენილია ამ წესის მოთხოვნების სრული დაცვით.
მუხლი 15🔗.
დამატებითი ინფორმაცია რუკებზე
1. თუ კონკრეტულ რუკასთან დაკავშირებით არ არსებობს სპეციალური პირობა, რუკის მიმართ ვრცელდება შემდეგი მოთხოვნები:
ა) რუკის ჩარჩოს მიღმა ჩანართები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის პირველი დანართის მოთხოვნებს;
ბ) ყოველი რუკის წინა მხარეს უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:
ა.ა) რუკის სერია ან აღნიშვნა;
ა.ბ) რუკის ფურცლის დასახელება (შესაძლოა შემოკლებული ფორმა) და ტერიტორიული ბმული;
ა.გ) რუკის ჩარჩოს მიღმა მოსაზღვრე ფურცელი (თუ არსებობს).
2. რუკაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამოყენებული პირობითი ნიშნების და შემოკლებების ლეგენდა, რომელიც უნდა განთავსდეს ყოველი რუკის წინა ან უკანა მხარეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადგილის ეკონომიის მიზნით, ლეგენდა შეიძლება გამოიცეს ცალკე.
3. რუკის ჩარჩოს მიღმა მიეთითება მისი გამომცემი სამსახურის დასახელება და მისამართი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რუკა ქვეყნდება როგორც სააერნაოსნო დოკუმენტის ნაწილი და ეს ინფორმაცია შესაძლოა მოცემული იყოს ამ დოკუმენტის დასაწყისში.
მუხლი 16🔗.
პირობითი ნიშნების აღნიშვნა
1. რუკაზე აღნიშნული პირობითი ნიშნები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-2 დანართის მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რუკაზე მიეთითება სამოქალაქო ავიაციისთვის მნიშვნელოვანი სპეციალური ნიშნები ან ცნობები, რომელთა ICAO -ს პირობითი აღნიშვნაც ამჟამად არ არსებობს. ამ მიზნით შეიძლება შეირჩეს ნებისმიერი სათანადო პირობითი ნიშანი, რომელიც განსხვავებული იქნება ICAO-ს რუკების პირობითი ნიშნებისგან და არ გაართულებს რუკის წაკითხვას.
შენიშვნა: პირობითი ნიშნების ზომები და გამოსახულება, ხაზების სისქე და მათ შორის ინტერვალი შესაძლოა შეიცვალოს რუკის მასშტაბის და დანიშნულების მიხედვით, ამ ნიშნებით გამოსახული ინფორმაციის მნიშვნელოვნების გათვალისწინებით.
2. სახმელეთო სანავიგაციო საშუალებები, გადაკვეთის ადგილები და მარშრუტის წერტილები ყველა რუკაზე გამოისახება ერთნაირი ძირითადი პირობითი ნიშნით, რუკის დანიშნულების მიუხედავად.
3. ძირითადი წერტილების პირობითი ნიშნები ეფუძნება პირობითი ნიშნების იერარქიას და შეირჩევა შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) სახმელეთო სანავიგაციო საშუალებები;
ბ) გადაკვეთის ადგილები;
გ) მარშრუტის წერტილების პირობითი ნიშნები.
4. მარშრუტის წერტილის პირობითი ნიშანი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ძირითადი წერტილი არ არის აღნიშნული, როგორც სახმელეთო სანავიგაციო საშუალება ან გადაკვეთის ადგილმდებარეობა.
მუხლი 17🔗.
საზომი ერთეულების აღნიშვნა
1. რუკაზე მანძილი განისაზღვრება როგორც გეოდეზიური მანძილი და გამოისახება საზღვაო მილებით ან კილომეტრებით.
2. აბსოლუტური სიმაღლეები, შემაღლებები და ფარდობითი სიმაღლეები გამოისახება ფუტებით ან მეტრებით.
3. აეროდრომის ზომები და მასთან დაკავშირებული მანძილები გამოისახება მეტრებში.
4. მანძილების, ზომების, შემაღლებების და სიმაღლეების გამოქვეყნების გარჩევადობა შეესაბამება ამ წესით და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს კონკრეტულ რუკასთან მიმართებით.
5. მანძილის, აბსოლუტური სიმაღლის, შემაღლების და ფარდობითი სიმაღლის საზომი ერთეულები გარკვევით მიეთითება ყოველი რუკის წინა მხარეს.
6. საზომი ერთეულების გადაყვანის ცხრილი (კილომეტრები/საზღვაო მილებში, მეტრები/ფუტებში) უზრუნველყოფილია ყოველ რუკაზე, სადაც მოცემულია მანძილი, შემაღლება ან აბსოლუტური სიმაღლე. საზომი ერთეულების გადაყვანის ცხრილი უნდა განთავსდეს რუკის წინა მხარეს.
მუხლი 18🔗.
რუკის მასშტაბი და პროექცია
1. დიდი რაიონების რუკებზე მიეთითება პროექცია, ძირითადი პარამეტრებით და მასშტაბით.
2. მცირე რაიონების რუკებზე მიეთითება მხოლოდ ხაზოვანი მასშტაბი.
მუხლი 19🔗.
რუკის დათარიღება
რუკის წინა მხარეს მიეთითება ამ რუკის გამოცემის თარიღი.
მუხლი 20🔗.
გეოგრაფიული დასახელების აღნიშვნა
1. წარწერები რუკაზე დაიტანება ლათინური ანბანის ასოებით.
2. იმ შემთხვევაში, თუ რუკაზე დაიტანება გეოგრაფიული დასახელების შემოკლება, როგორიცაა „კონცხი“, „წერტილი“, „ყურე“, „მდინარე“, რუკის სხვა ადგილას უნდა იყოს აღნიშნული შემოკლებების სრული დასახელება. შემოკლებებთან სასვენი ნიშნები არ იწერება.
3. დასახელების ტრანსლიტერაცია არალათინური ანბანიდან უნდა განხორციელდეს იმ სისტემით, რომელსაც იყენებს რუკის გამომცემი ორგანიზაცია.
მუხლი 21🔗.
შემოკლებების აღნიშვნა
რუკაზე შემოკლებები შეესაბამება ICAO-ს ოფიციალურ გამოცემას Doc 8400 „შემოკლებები და კოდების“ მოთხოვნებს.
მუხლი 22🔗.
სახელმწიფო საზღვრების აღნიშვნა
1. რუკაზე აღინიშნება სახელმწიფო საზღვარი. იმ შემთხვევაში, თუ რუკაზე აღნიშნული სახელმწიფო საზღვარი ართულებს რუკის უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციის წაკითხვას, შესაძლებელია საზღვრის აღნიშვნის გამოტოვება.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც რუკაზე გამოსახულია ერთზე მეტი სახელმწიფო, უნდა მიეთითოს ამ სახელმწიფოების დასახელებები.
მუხლი 23🔗.
რუკის შეფერადება
რუკაზე აღნიშნული ფერები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-3 დანართის მოთხოვნებს.
მუხლი 24🔗.
რელიეფის აღნიშვნა
1. რუკაზე რელიეფი გამოისახება იმგვარად, რომ ასახული იქნას შემდეგი ინფორმაცია:
ა) ორიენტირება და ამოცნობა;
ბ) მიდამოზე გადაფრენის უსაფრთხო სიმაღლე;
გ) მითითებული სააერნაოსნო ინფორმაციის გარკვევით გაგება;
დ) დაგეგმვა.
შენიშვნა: რელიეფი, როგორც წესი, გამოისახება ჰორიზონტალების, ჰიფსომეტრიული ელფერის, მაღლივი წერტილების და რელიეფის შეფერადების ერთობლიობით, ხოლო მეთოდი შეირჩევა რუკის ხასიათის, მასშტაბის და დანიშნულების მიხედვით.
2. ჰიფსომეტრიული ელფერის მეშვეობით რელიეფის გამოსახვისას, სახელმძღვანელო მასალა უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-4 დანართის მოთხოვნებს.
3. რუკაზე გამოსახული მაღლივი წერტილები აღნიშნავს ცალკეულ კრიტიკულ წერტილებს.
4. მაღლივი წერტილების არასაკმარისად ზუსტ მნიშვნელობას წინ უძღვის ნიშანი „±“.
მუხლი 25🔗.
ფრენისთვის აკრძალული, სახიფათო და შეზღუდული არეების აღნიშვნა
თუ რუკაზე გამოსახულია ფრენისათვის აკრძალული, შეზღუდული და სახიფათო არეები, მასზე ასევე უნდა მიეთითოს შესაბამისი აღნიშვნა, ამასთან, შესაძლებელია ეროვნული კუთვნილების გამომსახველი ასოთი აღნიშვნის გამოტოვება.
შენიშვნა: ეროვნული კუთვნილების ასოთი აღნიშვნა მოცემულია დოკუმენტში Dос. 7910 „ადგილმდებარეობის ინდექსები“.
მუხლი 26🔗.
საჰაერო მოძრაობის მომსახურების საჰაერო სივრცის აღნიშვნა
1. რუკაზე საჰაერო მოძრაობის მომსახურების (სმმ-ს) საჰაერო სივრცის გამოსახვისას უნდა მიეთითოს მისი კლასი, ტიპი, დასახელება ან მოსახმობი, ვერტიკალური საზღვრები და რადიოკავშირის სიხშირე(ები), ასევე ჰორიზონტალური საზღვრები ამ წესის მე-2 დანართის მოთხოვნების შესაბამისად.
2. ვიზუალური ფრენებისთვის განკუთვნილი ყოველი რუკის წინა ან უკანა მხარეს უნდა გამოისახოს სმმ-ს საჰაერო სივრცის კლასიფიკაციის ცხრილის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება აღნიშნულ რუკაზე გამოსახულ საჰაერო სივრცეს.
მუხლი 27🔗.
მაგნიტური დახრილობის აღნიშვნა
1. რუკაზე მიეთითება გეოგრაფიული ჩრდილოეთი და მაგნიტური დახრილობა. მაგნიტური დახრილობის გამოქვეყნების გარჩევადობა შეესაბამება მოთხოვნებს კონკრეტულ რუკასთან მიმართებით.
2. თუ რუკაზე მითითებულია მაგნიტური დახრილობა, მისი მნიშვნელობა მოცემული უნდა იყოს იმ წლის მდგომარეობით, რომელიც უახლოესია რუკის გამოცემის თარიღის, რომელიც 5-ის ჯერადია (მაგალითად: 1980, 1985 და ა.შ.). გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ყოველწლიური გამოთვლები მოწმობს მაგნიტური დახრილობის ფაქტობრივ ცვლილებას 10-ზე მეტი სიდიდით, უნდა მიეთითოს მაგნიტური დახრილობის გამოთვლის შუალედური თარიღი და სიდიდე.
შენიშვნა : რუკაზე შეიძლება მიეთითოს მაგნიტური დახრილობის ყოველწლიური რყევის მნიშვნელობა და თარიღი.
3. სახელსაწყო ფრენის პროცედურების რუკების შემთხვევაში, მაგნიტური დახრილობის სიდიდის ცვლილების გამოქვეყნება უნდა მოხდეს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის რეგულირებისა და კონტროლის სისტემის (AIRAC) (მაქსიმუმ, ექვსი ციკლის) განმავლობაში.
4. მსხვილ საკვანძო რაიონებში, სადაც რამდენიმე აეროდრომია, მისაღებია მაგნიტური დახრილობის ერთი დამრგვალებული მნიშვნელობა, რათა პროცედურებზე, რომელიც ემსახურება რამდენიმე აეროდრომს, გამოყენებული იყოს მაგნიტური დახრილობის ერთი საერთო მნიშვნელობა.
მუხლი 28🔗.
რუკის შრიფტი
რუკის შრიფტი უნდა შეესაბამებოდეს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Dос 8697 „სახელმძღვანელოში საავიაციო რუკების შესახებ“ მოთხოვნებს.
მუხლი 29🔗.
ჰაერსანაოსნო მონაცემების აღნიშვნა
სამსახური უზრუნველყოფს, რომ ჰაერსანაოსნო მონაცემების გამოქვეყნების გარჩევადობა შეესაბამებოდეს კონკრეტული რუკისთვის განსაზღვრულ და ამ წესის მე-5 დანართში მოყვანილ ჰაერსანაოსნო მონაცემთა ხარისხის მოთხოვნებს.
თავი IV
სააეროდრომო დაბრკოლებების რუკა
A ტიპი (საექსპლუატაციო შეზღუდვები)
მუხლი 30🔗.
A ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკის დანიშნულება
სააეროდრომო დაბრკოლებების რუკა, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულით გამოქვეყნებულ სათანადო ინფორმაციასთან ერთად, შეიცავს იმ მონაცემებს (ან აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს), რაც გათვალისწინებულია „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით.
მუხლი 31🔗.
A ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკის ხელმისაწვდომობა
1. სააეროდრომო დაბრკოლებების რუკა (A ტიპი – საექსპლუატაციო შეზღუდვები), იქმნება ყველა აეროდრომისთვის, რომელსაც გააჩნია სახელსაწყო დაფრენის სისტემა საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვისთვის, გარდა იმ აეროდრომებისა, სადაც არ არსებობს დაბრკოლება აფრენისას სიმაღლის აღების ტრაექტორიის არეში ან რომელთაც ამ წესის მე-6 თავის შესაბამისად წარედგინა აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკა (ელექტრონული).
2. თუ აფრენის ტრაექტორიის არეში დაბრკოლებების არარსებობასთან დაკავშირებით, რუკის საჭიროება არ არსებობს, სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში გამოქვეყნებას.
მუხლი 32🔗.
საზომი ერთეულების აღნიშვნა A ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკაზე
1. სააეროდრომო დაბრკოლებების რუკაზე შემაღლებები მიეთითება ნახევარ მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით.
2. ხაზში ლოკალიზებული ნიშნები მიეთითება ნახევარ მეტრამდე სიზუსტით.
მუხლი 33🔗.
კარტოგრაფირების რაიონის და მასშტაბის აღნიშვნა A ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკაზე
1. A ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკის ნახაზი უნდა იყოს საკმარისი ზომის, რაც შესაძლებელს გახდის მასზე ყველა დაბრკოლების დატანას.
შენიშვნა: ცალკეული, დაშორებული დაბრკოლება, როდესაც შესაძლოა საჭირო გახდეს რუკის ფურცლის ზომების გაზრდა, შეიძლება გამოისახოს სათანადო პირობითი ნიშნით და ისრით მიეთითოს მანძილი და პელენგი ადზ-ს ყველაზე დაშორებულ ბოლომდე და მათი შემაღლება.
2. ჰორიზონტალური მასშტაბი უნდა იყოს 1:10 000 -დან 1:15 000-ის ფარგლებში.
შენიშვნა: ჰორიზონტალური მასშტაბი შეიძლება იყოს 1:10 000. რუკის გამოცემის დასაჩქარებლად, შეიძლება გამოყენებული იყოს 1:20 000 მასშტაბი.
3. ვერტიკალური მასშტაბი ათჯერ აღემატება ჰორიზონტალურ მასშტაბს.
4. რუკაზე ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზოვანი მასშტაბები გამოისახება მეტრებსა და ფუტებში.
მუხლი 34🔗.
A ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკის ფორმატი
1. A ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკაზე გამოისახება ყოველი ადზ-ს, მასთან დაკავშირებული დამუხრუჭების ბოლო ზოლის ან დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის აფრენის ტრაექტორიის არეების და დაბრკოლებების ნახაზი და პროფილი.
2. ყოველი ადზ-ს, დამუხრუჭების ბოლო ზოლის, დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის და აფრენის ტრაექტორიის არეში დაბრკოლებების პროფილი გამოისახება ყოველი ელემენტის შესაბამის ნახაზზე. აფრენის ტრაექტორიის სათადარიგო არეს პროფილი მოიცავს აფრენის სრული ტრაექტორიის ხაზოვან პროექციას და უნდა განთავსდეს მის შესაბამის ნახაზზე იმ ფორმით, რომელიც ყველაზე მოსახერხებელია ინფორმაციის სწრაფად გასაგებად.
3. პროფილის ბადე დაიტანება მთელ პროფილზე, ადზ-ს გამოკლებით. ვერტიკალური ათვლის ნულოვან მნიშვნელობად მიღებულია ზღვის საშუალო დონე. ჰორიზონტალური ათვლის ნულოვან მნიშვნელობად მიღებულია ადზ-ს ბოლო, რომელიც მდებარეობს აფრენის ტრაექტორიის შესაბამისი არეს მოპირდაპირე მხარეს. გრადუირების ნიშნები ინტერვალების მითითებით დაიტანება ბადის ჩარჩოს გასწვრივ და ვერტიკალურ კიდეებზე.
4. ბადის ვერტიკალური გრადუირება უნდა მოხდეს 30 მ-ის (100 ფუტის) შესაბამისი ინტერვალებით, ხოლო ჰორიზონტალური – 300 მ-ის (1000 ფუტის).
5. რუკა უნდა მოიცავდეს:
ა) ამ წესის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საექსპლუატაციო მონაცემების რეგისტრაციის ჩარჩოს;
ბ) შესწორებებისა და მათი ამოქმედების თარიღების რეგისტრაციის ჩარჩოს.
მუხლი 35🔗.
A ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკაზე გეოგრაფიული დასახელების აღნიშვნა
რუკაზე მიეთითება სახელმწიფოს დასახელება, სადაც განთავსებულია აეროდრომი. ასევე, ქალაქის, დასახლებული პუნქტის ან რაიონის დასახელება, რომელსაც ემსახურება აღნიშნული აეროდრომი, აეროდრომის სახელწოდება და ადზ-ს (ადზ-ების) აღნიშვნა (აღნიშვნები).
მუხლი 36🔗.
A ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკაზე მაგნიტური დახრილობის აღნიშვნა
A ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკა უნდა იყოს დათარიღებული და მიეთითოს მაგნიტური დახრილობა, უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით.
მუხლი 37🔗.
A ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკაზე ჰაერსანაოსნო მონაცემების აღნიშვნა
1. აფრენის ტრაექტორიის არეში მდებარე ობიექტები, რომლებიც კვეთენ 1.2%-იანი დახრილობის მქონე სიბრტყეს ზევით, რომელსაც აფრენის ტრაექტორიის არესთან გააჩნია საერთო საწყისი, სააეროდრომო დაბრკოლებების რუკის მომზადების დროს განიხილება როგორც დაბრკოლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაბრკოლებები სრულად იჩრდილება სხვა დაბრკოლებების მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად და ეს დაბრკოლებები შეიძლება არ აღინიშნოს რუკაზე. ამასთან, მოძრავი ობიექტები (როგორიცაა ხომალდები, სარკინიგზო შემადგენლობები, ავტომანქანები და ა.შ.), რომლებიც შეიძლება კვეთდნენ 1,2%-იანი დახრილობის მქონე სიბრტყეს, განიხილება როგორც დაბრკოლება, მაგრამ არ ითვლება როგორც დამჩრდილავი.
2. დაბრკოლების ჩრდილად ითვლება ბრტყელი ზედაპირი, რომელიც იწყება დაბრკოლების წვერზე გამავალი ჰორიზონტალური ხაზიდან და აფრენის ტრაექტორიის არეს ღერძულა ხაზის პერპენდიკულარულია. აღნიშნული სიბრტყე მოიცავს აფრენის ტრაექტორიის არეს სრულ სიგანეს და ვრცელდება ამ მუხლის პირველ პუნქტით მითითებულ სიბრტყემდე ან მომდევნო, უფრო მაღალ დაბრკოლებამდე, თუ იგი უფრო ახლოსაა. აფრენის ტრაექტორიის არეს პირველი 300 მ-ის (1000 ფუტის) მანძილზე დაჩრდილვის სიბრტყეები განთავსებულია ჰორიზონტალურად, ხოლო ამ წერტილის შემდეგ მათ გააჩნიათ 1.2 %-იანი აღმავალი დახრილობა.
3. დამჩრდილავი დაბრკოლების მოცილების შემთხვევაში, სხვა ობიექტები, რომლებიც აღნიშნულის შედეგად გახდება დაბრკოლებები, დაიტანება რუკაზე.
4. აფრენის ტრაექტორიის არე წარმოადგენს ოთხკუთხა სივრცეს მიწის ზედაპირზე, რომელიც მდებარეობს უშუალოდ აფრენის ტრაექტორიის ქვემოთ და მის სიმეტრიულად. ამ არეს გააჩნია შემდეგი მახასიათებლები:
ა) იგი იწყება იმ არეს ბოლოდან, რომელიც გამოცხადებულია როგორც ასაფრენად გამოსადეგი (ანუ ადზ-ს ან დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის ბოლოდან, ვითარების მიხედვით);
ბ) მისი სიგანე საწყის წერტილში შეადგენს 180 მ-ს (600 ფუტს) და შემდეგ იზრდება 0.25D ხარისხით და მაქსიმალური სიგანე აღწევს 1800 მ-ს (6000 ფუტს), სადაც D წარმოადგენს მანძილს საწყის წერტილამდე;
გ) აფრენის ტრაექტორიის არე ვრცელდება წერტილამდე, რომლის შემდეგაც დაბრკოლებები აღარ არსებობს ან 10.0 კმ (5.4 საზღვაო მილი) ნიშნულამდე, იმისდა მიხედვით, თუ რომელი სიდიდეა ნაკლები.
5. იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდული საექსპლუატაციო მახასიათებლების მქონე საჰაერო ხომალდი ახორციელებს აფრენას 1.2 %-ზე ნაკლები გრადიენტით, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული აფრენის ტრაექტორიის არე იზრდება არანაკლებ 12.0 კმ-მდე (6.5 საზ. მილამდე), ხოლო ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული სიბრტყის დახრილობა მცირდება 1%-მდე ან ნაკლებით.
შენიშვნა: თუ ტოპოგრაფიული მეთოდით განსაზღვრულ სიბრტყეს, რომელსაც გააჩნია 1%-იანი დახრილობა, არ გააჩნია შეხება არანაირ დაბრკოლებასთან, ეს სიბრტყე შეიძლება დაიწიოს პირველ დაბრკოლებასთან შეხების წერტილამდე.
6. ადზ-ს თითოეული მიმართულებისთვის რუკაზე მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:
ა) გასაქანად არსებული მანძილი;
ბ) შეწყვეტილი აფრენისთვის არსებული მანძილი;
გ) ასაფრენად არსებული მანძილი;
დ) დასაფრენად არსებული მანძილი.
7. იმ შემთხვევაში, თუ არ არის მითითებული გამოცხადებული მანძილები იმის გამო, რომ ადზ გამოიყენება მხოლოდ ერთი მიმართულებით, ასეთი ადზ უნდა აღინიშნოს, როგორც „გამოუსადეგარი ასაფრენად, დასაფრენად ან ორივე შემთხვევაში“.
8. გეგმილის ხედზე მიეთითება:
ა) ადზ-ს კონტური უწყვეტი ხაზით, მისი სიგრძე და სიგანე, მაგნიტური პელენგი უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით და ადზ-ს ნომერი;
ბ) დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლი შტრიხხაზით (წყვეტილი ხაზით), სიგრძის და აღნიშვნის მითითებით;
გ) აფრენის ტრაექტორიის არე – წერტილხაზით და ღერძულა ხაზი – მოკლე და გრძელი შტრიხხაზების მონაცვლეობით;
დ) აფრენის ტრაექტორიის სათადარიგო არეები. იმ შემთხვევაში, როდესაც აფრენის ტრაექტორიის სათადარიგო არეები განლაგებულია ადზ-ს ღერძულა ხაზის გაგრძელების სიმეტრიულად, უნდა გაკეთდეს შენიშვნა აღნიშნული არეების მნიშვნელობის განმარტებით;
ე) დაბრკოლებები, მათ შორის:
ე.ა) ყოველი დაბრკოლების ზუსტი ადგილმდებარეობა პირობით ნიშანთან ერთად, რომელიც ახასიათებს ამ დაბრკოლების ტიპს;
ე.ბ) ყოველი დაბრკოლების შემაღლება და აღნიშვნა;
ე.გ) დიდი ზომების დაბრკოლებების ზედა ზღვარი, განსაკუთრებული განმარტებით ლეგენდაში.
9. სააეროდრომო დაბრკოლების რუკაზე უნდა მიეთითოს ადზ-ს და დამუხრუჭების ბოლო ზოლის ზედაპირის თვისებები. დამუხრუჭების ბოლო ზოლი უნდა აღინიშნოს შტრიხხაზით.
10. დამუხრუჭების ბოლო ზოლის გამოსახვისას, მიეთითება ყოველი დამუხრუჭების ბოლო ზოლის სიგრძე.
11. პროფილზე მიეთითება:
ა) ადზ-ს ღერძულა ხაზის პროფილი – უწყვეტი ხაზით და ნებისმიერი სათანადო დამუხრუჭების ბოლო ზოლის და დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის ღერძულა ხაზის პროფილი – შტრიხხაზით;
ბ) ადზ-ს ყოველ ბოლოზე ღერძულა ხაზის შემაღლება, დამუხრუჭების ბოლო ზოლის შემაღლება და შემაღლება აფრენის ტრაექტორიის ყოველი არეს დასაწყისში, ასევე ადზ-ს და დამუხრუჭების ბოლო ზოლის დახრილობის მნიშნელოვანი ცვლილება;
გ) დაბრკოლებები, მათ შორის:
გ.ა) ყოველი დაბრკოლება – უწყვეტი ვერტიკალური ხაზით, რომელიც იწყება კოორდინატთა ბადის შესაბამისი ხაზიდან და გადის, სულ მცირე, ბადის მომდევნო ხაზით დაბრკოლების ზედა წერილამდე;
გ.ბ) ყოველი დაბრკოლების აღნიშვნა;
გ.გ) ლეგენდაში განსაკუთრებული განმარტებით იმ დაბრკოლების გადაკვეთის წერტილი, რომელსაც გააჩნია დიდი განფენილობა.
შენიშვნა: რუკაზე შეიძლება დატანილი იყოს დაბრკოლებების პროფილი, რომელიც წარმოადგენს ხაზს, რომელიც აერთებს ყოველი დაბრკოლების წვეროს და განსაზღვრავს ამ დაბრკოლებებით წარმოქმნილ დაჩრდილვის არეს.
მუხლი 38🔗.
A ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკის სიზუსტე
1. A ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკაზე უნდა მიეთითოს მიღწეული სიზუსტის ხარისხი.
2. რუკაზე აღნიშნული ჰორიზონტალური მანძილები და ადზ-ს, დამუხრუჭების ბოლო ზოლის და დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის შემაღლება უნდა მიეთითოს 0.5 მ-მდე (1 ფუტამდე) სიზუსტით.
3. სამსახური უზრუნველყოფს, რომ საველე გადაღებებისა და რუკის გამოცემისას, უზრუნველყოფილი იყოს სიზუსტის ისეთი ხარისხი, რომ რუკიდან მონაცემების აღებისას, ცდომილება არ აღემატებოდეს შემდეგ მაქსიმალურ ზღვარს:
ა) ჰორიზონტალური მანძილი: 5 მ (15 ფუტი) საწყის წერტილში, შემდგომი ზრდით, პროპორციით 1:500;
ბ) ვერტიკალური მანძილი: 0.5 მ (1.5 ფუტი) პირველ 300 მ-ზე (1000 ფუტზე), შემდგომი ზრდით, პროპორციით 1:1000.
4. გადაღებების დროს ვერტიკალურ სიბრტყეში ათვლის ნამდვილი საწყისი დონის შესახებ მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, მიეთითება მიღებული საწყისი დონის შემაღლება და, რომ იგი სავარაუდოა.
თავი V
სააეროდრომო დაბრკოლებების რუკა B ტიპი
მუხლი 39🔗.
B ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკის დანიშნულება
სააეროდრომო დაბრკოლების რუკაზე (B ტიპი) მოცემულია ინფორმაცია, რომელიც განკუთვნილია:
ა) მინიმალური უსაფრთხო აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლეების განსაზღვრისთვის, მათ შორის წრეზე ფრენის სიმაღლე;
ბ) აფრენისას ან დაფრენისას საავარიო ვითარების წარმოქმნის შემთხვევაში მოქმედების წესის განსაზღვრისთვის;
გ) დაბრკოლებების უსაფრთხო გადაფრენის ნორმების და მარკირების წესების განსაზღვრისთვის;
დ) რუკების შედგენისას საწყის მასალად გამოყენების მიზნით.
მუხლი 40🔗.
B ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკის ხელმისაწვდომობა
სააეროდრომო დაბრკოლებების რუკა (В ტიპი) იქმნება ყველა აეროდრომისათვის, რომელიც რეგულარულად გამოიყენება საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვისთვის, გარდა იმ აეროდრომებისა, რომელთაც ამ წესის მე-6 თავის შესაბამისად, წარედგინა აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკა (ელექტრონული).
მუხლი 41🔗.
B ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკაზე საზომი ერთეულების აღნიშვნა
1. შემაღლებები მიეთითება ნახევარ მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით.
2. ხაზში ლოკალიზებული ნიშნები მიეთითება ნახევარ მეტრამდე სიზუსტით.
მუხლი 42🔗.
B ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკის კარტოგრაფირების რაიონი და მასშტაბი
1. ნახაზი უნდა იყოს საკმარისი ზომის, რაც შესაძლებელს გახდის მასზე ყველა დაბრკოლების დატანას.
შენიშვნა: ცალკეული, დაშორებული დაბრკოლება, როდესაც შესაძლოა საჭირო გახდეს ფურცლის ზომების გაზრდა, შეიძლება გამოისახოს სათანადო პირობითი ნიშნით და ისრით მიეთითოს მანძილი და პელენგი აეროდრომის საკონტროლო წერტილამდე და მათი შემაღლება.
2. ჰორიზონტალური მასშტაბი შეირჩევა 1:10 000-დან 1:20 000-მდე ფარგლებში.
3. ჰორიზონტალური ხაზოვანი მასშტაბი რუკაზე გამოისახება როგორც მეტრებში, ისე ფუტებში. აუცილებლობისას, ხაზოვანი მასშტაბი ასევე მიეთითება კილომეტრებსა და საზღვაო მილებში.
მუხლი 43🔗.
B ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკის ფორმატი
რუკაზე მიეთითება:
ა) ნებისმიერი საჭირო განმარტება გამოყენებულ პროექციასთან მიმართებით;
ბ) ნებისმიერი საჭირო აღნიშვნა გამოყენებულ კოორდინატთა ბადესთან მიმართებით;
გ) შენიშვნა იმის შესახებ, რომ დაბრკოლებად ითვლება ის ობიექტი, რომელიც კვეთს და სცილდება იმ ზედაპირებს, რომელიც მითითებულია ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-4 თავში;
დ) ცვლილებების რეგისტრაციის ჩარჩო, მათი შეტანის თარიღებით;
ე) რუკის შემოჭრის ხაზის გარეთ ერთი წუთის ინტერვალით ხორციელდება გრძედის და განედის აღნიშვნა, რომელიც გამოისახება გრადუსებსა და წუთებში.
შენიშვნა: პარალელები და მერიდიანები შეიძლება დატანილ იქნეს რუკის მთელ ველზე.
მუხლი 44🔗.
B ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკაზე გეოგრაფიული ადგილმდებარეობის აღნიშვნა
რუკაზე მიეთითება სახელმწიფოს დასახელება, სადაც განთავსებულია აეროდრომი, ასევე ქალაქის, დასახლებული პუნქტის ან რაიონის დასახელება, რომელსაც ემსახურება აღნიშნული აეროდრომი და აეროდრომის დასახელება.
მუხლი 45🔗.
B ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკის ტექნოგენური გარემო და ტოპოგრაფია
1. დრენაჟის და ჰიდროგრაფიის ელემენტები დაიყვანება მინიმუმამდე.
2. რუკაზე აღინიშნება შენობები და სხვა შვერილი ობიექტები, რომლებიც მიეკუთვნება აეროდრომს. ისინი შეძლებისდაგვარად გამოისახება მასშტაბში.
3. რუკაზე უნდა მიეთითოს ყველა ხელოვნური და ბუნებრივი ობიექტი, რომელიც კვეთს აფრენის და დასაფრენად შესვლის სიბრტყეებს, რომელიც მითითებულია ამ წესის 47-ე მუხლში ან კვეთს დაბრკოლებების უსაფრთხო გადაფრენის და დაბრკოლებების მარკირების ზედაპირებს, რომელიც მითითებულია ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-4 თავში.
4. რუკაზე აღინიშნება გზატკეცილები და სარკინიგზო ხაზები, რომლებიც მდებარეობენ აფრენისა და დასაფრენად შესვლის არეს საზღვრებში, ასევე ადზ-ს ბოლოდან ან მისი გაგრძელებიდან 600 მ-ზე (2000 ფუტზე) ნაკლებ მანძილზე.
შენიშვნა: არსებითი მნიშვნელობის მქონე გეოგრაფიულ ელემენტებს შეიძლება თან ახლდეს დასახელება.
