თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.01.2018
ძალის დაკარგვა 01.01.2020
გამომცემი ორგანო თიღვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.145.016145
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჭავჭავაძე | თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2018 წლის 3 იანვარი
ქ.
თბილისი
თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-4 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა (შემდგომში –
პროგრამა) თანდართული დანართების შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
პროგრამის მიზანი
თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის მიზანია იმ მიზნობრივი ჯგუფებისათვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციალიტეტის ტერიტორიაზე.
მუხლი 3🔗.
პროგრამის დაფინანსება, ანგარიშსწორება და კონტროლი
1. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, წარმოადგენს სოციალურ დახმარებას ფულადი ფორმით. დაფინანსების წყაროს წარმოადგენს თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი, პროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიციარებზე ბენეფიტის გაცემა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. ამ დადგენილების მე-7 დანართით დამტკიცებული „დევნილი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები წარმოადგენს სოციალურ დახმარებას მატერიალური ფორმით, პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს სურსათის შესყიდვას, დასახლებებამდე ტრანსპორტირებასა და ოჯახებზე განაწილებას.
3. პროგრამის შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, მუნიციპალიტეტის გამგეობა პროგრამის შესრულების შესახებ ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საკრებულოს.
მუხლი 4🔗.
ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი
როდესაც ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ბენეფიციარი ობიექტური მიზეზების გამო პირადად ვერ ახერხებს განახორციელოს პროგრამით გათვალისწინებული/მოთხოვნილი (ბანკში ანგარიშის გახსნა და ა.შ) დოკუმენტაციის წარმოდგენა, შესაძლებელია მის ნაცვლად მუნიციპალიტეტთან ურთიერთობა აწარმოოს ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს), ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია სოციალური დახმარება ჩარიცხოს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის პირად საბანკო ანგარიშზე. პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებაზე ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განაცხადს და პროგრამით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას დამატებით უნდა ახლდეს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი.
მუხლი 5🔗.
პროგრამის ადმინისტრირება
1. პროგრამის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში–სამსახური).
3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს სოციალური დახმარების სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
მუხლი 6🔗.
სამუშაო ჯგუფის მიერ განცხადებების განხილვა
1. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.
2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს.
3. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე და სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის მდივანი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივნობა დააკისროს სამუშაო ჯგუფის რომელიმე წევრს.
4. სამუშაო ჯგუფი მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ.
5. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
6. სამსახური უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.
მუხლი 7🔗.
სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
მუხლი 8🔗.
სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები
1. სამუშაო ჯგუფის ყველა სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.
3. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.
5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიღებული იქნება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.
6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 9🔗.
სოციალური დახმარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
მუხლი 10🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №9 დადგენილება.
მუხლი 11🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე
დანართი №1
გარდაცვლილ ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის პროგრამა
(ორგანიზაციული კოდი 06 01 01)
მუხლი 1🔗.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა – ვეტერანთა და დევნილთა გარდაცვალებისას დაკრძალვის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗.
პროგრამის მოსარგებლეები
პროგრამის მოსარგებლეები არიან:
ა) ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრი;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის არარსებობის ან ქმედუუნარობის შემთხვევაში პირი (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი), რომელიც უზრუნველყოფს დაკრძალვის ორგანიზებას (მოცემულ პირზე ბენეფიტის გაცემის შესახებ სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს/გამგეობის რწმუნებულის წერილობითი დასკვნის საფუძველზე).
მუხლი 3🔗.
დახმარების მოცულობა
დაკრძალვისათვის დახმარების მოცულობა შეადგენს 500 ლარს.
მუხლი 4🔗.
დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) გარდაცვლილის დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
დანართი №2
ახალშობილთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა
(ორგანიზაციული კოდი 06 01 03)
მუხლი 1🔗.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ახალშობილთა პირველადი სოციალური პირობების უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗.
პროგრამის მოსარგებლეები
პროგრამის მოსარგებლე არის ახალშობილის მამა. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის დაბადებისას მამა გარდაცვლილია ან ბავშვი დაიბადა მარტოხელა დედის მიერ, დახმარების მიმღებია მხოლოდ ბავშვის დედა.
მუხლი 3🔗.
დახმარების მოცულობა
დახმარების მოცულობა ყოველ ახალშობილზე შეადგენს 300 ლარს.
მუხლი 4🔗.
დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) მშობლებ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.
დანართი №3
80 წლისა და 80 წელს გადაცილებულ მოხუცთა სოციალური დახმარების პროგრამა
(ორგანიზაციული კოდი 06 01 04)
მუხლი 1🔗.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია 80 წლისა და 80 წელს გადაცილებულ მოხუცთა სოციალური პირობების გაუმჯობესება.
მუხლი 2🔗.
პროგრამის მოსარგებლეები
პროგრამის მოსარგებლეები არიან 80 წლისა და 80 წელს გადაცილებული პირები.
მუხლი 3🔗.
დახმარების მოცულობა
პროგრამის ბენეფიციარზე დახმარების მოცულობა შეადგენს 200 ლარს.
მუხლი 4🔗.
დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად დახმარების მიმღების ან მისი ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.
დანართი №4
ავადმყოფთა ერთჯერადი სოციალური დახმარება
(პროგრამული კოდი 06 01 05)
მუხლი 1🔗.
პროგრამის მოსარგებლეები და დახმარების მოცულობა
იმ მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში, ერთჯერადად თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ნაწილობრივ დაუფინანსდებათ გეგმური და ურგენტული ოპერაციები. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოქალაქის ფაქტობრივად გადახდილი თანხის სრული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
მუხლი 2🔗.
დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ, ოპერაციის ჩატარებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგ სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი მშობელი, და, ძმა, მეუღლე);
ბ) დახმარების მიმღების (პაციენტი) პირადობის მოწმობისა და დევნილობის მოწმობის ასლები;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N 100);
დ) ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან, პაციენტის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, საბოლოო კალკულაცია და მიმართვა (სოციალური მომსახურების სააგენტოდან) - ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) საბანკო რეკვიზიტები.
2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე ჩარიცხვით.
დანართი №5
მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება
(პროგრამული კოდი 06 01 06)
მუხლი 1🔗.
პროგრამის მოსარგებლეები და დახმარების მოცულობა
ერთჯერად სოციალურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და რომლებსაც ჰყავთ ოთხი ან მეტი შვილი, აქედან ერთი მაინც არასრულწლოვანი (18 წლამდე).
მუხლი 2🔗.
პროგრამის მოსარგებლეები
პროგრამის მოსარგებლე არის მრავალშვილიანი ოჯახის მამა.
მუხლი 3🔗.
დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში წარადგინოს უნდა შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) შვილების დევნილობის მოწმობის ასლები;
ე) მშობლ(ებ)ის პირადობის და დევნილობის მოწმობის ასლები;
ვ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისგან –
თვითმმართველი ერთეულისგან რწმუნებულისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ
ზ) საბანკო რეკვიზიტები.
2. ანაზღაურება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
დანართი №6
ონკოლოგიურ ავადმყოფთა ერთჯერადი სოციალური დახმარება
(პროგრამული კოდი 06 01 07)
მუხლი 1🔗.
პროგრამის მოსარგებლეები და დახმარების მოცულობა
ონკოლოგიური ავადმყოფები –
იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗.
დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. დახმარების მიმღებმა უნდა წარმოადგინოს
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) დევნილობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა N 100);
დ) ცნობა შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებიდან (ცნობა გაცემული უნდა იყოს განმცხადებლის მიერ განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს სამი თვისა);
ე) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს დახმარების მიმღების ჯანმრთელობის მდგომარეობას;
ვ) საბანკო რეკვიზიტები.
2. ანაზღაურება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
დანართი №7
დევნილი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 01 12)
მუხლი 1🔗.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესება.
მუხლი 2🔗.
დევნილი მოსახლეობისათვის სურსათის შესყიდვის პროგრამა
1. თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ დევნილთა ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში.
2. სასურსათო დახმარების უზრუნველსაყოფად თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალოს:
ა) შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ოჯახისათვის გადასაცემი სასურსათო დახმარების მოცულობას (გადასაცემი დახმარების მოცულობა თითოეული ოჯახისათვის განისაზღვროს თანაბარი ოდენობით);
ბ) დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს –
თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობებულ ადგილას;
გ) 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილ იქნეს ოჯახებისთვის სურსათის მიწოდება.
3. სურსათის შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.