შპს ,,აგროგეო+ - ის“ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/20037-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/20037-16

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ

2017 წლის 28 დეკემბერი

თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი – შპს ალუდა

(საიდენტიფიკაციო ნომერი 400023611 )

წარმომადგენელი – არჩილ თაბაგარი

 

მოვალე – შპს „აგროგეო+“

(საიდენტიფიკაციო ნომერი 404880287)

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ირაკლი წიკლაური

 

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის საკითხი და

 

გამოარკვია

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 22 ივლისს განცხადებით მომართა შპს „ალუდას“ წარმომადგენელმა არჩილ თაბაგარმა და მოითხოვა შპს „აგროგეო +“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 აგვისტოს განჩინებით განმცხადებლის შპს „ალუდას“ წარმომადგენლის არჩილ თაბაგარის განცხადება მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოწვეულ იქნა კრედიტორთა პირველი კრება. კრედიტორთა პირველი კრება გადაიდო მოვალის გამოუცხადებლობის გამო, მოვალის წარმომადგენელი სასამართლოში არცერთ კრებაზე არ გამოცხადებულა და არც რაიმე საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. სასამართლოს მიერ მოვალეს მის მიმართ დაწყებული გადახდისუუნარობის შესახებ ეცნობა პოლიციის მეშვეობით, ასევე გაკეთდა საჯარო შეტყობინება კრების მოწვევის თაობაზე, ყველა განჩინება გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე, ასევე მასალები გადაეგზავნა საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორს. 2017 წლის 28 დეკემბერს კრედიტორთა კრებაზე კვლავ არ გამოცხადდა მოვალის წარმომადგენელი.

სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შპს „აგროგეო+“-ის გადახდისუუნარობის საქმეზე უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში მოვალის არასაპატიო მიზეზით ორჯერ გამოუცხადებლობის შემთხვევაში კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.

ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. გაკოტრების მმართველი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. გაკოტრების მმართველი უნდა იყოს მხარეთაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი (იურიდიული პირის შემთხვევაში – საქმიანი რეპუტაციის მქონე) პირი. გაკოტრების მმართველად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ახორციელებს იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე.

კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან კრედიტორის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გაკოტრების მმართველის კანდიდატურა, სასამართლომ მიიჩნია, რომ გაკოტრების მმართველად დანიშნული უნდა იქნეს აღსრულების ეროვნული ბიურო.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 23 -ე, 36-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

 

დაადგინა

1. შპს „აგროგეო+“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი 404880287) მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.

2. გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ან გადაცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                          თამარ ჭუნიაშვილი