⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.01.2019)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.01.2018
ძალის დაკარგვა 11.01.2019
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.107.016304
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,421 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.01.2018 მიღება
11.01.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 2018 წლის 3 იანვარი დაბა ჩხოროწყუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4  პუნქტების,  61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018  წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის  28  დეკემბრის  №65  დადგენილების შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე  სოციალური  დახმარების გაცემის  წესი. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  2017  წლის ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 იანვრის №1 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ესებუა დანართი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  2018  წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე  სოციალური  დახმარების გაცემის  წესი ეს წესი განსაზღვრავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის (ადგილობრივი და დევნილი) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან (შემდგომში – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი)  სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდგომში – მერია) წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.  თავი I სოციალური დახმარების სახეები მუხლი 1🔗. სოციალური დახმარების სახეები 1.  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გასაცემი სოციალური დახმარების სახეებია: ა) ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა; ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) მქონე პირთა სოციალური დაცვა; დ) ხანდაზმულ  (100 და მეტი წლის) პირთა  სოციალური დაცვა; ე) უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (2018  წელს ხანძრით და სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება, ასევე, უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა); ვ) დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა; ზ) ჩერნობილის  აეს-ის ავარიის  სალიკვიდაციო სამუშაოებში  მონაწილეთა   დახმარება; თ) გაუსაძლის  პირობებში მყოფი პირების დახმარება; ი) უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა; კ)  ჰემოდიალიზის პაციენტთა  დახმარება; ლ) მოსახლეობის სამედიცინო დახმარება; მ) მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება; ნ) მიუსაფართა  ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა; ო)  სადღესასწაულო დღეების დახმარება. თავი II ბენეფიციართა კატეგორიები და სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 2🔗. ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა 1. ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამა ითვალისწინებს: ა) ერთჯერად ფულად დახმარებას – 9 მაისთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის – 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; ბ) ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურებას. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის  გარდაცვალების შემთხვევაში ვეტერანის ოჯახს უფლება აქვს ისარგებლოს სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებით 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. სარიტუალო თანხები გაიცემა  დევნილ ვეტერანებზეც; გ) ავღანეთის ომში მონაწილე ვეტერანების  ერთჯერად დახმარებას  200 (ორასი) ლარის ოდენობით. 2. 9 მაისთან დაკავშირებით დახმარების მისაღებად ომის ვეტერანმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის (შემდეგში – მერი) სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ვეტერანის მოწმობა (ასლი); დ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. 3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); გ) გარდაცვლილის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. 4. სარიტუალო მომსახურების დახმარების მისაღებად გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) გარდაცვალების მოწმობა (ასლი); გ) ვეტერანის მოწმობა (ასლი); დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ვეტერანი დევნილის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი; ვ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ზ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. 5. ავღანეთის ომში მონაწილე ვეტერანის  ერთჯერადი დახმარების მისაღებად  ომის ვეტერანმა მერიაში  უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი; გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;     დ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. მუხლი 3🔗. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა 1. მრავალშვილიანი ოჯახების, რომელთაც ჰყავთ  18 წლამდე ასაკის 4 ან მეტი შვილი, თითოეულ შვილზე ყოველთვიური დახმარების თანხა შეადგენს 40 (ორმოცი ) ლარს. 2. დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში  უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის  სახელზე; ბ) დედის ან მამის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; დ) მშობლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. 3. ერთი შვილის მიერ სრულწლოვანი ასაკის მიღწევა იწვევს მრავალშვილიანი ოჯახების  დახმარების გაცემის შეწყვეტას, თუ აღნიშნული გარემოების შედეგად შვილთა რაოდენობა აღმოჩნდა ოთხზე ნაკლები. 4.  ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებული დახმარება განისაზღვრება შემდეგი სახით: ა) პირველი-მე-2 შვილის  შეძენა – 200 (ორასი) ლარი; ბ) მე-3 შვილის შეძენა–250 (ორას ორმოცდაათი) ლარი; გ) მე-4 შვილის შეძენა–400 (ოთხასი) ლარი; დ) მე-5 შვილის შეძენა–500 (ხუთასი) ლარი; ე) მე-6 შვილის შეძენა–600 (ექვსასი) ლარი; ვ) მე-7  და ყოველი მომდევნო შვილის შეძენა – 1000 (ათასი) ლარი. 5. დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში  უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ)  დედის ან მამის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; დ) მშობლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. 6. ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ყოველთვიური დახმარება შეადგენს 100 (ასი) ლარს. 7. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში  უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ)  დევნილის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი; დ) ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (შემაკავებელი ორდერი); ე) განმცხადებლის  საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. 8. ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ყოველთვიური დახმარება გაიცემა შესაბამისი სტატუსის მოხსნამდე. მუხლი 4🔗. შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) მქონე პირთა სოციალური დაცვა 1. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული)   მქონე პირთა ყოველთვიური დახმარება განისაზღვრება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:  ა) განცხადება მერის  სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) სტატუსის  დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);                                                         ე) მშობლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. 3. უსინათლო პირებისთვის ერთჯერადი დახმარება განისაზღვრება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, 4. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:  ა) განცხადება მერის  სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);                                                         ე)  საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. მუხლი 5🔗. ხანდაზმულ (100 და მეტი წლის) პირთა  სოციალური დაცვა 1. 100 და მეტი წლის   ხანდაზმულთა  წლიური ერთჯერადი დახმარების თანხა განისაზღვრება 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:  ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) ხანდაზმულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ოჯახის წევრის ან განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;        დ) ოჯახის წევრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა ან მემკვიდრეობის ცნობა);  ე)  საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. მუხლი 6🔗. უსახლკაროდ  დარჩენილთა  სოციალური  დაცვა  (2018  წელს ხანძრით  და სტიქიით დაზარალებული  ოჯახების დახმარება, ასევე, უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა) 1. ხანძრით და სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება გაიცემა ერთჯერადად 200-დან 5000 ლარამდე, რომელიც განისაზღვრება სახლის დაზიანებული ფართობისა და ხარისხის მიხედვით, მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტურობის აქტის  შესაბამისად. 2. დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მერიაში  უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის  სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ)  ცნობა შესაბამისი სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან  ხანძრის შემთხვევაში, ხოლო სტიქიის შემთხვევაში – შესაბამისი კომისიის აქტი ან გეოლოგიური დასკვნა (მეწყრის შემთხვევაში); დ) ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები; ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. 3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ოჯახის დახმარება ყოველთვიურად ბინის ქირის გადახდის სახით, თითოეულ ოჯახზე განისაზღვრება თვეში 100 ლარის ოდენობით. 4. დახმარების დანიშვნისას უპირატესობა  მიენიჭებათ: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პრობაციონერებს; ბ) მარტოხელა მშობელს, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი ბავშვები ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები; გ) მარტოხელა, შრომისუუნარო უსახლკარო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც არ ჰყავთ  მარჩენალი; დ) ხანდაზმული, პენსიონერი მოქალაქეები, რომელთაც არა ჰყავთ  მარჩენალი. 5. ყოველთვიურად ბინის ქირის გადახდის სახით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ოჯახის დახმარებით ვერ ისარგებლებენ შრომისუნარიანი პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილ არცერთ კატეგორიას. 6. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში  უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის  სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი; გ) ცნობა რეესტრიდან მისი და მისი ოჯახის წევრის  ქონების  არარსებობის შესახებ; დ) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან  მერის  წარმომადგენლის შუამდგომლობა და სხვა არსებული დოკუმენტები; ე) ნოტარიულად დადასტურებული სამი მოწმის (მეზობლის) ჩვენება მოქალაქის უსახლკარობის შესახებ; ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. მუხლი 7🔗. დევნილთა მხარდაჭერის  პროგრამა 1. იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვისათვის  დახმარების თანხა განისაზღვრება ერთჯერადად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის  სახელზე; ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ) დევნილის  მემკვიდრის მოწმობის ასლი; დ) მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი; ე) გარდაცვლილის პირადობის და დევნილის მოწმობის ასლები; ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (მეუღლის ქორწინების მოწმობის ან შვილის დაბადების მოწმობის ასლები); ზ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. მუხლი 8🔗. ჩერნობილის  აეს-ის ავარიის  სალიკვიდაციო სამუშაოებში  მონაწილეთა   დახმარება 1. ჩერნობილის აეს-ის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება  შეადგენს  200 ლარს. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში  უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. მუხლი 9🔗. გაუსაძლის პირობებში მყოფი პირების დახმარება 1. გაუსაძლის პირობებში მყოფ მოქალაქეებს შეიძლება გაეწიოთ დახმარება საბინაო პირობების გაუმჯობესებისა და შეშით უზრუნველყოფის  მიზნით (ახალი საცხოვრებელი სახლის აშენება, საცხოვრებელი სახლის შეკეთება, გადახურვა, საშენი მასალების შეძენა  და ა.შ). 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის   სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) უმწეობის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის  წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი პირის სოციალური მდგომარეობისა და საბინაო პირობების შესახებ; ე) ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა; ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. 3. გადაწყვეტილება მიიღება მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე. მუხლი 10🔗. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა 1. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვისათვის  დახმარების თანხა ერთჯერადად შეადგენს 200 (ორასი) ლარს. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის  სახელზე; ბ)  გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ) ნოტარიალურად დადასტურებული მოწმეთა ჩვენება დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დაკრძალვის ხარჯების გაწევის/გასაწევის თაობაზე; დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიცვალებული არის უპატრონო; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. მუხლი 11🔗. მოსახლეობის სამედიცინო დახმარება 1. მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამა ითვალისწინებს იმ პირების სამედიცინო მომსახურების  დაფინანსებას ან თანადაფინანსებას, რაც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება სჯდსპ-ით ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ. 2. სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების დაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს: ა) 200-დან 1000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში – 20-დან 40%-მდე ოდენობით; ბ) 1001-დან 2000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში – 20%-დან 40%-მდე ოდენობით; გ) 2001-ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში – 20-დან 40%-მდე ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2500 ლარისა; დ) საკეისრო კვეთით და ფიზიოლოგიური გზით მშობიარობისას – არაუმეტეს შესაბამისი სახელმწიფო დაფინასების თანხის 30-დან 50 %-მდე ოდენობით. 