მუხლი 46🔗.
B ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკაზე მაგნიტური დახრილობის აღნიშვნა
B ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკაზე უნდა აღინიშნოს ქარის ვექტორული დიაგრამა, რომელიც ორიენტირებულია გეოგრაფიულ ჩრდილოეთზე ან რომელიმე ჩრდილოეთ წერტილზე, მაგნიტური დახრილობის უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით, მაგნიტური დახრილობის შესახებ ინფორმაციის თარიღის და მისი წლიური ცვლილების მითითებით.
მუხლი 47🔗.
B ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკაზე ჰაერსანაოსნო მონაცემების აღნიშვნა
1. B ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკაზე მიეთითება:
ა) აეროდრომის საკონტროლო წერტილი და მისი გეოგრაფიული კოორდინატები გრადუსებში, წუთებსა და წამებში;
ბ) ადზ-ს კონტურები უწყვეტი ხაზით;
გ) ადზ-ს სიგრძე და სიგანე;
დ) მაგნიტური პელენგი, უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით და ადზ-ს ნომერი;
ე) ადზ-ს თითოეულ ბოლოში ღერძულა ხაზის შემაღლება, შემაღლება დამუხრუჭების ბოლო ზოლზე, აფრენისა და დასაფრენად შესვლის ყოველი არეს დასაწყისში და ადზ-ს და დამუხრუჭების ბოლო ზოლის ყოველი არსებითი ცვლილებებისას;
ვ) სამიმოსვლო ბილიკების, ბაქნების და სადგომების სათანადო აღნიშვნები და მათი კონტურები უწყვეტი ხაზით;
ზ) დამუხრუჭების ბოლო ზოლის სათანადო აღნიშვნა, რომელიც დაიტანება შტრიხ-ხაზით;
თ) ყოველი დამუხრუჭების ბოლო ზოლის სიგრძე;
ი) დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის სათანადო აღნიშვნა შტრიხ-ხაზით;
კ) დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ყოველი ზოლის სიგრძე;
ლ) აფრენისა და დასაფრენად შესვლის ზედაპირების სათანადო აღნიშვნა შტრიხ- ხაზით;
მ) აფრენისა და დასაფრენად შესვლის არეები;
ნ) დაბრკოლებების ზუსტი ადგილმდებარეობა, მათ შორის:
ნ.ა) პირობითი ნიშანი, რომელიც ახასიათებს ამ ტიპის დაბრკოლებას;
ნ.ბ) შემაღლება;
ნ.გ) ამოსაცნობი მონაცემები;
ნ.დ) დიდი ზომების დაბრკოლებების ზედა საზღვარი, განსაკუთრებულად განმარტებული ლეგენდაში.
ო) ნებისმიერი სხვა დამატებითი დაბრკოლება, როგორც ეს განმარტებულია ამ წესის 37-ე მუხლის პირველ პუნქტში, მათ შორის დაბრკოლებები დაბრკოლებების ჩრდილში, რომელიც გამოიყოფა სხვაგვარად.
შენიშვნა 1: აფრენის არე განმარტებულია ამ წესის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტში. დასაფრენად შესვლის არე წარმოადგენს მიწის ზედაპირზე არსებულ სივრცეს, რომელიც მდებარეობს უშუალოდ დასაფრენად შესვლის ზედაპირის ქვემოთ, როგორც ეს განსაზღვრულია ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-4 თავში;
შენიშვნა 2: აღნიშნული არ გამორიცხავს კრიტიკული მაღლივი ნიშნულების მითითების აუცილებლობას აფრენისა და დასაფრენად შესვლის არეებში.
შენიშვნა 3: ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-4 თავის ტექნიკური მოთხოვნები შეესაბამება მოთხოვნების მინიმალურ დონეს. იმ შემთხვევაში, როდესაც უფლებამოსილი ორგანო დაადგენს შედარებით დაბალ ზედაპირებს, ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაბრკოლებების განსაზღვრისას.
2. რუკაზე უნდა მიეთითოს ადზ-ს და დამუხრუჭების ბოლო ზოლის ზედაპირის სახე.
3. შეძლებისდაგვარად შესამჩნევად უნდა აღინიშნოს შედარებით მაღალი ობიექტი ან დაბრკოლება, რომელიც განთავსებულია დასაფრენად შესვლის მოსაზღვრე არეებს შორის, აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან 5000 მ-ის (15 000 ფუტის) რადიუსში.
4. რუკაზე უნდა მიეთითოს ტყის მასივის და რელიეფის ელემენტების განფენილობა, რომელთა ნაწილიც წარმოადგენს დაბრკოლებას.
მუხლი 48🔗.
B ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკის სიზუსტე
1. B ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკაზე მიეთითება მიღწეული სიზუსტე.
2. რუკაზე აღნიშნული სამუშაო ფართობის, დამუხრუჭების ბოლო ზოლის და დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის ჰორიზონტალური ზომები და შემაღლებები უნდა მიეთითოს უახლოეს 0.5 მ-მდე (1 ფუტამდე) სიზუსტით.
3. სამსახური უზრუნველყოფს, რომ საველე გადაღებებისა და რუკის გამოცემისას, უზრუნველყოფილი იყოს სიზუსტის ისეთი ხარისხი, რომ რუკიდან მონაცემების აღებისას, ცდომილება არ აღემატებოდეს შემდეგ მაქსიმალურ ზღვარს:
ა) აფრენისა და დასაფრენად შესვლის არეები:
ა.ა) ჰორიზონტალური მანძილი: 5 მ (15 ფუტი) საწყის წერტილში, შემდგომი ზრდით, პროპორციით 1:500;
ა.ბ) ვერტიკალური მანძილები: 0.5 მ (1.5 ფუტი) პირველ 300 მ-ზე (1000 ფუტი), შემდგომი ზრდით, პროპორციით 1:1000;
ბ) სხვა არეები:
ბ.ა) ჰორიზონტალური მანძილი: 5 მ (15 ფუტი) აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან 5000 მ (15 000 ფუტის) საზღვრებში და 12 მ (40 ფუტი) ამ არეს ფარგლებს გარეთ;
ბ.ბ) ვერტიკალური მანძილი: 1 მ (3 ფუტი) აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან 1500 მ (5000 ფუტის) ფარგლებში, შემდგომი ზრდით, პროპორციით 1:1000.
4. გადაღებების დროს ვერტიკალურ სიბრტყეში ათვლის ნამდვილი საწყისი დონის შესახებ მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, მიეთითება მიღებული საწყისი დონის შემაღლება და, რომ იგი სავარაუდოა.
თავი VI
აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკა (ელექტრონული)
მუხლი 49🔗.
აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკის დანიშნულება
აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკა (ელექტრონული)იძლევა ინფორმაციას რელიეფის და დაბრკოლებების შესახებ, ასევე შესაბამისი ჰაერსანაოსნო მონაცემების შესახებ, რაც აუცილებელია, რათა:
ა) სხ-ის ექსპლუატანტმა შეიმუშაოს გაუთვალისწინებელ ვითარებაში სამოქმედო პროცედურები მეორე წრეზე წასვლისას ან აფრენისას ავარიული ვითარების წარმოქმნის შემთხვევაში „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის № 203 ბრძანებით დადგენილი პირობების შესაბამისად და განახორციელოს საჰაერო ხომალდის საექსპლუატაციო შეზღუდვების ანალიზი;
ბ) უზრუნველყოფილი იყოს აერნაოსნობასთან დაკავშირებული შემდეგი პროცესები:
ბ.ა) სახელსაწყო ფრენის სქემების აგება (წრეზე ფრენის სქემის ჩათვლით);
ბ.ბ) სააეროდრომო დაბრკოლებების შეზღუდვა და მოცილება;
ბ.გ) საწყისი მონაცემების მიღება, სხვა რუკების შესადგენად.
მუხლი 50🔗.
აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკის
1. აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკა (ელექტრონული) წარედგინება იმ აეროდრომებს, რომლებიც რეგულარულად გამოიყენება საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვისთვის.
შენიშვნა 1: იმ შემთხვევაში, როდესაც უზრუნველყოფილია აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკა (ელექტრონული), საჭირო აღარ არის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკა, А ტიპი (საექსპლუატაციო შეზღუდვები) და სააეროდრომო დაბრკოლებების რუკა, В ტიპი.
შენიშვნა 2: ინფორმაცია, რომელიც გათვალისწინებულია რელიეფის რუკაზე დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის, ICAO (ელექტრონული), შეიძლება წარმოდგენილი იყოს აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკაზე, ICAO (ელექტრონული). ამ შემთხვევაში, საჭირო აღარ არის რელიეფის რუკა დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის.
2. სამსახური უზრუნველყოფს, რომ აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკა, (ელექტრონული) მოთხოვნის შემთხვევაში, ხელმისაწვდომი იყოს ნაბეჭდი სახით.
3. მონაცემების წარდგენის ზოგად საფუძველს წარმოადგენს ISO 19100 სტანდარტების სერია გეოგრაფიული ინფორმაციის შესახებ.
შენიშვნა: გეოგრაფიული ინფორმაციის მიმართ ISO 19100 სტანდარტების სერიის გამოყენება უზრუნველყოფს აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკის (ელექტრონული) მონაცემების გაცვლას და გამოყენებას სხვადასხვა მომხმარებლის მიერ.
მუხლი 51🔗.
აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკაზე გეოგრაფიული დასახელების აღნიშვნა
აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების ელექტრონულ რუკებზე მიეთითება ქვეყნის დასახელება, სადაც განთავსებულია აეროდრომი, ქალაქის ან დასახლებული პუნქტის დასახელება, რომელსაც ემსახურება აეროდრომი და აეროდრომის დასახელება.
მუხლი 52🔗.
აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკაზე კარტოგრაფირების რაიონის/არეალის აღნიშვნა
აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკა უნდა იყოს საკმარისი ზომის, რათა მოიცვას „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის №471 დადგენილებით განსაზღვრული მე-2 არე.
მუხლი 53🔗.
აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკის შინაარსი
1. აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკაზე ელემენტების დასატანად კომპიუტერული გრაფიკული პროგრამების შემუშავებისას, ურთიერთკავშირი ელემენტებს, მათ ატრიბუტებს შორის, საწყისი სივრცული გეომეტრია და სათანადო ტოპოლოგიური თანაფარდობა განისაზღვრება გამოყენებული სქემით. ინფორმაცია უნდა გამოისახოს დადგენილი წესების მოთხოვნების საფუძველზე. მოთხოვნები გამოსახვის მიმართ და გამოსახვის წესები არ წარმოადგენს მონაცემთა ნაკრების ნაწილს. გამოსახვის წესები მოცემულია გამოსახვის წესების კატალოგში, სადაც მიეთითება გამოსახვის მიმართ ცალკეული მოთხოვნები.
შენიშვნა: ISO 19117 სტანდარტი მოიცავს იმ სქემის განმარტებას, რომელიც აღწერს გეოგრაფიული ინფორმაციის ელემენტების გამოსახვის მექანიზმს, ხოლო ISO 19109 სტანდარტი მოიცავს წესებს გამოყენებული სქემის მიმართ. სივრცული გეომეტრია და შესაბამისი ტოპოლოგიური თანაფარდობა განსაზღვრულია ISO 19107 სტანდარტით.
2. ელემენტების გამოსახვის მიზნით გამოყენებული პირობითი ნიშნები შესაბამისობაში უნდა იყოს ამ წესის მე-16 მუხლის და მე-2 დანართის მოთხოვნებთან „ICAO-ს რუკების პირობითი ნიშნები“.
3. მონაცემთა ბაზის მეშვეობით რუკაზე გამოსახული და რუკასთან დაკავშირებული რელიეფის ელემენტები და სათანადო ატრიბუტები ეფუძნება ელექტრონულ მონაცემთა ნაკრებს რელიეფის შესახებ, რომელიც შეესაბამება „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბერის №471 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4. რელიეფის გამოსახული ელემენტები უზრუნველყოფენ რელიეფის ზოგად, რეალურ ასახვას. აღნიშნული მიიღწევა რელიეფის გამოსახვით მისი შემაღლებების მნიშვნელობების უწყვეტი თანამიმდევრობით განსაზღვრული ბადის ყველა კვეთის წერტილში, რომელსაც ასევე ეწოდება შემაღლების ციფრული მოდელი (DEM).
5. რელიეფის ზედაპირი შემაღლების ციფრულ მოდელთან (DEM) ერთად უნდა გამოისახოს ჰორიზონტალების შერჩეული დონეების სახით.
6. შემაღლების ციფრული მოდელის (DEM) გასაუმჯობესებლად გამოიყენება ორთოგონალური დაზუსტებული გამოსახულება, რომელიც უზრუნველყოფს შემაღლების ციფრული მოდელის ელემენტების შეთავსებას დადებული გამოსახულების ელემენტებთან. აღნიშნული გამოსახულება უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც ცალკეული შერჩეული დონე.
7. რელიეფის გამოსახული ელემენტები უკავშირდება მონაცემთა ბაზ(ებ)ის შემდეგ შესაბამის ატრიბუტს (ნიშანს):
ა) ბადის გადაკვეთის წერტილების ადგილმდებარეობას ჰორიზონტალურ სიბრტყეში, რომელიც განისაზღვრება გეოგრაფიული კოორდინატებით და ამ გადაკვეთის წერტილების შემაღლებებით;
ბ) ზედაპირის ტიპს;
გ) ჰორიზონტალის მნიშვნელობას, თუ გათვალისწინებულია;
დ) ქალაქების, დასახლებული პუნქტების და სხვა მნიშვნელოვანი ტოპოგრაფიული ელემენტების დასახელებას.
8. რელიეფის გამოსახულ ელემენტებს უნდა დაუკავშირდეს რელიეფის სხვა ატრიბუტები, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით და მოცემულია მონაცემთა ბაზაში (ბაზებში).
9. მონაცემთა ბაზის მეშვეობით რუკაზე გამოსახული და რუკასთან დაკავშირებული დაბრკოლებების ელემენტები და სათანადო ატრიბუტები ეფუძნება ელექტრონულ მონაცემთა ნაკრებს დაბრკოლებების შესახებ, რომელიც შეესაბამება „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბერის №471 დადგენილებით 8 მოთხოვნებს.
10. ყოველი დაბრკოლება გამოისახება შესაბამისი პირობითი ნიშნით და დაბრკოლების იდენტიფიკატორით.
11. დაბრკოლებების გამოსახული ელემენტები უკავშირდება მონაცემთა ბაზ(ებ)ის შემდეგ შესაბამის ატრიბუტს (ნიშანს):
ა) ადგილმდებარეობას ჰორიზონტალურ სიბრტყეში, რომელიც განისაზღვრება გეოგრაფიული კოორდინატებით და შესაბამისი შემაღლებით;
ბ) დაბრკოლების ტიპს;
გ) დაბრკოლების ზომას, აუცილებლობისას.
12. „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის №471 დადგენილებით განსაზღვრული დაბრკოლებების სხვა ატრიბუტები, რომელიც მოცემულია მონაცემთა ბაზაში (ბაზებში) დაკავშირებული უნდა იყოს დაბრკოლებების გამოსახულ ელემენტებთან.
13. მონაცემთა ბაზის მეშვეობით რუკაზე გამოსახული და რუკასთან დაკავშირებული აეროდრომის ელემენტები და სათანადო ატრიბუტები ეფუძნება მონაცემებს აეროდრომის შესახებ, რომელიც შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-5 დამატების და „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის №471 დადგენილების მოთხოვნებს.
14. შესაბამისი პირობითი ნიშნების გამოყენებით გამოისახება აეროდრომის შემდეგი ელემენტები:
ა) აეროდრომის საკონტროლო წერტილი;
ბ) ადზ, ციფრული აღნიშვნით და, თუ არსებობს, დამუხრუჭების ბოლო ზოლი და დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლი;
გ) სამიმოსვლო ბილიკები, ბაქნები, დიდი ნაგებობები და აეროდრომის სხვა გამორჩეული ელემენტები.
15. აეროდრომის გამოსახული ელემენტები უკავშირდება მონაცემთა ბაზ(ებ)ის შემდეგ შესაბამის ატრიბუტს (ნიშანს):
ა) აეროდრომის საკონტროლო წერტილის გეოგრაფიულ კოორდინატებს;
ბ) აეროდრომის მაგნიტურ დახრილობას, ინფორმაციის წელს და მის ყოველწლიურ ცვლილებას;
შენიშვნა: მაგნიტური დახრილობა შესაძლოა მონაცემთა ბაზით დაუკავშირდეს აეროდრომის საკონტროლო წერტილს.
გ) ადზ-ს, დამუხრუჭების ბოლო ზოლის და დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის სიგრძესა და სიგანეს;
დ) ადზ-ს და დამუხრუჭების ბოლო ზოლის ზედაპირის ტიპს;
ე) ადზ-ს მაგნიტურ პელენგს, უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით;
ვ) ადზ-ს თითოეული ბოლოს, დამუხრუჭების ბოლო ზოლის და დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის შემაღლებას, ასევე ადზ-ს და დამუხრუჭების ბოლო ზოლის დახრის მკვეთრი ცვლილების ყოველ წერტილს;
ზ) ადზ-ს თითოეული მიმართულებისთვის გამოცხადებული მანძილები ან შემოკლებული აღნიშვნა NU (not usable), როდესაც ადზ-ს რომელიმე მიმართულება არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ასაფრენად ან დასაფრენად ან ორივე შემთხვევაში.
შენიშვნა: გამოცხადებული მანძილების შესახებ სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის А დამატებით.
16. სანავიგაციო საშუალების ელემენტი, რომელიც განთავსებულია კარტოგრაფირების არეალში, გამოისახება შესაბამისი პირობითი აღნიშვნით.
შენიშვნა: სააერნაოსნო საშუალებების ელემენტების ატრიბუტები შეიძლება დაკავშირებული იყოს მონაცემთა ბაზ(ებ)ის სააერნაოსნო საშუალებების გამოსახულ ელემენტებთან.
მუხლი 54🔗.
აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკის სიზუსტე და გამოქვეყნების გარჩევადობა
ჰაერსანაოსნო მონაცემების და რელიეფის და დაბრკოლებების შესახებ მონაცემთა სიზუსტის ხარისხი, ასევე ჰაერსანაოსნო მონაცემების გარჩევადობა უნდა შეესაბამებოდეს „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბერის №471 დადგენილების მოთხოვნებს.
მუხლი 55🔗.
აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკის ფუნქციონალური შესაძლებლობები
1. აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკის მიმოხილვისას უზრუნველყოფილია მასშტაბის შეცვლის შესაძლებლობა. მეტი გარჩევადობისთვის, რუკის მასშტაბის მიხედვით, იცვლება პირობითი ნიშნებისა და ტექსტის ზომები.
2. რუკის ინფორმაცია მიბმულია გეოგრაფიულ კოორდინატებთან და უზრუნველყოფილია კურსორის ადგილმდებარეობის განსაზღვრის შესაძლებლობა, სულ მცირე, უახლოეს წამამდე სიზუსტით.
3. რუკა თავსებადია ფართოდ გავრცელებულ პერსონალურ კომპიუტერებთან, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ინფორმაციის საშუალებებთან.
4. რუკა უნდა მოიცავდეს საკუთარ „წამკითხველ“ პროგრამულ უზრუნველყოფას.
5. აკრძალულია რუკიდან ინფორმაციის ამოღება, რუკის სანქცირებული განახლების გარეშე.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც დიდი მოცულობის ინფორმაციის გამო, ცალკეული ელემენტები, რომელიც აუცილებელია რუკის გამოსაყენებლად, შეუძლებელია ნაჩვენები იყოს საკმაოდ გარკვევით ერთ მსხვილმასშტაბიან რუკაზე, გათვალისწინებულია ინფორმაციის შერჩევითი დონეები, რაც საშუალებას იძლევა განხორციელდეს ინფორმაციის კომბინაცია მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად.
შენიშვნა: ელექტრონული რუკის ფორმატი მომხმარებლის მიერ შერჩეული ინფორმაციის დონით წარმოადგენს უპირატეს მეთოდს აეროდრომის ელემენტების უმეტესობის წარმოსადგენად.
7. გათვალისწინებულია რუკის ქაღალდზე ბეჭდვის შესაძლებლობა, მასშტაბში მისი შინაარსის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც განისაზღვრება მომხმარებლის მიერ.
შენიშვნა: ნაბეჭდი ეგზემპლარი შეიძლება მოიცავდეს ცალკეულ ფურცლებს, რომელთა „ურთიერთ გადაფარვაც“ არ ხდება ან კონკრეტულ შერჩეულ რაიონებს, მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
შენიშვნა: ელემენტების ატრიბუტების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მიიღება კავშირგაბმულობის არხებით მონაცემთა ბაზიდან, შეიძლება წარმოდგენილი იყოს ცალკეული ფურცლის სახით, რომელზეც იქნება შესაბამისი ბმულები.
მუხლი 56🔗.
აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკის კარტოგრაფიული ინფორმაციული პროდუქტის სპეციფიკაციები
1. მონაცემთა ნაკრების კომპლექსური აღწერა, რომელიც წარმოადგენს აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკას, წარმოდგენილია ინფორმაციული პროდუქტის სპეციფიკაციების სახით, რომლის საფუძველზე სააერნაოსნო მომსახურების მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეაფასონ კარტოგრაფიული ინფორმაციული პროდუქტი და განსაზღვრონ, პასუხობს თუ არა ის გათვალისწინებული გამოყენების მოთხოვნებს.
2. კარტოგრაფიული ინფორმაციული პროდუქტის სპეციფიკაციები მოიცავს მიმოხილვით ნაწილს, სპეციფიკაციის სფეროს, ინფორმაციული პროდუქტის ამოცნობას, ინფორმაციას მონაცემთა შესახებ, გამოყენებული ათვლის სისტემას, მოთხოვნებს მონაცემთა ხარისხის მიმართ, ინფორმაციას მონაცემთა მიღების, მონაცემთა განახლების, მონაცემთა გამოსახვის, ინფორმაციული პროდუქტის მიწოდების შესახებ, ასევე ნებისმიერ არსებულ დამატებით ინფორმაციას და მეტამონაცემებს.
შენიშვნა: გეოგრაფიული ინფორმაციის მიმართ ISO 19131 სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს ინფორმაციული პროდუქტის ტექნიკური პირობების და მისი შინაარსის მიმართ.
3. კარტოგრაფიული ინფორმაციული პროდუქტის სპეციფიკაციების მიმოხილვითი ნაწილი იძლევა პროდუქტის მოკლე აღწერას და მოიცავს ზოგად ინფორმაციას ინფორმაციული პროდუქტის შესახებ. კარტოგრაფიული ინფორმაციული პროდუქტის სპეციფიკაციების სფერო მოიცავს მონაცემებს კარტოგრაფირების არეალში (ჰორიზონტალურ სიბრტყეში) განფენილობის შესახებ. კარტოგრაფიული ინფორმაციული პროდუქტის იდენტიფიცირება მოიცავს პროდუქტის დასახელებას, მისი შინაარსის მოკლე აღწერას და დანიშნულებას, ასევე რუკაზე გამოსახული გეოგრაფიული რაიონის აღწერას.
4. კარტოგრაფიული ინფორმაციული პროდუქტის სპეციფიკაციების მონაცემების შინაარსი ზუსტად განსაზღვრავს დაფარვის ტიპს და/ან გამოსახვის მეთოდს და იძლევა მის მოკლე აღწერას.
შენიშვნა: ISO 19123 სტანდარტი მოიცავს დაფარვის გეომეტრიის სქემის და ფუნქციის აღწერას.
5. კარტოგრაფიული ინფორმაციული პროდუქტის სპეციფიკაციები მოიცავს ინფორმაციას, რომელიც განსაზღვრავს გამოყენებული ათვლის სისტემებს. აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს მონაცემებს სივრცეში (ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ სიბრტყეებში) ათვლის სისტემის შესახებ და აუცილებლობისას, დროის ათვლის სისტემის შესახებ. კარტოგრაფიული ინფორმაციული პროდუქტის სპეციფიკაციები განსაზღვრავენ მოთხოვნებს მონაცემთა ხარისხის მიმართ. ასეთი მოთხოვნები მოიცავს ცნობას მონაცემთა ხარისხის მისაღები, ერთგვაროვანი დონეების შესახებ და მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფის შესაბამის ზომებს. ეს ცნობები მოიცავს მონაცემთა ხარისხის ყველა ელემენტს და ქვეელემენტს, თუნდაც მითითებული იყოს, რომ მონაცემთა ხარისხის კონკრეტული ელემენტი ან ქვეელემენტი არ გამოიყენება.
შენიშვნა: სტანდარტი ISO 19113 მოიცავს გეოგრაფიული ინფორმაციის ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპებს, ხოლო სტანდარტი ISO 19114 განსაზღვრავს ხარისხის შეფასების პროცედურებს.
6. კარტოგრაფიული ინფორმაციული პროდუქტის სპეციფიკაციები მოიცავს მონაცემთა მიღების მეთოდის აღწერას, რომელიც მოიცავს ზოგად ინფორმაციას გამოყენებული წყაროების და კარტოგრაფიული მონაცემების მიღების პროცესების შესახებ. კარტოგრაფიული ინფორმაციული პროდუქტის სპეციფიკაციებში მიეთითება რუკის განახლების მიღებული პრინციპები და კრიტერიუმები, მათ შორის ცნობა კარტოგრაფიული პროდუქტის განახლების სიხშირის შესახებ. განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია ინფორმაციას დაბრკოლებების შესახებ მონაცემთა ნაკრების განახლებაზე, რომელიც შეეხება რუკას, ასევე ცნობებს დაბრკოლებების შესახებ მონაცემების განახლების პრინციპებზე, მეთოდებსა და კრიტერიუმებზე.
7. კარტოგრაფიული ინფორმაციული პროდუქტის სპეციფიკაციები მოიცავს ინფორმაციას რუკაზე მონაცემების გამოსახვის უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც კონკრეტულადაა მოცემული ამ წესის 53-ე მუხლის პირველ პუნქტში. კარტოგრაფიული ინფორმაციული პროდუქტის სპეციფიკაციები მოიცავს ასევე მონაცემებს ინფორმაციული პროდუქტების მიწოდების წესის შესახებ, მათ შორის ცნობას მიწოდების ფორმატისა და მეთოდის შესახებ.
8. კარტოგრაფიული მეტამონაცემების ძირითადი ელემენტები მოცემულია კარტოგრაფიული ინფორმაციული პროდუქტის სპეციფიკაციებში. ნებისმიერი დამატებითი მეტამონაცემების ელემენტები, რომლებიც უნდა იყოს წარდგენილი, მიეთითება პროდუქტის სპეციფიკაციებში, მეტამონაცემების კოდირების ფორმატსა და წესთან ერთად.
შენიშვნა: სტანდარტი ISO 19115 განსაზღვრავს მოთხოვნებს მეტამონაცემების მიმართ, რომელიც შეეხება გეოგრაფიულ ინფორმაციას.
შენიშვნა: კარტოგრაფიული ინფორმაციული პროდუქტის სპეციფიკაციები დოკუმენტურად განსაზღვრავენ კარტოგრაფიულ ინფორმაციულ პროდუქტს, რომელიც რეალიზებულია მონაცემთა ნაკრების სახით. მონაცემთა ეს ნაკრები აღწერილია მეტამონაცემების მეშვეობით.
თავი VII
რელიეფის რუკა დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის
მუხლი 57🔗.
დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის რელიეფის რუკის დანიშნულება
რელიეფის რუკა დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის მოიცავს დეტალურ ინფორმაციას რელიეფის პროფილის შესახებ, დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის დასახული მონაკვეთის ფარგლებში, რათა საავიაციო საწარმოებს შესაძლებლობა ჰქონდეს შეაფასონ, თუ რა გავლენას იქონიებს აღნიშნული რელიეფი გადაწყვეტილების მიღების სიმაღლეზე, მანძილმზომი ხელსაწყოს გამოყენებისას.
მუხლი 58🔗.
დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის რელიეფის რუკის ხელმისაწვდომობა
1. რელიეფის რუკა დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის წარედგინება სამოქალაქო ავიაციაში გამოყენებულ აეროდრომს, რომლის ადზ აღჭურვილია დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის II და III კატეგორიების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საჭირო ინფორმაცია მოცემულია აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკაზე (ელექტრონული),ამ წესის მე-6 თავის შესაბამისად.
2. რელიეფის რუკა დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის ექვემდებარება გადახედვას ყოველთვის, როდესაც ხორციელდება რაიმე არსებითი ცვლილება.
მუხლი 59🔗.
დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის რელიეფის რუკის მასშტაბი
1. დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის რელიეფის რუკის ჰორიზონტალური მასშტაბი უნდა იყოს 1:2500 და ვერტიკალური მასშტაბი 1:500.
2. თუ რუკაზე მოცემულია რელიეფის პროფილი ადზ-ს ზღურბლიდან 900 მ-ზე (3000 ფუტზე) მეტ მანძილზე, ჰორიზონტალური მასშტაბი უნდა იყოს 1:5000.
მუხლი 60🔗.
დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის რელიეფის რუკაზე გეოგრაფიული დასახელების აღნიშვნა
რუკაზე უნდა მიეთითოს სახელმწიფოს დასახელება, სადაც განთავსებულია აეროდრომი, ქალაქის, დასახლებული პუნქტის ან რაიონის დასახელება, რომელსაც ემსახურება აღნიშნული აეროდრომი, აეროდრომის დასახელება და ადზ-ს აღნიშვნა.
მუხლი 61🔗.
დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის რელიეფის რუკაზე ნახაზის და პროფილის შესახებ ინფორმაციის აღნიშვნა
1. რუკა მოიცავს:
ა) რელიეფის ნახაზს ჰორიზონტალებში, 1 მეტრის (3 ფუტის) ინტერვალით 60 მ-იან (200 ფუტი) მონაკვეთზე ადზ-ს ღერძულა ხაზის გაგრძელების ორივე მხარეს, იმავე საზღვრებში, რაც პროფილი. ამასთან, ჰორიზონტალები დაიტანება ადზ-ს ზღურბლის დონესთან მიმართებით;
ბ) იმ უბნების აღნიშვნას, სადაც რელიეფის ან მასზე განთავსებული ნებისმიერი ობიექტის სიმაღლე, რომელიც აღნიშნულია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ ნახაზზე, ±3 მ-ით არის აცდენილი ადზ-ს ღერძულა ხაზის პროფილს და შეიძლება ასახვა ჰპოვოს მანძილმზომ ხელსაწყოზე;
გ) რელიეფის პროფილს, ადზ-ს ზღურბლიდან ღერძულა ხაზის გასწვრივ 900 მ-ის (3000 ფუტის) საზღვრებში.
2. თუ ადზ-ს ზღურბლიდან 900 მ-ზე (3000 ფუტზე) მეტ მანძილზე რელიეფი მთაგორიანია ან ხასიათდება სხვა თავისებურებებით, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუკით მოსარგებლისთვის, რელიეფის პროფილი ნაჩვენები უნდა იყოს არაუმეტეს 2000 მ (6500 ფუტის) საზღვრებში ადზ-ს ზღურბლიდან.
3. სახელსაწყო დაფრენის სისტემის საყრდენი წერტილის სიმაღლე უნდა მიეთითოს უახლოეს ნახევარ მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით.
თავი VIII
მარშრუტის რუკა
მუხლი 62🔗.
მარშრუტის რუკის დანიშნულება
მარშრუტის რუკაზე აღნიშნული ინფორმაცია ეხმარება საფრენოსნო ეკიპაჟს, განახორციელოს აერნაოსნობა სმმ-ს მარშრუტებით, საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესების შესაბამისად.
შენიშვნა: აღნიშნული რუკების გამარტივებული ვერსია მიზანშეწონილია შევიდეს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში, როგორც კავშირგაბმულობისა და სააერნაოსნო საშუალებების ჩამონათვალის დამატება.
მუხლი 63🔗.
მარშრუტის რუკის ხელმისაწვდომობა
1. მარშრუტის რუკა წარედგინება ყველა რაიონს, სადაც დაწესებულია საფრენოსნო ინფორმაციის რაიონები.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც სმმ-ს სხვადასხვა მარშრუტები, საჰაერო ხომალდის ადგილმდებარეობის შეტყობინების პუნქტები ან საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის ან სამეთვალყურეო რაიონის გვერდითი საზღვრები მდებარეობენ საჰაერო სივრცის სხვადასხვა ფენაში და შეუძლებელია გარკვევით გამოისახოს ერთ რუკაზე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცალკეული რუკები.
შენიშვნა: გარკვეულ პირობებში შეიძლება საჭირო გახდეს რაიონის რუკის უზრუნველყოფა.
მუხლი 64🔗.
