საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1400-01
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის ანგარიში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობისშესახებ.

2017 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა159 განცხადება, აქედან:

 ა) საჯარო ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად გაიცა 116 განცხადებაზე;

ბ) 10 განცხადებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის   დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 გ) 21 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

 დ) 10 განცხადება გადაიგზავნა ქვემდებარეობით;

 ე) 2 განცხადება დამუშავების პროცესშია .

 საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი 6 შემთხვევაში ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო დაცული საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ხოლო 4 შემთხვევაში იყო კონფიდენციალური. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობოდა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებით არ წარმოშობილა ხარჯები. საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის ხარჯმა შეადგინა 129,30 ლარი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 20 შემთხვევაში, აქედან 13 სხდომა ეხებოდა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საქმეების განხილვას, 5შემთხვევებში საკითხი ეხებოდა 3 წლით გამწესებული მოსამართლეების საქმიანობის შემფასებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევას (წილისყრა),  1 შემთხვევაში სხდომის ნაწილი დაიხურა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საექსპერტო კომისიის წევრობის კანდიდატების შერჩევის საკითხის განხილვისას, ხოლო 1 შემთხვევაში კომერციული საიდუმლოების შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

განცხადებებზე პასუხი მოამზადა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა თეა ჯაფარიძემ.

2017 წელს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისათვის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს დისციპლინური სახდელი არ დასდებია.

      

გიორგი მიქაუტაძე