შპს ,,ტაურუსი - ს" კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/3535-16
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
2018 წლის 4 იანვარი
ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე
განმცხადებელი (მოვალე) – შპს ,,ტაურუსი" (ს.ნ 230867951)
დირექტორი – ვლადიმერ ბაკურაძე
წარმომადგენელი – ლევან თოთლაძე
გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 17 თებერვალს განცხადებით მომართა შპს „ტაურუსის“ (ს/კ 230867951) დირექტორმა ვლადიმერ ბაკურაძემ და მოითხოვა შპს „ტაურუსის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს „ტაურუსს“ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 მარტის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით შპს „ტაურუსის“ გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ − აღსრულების ეროვნული ბიურო.
2017 წლის 29 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა − აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ლელა ხაციკიდუმ, რომელმაც შპს „ტაურუსის“ გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით წარმოადგინა საბოლოო ანგარიში. ამავე მომართვიდან გაკოტრების მმართველმა მოითხოვა შპს „ტაურუსის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ 42-ე მუხლის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად. სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გაკოტრების მმართველის სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს" 2017 წლის 29 დეკემბრის შუამდგომლობის საფუძვლეზე მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: ა)გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა; ბ) შპს „ტაურუსის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის განხილვა.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) 2018 წლის 22 იანვარს, 17:00 სთ/ზე, სხდომის დარბაზი №19 შემდეგი დღის წესრიგით:
● გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა;
● შპს „ტაურუსის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის განხილვა;
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლეთამარ ბურჯანაძე