მარშრუტის რუკის კარტოგრაფირების რაიონი და მასშტაბი
1. მარშრუტის რუკის ჩარჩოების განლაგება უნდა განხორციელდეს სმმ-ს მარშრუტების სტრუქტურის სიმჭიდროვის და სქემის შესაბამისად.
2. დაუშვებელია მოსაზღვრე რაიონების რუკების მასშტაბებს შორის დიდი სხვაობა, რომელებზეც გამოსახულია მარშრუტების სტრუქტურის გაგრძელება.
3. უწყვეტი აერნაოსნობის უზრუნველსაყოფად, გასათვალისწინებელია რუკების სათანადო ურთიერთგადაფარვა.
შენიშვნა 1: ცალკეულ რაიონებში მონაცემების სიმჭიდროვის სხვადასხვა ხარისხის გამო, შეუძლებელია ამ სახის რუკებისთვის ერთიანი მასშტაბის შემოღება.
შენიშვნა 2: რუკის საშუალო მასშტაბზე დაყრდნობით, შეიძლება მიეთითოს ხაზოვანი მასშტაბი.
მუხლი 65🔗.
მარშრუტის რუკის პროექცია
1. მარშრუტის რუკის შედგენის დროს გამოყენებული უნდა იყოს კონფორმული (ტოლკუთხა) პროექცია, რომელზეც სწორი ხაზი დაახლოებით შეესაბამება დიდ წრეს.
2. პარალელების და მერიდიანების დატანა ხდება შესაბამისი ინტერვალებით.
3. გრადუირების ნიშნები დაიტანება თანაბარი ინტერვალებით, ცალკეული პარალელებისა და მერიდიანების გასწვრივ.
მუხლი 66🔗.
მარშრუტის რუკის აღნიშვნები
მარშრუტის რუკის ყოველ ფურცელზე უნდა მიეთითოს რუკის სერია და ნომერი.
მუხლი 67🔗.
მარშრუტის რუკის ტექნოგენური გარემო და ტოპოგრაფია
1. მარშრუტის რუკაზე აღინიშნება ყველა ღია წყლის სივრცის, დიდი ტბების და მდინარეების სანაპირო ხაზის ზოგადი კონტურები, თუ ისინი არ ართულებენ რუკის დანიშნულებისთვის უფრო დამახასიათებელი სხვა ინფორმაციის გაგებას.
2. პარალელებითა და მერიდიანებით წარმოქმნილ ყოველ ოთხკუთხედში, მიეთითება არეში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე.
შენიშვნა 1: პარალელებითა და მერიდიანებით წარმოქმნილი ოთხკუთხედები, როგორც წესი, შეესაბამება განედის და გრძედის მთელ გრადუსს. რუკის მასშტაბის მიუხედავად, არეში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე მიეკუთვნება შესაბამის ოთხკუთხედს.
შენიშვნა 2: არეში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლის განსაზღვრის მეთოდი აღწერილია სააერნაოსნო მომსახურების წესების „საჰაერო ხომალდების ფრენების წარმოების“ მე-2 ტომის 1-ლი ნაწილის მე-2 კარის 1-ლი თავის 1.8 პუნქტში (PANS-OPS, Doc 8168).
3. იმ შემთხვევაში, როდესაც რუკა ორიენტირებული არ არის ნამდვილ ჩრდილოეთზე, აღნიშნული ზუსტად უნდა მიეთითოს. ასევე, უნდა მიეთითოს შერჩეული ორიენტირი.
მუხლი 68🔗.
მარშრუტის რუკაზე მაგნიტური დახრილობის აღნიშვნა
მარშრუტის რუკაზე დაიტანება იზოგონები და მიეთითება მაგნიტური დახრილობის შესახებ ინფორმაციის თარიღი.
მუხლი 69🔗.
მარშრუტის რუკაზე პელენგის, მიმართულების ხაზის და რადიალის აღნიშვნა
1. მარშრუტის რუკაზე აღინიშნება მაგნიტური პელენგი, მიმართულების ხაზები და რადიალები. იმ შემთხვევაში, თუ RNAV-ის უბნებისთვის დამატებით მოცემულია პელენგის და მიმართულების ხაზის ნამდვილი მნიშვნელობა, იგი მიეთითება ფრჩხილებში 0.10-მდე სიზუსტით, მაგალითად 2900 (294,90Т).
2. იმ შემთხვევაში, როდესაც პელენგი, მიმართულების ხაზი ან რადიალი მოცემულია ნამდვილი ან პირობითი მერიდიანის ჩრდილო მიმართულებაზე ორიენტირებით, მაშინ ეს გარკვევით უნდა მიეთითოს რუკაზე. პირობითი მერიდიანის ჩრდილო მიმართულების გამოყენების შემთხვევაში, უნდა მიეთითოს პირობითი საყრდენი მერიდიანი.
მუხლი 70🔗.
მარშრუტის რუკაზე ჰაერსანაოსნო მონაცემების აღნიშვნა
1. მარშრუტის რუკაზე მიეთითება სამოქალაქო ავიაციაში გამოყენებული ყველა აეროდრომი, სადაც შესაძლებელია დასაფრენად შესვლა ხელსაწყოების მეშვეობით.
შენიშვნა: მარშრუტის რუკაზე შეიძლება სხვა აეროდრომების მითითებაც.
2. დაიტანება და აღინიშნება აკრძალული, ფრენებისთვის შეზღუდული და სახიფათო არეები, რომელიც მიეკუთვნება საჰაერო სივრცის აღნიშნულ ფენას, მათი ვერტიკალური საზღვრების მითითებით.
3. აუცილებლობის შემთხვევაში, რუკაზე დაიტანება საჰაერო მოძრაობის მომსახურების დადგენილი სისტემის კომპონენტები.
4. საჰაერო მოძრაობის მომსახურების დადგენილი სისტემის კომპონენტები მოიცავს შემდეგს:
ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურების სისტემასთან დაკავშირებულ სანავიგაციო საშუალება, მათი დასახელებით, აღნიშვნით, სიხშირით და გეოგრაფიული კოორდინატებით გრადუსებში, წუთებსა და წამებში;
ბ) DМЕ-თან მიმართებით – დამატებით DМЕ-ს გადამცემი ანტენის შემაღლება, 30 მ-მდე (100 ფუტამდე) სიზუსტით;
გ) მითითება მთლიანად დადგენილი საჰაერო სივრცის შესახებ, მათ შორის გვერდითი და ვერტიკალური საზღვრები და საჰაერო სივრცის შესაბამისი კლასი;
დ) სმმ-ს ყველა მარშრუტი მარშრუტზე ფრენისთვის, მათ შორის მარშრუტების ინდექსები, მიმართულების კუთხე მარშრუტის ყოველი მონაკვეთის ყოველი მიმართულებით, უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით და იქ, სადაც შემოღებულია, სააერნაოსნო სპეციფიკაციის აღნიშვნა, მათ შორის ნებისმიერი შეზღუდვა და საჰაერო ნაკადების მოძრაობის მიმართულება.
ე) ყველა ძირითადი წერტილი, რომელიც განსაზღვრავს სმმ-ს მარშრუტს და რომელიც აღნიშნული არ არის სანავიგაციო საშუალების ადგილმდებარეობის მიხედვით, მათი კოდური დასახელების და გეოგრაფიული კოორდინატების მითითებით გრადუსებში, წუთებსა და წამებში.
ვ) მარშრუტის წერტილებთან მიმართებით, რომლებიც განსაზღვრავენ VОR/DМЕ-ს ზონალური ნაოსნობის მარშრუტებს, დამატებით მიეთითება:
ვ.ა) საყრდენი VОR/DМЕ-ს რადიოსიხშირე და ადგილმდებარეობის აღნიშვნა;
ვ.ბ) პელენგი 0.10-მდე სიზუსტით და მანძილი საყრდენი VОR/DМЕ-დან, 0.2 კმ-მდე (0.1 საზ. მილამდე) სიზუსტით, თუ მარშრუტის წერტილი არ ემთხვევა მის ადგილმდებარეობას;
ზ) ყველა შეტყობინების გადაცემის პუნქტი შეტყობინების სავალდებულო გადაცემის და „მოთხოვნის მიხედვით“ გადაცემისთვის და ATS/МЕТ შეტყობინების გადაცემის პუნქტები;
თ) მანძილი ძირითად წერტილებს შორის, უახლოეს კილომეტრამდე ან საზ. მილამდე სიზუსტით, რომლებიც წარმოადგენენ შემობრუნების პუნქტებს ან შეტყობინების გადაცემის პუნქტებს;
ვ) მარშრუტის უბნებზე გადართვის წერტილები, რომლებიც განისაზღვრება წრიული მეტად მაღალი სიხშირის რადიოშუქურის მეშვეობით, სააერნაოსნო საშუალებამდე მანძილის მითითებით, უახლოეს კილომეტრამდე ან საზ. მილამდე სიზუსტით.
კ) მარშრუტზე ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეები და სმმ-ს მარშრუტზე დაბრკოლებების გადაფრენის აბსოლუტური სიმაღლე, უახლოეს 50 მ-მდე ან 100 ფუტამდე სიზუსტით, უახლოეს უდიდეს მნიშვნელობამდე დამრგვალებით;
ლ) კავშირის საშუალებები, მისი არხების და, აუცილებლობისას, დაერთების მისამართის მითითებით და სამეტყველო სათანამგზავრო კავშირის სისტემაში მისი ნომრის მითითებით (SATVOICE);
მ) საჰაერო თავდაცვის ამოსაცნობი არე (ADIZ) სათანადო აღნიშვნით.
შენიშვნა 1: სმმ-ს მარშრუტების ორგანიზების შესახებ სახელმძღვანელო მასალა მარშრუტზე ფრენის გამოცემებისთვის, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს რუკის შედგენის გაიოლების მიზნით, მოცემულია „სახელმძღვანელოში სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურების შესახებ“ (Doc 8126).
შენიშვნა 2: რუკაზე შეიძლება მიეთითოს სანავიგაციო საშუალებებს შორის საერთო მანძილი.
შენიშვნა 3: იმ შემთხვევაში, თუ რუკაზე არსებობს ზოგადი მითითება გადართვის წერტილების არსებობის შესახებ, რომელიც დადგენილია ორ სანავიგაციო საშუალებას შორის შუა წერტილში ან ორი რადიალის გადაკვეთის წერტილში, როდესაც იცვლება მარშრუტის მიმართულება ამ საშუალებებს შორის, აუცილებელი არ არის აღნიშნული მიეთითოს მარშრუტის თითოეული უბნისთვის.
შენიშვნა 4: საჰაერო თავდაცვის ამოცნობის არეს (ADIZ) პროცედურების აღწერა შეიძლება შევიდეს რუკის პირობით აღნიშვნებში.
5. მიეთითება გაფრენის და მოფრენის მარშრუტების და აეროდრომის რაიონში მოცდის შესაბამისი სქემების ელემენტები, თუ ისინი არ იყო მითითებული რაიონის რუკაზე, სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის (SID) რუკაზე ან სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის (SТАR) რუკაზე.
შენიშვნა 1: მოთხოვნები ამ რუკების მიმართ მოცემულია მე-9, მე-10 და მე-11 თავებში.
შენიშვნა 2 გაფრენის მარშრუტები, როგორც წესი, იწყება ადზ-ს ბოლოდან; მოფრენის მარშრუტები, როგორც წესი, მთავრდება წერტილში, სადაც იწყება დასაფრენად სახელსაწყო შესვლა.
6. იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტში ასახული მოთხოვნა, რუკაზე მიეთითება და აღინიშნება სიმაღლის საზომის შკალის დაყენების რაიონები.
თავი IX
რაიონის რუკა
მუხლი 71🔗.
რაიონის რუკის დანიშნულება
რაიონის რუკაზე მოცემული ინფორმაცია ეხმარება საფრენოსნო ეკიპაჟს განახორციელოს სახელსაწყო ფრენა:
ა) მარშრუტზე ფრენის ეტაპიდან აეროდრომზე დასაფრენად შესვლის ეტაპზე;
ბ) აფრენის/მეორე წრეზე წასვლის ეტაპიდან მარშრუტზე ფრენის ეტაპზე;
გ) რაიონში, სმმ-ის რთული მარშრუტებით ან საჰაერო სივრცის რთული სტრუქტურით.
შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული მიზნებისთვის, შეიძლება გამოყენებული იყოს ცალკე რუკა ან მარშრუტის რუკის ჩანართი.
მუხლი 72🔗.
რაიონის რუკის ხელმისაწვდომობა
1. რაიონის რუკა წარედგინება, როდესაც საჰაერო მოძრაობის მომსახურების მარშრუტები ან მოთხოვნები ადგილმდებარეობის შეტყობინების შესახებ არის რთული და შეუძლებელია სათანადოდ იყოს მითითებული მარშრუტის რუკაზე.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც მომფრენი და გამფრენი საჰაერო ხომალდებისთვის დაწესებულია სმმ-ს სხვადასხვა მარშრუტები და განსხვავებული მოთხოვნებია ადგილმდებარეობის შეტყობინების მიმართ და შეუძლებელია გარკვევით აისახოს ერთ რუკაზე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცალკეული რუკები.
შენიშვნა: გარკვეულ პირობებში შესაძლოა საჭირო გახდეს სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის (SID) რუკის და სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის (SТАR) რუკის უზრუნველყოფა (იხ. მე-10 და მე-11 თავები).
მუხლი 73🔗.
რაიონის რუკის კარტოგრაფირების რაიონი და მასშტაბი
1. რაიონის რუკაზე გამოსახული რაიონი მოიცავს წერტილებს, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავენ გაფრენისა და მოფრენის მარშრუტებს.
2. აღნიშნული რუკა იხაზება მასშტაბში, ხაზოვანი მასშტაბის მითითებით.
მუხლი 74🔗.
რაიონის რუკის პროექტცია
1. რაიონის რუკის შედგენის დროს გამოყენებული უნდა იყოს კონფორმული (ტოლკუთხა) პროექცია, რომელზეც სწორი ხაზი დაახლოებით შეესაბამება დიდ წრეს.
2. პარალელების და მერიდიანების დატანა ხდება შესაბამისი ინტერვალებით.
3. გრადუირების ნიშნები დაიტანება თანაბარი ინტერვალებით, ჩარჩოს ხაზების გასწვრივ.
მუხლი 75🔗.
რაიონის რუკის აღნიშვნები
რაიონის რაიონის რუკაზე მიეთითება გამოსახული საჰაერო სივრცის დასახელება.
შენიშვნა: რუკაზე შეიძლება მიეთითოს საჰაერო მოძრაობის მომსახურების ცენტრის დასახელება, უმსხვილესი ქალაქის ან დასახლებული პუნქტის დასახელება, რომელიც განთავსებულია კარტოგრაფირების არეალში ან ქალაქი, რომელსაც ემსახურება აეროდრომი. თუ ქალაქს ან დასახლებულ პუნქტს ემსახურება რამდენიმე აეროდრომი, უნდა მიეთითოს ასევე იმ აეროდრომის დასახელება, რომლის საფუძველზეც დაწესდა ფრენის სქემები.
მუხლი 76🔗.
რაიონის რუკის ტექნოგენური გარემო და ტოპოგრაფია
1. რაიონის რუკაზე აღინიშნება ყველა ღია წყლის სივრცის, დიდი ტბების და მდინარეების სანაპირო ხაზის ზოგადი კონტურები, თუ ისინი არ ართულებენ რუკის დანიშნულებისთვის უფრო დამახასიათებელი სხვა ინფორმაციის გაგებას.
2. საექსპლუატაციო თვალსაზრისით რელიეფის მნიშვნელოვანი თავისებურებების მქონე რაიონებში ვითარების შესახებ ინფორმაციულობის ასამაღლებლად, ძირითადი აეროდრომის შემაღლებიდან 300 მ-ზე (1000 ფუტზე) მეტი სიმაღლის ყველა მისი ელემენტი გამოისახება გასწორებული ჰორიზონტალებით, მათი მნიშვნელობების მითითებით და ყავისფერი ჰიფსომეტრიული ელფერის გამოყენებით. შესაბამისი მაღლივი ნიშნები, მათ შორის მაქსიმალური შემაღლება ყოველი რაიონის ფარგლებში, რომელიც შემოსაზღვრულია ზედა ჰორიზონტალით, უნდა აღინიშნოს შავი ფერით. გარდა ამისა, უნდა მიეთითოს დაბრკოლებები.
შენიშვნა 1: ტონალური ჰიფსომეტრის გამოყენების დასაწყისში შეიძლება შეირჩეს ყველზე შესაფერისი ჰორიზონტალი, რომელიც დატანილია ძირითად ტოპოგრაფიულ რუკებზე და რომელიც აღნიშნავს ძირითადი აეროდრომის შემაღლებიდან 300 მ (1000 ფუტი) სიმაღლის რელიეფის ელემენტებს.
შენიშვნა 2: ყავისფერი ელფერი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ნახევარ ტონალური ჰიფსომეტრია, მოცემულია ამ წესის მე-3 დანართში „ფერთა სკალა ჰორიზონტალებისა და ტოპოგრაფიული ელემენტებისთვის“.
შენიშვნა 3: შესაბამისი მაღლივი ნიშნულების და დაბრკოლებების შესახებ ინფორმაციას წარადგენენ სქემების შედგენის სპეციალისტები.
მუხლი 77🔗.
რაიონის რუკაზე მაგნიტური დახრილობის აღნიშვნა
რაიონის რუკაზე მიეთითება გამოსახული რაიონის საშუალო მაგნიტური დახრილობა, უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით.
მუხლი 78🔗.
რაიონის რუკაზე პელენტის, მიმართულების ხაზის და რადიალის აღნიშვნა
1. რაიონის რუკაზე აღინიშნება მაგნიტური პელენგი, მიმართულების ხაზი და რადიალი.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც RNAV-ის უბნებისთვის დამატებით მოცემულია პელენგის და მიმართულების ხაზის ნამდვილი მნიშვნელობა, ისინი მიეთითება ფრჩხილებში 0.10-მდე სიზუსტით, მაგალითად 2900 (294.9°Т).
3. იმ შემთხვევაში, როდესაც პელენგი, მიმართულების ხაზი ან რადიალი მოცემულია ნამდვილი ან პირობითი მერიდიანის ჩრდილო მიმართულებაზე ორიენტირებით, მაშინ ეს გარკვევით უნდა მიეთითოს რუკაზე. პირობითი მერიდიანის ჩრდილო მიმართულების გამოყენების შემთხვევაში, უნდა მიეთითოს პირობითი საყრდენი მერიდიანი.
მუხლი 79🔗.
რაიონის რუკაზე ჰაერსანაოსნო მონაცემების აღნიშვნა
1. რაიონის რუკაზე უნდა მიეთითოს ყველა აეროდრომი, რომელსაც გავლენა აქვს მარშრუტების სისტემაზე, აღნიშნული აეროდრომის რაიონში. აუცილებლობისას, მიეთითება ადზ-ს განთავსების ინდექსი.
2. დაიტანება აკრძალული არეები, ფრენებისთვის შეზღუდული არეები და სახიფათო არეები, მათი აღნიშვნების და ვერტიკალური საზღვრების მითითებით.
3. არეში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეები მიეთითება იმ კვადრატის ფარგლებში, რომელიც იქმნება პარალელებით და მერიდიანებით.
შენიშვნა 1: პარალელებით და მერიდიანებით შექმნილი ოთხკუთხედები, როგორც წესი, შეესაბამება განედის და გრძედის მთელ გრადუსს. რუკის მასშტაბის მიუხედავად, არეში ფრენის აბსოლუტური სიმაღლე მიეკუთვნება შესაბამის ოთხკუთხედს.
შენიშვნა 2: არეში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლის განსაზღვრის მეთოდი აღწერილია სააერნაოსნო მომსახურების წესების „საჰაერო ხომალდების ფრენების წარმოება“ მე-2 ტომის 1-ლი ნაწილის მე-2 კარის 1-ლი თავის 1.8 პუნქტში (PANS-OPS, Doc 8168).
4. რუკაზე მიეთითება საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამისი დადგენილი სისტემის კომპონენტები.
5. სისტემის კომპონენტები მოიცავს შემდეგს:
ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურების სისტემასთან დაკავშირებულ სააერნაოსნო საშუალებას, დასახელებით, აღნიშვნით, სიხშირით და გეოგრაფიული კოორდინატებით გრადუსებში, წუთებსა და წამებში;
ბ) DМЕ-თან მიმართებით – დამატებით DМЕ-ს გადამცემი ანტენის შემაღლებას 30 მ-მდე (100 ფუტამდე) სიზუსტით;
გ) სააეროდრომო სანავიგაციო საშუალებებს, რაც აუცილებელია გაფრენის, მოფრენის და მოცდის არეში ფრენისთვის;
დ) მთლიანად, დადგენილ საჰაერო სივრცის გვერდით და ვერტიკალურ საზღვრებს და საჰაერო სივრცის შესაბამის კლასს;
ე) სააერნაოსნო სპეციფიკაციების აღნიშვნას, მათ შორის ნებისმიერ შეზღუდვას, თუ დადგენილია;
ვ) აეროდრომის რაიონში მოცდის სქემებს და მარშრუტებს, მარშრუტების ინდექსებით და მიმართულების კუთხით, აეროდრომის რაიონში დაწესებული საჰაერო ტრასების და მარშრუტების ყოველი მონაკვეთის გასწვრივ, უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით;
ზ) ყველა ძირითად წერტილს, რომელიც განსაზღვრავს აეროდრომის რაიონში მარშრუტებს და აღნიშნული არ არის სანავიგაციო საშუალების ადგილმდებარეობის მიხედვით, მათი კოდური დასახელების და გეოგრაფიული კოორდინატების მითითებით გრადუსებში, წუთებსა და წამებში;
თ) მარშრუტის წერტილებთან მიმართებით, რომლებიც ქმნიან VОR/DМЕ-ს ზონალური ნაოსნობის მარშრუტებს, დამატებით მიეთითება:
თ.ა) საყრდენი VОR/DМЕ-ს ადგილმდებარეობის აღნიშვნა და რადიოსიხშირე;
თ.ბ) პელენგი 0.10-მდე სიზუსტით და მანძილი საყრდენი VОR/DМЕ-დან, 0.2 კმ-მდე (0.1 საზ. მილამდე) სიზუსტით, თუ მარშრუტის წერტილი არ ემთხვევა მის ადგილმდებარეობას;
ი) ყველა საკონტროლო პუნქტს, შეტყობინების სავალდებულო და „მოთხოვნის მიხედვით“ გადასაცემად;
კ) მანძილს ძირითად წერტილებს შორის, უახლოეს კილომეტრამდე ან საზ. მილამდე სიზუსტით, რომლებიც წარმოადგენენ შემობრუნების პუნქტებს ან შეტყობინების გადაცემის პუნქტებს.
შენიშვნა: რუკაზე შეიძლება მიეთითოს სანავიგაციო საშუალებებს შორის საერთო მანძილი.
ლ) მარშრუტის უბნებზე გადართვის წერტილებს, რომლებიც განისაზღვრება წრიული მეტად მაღალი სიხშირის რადიოშუქურის მეშვეობით, სანავიგაციო საშუალებამდე მანძილის მითითებით, უახლოეს კილომეტრამდე ან საზ. მილამდე სიზუსტით;
მ) მარშრუტზე ფრენის მინიმალურ აბსოლუტურ სიმაღლეებს და სმმ-ს მარშრუტებზე დაბრკოლებების გადაფრენის მინიმალურ აბსოლუტურ სიმაღლეებს, უახლოეს 50 მ-მდე ან 100 ფუტამდე სიზუსტით, უახლოეს უდიდეს მნიშვნელობამდე დამრგვალებით;
ნ) დავექტორების ზუსტად დადგენილი მინიმალურ აბსოლუტურ სიმაღლეებს, უახლოეს 50 მ-მდე ან 100 ფუტამდე სიზუსტით, მეტობით დამრგვალებული;
ო) შეზღუდვებს არეში, სიჩქარის და დონის/აბსოლუტური სიმაღლის მიხედვით, თუ დადგენილია;
პ) კავშირგაბმულობის საშუალებებს, არხების მითითებით და, აუცილებლობისას, დაერთების მისამართებით და SATVOICE-ის ნომერით;
ჟ) გადაფრენის (flyover)ძირითად წერტილებს.
შენიშვნა 1: იმ შემთხვევაში, თუ რუკაზე არსებობს ზოგადი მითითება გადართვის წერტილების არსებობის შესახებ, რომელიც დადგენილია ორ სანავიგაციო საშუალებას შორის შუა წერტილში ან ორი რადიალის გადაკვეთის წერტილში, როდესაც იცვლება მარშრუტის მიმართულება ამ საშუალებებს შორის, აუცილებელი არ არის აღნიშნული მიეთითოს მარშრუტის თითოეული უბნისთვის.
შენიშვნა 2: თუ გაფრენის ან მოფრენის სტანდარტული გამოქვეყნებული მარშრუტების ძირითადი წერტილებისკენ ან პირიქით, საჰაერო ხომალდის დავექტორებისთვის ან სექტორში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლემდე დასაშვებად სამეთვალყურეო ნებართვის გაცემის მიზნით სექტორში მიღებულია სმმ-ს დაკვირვების სისტემა, შესაბამისი სქემები შეიძლება აღინიშნოს რაიონის რუკაზე, თუ იგი არ გამოიწვევს რუკის გადატვირთვას.
შენიშვნა 3: რუკის გადატვირთვის შემთხვევაში შეიძლება წარდგენილი იყოს სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვითი რუკა (იხ. 22-ე თავი); ამ შემთხვევაში ამ მუხლის მე-5 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით მითითებული ელემენტები არ უნდა განმეორდეს რაიონის რუკაზე.
თავი X
სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის (SID) რუკა
მუხლი 80🔗.
სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის რუკის დანიშნულება
სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის რუკა უზრუნველყოფს საფრენოსნო ეკიპაჟს ინფორმაციით, რომელიც საშუალებას აძლევს დაიცვას დაწესებული სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის მარშრუტი აფრენის ეტაპიდან მარშრუტზე ფრენის ეტაპამდე.
შენიშვნა 1: გაფრენის სტანდარტული მარშრუტების აღნიშვნების განმსაზღვრელი მოთხოვნები მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-11 დანართის მე-3 დამატებით; სახელმძღვანელო მასალა ასეთი მარშრუტების დასადგენად, მოცემულია „სახელმძღვანელოში საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის შესახებ“ (Doc 9426).
შენიშვნა 2: მოთხოვნები, რომელიც განსაზღვრავს დაბრკოლებების გადაფრენის სიმაღლის კრიტერიუმებს და მინიმალური გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის დეტალური აღწერა მოცემულია სააერნაოსნო მომსახურების წესების „საჰაერო ხომალდების ფრენების წარმოება“ (РАNS-ОРS, Dос 8168) მე-2 ტომის მე-2 ნაწილში.
მუხლი 81🔗.
სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის რუკის ხელმისაწვდომობა
სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის (SID) რუკა წარედგინება ყოველთვის, სადაც დაწესებულია სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის მარშრუტი და შეუძლებელია მისი საკმარისად გარკვევით მითითება რაიონის რუკაზე .
მუხლი 82🔗.
სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის რუკის კარტოგრაფირების რაიონი და მასშტაბი
1. კარტოგრაფირების არეალი საკმარისია იმ წერტილის მისათითებლად, საიდანაც იწყება გაფრენის მარშრუტი და დადგენილი ძირითადი წერილის მისათითებლად, საიდანაც შეიძლება დაიწყოს მარშრუტზე ფრენის ეტაპი, სმმ-ს დაწესებული მარშრუტის გასწვრივ.
შენიშვნა: გაფრენის მარშრუტი ჩვეულებრივ იწყება ადზ-ს ბოლოდან.
2. სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის (SID) რუკა უნდა დაიხაზოს მასშტაბში.
3. თუ რუკა შესრულებულია მასშტაბში, უნდა მიეთითოს გრაფიკული მასშტაბი.
4. თუ რუკა შესრულებული არ არის მასშტაბში, მაშინ შენიშვნა „მასშტაბგარეშე“ და მასშტაბის არ არსებობის პირობითი ნიშანი კეთდება მიმართულების ხაზზე და რუკის სხვა დეტალებზე, რომელსაც გააჩნია მეტად დიდი ზომები მათი მასშტაბში გამოსახვისთვის.
მუხლი 83🔗.
სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის რუკის პროექცია
1. სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის (SID) რუკაზე გამოყენებული უნდა იყოს კონფორმული (ტოლკუთხა) პროექცია, რომელზეც სწორი ხაზი დაახლოებით შეესაბამება დიდ წრეს.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც რუკა შესრულებულია მასშტაბში, პარალელების და მერიდიანების დატანა ხდება შესაბამისი ინტერვალებით.
3. გრადუირების ნიშნები დაიტანება თანაბარი ინტერვალებით, ჩარჩოს ხაზების გასწვრივ.
მუხლი 84🔗.
სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის რუკაზე გეოგრაფიული დასახელების აღნიშვნა
სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის რუკაზე მიეთითება ქალაქის, დასახლებული პუნქტის ან რაიონის დასახელება, რომელსაც ემსახურება აღნიშნული აეროდრომი, აეროდრომის სახელწოდება და სახელსაწყო გაფრენის სტანდარტული მარშრუტ(ებ)ის აღნიშვნა (აღნიშვნები), სააერნაოსნო მომსახურების წესების „საჰაერო ხომალდების ფრენების წარმოება“ (PANS-OPS, Doc 8168) მე-2 ტომის, 1-ლი ნაწილის მე-3 კარის მე-5 თავის მოთხოვნების შესაბამისად.
შენიშვნა: სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის მარშრუტების აღნიშვნებს წარადგენს სქემების შემუშავების სპეციალისტი.
მუხლი 85🔗.
სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის რუკის ტექნოგენური გარემო და ტოპოგრაფია
1. თუ რუკა შესრულებულია მასშტაბში, მასზე დაიტანება ყველა ღია წყლის სივრცის, დიდი ტბების და მდინარეების სანაპირო ხაზის ზოგადი კონტურები, თუ ისინი არ ართულებენ რუკის დანიშნულებისთვის უფრო დამახასიათებელი სხვა ინფორმაციის გაგებას.
2. საექსპლუატაციო თვალსაზრისით, რელიეფის მნიშვნელოვანი თავისებურებების მქონე რაიონებში ვითარების შესახებ ინფორმაციულობის ასამაღლებლად, რუკა უნდა შესრულდეს მასშტაბში, ხოლო აეროდრომის შემაღლებიდან 300 მ-ზე (1000 ფუტზე) მეტი სიმაღლის მქონე რელიეფის ყველა ელემენტი გამოისახება გასწორებული ჰორიზონტალებით, მათი მნიშვნელობების მითითებით და ყავისფერი ჰიფსომეტრიული ელფერის გამოყენებით. შესაბამისი მაღლივი ნიშნულები, მათ შორის მაქსიმალური შემაღლება ყოველი რაიონის ფარგლებში, რომელიც შემოსაზღვრულია ზედა ჰორიზონტალით, უნდა აღინიშნოს შავი ფერით. გარდა ამისა, უნდა მიეთითოს დაბრკოლებები.
შენიშვნა 1: ტონალური ჰიფსომეტრის გამოყენების დასაწყისში შეიძლება შეირჩეს ყველზე შესაფერისი ჰორიზონტალი, რომელიც დატანილია ძირითად ტოპოგრაფიულ რუკებზე და რომელიც აღნიშნავს ძირითადი აეროდრომის შემაღლებიდან 300 მ (1000 ფუტი) სიმაღლის რელიეფის ელემენტებს.
შენიშვნა 2: ყავისფერი ელფერი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ნახევარ ტონალური ჰიფსომეტრია, მოცემულია ამ წესის მე-3 დანართში „ფერთა სკალა ჰორიზონტალებისა და ტოპოგრაფიული ელემენტებისთვის“.
შენიშვნა 3: შესაბამისი მაღლივი ნიშნულების და დაბრკოლებების შესახებ ინფორმაციას წარადგენენ სქემების შედგენის სპეციალისტები.
მუხლი 86🔗.
სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის რუკაზე მაგნიტური დახრილობის აღნიშვნა
სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის რუკაზე მიეთითება მაგნიტური დახრილობა უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით, რომელიც გამოიყენება მაგნიტური პელენგის, მიმართულების ხაზის და რადიალის განსაზღვრისას.
მუხლი 87🔗.
სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის რუკაზე პელენგის, მიმართულების ხაზის და რადიალის აღნიშვნა
1. პელენგი, მიმართულების ხაზი და რადიალი უნდა იყოს მაგნიტური. იმ შემთხვევაში, როდესაც RNAV-ის უბნებისთვის დამატებით მოცემულია პელენგის და მიმართულების ხაზის ნამდვილი მნიშვნელობა, ისინი მიეთითება ფრჩხილებში 0.10-მდე სიზუსტით, მაგალითად 2900 (294.9°Т).
შენიშვნა: ამ მიზნით, რუკაზე შეიძლება მოცემული იყოს შენიშვნა.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც პელენგი, მიმართულების ხაზი ან რადიალი მოცემულია ნამდვილი ან პირობითი მერიდიანის ჩრდილო მიმართულებაზე ორიენტირებით, მაშინ ეს გარკვევით უნდა მიეთითოს რუკაზე. პირობითი მერიდიანის ჩრდილო მიმართულების გამოყენების შემთხვევაში, უნდა მიეთითოს პირობითი საყრდენი მერიდიანი.
მუხლი 88🔗.
სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის რუკაზე ჰაერსანაოსნო მონაცემების აღნიშვნა
1. სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის რუკაზე გაფრენის აეროდრომი აღინიშნება ადზ-ს განლაგების სქემის გამოსახვით.
2. რუკაზე მიეთითება ან აღინიშნება ყველა აეროდრომი, რომელიც გავლენას ახდენს დაწესებული სახელსაწყო გაფრენის სტანდარტულ მარშრუტებზე. აუცილებლობისას, მიეთითება ადზ-ს მდებარეობა აეროდრომზე.
3. რუკაზე დაიტანება აკრძალული არეები, ფრენებისთვის შეზღუდული არეები და სახიფათო არეები, მათი აღნიშვნების და ვერტიკალური საზღვრების მითითებით, რომელთაც შესაძლოა გავლენა იქონიონ ფრენის სქემების დაცვაზე.
4. რუკაზე დაიტანება დადგენილი სექტორში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე, იმ სექტორის გარკვევით მითითებით, რომელსაც იგი მიეკუთვნება.
5. თუ სექტორში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე დადგენილი არ არის, რუკა უნდა შესრულდეს მასშტაბში და არეში მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეები მიეთითება იმ კვადრატის ფარგლებში, რომელიც იქმნება პარალელებით და მერიდიანებით. არეში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეები ასევე მიეთითება რუკის იმ ნაწილებში, რომელიც არ შედის სექტორში, სადაც დადგენილია სექტორში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე.
შენიშვნა 1: პარალელებითა და მერიდიანებით შექმნილი ოთხკუთხედები, როგორც წესი, შეესაბამება განედის და გრძედის ნახევარ გრადუსს. რუკის მასშტაბის მიუხედავად, არეში ფრენის აბსოლუტური სიმაღლე მიეკუთვნება შესაბამის ოთხკუთხედს.
შენიშვნა 2: არეში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლის განსაზღვრის მეთოდი აღწერილია სააერნაოსნო მომსახურების წესების „საჰაერო ხომალდების ფრენების წარმოება“ მე-2 ტომის 1-ლი ნაწილის მე-2 კარის 1-ლი თავის 1.8 პუნქტში (PANS-OPS, Doc 8168).
6. რუკაზე მიეთითება საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამისი დადგენილი სისტემის კომპონენტები.
7. საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამისი დადგენილი სისტემის კომპონენტები მოიცავს:
ა) სახელსაწყო გაფრენის ყოველი სტანდარტული მარშრუტის გრაფიკულ აღწერას, მათ შორის:
ა.ა) გაფრენის სქემისთვის, რომელიც შემუშავებულია საგანგებოდ შვეულმფრენისთვის, აღნიშვნა „კატეგორია H“ დაიტანება გაფრენის რუკის ჰორიზონტალურ პროექციაზე;
ა.ბ) მარშრუტის ინდექსს;
ა.გ) ძირითად წერტილებს, რომლებიც განსაზღვრავენ მარშრუტს;
ა.დ ) მიმართულების ხაზს ან რადიალს, მარშრუტის ყოველი უბნის გასწვრივ, უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით;
ა.ე) მანძილს ძირითად წერტილებს შორის, უახლოეს კილომეტრამდე ან საზ. მილამდე სიზუსტით;
ა.ვ) მარშრუტზე ან მარშრუტის უბნებზე დაბრკოლებების გადაფრენის მინიმალურ აბსოლუტურ სიმაღლეს და სქემით გათვალისწინებულ აბსოლუტურ სიმაღლეებს, უახლოეს 50 მ-მდე ან 100 ფუტამდე სიზუსტით, მეტობით დამრგვალებული და შეზღუდვები ფრენის ეშელონის მიმართ, თუ დაწესებულია;
ა.ზ) თუ რუკა შესრულებულია მასშტაბში და გაფრენისას უზრუნველყოფილია დავექტორება, გარკვევით უნდა აღინიშნოს დავექტორების დადგენილი მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეები, უახლოეს 50 მ-მდე ან 100 ფუტამდე სიზუსტით, მეტობით დამრგვალებული.
ბ) მარშრუტებთან დაკავშირებულ სანავიგაციო საშუალებებს, მათ შორის:
ბ.ა) დასახელებას ღია ტექსტით;
ბ.ბ) აღნიშვნას;
ბ.გ) სიხშირეს;
ბ.დ) გეოგრაფიულ კოორდინატებს გრადუსებში, წუთებსა და წამებში;
ბ.ე) DМЕ-ს გადამცემი ანტენის არხს და შემაღლებას 30 მ-მდე (100 ფუტამდე) სიზუსტით;
გ) ძირითადი წერტილების კოდურ დასახელებას, რომელიც არ აღინიშნება სანავიგაციო საშუალებების ადგილმდებარეობის მიხედვით, მათი გეოგრაფიული კოორდინატები გრადუსებში, წუთებსა და წამებში და პელენგი 0.10-მდე სიზუსტით, ხოლო მანძილი - 0.2 კმ-მდე სიზუსტით (0.1 საზ. მილი) საყრდენი სანავიგაციო საშუალებიდან;
დ) მოცდის არეში ფრენისთვის გამოსაყენებელ სქემებს;
ე) გადასვლის აბსოლუტურ/ფარდობით სიმაღლეს, უახლოეს 300 მ-მდე ან 1000 ფუტამდე სიზუსტით, მეტობით დამრგვალებული;
ვ) ახლოს განთავსებული დაბრკოლებების ადგილმდებარეობას და ფარდობით სიმაღლეს, რომელიც სცილდება დაბრკოლებების აღნიშვნის სიბრტყეს (OIS); ახლოს განლაგებული დაბრკოლებების არსებობისას, რომელიც სცილდება OIS-ს და რომელთა გათვალისწინებაც არ მოხდა სქემის გამოქვეყნებული გრადიენტის გამოთვლისას, კეთდება სათანადო შენიშვნა.
ზ) შეზღუდვებს არეში, სიჩქარის მიხედვით, თუ დაწესებულია;
თ) სააერნაოსნო სპეციფიკაციების აღნიშვნებს, მათ შორის ნებისმიერ შეზღუდვას, თუ დადგენილია;
ი) ყველა შეტყობინების გადაცემის პუნქტს, შეტყობინების სავალდებულო და „მოთხოვნის მიხედვით“ გადასაცემად;
კ) რადიოკავშირის წესებს, მათ შორის:
კ.ა) სმმ-ს ორგანოს (ორგანოების) მოსახმობ(ებ)ს;
კ.ბ) სიხშირე და, თუ მიღებულია, SATVOICE-ის ნომერს;
კ.გ) აუცილებლობისას, მიმღებ-მოპასუხის პარამეტრებს;
ლ) გადაფრენის (flyover) ძირითად წერტილებს.
შენიშვნა 1: თუ გაფრენის სტანდარტული გამოქვეყნებული მარშრუტის ძირითადი წერტილებისკენ ან პირიქით საჰაერო ხომალდის დავექტორებისთვის გამოიყენება სმმ-ს დაკვირვების სისტემა, შესაბამისი სქემები შეიძლება მიეთითოს სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის რუკაზე (SID), თუ იგი არ გამოიწვევს რუკის გადატვირთვას.
შენიშვნა 2: რუკის გადატვირთვის შემთხვევაში შეიძლება წარდგენილი იყოს სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვითი რუკა (იხ. 22-ე თავი); ამ შემთხვევაში ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა.ვ“) ქვეპუნქტით მითითებული ელემენტები არ უნდა განმეორდეს სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის რუკაზე (SID);
შენიშვნა 3: PANS-OPS-სახელმძღვანელოს მე-2 ტომის დებულებების შესაბამისად, ინფორმაციას ახლოს განლაგებული დაბრკოლებების შესახებ წარადგენენ სქემის შედგენის სპეციალისტები.
8. უზრუნველყოფილი უნდა იყოს სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის მარშრუტის (SID) ტექსტური აღწერა და შესაბამისი წესები კავშირის მტყუნებისას და ისინი, შეძლებისდაგვარად, უნდა აისახოს რუკაზე ან იმავე ფურცელზე, რომელზეც მოცემულია რუკა.
9. შესაბამისი მონაცემები, რომელიც უზრუნველყოფს სააერნაოსნო მონაცემების ბაზის კოდირებას, უნდა გამოქვეყნდეს სააერნაოსნო მომსახურების წესების „საჰაერო ხომალდების ფრენების წარმოება“ მე-2 ტომის, მე-3 ნაწილის, მე-5 კარის, მე-2 თავის 2.1 პუნქტის შესაბამისად (PANS-OPS, Doc 8168), რუკის უკანა მხარეს ან ცალკე ფურცლად, სათანადო ბმულებით.
შენიშვნა : სათანადო მონაცემებს წარადგენენ სქემის შემუშავების სპეციალისტები.
თავი XI
სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის (STAR) რუკა
მუხლი 89🔗.
სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის რუკის დანიშნულება
სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის (STAR) რუკა უზრუნველყოფს საფრენოსნო ეკიპაჟს ინფორმაციით, რომელიც საშუალებას აძლევს დაიცვას დაწესებული სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის მარშრუტი, მარშრუტზე ფრენის ეტაპიდან დასაფრენად შესვლის ეტაპამდე.
შენიშვნა 1: სახელსაწყო მოფრენის სტანდარტული მარშრუტები მოიცავს „დაშვების სტანდარტულ პროფილს“, „დასაფრენად შესვლას უწყვეტი დაშვების რეჟიმში“ და სხვა არასტანდარტულ აღწერილობას. დაშვების სტანდარტული პროფილის შემთხვევაში, სავალდებულო არ არის განივი კვეთის აღწერა.
შენიშვნა 2: მოფრენის სტანდარტული მარშრუტების აღნიშვნების განმსაზღვრელი მოთხოვნები მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-11 დანართის მე-3 დამატებით; სახელმძღვანელო მასალა ასეთი მარშრუტების დასადგენად, მოცემულია „სახელმძღვანელოში საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის შესახებ“ (Doc 9426).
მუხლი 90🔗.
სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის რუკის ხელმისაწვდომობა
სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის (STAR) რუკა, წარედგინება ყოველთვის, სადაც არსებობს სახელსაწყო მოფრენის სტანდარტული მარშრუტი და შეუძლებელია მისი საკმარისად გარკვევით მითითება რაიონის რუკაზე.
მუხლი 91🔗.
სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის რუკის კარტოგრაფირების რაიონი და მასშტაბი
1. კარტოგრაფირების არეალი საკმარისი უნდა იყოს იმ წერტილის მისათითებლად, სადაც მთავრდება მარშრუტზე ფრენის ეტაპი და იწყება დასაფრენად შესვლის ეტაპი.
2. სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის (STAR) რუკა უნდა დაიხაზოს მასშტაბში.
3. თუ რუკა შესრულებულია მასშტაბში, უნდა მიეთითოს გრაფიკული მასშტაბი.
4. იმ შეთხვევაში, თუ ვერ ხორციელდება რუკის დახაზვა მასშტაბში, შენიშვნა „მასშტაბგარეშე“ და მასშტაბის არარსებობის პირობითი ნიშანი უნდა მიეთითოს მიმართულების ხაზზე და რუკის სხვა დეტალებზე, რომელსაც გააჩნია მეტად დიდი ზომები მათი მასშტაბში გამოსახვისთვის.
მუხლი 92🔗.
სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის რუკის პროექცია
1. სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის (STAR) რუკაზე გამოყენებული უნდა იყოს კონფორმული (ტოლკუთხა) პროექცია, რომელზეც სწორი ხაზი დაახლოებით შეესაბამება დიდ წრეს.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც რუკა შესრულებულია მასშტაბში, პარალელების და მერიდიანების დატანა ხდება შესაბამისი ინტერვალებით.
3. გრადუირების ნიშნები დაიტანება თანაბარი ინტერვალებით, ჩარჩოს ხაზების გასწვრივ.
მუხლი 93🔗.
სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის რუკაზე გეოგრაფიული დასახელების აღნიშვნა
სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის (STAR) რუკაზე მიეთითება ქალაქის, დასახლებული პუნქტის ან რაიონის დასახელება, რომელსაც ემსახურება აღნიშნული აეროდრომი, აეროდრომის სახელწოდება და სახელსაწყო მოფრენის სტანდარტული მარშრუტ(ებ)ის აღნიშვნა (აღნიშვნები), სააერნაოსნო მომსახურების წესების „საჰაერო ხომალდების ფრენების წარმოება“ (PANS-OPS, Doc 8168) მე-2 ტომის, 1-ლი ნაწილის მე-4 კარის მე-2 თავის მოთხოვნების შესაბამისად.
შენიშვნა: სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის მარშრუტების აღნიშვნებს წარადგენს სქემების შემუშავების სპეციალისტი.
მუხლი 94🔗.
სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის რუკის ტექნოგენური გარემო და ტოპოგრაფია
1. თუ სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის (STAR) რუკა შესრულებულია მასშტაბში, მასზე დაიტანება ყველა ღია წყლის სივრცის, დიდი ტბების და მდინარეების სანაპირო ხაზის ზოგადი კონტურები, თუ ისინი არ ართულებენ რუკის დანიშნულებისთვის უფრო დამახასიათებელი სხვა ინფორმაციის გაგებას.
2. საექსპლუატაციო თვალსაზრისით რელიეფის მნიშვნელოვანი თავისებურებების მქონე რაიონებში ვითარების შესახებ ინფორმაციულობის ასამაღლებლად, რუკა უნდა შესრულდეს მასშტაბში, ხოლო აეროდრომის შემაღლებიდან 300 მ-ზე (1000 ფუტზე) მეტი სიმაღლის მქონე რელიეფის ყველა ელემენტი გამოისახება გასწორებული ჰორიზონტალებით, მათი მნიშვნელობების მითითებით და ყავისფერი ჰიფსომეტრიული ელფერის გამოყენებით. შესაბამისი მაღლივი ნიშნულები, მათ შორის მაქსიმალური შემაღლება ყოველი რაიონის ფარგლებში, რომელიც შემოსაზღვრულია ზედა ჰორიზონტალით, უნდა აღინიშნოს შავი ფერით. გარდა ამისა, უნდა მიეთითოს დაბრკოლებები.
შენიშვნა 1: ტონალური ჰიფსომეტრის გამოყენების დასაწყისში შეიძლება შეირჩეს ყველზე შესაფერისი ჰორიზონტალი, რომელიც დატანილია ძირითად ტოპოგრაფიულ რუკებზე და რომელიც აღნიშნავს ძირითადი აეროდრომის შემაღლებიდან 300 მ (1000 ფუტი) სიმაღლის რელიეფის ელემენტებს.
შენიშვნა 2: ყავისფერი ელფერი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ნახევარ ტონალური ჰიფსომეტრია, მოცემულია ამ წესის მე-3 დანართში „ფერთა სკალა ჰორიზონტალებისა და ტოპოგრაფიული ელემენტებისთვის“.
შენიშვნა 3: შესაბამისი მაღლივი ნიშნულების და დაბრკოლებების შესახებ ინფორმაციას წარადგენენ სქემების შედგენის სპეციალისტები.
მუხლი 95🔗.
სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის რუკაზე მაგნიტური დახრილობის აღნიშვნა
სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის რუკაზე მიეთითება მაგნიტური დახრილობა უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით, რომელიც გამოიყენება მაგნიტური პელენგის, მიმართულების ხაზის და რადიალის განსაზღვრისას.
მუხლი 96🔗.
სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის რუკაზე პელენგის, მიმართულების ხაზის და რადიალის აღნიშვნა
1. პელენგი, მიმართულების ხაზი და რადიალი უნდა იყოს მაგნიტური. იმ შემთხვევაში, როდესაც RNAV-ის უბნებისთვის დამატებით მოცემულია პელენგის და მიმართულების ხაზის ნამდვილი მნიშვნელობა, ისინი მიეთითება ფრჩხილებში 0.10-მდე სიზუსტით, მაგალითად 2900 (294.9°Т).
2. იმ შემთხვევაში, როდესაც პელენგი, მიმართულების ხაზი ან რადიალი მოცემულია ნამდვილი ან პირობითი მერიდიანის ჩრდილო მიმართულებაზე ორიენტირებით, მაშინ ეს გარკვევით უნდა მიეთითოს რუკაზე. პირობითი მერიდიანის ჩრდილო მიმართულების გამოყენების შემთხვევაში, უნდა მიეთითოს პირობითი საყრდენი მერიდიანი.
მუხლი 97🔗.
სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის რუკაზე ჰაერსანაოსნო მონაცემების აღნიშვნა
1. დაფრენის აეროდრომი აღინიშნება ადზ-ს განლაგების სქემის გამოსახვით.
2. მიეთითება ან აღინიშნება ყველა აეროდრომი, რომელიც გავლენას ახდენს დაწესებული სახელსაწყო მოფრენის სტანდარტულ მარშრუტებზე. აუცილებლობისას, მიეთითება ადზ-ს მდებარეობა აეროდრომზე.
3. აკრძალული არეები, ფრენებისთვის შეზღუდული არეები და სახიფათო არეები, რომელთაც შესაძლოა გავლენა იქონიონ ფრენის სქემების დაცვაზე, მიეთითება საკუთარი აღნიშვნებითა და ვერტიკალური საზღვრებით.
4. სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის (STAR) რუკაზე დაიტანება დადგენილ სექტორში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე, იმ სექტორის გარკვევით მითითებით, რომელსაც იგი მიეკუთვნება.
5. თუ სექტორში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე დადგენილი არ არის, რუკა უნდა შესრულდეს მასშტაბში და არეში მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეები მიეთითება იმ კვადრატის ფარგლებში, რომელიც იქმნება პარალელებით და მერიდიანებით. არეში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეები ასევე მიეთითება რუკის იმ ნაწილებში, რომელიც არ შედის სექტორში, სადაც დადგენილია სექტორში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე.
შენიშვნა 1: პარალელებითა და მერიდიანებით შექმნილი ოთხკუთხედები, როგორც წესი, შეესაბამება განედის და გრძედის ნახევარ გრადუსს. რუკის მასშტაბის მიუხედავად, არეში ფრენის აბსოლუტური სიმაღლე მიეკუთვნება შესაბამის ოთხკუთხედს.
შენიშვნა 2: არეში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლის განსაზღვრის მეთოდი აღწერილია სააერნაოსნო მომსახურების წესების „საჰაერო ხომალდების ფრენების წარმოება“ მე-2 ტომის 1-ლი ნაწილის მე-2 კარის 1-ლი თავის 1.8 პუნქტში (PANS-OPS, Doc 8168).
6. სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის (STAR) რუკაზე მიეთითება საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამისი დადგენილი სისტემის კომპონენტები.
7. ეს კომპონენტები მოიცავს:
ა) სახელსაწყო მოფრენის ყოველი სტანდარტული მარშრუტის გრაფიკულ აღწერას, მათ შორის:
ა.ა) მარშრუტის ინდექსს;
ა.ბ) ძირითად წერტილებს, რომლებიც განსაზღვრავენ მარშრუტს;
ა.გ) მიმართულების ხაზს ან რადიალს, მარშრუტის ყოველი უბნის გასწვრივ, უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით;
ა.დ) მანძილს ძირითად წერტილებს შორის, უახლოეს კილომეტრამდე ან საზ. მილამდე სიზუსტით;
ა.ე) მარშრუტზე ან მარშრუტის უბნებზე დაბრკოლებების გადაფრენის მინიმალურ აბსოლუტურ სიმაღლეს და სქემით გათვალისწინებულ აბსოლუტურ სიმაღლეს, უახლოეს 50 მ-მდე ან 100 ფუტამდე სიზუსტით, მეტობით დამრგვალებული და შეზღუდვები ფრენის ეშელონის მიმართ, თუ დაწესებულია;
ა.ვ) თუ რუკა შესრულებულია მასშტაბში და მოფრენისას უზრუნველყოფილია სარადიოლოკაციო დავექტორება, გარკვევით უნდა აღინიშნოს დავექტორების დადგენილი მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეები, უახლოეს 50 მ-მდე ან 100 ფუტამდე სიზუსტით, მეტობით დამრგვალებული.
შენიშვნა 1: თუ მოფრენის სტანდარტული გამოქვეყნებული მარშრუტის ძირითადი წერტილებისკენ ან პირიქით საჰაერო ხომალდის დამიზნებისთვის გამოიყენება სმმ-ს დაკვირვების სისტემა, შესაბამისი სქემები შეიძლება მიეთითოს სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის რუკაზე (STAR), თუ იგი არ გამოიწვევს რუკის გადატვირთვას.
შენიშვნა 2: რუკის გადატვირთვის შემთხვევაში შეიძლება წარდგენილი იყოს სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვითი რუკა (იხ. 22-ე თავი); ამ შემთხვევაში ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა.ვ“) პუნქტით მითითებული ელემენტები არ უნდა განმეორდეს სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის რუკაზე (STAR) .
ბ) მარშრუტებთან დაკავშირებულ სანავიგაციო საშუალებებს, მათ შორის:
ბ.ა) დასახელებას ღია ტექსტით;
ბ.ბ) აღნიშვნას;
ბ.გ) სიხშირეს;
ბ.დ) გეოგრაფიულ კოორდინატებს, გრადუსებში, წუთებსა და წამებში;
ბ.ე) DМЕ-ს გადამცემი ანტენის არხს და შემაღლებას, 30 მ-მდე (100 ფუტამდე) სიზუსტით;
გ) ძირითადი წერტილების კოდურ დასახელებას, რომელიც არ აღინიშნება სანავიგაციო საშუალებების ადგილმდებარეობის მიხედვით, მათი გეოგრაფიული კოორდინატები გრადუსებში, წუთებსა და წამებში და პელენგი 0.10-მდე სიზუსტით, ხოლო მანძილი – 0.2 კმ-მდე სიზუსტით (0.1 საზ. მილი) საყრდენი სანავიგაციო საშუალებიდან;
დ) მოცდის არეში ფრენის სქემებს;
ე) გადასვლის აბსოლუტურ/ფარდობით სიმაღლეს, უახლოეს 300 მ-მდე ან 1000 ფუტამდე სიზუსტით, მეტობით დამრგვალებული;
ვ) შეზღუდვებს არეში, სიჩქარის მიხედვით, თუ დაწესებულია;
ზ) სააერნაოსნო სპეციფიკაციების აღნიშვნებს, მათ შორის ნებისმიერ შეზღუდვას, თუ დადგენილია;
თ) ყველა შეტყობინების გადაცემის პუნქტს, შეტყობინების სავალდებულო და „მოთხოვნის მიხედვით“ გადასაცემად;
ი) რადიოკავშირის წესებს, მათ შორის:
ი.ა) სმმ-ს ორგანოს (ორგანოების) მოსახმობ(ებ)ს;
ი.ბ) სიხშირე და, თუ მიღებულია, SATVOICE-ის ნომერს;
ი.გ) აუცილებლობისას, მიმღებ-მოპასუხის პარამეტრებს.
კ) გადაფრენის (flyover) ძირითად წერტილებს.
ლ) სახელსაწყო მოფრენის და დასაფრენად შესვლის სქემებისთვის, რომელიც შემუშავებულია საგანგებოდ შვეულმფრენისთვის, აღნიშვნა „კატეგორია H“ დაიტანება მოფრენის რუკის ჰორიზონტალურ პროექციაზე.
8. უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახელსაწყო მოფრენის სტანდარტული მარშრუტის (SТАR) ტექსტური აღწერა და შესაბამისი წესები კავშირის მტყუნებისას და ისინი, შეძლებისდაგვარად, უნდა აისახოს რუკაზე ან იმავე ფურცელზე, რომელზეც მოცემულია რუკა.
9. შესაბამისი მონაცემები, რომელიც უზრუნველყოფს სააერნაოსნო მონაცემების ბაზის კოდირებას, უნდა გამოქვეყნდეს სააერნაოსნო მომსახურების წესების „საჰაერო ხომალდების ფრენების წარმოება“ მე-2 ტომის, მე-3 ნაწილის, მე-5 კარის, მე-2 თავის 2.2 პუნქტის შესაბამისად (PANS-OPS, Doc 8168), რუკის უკანა მხარეს ან ცალკე ფურცელზე, სათანადო ბმულებით.
შენიშვნა : სათანადო მონაცემებს წარადგენენ სქემის შემუშავების სპეციალისტები.
თავი XII
დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკა
მუხლი 98🔗.
დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკის დანიშნულება
დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკა უზრუნველყოფს საფრენოსნო ეკიპაჟს ინფორმაციით, რომელიც საშუალებას აძლევს განახორციელოს ფრენა დანიშნულ ადზ-ზე დასაფრენად სახელსაწყო შესვლის დამტკიცებული სქემით, მათ შორის მეორე წრეზე წასვლა და შესაბამის შემთხვევებში, მოცდის არეში დადგენილ სქემაზე ფრენა.
შენიშვნა: სააერნაოსნო მომსახურების წესებში „საჰაერო ხომალდების ფრენების წარმოება“ (PANS-OPS, Dос 8168) მოცემულია სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურების დაწესების დეტალური კრიტერიუმები და ინფორმაცია შესაბამისი აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლეების რეზოლუციის შესახებ.
მუხლი 99🔗.
დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკის ხელმისაწვდომობა
1. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკა გამოიცემა სახელსაწყო ფრენის პროცედურების მქონე სამოქალაქო აეროდრომებისთვის.
2. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის ცალკეული რუკა გამოიცემა დასაფრენად ზუსტი შესვლის თითოეული პროცედურისთვის.
შენიშვნა 1: იმ შემთხვევაში, თუ დასაფრენად შესვლის შუალედური საფეხურის, დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის და მეორე წრეზე წასვლის პროცედურები იდენტურია, დასაფრენად ზუსტი ან არაზუსტი შესვლის ერთზე მეტი პროცედურისთვის შეიძლება გამოიცეს ერთი რუკა. იმ შემთხვევაში, როდესაც მიმართულების ხაზის, დროის ან აბსოლუტური სიმაღლის მნიშვნელობა განსხვავებულია საჰაერო ხომალდების კატეგორიების მიხედვით, მაგრამ არა სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურის დასკვნით საფეხურზე და ამ სხვაობების ჩამონათვალმა ერთ რუკაზე შესაძლოა გამოიწვიოს უწესრიგობა ან გაურკვევლობა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ერთზე მეტი რუკა.
შენიშვნა 2: სააერნაოსნო მომსახურების წესების „საჰაერო ხომალდების ფრენების წარმოება“ (PANS-OPS, Dос 8168) მე-2 ტომის 1-ლი ნაწილის მე-4 კარის მე-9 თავში მოცემულია საჰაერო ხომალდების კატეგორიები.
3. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკების განახლება ხორციელდება ყოველთვის, როდესაც ძველდება ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ფრენის უსაფრთხოდ შესასრულებლად.
მუხლი 100🔗.
დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკის კარტოგრაფირების რაიონი, მასშტაბი, ფორმატი და პროექცია
1. კარტოგრაფირების არეალი მოიცავს სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურის ყველა უბანს და ისეთ დამატებით არეებს, რომელიც შეიძლება აუცილებელი იყოს დასაფრენად შესვლის აღნიშნული ტიპისთვის.
2. შერჩეული მასშტაბი უზრუნველყოფს რუკის ოპტიმალურ წაკითხვას:
ა) მასზე მითითებული დასაფრენად შესვლის წესის შესაბამისად;
ბ) ფურცლის ზომის შესაბამისად.
3. რუკაზე მიეთითება მასშტაბი.
4. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეუძლებელია აღნიშნულის განხორციელება, რუკაზე მიეთითება 20 კმ-ის (10 საზ. მილის) რადიუსის მქონე მანძილის წრე, რომლის ცენტრი შეესაბამება DМЕ-ს, რომელიც განთავსებულია აეროდრომზე ამ მის სიახლოვეს ან, შესაბამისი DМЕ-ს არარსებობისას, რომლის ცენტრიც მდებარეობს აეროდრომის საკონტროლო წერტილში; მისი რადიუსი მიეთითება გარშემოწერილობაზე.
5. მანძილის მასშტაბი უნდა მიეთითოს უშუალოდ პროფილის ქვემოთ.
მუხლი 101🔗.
დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკის ფორმატი
დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკის ფურცლის ზომა უნდა იყოს 210x148 მმ (8.27x5.82 დუიმი).
მუხლი 102🔗.
დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკის პროექცია
1. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკის შექმნისას გამოიყენება კონფორმული (ტოლკუთხა) პროექცია, რომელზეც სწორი ხაზი დაახლოებით შეესაბამება დიდ წრეს.
2. გრადუირების ნიშნები დაიტანება თანაბარი ინტერვალებით, ჩარჩოს ხაზების გასწვრივ.
მუხლი 103🔗.
დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკაზე გეოგრაფიული დასახელების აღნიშვნა
დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკაზე მიეთითება ქალაქის, დასახლებული პუნქტის ან რაიონის დასახელება, რომელსაც ემსახურება აღნიშნული აეროდრომი, აეროდრომის სახელწოდება და სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურის აღნიშვნა, სააერნაოსნო მომსახურების წესების „საჰაერო ხომალდების ფრენების წარმოება“ (PANS-OPS , Doc 8168) მე-2 ტომის, 1-ლი ნაწილის მე-4 კარის მე-9 თავის მოთხოვნების შესაბამისად.
შენიშვნა: სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურების აღნიშვნებს წარადგენს სქემების შემუშავების სპეციალისტი.
მუხლი 104🔗.
დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკის ტექნოგენური გარემო და ტოპოგრაფია
1. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკაზე დაიტანება ინფორმაცია ხელოვნური ნაგებობებისა და ტოპოგრაფიის შესახებ, რაც აუცილებელია სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურის უსაფრთხო შესრულების მიზნით, მათ შორის მეორე წრეზე წასვლა, მოცდის სათანადო სქემაზე და ვიზუალური მანევრირების სქემაზე (წრეზე ფრენა) ფრენა, თუ დადგენილია. აუცილებლობისას, ტოპოგრაფიულ ინფორმაციას თან ახლავს განმარტება და მისი გაგების გაიოლების მიზნით, სულ მცირე, გამოისახება მიწის ზედაპირის საზღვრები და მსხვილი ტბებისა და მდინარეების კონტურები.
2. რელიეფის ელემენტები გამოისახება ყველაზე შესაფერისი მეთოდით, აღნიშნულ რაიონში შემაღლებების კონკრეტული მახასიათებლების გათვალისწინებით. რაიონებში, სადაც რელიეფის ელემენტების სიმაღლე აეროდრომის შემაღლებიდან აღემატება 1200 მ-ს (4000 ფუტს) კარტოგრაფირების რაიონის ფარგლებში ან 600 მ-ს (2000 ფუტს) აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან 11 კმ-ის (6 საზ. მილის) ფარგლებში, ან იმ შემთხვევაში, როდესაც დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის ან მეორე წრეზე წასვლის სქემის გრადიენტი, ადგილობრივი პირობების გამო, ოპტიმალურზე მეტად დახრილია, მაშინ რელიეფის ყველა ელემენტი, რომლის სიმაღლე აეროდრომის შემაღლებიდან 150 მ-ს (500 ფუტს) აღემატება, გამოისახება გასწორებული ჰორიზონტალებით, მათი მნიშვნელობების მითითებით და ყავისფერი ჰიფსომეტრიული ელფერის გამოყენებით. გარდა ამისა, შავი ფერით აღინიშნება შესაბამისი მაღლივი ნიშნულები, მათ შორის მაქსიმალური შემაღლება ყოველი რაიონის ფარგლებში, რომელიც შემოსაზღვრულია ზედა ჰორიზონტალით.
შენიშვნა 1: ტონალური ჰიფსომეტრის გამოყენების დასაწყისში შეიძლება შეირჩეს ყველზე შესაფერისი ჰორიზონტალი, რომელიც დატანილია ძირითად ტოპოგრაფიულ რუკებზე და რომელიც აღნიშნავს აეროდრომის შემაღლებიდან 150 მ-ზე (500 ფუტზე) მეტი სიმაღლის მქონე რელიეფის ელემენტებს.
შენიშვნა 2: ყავისფერი ელფერი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ნახევარტონალური ჰიფსომეტრია, მოცემულია ამ წესის მე-3 დანართში „ფერთა სკალა ჰორიზონტალებისა და ტოპოგრაფიული ელემენტებისთვის“.
შენიშვნა 3: შესაბამისი მაღლივი ნიშნულების შესახებ ინფორმაციას წარადგენენ სქემების შედგენის სპეციალისტები.
3. რაიონებში, სადაც რელიეფის ელემენტების სიმაღლე ნაკლებია ამ მუხლის მე-2 პუნქტით მითითებულზე ან დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის ან მეორე წრეზე წასვლის სქემის გრადიენტი ოპტიმალურზე მეტია, რელიეფის ყველა ელემენტი, რომლის სიმაღლე აეროდრომის შემაღლებიდან 150 მ-ზე (500 ფუტზე) მეტია, უნდა გამოისახოს გასწორებული ჰორიზონტალებით, მათი მნიშვნელობების მითითებით და ყავისფერი ჰიფსომეტრიული ელფერის გამოყენებით. გარდა ამისა, შავი ფერით აღინიშნება შესაბამისი მაღლივი ნიშნულები, მათ შორის მაქსიმალური შემაღლება ყოველი რაიონის ფარგლებში, რომელიც შემოსაზღვრულია ზედა ჰორიზონტალით.
შენიშვნა 1: ტონალური ჰიფსომეტრის გამოყენების დასაწყისში შეიძლება შეირჩეს ყველზე შესაფერისი ჰორიზონტალი, რომელიც დატანილია ძირითად ტოპოგრაფიულ რუკებზე და რომელიც აღნიშნავს აეროდრომის შემაღლებიდან 150 მ-ზე (500 ფუტზე) მეტი სიმაღლის მქონე რელიეფის ელემენტებს.
შენიშვნა 2: ყავისფერი ელფერი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ნახევარ ტონალური ჰიფსომეტრია, მოცემულია ამ წესის მე-3 დანართში „ფერთა სკალა ჰორიზონტალებისა და ტოპოგრაფიული ელემენტებისთვის“.
შენიშვნა 3: შესაბამისი მაღლივი ნიშნულების შესახებ ინფორმაციას წარადგენენ სქემების შედგენის სპეციალისტები.
მუხლი 105🔗.
დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკაზე მაგნიტური დახრილობის აღნიშვნა
დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკაზე მიეთითება მაგნიტური დახრილობა უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით, რომელიც გამოიყენება მაგნიტური პელენგის, მიმართულების ხაზის და რადიალის განსაზღვრისას.
მუხლი 106🔗.
დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკაზე პელენგის, მიმართულების ხაზის და რადიალის აღნიშვნა
1. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკაზე აღინიშნება მაგნიტური პელენგი, მიმართულების ხაზი და რადიალი. იმ შემთხვევაში, როდესაც RNAV-ის უბნებისთვის დამატებით მოცემულია პელენგის და მიმართულების ხაზის ნამდვილი მნიშვნელობა, იგი მიეთითება ფრჩხილებში 0.10-მდე სიზუსტით, მაგალითად 2900 (294.9°Т).
შენიშვნა: ამ მიზნით, რუკაზე შეიძლება გაკეთდეს შენიშვნა.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც პელენგი, მიმართულების ხაზი ან რადიალი მოცემულია ნამდვილი ან პირობითი მერიდიანის ჩრდილო მიმართულებაზე ორიენტირებით, მაშინ ეს გარკვევით უნდა მიეთითოს რუკაზე. პირობითი მერიდიანის ჩრდილო მიმართულების გამოყენების შემთხვევაში, უნდა მიეთითოს პირობითი საყრდენი მერიდიანი.
მუხლი 107🔗.
დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკაზე ჰაერსანაოსნო მონაცემების აღნიშვნა
1. ყველა აეროდრომი, რომელთა დამახასიათებელი ნიშნები კარგად ჩანს ჰაერიდან, აღინიშნება შესაბამისი პირობითი ნიშნით. დახურული აეროდრომების აღნიშვნას თან ახლავს წარწერა „დახურული“.
2. ადზ-ს სქემა მოიცემა (თვალსაჩინოების მიზნით, საკმაოდ მსხვილი მასშტაბით):
ა) იმ აეროდრომისთვის, სადაც მიღებულია მითითებული წესი;
ბ) იმ აეროდრომებისთვის, რომელიც გავლენას ახდენს საჰაერო მოძრაობის სქემაზე ან რომელიც განთავსებულია ისე, რომ ამინდის არახელსაყრელ პირობებში შეიძლება მიღებული იყოს დანიშნულების აეროდრომად.
3. აეროდრომის შემაღლება მიეთითება რუკის გამოსაჩენ ადგილას, უახლოეს მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით.
4. რუკაზე მიეთითება ადზ-ს ზღურბლის შემაღლება ან, შესაბამის შემთხვევებში, მიწასთან შეხების ადგილის შემაღლების უდიდესი მნიშვნელობა, უახლოეს მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით.
5. რუკის გეგმილის ხედზე მიეთითება დაბრკოლებები.
შენიშვნა : ინფორმაციას შესაბამისი დაბრკოლებების შესახებ წარადგენს სქემის შემუშავების სპეციალისტი.
6. იმ შემთხვევაში, თუ ერთი ან რამდენიმე დაბრკოლება წარმოადგენს დაბრკოლებათა გადაფრენის აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლის შერჩევის განმსაზღვრელ ფაქტორს, ეს დაბრკოლებები უნდა აღინიშნოს.
7. დაბრკოლების ზედა წერტილის შემაღლება მიეთითება უახლოეს მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით (დამრგვალება ხდება მეტობით).
8. დაბრკოლებების სიმაღლე უნდა აღინიშნოს ზღვის საშუალო დონისგან განსხვავებული საწყისი დონის მიმართ. რუკაზე დაბრკოლებების სიმაღლის აღნიშვნისას, მათი სიდიდე უნდა მიეთითოს ფრჩხილებში.
9. დაბრკოლებების სიმაღლეების აღნიშვნისას ზღვის საშუალო დონისგან განსხვავებული სხვა საწყისი დონის მიმართ, ათვლის საწყის დონედ მიიღება აეროდრომის შემაღლება; იმ შემთხვევაში, როდესაც აღჭურვილი ადზ-ს მქონე აეროდრომებზე ზღურბლის შემაღლების სიდიდე 2 მ-ით (7 ფუტით) და მეტით ნაკლებია აეროდრომის შემაღლების სიდიდეზე, ათვლის საწყის დონედ მიიღება ადზ-ს ზღურბლის შემაღლება, რომელზეც ხორციელდება დასაფრენად სახელსაწყო შესვლა.
10. ზღვრის საშუალო დონის გარდა სხვა საწყისი დონის გამოყენების შემთხვევაში, აღნიშნულზე რუკის გამოსაჩენ ადგილზე უნდა განთავსდეს შესაბამისი მითითება.
11. იმ შემთხვევაში, როდესაც 1-ლი კატეგორიის მიხედვით დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის აღჭურვილი ადზ-თვის დადგენილი არ არის დაბრკოლებებისაგან თავისუფალი არე, აღნიშნულზე უნდა მიეთითოს.
12. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკაზე აღინიშნება დაბრკოლება, რომელიც სცილდება ვიზუალური უბნის ზედაპირზე.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა, რუკაზე ვიზუალური უბნის ზედაპირზე (VSS) შეჭრილი დაბრკოლებების დატანასთან დაკავშირებით, მოცემულია „სახელმძღვანელოში საავიაციო რუკების შესახებ“ (Doc 8697).
13. აკრძალული არეები, ფრენებისთვის შეზღუდული არეები და სახიფათო არეები, რომელთაც შესაძლოა გავლენა იქონიონ ფრენის სქემების დაცვაზე, მიეთითება საკუთარი აღნიშვნებითა და ვერტიკალური საზღვრებით.
14. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკაზე აღინიშნება სარადილოკაციო საშუალებები, რომელიც აუცილებელია დასაფრენად სახელსაწყო შესვლისთვის, მათი სიხშირის, აღნიშვნის და მიმართულების ხაზზე მიმართვის მახასიათებლების მითითებით, თუ ასეთი არსებობს. დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის მიმართულების ხაზზე რამდენიმე სადგურის არსებობისას, რუკაზე გარკვევით უნდა მიეთითოს მიმართულების ხაზზე მისამართად გამოსაყენებელი საშუალება. გარდა ამისა, დასაფრენად შესვლის რუკაზე შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს იმ საშუალებების დატანა, რომელიც არ გამოიყენება სქემაში.
15. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკაზე დაიტანება და მიეთითება დასაფრენად შესვლის საწყისი ეტაპის საკონტროლო წერტილი (IAF), დასაფრენად შესვლის შუალედური ეტაპის საკონტროლო წერტილი (IF), დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის საკონტროლო წერტილი (FAF) (ან დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის წერტილი (FAP) ILS-ის მიხედვით დასაფრენად შესვლის სქემისთვის), მეორე წრეზე წასვლის წერტილი (MAPt), თუ დადგენილია, და სხვა აუცილებელი საკონტროლო წერტილები ან სქემის წერტილები.
16. დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის საკონტროლო წერტილი დასაფრენად შესვლის სქემისთვის (ან დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის წერტილი დასაფრენად შესვლის სქემისთვის ILS-ის მიხედვით) უნდა მიეთითოს მისი გეოგრაფიული კოორდინატებით გრადუსებში, წუთებსა და წამებში.
17. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკაზე დაიტანება ან მიეთითება სანავიგაციო საშუალებები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნეს სათადარიგო აეროდრომზე წასვლისას, მიმართულების ხაზზე მიმართვის მახასიათებლების მითითებით, თუ არსებობს.
18. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკაზე მიეთითება რადიოკავშირის სიხშირე და მოსახმობი, რაც აუცილებელია დასაფრენად სახელსაწყო შესვლის განსახორციელებლად.
19. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკაზე უახლოს კილომეტრამდე ან საზ. მილამდე სიზუსტით მიეთითება მანძილი ყოველი სანავიგაციო საშუალებიდან აეროდრომამდე, რომელიც გამოიყენება დასაფრენად შესვლის დასკვნით ეტაპზე, თუ ეს მონაცემები აუცილებელია დასაფრენად სახელსაწყო შესვლის განსახორციელებლად. თუ მიმართულების ხაზზე მიმართვის არც ერთი საშუალება არ მიუთითებს პელენგს აეროდრომზე, იგი ასევე უნდა მიეთითოს რუკაზე, უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით.
20. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკაზე მიეთითება სექტორში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე ან აეროდრომის რაიონში ფრენის აბსოლუტური სიმაღლე, რომელსაც განსაზღვრავს უფლებამოსილი ორგანო, იმ სექტორის გარკვევით მითითებით, რომელსაც იგი ეკუთვნის.
21. გეგმილში ხედი შეიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემებს, გამოსახულს შემდეგნაირად:
ა) მიმართულების ხაზი დასაფრენად შესვლისას – უწყვეტი ხაზი ისრებით, რომელიც მიუთითებს ფრენის მიმართულებას;
ბ) მიმართულების ხაზი მეორე წრეზე წასვლისას – წყვეტილი ხაზი ისრებით;
გ) სქემის ნებისმიერი დამატებითი მიმართულების ხაზი, რომელიც მითითებული არ არის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში – წერტილ ხაზით და ისრით;
დ) პელენგი, მიმართულების ხაზი, რადიალი უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით და მანძილი უახლოესი 0.2 კმ-მდე ან 0.1 საზ. მილის სიზუსტით ან დრო, რომელიც საჭიროა აღნიშნული სქემისთვის;
ე) მიმართულების ხაზზე მისამართი სანავიგაციო საშუალებების არარსებობისას, მიეთითება მაგნიტური პელენგი აეროდრომზე უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით, სანავიგაციო საშუალებებიდან, რომელიც გამოიყენება დასაფრენად შესვლის ეტაპის საფეხურზე;
ვ) ნებისმიერი სექტორის საზღვრები, სადაც აკრძალულია ვიზუალური მანევრი (წრეზე ფრენა);
ზ) გარკვეულ შემთხვევებში, მოცდის არეში ფრენის სქემა და მოცდის არეში ფრენის მინიმალური აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე, რომელიც უკავშირდება დასაფრენად შესვლას და მეორე წრეზე წასვლას;
თ) სათანადო გაფრთხილება, აუცილებლობისას, რომელიც მიეთითება რუკის წინა მხარეს, გამოსაჩენ ადგილზე;
ი) გადაფრენის ძირითადი წერტილები.
22. გეგმილის ხედზე უნდა მიეთითოს მანძილი ყოველი სანავიგაციო საშუალებიდან აეროდრომამდე, რომელიც გამოიყენება დასაფრენად შესვლის დასკვნით საფეხურზე.
23. პროფილი, როგორც წესი, გამოისახება გეგმილის ხედის ქვემოთ და თან ახლავს შემდეგი მონაცემები:
ა) აეროდრომი – მთლიანი სწორკუთხედის სახით აეროდრომის შემაღლების დონეზე;
ბ) დასაფრენად შესვლის სქემის პროფილი – უწყვეტი ხაზი ისრებით, რომელიც მიუთითებს ფრენის მიმართულებას;
გ) მეორე წრეზე წასვლის სქემის პროფილი – ტეხილი წირი ისრებით და სქემის აღწერით;
დ) სქემის ნებისმიერი დამატებითი მონაკვეთის პროფილი, რომელიც მითითებული არ არის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში – წერტილ ხაზი ისრებით;
ე) პელენგი, მიმართულების ხაზი, რადიალი უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით და მანძილი 0.2 კმ-მდე ან 0.1 საზ. მილამდე სიზუსტით ან დრო, რომელიც აუცილებელია აღნიშნული სქემისთვის;
ვ) აღნიშნული სქემებისთვის საჭირო აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლეები, მათ შორის – გადასვლის აბსოლუტური სიმაღლე, სქემის აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე და ვერტოდრომის გადაკვეთის ფარდობითი სიმაღლე (HCH), სადაც ეს დადგენილია;
ზ) შეთანხმების შემთხვევაში, ზღვრული მანძილი სტანდარტული ბრუნის შესრულებისას, უახლოეს კილომეტრამდე ან საზ. მილამდე სიზუსტით;
თ) სქემისთვის, სადაც დაუშვებელია 1800-იანი ბრუნის შესრულება, დასაფრენად შესვლის შუალედური ეტაპის წერტილის ან საკონტროლო წერტილის მონაცემები;
ი) ხაზი, რომელიც შესაბამის შემთხვევაში აღნიშნავს აეროდრომის შემაღლებას ან ადზ-ს ზღურბლის შემაღლებას, რომელიც გადის რუკის მთელ სიგანეზე, მათ შორის სიგრძის მასშტაბი, რომელიც იწყება ადზ-ს ზღურბლზე განთავსების წერილიდან.
24. ფარდობითი სიმაღლეები, რომელთა აღნიშვნა აუცილებელია ფრენის სქემებისთვის, უნდა მიეთითოს ფრჩხილებში. ამასთან, ამ სიმაღლეების ათვლის საწყისი დონე წესდება ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.
25. პროფილის ხედზე დაიტანება რელიეფის პროფილი ან მინიმალური აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე, შემდეგნაირად:
ა) რელიეფის პროფილი აღინიშნება უწყვეტი ხაზით, მისი უდიდესი შემაღლების მითითებით, რომელიც მდებარეობს დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის ძირითად არეში. პროფილის უდიდესი შემაღლება დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის მეორეხარისხოვან არეებში გამოისახება წერტილ ხაზით; ან
ბ) მინიმალური აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე დასაფრენად შესვლის შუალედურ ან დასკვნით საფეხურებზე მიეთითება კანტმოვლებულ დაჩრდილულ ჩანართზე.
შენიშვნა 1: რელიეფის პროფილის გამოსახვისთვის, დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის ძირითადი და მეორეხარისხოვანი არეების ფაქტობრივ შაბლონებს კარტოგრაფს წარუდგენენ რუკის შემუშავების სპეციალისტი.
შენიშვნა 2: მინიმალური აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლეების გამოსახვა განკუთვნილია დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის საკონტროლო წერტილიდან არაზუსტი შესვლის რუკებზე გამოსაყენებლად.
26. რუკაზე მიეთითება აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმები.
27. საჰაერო ხომალდების კატეგორიებისთვის, რომლისთვისაც გათვლილია სქემა, მიეთითება დაბრკოლებების გადაფრენის აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლეები; დასაფრენად ზუსტი შესვლის სქემების შემთხვევაში, აუცილებლობისას, უნდა გამოქვეყნდეს დამატებითი OCA/H – DL კატეგორიის საჰაერო ხომალდებისთვის (ფრთის სიგრძე 65-80 მ და/ან ვერტიკალური მანძილი ბორბლის ტრაექტორიასა და საგლისადე ანტენას შორის 7-8 მ).
28. იმ შემთხვევაში, როდესაც მეორე წრეზე წასვლის სქემის დასაწყისი განისაზღვრება:
ა) დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის საკონტროლო წერტილამდე მანძილით, ან
ბ) საშუალებით ან საკონტროლო წერტილით და შესაბამისი მანძილით, დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის საკონტროლო წერტილამდე, მიეთითება მანძილი უახლოეს 0.2 კმ-მდე სიზუსტით ან 0.1 საზ. მილამდე სიზუსტით და გეოგრაფიული სიჩქარეების ცხრილი და ფრენის დრო, დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის საკონტროლო წერილიდან მეორე წრეზე წასვლის წერტილამდე.
29. იმ შემთხვევაში, როდესაც დასაფრენად შესვლის დასკვნით საფეხურზე მოთხოვნილია DME-ს გამოყენება, შესაბამისად მოცემული უნდა იყოს აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლეების ცხრილი, ყოველი 2 კმ ან 1 საზ. მილისთვის. ცხრილში არ მოიცემა მანძილები აბსოლუტურ/ფარდობით სიმაღლეზე ქვემოთ.
30. თუ სქემით მოთხოვნილი არ არის DME-ს გამოყენება, მაგრამ მოხერხებულადაა განლაგებული DME-ს საშუალებები, რომელიც უზრუნველყოფს საკონსულტაციო მონაცემებს დაფრენის პროფილის შესახებ, მაშინ რუკაზე უნდა მიეთითოს აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლეების მონაცემების ცხრილი. რუკაზე უნდა მიეთითოს დაშვების სიჩქარის ცხრილი.
31. დასაფრენად არაზუსტი შესვლის სქემებზე, დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის საკონტროლო წერტილით, მიეთითება დაშვების გრადიენტი, უახლოეს 0.1%-მდე სიზუსტით და ფრჩხილებში – დაშვების კუთხე უახლოს 0.10-მდე სიზუსტით, რომელიც გამოიყენება დასაფრენად შესვლის დასკვნით საფეხურზე.
32. დასაფრენად ზუსტი შესვლის სქემებზე და ვერტიკალური დამიზნებით დასაფრენად შესვლის სქემებზე მიეთითება საყრდენი წერტილის სიმაღლე, უახლოეს ნახევარ მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით და გლისადის დახრის კუთხე/ადგილის კუთხე/ ტრაექტორიის კუთხე ვერტიკალურ სიბრტყეში, უახლოეს 0.10-მდე სიზუსტით.
33. თუ დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის საკონტროლო წერტილი განისაზღვრება ILS-თვის დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის წერტილით, მაშინ გარკვევით უნდა მიეთითოს, მიეკუთვნება თუ არა იგი ILS-ს, მხოლოდ ILS-ის საკურსო რადიოშუქურის შესაბამის სქემას ან ორივეს. MLS-თან მიმართებით ზუსტად მიეთითება, თუ FAF მითითებულია დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის წერტილში.
34. იმ შემთხვევაში, როდესაც ნებისმიერი სახის სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურის დასკვნით საფეხურზე დაშვების გრადიენტი/კუთხე აღემატება სააერნაოსნო მომსახურების წესების „საჰაერო ხომალდების ფრენების წარმოება“ (PANS-OPS, Doc 8168) მე-2 ტომით მითითებულ მაქსიმალურ მნიშვნელობას, უნდა გაკეთდეს გამაფრთხილებელი შენიშვნა.
35. შესაბამისი მონაცემები, რომელიც უზრუნველყოფს სააერნაოსნო მონაცემების ბაზის კოდირებას, ქვეყნდება RNAV-ით ფრენის სქემებისთვის, სააერნაოსნო მომსახურების წესების „საჰაერო ხომალდების ფრენების წარმოება“ (PANS-OPS, Doc 8168) მე-2 ტომის მე-3 ნაწილის მე-5 კარის მე-2 თავის 2.3 პუნქტის შესაბამისად და RNAV-ის გარეშე ფრენის სქემისთვის – მე-2 ტომის, 1-ლი ნაწილის, მე-4 კარის მე-9 თავის 9.4.1.3 პუნქტის შესაბამისად.
შენიშვნა : შესაბამის მონაცემებს წარადგენენ სქემების შემუშავების სპეციალისტები.
თავი XIII
დასაფრენად ვიზუალური შესვლის რუკა
მუხლი 108🔗.
დასაფრენად ვიზუალური შესვლის რუკის დანიშნულება
დასაფრენად ვიზუალური შესვლის რუკა უზრუნველყოფს საფრენოსნო ეკიპაჟს ინფორმაციით, რომელიც საშუალებას აძლევს განახორციელოს გადასვლა მარშრუტზე ფრენის/დაშვების ეტაპიდან დასახულ ადზ-ზე დასაფრენად შესვლის ეტაპზე, ვიზუალური ორიენტირებით.
მუხლი 109🔗.
დასაფრენად ვიზუალური შესვლის რუკის ხელმისაწვდომობა
დასაფრენად ვიზუალური შესვლის რუკა წარედგინება ყველა აეროდრომს, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვისთვის, სადაც:
ა) არსებობს მხოლოდ შეზღუდული სააერნაოსნო საშუალებები; ან
ბ) არ არსებობს რადიოკავშირის საშუალებები; ან
გ) არ არსებობს ასეთი აეროდრომის და მისი შემოგარენის სათანადო რუკები, 1:500 000 ან უფრო მსხვილი მასშტაბის; ან
დ) დადგენილია დასაფრენად ვიზუალური შესვლის წესი.
მუხლი 110🔗.
დასაფრენად ვიზუალური შესვლის რუკის მასშტაბი
1. დასაფრენად ვიზუალური შესვლის რუკის შედგენის დროს გამოიყენება მსხვილი მასშტაბი, რათა უზრუნველყოფილი იყოს რელიეფის მნიშვნელოვანი ელემენტების და აეროდრომის გეგმის გამოსახვა.
2. მასშტაბი არ უნდა იყოს 1:500 000 მასშტაბზე წვრილი.
შენიშვნა: მიზანშეწონილია 1:250 000 ან 1:200 000 მასშტაბის გამოყენება.
3. მოცემული აეროდრომისთვის დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკის არსებობისას, დასაფრენად ვიზუალური შესვლის რუკა უნდა შესრულდეს იმავე მასშტაბში.
მუხლი 111🔗.
დასაფრენად ვიზუალური შესვლის რუკის ფორმატი
რუკის სტანდარტული ზომა უნდა იყოს 210 × 148 მმ (8,27 × 5,82 დუიმი).
შენიშვნა: რუკაზე მიზანშეწონილია რამდენიმე ფერის გამოყენება, რომელიც შეირჩევა იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს რუკის გარკვევით წაკითხვა განათების სხვადსხვა პირობებში.
მუხლი 112🔗.
დასაფრენად ვიზუალური შესვლის რუკის პროექცია
1. დასაფრენად ვიზუალური შესვლის რუკის შედგენის დროს გამოიყენება კონფორმული (ტოლკუთხა) პროექცია, რომელზეც სწორი ხაზი დაახლოებით შეესაბამება დიდ წრეს.
2. გრადუირების ნიშნები დაიტანება თანაბარი ინტერვალებით, ჩარჩოს ხაზების გასწვრივ.
მუხლი 113🔗.
დასაფრენად ვიზუალური შესვლის რუკაზე გეოგრაფიული დასახელების აღნიშვნები
დასაფრენად ვიზუალური შესვლის რუკაზე მიეთითება ქალაქის ან დასახლებული პუნქტის დასახელება, რომელსაც ემსახურება აეროდრომი და ამ აეროდრომის დასახელება.
მუხლი 114🔗.
დასაფრენად ვიზუალური შესვლის რუკის აღნიშვნები, ტექნოგენური გარემო და ტოპოგრაფია
1. დასაფრენად ვიზუალური შესვლის რუკაზე მიეთითება რელიეფის ბუნებრივი და ხელოვნური ობიექტები (მაგ. ციცაბო ნაპირები, კლდეები, ქვიშანი დიუნები, ქალაქები, დასახლებული პუნქტები, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები, ცალკეული შუქურები).
2. გეოგრაფიული პუნქტების დასახელება უნდა მიეთითოს მხოლოდ გაუგებრობის ან ორაზროვნების გამორიცხვის მიზნით.
3. მიეთითება სანაპირო ხაზები, ტბები, მდინარეები და ნაკადულები.
4. რელიეფი აღინიშნება იმგვარად, რომ შემაღლებების და დაბრკოლებების სპეციფიური მახასიათებლები მაქსიმალურად იქნეს ასახული კარტოგრაფირების არეალში.
5. კონკრეტულად უნდა შეირჩეს მაღლივი ნიშნულები, თუ ისინი მიეთითება.
შენიშვნა: შეიძლება მიეთითოს ზოგიერთი მაღლივი ნიშნულის/ფარდობითი სიმაღლის მნიშვნელობა ზღვის საშუალო დონესთან და აეროდრომის შემაღლებასთან მიმართებით.
6. ათვლის სხვადასხვა საწყისი დონის რიცხვითი მნიშვნელობები აღინიშნება განსხვავებულად.
მუხლი 115🔗.
დასაფრენად ვიზუალური შესვლის რუკაზე მაგნიტური დახრილობის აღნიშვნა
დასაფრენად ვიზუალური შესვლის რუკაზე მიეთითება მაგნიტური დახრილობა უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით და ინფორმაციის თარიღი.
მუხლი 116🔗.
დასაფრენად ვიზუალური შესვლის რუკაზე პელენგის, მიმართულების ხაზის და რადიალის აღნიშვნა
1. დასაფრენად ვიზუალური შესვლის რუკაზე მიეთითება მაგნიტური პელენგი, მიმართულების ხაზი და რადიალი.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც პელენგი, მიმართულების ხაზი ან რადიალი მოცემულია ნამდვილი ან პირობითი მერიდიანის ჩრდილო მიმართულებაზე ორიენტირებით, მაშინ ეს გარკვევით უნდა მიეთითოს რუკაზე. პირობითი მერიდიანის ჩრდილო მიმართულების გამოყენების შემთხვევაში, უნდა მიეთითოს პირობითი საყრდენი მერიდიანი.
მუხლი 117🔗.
დასაფრენად ვიზუალური შესვლის რუკაზე ჰაერსანაოსნო მონაცემების აღნიშვნა
1. დასაფრენად ვიზუალური შესვლის რუკაზე ყველა აეროდრომი აღინიშნება ადზ-ს განთავსების მიხედვით. მიეთითება შეზღუდვები დაფრენის მიმართულებასთან დაკავშირებით. თუ არსებობს სულ მცირე საფრთხე მაინც ორი მეზობელი აეროდრომების ერთმანეთში არევის, ეს უნდა მიეთითოს რუკაზე. იმ აეროდრომზე, სადაც აღარ ხორციელდება ფრენები, აეროდრომი აღინიშნება როგორც „დახურული“.
2. აეროდრომის შემაღლება აღინიშნება რუკის გამოსაჩენ ადგილას.
3. რუკაზე მიეთითება და აღინიშნება დაბრკოლებები.
4. დაბრკოლებების ზედა წერტილის შემაღლება მიეთითება მეტრის ან ფუტის უახლოეს უდიდეს მნიშვნელობამდე სიზუსტით.
5. უნდა მიეთითოს დაბრკოლებების ფარდობითი სიმაღლე აეროდრომის შემაღლებიდან.
6. დაბრკოლებების ფარდობითი სიმაღლის აღნიშვნისას, რუკაზე გამოსაჩენ ადგილზე უნდა მიეთითოს სიმაღლის ათვლის წერტილი, ხოლო ფარდობითი სიმაღლის მნიშვნელობა რუკაზე მიეთითება ფრჩხილებში.
7. აკრძალული არეები, ფრენებისთვის შეზღუდული არეები და სახიფათო არეები მიეთითება საკუთარი აღნიშვნებითა და ვერტიკალური საზღვრებით.
8. სამეთვალყურეო არე და სააეროდრომო მოძრაობის არე საჭიროებისამებრ დაიტანება მათი ვერტიკალური საზღვრებისა და საჰაერო სივრცის შესაბამისი კლასის მითითებით.
9. არსებობის შემთხვევაში, მიეთითება დასაფრენად ვიზუალური შესვლის სქემები.
10. მიეთითება გლისადის ვიზუალური ასახვის სისტემის ადგილმდებარეობა და ტიპი, გლისადის ნომინალური კუთხეებით, ადზ-ს ზღურბლზე მფრინავის თვალის დონის მინიმალური სიმაღლე, როდესაც ის ხედავს სიგნალს „გლისადაზე“, ხოლო თუ სისტემის ღერძი არ არის ადზ-ს ღერძულა ხაზის პარალელური - კუთხით და წანაცვლების მიმართულებით, ანუ მარცხნივ ან მარჯვნივ.
11. საჭიროებისამებრ მიეთითება სანავიგაციო საშუალებები, მათი სიხშირე და აღნიშვნა.
12. საჭიროებისამებრ მიეთითება რადიოკავშირის საშუალებები და მათი სიხშირეები.
თავი XIV
აეროდრომის/ვერტოდრომის რუკა
მუხლი 118🔗.
აეროდრომის/ვერტოდრომის რუკის დანიშნულება
1. აეროდრომის/ვერტოდრომის რუკა უზრუნველყოფს საფრენოსნო ეკიპაჟს ინფორმაციით, რომელიც ეხმარება განახორციელონ საჰაერო ხომალდების სახმელეთო მოძრაობა:
ა) სადგომიდან ადზ-მდე და
ბ) ადზ-დან სადგომამდე
და შვეულმფრენების მოძრაობა:
ა) შვეულმფრენის სადგომიდან დაფრენის და მიწიდან მოწყვეტის არემდე და აფრენისა და დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის არემდე;
ბ) დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის და აფრენის არედან მიწასთან შეხების და მოწყვეტის არემდე და შვეულმფრენის სადგომამდე;
გ) სახმელეთო სბ-სა და სბ-ზე ჰაერში შვეულმფრენის მიმოსვლისთვის;
დ) ჰაერში გადაადგილების მარშრუტი გასწვრივ.
2. რუკაზე ასევე ასახულია მნიშვნელოვანი საექსპლუატაციო მონაცემები აეროდრომის/ვერტოდრომის შესახებ.
მუხლი 119🔗.
აეროდრომის/ვერტოდრომის რუკის ხელმისაწვდომობა
აეროდრომის/ვერტოდრომის რუკა წარედგინება ყველა აეროდრომს/ვერტოდრომს, რომელიც რეგულარულად გამოიყენება საერთაშორისო და ადგილობრივი გადაყვანა-გადაზიდვისთვის.
შენიშვნა: გარკვეულ პირობებში შეიძლება საჭირო იყოს სააეროდრომო სახმელეთო მოძრაობის რუკის და საჰაერო ხომალდების სადგომების/სადგომებზე დაყენების რუკის (იხ. მე-14 და მე-15 თავები) უზრუნველყოფა; ამ შემთხვევაში საჭირო არ არის აეროდრომის/ვერტოდრომის რუკაზე იმ ელემენტების დუბლირება, რომელიც დაიტანება ამ დამატებით რუკებზე.
მუხლი 120🔗.
აეროდრომის/ვერტოდრომის რუკის კარტოგრაფირების რაიონი და მასშტაბი
1. კარტოგრაფირების არეალის ზომები და რუკის მასშტაბი უზრუნველყოფს ყველა ელემენტის გარკვევით ასახვას, რომელიც ჩამოთვლილია ამ წესის 123-ე მუხლის პირველ პუნქტში.
2. რუკაზე მიეთითება ხაზოვანი მასშტაბი.
მუხლი 121🔗.
აეროდრომის/ვერტოდრომის რუკაზე გეოგრაფიული დასახელების აღნიშვნა
რუკაზე მიეთითება ქალაქის, დასახლებული პუნქტის ან რაიონის დასახელება, რომელსაც ემსახურება აღნიშნული აეროდრომი და ამ აეროდრომის/ვერტოდრომის დასახელება.
მუხლი 122🔗.
