„ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას და საკუთრების უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებისა და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2018 წლის 3 იანვარი დაბა ადიგენი |
1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა დანართი 2-ის შესაბამისად“.
2. დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
პრივატიზების მიზნით, პირობების გარეშე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა დანართი 6-ის შესაბამისად“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადიგენის მუნიციპალიტეტი
ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას უპირობო ელექტრონულ აუქციონში
გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №“
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 6 ჩამოყალიბდეს დანართის შესაბამისად.
|
პრივატიზების მიზნით, პირობის გარეშე გამოცხადებულ
ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების
დამადასტურებელი
ოქმი №
I. წინამდებარე ოქმი შედგენილია მასზედ, რომ „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, უძრავი ქონების ფართობი და სხვა აღწერილობა)
საწყისი ღირებულება _____________ _________________________________ ლარი,
ციფრებით სიტყვიერად
პრივატიზების მიზნით _______________________________________________________
ლოტის №, აუქციონის დაწყება-დამთავრება
გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე, მყიდველის მიერ შემოთავაზებული ფასის
____________ _______________________________________ ლარის საფუძველზე
ციფრებით სიტყვიერად
აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის სამართლებრივ- ორგანიზაციული ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის (არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები:
გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და ოქმით ნაკისრი ვალდებულებების
შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე, საკადასტრო კოდი, უძრავი ქონების ფართობი და ქონების სხვა აღწერილობა).
II. ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების პირობები და მხარეთა
უფლება-მოვალეობანი
1. მყიდველი ვალდებულია ამ ოქმის გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში
გამყიდველთან დადოს ნასყიდობის ხელშეკრულება.
2. მყიდველი ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) სრულად გადაიხადოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შემდეგი საბანკო ანგარიშზე:
ბანკის დასახელება, ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში, სახაზინო კოდი _ №
3. მყიდველს გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
4. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდა შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მისი დადასტურების მომენტიდან.
5. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, გამყიდველი გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას.
6. მყიდველზე ქონების პრივატიზებისას, საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
7. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება.
8. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ქონების ღირებულების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება. მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ დაუბრუნდება შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.
9. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
11. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო, ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობით ხელს აწერს მას.
12. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით,
წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ადიგენის
მუნიციპალიტეტი ________________________ _________________________
(მერი) ხელმოწერა ბეჭდის ადგილი სახელი, გვარი
აუქციონში გამარჯვებული __________________ ________________________
(მყიდველი) ხელმოწერა სახელი, გვარი.