საქართველოს მოქალაქე გიორგი დგებუაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 28.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №1/23/824
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016268
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/01/2018
matsne.gov.ge 1,773 სიტყვა · ~9 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შპს „ნიკანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 27.07.2018 საქართველოს მოქალაქე ზაქარია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 23.03.2017 საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 25.11.2016 საქართველოს მოქალაქე გევორგ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 95% 25.10.2017 საქართველოს მოქალაქე რევაზ ლორთქიფანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 95% 27.01.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მოქალაქე გიორგი დგებუაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.BodyA, li.BodyA, div.BodyA { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; color:black; border:none;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 56.5pt 1.0in 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №1/23/824 2017 წლის 28 დეკემბერი ქ. ბათუმი კოლეგიის შემადგენლობა: ლალი ფაფიაშვილი – სხდომის თავმჯდომარე; გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი; მაია კოპალეიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; მერაბ ტურავა – წევრი. სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე. საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი დგებუაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში საქართველოში გამოძიების ადგილზე ჩამოყვანიდან არაუგვიანეს 48 საათისა იგი უნდა წარედგინოს შესაბამის სასამართლოს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №824) მიმართა საქართველოს მოქალაქე გიორგი დგებუაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადაეცა 2016 წლის აგვისტოს. №824 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 28 დეკემბერს. 2. №824 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. 3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-10 ნაწილი განსაზღვრავს ბრალდებულის მიმალვის შემთხვევაში მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის შესახებ შუამდგომლობის სასამართლოს წინაშე წარდგენის შესაძლებლობას, ასეთ შემთხვევაში ბრალდებულის დაპატიმრების შემდეგ მისი გამოძიების ადგილზე მიყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე წარდგენის ვალდებულებას, ამ ვადის გაგრძელების შემთხვევებს და ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში შესაბამისი სასამართლოსთვის წარდგენის წესს. 4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე თავისუფლების აღკვეთის ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის დაუშვებლობას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ პირი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს“. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. 5. №824 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის, როგორც ძებნილი ბრალდებულის მიმართ გამოტანილი იყო სასამართლოს განჩინება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოსარჩელე დააკავეს უცხოეთში და გადმოიყვანეს საქართველოში, თუმცა იგი არ წარედგინა სასამართლოს და პირდაპირ მოათავსეს პენიტენციარულ დაწესებულებაში. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დაირღვა კანონის იმპერატიული მოთხოვნა დაკავებული პირის გამოძიების ადგილზე მიყვანიდან 48 საათში შესაბამისი სასამართლოს წინაშე წარდგენის შესახებ. 6. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა გათავისუფლების თაობაზე და განმარტა, რომ სადავო ნორმით დადგენილი გარანტია ვრცელდება მხოლოდ იმ ძებნილი ბრალდებულების მიმართ, რომელთა ექსტრადიცია მოხდა წინასწარი გამოძიების ეტაპზე. მოსარჩელის საქართველოში ჩამოყვანა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე განხორციელდა, აქედან გამომდინარე, მისი სასამართლოსადმი წარდგენის ვალდებულება არ არსებობდა. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, სადავო ნორმის ამგვარმა განმარტებამ უხეშად დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები. 7. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არ უთითებს საქმის განხილვის ეტაპზე და აწესებს ზოგად ვალდებულებას, უცხოეთში პირის დაკავების შემთხვევაში გამოძიების ადგილზე ჩამოყვანიდან 48 საათში წარედგინოს შესაბამის სასამართლოს. შესაბამისად, საერთო სასამართლოს მიერ ნორმის ამგვარი განმარტება არღვევს კანონის იმპერატიულ მოთხოვნას და ხელყოფს ბრალდებულის უფლებას, კანონით დადგენილ ვადაში (48 საათში) გაასაჩივროს მასზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების კანონიერება. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმის არასწორი ინტერპრეტაციის გამო დაირღვა მისი სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. 8. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი აღნიშნავს, რომ კანონის ამგვარი განმარტების პირობებში არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ იმავე ან სხვა დანაშაულში ბრალდებული ძებნილი პირები, რომელთა ექსტრადიცია მოხდა წინასასამართლო სხდომამდე, იმ პირებთან მიმართებით, რომელთა ექსტრადიცია, მოსარჩელის მსგავსად, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე განხორციელდა. ამგვარი რეგულაცია კი, მოსარჩელის პოზიციით, პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. 9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში საქართველოში გამოძიების ადგილზე ჩამოყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა იგი უნდა წარედგინოს შესაბამის სასამართლოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. II სამოტივაციო ნაწილი 1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად. 2. №824 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში საქართველოში გამოძიების ადგილზე ჩამოყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა იგი უნდა წარედგინოს შესაბამის სასამართლოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, ვინაიდან თვლის, რომ იგი ქმნის საფუძველს, რათა უცხოეთში დაკავებული ძებნილი ბრალდებული საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ არ წარედგინოს სასამართლოს. 3. იმისათვის, რომ დადგინდეს, არსებობს თუ არა ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და მოსარჩელის მიერ მითითებულ კონსტიტუციურ დებულებებს შორის, აუცილებელია, განისაზღვროს ნორმის რეგულირების ფარგლები, დადგინდეს მისგან მომდინარე შეზღუდვის შინაარსი. მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ მის მიერ მითითებული შეზღუდვა სადავო ნორმიდან მომდინარეობს, რისთვისაც იგი ეყრდნობა კანონის განმარტების მეთოდებს ან/და საერთო სასამართლოების პრაქტიკას. 4. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმა მიუთითებს უცხოეთში დაკავებული პირის საქართველოში ჩამოყვანიდან 48 საათის განმავლობაში მისი სასამართლოში წარდგენის ვალდებულების შესახებ. იგი საერთოდ არ განსაზღვრავს წინაპირობებს, რომელთა არსებობისასაც შესაძლოა, პირი სასამართლოს არ წარედგინოს. ამავე დროს, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საერთო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის განმარტების თანახმად, ნორმით დადგენილი წესი ვრცელდება მხოლოდ იმ ძებნილ ბრალდებულებზე, რომელთა ექსტრადიციაც განხორციელდა გამოძიების ეტაპზე. ამდენად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას მხოლოდ გამოძიების ეტაპზე ექსტრადირებული პირების მიმართ ადგენს. 5. უპირველს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქმეზე წარმოდგენილი არ არის საერთო სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები, შესაბამისად, რთულია შეფასდეს, რამდენად ერთგვაროვანია სადავო ნორმის შემოთავაზებული განმარტება. თუმცა ხსენებული განმარტების გაზიარების პირობებშიც მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, რომ სადავო ნორმა ადგენს მისი დაკავებისა და 48 საათში სასამართლოში წარუდგენლობის საფუძველს. აღნიშნული განმარტების პირობებში სადავო ნორმა არ ვრცელდება ბრალდებულის გამოძიების შემდეგ ექსტრადიციის შემთხვევებზე, თუმცა ამა თუ იმ ნორმის გარკვეულ ურთიერთობებზე არგავრცელება, რა თქმა უნდა, რაიმე უფლების შეზღუდვას არ განაპირობებს. სადავო ნორმას უფლებააღმჭურველი შინაარსი აქვს იმ პირების მიმართ, რომლებზეც იგი ვრცელდება. 6. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. თუ მოსარჩელე მიჩნევს, რომ მისი დაკავება საპროცესო უფლებების დარღვევით ხდება, მან ან ის ნორმა უნდა გაასაჩივროს, რომელიც მასზე ამა თუ იმ საპროცესო უფლების გავრცელებას კრძალავს ან ასეთი ნორმის არარსებობის შემთხვევაში თავად დაკავების საფუძვლის დამდგენი წესი. ასეთ შემთხვევებში სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, მოახდინოს ნორმიდან მომდინარე უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, №824 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. 7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დაუსაბუთებლობის, სასარჩელო მოთხოვნის არასწორად დაყენების ან კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, მისი არსებითად განსახილველად არმიღება არ გამორიცხავს მოსარჩელის შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის და ფორმალური ხარვეზების გასწორების, სადავო აქტის სწორად იდენტიფიცირების შემთხვევაში კვლავ მომართოს სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის №2/7/812 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 27​1 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების და 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს: 1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №824 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე გიორგი დგებუაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). 2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 3. განჩინებას დაერთოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების – ლალი ფაფიაშვილისა და მერაბ ტურავას განსხვავებული აზრი. 4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. კოლეგიის შემადგენლობა: ლალი ფაფიაშვილი გიორგი კვერენჩხილაძე მაია კოპალეიშვილი მერაბ ტურავა