აეროდრომის/ვერტოდრომის რუკაზე მაგნიტური დახრილობის აღნიშვნა
აეროდრომის/ვერტოდრომის რუკაზე მიეთითება გეოგრაფიული და მაგნიტური ჩრდილოეთის ისრები და მაგნიტური დახრილობა უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით, ასევე მაგნიტური დახრილობის წლიური ცვლილება.
მუხლი 123🔗.
აეროდრომის/ვერტოდრომის რუკის მონაცემები
1. აეროდრომის/ვერტოდრომის რუკაზე მიეთითება:
ა) აეროდრომის/ვერტოდრომის საკონტროლო წერილის გეოგრაფიული კოორდინატები გრადუსებში, წუთებსა და წამებში;
ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის და შესაბამის შემთხვევებში, ბაქნის (სიმაღლის საზომის შემოწმების წერტილების) შემაღლება, უახლოეს მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით; ხოლო დასაფრენად არაზუსტი შესვლისთვის – ადზ-ს ზღურბლის და დაფრენის და აფრენის არეს გეომეტრიული ცენტრის შემაღლება და გეოიდის ტალღა;
გ) დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის აღჭურვილი ადზ-ს ზღურბლის, დაფრენის და აფრენის არეს გეომეტრიული ცენტრის და დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის აღჭურვილ ადზ-ზე დაფრენის არეს ყველაზე მაღალი წერილის შემაღლება და გეოიდის ტალღა, უახლოეს ნახევარ მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით;
დ) ყველა ადზ, მათ შორის მშენებარე, ნომრის, სიგრძის და სიგანის მითითებით და უახლოეს მეტრამდე სიზუსტით, მზიდი შესაძლებლობის, ადზ-ს წანაცვლებული ზღურბლის, დამუხრუჭების ბოლო ზოლის, დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის, ადზ-ს მიმართულების მითითებით, უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით მაგნიტურ მერიდიანის მიმართ, ადზ-ს ზედაპირის და მარკირების მითითებით;
შენიშვნა 1: მზიდი შესაძლებლობა შეიძლება მიეთითოს ცხრილის სახით რუკის მარცხება მხარეს ან უკანა მხარეს.
ე) ყველა ბაქანი, საჰაერო ხომალდების/შვეულმფრენების სადგომებით და, შესაბამის შემთხვევებში, შუქსასიგნალო საშუალებები, მარკირება და ვიზუალური დამიზნების და მართვის სხვა საშუალებები, მათ შორის, სადგომზე ვიზუალური დაყენების სისტემის ტიპი და ადგილმდებარეობა, ზედაპირის ტიპი შვეულმფრენებისთვის და მზიდი შესაძლებლობა ან შეზღუდვები საჰაერო ხომალდების ტიპების მიხედვით, თუ მზიდი შესაძლებლობა ნაკლებია შესაბამისი ადზ-ს მზიდი შესაძლებლობის.
შენიშვნა 2: მზიდი შესაძლებლობა ან შეზღუდვები საჰაერო ხომალდების ტიპების მიხედვით შეიძლება მიეთითოს ცხრილის სახით, რუკის წინა ან უკანა მხარეს.
ვ) ადზ-ს ზღურბლის, დაფრენის და აფრენის არეს გეომეტრიული ცენტრის და/ან დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის და აფრენის არეს ზღურბლის (აუცილებლობისას) გეოგრაფიული კოორდინატები, გრადუსებში, წუთებსა და წამებში;
ზ) ყველა სამიმოსვლო ბილიკი, საჰაერო და სახმელეთო სბ შვეულმფრენებისთვის, ზედაპირის ტიპის მითითებით, ჰაერში გადაადგილების მარშრუტები, აღნიშვნის, სიგანის, შუქსასიგნალო საშუალებების, მარკირების მითითებით, მათ შორის ადზ-თან მოცდის ადგილი და, თუ დადგენილია, მოცდის შუალედური ადგილები და „სტოპ“ ხაზის სანათები, ვიზუალური დამიზნების და მართვის სხვა საშუალებები და მზიდი შესაძლებლობა ან შეზღუდვები საჰაერო ხომალდების ტიპების მიხედვით, თუ მზიდი შესაძლებლობა ნაკლებია შესაბამისი ადზ-ს მზიდი შესაძლებლობის;
შენიშვნა 3: მზიდი შესაძლებლობა ან შეზღუდვები საჰაერო ხომალდების ტიპების მიხედვით შეიძლება მიეთითოს ცხრილის სახით, რუკის წინა ან უკანა მხარეს.
თ) სახიფათო მონაკვეთის ადგილმდებარეობა, სათანადო დამატებითი ინფორმაციის დატანით, თუ დადგენილია ასეთი უბნები;
შენიშვნა 4: სახიფათო მონაკვეთის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეიძლება დატანილი იყოს ცხრილის სახით რუკის წინა ან უკანა მხარეზე.
ი) სბ-ს შესაბამისი ღერძულა ხაზის წერტილების და საჰაერო ხომალდების სადგომების გეოგრაფიული კოორდინატები, გრადუსებში, წუთებში, წამებსა და მეასედ წამებში;
კ) საჰაერო ხომალდების მიმოსვლის სტანდარტული მარშრუტები მაჩვენებლებით, თუ დადგენილია მსგავსი მარშრუტები.
ლ) საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების საზღვრები;
მ) ადზ-ზე ხილვადობის სიშორის (RVR) დაკვირვების წერტილების განთავსება;
ნ) მისადგომის სანათების და ადზ-ს სანათების სისტემა;
ო) გლისადის ვიზუალური ასახვის სისტემის ადგილმდებარეობა და ტიპი, გლისადის ნომინალური კუთხეებით, ადზ-ს ზღურბლზე მფრინავის თვალის დონის მინიმალური სიმაღლე, როდესაც ის ხედავს სიგნალს „გლისადაზე“, ხოლო თუ სისტემის ღერძი არ არის ადზ-ს ღერძულა ხაზის პარალელური - კუთხით და წანაცვლების მიმართულებით, ანუ მარცხნივ ან მარჯვნივ;
პ) კავშირგაბმულობის შესაბამისი საშუალებები, მათი არხების და, აუცილებლობისას, დაერთების მისამართის და SATVOICE ნომრის მითითებით;
ჟ) დაბრკოლებები მიმოსვლისას;
რ) საჰაერო ხომალდების მომსახურების მოედნები და აღჭურვილობები, რომელიც განკუთვნილია საექსპლუატაციო მიზნებისთვის;
ს) VОR-ის შემოწმების პუნქტი და აღნიშნული საშუალების რადიოსიხშირე;
ტ) გარკვევით აღინიშნება გამოსახატავი სამუშაო მოედნის ნებისმიერი ნაწილი, რომელიც მუდმივად გამოუსადეგარია საჰაერო ხომალდების მიერ გამოსაყენებლად.
2. ვერტოდრომებთან მიმართებით, გარდა ამ წესის 123-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ელემენტებისა, რუკაზე მიეთითება:
ა) ვერტოდრომის ტიპი;
შენიშვნა: ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის მე-2 ტომის განმარტებით, ვერტოდრომი არის სამი ტიპის: ვერტოდრომი ზედაპირის დონეზე, ზედაპირიდან შემაღლებული და ვერტობანი.
ბ) დაფრენის და აფრენის არეს ზომები უახლოეს მეტრამდე სიზუსტით, დახრილობა, ზედაპირის ტიპი, მზიდი შესაძლებლობა ტონებში;
გ) დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის და აფრენის არე, ტიპი, გეოგრაფიული პელენგი უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით, აღნიშვნის ნომერი (თუ გათვალისწინებულია), სიგრძე და სიგანე უახლოეს მეტრამდე სიზუსტით, დახრილობა და ზედაპირის ტიპი;
დ) უსაფრთხოების არე, სიგრძის, სიგანის და ზედაპირის ტიპის მითითებით;
ე) დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლი შვეულმფრენებისთვის, სიგრძის და მიწის ზედაპირის პროფილის მითითებით;
ვ) დაბრკოლებები, მათი ტიპის და მაქსიმალური შემაღლების მითითებით, მეტრამდე ან ფუტამდე (უახლოეს უდიდეს მნიშვნელობამდე) სიზუსტით;
ზ) ვიზუალური საშუალებები დასაფრენად შესვლის სქემებისთვის, დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის და აფრენის არეს, ასევე დაფრენის და აფრენის არეს მარკირება და სანათები;
თ) გამოცხადებული მანძილები შვეულმფრენებისთვის (შესაბამის შემთხვევებში უახლოეს მეტრამდე სიზუსტით), მათ შორის:
თ.ა) ასაფრენად არსებული მანძილი;
თ.ბ) შეწყვეტილი აფრენისას არსებული მანძილი;
თ.გ) დასაფრენად არსებული მანძილი.
თავი XV
სააეროდრომო სახმელეთო მოძრაობის რუკა
მუხლი 124🔗.
სააეროდრომო სახმელეთო მოძრაობის რუკის დანიშნულება
სააეროდრომო სახმელეთო მოძრაობის რუკაზე მოცემული ინფორმაცია ეხმარება საფრენოსნო ეკიპაჟს განახორციელოს საჰაერო ხომალდების სახმელეთო მოძრაობა სადგომისკენ ან სადგომიდან და საჰაერო ხომალდების სადგომზე დაყენება/განთავსება.
მუხლი 125🔗.
სააეროდრომო სახმელეთო მოძრაობის რუკის ხელმისაწვდომობა
სააეროდრომო სახმელეთო მოძრაობის რუკა უნდა წარედგინოს, თუ დიდი რაოდენობით ინფორმაციის გამო აეროდრომის/ვერტოდრომის რუკაზე შეუძლებელია საკმარისად გარკვევით მიეთითოს საჭირო დეტალური მონაცემები საჰაერო ხომალდების სახმელეთო მოძრაობისთვის სამიმოსვლო ბილიკებით სადგომისკენ ან სადგომიდან.
მუხლი 126🔗.
სააეროდრომო სახმელეთო მოძრაობის რუკის კარტოგრაფირების რაიონი/არეალი და მასშტაბი
1. კარტოგრაფირების არეალი და მასშტაბი უზრუნველყოფს ამ წესის 129-ე მუხლში ჩამოთვლილი ყველა ელემენტის გარკვევით ასახვას.
2. სააეროდრომო სახმელეთო მოძრაობის რუკაზე უნდა მიეთითოს ხაზოვანი მასშტაბი.
მუხლი 127🔗.
სააეროდრომო სახმელეთო მოძრაობის რუკაზე გეოგრაფიული დასახელების აღნიშვნა
სააეროდრომო სახმელეთო მოძრაობის რუკაზე მიეთითება ქალაქის ან დასახლებული პუნქტის დასახელება, რომელსაც ემსახურება აეროდრომი და ამ აეროდრომის დასახელება.
მუხლი 128🔗.
სააეროდრომო სახმელეთო მოძრაობის რუკაზე მაგნიტური დახრილობის აღნიშვნა
სააეროდრომო სახმელეთო მოძრაობის რუკაზე აღინიშნება გეოგრაფიული ჩრდილოეთის ისარი და უნდა მიეთითოს მაგნიტური დახრილობა უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით და მისი წლიური ცვლილება.
შენიშვნა: არ არის აუცილებელი აღნიშნული რუკის ორიენტირება გეოგრაფიულ ჩრდილოეთზე.
მუხლი 129🔗.
სააეროდრომო სახმელეთო მოძრაობის რუკის მონაცემები
სააეროდრომო სახმელეთო მოძრაობის რუკაზე, აეროდრომის/ვერტოდრომის რუკაზე მოცემული ინფორმაციის ანალოგიურად, მიეთითება ინფორმაცია გამოსახული არეს შესახებ, მათ შორის:
ა) ბაქნის შემაღლება, უახლოეს მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით;
ბ) ბაქნები, საჰაერო ხომალდების სადგომებით და შესაბამის შემთხვევებში, მზიდი შესაძლებლობა ან შეზღუდვები საჰაერო ხომალდების ტიპების მიხედვით, შუქსასიგნალო საშუალებები, მარკირება და ვიზუალური დამიზნების და მართვის სხვა საშუალებები, მათ შორის სადგომზე ვიზუალური დაყენების სისტემის ტიპი და ადგილმდებარეობა;
გ) სადგომის გეოგრაფიული კოორდინატები გრადუსებში, წუთებში, წამებსა და მეასედ წამებში;
დ) სამიმოსვლო ბილიკები, აღნიშვნებითა და სიგანის მითითებით უახლოეს მეტრამდე სიზუსტით, მზიდი შესაძლებლობის ან, აუცილებლობისას, შეზღუდვების მითითებით საჰაერო ხომალდების ტიპების მიხედვით, შუქსასიგნალო საშუალებები, მარკირება, მათ შორის ადზ-თან მოცდის ადგილი, მოცდის შუალედური ადგილები, თუ დაწესებულია და „სტოპ“ ხაზის სანათები და ვიზუალური დამიზნების და მართვის სხვა საშუალებები;
ე) სახიფათო მონაკვეთის ადგილმდებარეობა, დამატებითი ინფორმაციის სათანადო დატანით, თუ დადგენილია ასეთი უბნები.
შენიშვნა: სახიფათო მონაკვეთის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეიძლება მოცემული იყოს ცხრილის სახით, რუკის წინა ან უკანა მხარეს.
ვ) საჰაერო ხომალდების მიმოსვლის სტანდარტული მარშრუტები აღნიშვნებითა, თუ დაწესებულია;
ზ) სბ-ს შესაბამისი ღერძულა ხაზის გეოგრაფიული კოორდინატები გრადუსებში, წუთებში, წამებსა და მეასედ წამებში;
თ) საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების საზღვრები;
ი) კავშირგაბმულობის შესაბამისი საშუალებები, არხების და, აუცილებლობისას, დაერთების მისამართების მითითებით;
კ) დაბრკოლებები, მიმოსვლისთვის;
ლ) საჰაერო ხომალდების მომსახურების მოედნები და საექსპლუატაციო მიზნებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობები;
მ) VОR-ის შემოწმების პუნქტი და აღნიშნული საშუალების რადიოსიხშირე;
ნ) გარკვევით აღინიშნება გამოსახატავი სამუშაო მოედნის ნებისმიერი უბანი, რომელიც მუდმივად გამოუსადეგარია საჰაერო ხომალდების მიერ გამოსაყენებლად.
თავი XVI
საჰაერო ხომალდის სადგომის/სადგომზე დაყენების რუკა
მუხლი 130🔗.
საჰაერო ხომალდის სადგომის/სადგომზე დაყენების რუკის დანიშნულება
საჰაერო ხომალდების სადგომების/სადგომებზე დაყენების რუკაზე მოცემული ინფორმაცია ეხმარება საფრენოსნო ეკიპაჟს განახორციელოს საჰაერო ხომალდების სახმელეთო მოძრაობა სამიმოსვლო ბილიკებიდან სადგომებისკენ და უკან და მათი განთავსება/დაყენება სადგომებზე.
მუხლი 131🔗.
საჰაერო ხომალდის სადგომის/სადგომზე დაყენების რუკის ხელმისაწვდომობა
საჰაერო ხომალდის სადგომის/ სადგომზე დაყენების რუკა უნდა წარედგინოს, თუ სააეროდრომო საშუალებების რთული სისტემების გამო, აღნიშნული ინფორმაცია შეუძლებელია გარკვევით მიეთითოს აეროდრომის/ვერტოდრომის რუკაზე ან სააეროდრომო სახმელეთო მოძრაობის რუკაზე.
მუხლი 132🔗.
საჰაერო ხომალდის სადგომის/სადგომზე დაყენების რუკის კარტოგრაფირების რაიონი/არეალი და მასშტაბი
1. კარტოგრაფირების არეალი და მასშტაბი უზრუნველყოფს ამ წესის 135-ე მუხლში მითითებული ყველა ელემენტის გარკვევით ასახვას.
2. საჰაერო ხომალდის სადგომის/სადგომზე დაყენების რუკაზე უნდა მიეთითოს ხაზოვანი მასშტაბი.
მუხლი 133🔗.
საჰაერო ხომალდის სადგომის/სადგომზე დაყენების რუკაზე გაოგრაფიული დასახელების აღნიშვნა
საჰაერო ხომალდების სადგომების/სადგომებზე დაყენების რუკაზე მიეთითება ქალაქის ან დასახლებული პუნქტის დასახელება, რომელსაც ემსახურება აეროდრომი და ამ აეროდრომის დასახელება.
მუხლი 134🔗.
საჰაერო ხომალდის სადგომის/სადგომზე დაყენების რუკაზე მაგნიტური დახრილობის აღნიშვნა
საჰაერო ხომალდების სადგომების/სადგომებზე დაყენების რუკაზე აღინიშნება გეოგრაფიული ჩრდილოეთის ისარი და უნდა მიეთითოს მაგნიტური დახრილობა უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით და მისი წლიური ცვლილება.
შენიშვნა: არ არის აუცილებელი აღნიშნული რუკის ორიენტირება გეოგრაფიულ ჩრდილოეთზე.
მუხლი 135🔗.
საჰაერო ხომალდის სადგომის/სადგომზე დაყენების რუკის მონაცემები
საჰაერო ხომალდების სადგომების/სადგომებზე დაყენების რუკაზე, აეროდრომის/ვერტოდრომის რუკაზე და სახმელეთო სააეროდრომო მოძრაობის რუკაზე მოცემული ინფორმაციის ანალოგიურად, მიეთითება ინფორმაცია რუკაზე გამოსახული არეს შესახებ, მათ შორის:
ა) ბაქნის შემაღლება, უახლოეს მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით;
ბ) ბაქნები საჰაერო ხომალდების სადგომებით და, შესაბამის შემთხვევებში, მზიდი შესაძლებლობა ან შეზღუდვები საჰაერო ხომალდების ტიპების მიხედვით, შუქსასიგნალო საშუალებები, მარკირება და ვიზუალური დამიზნების და მართვის სხვა საშუალებები, მათ შორის სადგომზე ვიზუალური დაყენების სისტემის ადგილმდებარეობა და ტიპი;
გ) სადგომების გეოგრაფიული კოორდინატები გრადუსებში, წუთებში, წამებსა და მეასედ წამებში;
დ) სამიმოსვლო ბილიკებზე შესასვლელები აღნიშვნებით, მათ შორის, ადზ-თან მოცდის ადგილები და, თუ დადგენილია, მოცდის შუალედური ადგილები, ასევე „სტოპ“ ხაზის სანათები;
ე) სახიფათო მონაკვეთის ადგილმდებარეობა, დამატებითი ინფორმაციის სათანადო დატანით, თუ დადგენილია ასეთი უბნები;
შენიშვნა: დამატებითი ინფორმაცია სახიფათო მონაკვეთის შესახებ შეიძლება მოცემული იყოს ცხრილის სახით რუკის წინა ან უკანა მხარეს.
ვ) შესაბამისი სბ-ს ღერძულა ხაზის გეოგრაფიული კოორდინატები გრადუსებში, წუთებში, წამებსა და მეასედ წამებში;
ზ) საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების საზღვრები;
თ) კავშირის შესაბამისი საშუალებები, არხების მითითებით და, აუცილებლობისას, დაერთების მისამართებით;
ი) დაბრკოლებები მიმოსვლისთვის;
კ) საჰაერო ხომალდების მომსახურების მოედნები და აღჭურვილობები, რომელიც განკუთვნილია საექსპლუატაციო მიზნებისთვის;
ლ) VОR-ის შემოწმების პუნქტი და აღნიშნული საშუალების რადიოსიხშირე;
მ) გარკვევით აღინიშნება გამოსახატავი სამუშაო მოედნის ნებისმიერი ნაწილი, რომელიც მუდმივად გამოუსადეგარია საჰაერო ხომალდების მიერ გამოსაყენებლად.
თავი XVII
მსოფლიო საავიაციო რუკა, მასშტაბით 1:1 000 000
მუხლი 136🔗.
მსოფლიო საავიაციო რუკის დანიშნულება
ვიზუალური საჰაერო ნავიგაციის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით გამოიცემა მსოფლიო საავიაციო რუკა.
შენიშვნა: აღნიშნული რუკა შეიძლება ასევე გამოყენებული იყოს, როგორც:
ა) ძირითადი საავიაციო რუკა:
ა.ა) იმ შემთხვევაში, როდესაც განსაკუთრებულად სპეციალიზებული რუკები არ შეიცავს ყველა საჭირო მონაცემს ვიზუალური ორიენტირებისთვის;
ა.ბ) დედამიწის ზედაპირის სრულად გამოსახვის მიზნით უცვლელ მასშტაბში, პლანიმეტრიული მონაცემების ერთგვაროვანი გამოსახვით.
ა.გ) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციაში საჭირო სხვა რუკების მომზადებისას;
ბ) გაფრენისწინა დაგეგმვის რუკა.
მუხლი 137🔗.
მსოფლიო საავიაციო რუკის ხელმისაწვდომობა
1. მსოფლიო საავიაციო რუკა მასშტაბით 1:1 000 000, წარედგინება ამ წესის მე-6 დანართით მითითებულ ყველა რაიონს.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, როდესაც საექსპლუატაციო ან კარტოგრაფიული თვალსაზრისით ცხადია, რომ საექსპლუატაციო მოთხოვნების დაცვა შესაძლებელია 1:500 000 ან უფრო წვრილმასშტაბიანი საავიაციო რუკით, ამ რუკებიდან თითოეული შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ძირითადი რუკა, მასშტაბით 1:1 000 000.
2. მიწის ზედაპირის ყველა რაიონის სრულად გამოსახვის მიზნით და 1:1 000 000 მასშტაბის რუკების კოორდინირებული სერიის თანმიმდევრობითი შეცვლა სხვა მასშტაბით უნდა განხორციელდეს რეგიონული შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 138🔗.
მსოფლიო საავიაციო საავიაციო რუკის მასშტაბი
1. მსოფლიო საავიაციო რუკის ჩარჩოში მიეთითება ხაზოვანი მასშტაბი კილომეტრებსა და საზ. მილებში, შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) კილომეტრები;
ბ) საზღვაო მილები.
ამასთან, მათი ნულოვანი მნიშვნელობა უნდა განთავსდეს ერთ ვერტიკალურ ხაზზე.
2. ხაზოვანი მასშტაბის სიგრძე უნდა იყოს, სულ მცირე, 200 კმ-ს (110 საზ. მილის) შესაბამისი.
3. საზომი ერთეულების გადაყვანის ცხრილი (მეტრი/ფუტი) მოცემულია რუკის ჩარჩოში.
მუხლი 139🔗.
მსოფლიო საავიაციო რუკის ფორმატი
1. მსოფლიო საავიაციო რუკის დასახელება და ჩარჩოს მიღმა ჩანართები მოცემული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.
2. მოსაზღვრე ფურცლების ნომენკლატურის და საზომი ერთეულების შესახებ მონაცემები, შემაღლების გამოსახატავად, უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ კარგად ჩანდეს რუკის დაკეცილ ფურცელზე.
3. რუკა უნდა დაიკეცოს შემდეგნაირად, გადაიკეცოს რუკა მთავარ ღერძზე, დაახლოებით საშუალო პარალელზე, პირისახით გარეთ, რუკის ქვედა ნახევარის პირისახის ზემოთ განთავსებით. დაიკეცოს იგი შიგნით მერიდიანზე და ორივე ნახევარი დაიკეცოს გარმონისებურად.
4. ფურცლის ჩარჩოები, შეძლებისდაგვარად, უნდა შეესაბამებოდეს რუკის ჩარჩოების სტანდარტულ განლაგებას, რომელიც მოცემულია ამ წესის მე-6 დანართში.
შენიშვნა 1: განსაკუთრებულ შემთხვევებში, გამოსახული რაიონის ფურცლის ჩარჩოები შეიძლება არ შეესაბამებოდეს მითითებულ ჩარჩოებს.
შენიშვნა 2: შესაძლებელია 1:1000 0000 მასშტაბის რუკის და მსოფლიო საერთაშორისო რუკის შესაბამისი ფურცლისთვის საერთო ჩარჩოში მოქცევა , თუ დაცული იქნება სააერნაოსნო მოთხოვნები.
5. მსოფლიო საავიაციო რუკაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამოსახული რაიონის გადაფარვა, მისი გაგრძელებით ფურცლის ზედა და მარჯვენა მხარეს რუკის ფურცლის ჩარჩოს ფარგლებს მიღმა. გადაფარვის ზოლებზე უნდა გამოისახოს ყველა სააერნაოსნო, ტოპოგრაფიული და გეოგრაფიული მონაცემები, ასევე ინფორმაცია ხელოვნური ნაგებობების შესახებ. გადაფარვის ზოლებმა, შეძლებისდაგვარად უნდა მოიცვას 28 კმ-მდე (15 საზ. მილამდე) მონაკვეთი და ნებისმიერ შემთხვევაში მოიცვას უბანი ყოველი რუკის შემზღუდავი პარალელებისა და მერიდიანებიდან მის შიდა ჩარჩომდე.
მუხლი 140🔗.
მსოფლიო საავიაციო რუკის პროექცია
1. მსოფლიო საავიაციო რუკაზე გამოიყენება შემდეგი პროექციები:
ა) ეკვატორსა და 80°-იან განედს შორის: ლამბერტის კონფორმული კონუსური პროექცია, ცალკეული ზოლების სახით, რუკის თითოეული გრძედის სვეტისთვის. სტანდარტული პარალელები ყოველ 4° -იან ზოლში განთავსდება ჩრდილო პარალელიდან 40′-ით სამხერთით და სამხრეთ პარალელიდან 40′-ით ჩრდილოეთით;
ბ) 80°-დან 90°-მდე განედებს შორის: პოლარული სტერეოგრაფიული პროექცია, ლამბერტის კონფორმული კონუსური პროექციის მასშტაბის შესაბამისად 80°-იან განედზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ჩრდილო ნახევარსფეროში ლამბერტის კონფორმული კონუსური პროექცია შეიძლება გამოყენებული იყოს 80°-დან 84°-მდე განედებზე, ხოლო 84°-დან 90°-მდე განედებზე – პოლარული სტერეომეტრული პროექცია, რომლის მასშტაბი შესაბამისი იქნება ჩრდილო განედის 84°-იან პარალელის მასშტაბის.
2. კარტოგრაფიული ბადის გრადუირება ხორციელდება შემდეგნაირად:
ა) პარალელები:
ა.ა) განედი/მანძილი პარალელებს შორის/პარალელების გრადუირება 0–72º/30′/1′, 72–84º/30′/5′, 89–90º/30′/1º, 84–89º/30′/5º (მხოლოდ 720-დან 890-მდე პარალელებზე);
ბ) მერიდიანები:
ბ.ა) განედი/მანძილი მერიდიანებს შორის/მერიდიანების გრადუირება 0–52º/30′/1′, 52–72º/30′/1′ (მხოლოდ ლუწ მერიდიანებზე), 72–84º/1º/1′, 84–89º/5º/1′, 89–90º/15º/1′ (მხოლოდ ყოველ მეოთხე მერიდიანზე).
3. გრადუირების ნიშნები 1′ და 5′ ინტერვალით მიმართულია გრინვიჩის მერიდიანის და ეკვატორის საწინააღმდეგო მხარეს. გრადუირების ნიშნები 10′ ინტერვალით დაიტანება კარტოგრაფიული ბადის ორივე მხარეს.
4. 1′-იანი ინტერვალის შემთხვევაში გრადუირების ნიშნების სიგრძე უნდა იყოს დაახლოებით 1.3 მმ-ის (0,05 დუიმის) ტოლი, 5′-იანი ინტერვალის – 2 მმ-ის (0.08 დუიმის) და 10′-იანი ინტერვალის – 2 მმ-ის (0.08 დუიმის) ტოლი, კარტოგრაფიული ბადის ორივე მხარეს.
5. ყველა გამოსახული მერიდიანი და პარალელი ინომრება რუკის ჩარჩოს შიგნით. გარდა ამისა, ყოველი პარალელი ინომრება რუკის ველში ისე, რომ ადვილი შესამჩნევი იყოს დაკეცილ რუკაზე.
შენიშვნა: მერიდიანების დანომვრა შეიძლება განხორციელდეს რუკის ველში.
6. რუკის ჩარჩოში მიეთითება პროექციის დასახელება და ძირითადი პარამეტრები.
მუხლი 141🔗.
მსოფლიო საავიაციო რუკის აღნიშვნები
მსოფლიო საავიაციო რუკის ნომენკლატურა შეესაბამება ამ წესის მე-6 დანართით განსაზღვრულ ინფორმაციას.
შენიშვნა: რუკაზე ასევე შეიძლება მიეთითოს მსოფლიო საერთაშორისო რუკის შესაბამისი ფურცლების ნომენკლატურა (IМW).
მუხლი 142🔗.
მსოფლიო საავიაციო რუკის ტექნოგენური გარემო და ტოპოგრაფია
1. ქალაქების, დასახლებების და სოფლების შერჩევა რუკაზე აღსანიშნავად, დამოკიდებულია მათ შედარებით მნიშვნელოვნებაზე ვიზუალური აერნაოსნობისთვის.
2. ქალაქები და დასახლებები უნდა აღინიშნოს მათი განაშენიანების რაიონის საზღვრების მიხედვით და არა დადგენილი საქალაქო საზღვრების მიხედვით.
3. რუკაზე აღინიშნება ყველა სარკინიგზო ხაზი, რომელიც წარმოადგენს დამახასიათებელ სახმელეთო ორიენტირს.
შენიშვნა 1: მჭიდრო სარკინიგზო ქსელის მქონე რაიონებში ზოგიერთი მათგანი შეიძლება არ აღინიშნოს რუკაზე, რუკის წაკითხვის გაიოლების ინტერესებიდან გამომდინარე.
შენიშვნა 2: თუ არის ადგილი, შეიძლება მიეთითოს სარკინიგზო ხაზის დასახელება.
4. რუკაზე უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი გვირაბები.
შენიშვნა: აუცილებლობისას შეიძლება განმარტებითი ჩანაწერის გაკეთება.
5. საგზაო ქსელი რუკაზე აღინიშნება საკმაოდ დაწვრილებით, რათა ჰაერიდან შესამჩნევი იყოს მათი განლაგების არსებითი თავისებურებები.
6. განაშენიანების რაიონებში არ უნდა აღინიშნოს გზები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაძლოა მათი შემჩნევა ჰაერიდან, როგორც დამახასიათებელი ორიენტირის.
შენიშვნა: რუკაზე შეიძლება მიეთითოს მნიშვნელოვანი გზატკეცილის ნომერი ან დასახელება.
7. რუკაზე უნდა აღინიშნოს ბუნებრივი და ხელოვნური სახმელეთო ორიენტირები, მაგალითად ხიდები, მსხვილი ელექტროგადამცემი ხაზები, სტაციონარული ფუნიკულიორები, ქარის ტურბინები, მთამადნეულის ნაგებობები, ფორტები, ნანგრევები, ჯებირები, მილსადენები, კლდეები, ციცაბო ფერდობები, ქვიშის დიუნები, ცალკე მდგომი შუქურები და მცურავი შუქურები, როდესაც ისინი წარმოადგენენ მნიშვნელოვან ორიენტირებს ვიზუალური აერნაოსნობისთვის.
შენიშვნა: სახმელეთო ორიენტირებს შეიძლება თან ახლდეს განმარტებითი წარწერა.
8. რუკაზე აღინიშნება სახელმწიფო საზღვრები. გაუმიჯნავ და დაუდგენელ საზღვრებს თან ახლავს განმარტება.
9. რუკაზე, მასშტაბის შესაბამისად, დაიტანება ჰიდროგრაფიული ელემენტები, მათ შორის სანაპირო ხაზები, ტბები, მდინარეები და ნაკადულები (მათ შორის - დამშრალი), მარილიანი ტბები, მყინვარები და ყინულოვანი საფარი.
10. წყლის დიდი სივრცეები უნდა შეფერადდეს ძალიან ნათელი ტონით.
შენიშვნა: სანაპირო ხაზები შეიძლება გამოიყოს შედარებით მუქი ტონის წვრილი ზოლით.
11. რიფები და წყალმარჩხი ადგილები, მათ შორის წყალქვეშა კლდოვანი სანაპირო ფერდობები, ცალკეული კლდეები, ქვიშიანი, კენჭიანი, ქვიანი და სხვა მსგავსი უბნები უნდა აღინიშნოს პირობითი ნიშნებით, თუ მათ არსებითი მნიშვნელობა გააჩნიათ აღნიშნული არეს დასახასიათებლად.
შენიშვნა: კლდეთა ჯგუფი შეიძლება აღინიშნოს კლდის დამახასიათებელი რამდენიმე პირობითი ნიშნით, შესაბამისი რაიონის ფარგლებში.
12. რუკაზე დაიტანება ჰორიზონტალები. იზოხაზების ინტერვალების შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს რელიეფის გარკვევით გამოსახვა სააერნაოსნო მოთხოვნების გათვალისწინებით.
