საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №1 |
|
2018 წლის 5 იანვარი ქ. თბილისი |
1. დაევალოთ საქართველოს მინისტრებსა და სახელმწიფო მინისტრებს, 2018 წლის 20 იანვრამდე, უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება, დანართი №1-ის შესაბამისად.
2. საქართველოს სამინისტროებმა და სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების დამტკიცებული საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების ცვლილება საქართველოს მთავრობასთან შეათანხმონ იმ შემთხვევაში, თუ იზრდება თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ფონდი ან/და საშტატო რაოდენობა.
3. საქართველოს სამინისტროებმა და სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების დამტკიცებული საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების ცვლილების მიზნით:
ა) იხელმძღვანელონ ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) საქართველოს მთავრობასთან შესათანხმებელი პროექტის განმარტებით ბარათს თან დაურთონ საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების შესახებ ინფორმაცია, დანართი №2-ის შესაბამისად.
4. სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ევალებათ საქართველოს მთავრობასთან ან/და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების შეთანხმება, ასევე იხელმძღვანელონ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.01.2018.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 05.01.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.10.003.020316.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.01.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“, №1, 05.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.020316 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3989621/