საქართველოს მოქალაქეები - სოფიკო ვერძეული, გურამ იმნაძე და გიორგი გვიმრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 28.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №2/21/872
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016272
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/01/2018
matsne.gov.ge 2,223 სიტყვა · ~11 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მოქალაქეები - გურამ იმნაძე და მარიამ ბეგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 06.12.2018 საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 07.02.2017 ნატალია ფერაძე და კონსტანტინე გურული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 93% 27.07.2018 შპს „გიგანტი სექიურითი“ და შპს „იუნაიტედ სეკურიტი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 93% 27.01.2017 საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 93% 17.05.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მოქალაქეები - სოფიკო ვერძეული, გურამ იმნაძე და გიორგი გვიმრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } span.BalloonTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 55.3pt 1.0in .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №2/21/872  2017 წლის 28 დეკემბერი ქ. ბათუმი კოლეგიის შემადგენლობა: თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე; ირინე იმერლიშვილი – წევრი; მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი. სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე. საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები – სოფიკო ვერძეული, გურამ იმნაძე და გიორგი გვიმრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანი: ა) „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე, ამასთან მოსარჩელე გიორგი გვიმრაძის წარმომადგენელი - გურამ იმნაძე, მოსარჩელე სოფიკო ვერძეულის წარმომადგენელი – მარიამ ბეგაძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ქრისტინე კუპრავა და გიორგი ჩიფჩიური. I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №872) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა – სოფიკო ვერძეულმა, გურამ იმნაძემ და გიორგი გვიმრაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 23 თებერვალს. №872 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 7 ივნისს. 2. №872 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. 3. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების საფუძვლებსა და მიზნებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „სპეციალური საპოლიციო კონტროლი არის პოლიციის მიერ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე და განსაზღვრული დროით, აგრეთვე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ტერიტორიაზე და სათანადო დროით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად განხორციელებული შემოწმება“. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „სპეციალური საპოლიციო კონტროლისას ხორციელდება ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემოწმება და დათვალიერება“. 4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ადამიანის თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლებას, ხოლო მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“. 5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ჩანაწერი „ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა“ ბუნდოვანია და იძლევა მისი სხვადასხვა, მათ შორის, კონსტიტუციის საწინააღმდეგო შინაარსით წაკითხვის შესაძლებლობას. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი განიმარტება იმგვარად, რომ სპეციალურ საპოლიციო კონტროლს შესაძლოა საფუძვლად დაედოს ნებისმიერი სიმძიმის დანაშაული ან სამართალდარღვევის ჩადენა ან შესაძლო ჩადენაზე ვარაუდი. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლის დაწყებისათვის დადგენილი სტანდარტი ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნებს და ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების დარღვევის რისკს. 6. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ 2016 წელს სპეციალური საპოლიციო კონტროლი 4-ჯერ განხორციელდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მისი თქმით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტში გამოყენებული ტერმინი „წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე“ განიმარტება იმდაგვარად, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება არა კონკრეტულ ტერიტორიაზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მოსარჩელისთვის ასევე პრობლემურია სპეციალური საპოლიციო კონტროლის ხანგრძლივობა, ვინაიდან კანონი არ აწესებს აღნიშნული ღონისძიების ხანგრძლივობის ზედა ზღვარს. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა უფლებამოსილ პირს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას სპეციალური საპოლიციო კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიისა და ხანგრძლივობის განსაზღვრის თვალსაზრისით. მოსარჩელის აზრით, ეს უფლებამოსილება არ არის შეზღუდული თანაზომიერების პრინციპით, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. 7. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, სპეციალური საპოლიციო კონტროლისას ხორციელდება ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემოწმება და დათვალიერება. კერძოდ, მხოლოდ სპეციალურ საპოლიციო კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ფიზიკურად ყოფნა შეიძლება გახდეს პირის ზედაპირული შემოწმების, ავტომანქანის დათვალიერების საფუძველი, ყოველგვარი ინდივიდუალური ეჭვის გარეშე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ აღნიშნული საპოლიციო კონტროლის მექანიზმების გამოყენებისთვის აუცილებელია პირის ფიზიკური შეჩერება, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს, რომ სადავო ნორმებს გააჩნიათ მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან მიმართებით. 8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, სპეციალური საპოლიციო კონტროლისას გამოიყენება შემოწმებისა და დათვალიერების საპოლიციო ღონისძიებები. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული ღონისძიებების გამოყენება, საპოლიციო კონტროლის დაწესების ბუნდოვანი საფუძვლებისა და ფაქტობრივად შეუზღუდავი დისკრეციული უფლებამოსილების კონტექსტში, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს. 9. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, აგრეთვე სხვა ქვეყნების გამოცდილებას და მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი. 10. №872 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გამართულ განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. 11. მოპასუხე მხარის აზრით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი რეალურად შემოიფარგლება ზედაპირული შემოწმებით და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებით, რაც ვერ იქნება განხილული საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლით დაცულ სიკეთესთან კავშირში, რომელიც იცავს ადამიანის თავისუფლებას. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებით მოცემული რეგულირება არ არის მიმართული კონსტიტუციის მე–18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ფიზიკური თავისუფლების უფლების შეზღუდვისაკენ. 12. მოპასუხე მხარის განმარტებით, მოსარჩელე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტს განიხილავს საპოლიციო კონტროლის დაწესებისა და განხორციელების წესის დამდგენ რეგულირებასთან კავშირში, მაშინ როდესაც უშუალოდ სადავო ნორმის შინაარსი მხოლოდ საპოლიციო კონტროლის დროს გამოსაყენებელი საპოლიციო მექანიზმების დადგენით ამოიწურება. აქედან გამომდინარე, პარლამენტის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლოს მე-4 პუნქტს არ გააჩნია მოსარჩელე მხარისთვის პრობლემური ნორმატიული შინაარსი. 13. წარმოდგენილი არგუმენტაციიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს რომ კონსტიტუციური სარჩელი ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის მოთხოვნებს და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად. II სამოტივაციო ნაწილი 1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისთვის „აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებას შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). 2. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტს. მოსარჩელის აზრით, სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარების საფუძვლები არის ბუნდოვანი, იძლევა არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, ხოლო ამგვარ განუჭვრეტელ საფუძვლებზე დაყრდნობით, სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარება იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თავისუფლების უფლების დარღვევას. 3. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა“. ეს ნორმა ადგენს, პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარების საფუძვლებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს სპეციალური საპოლიციო კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიისა და კონტროლის ხანგრძლივობას, ხოლო „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „სპეციალური საპოლიციო კონტროლისას ხორციელდება ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემოწმება და დათვალიერება.“ 4. დასახელებული სადავო ნორმების შინაარსის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს გამოიყენება მხოლოდ მითითებული საპოლიციო ღონისძიებები (შემოწმება და დათვალიერება). ამდენად, სპეციალური საპოლიციო კონტროლის უფლების შემზღუდველი ბუნება სწორედ აღნიშნული საპოლიციო ღონისძიებების შინაარსის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს. შემოწმებისა და დათვალიერების ცნებას განსაზღვრავს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას“,  ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება გულისხმობს ნივთის ან/და სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აგრეთვე მისი საბარგულის ვიზუალურ დათვალიერებას“. 5. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ხსენებული საპოლიციო ღონისძიებების გამოყენებისთვის, აუცილებელია პირის ფიზიკური შეჩერება, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევას წარმოადგენს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „ადამიანის თავისუფლება“… გულისხმობს ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას, მის უფლებას თავისუფლად გადაადგილდეს ფიზიკურად, თავისი ნების შესაბამისად, იმყოფებოდეს ან არ იმყოფებოდეს რომელიმე ადგილზე.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის №2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ბუნებრივია, როგორც შემოწმების, ისე დათვალიერების საპოლიციო ღონისძიების გამოყენებას, შედეგად მოჰყვება პირის ფიზიკური შეჩერება შესაბამისი ღონისძიების დასრულებამდე, რაც ცალკე აღებული შეიძლება წარმოადგენდეს პირის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას. თუმცა, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს უფლების შეზღუდვა და უფლების შეზღუდვიდან მომდინარე ეფექტები. საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცულ რომელიმე უფლების შეზღუდვა ხშირ შემთხვევაში გარკვეულ გავლენას ახდენს სხვა კონსტიტუციურ უფლებაზე. თუმცა ეს თავისთავად არ ნიშნავს თავად ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას, მის შეზღუდვას. საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა უნდა შეაფასოს იმ კონსტიტუციურ უფლებასთან, რომლის შეზღუდვისკენაც არის იგი მიმართული, და არა იმ უფლებასთან, რომლის შეზღუდვაც გვერდითი ეფექტის სახით მოჰყვება მას. 6. მოცემულ შემთხვევაში უფლების შეზღუდვა გამოიხატება პირის მიმართ შემოწმების და დათვალიერების საპოლიციო მოქმედების განხორციელებაში. როგორც პირის ზედაპირული შემოწმება, ისე ნივთის, სატრანსპორტო საშუალების და მისი საბარგულის დათვალიერება, შესაძლოა ზღუდავდეს პირადი ცხოვრების რომელიმე უფლებრივ კომპონენტს, თუმცა აღნიშნული საპოლიციო ღონისძიებები არ არის მიმართული პირის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვისკენ. ბუნებრივია, პირის ტანსაცმელსა და ავტომობილს ვერ შეამოწმებენ მისი შეჩერების გარეშე, თუმცა, ამ შემთხვევაში შეჩერება უფლების შეზღუდვის გვერდით ეფექტს წარმოადგენს და მისი კონსტიტუციურობა დამოკიდებულია თავად შემოწმების და დათვალიერების უფლებამოსილების კონსტიტუციურობაზე. შესაბამისად, არ არსებობს სადავო ნორმების მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან. 7. ამდენად, №872 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობის კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. 8. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, „სპეციალური საპოლიციო კონტროლისას ხორციელდება ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემოწმება და დათვალიერება.“ მოსარჩელეები ხსენებულ სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ იმდენად, რამდენადაც თვლიან, რომ პირის მიმართ შემოწმება-დათვალიერების საპოლიციო ღონისძიების გამოყენებისთვის საკმარისია სპეციალურ საპოლიციო კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ყოფნა და აღნიშნული მოქმედებების განხორციელებისთვის არ არის აუცილებელი კონკრეტული პირის მიმართ რაიმე ეჭვის არსებობა ან მისი დასაბუთება. მოსარჩელე მხარე, ზოგადად, სადავოდ არ ხდის სპეციალური საპოლიციო კონტროლის ფარგლებში „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებას, თუმცა სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ვინაიდან სპეციალური საპოლიციო კონტროლის დაწესების საფუძვლები, აგრეთვე ამ კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორია და ხანგრძლივობა, არის განუსაზღვრელი და ქმნის ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის საფრთხეს. ამდენად მოსარჩელისათვის პრობლემურია არა თავად შემოწმებისა და დათვალიერების ინსტიტუტი, არამედ მათი გამოყენების კანონით დაშვებული ზოგიერთი შემთხვევა. 9. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის შინაარსი ამოიწურება იმ საპოლიციო ინსტრუმენტების განსაზღვრით, რომელიც სპეციალური საპოლიციო კონტროლისას შეიძლება იქნეს გამოყენებული. სადავო ნორმა არ არეგულირებს საპოლიციო კონტროლის დაწესების საფუძვლებს და მის გამოყენების შემთხვევებს, ტერიტორიულ თუ დროში მოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული საკითხები მოწესრიგებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა ნორმებით. 10. ამდენად, მოსარჩელე მხარისთვის პრობლემური ნორმატიული შინაარსი სადავო ნორმას არ გააჩნია. შესაბამისად, №872 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 27​1 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს: 1. კონსტიტუციური სარჩელი №872 („საქართველოს მოქალაქეები – სოფიკო ვერძეული, გურამ იმნაძე და გიორგი გვიმრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად. 2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 3. განჩინებას ერთვის მოსამართლე ირინე იმერლიშვილის განსხვავებული აზრი. 4. განჩინება გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. კოლეგიის შემადგენლობა: თეიმურაზ ტუღუში ირინე იმერლიშვილი მანანა კობახიძე თამაზ ცაბუტაშვილი