13. რუკაზე მიეთითება იზოხაზების სიდიდეები.
14. ტონალური ჰიფსომეტრის გამოყენებისას, რუკაზე მოიცემა სიმაღლეების ტონალური ჰიფსომეტრიული სკალა.
15. ჩარჩოში მიეთითება რუკაზე გამოყენებული სიმაღლეების ტონალური ჰიფსომეტრიული სკალა.
16. ცალკეული კრიტიკული წერტილები აღინიშნება მაღლივი ნიშნულებით. შერჩეული შემაღლებები ყოველთვის წარმოადგენენ უდიდესს გარემომცველი ტერიტორიის ფარგლებში და, როგორც წესი, მიეკუთვნება პიკის, ქედის და ა.შ. უმაღლეს მწვერვალს. რუკაზე ასევე აღინიშნება შემაღლებები ხეობებში და ტბების ზედაპირების დონეები, რომლებსაც გააჩნიათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ვიზუალური აერნაოსნობისთვის. ყოველი ცალკეული შემაღლების ადგილმდებარეობა აღინიშნება წერტილით.
17. ჩარჩოში მიეთითება რუკის უმაღლესი წერტილის შემაღლება (მეტრებში ან ფუტებში) და მისი გეოგრაფიული კოორდინატები, 5′-მდე სიზუსტით.
18. რუკის ნებისმიერი ფურცლის უმაღლესი წერტილის მაღლივი ნიშნული თავისუფალი უნდა იყოს ჰიფსომეტრიული შეფერილობისგან.
19. რაიონები, სადაც არ განხორციელებულა რელიეფის გადაღება, უნდა აღინიშნოს წარწერით „მონაცემები რელიეფის შესახებ არასრულია“.
20. რუკებს, რომელზეც მაღლივი ნიშნულები დაუზუსტებელია, თან ახლავს გამაფრთხილებელი წარწერა, რომელიც გარკვევით მიეთითება რუკის ველზე და იბეჭდება იმავე ფერით, რომელიც გამოიყენება სააერნაოსნო ინფორმაციის დატანისას, მაგ.: „ყურადღება. ამ რუკაზე ინფორმაცია რელიეფის შესახებ არასაკმარისად ზუსტია, სიფრთხილით ისარგებლეთ მონაცემებით შემაღლებების შესახებ“.
21. ხრამები უნდა აღინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოადგენენ შესამჩნევ ორიენტირებს ტერიტორიაზე ან როდესაც ცნობები ხელოვნური ნაგებობების შესახებ საკმაოდ მწირია.
22. რუკაზე უნდა აღინიშნოს ტყის მასივები.
23. აღნიშვნის შემთხვევაში, ტყის აღმოცენების დაახლოებითი ჩრდილო და სამხრეთ საზღვრები გამოისახება შავი შტრიხხაზით და შესაბამისი განმარტებით.
24. ჩარჩოში მიეთითება ტოპოგრაფიულ საფუძველზე დატანილი ბოლო ინფორმაციის თარიღი.
მუხლი 143🔗.
მსოფლიო საავიაციო რუკაზე მაგნიტური დახრილობის აღნიშვნა
მსოფლიო საავიაციო რუკაზე მიეთითება იზოგონები და ჩარჩოში მიეთითება იზოგონების შესახებ ინფორმაციის თარიღი.
მუხლი 144🔗.
მსოფლიო საავიაციო რუკაზე ჰაერსანაოსნო მონაცემების აღნიშვნა
1. მსოფლიო საავიაციო რუკაზე დაიტანება მინიმალურად აუცილებელი სააერნაოსნო მონაცემები, ვიზუალური ფრენებისთვის რუკის გამოყენების შესაბამისად და განახლების პერიოდულობის გათვალისწინებით.
2. აეროდრომები, ჰიდროაეროდრომები, ვერტოდრომები და მათი დასახელება მიეთითება იმ მოცულობით, რომ არ გადაიტვირთოს რუკა. ამასთან, აღნიშვნისას უპირატესობა ენიჭება სააერნაოსნო თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანს.
3. რუკაზე გამოისახება აეროდრომის შემაღლება, მისი შუქსასიგნალო სისტემა, ადზ-ს ზედაპირის ტიპი და ყველაზე გრძელი ადზ-ს ან აეროდრომის საფრენი ზოლის სიგრძე ყოველი აეროდრომისთვის, ამ წესის მე-2 დანართში (რუკების პირობითი ნიშნები) მოცემული ინფორმაციის შესაბამისად, იმ პირობით, რომ ეს მონაცემები არ გამოიწვევს აღნიშნული რუკის გადატვირთვას.
4. რუკაზე გამოისახება და აღინიშნება „დახურული“ აეროდრომები, რომლებიც ჰაერიდან კვლავინდებურად შეიძლება მიჩნეული იყოს აეროდრომად.
5. რუკაზე მიეთითება დაბრკოლებები.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც ვიზუალური ფრენებისთვის ეს მნიშვნელოვანია, უნდა მიეთითოს მსხვილი ელექტროგადამცემი ხაზები, სტაციონარული საბაგირო გზები და ქარის ტურბინები, რომლებიც წარმოადგენენ დაბრკოლებას.
7. რუკაზე მიეთითება აკრძალული, ფრენებისთვის შეზღუდული და სახიფათო არეები.
8. რუკაზე მიეთითება საჰაერო მოძრაობის მომსახურების მნიშვნელოვანი ელემენტები, მათ შორის, სადაც ეს შესაძლებელია, სამეთვალყურეო არე, სააეროდრომო მოძრაობის არე, სამეთვალყურეო რაიონი, საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი და საჰაერო სივრცის სხვა სახეები, სადაც ფრენა ხორციელდება ვიზუალური ფრენის წესებით და ამასთან, მიეთითება საჰაერო სივრცის შესაბამისი კლასი.
9. საჰაერო თავდაცვის ამოსაცნობი არე (ADIZ) დაიტანება და სათანადოდ აღინიშნება იქ, სადაც ეს აუცილებელია.
შენიშვნა: საჰაერო თავდაცვის ამოსაცნობი არეს (ADIZ) პროცედურების აღწერა შეიძლება შევიდეს რუკის პირობით აღნიშვნებში.
10. რუკაზე მიეთითება სანავიგაციო საშუალება, რომელიც აღინიშნება შესაბამისი პირობითი ნიშნით და მიეთითება მისი დასახელება, სიხშირის, კოდირების ინდექსის, სამუშაო საათების და სხვა მახასიათებლების მითითების გარეშე, თუკი რუკაზე დატანილი მთლიანი ან ნაწილობრივი ინფორმაციის განახლება არ ხორციელდება ახალი რუკის გამოცემის გზით.
11. რუკაზე აღინიშნება სახმელეთო სააერნაოსნო სანათები, მათი მახასიათებლების ან აღნიშვნების ან ორივეს მითითებით.
12. რუკაზე აღინიშნება საზღვაო სანათები, სანაპირო ხაზზე ან ცალკეულ ობიექტებზე, არანაკლებ 28 კმ (15 საზ. მილი) ხილვადობის სიშორით, თუ:
ა) ისინი არანაკლებ შესამჩნევია, ვიდრე უფრო მძლავრი საზღვაო სანათები ამ რაიონში;
ბ) მათი გარჩევა ადვილია განსხვავებული ტიპის სხვა საზღვაო სანათებისგან, სანაპირო განაშენიანების რაიონის სიახლოვეს;
გ) წარმოადგენენ განათების ერთადერთ საშუალებას.
თავი XVIII
საავიაციო რუკა მასშტაბით 1:500 000
მუხლი 145🔗.
საავიაციო რუკის მასშტაბით 1:500 000 დანიშნულება
საავიაციო რუკა მასშტაბით 1:500 000 მოიცავს საჭირო ინფორმაციას, ვიზუალური აერნაოსნობის მოთხოვნების დასაცავად, დაბალი სიჩქარით ფრენისას, მოკლე ან საშუალო მანძილებზე, დაბალ და საშუალო სიმაღლეებზე.
შენიშვნა 1: აღნიშნული რუკა შეიძლება ასევე გამოყენებულ იყოს:
ა) როგორც ძირითადი საავიაციო რუკა;
ბ) საფრენოსნო-საშტურმანო შემადგენლობის ზოგადი მომზადებისთვის;
გ) როგორც განსაკუთრებულად სპეციალიზებული რუკების დამატება, რომელიც არ მოიცავს არსებით ვიზუალურ ინფორმაციას;
დ) ფრენების დასაგეგმად.
შენიშვნა 2: იგულისხმება, რომ ეს რუკები შემუშავდება სახმელეთო რაიონებისთვის, სადაც ასეთი მასშტაბის რუკები საჭიროა უშუალოდ სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ვიზუალური ფრენებისთვის ან წარმოადგენენ აერნაოსნობის უზრუნველყოფის სხვა საშუალების დამატებას.
მუხლი 146🔗.
საავიაციო რუკის მასშტაბით 1:500 000 ხელმისაწვდომობა
საავიაციო რუკა მასშტაბით 1:500 000 წარედგინება ამ წესის მე-6 დანართით მითითებულ ყველა რაიონს.
შენიშვნა: ამ წესის 137-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ითვალისწინებს აღნიშნული მასშტაბის რუკების წარდგენას ნაცვლად მსოფლიო საავიაციო რუკისა, მასშტაბით 1:1 000 0000.
მუხლი 147🔗.
საავიაციო რუკის მასშტაბით 1:500 000 მასშტაბი
1. საავიაციო რუკის მასშტაბით 1:500 000 ჩარჩოში მიეთითება ხაზოვანი მასშტაბი კილომეტრებში და საზღვაო მილებში, შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) კილომეტრები;
ბ) საზღვაო მილები.
ამასთან, მათი ნულოვანი მნიშვნელობა უნდა განთავსდეს ერთ ვერტიკალურ ხაზზე.
2. ხაზოვანი მასშტაბის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 200 მმ (8 დუიმი).
3. საზომი ერთეულების გადაყვანის ცხრილი (მეტრი/ფუტი) მოცემულია რუკის ჩარჩოში.
მუხლი 148🔗.
საავიაციო რუკის მასშტაბით 1:500 000 ფორმატი
1. საავიაციო რუკის მასშტაბით 1:500 000 დასახელება და ჩარჩოს მიღმა განმარტება მოიცემა ინგლისურ ენაზე.
2. მოსაზღვრე ფურცლების ნომენკლატურის და საზომი ერთეულების შესახებ მონაცემები შემაღლების გამოსახატავად, უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ კარგად ჩანდეს რუკის დაკეცილ ფურცელზე.
3. რუკა უნდა დაიკეცოს შემდეგნაირად: გადაიკეცოს რუკა მთავარ ღერძზე, დაახლოებით საშუალო პარალელზე, პირისახით გარეთ, რუკის ქვედა ნახევარის პირისახის ზემოთ განთავსებით. დაიკეცოს შიგნით, მერიდიანზე და ორივე ნახევარი დაიკეცოს გარმონისებურად
4. ამ მასშტაბის რუკის ფურცლის ზომა, შეძლებისდაგვარად უნდა იყოს 1:1 000 000 მასშტაბის მსოფლიო საავიაციო რუკის ფურცლის 1/4. რუკის წინა და უკანა მხარეს უნდა განთავსდეს მოსაზღვრე ფურცლის ჩარჩოების განთავსების სტანდარტული სქემა, რომელიც ასახავს ურთიერთკავშირს რუკის ორ სერიას შორის.
შენიშვნა: ფურცლის ჩარჩოები შეიძლება იყოს სხვადასხვა, კონკრეტულ მოთხოვნებზე დამოკიდებულებით.
5. რუკაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამოსახული რაიონის გადაფარვა, მისი გაგრძელებით ფურცლის ზედა და მარჯვენა მხარეს რუკის ფურცლის ჩარჩოს ფარგლებს მიღმა. გადაფარვის ზოლებზე უნდა გამოისახოს ყველა სააერნაოსნო, ტოპოგრაფიული და გეოგრაფიული მონაცემები, ასევე ინფორმაცია ხელოვნური ნაგებობების შესახებ. გადაფარვის ზოლებმა, შეძლებისდაგვარად უნდა მოიცვას 15 კმ-მდე (8 საზ. მილამდე) მონაკვეთი და ნებისმიერ შემთხვევაში მოიცვას უბანი ყოველი რუკის შემზღუდავი პარალელებისა და მერიდიანებიდან მის შიდა ჩარჩომდე.
მუხლი 149🔗.
საავიაციო რუკის მასშტაბით 1:500 000 პროექცია
1. საავიაციო რუკაზე მასშტაბით 1:500 000 გამოიყენება კონფორმული (ტოლკუთხა) პროექცია.
2. გამოყენებული უნდა იყოს 1:1 000 000 მასშტაბის მსოფლიო საავიაციო რუკის პროექცია.
3. პარალელები დაიტანება 30′-იანი ინტერვალებით.
4. მერიდიანები, როგორც წესი, დაიტანება 30′-იანი ინტერვალით.
5. გრადუირების ნიშნები მთელი გრადუსის მნიშვნელობით, 1′-იანი ინტერვალით დაიტანება ყოველი მერიდიანის და პარალელის გასწვრივ და მიმართულია გრინვიჩის მერიდიანის და ეკვატორის საწინააღმდეგო მხარეს. გრადუირების ნიშნები 10′-იანი ინტერვალით დაიტანება კარტოგრაფიული ბადის ორივე მხარეს.
6. 1′-იანი ინტერვალის შემთხვევაში გრადუირების ნიშნების სიგრძე უნდა იყოს დაახლოებით 1.3 მმ-ის (0,05 დუიმის) ტოლი, 5′-იანი ინტერვალის – 2 მმ-ის (0.08 დუიმის) და 10′-იანი ინტერვალის – 2 მმ-ის (0.08 დუიმის) ტოლი, კარტოგრაფიული ბადის ორივე მხარეს.
7. ყველა მერიდიანი და პარალელი ინომრება რუკის ჩარჩოს შიდა მხარეს.
8. ყოველი მერიდიანის და ყოველი პარალელის დანომვრა უნდა განხორციელდეს რუკის ველში, თუ ეს მონაცემები საჭიროა საექსპლუატაციო მიზნებისთვის.
9. საავიაციო რუკის ჩარჩოში მიეთითება პროექციის დასახელება და ძირითადი პარამეტრები.
მუხლი 150🔗.
საავიაციო რუკის მასშტაბით 1:500 000 აღნიშვნები, ტექნოგენური გარემო და ტოპოგრაფია
1. საავიაციო რუკის მასშტაბით 1:500 000 ყოველ ფურცელს გააჩნია დასახელება, რომელიც შეესაბამება ძირითადი დასახლებული პუნქტის ან დამახასიათებელი გეოგრაფიული ელემენტის სახელწოდებას, რომელიც გამოსახულია ფურცელზე.
2. იქ, სადაც ეს გათვალისწინებულია, რუკის ფურცელზე ასევე უნდა მიეთითოს 1:1 000 000 მასშტაბის შესაბამისი მსოფლიო საავიაციო რუკის ნომერი, შემდეგი ერთი ან რამდენიმე ასოს დამატებით, რომელიც აღნიშნავს კვადრატს ან კვადრატებს:
ა) ჩრდილო-დასავლეთი – A;
ბ)ჩრდილო-აღმოსავლეთი – B;
გ) სამხრეთ-აღმოსავლეთი – C;
დ) სამხრეთ-დასავლეთი – D.
მუხლი 151🔗.
საავიაციო რუკის მასშტაბით 1:500 000 ტექნოგენური გარემო და ტოპოგრაფია
1. ქალაქების, დასახლებების და სოფლების შერჩევა რუკაზე აღსანიშნავად, დამოკიდებულია მათ შედარებით მნიშვნელოვნებაზე ვიზუალური აერნაოსნობისთვის.
2. ქალაქები და დასახლებები უნდა აღინიშნოს მათი განაშენიანების რაიონის საზღვრების მიხედვით და არა დადგენილი საქალაქო საზღვრების მიხედვით.
3. საავიაციო რუკაზე მასშტაბით 1:500 000 აღინიშნება ყველა სარკინიგზო ხაზი, რომელიც წარმოადგენს დამახასიათებელ სახმელეთო ორიენტირს.
შენიშვნა 1: მჭიდრო სარკინიგზო ქსელის მქონე რაიონებში ზოგიერთი მათგანი შეიძლება არ აღინიშნოს რუკაზე, რუკის წაკითხვის გაიოლების ინტერესებიდან გამომდინარე.
შენიშვნა 2: შეიძლება მიეთითოს სარკინიგზო ხაზის დასახელება.
შენიშვნა 3: შესაძლოა რკინიგზის სადგურების აღნიშვნა.
4. რუკაზე აღინიშნება გვირაბები, თუ ისინი წარმოადგენენ სახასიათო სახმელეთო ორიენტირებს.
შენიშვნა: აუცილებლობის შემთხვევაში, ამ ელემენტის გამოსაყოფად, შეიძლება დაემატოს განმარტებითი ჩანაწერი.
5. საგზაო ქსელი რუკაზე აღინიშნება საკმაოდ დაწვრილებით, რათა ჰაერიდან შესამჩნევი იყოს მათი განლაგების არსებითი თავისებურებები.
შენიშვნა: რუკაზე შეიძლება აღინიშნოს მშენებარე გზები.
6. განაშენიანების რაიონებში არ უნდა აღინიშნოს გზები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაძლოა მათი შემჩნევა ჰაერიდან, როგორც სახასიათო ორიენტირისა.
შენიშვნა: რუკაზე შეიძლება მიეთითოს მნიშვნელოვანი გზატკეცილის ნომერი ან დასახელება.
7. რუკაზე უნდა აღინიშნოს ბუნებრივი და ხელოვნური სახმელეთო ორიენტირები, მაგალითად, ხიდები, მსხვილი ელექტროგადამცემი ხაზები, სტაციონალური ფუნიკულიორები, ქარის ტურბინები, მთამადნეულის ნაგებობები, ფორტები, ნანგრევები, ჯებირები, მილსადენები, კლდეები, ციცაბო ფერდობები, ქვიშის დიუნები, ცალკე მდგომი შუქურები და მცურავი შუქურები, როდესაც ისინი წარმოადგენენ მნიშვნელოვან ორიენტირებს ვიზუალური აერნაოსნობისთვის.
შენიშვნა: სახმელეთო ორიენტირებს შეიძლება თან ახლდეს განმარტებითი წარწერა.
8. რუკაზე აღინიშნება სახელმწიფო საზღვრები. გაუმიჯნავ და დაუდგენელ საზღვრებს თან უნდა ახლდეს განმარტებითი წარწერა.
შენიშვნა: რუკაზე შეიძლება აღინიშნოს სხვა საზღვრები.
9. რუკაზე, მისი მასშტაბის შესაბამისად დაიტანება ყველა ჰიდროგრაფიული ელემენტი, მათ შორის სანაპირო ხაზები, ტბები, მდინარეები და ნაკადულები (მათ შორის - დამშრალი), მარილიანი ტბები, მყინვარები და ყინულოვანი საფარი.
10. წყლის დიდი სივრცეები უნდა შეფერადდეს ძალიან ნათელი ტონით.
შენიშვნა: სანაპირო ხაზები შეიძლება გამოიყოს უფრო მუქი ტონის წვრილი ზოლით.
11. რიფები და წყალმარჩხი ადგილები, მათ შორის წყალქვეშა კლდოვანი სანაპირო ფერდობები, ცალკეული კლდეები, ქვიშიანი, კენჭიანი, ქვიანი და სხვა მსგავსი უბნები უნდა აღინიშნოს პირობითი ნიშნებით, თუ მათ გააჩნიათ არსებითი მნიშვნელობა აღნიშნული არეს დასახასიათებლად.
შენიშვნა: კლდეთა ჯგუფი შეიძლება აღინიშნოს კლდის დამახასიათებელი რამდენიმე პირობითი ნიშნით, შესაბამისი რაიონის ფარგლებში.
12. რუკაზე დაიტანება ჰორიზონტალები. იზოხაზების ინტერვალების შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს რელიეფის გარკვევით გამოსახვა სააერნაოსნო მოთხოვნების გათვალისწინებით.
13. რუკაზე მიეთითება იზოხაზების სიდიდეები.
14. ტონალური ჰიფსომეტრის გამოყენებისას, რუკაზე მოიცემა სიმაღლეების ტონალური ჰიფსომეტრიული სკალა.
15. ჩარჩოში მიეთითება რუკაზე გამოყენებული სიმაღლეების ტონალური ჰიფსომეტრიული სკალა.
16. ცალკეული კრიტიკული წერტილები აღინიშნება მაღლივი ნიშნულებით. შერჩეული შემაღლებები ყოველთვის წარმოადგენენ უდიდესს გარემომცველი ტერიტორიის ფარგლებში და, როგორც წესი, მიეკუთვნება პიკის, ქედის და ა.შ. უმაღლეს მწვერვალს. რუკაზე ასევე აღინიშნება შემაღლებები ხეობებში და ტბების ზედაპირების დონეები, რომლებსაც გააჩნიათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ვიზუალური აერნაოსნობისთვის. ყოველი ცალკეული შემაღლების ადგილმდებარეობა აღინიშნება წერტილით.
17. ჩარჩოში მიეთითება რუკის უმაღლესი წერტილის შემაღლება (მეტრებში ან ფუტებში) და მისი გეოგრაფიული კოორდინატები, 5′-მდე სიზუსტით.
18. რუკის ნებისმიერი ფურცლის უმაღლესი წერტილის მაღლივი ნიშნული თავისუფალი უნდა იყოს ჰიფსომეტრიული შეფერილობისგან.
19. რაიონები, სადაც არ განხორციელებულა რელიეფის გადაღება, უნდა აღინიშნოს წარწერით „მონაცემები რელიეფის შესახებ არასრულია“.
20. რუკებს, რომელზეც მაღლივი ნიშნულები დაუზუსტებელია, თან ახლავს გამაფრთხილებელი წარწერა, რომელიც გარკვევით მიეთითება რუკის ველზე და იბეჭდება იმავე ფერით, რომელიც გამოიყენება სააერნაოსნო ინფორმაციის დატანისას, მაგ.: „ყურადღება. ამ რუკაზე ინფორმაცია რელიეფის შესახებ არასაკმარისად ზუსტია, სიფრთხილით ისარგებლეთ მონაცემებით შემაღლებების შესახებ“.
21. ხრამები უნდა აღინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოადგენენ შესამჩნევ ორიენტირებს ტერიტორიაზე ან როდესაც ცნობები ხელოვნური ნაგებობების შესახებ საკმაოდ მწირია.
22. რუკაზე უნდა აღინიშნოს ტყის მასივები.
23. აღნიშვნის შემთხვევაში, ტყის აღმოცენების დაახლოებითი ჩრდილო და სამხრეთ საზღვრები გამოისახება შავი შტრიხ-ხაზით და შესაბამისი განმარტებით.
24. ჩარჩოში მიეთითება ტოპოგრაფიულ საფუძველზე დატანილი ბოლო ინფორმაციის თარიღი.
მუხლი 152🔗.
საავიაციო რუკაზე მასშტაბით 1:500 000 მაგნიტური დახრილობის აღნიშვნა
საავიაციო რუკაზე მასშტაბით 1:500 000 მიეთითება იზოგონები და ჩარჩოში მიეთითება იზოგონების შესახებ ინფორმაციის თარიღი.
მუხლი 153🔗.
საავიაციო რუკაზე მასშტაბით 1:500 000 ჰაერსანაოსნო მონაცემების აღნიშვნა
1. საავიაციო რუკაზე მასშტაბით 1:500 000 დაიტანება ჰაერსანაოსნო ინფორმაცია რუკის დანიშნულების შესაბამისად და განახლების პერიოდულობის გათვალისწინებით.
2. აეროდრომები/ვერტოდრომები და მათი დასახელება მიეთითება იმ მოცულობით, რომ არ გადაიტვირთოს რუკა. ამასთან, აღნიშვნისას უპირატესობა ენიჭება სააერნაოსნო თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანს.
3. საავიაციო რუკაზე მასშტაბით 1:500 000 გამოისახება აეროდრომის შემაღლება, მისი შუქსასიგნალო სისტემა, ადზ-ს ზედაპირის ტიპი და ყველაზე გრძელი ადზ-ს ან ჰიდროაეროდრომის საფრენის ზოლის სიგრძე, რომელიც მიეთითება შემოკლებული სახით ყოველი აეროდრომისთვის მე-2 დამატებით მითითებული მაგალითის შესაბამისად, იმ პირობით, რომ ეს მონაცემები არ გამოიწვევს აღნიშნული რუკის გადატვირთვას.
4. რუკაზე გამოისახება და აღინიშნება „„დახურული““ აეროდრომები, რომლებიც ჰაერიდან კვლავინდებურად შეიძლება მიჩნეული იყოს აეროდრომად.
5. რუკაზე მიეთითება დაბრკოლებები.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც ვიზუალური ფრენებისთვის ეს მნიშვნელოვანია, უნდა მიეთითოს მსხვილი ელექტროგადამცემი ხაზები, სტაციონალური საბაგირო გზები და ქარის ტურბინები, რომლებიც წარმოადგენენ დაბრკოლებას.
7. რუკაზე მიეთითება აკრძალული, ფრენებისთვის შეზღუდული და სახიფათო არეები.
8. საავიაციო რუკაზე მიეთითება საჰაერო მოძრაობის მომსახურების მნიშვნელოვანი ელემენტები, მათ შორის, სადაც ეს შესაძლებელია, სამეთვალყურეო არე, სააეროდრომო მოძრაობის არე, სამეთვალყურეო რაიონი, საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი და საჰაერო სივრცის სხვა სახეები, სადაც ფრენა ხორციელდება ვიზუალური ფრენის წესებით და ამასთან, მიეთითება საჰაერო სივრცის შესაბამისი კლასი.
9. საჰაერო თავდაცვის ამოსაცნობი არე (ADIZ) დაიტანება და სათანადოდ აღინიშნება იქ, სადაც ეს აუცილებელია.
შენიშვნა: საჰაერო თავდაცვის ამოსაცნობი არეს (ADIZ) პროცედურების აღწერა შეიძლება შევიდეს რუკის პირობით აღნიშვნებში.
10. რუკაზე მიეთითება სანავიგაციო საშუალება, რომელიც აღინიშნება შესაბამისი პირობითი ნიშნით და მიეთითება მისი დასახელება, სიხშირის, კოდირების ინდექსის, სამუშაო საათების და სხვა მახასიათებლების მითითების გარეშე, თუკი რუკაზე დატანილი მთლიანი ან ნაწილობრივი ინფორმაციის განახლება არ ხორციელდება ახალი რუკის გამოცემის გზით.
11. რუკაზე აღინიშნება სახმელეთო სააერნაოსნო სანათები, მათი მახასიათებლების ან აღნიშვნების ან ორივეს მითითებით.
12. რუკაზე აღინიშნება საზღვაო სანათები, სანაპირო ხაზზე ან ცალკეულ ობიექტებზე, არანაკლებ 28 კმ (15 საზ. მილი) ხილვადობის სიშორით, თუ
ა) ისინი არანაკლებ შესამჩნევია, ვიდრე უფრო მძლავრი საზღვაო სანათები ამ რაიონში;
ბ) მათი გარჩევა ადვილია განსხვავებული ტიპის სხვა საზღვაო სანათებისგან, სანაპირო განაშენიანების რაიონის სიახლოვეს;
გ) წარმოადგენენ განათების ერთადერთ საშუალებას.
თავი XIX
წვრილმასშტაბიანი საავიაციო რუკა
მუხლი 154🔗.
წვრილმასშტაბიანი საავიაციო რუკის დანიშნულება
წვრილმასშტაბიანი საავიაციო რუკა განკუთვნილია:
ა) დიდ მანძილზე მფრენი საჰაერო ხომალდების ეკიპაჟების მიერ გამოსაყენებლად, როგორც სააერნაოსნო საშუალება, დიდ სიმაღლეებზე ფრენისას;
ბ) გრძელ მარშრუტებზე ცალკეული საკონტროლო წერტილების აღსანიშნად, რომელიც აუცილებელია ადგილმდებარეობის ამოცნობის და ვიზუალური დადასტურების მიზნით, დიდ სიმაღლეებზე და დიდი სიჩქარით ფრენისას;
გ) მუდმივი ვიზუალური ორიენტირების უზრუნველსაყოფად შორ მანძილზე ფრენისას, რაიონის თავზე, სადაც არ არსებობს სანავიგაციო საშუალებები, ან რაიონის თავზე, სადაც მიზანშეწონილია ან აუცილებელია ვიზუალური ნაოსნობა.
დ) ეკიპაჟების უზრუნველსაყოფად საერთო დანიშნულების სერიის რუკებით, შორ მანძილებზე ფრენის დაგეგმვის და კურსის გაყვანის მიზნით.
მუხლი 155🔗.
წვრილმასშტაბიანი საავიაციო რუკის ხელმისაწვდომობა
წვრილმასშტაბიანი საავიაციო რუკა უნდა წარედგინოს ამ წესის მე-6 დანართით განსაზღვრულ ყველა რაიონს.
შენიშვნა: ამ წესის 137-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ითვალისწინებს აღნიშნული მასშტაბის რუკების წარდგენას ნაცვლად მსოფლიო საავიაციო რუკისა, მასშტაბით 1:1 000 0000.
მუხლი 156🔗.
წვრილმასშტაბიანი საავიაციო რუკის კარტოგრაფირების რაიონი/არეალი და მასშტაბი
1. წვრილმასშტაბიან საავიაციო რუკაზე, მინიმუმ, სრულად უნდა აღინიშნოს დედამიწის ძირითადი კონტინენტები.
შენიშვნა 1: ამ სერიის რუკის ფურცლის ჩარჩოების განლაგება მოცემულია სახელმძღვანელოში საავიაციო რუკების შესახებ (Dос 8697).
შენიშვნა 2: ფურცლის ზომა შეიძლება შეესაბამებოდეს საბეჭდი მანქანის მაქსიმალურ ზომას, რომელიც გააჩნია რუკის გამომცემ სააგენტოს.
2. წვრილმასშტაბიანი საავიაციო რუკის მასშტაბი შეირჩევა 1:2 000 000-დან 1:5 000 000-მდე საზღვრებში.
3. წვრილმასშტაბიანი საავიაციო რუკის დასახელებაში მიეთითება რიცხობრივი მასშტაბი, ნაცვლად სიტყვებისა „წვრილი მასშტაბი“.
4. რუკის ჩარჩოში მიეთითება ხაზოვანი მასშტაბი კილომეტრებსა და საზ. მილებში, შემდეგი თანმიმდევრობით, კილომეტრები, საზღვაო მილები, ამასთან, მათი ნულოვანი მნიშვნელობა უნდა განთავსდეს ერთ ვერტიკალურ ხაზზე.
5. ხაზოვანი მასშტაბის სიგრძე არ უნდა იყოს 200 მმ-ზე (8 დუიმზე) ნაკლები.
6. ჩარჩოში მიეთითება საზომი ერთეულების გადაყვანის ცხრილი (მეტრი/ფუტი).
მუხლი 157🔗.
წვრილმასშტაბიანი საავიაციო რუკის ფორმატი
1. წვრილმასშტაბიანი საავიაციო რუკის დასახელება და ჩარჩოს მიღმა განმარტება ინგლისურ ენაზე.
2. მოსაზღვრე ფურცლების ნომენკლატურის და საზომი ერთეულების შესახებ მონაცემები შემაღლების გამოსახატავად, უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ კარგად ჩანდეს რუკის დაკეცილ ფურცელზე.
შენიშვნა: არ არსებობს რუკის ფურცლების ნომენკლატურის საერთაშორისო სისტემა.
მუხლი 158🔗.
წვრილმასშტაბიანი საავიაციო რუკის პროექცია
1. წვრილმასშტაბიანი საავიაციო რუკაზე გამოიყენება კონფორმული (ტოლკუთხა) პროექცია.
2. ჩარჩოში მიეთითება პროექციის დასახელება და ძირითადი პარამეტრები.
3. პარალელები დაიტანება 10-იანი ინტერვალებით.
4. პარალელების გრადუირება ხორციელდება უმნიშვნელო ინტერვალებით, განედის და რუკის მასშტაბის შესაბამისად.
5. მერიდიანების დატანა ხდება განედის და რუკის მასშტაბის შესაბამისი ინტერვალებით.
6. მერიდიანის გრადუირება ხორციელდება არაუმეტეს 5′-იანი ინტერვალებით.
7. გრადუირების ნიშნების დატანა ხორციელდება გრინვიჩის მერიდიანის და ეკვატორის საწინააღმდეგო მხარეს.
8. ყველა გამოსახული მერიდიანი და პარალელი ინომრება რუკის ჩარჩოს გარეთ. გარდა ამისა, აუცილებლობისას, მერიდიანები და პარალელები ინომრება რუკის ველში ისე, რომ ადვილი შესამჩნევი იყოს დაკეცილ რუკაზე.