3. სოციალურად დაუცველი პირებისთვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა არაუმეტეს 100 000-ისა,  სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების დაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს მომსახურების ღირებულების 30%-დან  60 %-მდე ოდენობით. 4. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებისთვის სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების დაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს მომსახურების ღირებულების 30%-დან  60 %-მდე ოდენობით. 5. ბენეფიციარმა თვითონ ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ) ანგარიშფაქტურა; ე) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) კალკულაცია; ზ) სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების შემთხვევაში, მიმართვა საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან მათ მიერ დაფინანსებული თანხის მითითებით; თ) დაბადების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში). 6. ამ პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები. 7. მერი, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე ბენეფიციარზე გასცემს საგარანტიო წერილს. 8. საგარანტიო წერილის მოქმედების ვადა განისაზღვრება  30 კალენდარული დღით. 9. საგარანტიო წერილის გაცემა მოხდება სამედიცინო მომსახურების გაწევამდე. 10. ბენეფიციარი და დაწესებულება ვალდებულია დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის მიზნით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება. 11. წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი. 12. ამ პროგრამით არ დაფინანსდება: ა) სანატორიულ-კურორტული მომსახურება; ბ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული. მუხლი 12🔗. მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება 1. პირებზე, რომლებიც საკუთარი განცხადების საფუძველზე მატერიალური მდგომარეობის გამო საჭიროებენ დახმარებას, შეიძლება გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომელიც შეადგენს  50-დან 200 ლარამდე თანხას. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში  უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის   სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) უმწეობის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა; ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. მუხლი 13🔗. მიუსაფართა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა 1.  მძიმე სოციალური პირობების მქონე პირებისა და  უკიდურესად გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფთათვის ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფისთვის გამოიყოფა თანხა. 2. კვებით უზრუნველსაყოფად მოქალაქემ  მერიაში  უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის  სახელზე; ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა; გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი. მუხლი 14🔗. სადღესასწაულო დღეების დახმარება საახალწლოდ, სააღდგომოდ და სხვა სადღესასწაულო დღეებში მიუსაფართა სასადილოს ბენეფიციართათვის, დედ-მამით  ობოლი  ბავშვებისათვის  და სოციალურ საცხოვრისში ჩასახლებული, ასევე, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებისთვის  შეიძლება  საჩუქრების შეძენა სურსათის სახით. ბენეფიციარების შერჩევა ხდება  მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების  მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად. მუხლი 15🔗. ჰემოდიალიზის პაციენტთა დახმარება 1. ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პაციენტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებისთვის თითოეულზე გაიცემა თვეში თანხა 120 ლარის ოდენობით. 2. ხარჯების ასანაზღაურებლად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის  სახელზე; ბ) ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა №100) შესაბამისი დაწესებულებიდან; გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი; დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა; ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. თავი III სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა მუხლი 16🔗. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სამსახური 1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დახმარებების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მერიის  ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამსახური, გარდა ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „თ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარებებისა. 2. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური პასუხისმგებელია ყველა სახის დახმარების  მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.. თავი IV ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მუხლი 17🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა მერიაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახური.  მუხლი 18🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება 1. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრეციული კოდექსის IV თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. 3. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, სამსახურის დასკვნის საფუძველზე  გადაწყვეტილების მიღება ხდება  მერის   ბრძანებით.  თავი V ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შესაბამისი კომისიის მიერ სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მუხლი 19🔗. დახმარების გაცემის  შესახებ განცხადებების განხილვა 1. ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „თ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის საკითხზე მერიაში შემოსულ განცხადებებს იხილავს მერიის  შესაბამისი კომისია, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 2. კომისიას ქმნის და მის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა  და მდივანს ნიშნავს მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტით. 3. კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თავმჯდომარის დავალებით თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 4. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების  თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება  სხდომის თავმჯდომარის ხმა. 5. კომისია იკრიბება კვირაში ერთხელ და ამზადებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის მერისთვის  წარსადგენად. გადაუდებელი შემთხვევის დროს კომისია  რიგგარეშე განიხილავს ბენეფიციართა განცხადებებს. 6. სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითი და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე. 7. კომისიის ყოველი სხდომის შემდეგ დგება  ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე  და  სხდომაზე  დამსწრე  ყველა წევრი. 8. კომისიის მიერ მიღებული  გადაწყვეტილება აისახება  ოქმში. 9. კომისიის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე.  მუხლი 20🔗. დახმარების გაცემის  შესახებ გადაწყვეტილების მიღება კომისიის დასკვნა (რეკომენდაცია) წარედგინება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას.