სს „ჰუალინგ დაზღვევა“-ზე სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიების გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „ჰუალინგ დაზღვევაზე“
სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიების გაცემის თაობაზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 29-ე და 30-ე პუნქტების, ამავე კანონის მე-13, მე-14 და 36-ე მუხლების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის, 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის „სადაზღვევო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 9 თებერვლის №1 ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. გაიცეს სს „ჰუალინგ დაზღვევაზე“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 406232214) სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიები.
2. გაიცეს სს „ჰუალინგ დაზღვევაზე“ სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) სალიცენზიო მოწმობები.
3. ინფორმაცია სს „ჰუალინგ დაზღვევაზე“ სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიების გაცემის თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
4. სს „ჰუალინგ დაზღვევაზე“ სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიების გაცემის შესახებ მონაცემები შეტანილ იქნეს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
5. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე