,,დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 |
|
2018 წლის 8 იანვარი ქ. დუშეთი |
,,დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №30 დადგენილებაში (matsne.gov.ge., 27/11/2017, ს/კ: 010250020.35.152.016310),კერძოდ:
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|