მუხლი 159🔗.
წვრილმასშტაბიანი საავიაციო რუკის ტექნოგენური გარემო და ტოპოგრაფია
1. წვრილმასშტაბიან საავიაციო რუკაზე აღნიშვნის მიზნით ქალაქები, დასახლებები და სოფლები შეირჩევა ვიზუალური აერნაოსნობისთვის მათი შედარებითი მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე.
2. დიდი ზომის ქალაქები და დასახლებები უნდა აღინიშნოს მათი განაშენიანების რაიონული საზღვრების მიხედვით და არა დადგენილი საქალაქო საზღვრების მიხედვით.
3. რუკაზე აღინიშნება ყველა სარკინიგზო ხაზი, რომლებიც წარმოადგენენ სახასიათო სახმელეთო ორიენტირებს.
შენიშვნა: რაიონებში, სადაც მჭიდრო სარკინიგზო ქსელია, ზოგიერთი მათგანი, რუკის წაკითხვის გაიოლების მიზნით, შეიძლება არ აღინიშნოს.
4. რუკაზე უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი გვირაბები.
შენიშვნა: აუცილებლობისას, შეიძლება დაემატოს განმარტებითი წარწერა.
5. საგზაო ქსელი რუკაზე აღინიშნება საკმაოდ დაწვრილებით, რათა ჰაერიდან ჩანდეს მისი განლაგების არსებითი თავისებურებები.
6. განაშენიანების რაიონში არ უნდა აღინიშნოს გზები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეიძლება მათი გარჩევა ჰაერიდან, როგორც სახასიათო ორიენტირები.
7. რუკაზე უნდა აღინიშნოს ბუნებრივი და ხელოვნური სახმელეთო ორიენტირები, მაგალითად, ხიდები, მსხვილი ელექტროგადამცემი ხაზები, სტაციონალური ფუნიკულიორები, სამთამადნო ნაგებობები, ფორტები, ნანგრევები, ჯებირები, მილსადენები, კლდეები, ციცაბო ნაპირები, ხეობები, ფრიალო კლდეები, ცალკეული შუქურები და მცურავი შუქურები, როდესაც ისინი წარმოადგენენ მნიშვნელოვან ორიენტირებს ვიზუალური აერნაოსნობისთვის.
შენიშვნა: სახმელეთო ორიენტირებს შეიძლება თან ახლდეს განმარტებითი წარწერა.
8. რუკაზე აღინიშნება სახელმწიფო საზღვრები. გაუმიჯნავ ან დაუდგენელ საზღვრებს თან უნდა ახლდეს განმარტებითი წარწერა.
9. რუკაზე, მისი მასშტაბის შესაბამისად, დაიტანება ყველა ჰიდროგრაფიული ელემენტი, მათ შორის სანაპირო ხაზები, ტბები, მდინარეები და ნაკადულები (მათ შორის დამშრალი), მარილიანი ტბები, მყინვარები და ყინულოვანი საფარი.
10. წყლის დიდი სივრცეები უნდა გაფერადდეს ძალიან ნათელ ტონში.
შენიშვნა: სანაპირო ხაზები უნდა გამოიყოს შედარებით მუქი ტონის წვრილი ზოლით.
11. რიფები და მეჩეჩები, მათ შორის, წყალქვეშა კლდოვანი სანაპირო ფერდობები, ცალკეული კლდეები, ქვიშიანი, კენჭიანი, ქვიანი და სხვა მსგავსი უბნები უნდა აღინიშნოს პირობითი ნიშნებით, თუ მათ გააჩნიათ არსებითი მნიშვნელობა აღნიშნული არეს დასახასიათებლად.
12. რუკაზე დაიტანება ჰორიზონტალები. იზოხაზების ინტერვალების შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს რელიეფის გარკვევით გამოსახვა სააერნაოსნო მოთხოვნების გათვალისწინებით.
13. წვრილმასშტაბიან საავიაციო რუკაზე მიეთითება იზოხაზების სიდიდეები.
14. ტონალური ჰიფსომეტრის გამოყენებისას, რუკაზე მოიცემა სიმაღლეების ტონალური ჰიფსომეტრიული სკალა.
15. ჩარჩოში მიეთითება რუკაზე გამოყენებული სიმაღლეების ტონალური ჰიფსომეტრიული სკალა.
16. ცალკეული კრიტიკული წერტილები აღინიშნება მაღლივი ნიშნულებით. შერჩეული შემაღლებები ყოველთვის წარმოადგენენ უდიდესს გარემომცველ ტერიტორიაზე და, როგორც წესი, მიეკუთვნება პიკის, ქედის და ა.შ. მწვერვალს. რუკაზე ასევე აღინიშნება შემაღლებები ხეობებში და ტბების ზედაპირების დონეები, რომლებსაც გააჩნიათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ვიზუალური აერნაოსნობისთვის. ყოველი ცალკეული შემაღლების ადგილმდებარეობა აღინიშნება წერტილით.
17. ჩარჩოში მიეთითება რუკის უმაღლესი წერტილის შემაღლება (მეტრებში ან ფუტებში) და მისი გეოგრაფიული კოორდინატები, 5′-მდე სიზუსტით.
18. წვრილმასშტაბიანი საავიაციო რუკის ნებისმიერი ფურცლის უმაღლესი წერტილის მაღლივი ნიშნული თავისუფალი უნდა იყოს ჰიფსომეტრიული შეფერილობისგან.
19. რაიონები, სადაც არ განხორციელებულა რელიეფის გადაღება, უნდა აღინიშნოს წარწერით „მონაცემები რელიეფის შესახებ არასრულია“.
20. რუკებს, რომელზეც მაღლივი ნიშნულები დაუზუსტებელია, თან ახლავს გამაფრთხილებელი წარწერა, რომელიც გარკვევით მიეთითება რუკის ველზე და იბეჭდება იმავე ფერით, რომელიც გამოიყენება სააერნაოსნო ინფორმაციის დატანისას, მაგ., „ყურადღება. ამ რუკაზე ინფორმაცია რელიეფის შესახებ არასაკმარისად ზუსტია, სიფრთხილით ისარგებლეთ მონაცემებით შემაღლებების შესახებ“.
21. ხრამები უნდა აღინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოადგენენ შესამჩნევ ორიენტირებს ტერიტორიაზე ან როდესაც ცნობები ხელოვნური ნაგებობების შესახებ საკმაოდ მწირია.
22. წვრილმასშტაბიან საავიაციო რუკაზე უნდა აღინიშნოს დიდი განფენილობის ტყის მასივები.
23. ჩარჩოში მიეთითება ტოპოგრაფიულ საფუძველზე დატანილი ბოლო ინფორმაციის თარიღი.
24. კურსის გაყვანის გამარტივების მიზნით, რუკის ფონი უნდა იყოს ნახევარტონში.
25. ვიზუალური აერნაოსნობისთვის მნიშვნელოვანი ელემენტების გამოყოფის მიზნით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ფერთა მკვეთრი კონტრასტი.
მუხლი 160🔗.
წვრილმასშტაბიან საავიაციო რუკაზე მაგნიტური დახრილობის აღნიშვნა
წვრილმასშტაბიან საავიაციო რუკაზე მიეთითება იზოგონები და ჩარჩოში მიეთითება იზოგონების შესახებ ინფორმაციის თარიღი.
მუხლი 161🔗.
წვრილმასშტაბიან საავიაციო რუკაზე ჰაერსანაოსნო მონაცემების აღნიშვნა
1. აეროდრომები, ჰიდროაეროდრომები, ვერტოდრომები და მათი დასახელება მიეთითება იმ მოცულობით, რომ არ გადაიტვირთოს რუკა. ამასთან, აღნიშვნისას უპირატესობა ენიჭება სააერნაოსნო თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანს.
2. წვრილმასშტაბიან საავიაციო რუკაზე მიეთითება დაბრკოლებები.
3. აკრძალული, ფრენებისთვის შეზღუდული და სახიფათო არეები უნდა მიეთითოს იმ შემთხვევაში, თუ იგი მნიშვნელოვანია სააერნაოსნო თვალსაზრისით.
4. საჰაერო მოძრაობის მომსახურების სისტემის ელემენტები უნდა მიეთითოს იმ შემთხვევაში, თუ ის მნიშვნელოვანია სააერნაოსნო თვალსაზრისით.
5. საჰაერო თავდაცვის ამოსაცნობი არე (ADIZ) დაიტანება და აღინიშნება სათანადოდ, აუცილებლობისას.
შენიშვნა 1: საჰაერო თავდაცვის ამოსაცნობი არეს (ADIZ) პროცედურების აღწერა შეიძლება შევიდეს რუკის პირობით აღნიშვნებში.
შენიშვნა 2: რუკაზე შეიძლება აღინიშნოს სანავიგაციო საშუალებები, შესაბამისი პირობითი ნიშნებით და მათი დასახელება.
თავი XX
კურსის გაყვანის რუკა
მუხლი 162🔗.
კურსის გაყვანის რუკის დანიშნულება
კურსის გაყვანის რუკა განკუთვნილია საჰაერო ხომალდის ადგილმდებარეობის შესახებ საფრენოსნო ჩანაწერის უწყვეტად წარმოებისთვის, ადგილმდებარეობის განსაზღვრის და გზის გამოთვლის სხვადასხვა მეთოდებით ფრენის დასახული ტრაექტორიის შესანარჩუნებლად.
მუხლი 163🔗.
კურსის გაყვანის რუკის ხელმისაწვდომობა
აღნიშნული რუკა გამოიცემა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციაში გამოყენებული ძირითადი საჰაერო ტრასებისთვის, რომელიც გადის ოკეანეებისა და მცირედ დასახლებული ტერიტორიების თავზე.
შენიშვნა: იმ რაიონებისთვის, სადაც არსებობს მარშრუტის რუკა, აუცილებელი არ არის ჰქონდეთ კურსის გაყვანის რუკა.
მუხლი 164🔗.
კურსის გაყვანის რუკის კარტოგრაფირების რაიონი და მასშტაბი
1. კონკრეტული რაიონის კურსის გაყვანის რუკა, შეძლებისდაგვარად, უნდა მოიცავდეს ძირითად საჰაერო ტრასებს და მათ აეროდრომებს და შედგებოდეს ერთი ფურცლისგან.
2. კურსის გაყვანის რუკის მასშტაბი უნდა შეირჩეს კარტოგრაფირების არეალის გათვალისწინებით.
შენიშვნა: რუკის მასშტაბი, როგორც წესი, შეირჩევა 1 : 3 000 000-დან 1 : 7 500 000-მდე საზღვრებში.
მუხლი 165🔗.
კურსის გაყვანის რუკის ფორმატი
კურსის გაყვანის რუკის ზომა უნდა იძლეოდეს შტურმანის მაგიდაზე მუშაობის საშუალებას.
მუხლი 166🔗.
კურსის გაყვანის რუკის პროექცია
1. გამოყენებული უნდა იყოს კონფორმული პროექცია, რომელზეც სწორი ხაზი დაახლოებით შეესაბამება დიდ წრეს.
2. კურსის გაყვანის რუკაზე დაიტანება პარალელები და მერიდიანები.
3. ინტერვალები უნდა შეირჩეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს კურსის გაყვანა მინიმალურ დროში და მინიმალური ძალისხმევით.
4. გრადუირების ნიშნები დაიტანება თანაბარი ინტერვალებით, პარალელებისა და მერიდიანების შესაბამისი ნომრების გასწვრივ. შერჩეული ინტერვალით, რუკის მასშტაბის მიუხედავად, მინიმუმდეა დაყვანილი ინტერპოლირება (ჩანართი) კურსის ზუსტი გაყვანისთვის.
5. პარალელებისა და მერიდიანების ნუმერაცია უნდა მოხდეს ისე, რომ რუკის ველში ციფრები მეორდებოდეს, სულ მცირე, ყოველ 15 სმ-ში (6 დუიმი).
მუხლი 167🔗.
კურსის გაყვანის რუკის აღნიშვნა
კურსის გაყვანის რუკის ყოველ ფურცელზე მიეთითება რუკის სერია და ნომერი.
მუხლი 168🔗.
კურსის გაყვანის რუკის ტექნოგენური გარემო და ტოპოგრაფია
1. კურსის გაყვანის რუკაზე დაიტანება ყველა ღია წყლის სივრცის, დიდი ტბების და მდინარეების საერთო სანაპირო ხაზი.
2. კურსის გაყვანის რუკაზე აღინიშნება რელიეფის ცალკეული მაღლივი ნიშნულები, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს აერნაოსნობისთვის.
3. კურსის გაყვანის რუკაზე განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს რელიეფის ყველაზე სახიფათო ან თვალშისაცემი, შვერილი ელემენტები.
შენიშვნა: რუკაზე შეიძლება აღინიშნოს დიდი ქალაქები და დასახლებები.
მუხლი 169🔗.
კურსის გაყვანის რუკაზე მაგნიტური დახრილობის აღნიშვნა
1. ოზიგონები ან/და იზოგრივები დაიტანება მთელ რუკაზე, მუდმივი ინტერვალებით. შერჩეული ინტერვალით რუკის მასშტაბის მიუხედავად, მინიმუმდეა დაყვანილი ინტერპოლირების (ჩანართის) საჭიროება.
2. კურსის გაყვანის რუკაზე მიეთითება მაგნიტური დახრილობის შესახებ ინფორმაციის თარიღი.
მუხლი 170🔗.
კურსის გაყვანის რუკაზე ჰაერსანაოსნო მონაცემების აღნიშვნა
1. კურსის გაყვანის რუკაზე მიეთითება შემდეგი ჰაერსანაოსნო მონაცემები:
ა) აეროდრომები, რომლებიც რეგულარულად გამოიყენება საერთაშორისო კომერციული საჰაერო ტრანსპორტის მიერ და მათი დასახელება;
ბ) ცალკეული სანავიგაციო საშუალება, საჰაერო ხომალდების ადგილმდებარეობის განსასაზღვრავად და მათი დასახელება და აღნიშვნა;
გ) შორი მოქმედების ელექტრონული სააერნაოსნო საშუალებების კოორდინატები, აუცილებლობისას;
დ) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონების, სამეთვალყურეო რაიონების და სამეთვალყურეო არეების საზღვრები, რომელიც აუცილებელია რუკის გამოსაყენებლად;
ე) დადგენილი შეტყობინების გადაცემის პუნქტები, რომელიც აუცილებელია რუკის გამოსაყენებლად;
ვ) საზღვაო სახომალდე მეტეოროლოგიური სადგურები.
შენიშვნა: კურსის გაყვანის რუკაზე შეიძლება სხვა სააერნაოსნო მონაცემების დატანა, თუ აღნიშნული არ გამოიწვევს ძირითადი ინფორმაციის წაკითხვას.
2. სხვა სააერნაოსნო საშუალებების არარსებობისას, უნდა აღინიშნოს სახმელეთო სააერნაოსნო სანათები და საზღვაო სანათები, რომელიც გამოიყენება აერნაოსნობისთვის.
თავი XXI
ელექტრონული საავიაციო რუკის გამოსახულება
მუხლი 171🔗.
ელექტრონული საავიაციო რუკის დანიშნულება
ელექტრონული საავიაციო რუკის ეკრანი, რეზერვირების სათანადო ზომების გათვალისწინებით და „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბერის №203 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლებლობას აძლევს საფრენოსნო ეკიპაჟს მოსახერხებელ დროს და დროულად განახორციელოს მარშრუტების დაგეგმვა, ფრენის მარშრუტების კონტროლი და ნაოსნობა მოთხოვნილი ინფორმაციის გამოსახვის გზით.
მუხლი 172🔗.
ელექტრონული საავიაციო რუკის ეკრანზე გამოსახვის მიზნით წარდგენილი ინფორმაცია
1. ელექტრონული საავიაციო რუკის ეკრანი უზრუნველყოფს მთელი სააერნაოსნო და ტოპოგრაფიული ინფორმაციის გამოსახვას, ასევე ინფორმაციას ხელოვნურ ნაგებობის შესახებ, ამ წესის მე-6 და მე-7-დან მე-19-მდე თავების შესაბამისად.
2. ელექტრონული საავიაციო რუკის ეკრანი უნდა უზრუნველყოფდეს სრული სააერნაოსნო და ტოპოგრაფიული ინფორმაციის ასახვა, ასევე ინფორმაციას ხელოვნური ნაგებობების შესახებ, მე-6 და მე-7-დან მე-19-მდე თავების რეკომენდაციით.
შენიშვნა: ელექტრონული საავიაციო რუკის ეკრანს შეუძლია ასახოს დამატებითი ინფორმაცია შესაბამისი ქაღალდის რუკაზე გამოსახულ ინფორმაციის მიმართ, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს უსაფრთხო ნაოსნობისთვის.
მუხლი 173🔗.
ელექტრონული სააერნაოსნო რუკის მიმართ მოთხოვნები რუკის გამოსახვასთან დაკავშირებით
1. გამოსახვისთვის წარდგენილი ინფორმაცია იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) ძირითადი ინფორმაცია, რომელიც მუდმივად არის გამოსახული ეკრანზე და მოიცავს მინიმალური მოცულობის ინფორმაციას, რომელიც საჭიროა უსაფრთხო ფრენების წარმოებისთვის, და
ბ) სხვა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ამოღებული იყოს ეკრანიდან ან გამოისახოს ცალკე მოთხოვნის მიხედვით და მოიცავს ინფორმაციას, რომელიც არ ითვლება მნიშვნელოვნად ფრენების უსაფრთხო წარმოებისთვის.
2. გათვალისწინებულია სხვა გამოსახატავი ინფორმაციის დამატების ან ამოღების მარტივი ფუნქცია, მაგრამ არ არის გათვალისწინებული ძირითადი გამოსახული ინფორმაციის ამოღების შესაძლებლობა.
3. ელექტრონული საავიაციო რუკის ეკრანს შეუძლია მუდმივად გამოსახოს საჰაერო ხომალდის ადგილმდებარეობა მოძრაობის რეჟიმში, როდესაც მოსაზღვრე რაიონის რუკის დაბრუნება და გენერაცია ხდება ავტომატურად.
შენიშვნა: შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს სხვა რეჟიმები, როგორიცაა რუკის სტატიკური გამოსახვა.
4. არსებობს რაიონის რუკის და საჰაერო ხომალდის ადგილმდებარეობის ხელით შეცვლის შესაძლებლობა, ეკრანის გვერდების მიმართ.
5. შესაძლებელია რუკის მასშტაბის ცვლილება.
6. გამოყენებული პირობითი ნიშნები შეესაბამება ამ წესის მე-2 დანართის „პირობითი ნიშნები ICAO-ს რუკებზე“ დადგენილ პირობით ნიშნებს ელექტრონული რუკებისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სასურველია იმ ელემენტის გამოსახვა, რომლის პირობითი ნიშანიც გათვალისწინებული არ არის ICAO-ს რუკებზე. ამ შემთხვევაში, ელექტრონულ რუკაზე შეირჩევა პირობითი ნიშანი, რომელიც:
ა) ითვალისწინებს ხაზების, რკალების და რაიონის შევსების მინიმალური რაოდენობით გამოყენებას;
ბ) არ იწვევს გაურკვევლობას, რუკების სხვა პირობით ნიშნებთან მიმართებით;
გ) არ აუარესებს გამოსახვის ხარისხს.
შენიშვნა: გამოსახული მონაცემების რეზოლუციის შესაბამისად, შეიძლება დაემატოს დეტალები ყოველ პირობით ნიშანთან მიმართებით, მაგრამ ნებისმიერმა დამატებამ გავლენა არ უნდა იქონიოს მითითებული პირობითი ნიშნის ამოცნობაზე.
7. რუკის წარდგენის ეფექტური ზომა საკმარისია ამ წესის 172-ე მუხლის 2-ე პუნქტით მითითებული ინფორმაციის გამოსახვის მიზნით ეკრანის გადაჭარბებული „გაშლის“ გარეშე.
8. ეკრანის შესაძლებლობები უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს ამ წესის მე-2 დანართის „ICAO-ს რუკების პირობითი ნიშნები“ შესაბამისი ელემენტების ზუსტი გამოსახვის თვალსაზრისით.
9. ეკრანზე გამოსახვის მეთოდით უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამოსახული ინფორმაციის მკაფიოდ დანახვა (აღქმა), ეკიპაჟის კაბინის ხელოვნური და ბუნებრივი განათების პირობებში.
10. ეკრანზე გამოსახულების სიკაშკაშის რეგულირება შეიძლება საფრენოსნო ეკიპაჟის მიერ.
მუხლი 174🔗.
ელექტრონული საავიაციო რუკის მონაცემების წარდგენა და განახლება
1. ეკრანზე გამოსახვის მიზნით, მონაცემების წარდგენა და განახლება შეესაბამება სააერნაოსნო მონაცემების ხარისხის სისტემის მოთხოვნებს.
2. ეკრანზე შეიძლება ავტომატურად მოხდეს არსებული მონაცემების სანქცირებული განახლება. გათვალისწინებულია ეკრანზე სანქცირებული მონაცემების და ამ მონაცემების ყველა შესაბამისი განახლების სწორი გამოსახვის ზომები.
3. ეკრანზე ასევე შეიძლება სანქცირებული მონაცემების განახლების მიღება, რომელიც ხორციელდება მექანიკური საშუალებით (ხელით), ამ მონაცემების საბოლოოდ მიღებამდე, მათი მარტივი მეთოდებით შემოწმების გზით. ხელით შეყვანილი განახლებული მონაცემები განსხვავდება ეკრანზე გამოსახული სანქცირებული ინფორმაციისა და მისი განახლებისგან და გავლენას არ ახდენს გამოსახულების ხარისხზე.
4. რეგისტრირდება ყოველი განახლება, მათი თარიღებისა და დროის მითითებით.
5. ეკრანი შესაძლებლობას აძლევს საფრენოსნო ეკიპაჟს გამოსახოს განახლება, რათა ეკიპაჟმა განიხილოს მისი შინაარსი და დარწმუნდეს, რომ იგი შეტანილია სისტემაში.
მუხლი 175🔗.
ელექტრონული საავიაციო რუკის საექსპლუატაციო გამოცდა, მტყუნების სიგნალი და ინდიკაცია
1. გათვალისწინებული უნდა იყოს საჰაერო ხომალდზე ძირითადი ფუნქციების შემოწმების მეთოდი. მტყუნების შემთხვევაში, შემოწმებისას გამოსახული ინფორმაცია მიუთითებს, რომ სისტემის ნაწილი დაზიანებულია.
2. გათვალისწინებული უნდა იყოს განგაშის ან გაუმართაობის მანიშნებელი სათანადო სიგნალი.
მუხლი 176🔗.
ელექტრონული საავიაციო რუკის რეზერვირებასთან დაკავშირებული ზომები
უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით, ელექტრონული საავიაციო რუკის ეკრანის მტყუნების შემთხვევაში გათვალისწინებული რეზერვირების ზომები მოიცავს:
ა) საშუალებებს, რომელიც იძლევა გამოსახვის ფუნქციის უსაფრთხო გადაცემის შესაძლებლობას, რათა მტყუნების შემთხვევაში არ წარმოიშვას კრიტიკული ვითარება;
ბ) რეზერვირების ზომები, რომელიც იძლევა ფრენის დარჩენილი ნაწილის უსაფრთხო განხორციელების საშუალებას.
შენიშვნა: სათანადო სარეზერვო სისტემა შეიძლება ითვალისწინებდეს საჰაერო ხომალდზე ქაღალდის რუკების არსებობას.
თავი XXII
სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვითი რუკა
მუხლი 177🔗.
სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვითი რუკის დანიშნულება
1. სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვით რუკაზე მოცემული ინფორმაცია საშუალებას აძლევს საფრენოსნო ეკიპაჟს აკონტროლოს აბსოლუტური სიმაღლეები, რომელიც დაწესებულია მეთვალყურის მიერ სმმ-ს დაკვირვების სისტემით და განახორციელოს მათი ჯვარედინი შემოწმება.
შენიშვნა: საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურის ამოცანები, რომელიც მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-11 დანართში, არ მოიცავს რელიეფთან შეჯახების აცილებას. სააერნაოსნო მომსახურების წესების „საჰაერო მოძრაობის ორგანიზება“ (PANS-ATM, Doc 4444) მიხედვით, პილოტი პასუხისმგებელია უზრუნველყოს საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს მიერ გაცემული სამეთვალყურეო ნებართვის უსაფრთხოება აღნიშნულთან მიმართებით. იმ შემთხვევებში, როდესაც სახელსაწყო წესებით ფრენების შესრულებისას უზრუნველყოფილია საჰაერო ხომალდის დამიზნება ან მიმართვა დასახულ მარშრუტზე, რომელიც ითვალისწინებს საჰაერო ხომალდის გასვლას სმმ-ს მარშრუტებიდან, მიიღება სააერნაოსნო მომსახურების წესების „საჰაერო მოძრაობის ორგანიზება“ ( PANS-ATM) მე-8 თავის 8.6.5.2. პუნქტის მოთხოვნები.
2. სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვითი რუკის წინა მხარეს გარკვევით უნდა მიეთითოს, რომ აღნიშნული რუკა შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ დაწესებული აბსოლუტური სიმაღლეების ჯვარედინი შემოწმებისთვის, როდესაც საჰაერო ხომალდი ამოცნობილია.
მუხლი 178🔗.
სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვითი რუკის ხელმისაწვდომობა
სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვითი რუკა წარედგინება იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია დავექტორების სქემები და შეუძლებელია საკმარისად გარკვევით მიეთითოს დავექტორების მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეები რაიონის რუკაზე, სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის (SID) რუკაზე და სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის (STAR) რუკაზე.
მუხლი 179🔗.
სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვითი რუკის კარტოგრაფირების რაიონი და მასშტაბი
1. სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვითი რუკის კარტოგრაფირების არეალი საკმარისი უნდა იყოს დავექტორების სქემების შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინოდ გამოსახვისთვის.
2. სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვითი რუკა უნდა დაიხაზოს მასშტაბში.
3. სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვითი რუკა უნდა შესრულდეს იმავე მასშტაბში, რაც შესაბამისი რაიონის რუკა.
მუხლი 180🔗.
სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვითი რუკის პროექცია
1. სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვით რუკაზე გამოყენებული უნდა იყოს კონფორმული პროექცია, რომელზეც სწორი ხაზი დაახლოებით შეესაბამება დიდ წრეს.
2. გრადუირების ნიშნები დაიტანება თანაბარი ინტერვალებით, შიდა ჩარჩოს ხაზების გასწვრივ.
მუხლი 181🔗.
სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვითი რუკის აღნიშვნები
სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვით რუკაზე მიეთითება აეროდრომის დასახელება, რომლისთვისაც დადგენილია დავექტორების სქემა ან, თუ სქემა მიეკუთვნება რამდენიმე აეროდრომს, დასახელება უნდა მიეთითოს გამოსახულ საჰაერო სივრცესთან მიმართებით.
შენიშვნა: ეს დასახელება შეიძლება იყოს დედაქალაქის სახელწოდება, რომელსაც ემსახურება აეროდრომი ან, თუ სქემა მიეკუთვნება რამდენიმე აეროდრომს, საჰაერო მოძრაობის მომსახურების ცენტრის დასახელება ან შედარებით დიდი ქალაქის ან დასახლებული პუნქტის დასახელება, რომელიც განთავსებულია რუკაზე გამოსახულ რაიონში.
მუხლი 182🔗.
სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვითი რუკის ტექნოგენური გარემო და ტოპოგრაფია
1. სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვით რუკაზე დაიტანება ყველა ღია წყლის სივრცის, დიდი ტბების და მდინარეების სანაპირო ხაზების ზოგადი კონტურები, თუ აღნიშნული არ ართულებენ სხვა, რუკის დანიშნულებისთვის განკუთვნილი უფრო სახასიათო ინფორმაციის წაკითხვას.
2. სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვით რუკაზე მიეთითება შესაბამისი მაღლივი წერტილები და დაბრკოლებები.
შენიშვნა: ინფორმაციას შესაბამის მაღლივ წერტილებსა და დაბრკოლებებზე წარადგენს სქემების შემუშავების სპეციალისტი.
მუხლი 183🔗.
სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვით რუკაზე მაგნიტური დახრილობის აღნიშვნა
სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვით რუკაზე მიეთითება რუკაზე გამოსახული რაიონის საშუალო მაგნიტური დახრილობა, უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით.
მუხლი 184🔗.
სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვით რუკაზე პელენგის, მიმართულების ხაზის და რადიალის აღნიშვნა
1. სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვით რუკაზე აღინიშნება მაგნიტური პელენგი, მიმართულების ხაზი და რადიალი.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც პელენგი, მიმართულების ხაზი ან რადიალი მოცემულია გეოგრაფიული ან პირობითი მერიდიანის ჩრდილო მიმართულებაზე ორიენტაციით, მაშინ ეს გარკვევით მიეთითება რუკაზე. პირობითი მერიდიანის ჩრდილო მიმართულების გამოყენების შემთხვევაში, მიეთითება საყრდენი პირობითი მერიდიანი.
მუხლი 185🔗.
სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების რუკაზე ჰაერსანაოსნო მონაცემების აღნიშვნა
1. სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვით რუკაზე მიეთითება ყველა აეროდრომი, რომელიც გავლენას ახდენს მარშრუტების სისტემაზე აღნიშნულ რაიონში. აუცილებლობისას, გამოიყენება ადზ-ს განთავსების ინდექსი.
2. სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვით რუკაზე მიეთითება ძირითადი აეროდრომის შემაღლება, უახლოეს მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით.
3. სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვით რუკაზე დაიტანება აკრძალული, ფრენებისთვის შეზღუდული და სახიფათო არეები, მათი აღნიშვნების მითითებით.
4. სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვით რუკაზე მიეთითება საჰაერო მოძრაობის მომსახურების დადგენილი სისტემის კომპონენტები, მათ შორის:
ა) სანავიგაციო საშუალებები, აღნიშვნებით;
ბ) დადგენილი საჰაერო სივრცის გვერდითი საზღვრები;
გ) სტანდარტული გაფრენის და მოფრენის სახელსაწყო სქემების ძირითადი წერტილები;
შენიშვნა 1: შეიძლება მიეთითოს მარშრუტები, რომელიც გამოიყენება საჰაერო ხომალდის ძირითად წერტილებზე და პირიქით დამიზნებისას.
დ) გადასვლის აბსოლუტური სიმაღლე, თუ ასეთი დადგენილია;
ე) დავექტორებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის:
ე.ა) ზუსტად აღნიშნული დავექტორების მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე, უახლოეს 50 მ-დე ან 100 ფუტამდე სიზუსტით, მეტობით დამრგვალებული;
ე.ბ) იმ სექტორების გვერდითი საზღვრები, სადაც დაწესებულია დავექტორების მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეები, რომელიც ჩვეულებრივ განისაზღვრება პელენგით და რადიალებით სანავიგაციო საშუალებებზე ან მათგან, უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით ან, თუ მიღებულია, გეოგრაფიული კოორდინატებით გრადუსებში, წუთებსა და წამებში და აღინიშნება სქელი ხაზებით, დადგენილი სექტორების მკვეთრად გამიჯვნის მიზნით.
შენიშვნა 2: ინფორმაციით გადატვირთულ არეებში, შეიძლება არ მიეთითოს გეოგრაფიული კოორდინატები, რუკის ადვილად წაკითხვის ინტერესებიდან გამომდინარე.
ე.გ) თანაბარი დაშორების წრეები, 20 კმ ან 10 საზ. მილის ინტერვალებით ან, თუ მიღებულია, 10 კმ ან 5 საზ. მილის ინტერვალებით, აღინიშნება წვრილი წერტილ ხაზით, რომლის რადიუსი მითითებულია გარშემოწერილობაზე, და ცენტრით, რომელიც მდებარეობს ძირითადი სააეროდრომო სანავიგაციო საშუალების VOR-ის განთავსების ადგილას ან, თუ ეს არ არსებობს, აეროდრომის ან ვერტოდრომის საკონტროლო წერტილში.
ე.დ) მინიმალური უსაფრთხო სიმაღლის შესახებ გამაფრთხილებელი სისტემის არსებობის შესახებ;
ვ) რადიოკავშირის წესები, მათ შორის საჰაერო მოძრაობის მართვის შესაბამისი ორგანოს (ორგანოების) მოსახმობ(ებ)ი, არხ(ებ)ი.
5. უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი წესების ტექსტური აღწერა, რომელიც გამოიყენება კავშირის მტყუნების შემთხვევაში და, შეძლებისდაგვარად, უნდა გამოისახოს რუკაზე ან იმავე გვერდზე, რომელზეც მოცემულია რუკა.
მუხლი 186🔗.
პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობაზე
1.პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობაზე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო.