ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.01.2018
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.129.016257
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/01/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.01.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი | ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ჭიათურის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 17.07.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2018 წლის 5 იანვარი
ქ. ჭიათურა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.დ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №12 დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ,18/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.129.016112).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი
დანართი №1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულება
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირის უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 1🔗.
კომისიის სტატუსი
1.
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია (შემდგომ „კომისია“) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2.
კომისია იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით.
3.
კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.
4.
კომისიის საქმიანობის წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით.
მუხლი 2🔗.
კომისიის უფლებამოსილება
1.
კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს:
ა)
ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;
ბ)
მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და დასაქმების ხელშემწყობი მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;
გ)
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ;
დ)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების პირობების დადგენის შესახებ;
ე)
კანონმდებლობით დადგენილი წესით უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ;
ვ)
ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
მუხლი 3🔗.
კომისიის თავმჯდომარე
1.
კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე და საკრებულოს რეგლამენტის 26-ე, 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით.
2.
კომისიის თავმჯდომარე:
ა)
იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;
ბ)
ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;
გ)
არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;
დ)
ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;
ე)
ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს;
ვ)
ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;
ზ)
აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;
თ)
კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;
ი)
საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;
კ)
ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას;
ლ)
აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
მ)
საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ნ)
ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;
ო)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.
კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.
მუხლი 4🔗.
კომისიის სამუშაო ჯგუფები
1.
კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან იქმნება კომისიის სამუშაო ჯგუფები.
2.
კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი.
3.
სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილონ და მოამზადონ კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები.
4.
კომისიაში იქმნება შემდეგი სამუშაო ჯგუფები:
ა)
ჯანმრთელობის დაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
ბ)
სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების საკითხთა სამუშაო ჯგუფი.
მუხლი 5🔗.
კომისიის საკონსულტაციო საბჭო
1.
კომისიას უფლება აქვს, შექმნას საკონსულტაციო საბჭო შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან.
2.
კომისიის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
3.
საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს. განიხილავს კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათ გადაწყვეტის შესაძლო გზებს.
მუხლი 6🔗.
კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1.
კომისიის და კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
2.
კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არაუმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.