,,ქ. ბათუმში მშენებლობის სტიმულირების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 25.02.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 23, 26/02/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.02.2010 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
,,ქ. ბათუმში მშენებლობის სტიმულირების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:SPDumbadze;}
@font-face {font-family:SPAcademi;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 49.6pt 49.65pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №59
2010 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
ქ. ბათუმში მშენებლობის სტიმულირების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს ქ. ბათუმში მშენებლობის სტიმულირების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა (შემდგომში – პროგრამა).
მუხლი 2🔗. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული და პროგრამით განსაზღვრული ხარჯების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემდგომი წლების ბიუჯეტში გათვალისწინება.
მუხლი 3🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ქ. ბათუმში მშენებლობის სტიმულირების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
მუხლი 1🔗.
ქ. ბათუმში მშენებლობის სტიმულირების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზნები
პროგრამის მიზნებია:
ა) ქ. ბათუმში დაწყებული მშენებლობების დასრულება;
ბ) მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება;
გ) სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება;
დ) წინაპირობების შექმნა, რათა საფინანსო ორგანიზაციებმა მონაწილეობა მიიღონ მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროცესში;
ე) ქ. ბათუმის მერიის საცხოვრებელი ფონდის გაზრდა;
ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი ფართობებით დაკმაყოფილება.
მუხლი 2🔗. პროგრამის ამოცანები
პროგრამის ამოცანებია:
ა) მენაშენეებთან ან/და დამკვეთებთან თანამშრომლობით ნებაყოფლობით საწყისებზე მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება;
ბ) მექანიზმების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობენ:
ბ.ა) მიმდინარე მშენებლობათა დასრულებას;
ბ.ბ) მენაშენეების ან/და დამკვეთებისა და საფინანსო ორგანიზაციების ნებაყოფლობით მონაწილეობას მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროცესში.
მუხლი 3🔗. პროგრამის პრინციპები
1. პროგრამა განხორციელდება თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე.
2. პროგრამაში მონაწილე პირთა (შემდგომში – მხარეები) პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
მუხლი 4🔗. მხარეები
1. პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ:
ა) მენაშენეები ან/და დამკვეთები, რომლებსაც ამ დადგენილების მიღებამდე ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი აქვთ საცხოვრებელი ფართობების გადაცემის ვალდებულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან/და თვითმმართველი ქალაქი ბათუმისათვის, და რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამაში მონაწილეობის სხვა პირობებს;
ბ) საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც დააფინანსებენ შესაბამის პროექტს;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც კისრულობს ვალდებულებას, რომ საფინანსო ორგანიზაციების მოვალეების მიერ მათზე პროგრამის მიზნობრიობით გაცემული საკრედიტო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფინანსო ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფინანსო ორგანიზაციებისაგან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეიძინოს მათი მოთხოვნები და მათი უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული უძრავი ნივთი ან მასთან დაკავშირებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთე (შემდგომში – მოთხოვნები).
2. მენაშენეების ან/და დამკვეთების შერჩევის დამატებით კრიტერიუმებს განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
მუხლი 5🔗. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
1. ამ პროგრამის მიზნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განსაზღვრავს მოთხოვნების შესასყიდ ღირებულებას.
2. მენაშენე ან/და დამკვეთი ვალდებულია, პროგრამაში მონაწილეობისათვის წარადგინოს:
ა) მათსა და საფინანსო ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულება ან საფინანსო ორგანიზაციის წერილობითი თანხმობა, რომელიც უნდა ადასტურებდეს საფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებას, მენაშენეზე ან/და დამკვეთზე გასცეს კრედიტი შემდეგ ძირითად გარემოებათა არსებობის საფუძველზე:
ა.ა) მენაშენე ან/და დამკვეთი მონაწილეობას იღებს პროგრამის განხორციელებაში;
ა.ბ) საფინანსო ორგანიზაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან გააფორმებს ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფინანსო ორგანიზაციის მოთხოვნათა უზრუნველყოფის შესაბამის ხელშეკრულებას;
ბ) პროგრამაში მონაწილეობისათვის მათსა და ქალაქ ბათუმის მერიას ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამის ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულება ან/და პროგრამაში მონაწილეობის სხვა პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
3. მენაშენის ან/და დამკვეთის პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შესაბამის საფინანსო ორგანიზაციასთან აფორმებს ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულებას.
4. მენაშენე, დამკვეთი და საფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილი არიან, საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრონ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გასაცემ კრედიტთან დაკავშირებული ხელშეკრულების დადების საჭიროება და ამ ხელშეკრულების პირობები.
მუხლი 6🔗. პროგრამის შესრულების მონიტორინგი
პროგრამის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.